♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 11 » ცხოვრების მიღმა diversanti | დღეს, 01:52
9:16 PM
ცხოვრების მიღმა diversanti | დღეს, 01:52


რეალური, ყოველდღიური ცხოვრების მიღმა არსებობს ჩვენი მეორე ცხოვრება, რომელიც სიზმრებში, წარმოსახვებსა და ხილვებში მიმდინარეობს. ხანდახან დგება დრო, როდესაც ადამიანი იწყებს ცხოვრებას ,,ცხოვრების მიღმა”.
ლექსი ეძღვნება ქალს, რომელსაც ერქვა
ლუკერია და ცხოვრობდა მეცხრამეტე საუკუნეში.


ცხოვრების მიღმა, სადაც მწვანე ხმაურობს ტალღა
და აჩრდილები ბანაობენ რძის სავანეში,
ლურჯი ზეცის ქვეშ მივაბიჯებ იქითკენ, სადაც
მბრწყინავი მთვარე ჩამოვარდა ჭვავის ყანებში.


და სანამ მივალ, ეს ღრუბლები როგორ იზრდება,
ჩემსკენ მოდიან, ვარდისფერნი გახდნენ სრულებით,
სულ დაბლა ღელვით მოცურავენ, მწვანე მინდვრებზე
ჭვავის მსუბუქი ღეროებით დაისრულები.


ღრუბლის მორევმა გადამლეკა ცივი ზვირთებით
და ვარდის ცვარის სურნელებამ სახე დანამა,
და ერთ სუნთქვაში, ოცნებაში, აღმაფრენაში
ღრუბელი იქცა ყვავილებად, იასამანად.


და როცა წვრილი ყვავილების ჩამთავრდა წვიმა,
როდესაც გაჰქრა წვიმის ფარდა უნატიფესი,
მე დავინახე, რომ ელვარე თეთრით მოსილი,
მწვანე მინდორზე,სხივნათელი იდგა იესო!

და მაშინ თითქოს საიდანღაც მეცნო ეს მხარე,
წიგნის ფურცლების სიმსუბუქით ფურცლავდა ქარი
ნათელთვალება ღიღილოებს, აღებდა კარებს
თეთრ სამრეკლოსი, წკრიალებდა პატარა ზარი.


მიველ უფალთან, შევეკითხე სხივით შემოსილს,-
"ეს რა მხარეა, ახლა სად ვართ, მითხარ იესო”.
ის ფიქრში დარჩა, მერე წყნარად მოსწყდა მის ბაგეს,-
"ეს არის მხარე ოქროსთმიან ლუკერიასი”.—


თქვა ეს და გაჰქრა, სიჩუმეღა დარჩა ველისა,
ამ ნათელ მინდორს იზიდავდა ცის ლურჯი სიღრმე...
ეს არის მხარე დაკარგული ოცნებებისა,
სიზმრების მხარე, ჩუმი მხარე ცხოვრების მიღმა...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1110 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-12-27, 1:23 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024