♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 11 » .......................
7:36 PM
.......................


გეხვეწები...
ნუ მაშინებ დაშორებით....
თითქოს, სადღაც დარჩენია გული წარსულს...
მე ხომ, დარდი დავანგრიე, მაჟორებით...
იცი, რაც მსურს...

გეხვეწები...
ნუ მაგიჟებ გაგიჟებით...
მერამდენედ დამიტოვე ფიქრი მარტო...
მე მოვალ და სასთუმალთან დაგიჯდები...
გეტყვი რატომ?..

გეხვეწები...
ნუ ამბობ, რომ დაიღლები...
მიეჩვევი უჩემობას, სადღაც წახვალ...
წვიმად მოვალ და წვეთებად დაგეღვრები...
სიზმრად გნახავ...

გეხვეწები...
ნუ დამტოვებ ასე, მარტო...
მე ხომ, შენი სუნთქვა ვარ და გულის ფეთქვა...
აღარ მინდა, რომ ოდესმე გიღალატო...
შენთვის მეთქვა...

გეფიცები...
ოცნება ვარ შენი მხოლოდ...
გეხვეწები,
ნუ მაშინებ დაშორებით...
ვიცი, მაინც ჩემთან მოხვალ, წლების ბოლოს...
სევდიანი მაჟორებით


........................................................


თოვლი მოვიდა, ო, არა თეთრი,

სულ სხვანაირი თოვლი მოვიდა.

მგონია, მოხვალ, შენ მოხვალ ერთი

და თოვლის სპეტაკ კუბოს მომიტან.

დამმარხე თოვლში, დამმარხე ქარში,

თორემ მომბეზრდა მიწა ბოროტი.

იჩქარე ვიდრე თოვლივით წავშლი

შენზე ფიქრებს და შენზე მოლოდინს.

წახვედი როდის, ჰბრუნდებუ როდის -

დამწვარი თოვლის მსუბუქი ბოლი,

ჩემკენ, ო, ჩქარა, გზაც აქეთ მოდის -

თოვლი, თოვლი, თოვლი.

მათოვდა წუხელ, აცად ვარ ახლა

და თვალზეც ბინდი ჩამორხეულა.

ამდენი ვნება, ამდენი დაღლა

სად დაიტიოს ჩვილმა სხეულმა.

თოვლი მოსულა. რომელ მხარეში,

სად გიღამდება დღე თოვლნარევი,

დავრჩი მზისა და თოვლის გარეშე,

ამ თოვლზე უფრო ნამტირალევი.

წახვედი როდის, ჰბრუნდები როდის -

დამწვარი თოვლის მსუბუქი ბოლი,

წამოდი ჩემთან, გზაც აქეთ მოდის -

თოვლი, თოვლი, თოვლი.


მირზა გელოვანი.


........................................


მომნატრებია თოვლი ქათქათა,
ქარი რომ მაყრის, ფიფქებს სახეში...
მთელი ზამთარი ისე გათავდა...
რომ, ვერ გავაბი თოვლი მახეში...

დღეები, ისევ უშენოდ თრთოდა...
ზამთარში მაინც მაწვება ბინდი...
მახსოვს,
თოვლს შენი სურნელი ჰქონდა...
ჰოდა, გათოვდი ამაღამ, მიდი...

შენ დამიძახე გაზაფხულიდან,
და ზამთარს,
ისევ წარსულთან ვტოვებ...
რად მომანატრე თოვლი, გულიდან...
ან ასე მარტოდ, რატომ დამტოვე...

თოვლი ფიქრებთან, დარდთან ნათრევი...
მეძახის ისევ, სადღაც შორიდან...
ღამენათევი და ნამთვრალევი,
წავალ და ფიფქებს შენთვის მოვიტან...

შენ მაგონდები, მაინც იმედით...
საით წახვედი, მაინც სადა ხარ...
მომნატრებია თოვლის ფიფქები,
რომ დამიძახებს ქარში ხანდახან.

ქარი ფიქრს მაყრის ახლა სახეში...
და მენატრება, თოვლი ქათქათა...
რად ვერ გაგაბი დღემდე მახეში...
ან, თოვლი ახლა რატომ გათავდა?


..............................................................



სისულელეა ყველაფერი,
ჩემო ძვირფასო,
ირგვლივ ქარია -
ოცნებებს რომ ანაგვიანებს.
გათელილია ეს ბაღები
და აღარ მახსოვს -
ადრე წავედი,
თუ, წვიმებმა დაიგვიანეს...
დამეფანტები ახლა,
ვიცი მოგონებებად,
უცნაურია,
ეს აპრილი ხომ უკვე იყო.
აქ გათენებაც
არეულა ისეთ ფერებად,
რომ, ვერ ვიხსენებ -
ეს სიგიჟე რატომ დაიწყო...
სისულელეა, დამიჯერე,
ნამდვილად ვიცი,
ეს ნაბიჯებიც
მამსგავსებენ ხანდახან
ჯამბაზს.
ცხოვრება მესვრის -
ტყვიებივთ,
შეფარულ სიცილს,
თანდათანობით ემგვანება
უაზრო თამაშს...
უნდა წავიდე,
ალბათ უკვე, უნდა წავიდე.
ახლა ქუჩამაც -
ტკივილამდე იცვალა ფერი,
სადღაც გაბნეულ მონატრებას
მიაქვს სიმშვიდე
და სიკვდილამდე დამღლელია
ეს ყველაფერი...
უცნაურია,
ეს აპრილი ნამდვილად იყო.
ირგვლივ კი ქარი -
ოცნებებს რომ ანაგვიანებს.
გათელილია ეს გზა უკვე
და აღარ მახსოვს -
ადრე წავედი,
თუ,
წვიმებმა დაიგვიანეს...
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1366 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:44 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 68
სტუმარი: 68
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024