♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 11 » მუზას....
8:37 PM
მუზას....


დავკარგე .... ქვეცნობიერად ვეძებ დილას მერე… ამოვატრიალე სულის ყველაზე მიუწვდომელი კუთხე -კუნჭული და გულის მტვერდადებული ნაპრალებიც ...

ვერ ვიპოვე ...

.გზადაგზა თავი სხვადასხვა გასართობით შევიქციე ,მაგრამ სიცარიელის შეგრძნება მაინც არ მტოვებს ... მჭირდება ...

აუხსნელი კალამბური მიტრიალებს თავში დილას აქეთ . ადგილებს ვუნაცვლებ სიტყვებს ,მნიშვნელობებსაც ვაცალკევებ ფიქრებში და მაინც ვერ მოუყარე თავი აზრებს ... რა მემართება ?... ???

უმისამართო ,მოლურჯო მელანქოლიით ივსება სივრცე... კედლებს ტალღების ხმაური აკრავთ დამცავ ზოლად ...ფანჯრიდან შორეული ანძის სევდისფერი ლიცლიცი იღვრება ... და მონოტონურ რეჯიმში აგრძელებს მუსიკა ჩემ ხასიათთან შერწყმას ... არა, ავქაოსდები ... დალაგებული მიმართულება მიეცა მსჯელობას ... აურევ რა ... ესე ვერ ვლაგდები ...

სიხარულში სევდა გავურიე …და გაშლილი გრძნობით სავსე ჭიქას ვუყურებ ,მეზობლის ბავშვივით ... მორევა არ უნდა დამავიწყდეს , თორემ ვიცი, სევდა დაილექება ფსკერზე და მისი მომწარო არომატი ხანგრძლივ გემოდ გამყვება ...
სიბრალულის კოვზი აქვე მიდევს ... მაგრამ პროტესტის ნიშნად არ ვაპირებ ხელის შევლებას ... სიბრალული ზიზღის ასოციაციას იწვევდა ყოველთვის ჩემში ... ზიზღი კი ავტომატურად ბოროტი აზრებისკენ მიბიძგებს ...

ისევ ავირიე ... და აი , ვიპოვე ... ვიპოვე ის , რასაც ასე მოუთმენლად ვეძებდი...

ფიქრი...სავარძელი... კლავიატურა... თითები... ვორდის ცარიელი გგერდი... და გამალებული კლავიშის კაკუნი ... მე ვწერ ... ვწერ და ყველაფერი ახლიდან იწყება ... კალამბურიც იხსნება , სევდა სიხარულს სასიამოვნოდ ერევა , მე ისევ ავქაოსდი და ...

ეს ჩემი სულის ნაწილია ... მე ისევ ვწერ !


კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1053 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-12-27, 1:40 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024