მთავარი » 2010 » თებერვალი » 25
Good Dick 1 სთ 26 წთ ჟანრი: დრამა, კომედია, მელოდრამა პოსტერები გამოშვება: 25 აპრილი 2008 რეჟისორი: მარიანა პალკა სტუდია: პრეზენტ ფიქჩერზი, მორნინგ ქნაითი როლებში: ტომ არნოლდი, მარკ ვებერი, ჯეისონ რიტერი, მარტინ სტარი, მარიანა პალკა, ერიკ ედელშტეინი, ამანდა ბარნეთი
ფილმის მიმოხილვა
თნამედროვე ზღაპარი ახალგაზრდა მარტოხელა გოგონაზე და ვიდეო კლერკზე, რომელიც მას გამოიყვანს თვისი სამყაროდან. როდესაც ისინი დაახლოვდებიან, მისი სექსუალური აპატია შეხვდება მის ოპტიმიზმს, მანამ სანამ მისი აგრესიული თავდაცვა არ იმოქმედებს ორივეზე, რაც ურთიერთობების გაწყვეტას გამოიწვევს... თუმცა ეს ურთიერთობა იმოქმედებს გოგონაზე და ის მზად იქნება შეხვდეს საკუთარ წარსულს...
|
განა ვინმეს, სადმე, როდისმე, ვისთვისმე და რისიმე უფლება ნებაყოფლობით მიუცია? უფლება შეიძლება მოიპოვო, მიიტაცო, მიითვისო, გამოსძალო, ეშმაკობით ჩაიგდო ხელში, მაგრამ თუ ჭკუათმყოფელი ხარ, საჩუქრად არ უნდა მოელოდე, რადგან ისტორიამ დაამტკიცა სავარძელში მჯდომი მუცელზე მოხოხიალეს პანღურის მეტს არაფერს უბოძებს. "
|
ყველა მეგობრულ სიყვარულს თავისი მფარველი ჰყავს... როდესაც მეგობრული სიყვარული კვდება ანგელოზი ტირის... მე გპირდები ჩემო კარგო, რომ ამ ანგელოზს, არასოდეს ავატირებ..
|
ლამაზმა თვალებმა ლამაზი ტირილი იცის, თვალებზე ცრემლება კი, ლამაზმა ციმციმი იცის ლამაზმა ტირილმა, ლამაზი ღიმილი იცის და ყველა ლამაზმა, ლამაზი სიყვარული იცის..
|
Isrebi,wamebi,wutebi… shens lodins saatebs vundebi,,, mesrole grdznobata gundebi… machuqe sevdata xurdebi,,, gverdigverd davmjdarvart… q u r d e b I . . .
|
გინახავს გამით ვარსკლავთა ცვენა ? ყველა ვარსკვლავი ამ გულს ანათებს. ამ ვარსკვლავებს კი მე შენ გიგზავნი, ჩემსკენ მომავალ გზებს გაგინათებს.
|
რა ლამაზია ქარი წვიმაში, ცოტათი სველი ,ცოტათი ნელი, როგორც მზის სხივი ამაო სიზმარში, იგია ერთი ,ამაო ფერფლი,
გარეთ გახედე როგორ თოვს, ცოტათი მშრალი,ცოტათი თეთრი, იცი რახდება,თითქოს ბნელდება, სიბნელზე რომელიც ცრემლებს ახვევდა.
|
როდესაც ღამდება,როდესაც ჩერდება, როდესაც ზეცაში ძლიერ ბნელდება, ერთი სიტყვაა დიდი ვედრება, და ეს ვედრება წამით გრძელდება,
როდესაც მიწაზე სიტყვა გრძელდება, თურმე ფიქრებში, ყველა ვედრება, ცხვირწინ გაგივლის,გარეთ ბნელდება, როდესაც ღამდება,როდესაც ჩერდება.
|
და როდესაც სიყვარული, შენთან მოვა სიხარულით, მაშინ ხვდები რისთვის ცხოვრობ, სიკვდილს გაცდი საფეხურით,
და როდესაც სიკვდილი, შენთან მოვა სიხარულით, მაშინ ხვდები რატომ ცხოვრობ, ცოცხალს გაცდი საფეხურით.
|
ყური დაუგდე, მოუსმინე, მიაყურადე _ იგრძენი, სუნთქვა რა იოლად აღწევს გულამდე! ო, რამდენს ნიშნავს, სუნთქვა სუნთქვას რომ შეეზრდება, სხვისი რომ გესმის და სიცოცხლე რომ არ გბეზრდება! ზეცით უბერავს, ერთხელ დაშლილს კვლავ ამთლიანებს და მტრების ქოროს ღრუბელივით თავს დასტრიალებს. არა _ გრიგალი, ფუძის მშლელი, დამქცევი სახლის, არც ნიავქარი, ბებერ რტოებს ერთურთს რომ ახლის, ცახცახებს სული, შეუცნობი, ყოვლისმცნობელი, ადამიანის სუნთქვა არის მისი მშობელი. ბაგეებს წყდება, გადასცდებს ზეციურ ზღუდეს, თითქოს, სამყაროს ხელმეორე მოქცევა სურდეს. თავსაც იწონებს, ვით სჩვევიათ ნებიერ ბალღებს, სიტყვების ნავი ქარის ზღვებზე მიარღვევს ტალღებს. ყური დაუგდე, მოუსმინე, მიაყურადე _ იგრძენი, სუნთქვა როგორ აღწევს გულისგულამდე!
მიდი, დაეშვი, მიწა ახლა იმ ცრემლებს იკრავს, შენ რომ აპკურე მიჯნურების ფეხის ხმას, მიმქრალს, მაშ, შეუერთდი, მათ ნაბიჯებს ჩაეზიარე, სვლა ყოველივეს განწმენდსა და აერთიანებს, წინსვლა მეტია სირბილსა და მაღლა ფრენაზე, მაღალ სფეროზე, მაღალ მზეზე, ვარსკვლავთცვენაზე, მროკავ სივრცეზე, რომ ლივლივებს და რომ არ ცხრება, მეტია, ვიდრე ეს ფუსფუსი და აღტაცება. ნეტარებს ღმერთი, სულ გიზგიზებს და თან სულ ქრება, ჩვენს ნაბიჯებში იბადება თავისუფლება. ღიმილი, სუნთქვა, მოძრაობა მეტია, ვიდრე ხომლი იელვებს თუ ფოთლებზე ნიავი იფრენს;
...
Read More
|
წამოდი თაი, ვისაუბრათ შენ თქვი - მიყვარხარ, მაჩნიხარ-მეთქი გიპასუხებ ალბათ ქალშავო, მერე შენ წყენას გამიხსენებ ისევ შარშანდელს და ჩუმად ივლი მწვერვალები ვიდრე შეშრება...
