ვერაფრით გავიხსენე რა მინდოდა სასაფლაოზე, როდის მოვედი და როდის ჩამეძინა. არა, არც მთვრალი ვყოფილვარ და მოსვლამდე არც წვრილი ზონარი გადამიჭერია თითქმის გამხმარ მარჯვენაზე. გაღვიძება მახსოვს და მთვარის შუქით განათებული საფლავზე დამხობილი ბორცვი.
"საფლავს თვალი ავარიდე, მთვარეს ავხედე და მომეჩვენა, მთვარე თვალს მიკრავდა, ხელს მიქნევდა და თავისთან მიხმობდა კიდეც.
საფლავს დაჭრილი არწივი დასტრილებდა. მერე შურდულივით დაეშვა, ჩემს წინ ფეხმძიმე ქალივით ჩამოჯდა და გაირინდა... გაოცებული ვუყურებდი არწივს და არც შიში მიგრძვნია და არც სიფრთხილე...
გაწვიმდა. ცა ცრემლებად დაიღვარა და გადაიღო.... მთვარე აოცნებდა და მთვარეს გავდი ამაყსა და უკარებას... მე გაყინული მიწა ვიყავი და ვერაფერი თუ არაფერი მათბობდა.
არწივმა ფრთები მძლავრად აიქნია და გაფრინდა... სისხლის გუბე შემატოვა და ფიქრები...
საათს დავხედე... საათის ისრები ჩვეულ რიტმში მოძრაობდა და ათვლილი დრო ნელ-ნელა მპარავდა დარჩენილ წლებსა და სიმშვიდეს".
თვალები მოვიფშვნიტე, სიზმარი წყალს გავატანე და გაჩნდნენ კითხვები და გაჩნდნენ პასუხები კითხვებად ქცეულ გეომეტრიულ პროგრესიად.
"პროგრესია იყო გადღვებილი ჭადრაკის დაფაზე და დაფა იყო რვა რვაზე და კვადრატი.
ჯერ ორი, მერე ოთხი, მერე თექვსმეტი და მილიონი და მილიარდიც... დაფა იყო თექვსმეტი თექვსმეტზე და უფრო მეტიც. მილიარზე მეტიც იყო ხშირად და კიდევ უფრო მეტი ხანდახან.
მერე აღარ იყო ზღვა. ზღვა და სანაპირო იყო მხოლოდ ერთხელ და ისიც ძილში...
მერე მან ინანა და რაც ინანა იყო ძმა და იყო უთუ.
თითებს კოცნა აჩუქა და საჩუქარი იყო არგამეტებული სხვისთვის... კოცნა იყო მუჭში და მუჭი იყო გულისტოლა. გული იყო ორი ოთხმუჭად და სისხლით. ტუჩები უყვარდა და მუჭადქცეული თითებიც უყვარდა გაშლილი და გადაღლილი მტევნით. უყვარდა და არც უყვარდა, სიყვარულის ბოლო ჩანდა შორიდან და შუბლზე კოცნით.
არ უნახავს და იცნობდა ყველა ნაცნობზე მეტად პირველიდან ბოლო ზარამდე.
ზარი იყო მობილურის და უსიტყვო..."
სიყვარულზე უფრო დიდი გახელილი თვალებია შეცხადებიდან შუბლზე კოცნამდე.
დასაბრუნებლად დაბრუნდი და მერე რაც იყო გრძნობა იყო და მონატრება...
"გრძნობა, რომელიც იყო და რომელიც გაყალბდა მოგონებებმა ცრემლად გადაყლაპეს... ლოგიკური დასასრულით და მომავლით...
ქალმა დაიწყო და კაცმა დაამთავრა... არა ისე როგორც წესია... უწესოდ და ტკივილით...
ის ვეღარ შობდა... შობას კვეთა ერქვა და კეისარს ჰგავდა ჩვილი... დაბადებით...
მანამდე იყო მზე... ზღვას ჩაეხუტებული მზის თვალები… და არწევდა აკვანს ქარი... ქარს აღარ ერქვა სიო...
არ ჰქონდა სქესი სიყვარულს და არ ქონდა სქესი განცდას... ერთადერთი რაც იყო გრძნობაა... ერთმანეთისთვის დამალული და... მზერით...
ასაკიც არა აქვს გრძნობას... და აღარ ბოდავს.. ყველა სათქმელი სანთლებმა შობეს...… გათენებამდე და მერეც...
არეკლილ თვალებს ეტყობათ დაღლა... მე ვგავარ ნასვამს... უძილო ღამის...
"კარებს გახედა და მთელი ცხოვრება წუთში ჩაატია სევდიანიც, მხიარულიც და ლამაზიც… გრძნობები ყალბ ღიმილში გამოამწყვდია... სიყალბის ნიღაბი მცველად მიუჩინა... ფარული განცდები ლავად გადმოხეთქა… სანთელები ჩააქრო და ჭაღიც..."
ახლა რაც გავიფიქრე შენი ლექსის თუ ჰაიკუების წაკითხვისას ხმამაღლა რომ ვთქვა ხო ამემღვრა ტვინი და ყველა ის გრძნობა რომელსაც ვუფრთხილდებოდი და მიყვარდა? მთხოვე და ამოვედით... ნაბიჯი ორნაბიჯში და კიდევ ერთი გამაჩერე. მაკოცე და არ გაკოცე. შევცდი. უნდა მეკოცნა. არ დახუჭე თვალები. დახუჭავდი და გაკოცებდი დახუჭულ თვალებში, ამობურცულ ტუჩებსა და ჩაზნექილ ლოყებში ხუთჯერ ხუთი სართული და ორი თვალი, ხუთჯერ ხუთად, ცოტა მეტიც იქნებოდა, დათვლამდე და დათვლის მერეც თვალები რომ გამეხილა... ავიდეთ და რაც იქნება იყოს...
თენდება...
"თეთრი და მრგვალი მაგიდა შენ და ის. ბათუმში ბათუმურად წვიმს... თბილისში თბილისურად ცხელა. აგვისტოა... უნდა ცხელოდეს...
კოკა-კოლას ჩაშავებულ თვალებში გაყინული მზერა იმზირება და განდომებს... კიდევ ერთხელ შეუკვეთო...
ორიოდ ფრაზაშიც სიყალბეა.
დრო გაგყავს და გამთბარ სითხეს გაუზრდელი ბავშვივით მიწაზე ღვრი...
ბავშვურ, უწყინარ თვალებში სისხლდანახული მგლის მგლობა იმალება...
კოკა-კოლა მოიტანეს. შეხედე ლამაზ, ჭკვინ თვალებში და ბატკანი აბღავლდა სადღაც...
პატარა, შეყვარებულ ბიჭს გავდი და ასეც იყო...
დრო მხოლოდ დროა ახლა...."
წამი სამოცჯერ და წუთი...
გელოდება და მიდი..
|