♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 11 » "ანათემა"
8:12 PM
"ანათემა"


ცა იყო უღმერთოდ მოღრუბლული,
მატლები გადმობობღდნენ ეშმაკის ფაშვიდან
მოდგა ურჩხული და არაყი მოითხოვა,
სისხლი დალია და დამშვიდდა.
დედინაცვალმა რომ დედობა მოინდომა
წიქარა გამოვიხმე ჯადოსნურ ზღაპრიდან,
მოდგა სიკვდილი და საჭმელი მოითხოვა
ფრთEბი წამგლიჯა და გაფრინდა.
ბარ-ნიჩბით გაგვილახეს გაზაფხული
ნატვრა აუსრულეს ბატონებს,
დათვებმა გაგვიწიეს დათვური სამსახური
მიგვყარ-მოგვყარეს და დაგვტოვეს.
ლოცვა და გალობა არ გვაცალეს
ჭკუას არც ვინ სთხოვა აშარებს,
ქრისტეს სიყვარული ჩაგვამწარეს
კიარ დაგვამარცხეს,დაგვშალეს!
ფეხით გადაქელეს ფეხმძიმე ქალი
მხრები ჩამოსხიპეს ყმაწვილებს,
ჰაერი მოგვიწამლეს მამალი შხამით
სული ამოგვხადეს და დაგვცინეს.
შუბლზე დაგვამსხვრიეს შუბი და კეტი
ავად გაგვითენეს შავი დღე,
თავი მოიწონეს ქალწულთა ჟლეტით
"წესრიგი დაამყარეს" დაგანგვიდგნენ.
ურცხვთაგან შეწყალებას ვინ მოელის
რომელი მსაჯული და რა ციხე,
ტანკებით გადაგვიხნეს მინდორველი
ხნულში ჩაგვყარეს და ჩაგვწიხლეს.
მორჩილებისკენ მოგვიწოდეს
ჭკვაც დაგვარიგეს თავიდან,
მერე ნამთვრალევზე ხაში მოითხოვეს
ცეცხლი დალიეს და.......ჰაიდა!
მიდის მიმავალი, მოდის მომავალი
ქუჩები ყოველწუთს იცვლიან სახელებს,
ღმერთო სამართალი რომ არა არის
სისხლში გათხვრილ სათქმელს ვახველებ.
ერთ წამს გაგვიასდა ცხრა იარა
მუხლი მოიკვეთა მთაწმინდამ,
მოდგა აპრილი და ტიტებზე გაიარა
დარჩა თბილისი და ატირდა.
დედა ღვთისმშობელი გვიალერსებს
ფუძის ანგელოზი გვამშვიდებს,
ყივის დაჭრილი მზე თრიალეთზე
ბორგავს გონიო და სიმშვილდე.
"მუმლი მუხასაო... მუმლი მუხასაო
გარს ეხვეოდაო... მარადის...
მუმლი წყდებოდაო... მუხა რჩებოდაო..."
გულს მიფხანს ქართველების ღაღადი.
ჩანგო იბერიის პანაშვიდო
როგორ შეგეხები თითებით,
მე შენ როგორ უნდა დაგამშვიდო
ოდეს თავად ვერ მშვიდდები?!
ალბათ ღამე უნდა გავთენოთ
მჯერა კვლავ ცხელ სანთლებს ავანთებთ,
ისე არ მოკვდება საქართველო
დედა არ უტიროს ჯალათებს!!!!!!!!!




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1269 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-12-27, 0:55 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024