ახლა დილაა, დაქუეხი მოსჩანს აქედან, ბოლოქანქარა ჩიტი გიზის ქალო კარვის წინ... ქვევით არღუნი წარსულ ცოდვებს მიერეკება და ჩრდილოეთი ფიქრებს გვიშლის გადაფრენაზე_ ერთი ვარჯიდან მეორეზე, უნდა გაბედო უნდა ადგე და ჩამოხიო ციდან ავდარი, როგორ გადგება ეგ ღიმილი რომ მე ამრიო... შორს დაქუეხი და ბორბალო მოსჩანს, დამადე
თავი და ერთად გავიაროთ ერთი სიზმარიც...
|
რეკავს ტელეფონი? გოგონა მხიარული ხმით: - ლუკა ამერიკაში მივდივარ, ვაიმე რა მაგარია?. - რა თეკუშ? - კონსულმა გამიშვა და სამი თვით სასწსავლებლად მივდივარ? - გილოცავ ჩემო სიცოცხლევ? მოწყენილი ხმით უთხრა ბიჭმა? - გთხოვ შევხვდეთ ძალიან მომენატრე? ეხლავე გამოვალ! ხუთ წუთში შეყვარებულები უკვე ერთად იყვნენ? ლუკა მოწყენილი იყო, მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია? თეა უზომოდ ბედნიერი იყო და ვერ შენიშნა ბიჭის უხასიათობა! - მაპატიე სიხარულო ასე არ უნდა გადავრეულიყავი? რათქმაუნდა გული მწყდება სამი თვე ვერ გნახავ, მაგრამ სამუდამოდ ხომ არ მივდივარ ჩამოვალ ისევ! და თან იქ ჩემთვის უსაყვარლეს ხალხს ვნახავ რომლებიც უზომოდ მომენატრნენ, გთხოვ არ მოიწყინო, გევედრები!!! და მაპატიე ჩემი ასეთი აღრფრთოვანება... - არა ჩემო სულელო ნუ ფიქრობ მასე? მართალია მეც ცუდად ვარ მაგის გამო რომ მიდიხარ, მაგრამ შენს ცხოვრებას ამ ეტაპზე ეს სჭირდება? ჩვენი სიყვარული კი ძლიერია და ამ ყველაფერს გაუძლებს? - მიყვარხარ და ჩემი ცხოვრება ხარ, გპირდები მე მუდამ შენზე ვიფიქრებ? ცოტახანში დაემშვიდობნენ ერთმანეთს? გავიდა ერთი კვირა და დადგა დღე, როდესაც თეა უნდა გაეცილებინათ? ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები ყველა შეკრებილი იყო. ემზადებოდნენ უკვე აეროპორტში წასავლელად? ყველას უხაროდა მისი წარმატება, მაგრამ
...
Read More
|
კვდება ზამთარი! აღარ დაიცდის მასში შეჭრილი დღეს გაზაფხული, და როგორც ვარდი ნაზდება სული, როცა იგრძნობა სუნთქვა მაისის.
ჯერ ნაადრევი მზეთა ფერება ხანდაზმულ ზამთარს ეალერსება, და ქარიშხლების წამებით სავსეს უკოცნის სევდით გაყინულ ბაგეს.
როგორც სიბერეს-ათრობს ოცნებით სიზმარი ბავშვურ სიხარულისა, თებერვალს-დღეთა ლურჯი ხავერდი ოჰ, ვით უხდება გაზაფხულისა.
|
გამარჯობა ღმერთო. მეგობარმა მომასწავლა შენი მისამართი, ძლივს მოვაგენი. თან საათნახევარიც დავაგვიანე, რა შორს ცხოვრობ თურმე ცენტრიდან. გადმოგცეს, რომ შემოვირბინე?
თქმა მინდოდა. ამოთქმა უფრო. უკვე გატყუებ - მოთქმა მინდოდა.
შენ არ იყავი, ტყუილისთვის ადრე ცხვირი რომ დამიგრძელე? და მკერდი როცა გამიზარდე, გახსოვს როგორ გავაპროტესტე? მხრებში მოხრით - ასეთი დავრჩი.
მაგრამ, მაინც ვერ დამსაჯე კარგად. მამაჩემმა მითხრა ერთხელ, ღმერთი დაგდისო თვალებში, როცა იღიმი... მაგ დღის მერე გაკვირდები, იცი, სარკეში. მაგ დღის მერე გრეცხავ ცრემლებით, როცა შენი გაქრობა მინდა.
ახლაც ასეა, ეს გზაც შენამდე დღეს იმიტომ გამოვიარე, რომ მეთქვა: იქნებ წახვიდე ჩენგან, თუ არ მიშველი.
თავხედობაა, მაგრამ პასუხი დღესვე უნდა გამომიგზავნო. გნებავს, ბალიშის ქვეშ შემიცურე. მე ხელებს შევყოფ და სიტყვები წურბელებივით დამასხდებიან. და თუ ამ სიტყვებს სიზმარშიც კი უშეცდომოდ გავიმეორებ, დავრწმუნდები, ლოცვა ვისწავლე. ლოცვა შენი დაბრუნებისთვის...
|
ყავა უშაქრო ან ჩაი "ლიმნიანი", "KENT"-ი ღერებით და ბედსაც არ ვემდური, დამყვა ხასიათი, ისე ჯინიანი, შენც კი არ მინდიხარ არა პოეტური.
წუხელ მთელი ღამე ქარი ხმაურობდა, სისხლი გასდიოდათ ფანჯრებს მინებიდან, ალბათ ორი ფეთქვა დარჩა ამ გულს, ჰოდა, თუნდაც ერთი იყოს, მხოლოდ შენთვის მინდა.
მიჭირს ვუყურებდე დილას გათენებულს, სანამ ვინატრებდე ისევ დაღამებას, მოდი, დაენახე წამებს გაჩერებულს, მოდი, გეხვეწები, კოცნით დამღალე და...
