♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 11 » ლექსები
9:24 PM
ლექსები

დედიკო, დედა,
თვალებს ვახელდე და მზეს ვხედავდე მინდა,
ერთი თქვენგანი ვიყო მინდა,
ვუყვარდე და მიყვარდეს მინდა,
სახელი მერქვას მინდა,
წვიმა მინდა და თოვლი მინდა,
მამა გავხდე მინდა,
სარკეში ვიხედებოდე და ჩემს თავს ვხედავდე მინდა,
ნაყინს ვყიდულობდე ბავშვებისთვის მინდა,
საფლავი მქონდეს რომ მოვკვდები მინდა,
იმ ბავშვებს მაინც ეწყინოთ ჩემი სიკვდილი მინდა.
დედიკო, დედა,
შენ მოგიძღვნა ჩემი სიცოცხლე მინდა,
ოღონდ მომიშვი შენამდე ახლოს,
ნუ გადამაგდებ,
ნუ წამართმევ ჩემს წილ სიცოცხლეს
შენ და მამაჩემმა ერთად რომ მაჩუქეთ,
ავადმყოფად ნუ მომნათლავ,
ნუ წახვალ ექიმთან,
ნუ გადამაგდებ
დედა, დედიკო.

.............................................................

ლურჯი ღამიდან წვიმა კი არა,
ტკივილიანი ცრემლები ცრიან.
ვიცი, ვერასდროს ვეღარ შევხვდებით,
ანდა შევხვდებით ძალიან გვიან.
ვიცი,წაიღებს დრო ყველა ტკივილს,
გული იმედებს კვლავ ჩაისახავს,
მაგრამ ნუ მეტყვი აღარ ვიტირო,
ნუ დამამშვიდებ, სანამ მიყვარხარ!
სანამ მიშფოთებს სულს მოგონება,
სანამ ბოროტი ქარები ქრიან
და სანამ ვიცი, თუკი შევხვდებით,
იქნება უკვე ძალიან გვიან...
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 981 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 12:55 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024