♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 11 » ლექსები
12:25 PM
ლექსები


თეთრ მიხაკებს ვიკრავ გულში
მომაცილებს თეთრი რაში,
ცხრამეტი წლის გავხდი გუშინ,
გუშინ გავხდი...ოცნებაში.
მე ასეთი ბედნიერი
თუ ვიქნები ნეტავ ოდეს,
-ველ-მინდვრებო!ვამბობ ღელვით-
გვირილები მომაწოდეთ..
გვირგვინს მთები დაგიწნავსო-
ჩამჩურჩულა სიომ ნელა.
გულის სწორი თუ არ გყავსო
დღესვე წადი საძებნელად.
ტყემ დაუშვა მწვანე ფარდა,
თვლა დავუწყე ნაძვის გირჩეებს:
გულის სწორად?..მე შენს გარდა
სხვას არავის ამოვირჩევ!...


.........................................................


ნუ მწერ,რომ ბაღში აყვავდა ნუში,
რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს,
რომ საქართველო ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის წააგავს ხვითოს,
რომ ორთაჭალამ ჩაიცვა თეთრი,
რომ შენ ჩაიცვი კაბა ყვავილის,
რომ მტკვარი ოხრავს როგორც ყოველთვის,
როცა მეტეხის ახლოს ჩაივლის.
...წუხელ ვებრძოდი ცეცხლს და ურაგანს
და საშინელი ბრძოლების ნისლში
მემ მომეჩვენა,სადღაც ჩვენს უკან
აელვებული იდგა თბილისი.
ორთაჭალაში ყვაოდა ნუში,
მთაწმინდის მხრებზე მზე იწვა თითქოს,
და შენ ძვირფასო,ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის მოჰგავდი ხვითოს.
ნუ მომწერ...ისეც ვიცი,რაგვარი
ფერებით ჰყვავის თბილისი ახლა,
რომ ვიღაც დადის მინდვრებში ღამით
და დილისათვის ამწვანებს ნახნავს.
მე ისიც ვიცი რომ კარგ ამინდებს
მოაქვთ გულების საამო ფეთქვა,
და თუ ბოლომდის ტყვია დამინდობს,
თუ გაზაფხულებს შევხვდებით ერთად,
გეტყვი რომ მოველ ბრძოლანახული
და სიკვდილამდის შენთან დავრჩები,
რო ლამაზია მზე გაზაფხულის,
ბრძოლის შემდეგ-მზე გამარჯვების.

მირზა გელოვანი.

..................................


ძალიან მალე იცვლება ჭიქა,
ძალიან მალე იღლება თვალი,
ძალიან მალე, ძალიან მალე
იცვლება აზრი, იშლება კვალი.

მე კი კვლავ გულის კარნახით ვცხოვრობ -
ჯერ ვერ ამოვდე გრძნობას სადავე,
ჯერ ვერ მოვუღე ოცნებას ბოლო,
ვერ მოვუშალე იმედს სათავე.

და კვლავ იმ პირველ ელდით ვარ სავსე,
ვით ციხე - მტრებით გარემოცული...
თუმცა თვალები დაბერდნენ გზაზე
და ვერ გიხილეს ჩემთან მოსული.
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1033 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:35 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 59
სტუმარი: 59
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024