გამოვიჯახუნოთ კარი გამეტებით, ოთახს შევატოვოთ ყოფნა ყოფითი და ისე ჩამასუნთქე შეშლილს პლანეტები, რომ ეს დედამიწა მოწყდეს ორბიტიდან.
|
ჰეეი! ჰეი! მომხედე! მე ვარ! რა იყო, ვერ მიცანი? აბა, რომ მპირდებოდი, ყოველთვის გიცნობო?! მომატყუე? როგორც მახსოვს, იმასაც მპირდებოდი, არასდროს მოგატყუებო... კარგი, არა უშავს, გაპატიე. პრინციპში, მე ვინ ვარ, რომ გაპატიო, მაგრამ მაინც გაპატიე. მიტოვებული ბინასავით დავცარიელდი. წარსულის სუნი ამდის მთლიანად. ეტყობა, დღეს ვერ მოვიცილებ. წვიმამ დამაწვიმა სიძველე. სინესტემ გამახსენა ცხრიანი, ვიტამინები, თოვლი და ქარი. არადა, მჭირდები, როგორ!.... სულ ტყუილად მიმაჩვიე სითბოს. ხედავ, დამაკლდა ახლა და ცუდად ვარ უკვე. ყურადღების საკმარის დოზას ვითხოვ. შენ წარმოიდგინე, არ იმეტებენ. დახუფული ვარ და მიჭირს წესიერად სუნთქვა. ხომ ვერ მეტყოდით, წელიწადის რა დროა ახლა? რა ზარმაცი ხალხია!... მოდი, თვითონ გამოვიცნობ: ახლახანს ვნახე, რამდენიმე თავდახრილი, შუა ხნის ადამიანი მშვიდი ნაბიჯით მოდიოდა ჩვენი დედამიწისკენ. ყვითელი ლაბადები ეცვათ. გამახსენდა! ყვითელი სიყვარულის დროა ახლა! შენ იცოდი, სიყვარულს რომ ოთხი ფერი აქვს? არა? ოდესმე აგიხსნი, ალბათ. წვიმა წვეთ-წვეთად მიყრის ცხვირწინ წარსულის ლანდებს. ნისლში კადრებად იცვლებიან ყოფილი სახეები. გინდა, დაგენიძლავები, რომ აქედან ვერავინ მხედავს! აი, ნახე, ახლა ვიყვირებ და არავინ შემომხედავს. - მე თავისუფალი ვარ!!! თა-ვი-სუ-ფა-ლი!!! მგონი, ძნელად წარმ
...
Read More
|
ბადე გადააგდეთ ცაზე, ვარსკვლავების ქარავანი მოჰქრის, კოსმოსმა ჩაირტყა გულში ჭვარტლიანი მუშტი, და შუბლზე გაიქვავა ვარსკვლავთა მხურვალე ნაფეხური. მოზიდეთ ბადეში დარჩენილი კომეტების ლავიანი ნამცეცები, ამ მფრინავი ,,`პომისებით~ დავაპუროთ გალაქტიკის ` მხიარული ‘,,ვამპირები~.
|
ფიქრების ლანგარზე ისევ დაძველდა და დალპა მუზა, მინდა თუ არა მისი შემცბარი და მკრთალი ლანდი დროის პატარა შუალედს ფარავს ჩემს ცხოვრებაში ოცნების ფარდით. სადღაც გაქრება, დარჩება მხოლოდ სურვილის ლაქად სულის სამოსზე, რასაც გავხდი და შევინახავ ტვინის სარდაფში, მოგონებების სკივრის ფსკერზე. თუმცა... ყოველთვის როცა იჟღერებს ტანგო, კვლავ ვიგრძნობ კარგო ჩელოს ვნებიანად დაჭიმული სიმების ტანზე მოცეკვავე თითების ალმურს, კვლავ ამოვქექავ სკივრის ფსკერზე მიგდებული სიყვარულის სუდარას. ეს აღარ იქნება მუზა... მე დავნებდები აუხდენელი სურვილის ასულს....
|
Last Chance Harvey 1 სთ 32 წთ ჟანრი: დრამა, მელოდრამა პოსტერები გამოშვება: 08 ნოემბერი 2008 რეჟისორი: ჯოელ ჰოფკინსი სტუდია: პროგრესს პროდაკშენ, ოვერტიურ ფილმსი როლებში: ქეთი ბეიკერი, ეილინ ატკინსი, დასტინ ჰოფმანი, ლიენ ბალაბანი, რიჩარდ შიფი, ემა თომფსონი, ჯეიმს ბროლინი
ფილმის მიმოხილვა საკუთარი ქალიშვილის ქორწილზე ლონდონში მარტოხელა მამაკაცი–კომპოზიტორი თავის სიყვარულს იპოვის.
|
ეს არის ძაან მაგარი სიმღერა მაგრად დაგევასებათ სიმღერის სახელწოდებაა It's My LiFe ...
UpLoaD.Ge
|
ძალიან ორიგინალური და ლამაზი love wallpapers .. ფორმატი : JPG რაოდენობა: 155 ფაილის ზომა : 32mb
|
ვინ მოგისაჯა სულ ჩრდილი, ჩრდილი... გზა ეკლიანი და უსასრულო?! სულ ბეწვის ხიდზე როდემდის ივლი, ყოფნა-არყოფნის ჯვარზე გაკრულო?! რად ვერ ამაღლდი, სიკვდილს რომ სძლევდი, სისხლით რომ რწყავდი მთაბარს ველმინდორს?! ბედუკუღმართი ეგ შენი ბედი სულ ბეწვზე როგორ უნდა ეკიდოს?!
რად ვერ დათრგუნა უკუნი შუქმა, როდემდის უნდა გვცდიდე იღბალო?! მე დავიღალე და ღმერთმა ნუ ქნას, შენც, საქართველოვ, შენც დაიღალო!
|
ოცი წლის ბიჭებს ვაცილებ ცრემლით, ისინი ჩემი სისხლხორცებია... მე რაღად მინდა სიცოცხლე ჩემი, როცა შვილები იხოცებიან!
მათ ნაცვლად სიკვდილს ვნატრობ ათასჯერ, ზეცა ჰქუხს, მიწას გააქვს ზანზარი... ღმერთო, რა ცოდვის გამო დამსაჯე, ღმერთო, ამ დღეებს რად მომასწარი!
|
მდინარის პირად ხეივანში ყოველ საღამოს ორი ქალწული მემორევე ჩრდილად გახდება. ისინი ჩუმად გადიხდიან ლეჩაქთა სამოსს, თვითონ მდინარეც და დუმილიც გალეჩაქდება. ტყის პირად სხედან ნაზნი, წარბებგადახატულნი და თავს ადგანან თავადები ნაბდიანები. ეცემა თმები ლურჯ სარკეებს, ვით ნაკადული, სჩანს: სასიკვდილოდ ამ სიყვარულს არ ვენანები.
|
თოვლის ფიფქების ცეკვა, ლამაზი, თეთრი ხიბლი, მახსოვს განვლილი წლები, კრიალოსანზე ვითვლი. რა დრო გასულა უკვე, თვალში არ მყოფნის მძივი, უშენობაა ირგვლივ, ხშირად მალულად ვტირი. ალბათ, კვლავაც არ მოხვალ, გავა მრავალი წელი, ნატვრა დამრჩება ნატვრად, მაინც ჯიუტად გელი. თუმცა ლამაზი დღეა მათოვს ფანტელის ჯარი, თოვლი ედება თბილისს გალიპყინულა მტკვარი. გაივლის ზამთრის სუსხი, აპრილი მოვა ლაღი, კვლავ მომერევა სევდა, კვლავ უშენობა დამღლის. თვალს არ ედება რული, ვფხიზლობ და შენზე ვფიქრობ, ჩავთვლემ, მოდიხარ ჩემკენ, მიცქერ და შენთან მიხმობ. თუ კი გიყვარვარ მითხარ, თუ არ გინდივარ ისიც, გადაგივიწყო იქნებ, ქარს გავატანო ფიქრიც...
