♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 11 » ................
7:47 PM
................


ელვამ განაპო მქუხარე ზეცა,
ცაში აიჭრა მრისხანე ალი,
იდუმალების ორომტრიალში
მოემართება ორფეხა ქალი.

ორფეხა განა ქათამიაო,
ფიქრს გაივლებდით ტვინიკოს თავში,
მაგრამ ქალს მართლაც ორი ფეხი აქვს,
გინდ დარში იყოს და გინდაც ავში.

სახეს უმალავს პირბადე შავი,
და თითებს ტყავის ხელთათმანები,
ერთი შეხედვით იუდას ქალს ჰგავს,
მაგრამ მას არ აქვს ცივი დანები.

მას აქვს მრისხანე, ცივი იერი,
გამოხედვა კი ყინულის ლოდი,
მისი ვირუსი ფილტვს გაგიხვრეტავს,
გინდ კავ-9 გქონდეს და გინდაც ნოდი.

ვირუსი ეს რაღაც ტროიანი და
ვიზუალ ბასიკის სკრიპტი კი არა,
ვირუსი მისი მრისხანებაა,
რომელმაც წლობით დიდხანს იარა.

ქალი შეჩერდა დიდ პადიეზდთან,
მზერა შეავლო შესასვლელს ჩუმი,
იგი მზად იყო ყველაფრისათვის,
თუნდ შეეჭამა ხინკალი უმი.

ხინკალი ისე რითმის გულისთვის,
მაგრამ წამსვლელი იყო ყოველზე,
მზერა კი მეტად მრისხანე ქონდა,
მას კოღოსა და სისხლის მწოველზე.

და ამ დროს ფეხი შედგა კიბეზე,
და გაიხადა ხელთათმანები,
განზრახვა ნაღდად მას ცუდი ჰქონდა,
დიდხანს ნაფიქრი, მონაზმანები.

თვალი შეავლო სოჩიკის ნუსხას,
ორმოცი იყო იქ და მგონი მეტი,
უცბად ერთ ბლოკზე მზერა მიაბყრო,
ბლოკის ნომერი იყო ცამეტი.

სოჩიკი ბრუნვით ციფრებსა სწერდა,
რაც იმას ნიშნავს რომ სახლში იყო,
სახეზე მზაკვრულმა ღიმილმა გაჰკრა,
და ხელი ლიფტის პნოპკისკენ მიჰყო.

და ოდეს შესდგა ფეხი მან ლიფტში,
ამდროს მგელივით ილესდა კბილებს,
ის დაუნდობლად ხოცავდა ყველას,
როგორც პატარა აბეზარ ტილებს.

ლიფტი შეჩერდა სართულზე მყარად,
დამაჯერებლად გაიღო კარი,
ქალის დანახვამ მეცხრე სართულზე
ააწრიალა ნოტიო ქარი.

ქარის წრიალში მკვეთრად იგრძნობდით,
ოხვრას და გმინვას აფრიან ნავის,
ნავის რომელიც შველას მოელის,
და მაცნე არის ბოროტის, ავის.

და მან ხელთ იპყრო თვით ვაზელინი,
მეზობლის გლაზოკს მჭიდროდ წაუსვა,
და ამ წასმაში მოთხვრილი თითი,
მან გასაწმენდად კედელს გაუსვა.

და დადგა ჟამი აღსასრულისა,
მიუახლოვდა ის მსხვერპლის კარებს,
თავი დახარა და შეიღმუვლა,
როგორც სჩვევიათ როდეოს ხარებს.

კარი შეაღო მეტადრე ბრთხილად,
მაგრამ შეიჭრა როგორც რაკეტა,
და მოსალოდნელი ინციდენტისთვის,
კარი შიგნიდან მჭიდროდ ჩაკეტა.

ის ფეხაკრეფით დაიძრა ჩუმად,
საძინებლისკენ აიღო გეზი,
ხელები კოხტად დაიკაპიწა,
რათა მიეხრჩო საწაყალი რეზი.

მსწრაფლ გადახადა ლოგინს საბანი,
მაგრამ მსხვერპლი მას იქ აღარ დახვდა,
რა გაიაზრა მან ყველაფერი,
ის გუნებიდან უეცრად წახდა.

რეზის მაგივრად ლოგინზე იდო,
ხელით ნაწერი წერილი შავი,
წერილი რასაც ის არ ელოდა,
და მისი ტექსტი ამგვარი არი:

„ჩემო სიცოცხლევ ყველაფერს მივხვდი,
ადრე თუ გვიან სიკვდილს მაწევდი,
მაგრამ მე მაინც იმის მჯეროდა,
ხელს რომ ჩემს თავზე შენ ვერ აწევდი,

და ჰოი ბედის უკუღმართობავ,
ვის რას უქადლი მხოლოდ შენ იცი,
შენ უარჰყავი ჩვენი ერთობა
და აგვირიე ცხოვრების ფიცი.

მე შორს წავედი ვეღარ მიხილავ,
წაველ იქ სადაც ცხოვრების ნავი,
ნელ-ლელა დინჯად მიექანება,
სადაც ერთად არს მგელი და კრავი."

რა წაიკითხა აშლიმ წერილი,
სთქვა ამ დასამარხმა მაინც დამასწრო,
წინად გასჭვრიტა ჩემი მიზანი,
და უვნებელმა მაინც გამასწრო.

ეს სთქვა და უცბად სწრაფად გავარდა,
კარის სახელურს გაუღო ენა,
მეცხრე სართულზე გაიჭრა გარეთ
და აივნიდან მიუძხვნა ფრენა.

რა დაეთხლაპა ის ძირს უგონოდ,
და აღესრულა როგორც ეს ლექსი,
თუმც ვისღაუნდა შენი ლექსები,
დღეს მოდაშია „შორენას სექსი"!




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1218 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-12-27, 1:01 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024