♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 11 » ..................
8:06 PM
..................

ისევ გაწვიმდა გამთენიისას,
ცრის ციდან ლურჯი წვიმის წვეთები,
საუცხოოა აქ სურნელება
მაშინ, როდესაც ბეღურებს ელი.
არ წყდება წვიმა, უფრო უმატებს,
იმნაირად, რომ ცა ჩამოიქცეს
თუმც თქეში არის, მაგრამ არ გცივა
და ხვდები მალე - გაიმაისებს!
აქ სუნთქვა უფრო ადვილი არის,
როცა სარკმლიდან შენ მეგებები
ლოიალური იერი გმოსავს
თუმც ერთმანეთს არ შევეფერებით.
და ვხვდები უკვე არის გვიანი
ეს სიყვარულიც ოცნება გახდა
ვიღაც პოეტი სარკმელთან გიცდი
და მაინც, მაინც იწევა ფარდა...
რომელიც გმმალავს, არ გაჩენს,
მზერას უნიღბავს ზურმუხტის თვალებს
ქალს - მე, რომელსაც მუზა ვუწოდე
და ჩემს ლექსებში გავაქალღმერთე!
ვიცი... ძნელია ეს სიყვარული,
გრძნობა, რომელიც არ ჰგავს გაზაფხულს
ხარ საოცარი უფლის ქმნილება
და ჩემი ლანდიც ალბათ აღარ გსურს...
რომ დაინახო იმნაირი, რომ
ვერვინ გეტრფოდა დედამიწაზე
წვეთებს ითვლიან შენი ნაკვთები
და ჩვენც ვეყრებით ამ წვიმის ხარჯზე...
ჰო... ვერ შეხედავ უღვინოდ დამთვრალს
და ვერ გაუგებ რითმებს ჩემებურს
კალამმა ცრემლი შენთვის დაღვარა
უნდოდა ეთქვა (სიყვარული მსურს)
ქალის, რომელიც უცდის ბეღურებს
და გარიჟრაჟზე აპურებს ხშირად
უმზერს განთიადს - სიამით ტკბება
და ინუგეშებს ამით ხასიათს...
კიდეც ხალისობს იმ პოეზიით,
რომელიც მხოლოდ მისთვის შექმნილა
უშედეგოა პოეტის ლოცვაც,
„თავზევით ძალა ჯერ არ შობილა"
გაწვიმებისას სარკმელთან ხშირად
ისევ გაივლის ვიღაც პოეტი,
ირიბად გიმზერს და გაკვირდება
თუმც მზერას შენსას აღარ მოელის...


................................................................


ცხრა ძე ჰყავდა, ცხრა ვაჟკაცი დედას,
მოკაზმული ხმლით და მუზარადით.
ქართლის დროშა დაულოცა მხედართ,
როს დაგვესხა მტერი მუხანათი.

შეჯირითდნენ გულადები ცეცხლში,
ჩაინერგეს მხოლოდ ვაჟკაცობა.
ამშვენებდათ საქართველოს ეშხი,
თვითეულმა ხმალი გააცოფა.

ერთი დაჭრეს და შეირხა დროშა...
დედა გაჩნდა, მკლავის ანაბარა,
მედროშე შვილს შეაშველა ლოცვა,
მომდევნო ძეს დროშა ჩააბარა.

დასძახოდა: არ შეირყეს ტარი,
საქართველოს ძუძუს გაწოვებდით.
მტერი სჩეხეთ, შეაჩერეთ ქარი! –
ვით სამრეკლო, რეკდა სასოებით.

დასძახოდა, თმები განიძარცვა,
თავდადებით აქეზებდა მხედართ,
ცხრა მარჯვენა დროშამ გადინაცვლა,
დაუხრელად დაუბრუნდა დედას.

არ ცივდება დედის ხმა და სისხლი,
ქართლის ნისლით სახე დაებანა,
მწვერვალივით ამშვენებდა ნისლი,
მისი თმები წვიმას დაემგვანა.

ფეხშიშველი წინ უძღოდა ლაშქარს
ანთებული დედა ქეთევანი.
არკინებდა მამულისთვის მაშვრალს,
ბნელს აპობდა ქართლის სატევარი.

წამომდგარი ლეჩაქს წამოისვრის.
გორის ციხით ახლაც უხმობს მხედარს:
– მამულისთვის, ბრძოლა მამულისთვის! –
ქარში რეკავს საქართველოს დედა.


.............................................


ხედავ,
როგორ აყვავილდა ნუში...
და კვირტები შემოასკდა ღამეს...
შენი სითბო მოენატრა გუშინ...
შენს ლოდინში გაშიშვლებულ წამებს...

ვხედავ,
როგორ აყვავილდა ნუში...
დარდმა ისევ დაუბერა ქარებს...
მე უშენოდ დამაღამდა გუშინ...
მღელი ღამე ვესაუბრე მთვარეს...

ვხედავ,
როგორ აყვავილდა ნუში...
გაშიშვლებულ სულს ფოთლებით ვავსებ...
უშენობამ გამაგიჟა გუშინ...
მთვარე იყო საოცარი, სავსე...

ვხედავ,
როგორ აყვავილდა ნუში...
და ფოთლებიც როგორ გაირინდა...
ვერ გიპოვე, დავიღალე გუშინ
დილაა და ისევ შენთან მინდა...

ვხედავ,
როგორ აყვავილდა ნუში...
მთელი ღამე გავატარე მარტომ
შენ ქარი ხარ, მოფრიალე სულში...
ჰოდა, ისევ შენი ქროლვა მათბობს...

მთელი ღამე ვეფერები კვირტებს
ღამეც ისევ უშენობით მიტევს...


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1164 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:29 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 48
სტუმარი: 48
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024