|
ღამე ისევ ისე დადუმდა გარეთ მთელს მიდამოს ათოვდა, ფიქრმა კვლავაც სევდას აჯობა მე კი ისევ ისე მარტო ვარ. ფიქრმა ოცნებები დაფარა. ეხლა გთხოვ მითხარი სადა ხარ. წლებმა ჩემი გრძნობა გაფანტა, ისე ჩაუარა არც ნახა. ნუთუ ისევ ისე მარტო ხარ? არა,ალბათ აღარც გახსოვარ. ეხლა სხვის მკლავებში რატომ ხარ? როგორ მომენატრე... მარტო ვარ. გულმა ვეღარ გაძლო ამბოხდა ჩემი ყველა გრძნობა აღმოხდა, გრძნობებს აღარ სურდათ დათმობა, ირგვლივ ყველაფერი დადუმდა. ისევ მომენატრე რატომღაც ისევ შენზე ვფიქრობ, მარტო ვარ... გარეთ მთელს მიდამოს ათოვდა, და ჩემს ოცნებებშიც გათოვდა.
|
როდესაც შორდები ვინმეს. ყოველთვის გეშინია. უცხოვდები. რა მეშველება? სად არის ის რაც იყო ჩვენს შორის? სად გაიქცნენ გრძნობები?
რატომ? რატომ რატომ...
ტყუილი რომელის ასე შეგიყვარდა, თურმე არ არსებობს
უცებ აღმოჩენილი დრო..
შენელება.. უმოძრაობა
..სიცარიელე.. სულში.. სხეულში.. გრძნობებში .. საქციელში.
წამის მოკვდავობა, სულის ტკვილი. მკვლელი მოგონებები, სიზმრები..
ვერ პოულობ ადგილს, მიზანს, მიზეზს - ყოფნის, სუნთქვის.
ყოველი ამოსუნთქვა უფრო და უფრო რთული ხდება. მარტოობის ცივი საბანი გაფარია.. სისხლიანი ცრემლები.. მომაკვდავი იმედები.. მკვდარი გული.. ვერ გრძნობ.. ტკივილი იმდენად მშობლიური გახდა რომ ვეღარ ამჩნევ.. და კივის.. კივის..ის რაღაც შენში .. რომელსაც ისევ იმედი აქვს რომ დაბრუნდება.
მარტო ხარ. არავის უსვებ ახლოს, რასაჭიროა..
შენ კი თვალებს ხუჭავ და ყურებს იხშობ.. ყოველი მელოდია, ნებისმიერი წვრილმანი ეხება იმას რაც ასე გინდა წაშალო შენი ცხოვრებიდან.. შენი გულიდან.. ცნობიერებიდან..
რა რთულია
გეზიზღება ის გრძნობა.. რომლისთვისაც მზად ხარ თავი გაწირო..
კვდები.. უსიცოცხლო ხდება შენი .. აზრები. ემოციები.
გინდა გადააბიჯო ყველაფერს.. თავმოყვარეობა ფეხით გათელო და ფეხებში ჩაუვარდე.
იმედგაცრუების შიში.
გბოჭავს. გაკავებს.
აღარ ფიქრობ.. მაგრამ აღმოჩნდება რომ ფიქრს უ
...
Read More
|
თითქოს უბრალოა. შლეგი ირონია, თითქოს ბავშვური და.... როგორც ჩვილი, ანცი, ზოგჯერ სევდაა და ზოგჯერ მირონია. ჰოდა დავიქანცე.
ალბათ ვერაფერი აქ ვერ მიპოვნია, რაღაც უჩვეულოდ თეთრიც გაიცრიცა, ალბათ უვარგისი ესეც სტრიქონია, მოგწონს? დაიფიცე.
ახლა საღამოა, ფიქრობ საამოა? რაღამ დაამუნჯა მაშინ ვარსკვლავები, მცივა, ვკანკალებ და მალე თოვლი მოვა, მიჭირს გამკლავება.
მგონი სხვა ფერია ახლა ცისარტყელა, ღამე თეთრია და დილა ბინდისფერი ქარმა კაბადონზე ლექსი დამიწერა, ჰოდა შევიფერე. ................................................. მაინც დავიქანცე......
|
ყოველ საღამოს, როცა მინდა დავწერო ლექსი, როცა ბავშვები ეზოს ნუშებს ეთხოვებიან, უცხო გოგონას აღებული აკორდი მესმის, დავდებ კალამს და დავმუნჯდები, ბ ე თ ჰ ო ვ ე ნ ი ა... ის მოჰყავს ჩემთან უცხო გოგოს უცხო ალერსით, მოჰყავს, რომ გული ჩემი სადღაც წაიღოს... და იმ საღამოს, ბეთჰოვენი როცა არ მესმის, მე მეშინია, ის გოგონა ავად არ იყოს...
|
მარეკები შლიდნენ ბანაკს, ქარი ჩამი-ჩუმით ქროდა... ვიწექ...- რომელიღაც ბალახს უცებ ქალის სუნი ჰქონდა...
თითქოს ურო დამკრეს თავში, თითქოს პაპაჩემი ცხონდა, ათას სურნელოვან შვავში ბალახს - ქალის სუნი ჰქონდა...
სუნი ჰქონდა არა დალის, ლალის, ცისფრის ანუ თეთრის, სუნი - საზოგადოდ ქალის, სუნი - საზოგადოდ მდედრის...
