♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 11 » ....................
7:34 PM
....................

უცნაურად დავიგალე
უცნაურად მოვწყდი ტოტს
უცნაურად ვიფატფატე
მოვხვდი შორს ძალზე შორს.
უცნაური რამე ვნახე
უცნაური ქვეყანა
ყველა სახლის სახურავზე
სულ ფოთლები ეყარა.
უცნაურად სუნთქავდნენ და
უცნაურად მღეროდნენე
უცნაური მოთმინებით
ზანთრის მოსვლას ელოდნენე.
უცნაურად დავიღალე
უცნაურად დავეშვი
შენი სახლის სახურავზე
შემოდგომის ღამეში...



....................................................




მე ისეთ სიყვარულს გაჩუქებ
ექნება სურნელი ყვავილის
დაყნოსავ და ბანგი დაგათრობს ,
ჟრუანტლად სხეულში დაგივლის
და რაღა თქმა უნდა ექნება
ტკივილი, ცრემლები, სიმწარე
ცრემლების გარეშე სიყვარულს
ვინ შეუნარჩუნა სიმწვანე?
ტანზე ცა გეცმევა ბაფთებად,
ქუნქულა ღრუბლები დაგათოვს ,
გაგართობს ვარსკვლავთა ციმციმი,
მზის სხივი ნაჟური გაგათბობს
მე ისეთ სიყვარულს გაჩუქებ
თვითონვე გაოცდე, ვინა ხარ,
ოო, ამგვარ საჩუქარს ძვირფასო,
რამდენი წელია გინახავ.

.............................................................




აბა რა გითხრა, მინდა ვცადო ვიყო გულწრფელი.
თითქმის, სათქმელი ბევრი უკვე არაფერია.
სჯობია ხშირად გაიხსენო ალბათ უფალი,
თუ ბოროტება სიკეთეში არ აგერია,

ხანდახან იქნებ უპრიანი იყოს თვითგვემა,
რომ ყველაფერი მარტო სხვას არ გადააბრალო.
და ხეც მიწაში კენწეროდან როდი ირგვება,
ფესვიდან რგავენ თუ უნდათ, რომ კვლავ გაახარონ.

ცალ-ცალკე ყველას ეჩვენება, რომ მართალია,
პირფერობაში გაპარულა ღმერთო, რა ხანი.....
სიმართლის სწავლა ამ ცხოვრების ანა-ბანია,
და თუ არ გინდა მტერმა ჩაგცეს ზურგში ლახვარი,

იქნებ დაფიქრდე, რას მოგიტანს ყალბი ღიმილი.
სიმართლის თქმა სჯობს, სანამ ტვინი არ აგრევია,
მინდა არ იყო, იდიოტი თვითკმაყოფილი!-
(ხო, მასეთებიც სამწუხაროდ მრავლად არიან....)

მეტი რა გითხრა, მგონია რომ ვიყავ გულწრფელი,
ისე სათქმელი, თითქმის ბევრიც არაფერია...

........................................




თეთრი ნიღაბი, არაფრისმთქმელი
და შემზარავი ზუსტად ამიტომ,
როცა დაღამდა, ვიღაცის ხელმა
მთვარის მაგივრად ცაზე დაკიდა.

ვერ იგებ ამგვარ ცვლილების მიზეზს,
მეტამორფოზას გონით უძნელესს,-
ის სიმბოლურად ქალაქს რად უმზერს
და შუქით, დიდ სულს, როგორ უბნელებს.

ან იქნებ მხოლოდ შენ გეჩვენება
აღუქმელობა, გონებით, კაცთა,
რომ ქალაქს სიურეალისტურად
დაჰყურებს ციდან სიგიჯის განცდა.

ახლა სადღაცა გინდა წახვიდე,-
იქ, სადაც პასუხს უძებნი კითხვებს,
იქ, სად ცხოვრებას იწყებ თავიდან
და უგულობას, ამდენს, არ ითმენ...

ან შეცდომები რად მეორდება,
სულზე თეთრ ლაქებს რატომ სტოვებენ!
და თავის ქალა, როგორც გოდება,
ამბებს გიყვება სიმარტოვეზე.

აქ შეიძლება გაგიჟდეს კაცი,
წყეულ ღამეებს მოსწყდეს ლესტერად,
მაგრამ თუნდ სული თეთრ ჯვარზე აცვი,
ვერ გადააქცევ მონებს ვერტერად!

შენ იცი _ ვერსად ვერაფერს შეცვლი,
და ვერ დაიხსნი, ვინც შემდგომ მოვა.
ყოველთვის ქარის წისქვილებს ებრძვი,
ვით დონ—კიხოტის ცხოვრების გლოვა.

მაინც აზრი აქვს სიცოცხლის მიზანს,
არ ჩაიქნიო ბოლომდე ხელი!..
ქალაქს ნიღაბი გრძნობისგან იცავს,
ნიღაბი—შენი გრძნობების მკვლელი...
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1192 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:42 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 74
სტუმარი: 74
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024