♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 11 » ლექსები......
12:36 PM
ლექსები......


ახლახანს გათენდა... ღრუბელთა მანტია
ამღვრეულ თვალებში იჭრება კარტივით...
მე ისევ მარტო ვარ... ირგვლივ კი მარტია -
უბრალოდ რთული და ძალიან მარტივი
.
ღმერთი ხარ? - მაშინ მე ურწმუნო თომა ვარ -
ვნახოთ ვინ გაიტანს და ვისი აჯობებს...
უკვე წარსულივით ვიგონებ მომავალს,
არმოსულ გაზაფხულს თვალებით ვაბოდებ
.
მე ახლა ნამდვილად არ ვიცი რა მინდა...
ჰაერი ირწევა ნასვამი კაცივით...
შენ შეცდი ძვირფასო... დახარე თავი და
დაღუპულ ზმანებებს მიაგე პატივი!
.
ერთი საოცრება მოხდა და წავიდა,
მსუბუქი ოცნება დამძიმდა დარდივით,
მარტიც მერამდენედ მეწვია თავიდან
და ფიქრებს მირიგებს აჭრილი კარტივით...
.
დავითვლი ცრემლებად ჩამოღვრილ ღამეებს -
თვითეულს სიკვდილზე მეტადაც ვაფასებ...
ახლახანს გათენდა... ეგეც თუ რამეა...
იმედებს ბავშვივით ჩამოვწერ დაფაზე...
.
დაღლილი თვალები კიბეზე აგდია,
ჰაერი ირწევა ნასვამი კაცივით...
შენ შეცდი ძვირფასო... ირგვლივ კი მარტია -
უბრალოდ რთული და ძალიან მარტივი...


..........................................................................



მერე
მერე…
გავჩუმდი და მეგონა
სიჩუმე ჯობდა,
როგორც აქამდე ლექსი მქონდა
სულზე დაბმული,
ზაფხულის მტვერს ცა,ვადაგასულ
მაისით მორწყავს,
გულს ხელისმოსმით მოვაცალე
ლექსის სარუჯი.
მერე....
რა მოხდა,შენ თუ არა, ვიღაც იქნება
ვისაც მოტეხავს ერთგულების
ყველა სინდრომი,
ჩემს ქალურობას უტარებენ
შარმის ქიმწმენდას,
შენ ხომ ასეთი ქალურობით
დაგამახსოვრდი.
მერე...
დაკუჭულ დღეებიდან დარდი გავშალე,
სულში ჩასხმული მელანიდან,
ლექსი მდინდება,
ისევ თვალებში ადრენალი უნდა ვიწვეთო,
მეტი ცხოვრების სანახავად,
წლები -გიდებად.
მერე...
ხო, მერე რაც იქნება იმ "მერე"-ს მერე
დარჩება იქვე,
იმ მიწაზე,
იმ ცაზეც,ალბათ,
ჩაგეხუტე და მაგ მკლავებში
გადავნაწილდი.
ოცნება იყო, იმ ლექსებში...
რაც გვერდზე დამრჩა.
მერე...
დაბრუნდი!
მოფერება ახლა შენ გინდა,
გადასაგდებად სად წავიღო
კარმა წარსულის,
ამოვიყვანე ჩემი გული
სადაც მეწვინა
და ხელმეორედ შენს სიყვარულს
ხელზე დავუსვი...


.........................................................



მე ნაშენები მოვანგრიე ჩემი კედელი....
-გეზედმეტები?
-მე ზედ გედები!-სალბუნად!
მე ზედ გედები-სითბოდ!
მეზედ გედები-სათნოდ,სათუთად...
-გეზედმეტები?
-მტლად დაგედები!
მუზად მედები სულში მალულად!
გეზედმეტები?
-გენატრები?მე უფრო!
გაგიღიმილებ,დაგიამდები..
ნუ,ნუ,ნუ მეტყვი-მე მენატრები..
გეზედმეტები?
რა მოხდა?რა მოხდა-ნელა მელევი...
მე ზედ გედები-სათნოებად და სიყვარულად..
"ნეტაო"-ჩემო!მენატრები:ჩემთვის,ფარულად....
მინდა დამებედო და არ გეზედმეტო
გაგიმეორო?
-მებედნიერები
ვერ მემეტები!
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1294 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-12-27, 2:03 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024