ღმერთო! ღმერთო! მე სულ ველი სიკვდილს, - შენ მაცოცხლო ვინძლო, სანამ ვიცნო ეს სურნელი, სანამ ეს სურნელი ვიგრძნო...
|
ნეტავ.........!!! უსიყვარულოდ ერთი ლექსი დამაწერინა... უსიყვარულოდ ერთი წამით გამაძლებინა... ქარიშხლიანი მოგონება წამაშლევინა... სხვის შეცდომებზე მეც ცხოვრება მასწავლებინა... სევდანარევი მუსიკები არ მამღერინა... ფურცელს განდობილი ყველა ფიქრი გამათელინა... ხვალინდელი დღე სულ სხვაგვარად დამაწყებინა... გაუთავებლად სხვაზე ფიქრი მომაშლევინა... თითქმის ყოველღამ ჩუმი ცრემლი არ მაღვრევინა... მთვარის ნათებას ბედნიერი შემახედინა
|
ახლა ბევრი დარდია გადანალახულები, გაღვიძებულს თავიდან აღარ დაგესიზმრება, როცა წამში გახლიჩა ნაგულარი გულები დაადრაგუნებულმა გამურულმა ისრებმა. მაპატიე გენაცვა ცოტა თუ სეგაწუხე, თუკი შენი ვეცადე ჩემკენ გადმობირება, აღარ ვიმტკივნეულებ პოეზიის მარწუხებს, ახლა უფრო მინდა და უფრო მესურვილება. წადი თუ არ ბრუნდები, ვინაც გინდა გიყვარდეს, ვიცი, გაგახსენდება მკლავზე ჩამოძინება, შენ რომ ბედნიერება წლებით გადამივადე მაშინ ტაბუ დავადე სიტყვა დაქორწინებას. ქარში ნუღარ დაეძებ ჩემი ფურცლის ნახევებს, თუ მომიქსევ ვინაც გძულს მომიქსიე ისეთი, არსად აღარ დაგიგებ მეტაფორის მახეებს, ამ ექსპრესზე ძნელია რომ იშოვნო ბილეთი. ამბავს ერთ დროს მშვენიერს ქვია დანამთავრები, ახლა შენთვის ერთია სიცოცხლე და ცხოვრება დაჟანგებულ ხაფანგში თუკი ერთხელ გავები, სანამ ლექსი იცოცხლებს ხალხსაც ემახსოვრება.
|
ამის თქმა მე მხოლოდ ასე შემიძლია, და იქნებ ეს ლექსი ბოლომდე წაილითხო, ოღონდ გეხვეწები გრძნობამ როგორ მძლია, ამის თქმა მრცხვენია და მხოლოდ ეს არ მკითხო.
მე შენმა დანახვამ გული რომ გამიყო, გონებაც არაყის გარეშე გამოთვრა, მაშინებს პასუხი და იცი, ამიტომ ამ მესიჯს მოგწერ და ტელეფონს გამოვრთავ.
|
დრო მიდის, ნეტავ სად მივყავართ? ალბათ შორს, რეალობისგან შორს... თუკი ოცნებას ვერ აისრულებ, შეეცადე სიზმრებში მაინც ისე იცოცხლო როგორც რეალობაში ინატრებდი ცხოვრებას... რა შეუძლია დროს? დრომ შეიძლება ყველაფერი დაანგრიოს შენს ცხოვრებაში, საყვარელ ადმიანს თუ ხელს გაუშვებ მას დრო წაიყვანს,მისი დაკარგვით შენ უფრო გეტკინება გული,შენი დაუდევრობით შენს ცხოვრებაში ჩამობნელდება,მარტოობით დაიტანჯები.... დრო სწრაფად მიდის და მას ჩვენ ვერ დავეწევით, დრომ შეიძლება დაგიბრუნოს საყვარელი ადამიანი, და მეორე შანსი მოგცეს,ერთხელ წასული თუ დაგიბრუნდა მუდან შენთან დარჩება.... მაგრამ თუ არ დაგიბრუნდება მთელი ცხოვრება დაიტანჯები იმით რაც გააკეთე,დროს გაჰყვება ყველაფერი რასაც შენ ხელს გაუშვებ... ხელი გამიშვი... ხედავ? შენი ნაწილი აღარ ვარ, ნუ მორბიხარ უკან ვეღარ დამაბრუნებ, რატომ? ჰმ, დროს ხომ ვეღარ დააბრუნებ,მე ვეღარ დამაბრუნებ.... რატომ? ხომ აგიხსენი, ვერ გაიგე? დრო მოვა და გაიგებ..... დრო მიდის ნეტავ სად მივყვართ? ალბათ შორს რეალობისგან შორს... რატომ? დრო ხომ ადამიანს ცვლის, მიხვდი? ვერა? ალბათ ჯობია დროს გაჰყვე და მიხვდები... ეხლა შეგიძლია მიხვდე თუ რა ჩაიდინე? შეგიძლია გაიგო თუ რა მოხდა? შეგიძლია მიხვდე თუ რატომ დამკარგე? შეგიძლია მიხვდე რომ ეს დამთავრდა ?! ვერა? ალბათ შენ ეგ არ გინდოდა, ალბათ შემთხვევით მოხდა, მე შენი მჯეროდა, მაგრამ უკვე აღარ....... დრო სწრაფად მიდის შენ მას ვერ გააჩერებ, ვერ დააბრუნებ.....
...
Read More
|
შტოზე ვაშლი დარჩენილა, ვინც მისწვდება _ მისია, ვინც ამ გოგოს გააცინებს, გოგოს გული მისია... ეს ცხოვრება ასე არის, ის ცხოვრება ისეა. _ ეს მანდილი ვისი არი? _ ეს ჩანგური ვისია? _ ეს ხომ ჩემი დისი არი... _ ეს ხომ ჩემი ძმისია! ვკისკისებდით მალხაზები, დარდი გვქონდა რისია?! თურმე დასასრული იყო, მე ვთქვი _ დასაწყისია. როგორ გაჰქრა სიყმაწვილე, ვეღარ ამომიხსნია. შტოზე ვაშლი გარჩენილა, ვინ გაიგოს, ვისია? ბაღში გოგო დაგოგმანებს, გოგოა თუ ნისლია?! ვინც გაიგებს, ვინც დაიჭერს, ვინც აკოცებს _ მისია. ეს ცხოვრება ასე არი, ის ცხოვრება ისეა.
|
რაც უფრო შორს ხარ მით უფრო ვტკბები, მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი, ხელუხლებელი, როგორც მზის სხივი მიუწვდომელი, როგორც ედემი..
და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ, მე დღეს არ ვნანობ, დაე ვცდებოდე ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნება თეთრ ანდელოზად ევლინებოდე..
