♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 11 » .................
7:31 PM
.................


მერე რაა,რომ მერე რაა,რომ გარეთ ქარი თმებს უწეწავს შემოდგომას?
მერე რაა,რომ მე და ლექსი ერთად ვებრძვით უშენობას?
მერე რაა,რომ მალე თოვლი ზაფხულისას მოშლის ხვატებს?
მერე რაა,რომ იანვარი კიდევ ერთ წელს მომიმატებს?გარეთ ქარი თმებს უწეწავს შემოდგომას?
მერე რაა,რომ მე და ლექსი ერთად ვებრძვით უშენობას?
მერე რაა,რომ მალე თოვლი ზაფხულისას მოშლის ხვატებს?
მერე რაა,რომ იანვარი კიდევ ერთ წელს მომიმატებს?
მერე რაა,რომ შემეჩვია ცოტა ცრემლი, სევდაც ცოტა?
მერე რაა, რომ ჩემი თავი ერთი წუთით შემეცოდა?
მერე რაა, რომ ღამეს ვაგლეჯ შენი სუნთქვით გამთბარ წუთებს?
მერე რაა,რომ ატირებულს შენი გული დამაყუჩებს?
მერე რაა,რომ შემიყვარდი უჩვეულო გითხარ რამე?
მერე რაა,რომ შენ ცოტა და მე ძალიან შეგიყვარე?
მერე რაა,რომ ამ ზამთარში ვცდილობ აღარ გაგიავდრდე!
მერე რაა,რომ გარეთ ქარი სასეირნოდ იწვევს ქუჩას
მერე რაა,რომ ცივა ცოტა,ცოტას მართლა არაუშავს!
მერე რაა,რომ გამიგრძელდა ლექსი,რა ვქნა,მაპატიე,
მერე რაა,რომ ვერ შევძელი, აქაც ვეღარ ჩაგატიე.
მერე რაა,რომ კიდე დავწერ შენს თავს იქაც დაგანახებ,
მერე რაა,რომ მეშინია ნაპოვნიდან -დაკარგვამდე


..............................................................................



აქედან შენამდე არის:
ნახევარი წამი ფიქრით,
სამი წუთი მანქნით,
თხუთმეტი წუთი ფეხით,
ნახევარი საათი თუ ნელ-ნელა
და გზად მაღაზიაშიც,
სინამდვილეში კი-
მთელი უსასრულობა.

აქედან შენამდე არის:
ერთი გამზირი, ერთი დაღმართი,
სამი ქუჩა,
ორი შესახვევი,
ოთხი შუქნიშანი
(რომლებიც ხანდახან სამ წუთთან დაკავშირებით ეჭვებს იწვევენ)
რამდენიმე ათეული სახლი და
სინამდვილეში კი
მთელი გალაქტიკა.

და აქედან შენამდე არის
მხოლოდ ერთი მზერა,
ერთი გაღიმება,
ერთი შეხება,
ერთადერთი სიტყვა.
(და ზოგჯერ ისიც ზედმეტი)
ერთი გულის ფეთქვა-
და როგორ ახერხებ,
და რატომ ახერხებ
და ნუღარ ახერხებ,
რომ ასე სხვაგან,
რომ ასე შორს ხარ.

...............................................................




იქნება თეთრი ნუშების თოვა
და გაზაფხულის მეჯლისი სადმე,
მე ჰაეროვან სამოსით მოვალ
ღიმილით,მზით და სინათლით სავსე
იქნება თეთრი ნუშების თოვა,
და თეთრ ფანტელთა ტრიალი თავზე,
მე საცეკვაოდ უთუოდ მოვალ,
გაზაფხულით და სინათლით სავსე.
რომ სამუდამოდ შემორჩეს ხსოვნას,
რომ ეს აპრილი ყოველთვის აღდგეს...
მე ჰაეროვან სამოსით მოვალ
და ერთხელ კიდევ ვიცეკვოთ სადმე.

..............................................



სიცხადეშიც ამედევნა თავხედური სიზმარი,
მახსოვხარ და მიყვარხარო თითქოს ასჯერ მითხარი,
იცი როგორ გამიკვირდა,იცი როგორ მიჭირდა?
იცი როგორ მეშინოდა გამორკვევა სიზმრიდან
ნუთუ ისევ მომენატრე,ნუთუ სუნთქვით გიცანი,
უკვე უცხო შორეული მაინც დასაფიცარი.
ღმერთო როგორ მიხაროდა,
ღმერთო როგორ მიკვირდა,
ღმერთო როგორ არ მინდოდა გამორკვევა სიზმრიდან,
მართლაც როგორ დამაბნიე
მაინც რატომ მაწამე?
ღმერთო სიზმრად რად მაახლე
წარსულს რაც გავატანე?
იცი თითქოს არც მიყვარდი,მაგრამ მაინც მეტკინა
ზმანებათა გაელვება გაფრენილი წლებიდან.
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1279 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-12-27, 1:55 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024