♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 11 » ..........................
7:49 PM
..........................


ესოდენ ტკბილი მოგონებანი
იმედს მოჰგვრიდა იდუმალ მგოსანს,
მისტიურობის ნავთსაყუდელში,
ის კითხულობდა ვეფხის ტყაოსანს.

ოდეს შეიქმნა საღამოს ჟამი,
მწუხრის საათმა სამჯერ ჩამოჰკრა,
იქ შორიახლოს გზაჯვარედინზე,
ყმაწვილმა სასხლეტს თითი გამოჰკრა.

კაცმა დაკეცა წიგნი სვიანი,
და პენსნე ცხვირის წვერზე დაიდო,
ტანი შეჰკაზმა მან ტანსაცმელით,
და თოფის ლულა მხარზე გაიდო,

ის გზას გაუდგა რათა გაეგო,
გზაჯვარედინზე ქუხილი ბედის,
და დასჯის ერთობ სურვილმა იპყრო,
დაუნდობელი სიკვდილის გედის.

კაცი რომელიც გულს გაგიქვავებს,
ვინც არც კი იცის ბედის ლხინება,
კაცი ზმანების გამოძახილის,
ბედუკუღმართი გამოვლინება.

ამჯერად მიჰქრის ურიცხვი სწრაფით,
მიჰქრის მგოსანი ფიქრით გამდგარი,
და შეკაზმულსა მის ბედაურის,
ფეხების ფლოქვებს გააქვს დგანდგარი.

განჭვრეტს შეძრული ბედის ავდარში,
ტვინში შეუძვრა შავი მაქცია,
ნუთუ დაუდგა ჟამი ვაების,
და ეწყო გულის მას დიფრაქცია.

ამდროს მიადგა ის გზაჯვარედინს,
სადაც აღსრულდა ყმაწვილის ბედი,
სადაც გავარდა შავი ნაგანი,
სადაც წამოჯდა სიკვდილის გედი,

მიუახლოვდა დაღუპულ ყმაწვილს,
და გადაავლო გარემოს თვალი,
ისე დაუწყო გარემოს მზერა,
თითქოს ემართა ყველაფერს ვალი,

მან გადაჰხადა ყმაწვილს სუდარა,
და საოცრებამ იწყო დინება,
იქ დაბრედილი ციკანი იწვა,
და კაცმა მწარედ იწყო გინება:

ამის გულისთვის სახლი დავტოვე,
მეგონა გზაზედ ყმაწვილი მოჰკლეს,
და ჩაიშალა ცუდი განწყობა,
რასაც მკითხველმა თვალები მოჰკრეს.

ბუზღუნ ბუზღუნით შეაჯდა ლურჯას,
და განახვია ჭენების ზღვარი,
შორ გზას გაუდგა სადაც ჭარბად არს,
ბედის ტრიალის იქ ნიავღვარი.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1206 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:35 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 60
სტუმარი: 60
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024