დაიწვას გული უცნაურ ტრფობით, ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული, ოღონდ მჯეროდის მე ჩემი ბოდვა და სიყვარულის დღესასწაული.
|
თქვენი ჭირიმე, ყორნებო, გლოვა არ იცით მკვდარზედა; რაც უნდა კარგი ყმა მოკვდეს, ცრემლ არ მოგივათ თვალზედა, შაიმოსებით შავადა, თეთრს არ ჩაიცომთ ტანზედა, კარგ ყმას გულს ამაარიდებთ, ჩამაირიგებთ ჯარზედა, გაილექებით სისხლითა, გადახვალთ ილტოს წყალზედა!
|
მანდ რო ქალი დავიკარგე, განჯის თათარსა ვყევარო, ქიშმიშით გასუქებული გაბადრულ მთვარეს ვგევარო, მაცვია სიასამური, მაშიეებზე ვდგევარო, დღისით მიყრია ბორკილი, ღამე ორთ შუა ვწევარო, ტალიკ-ტალიკო ბიჭებო, მისადევ-მოსადევარო, მოკრიფეთ თითო შაური მიხსენით თქვენი ტყვე ვარო.
|
ქალს სილამაზე ხილავდა ვსთხოვე, არ დამაძლევინა! დავღონდი, წყალი მომწყურდა, წვეთი არ დამალევინა! მომხედა, თოლნი შემყარნა, ნაწინწკლებ წამაყრევინა; დამრცხო, ავინთე, გავწითლდი, თავი ძირს დამახრევინა, სიტყვები გადამავიწყა, ენა სულ ამარევინა, არც მითხრა, მოდი, არც წადი, არც თავი დამახწევინა, ტიალი რაი ყოფილა, თავბედი დამაწყევლინა დახე წყეულსა დიაცსა, რა დღემდე მომაღწევინა?!
|
გაზაფხულის წყნარი საღამოა.... თითქოს და უფერო ჰაერი,მეხვევა გარს და ჩენს გარსჰემო ტრიალებს..სუფთა არ არის,ჰაერში შიშის და ძრწოლვის სუნია..დახშულია და სუნთქვის საშუალებას არ მაძლევს. ისევ ნაცნობ გზას მივუყვები ფრთხილი ნაბიჯებით,რადგან მეშინია არ დავარღვიო ამ შიშისა და ძრწოლვის მომგვრელი სიჩუმე... გაზაფხული ამ გზაზეც შემოპარულა და უაზროდ აშიშვლებს ცარიელ გზას. შენზე მოგონებები არ მაძლევენ მოსვენებას..ძალიან მიკვირს,რა იყო..და როგორ დამთავრდა ყველაფერი,ვერც ის გამირკვევია რატომ შემხვდი ასე უაზროდ,უმიზეზოდ,,მე ხომ არ მითხოვია,მე ხომ არ დამიძახია შენთვის.დაუკითხავად შემოხვედი ჩემს ცხოვრებაში,არა..კი არ შემოხვედი-შემოიჭერი,მაგრამ თან იმედი მოიყოლე,თითქოს აზრი მიეცა ჩემს ცხოვრებას,მაგრამ მალევე წახვედი..ისე რომ არც არაფერი გითქვამს ჩემთვის.,მაგრამ დამნაშავე მე ვარ მხოლოდ. მე არ მოვინდომე ამ შიშველ გზაზე შენთან ერთად სიარული,მეც წავედი და წავიყოლეშენი ფიქრები,ოცნებები,დავამსხვრიე წმინდა გრძნობაზე ნაგები სიყვარული,მე ხომ მხოლოდ მაშინ მჭირდებოდი,მინდოდა შენი სიტბო,უზომო სიყვარული და შენი სიახლოვე,ვერ გპატიობ და გტხოვ არც შენ მაპატიო.. შეხედე ცას..შეხედე,წვიმა დაიწყო..წვიმის წვეტები ტვალებსა და ტუჩებზე მეხებიან,მხრებს მისველებენ,მაგრამ ფრთხილად ..ცდილობენ არ დამირღვიონ მოჩვენებითი სიმშვიდე.ეს სიმშვიდე ჩემს გულშია ჩაბუდებული და დუღს როგორც მაჭარი,,არავინ იცის როდის ამოხეთავს,ეს სიჩუმე დახურული გულიდან..ასევეა ალბად შენი გულიც. ყრუდ გმინავს
...
Read More
|
ოცნების სამჭედლოში გამოგწვრთეს ეტყობა.. სხვაგვარად ასეტი ლამაზი,უძირო.. არ მწამს ოცნება შენზე ლამაზი, ამ სილამაზემ ,როგორღაც დამიპყრო, სულის სამოთხეში ბარტყივით ჩამიხტი, პატარა კუნჭული მონახე და თითქოს, პატარა ბარტყივით ფრთხიალებ ამ გულში ასეთი უბრალო რა ხელმა გამოგწრთო.. ოცნებით შემკული,ღიმილად შეთქმული, სევდას დაუკარგავ უმიზნო კაეშანს, იქნებ ღმერთმა შეგქმნა სევდის გამფანტველო, და ჩემთან ჩამოგსვა,ჩემს სანუგეშებლად. იქნებ იქ..სადღაც არიე ფიქრები მინა ჩაუტეხე ოცნებას უსულოს, შენს წამწამებზე დნება თოვლივით, სინანული და ცრემლები უბიწო..
|
სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში, ის დღე იყო იღვიძებდა გაზაფხული იაში.
მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს უსათუთეს ლიანებს, სიყვარული რიგდებოდა და მე დავაგვიანე.
რიგში იდგნენ ჭაბუკები თუმც უმეტეს ქალები, შეჰყურებდნენ წიგნის თაროს მომღიმარი თვალებით.
სევდა მწვავდა თვალთა უპეს, სევდა გაურიყავი, სიყვარულის რიგში ღმერთო აქაც ბოლო ვიყავი.
რომ მეთხოვა იქნებ ვინმეს ჩემთვის რიგიც დაეთმო რომელიმე ღვთისმადლიანს იქნებ მსხვერპლიც გაეღო.
მაგრამ სხვისი სიხარული ხელში როგორ ამეღო სხვისი წილი სიყვარული სახლში როგორ წამეღო.
სიყვარული დამითმეო ვისთვის მეკადრებინა, სხვისი წილი გრძნობა გულით როგორ მეტარებინა.
სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში, ის დღე იყო იღვიძებდა გაზაფხული იაში.
სევდა მწვავდა თვალთა უპეს სევდა გაურიყავი, სიყვარულის რიგში ღმერთო აქაც ბოლო ვიყავი.
და როდესაც მივეახლე კითხვიანი თვალებით, სიყვარულით ხელში ლაჟვარდს შეუერთდნენ ქალები.
შერჩენოდა წიგნის თაროს ერთადერთი კრებული, ციცქნა გოგოს ისიც მისთვის ჰქონდა გადადებული.
მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს ულამაზეს ლიანებს, სიყვარული რიგდებოდა და მე დავაგვიანე.
|
წითელ ღვინოდ დაწურულა გრძნობა, და ეს გრძნობა არის მეგობარი. ვერ ვიგრძენი სხვისგან თანაგრძნობა, სხვა არაა დარდთან მეომარი. ბასრ მახვილად მეჩვენება თასი, ამ მახვილზე ვაზი აფრქვევს ცრემლებს, ვერ ვიპოვე მე სხვა ამის ფასი ისეთი ვინც საფლავს დამისველებს. ვერ ვიპოვე მე სხვა ვაზის დარი ვინც შემიმკობს წმინდა ცრემლით საფლავს, გაადაროს წამით ეს ავდარი სანამ მიწა ცივ გულმკერდში დამფლავს. ვერცერთ ღამით ვერ ვიპოვე მთვარე, აღარც მზე ჩანს მაღლა ცაზე ჩემთვის, მე სიცოცხლე ნუთუ დავამთავრე? და ეს წელი ნუთუ სიკვდილს ერთვის. თუ ასეა მაშინ დავლევ ღვინოს და ელჭექთან საცეკვაოდ წავალ, თბილ გულმკერდზე იქნებ დამაწვინოს, საარშიყო ლექსზე რომ გადავალ. მაგრამ ისარს გულში მირტყამს მეხი, და ჩემს გრძნობას მიმოფანტავს ქარი, თუ მიპოვის სადმე გადაჩეხილს ცისფერთავშალდაბურული ქალი?
რად არ მათრობს სუნი მწიფე ყურძნის, საფლავისკენ, შორს მივყავარ ხარებს, მათაც სული ლექსებს ციდან უძღვნის, ჩემს გულძე კი, ვაზი გაიხარებს.
|
თუკი მოვიდა ეს სამკაული შენთან, თუ გაგითეთრა ბნელით მოსილი ღამე, ნუ გამოაგდებ, მუდამ ატარე შენ თან, მოეფერე და ზოჯერ უამბე რამე. თუ შეცივდება გთხოვ ჩაიკარი გულში, სათუთი არი, სიცივეს გააცალე ეს სამკაული მე გამოვუშვი შენთან, ჩემი სულია ამაში გენაცვალე. რატომ ტირიხარ? თვალზე ციმციმებს ცრემლი. ცრემლით რას იზამ? გთხოვ, ლოცვით დამიფარე არ მტკიებია, ახლაც არ მტკივა ტყვია, შენკენ ნასროლი, გულზე რომ დავიფარე ეს სამკაული შენთვის ავკინძე კარგო, ეს სამკაული მე მხოლოდ შენთვის მინდა, გთხოვ მოუარე არასდროს არ დაკარგო, ეს სიცოცხლეა რომელიც გამიფრინდა.
|
ხიდისთავს შავკრათ პირობა, ჩვენ გავხდეთ ღვიძლი ძმანიო, ჩაუხდეთ მუხრანბატონსა, თავს დავანგრიოთ ბანიო, რაც რომა ჰქონდეს, წავართოთ, თვალ-მარგალიტი, ლალიო. შავიდეთ, გამოვიყვანოთ, თვალჟუჟუნ თეთრი ქალიო, ქალი, რა ქალი, ქალიო, კოჭამდის სცემდეს თმანიო, თმანი, რა თმანი, თმანიო, შვიდკეცა, შვიდი მხარიო, ესხას ოქროს საყურენი, უჟღრიალებდეს ქარიო. ამას ამბობენ: ნეტავი არ მამაშორა თვალიო. არაბულ ცხენზე შემოვსვათ, წელს შემოვაკრათ ხმალიო, საჩეხის ქუდი დავხუროთ, შიგ ჩაუკეტოთ თმანიო, სამი ისეთი ვაკოცოთ, ლოყას ავაძროთ ტყავიო, საგარეჯოში ჩავიდეთ, იქ დავიწეროთ ჯვარიო, შვიდი დღე და შვიდი ღამე იქ მოვალხინოთ ჯარიო.
|
შენ ჩაიარე ჩემი ბაღის წინ, ბაღში ფშატის ხე ვერ შეამჩნიე. შენ ჩაიარე ჩემი სახლის წინ და კიბე ალბათ ვერ შეამჩნიე. შენ ჩაუარე მზისფერ მდინარეს, ზედ ერთი ხიდიც ვერ შეამჩნიე, შენ ჩაუარე გვერდზე ამ თვალებს და ჩემი გული ვერ შეამჩნიე. მე ეს მეწყინა და ვიქეც დარდად, განზე გავდექ და ვიფიქრე ასე: რაღა აჩქარებს დალოცვილს მართლაც თუ გულდაწყვეტილს დამტოვებს გზაზე?! მაგრამ გზაა და განსჯა ძნელია, გზაა და როგორ ვახსენო ავად, იქნებ იქ, სადღაც უფრო ელიან, მას, ვისაც ასე ველოდი თავად.
|
რარიგ შორსაა ის დრო აქედან - გახსოვს, რაც იყო, გახსოვს რა იყო? - შაქარი შენი, შენთა ბაგეთა, ჩემს ბაგეებზე გადმომდნარიყო. ახლა გხვდები და მწარედ იცინი - არ შეგრჩენია სიტკბო პაწიაც - როგორ შევმცდარვარ - მაგ ბაგეთაგან თაფლი მთლიანად მომიტაცნია.
|
მართლა მეძახდი, თუ უცებ დაგცდა ჩემი სახელი, ქარო? შენ ჯერ ბავშვი ხარ და მეშინია, არ შემიყვარო, ქარო. მე მეშინია, არ მოიხიბლო ამ დამსხვრეული ფრთებით, ამ აწეწილი ჩემი ცხოვრებით, ღელვით, წუხილით, გზნებით... წადი, იქროლე, სხვაც ხომ ბევრია ...რა ვიცი, გზა ხომ არ აგერია, ან აქ რა გინდა, ქარო?! მე ხომ უხედნელ, ველურ რაშებით ვღელავ, ვინთები, ვჩქარობ, - სულ სხვა ქარიშხალს ვეთამაშები, არ შემიყვარო, ქარო!
|
სიყვარული სულგრძელი, სიყვარული ქველმოქმედია, არ შურს, არ ყოყოჩობს, არ სჩადის უწესობას, თავისას არ ეძიებს, არ რისხდება, არ განიზრახავს ბოროტს, არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს. ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყოველივეს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება... ახლა კი რჩება სამი: რწმენა, იმედი და სიყვარული. ხოლო მათგან სიყვარული უმეტესია.
