ჩემი ხელები შენ ხელებში მოაქციე,
ასე,სიჩუმით გათენდება.
მერე დაღამებას დაველოდები,
ჩემ თითებს,შენი ხელის გულები,
სასთუმლად სანამ გაეგება.
...ერთხელაც ჩუმად გაგეპარები.
მოვრჩები სიყვარულს
და მევე ავიგლეჯ
იმას, რაც შემოვიწებე.
...აღარასოდეს ჩაეტევა გულში
შენზე ოცნება,
რადგან მოვკვდები,
სხვისთვის დასაბადებლად!!!
ხომ,დაგაჯერებ სიყვარულს
და გავქრები,რომ ხალხს მოვუყვეთ.
(ალბათ ჩვენი ამბავი)
შევწყვეტ სუნთქვას-
-ლექსების წერას,
ახლოსაც არავის მოვუშვებ.
ჩვენი ხელებით შექმნილ სიყვარულს
კარტში მოვუგებ და
მოვთხოვ დაპირებულს-დავიწყებას...