ჩემში ფიქრებმა დაიდეს ბინა, ოცნებას მისცეს საეჭვო წყარო, ახლა რატომღაც გაფრენა მინდა, მეუბნებიან უფრთებო ხარო.
სხვისი ნათქვამი რაში მარგია, განა ვერა ვგრძნობ ფრთები ამომდის, ხოდა მე როცა გაფრენას ვცდილობ, ცდა ხან გამომდის, ხან არ გამომდის.
ოჰ!.. როგორ მინდა გაუკვდავება, ამის მიზეზად სიცოცხლეს ვსახავ (აუხდენელი ფიქრების გამო ამ ჩემ სურვილსაც ფურცლებში ვმარხავ).
ვებრძვი ოცნებას რეალურ ფიქრით, ვებრძვი კი არა ლამის შემძულდა, რას ვეოცნებო, მითხარით ერთი, ცხოვრებას?! (ჩემი თავის შემშურდა
|