|
იყო საღამო დუმილით სავსე, უთვალავ გულთან დანაფიცარი, ღამის მნათობებს ხატავდნენ ცაზე ბრძენი რუსთველი და ოპიზარი. თავს იწამლავდა ტაბიძის მერი და პოეტები ამსხვრევდნენ თარებს, მე მაწამებდა ხატება შენი, მე დავეძებდი საყვარელ თვალებს. ქალაქის ბაღში არ იყო ქარი, ჭადრები მაინც ბურუსში ჩანდნენ. მე დავდიოდი ფიქრებით მთვრალი და ვუღიმოდი შენმაგავარ ლანდებს. გეძებდი დიდხანს. ამ მტანჯველ ლოდინს ცუდია წრფელი ცრემლი თუ ალბობს. გეძებდი დიდხანს. რატომ არ მოდი, იმ წყნარ საღამოს სად იყავ კარგო! ახლა წვიმაა...მე ნამთვრალევი ველი ჯადოქარს და საოცრებას. მაინც არ მტოვებს შენი თვალები, შენი სათუთი გულის ოცნება. ახლა ეს წვიმა ჩემში შემოდის, ვერ ვიმორჩილებ სულის ფორიაქს და შენზე ფიქრი რომ არ მშველოდეს, გავგიჟდებოდი ასე მგონია! იმ წყნარ საღამოს გეძებდი, კარგო, ცრემლი ფარავდა იმ გიჟურ ლოდინს. საით წახვედი... სად დაიკარგე... ეს მარტოობა უჩუმრად მოდის...
|
ტანო-ტატანო,გულწარმტანო,უცხოდ მარებო ზილფო-კავებო,მომკლავებო.ვერსატარებო წარბ-წამწამ-თვალნო,მისათვალნო შემაზარებო ძოწ-ლალ ბაგეო ,დამდაგეო,სულთ წამარებო პირო მთვარეო,მომიგონე მზისა დარებო შენმა გონებამ მიმამსგავსა მილეულ მთვარეს სიცოცხლის ნაცვლად მოვისწრაფი სიკვდილსა მწარეს მოდითმიჯნურნო,შემიბრალეთ,მოვლეთ ჩემს სარეს, მკვდარი მიჯნური დამიტირეთ დამპალ სამარეს, ვახ სიცოცხლეო ,უკუღმართო და ნაცარებო.
|
დამხატე მასზე ლამაზად ვიდრე ვიცინი დახატე მკვეთრად ჩემი სახე ჩემი სიცილი
-დამხატე ვიდრე ლამაზი ვარ ვიდრე ბავშვი ვარ ვიდრე მშობლიურ მიწა-წყალზე კენტად დავდივარ.
-დამხატე... მერე შეაწითლე სისხლის ტუჩები ფეხქვეშ გამიგე საქართველოს ძველი ქუჩები
-დამხატე! ვიდრე წყლისფერია ჩემი თვალები. დამხატე, მხატვრებს არასოდეს დავემალები
-დამხატე ვიდრე ჩაეძინა ჩემზე ფიროსმანს ვიდრე, შედევრებს სამოთხიდან ყანწით გილოცავს დამხატე ძმაო, სილამაზეს ფუნჯით ებრძვიან დამხატე ვიდრე მივიღებდე სახეს სევდიანს...
-დამხატე, ტილოს მოუხდება ჩემი სიცილი დამხატე მასზე მხიარული ვიდრე ვიცინი....
|
რაღაც ხასიათზე დღეს ვარ ირონიულ, ისევ მენატრება შენი სიახლოვე, მინდა ეს ფოთლები მოვურ-მივურიო, ბოლოს მაინც ვინმე ერთად შეაგროვებს. უფრო ცივი არის ამწელს დეკემბერი, კიდევ გაცივდება წლები მიყოლებით, მინდა ახლა ისე თბილად მოგეფერო, თითქოს მომავალ წელს აღარ გეყოლები. თითქოს ბავშვი ვიყო, ისე მეტირება, იცი, წუხელ ერთი ლექსი დაგიწერე, არის უსარგებლო ყველა შეპირება, მაგრამ ეს სიტყვები ჩემს თავს გაგიწევენ. ახლა მგონი უკვე მივედ-მოვედები, გახდა სისულელე - ასი მილიარდი, წამო, შევიშალოთ, როგორც პოეტები, ვინც ამ ცხოვრებისგან ზურგით მიტრიალდნენ. წამო, თორემ ეს ცა ისე გაიბურა, სხვა ცა აღარა ჩანს ჩვენი ფანჯრებიდან, წამო, გეხვეწები, მინდა ძველებურად სისხლი გადაგისხა ჩემი მაჯებიდან.
|
არ ვიცი ვინ ვარ და რას მოველი, ალბათ ლანდივარ სიცოცხლის მოვლენის. არ ვიცი რა ვარ და რას ვაკეთებ ალბათ მკვდარი ვარ სიცოცხლეს ვამთელებ. არ ვიცი რა მსურს ან რა მიტაცებს, ალბათ წამება სამარეს იტაცებს. არ ვიცი ვარსებობ?თუ უკვე მკვდარი ვარ, სიცოცხლით დაღლილი პანაშვიდივარ. არ ვიცი არვიცი როდის მოვკვდები მე უკვე მკვდარივარ შავი მოვლენის, უკვე მკვდარივარ ვით დიდი გლოვა პანაშვიდებზე ვენოკი მოაქვთ. არ ვიცი ვერ ვგლოვობ წუხილით ჩემს თავს წამებულ დედაჩემს რა ელის ნეტავ. არ ვიცი როგორღაც ვეჩვევი სიკვდილს, და ეს სიკვდილი დასასრულს ტირის.
|
არ მიძებნია, ისე გამიჩნდნენ მტრები, არ ამინთია, ისე ჩამიქრეს კვარი, სულ თვალწინ მიდგას შენი შიშველი თმები, ზურგსუკან მესმის შენი ნაბიჯი ჩქარი.
არ უწვიმია, ისე დავსველდი გუშინ, ყველა ვინც დადის, ახლა ჩემს გულზე დადის, შენზე ტკივილი ღრმად ჩამეზარდა გულში, შენზე დარდია ჩემი მთავარი დარდი.
გვერდზე მიმაგდო შენზე წუხილმა დღესაც, გზები არა ჩანს, ხევებს მივყვები ქვიანს, შენ აღარა ხარ, ჩემი ბედია ესაც და ჩემს ბედს ახლა შენი სახელი ჰქვია.
|
ქროდა და ფოთლები მათოვდა მომდევდა ტკივილი, წყენა. ველოდი მზის ჩასვლის დადგომას, და არა შენ გამოჩენას. ანგელოზს ფარულს და უხილავს თითქოს არ ელოდა სული. ფერიავ მოსულო მწუხრიდან კვლავ ამისხივოსნე გული. ფოთლები ცვივა და ქარია, შენ ლოცვას მივანდობ ღამეს, ჩუმ ღამეს ნაზსა და მთვარიანს გავუღებ გრძნობათა კარებს. მოვისვრი უფსკრულში ტკივილებს, სევდას და შხამიან ნაღველს და შენ გულს ჩემ გულად მივიღებ დავხატავ მაგ მბრწყინავ სახეს. შენ სუნთქვას შევხვდები ეული, ცხრა ზღვიდან მონადენ ნიავს ჩავიკრავ გადარეული მცხუნვარეს, მწველსა და მზიანს
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|