♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 11 » იყიდება საქართველო ! ! !
12:01 PM
იყიდება საქართველო ! ! !

– მეც გპასუხობთ, აი ფასი !
– უკაცრავად, ვერ გავიგე, რას ნიშნავს "აი ფასი” ?
– არა, ბოდიში რა საჭიროა ? რომ ვერ გაიგეთ, ამიტომაც იყიდება.
– მე რომ ვერ გავიგე სამშობლოს ფასი, მაგიტომ იყიდება ?
– ბრავო ! ბრავო ! მიხვედრილი ბრძანდებით, მაგრამ უგუნური !
– შეურაცხყოფას რატომ მაყენებთ ?
– უკაცრავად, მაგრამ მე თქვენთვის შეურაცხყოფა არ მომიყენებია, უბრალოდ გითხარით ის,
რაც თქვენ მითხარით.
– და მე როდის გითხარით, უგუნური ვარ–თქო ?
– აბა, თქვენ არ მითხარით წერან, ვერ გავიგე სამშობლო რა ღირსო ?
– დიახ, მე გითხარით, მაგრამ ეგ უგუნურებაა ?
– ადამიანმა რომ სამშობლოს ფასი არ იცის, გონიერებაა მაგრამ…
– რა მაგრამ ?
– იქნებ ადამიანი არ ხართ ? დიახ, დიახ, იქნებ ადამიანი არ ხართ ?
–როგორ თუ ადამიანი არ ვარ, აბა ვინ ვარ ?
– მეც ეგ არ მაინტერესებს ?!
– თქვენ გიჟი ხართ, გიჟი–ი ! დამანებეთ თავი ! ვიღაც არანომრალური ხართ !
– კარგით, როგორც გენებოთ, თუ "სამშობლოს ფასის ცოდნა” სიგიჟეა… კარგად ბრძანდებოდეთ გენიოსო.

მორიგი მყიდველი, თუ გამვლელი გატრიალდა აუქციონის ტრიბუნაზე მდგარ "სამშობლოს ფასის მცოდნე”
ადმიანთან საუბრის შემდეგ.

მოდის მორიგი მყიდველი.

– გამარჯობა.
– კაი გამარჯობა შენი.
– უკაცრავად, რაღაც მაინტერებს.
– დიახ, გისმენთ პატივცემულო.
– ამ აუქციონის მეპატრონე ვინ არის ?
– მეპატრონე რას ნიშნავს ? ანი ვის გამოაქვს გასაყიდად ?
– დიახ
– აა, გასაგებია. თქვენი სახელი ?
– ვაჟა.
– ერთი წუთით, – თქვა აუქციონის ტრიბუნაზე მდგარმა "სამშობლოს ფასის მცოდნე” კაცმა, გააჩერა გამვლელები და
ეკითხება: რა გქვიათ ? პასუხები კი შეუწყვეტლივ ისმის : გიორგი. ლევანი, გიგი, მაკა, ნინო, ქეთი, ნანა და ა.შ. შემდეგ
მობრუნდა და ვაჟას ეკითხება:
– გავაგრძელო ?
– რა უნდა გააგრძელოთ ? ვერ გავიგე.
– კი, მაგრამ რა არის გაუგებარი ? თქვენ არ მთხოვეთ, მეთქვა თქვენთვის გამყიდველების ვინაობა ?
– კი, მაგრამ ეს გამვლელები რა შუაში არიან ?!
– და ვინ თქვა, რომ შუაში არიან, თავში არიან თავში ! თავიდან იწყება ყველაფერი, თავი აუფუჭებს აზროვნებას.
– ვერაფერი ვერ გავიგე, რა გინდათ, რას მეუბნებით ?
– მე რა მინდა, თქვენთვის რთული გასაგებია ? მე უბრალოდ გითხარით, რომ შენ, გიორგი. ლევანი, გიგი, მაკა, ნინო, ქეთი, ნანა
და სხვანი ხართ გამყიდველები.
– მე არ ვარ გამყიდველი ! ალბათ ვიღაცაში გეშლებით, პატივცემულო.
– და ნიცშესაც ეშლებოდა : ხალხის ბრბოში, დღისით, მზისით ანთებული ლამპრით, დააყენა კაცი და უთხრა ხალხს:
თქვენ მოკალით ღმერთი. განა იმ ხალხმა იცოდა, რომ ღმერთს მკვლელები იყვნენ ? არა. აბა რა აუცილებელია თქვენ იცოდეთ,
რომ გამყიდველები ხართ ?!
– უკაცრავად, მაგრამ მე რა შუაში ვარ ? ან ღმერთის სიკვდილთან ან სამშობლოს გაყიდვასთან ?
– ე–ე–ე , ხედავ, კაცმა სამშობლო მოკლა, გვამი გაყიდა და ღმერთს ცოცხალს დატოვებდა ? მაგრამ, ისე ეგეთს ღმერთი სადა ჰყავს ?
გულში ? არაა ! მანდ რომ ჰყავდეს, ადამიანი იქნებოდა.
ვაჟას არაფერი უთხვამს, ან რა უნდა ეთქვა რო ? , მაგრამ ირგვლივ შეკრებილი "მსმენელები” ნელ–ნელა აზრზე მოდიან და
მიიწევენ წინ. ტრიბუნაზე მდგარ კაცს "რომელსაც სამშობლოს ფასი ესმოდა ” "ბაზრის გამყიდველებმა” "სიბინძურეში მოაქციეს.
ნელ–ნელა პრიზმიდან გამომავალი სინათლე ქრებოდა. ტრიბუნაზე მდგარი კაცი "რომელსაც სამშობლოს ფასი ესმოდა” გაქრა !
ოღონდ სად ?
– x ერთი, x ორი, x სამი, გაყიდულია !!!!!!!! მძიმე ბრახუნის ხმა გაისმა… ” x ყველამ საკუთარ თავში ეძებეთ, ოღონდ ჯერ თავი ეძებეთ”
– თქვა და გაქრა. ოღონდ ვინ ?

ოღონდ ვინ ?

.................................................

კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1100 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-12-27, 1:01 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024