ფილმის მიმოხილვა ეზეკილმა უნდა დაწეროს მუსიკა ახალი ფილმისათვის, მაგრამ მუზა არაფრით მოდის მასთან. მან უნდა იპოვოს ის და მოიგონოს, როგორ დაფაროს ბანკიდან გამოტანილი კრედიტი. სასოწარკვეთილი, ის რეკავს ბანკში, სადაც მუშაობს პაულა – მენეჯერის ასსისტენტი, რომელიც ბოლო თვის ფეხმძიმეა. პაულა ტოვებს მას ხაზზე და ის მუსიკა რომელიც ესმის ეზეკილს ყურმილში ზუსტად არის ის რაც მას სჭირდება, მაგრამ ის იკარგება შიდა ქსელში და ეზეკილი ვეღარ ახერხებს მის დაბრუნებას. პაულა ელის დედის ჩამოსვლასმ, რომელიც ესპანეთიდან უნდა ჩამოვიდეს ბავშვის დაბადებისთვის და გაიცნოს თავისი ქალიშვილის მეორე ნახევარი. მთელი პრობლემა იმაშია, რომ პაულას მეორე ნახევარი არ ყავს... ეზეიკილი მიმართავს პაულას იმ მუსიკის პოვნის თხოვნით. შესანიშნავი შესაძლებლობა ეძლევა მომავ
... Read More
ალიონისას ამოსული მზის ელვარება. ცრემლებს იწმინდავს ნაომარი მწვანე ბალახი. როგორ ძნელია სიძულვილი, ან შეყვარება, რამდენი ტანჯვა ვაებაა გადასალახი.
ბავშვის თვალებში ნაწამები იმედის თრთოლვა, გაქრა, წავიდა, შეეგუა, არ დაბრუნდება, და თოვლიანი, გაყინული ქარების ქროლვა, ექვსი წლის თმები ნაადრევად გამოხუნდება.
ველური ხმები, ტყეში ტოტის გა-მი-მო-რხევა. სააქაობა დაემსგავსა უცხო ქარაგმას, სიშამიგმეში პოეზია, რკა და მერევა. პოეზიაა სარეველა სულ რომ ალაგმა.
ღამეც ველური ნადირივით შემოიპარა, მეკეკლუცება სასთუმალთან მუზის ასული. რამდენი წელი, ულექსებოდ გადაიყარა, რამდენი წელი ულექსებოდ არის გასული.
იყო ბნელეთი და მისი ყოფნა მარადიული. ეს იყო სწორი,მაგრამ მოვარდა გრძნეული ქარი და ქარიშხალი,უეცარი–აღელვებული, იშვა სიცოცხლედ ყოველივე ყოფის მღელვარი. დღეს ყოფა არის მოუხდელი დანაშაული, დამნაშავე კი ის არის,ქარი,მღელვარე ქარი.
ნუ აგებთ ძეგლებს დიდ სახელთა პატივსაცემად,– მარადისობას ვეღარ შექმნით უღირსთ ხელებით. თქვენ მეფე არ გყავთ და ყველაფრის გარდაცვალება, უმწყემსობისთვის წუთისოფლის ყოფას მოელის. ძეგლს ნუ სცემთ თაყვანს,ამ პატივის განსახიერად. მომაკვდავია ყველაფერი ,რაც არს შობილი, დასამშვენებლად ამსოფლიურ ძეგლთა სასახლის რაც არს ნაგები,ნაშენები,მკვეთრად ვიხილე. მათ ჩაეხვევა მგლოვიარე სიღრმე სამარის, ზედ მოედება უსაშველო ლოდთა სიმძიმე, უკვდავი არის მხოლოდ ის,რაც იყო მარადის,– დაუნგრეველი ბნელეთი და მისი სიმშვიდე.
მისი არყოფნის მოედება სოფელს დუმილი, ამაოებად აღიქმება ქართა სიღელვე, არარაობა არის სწორი და განზომილი, რადგან არყოფნით სრულყოფილარს სიცარიელე..
ის სულაც არ ჰგავს ყოველგვარი საყვედრის მიმტევს, პარკინსონიანი უძილობა სიხარულს ანიჭებს, ოთახში დადის ნერვიულად და თითებს იმტვრევს, მათემატიკური ისტერიით ითვლის ნაბიჯებს.
კითხულობს პრესას,კაფეებში აღარ სვამს ჩაის, ამით ხაზს უსვამს პრინციპების სულელურ ალბომს, ის ავტორია გულმიჭრილი მინაზე ბზარის, ისეთი ძუნწი,ძილისთვის რომ სიზმრებსაც არ თმობს.
მუნჯი ჟესტებით გამოხატავს სიმდაბლეს აზრის, მესამე პირში მონოლოგობს საკუთარ თავზე. იგი მეტროში ქალბატონებს არ უთმობს ადგილს, მას აღარასდროს არ გადაჰყავს მოხუცნი გზაზე.
ის ზედმეტს ფიქრობს,ზედმეტს ცხოვრობს და ზედმეტს ნატრობს,– გადაუღებელ წვიმებს ნატრობს,ოცნების წვიმებს. მადლობით იცმევს მეგობრისგან ნათხოვარ პალტოს და თვითმკვლელობის იტოვებს იმედს.
ბრმად მლოცველებმა ამაყი რწმენის ალესილ ფრჩხილებით თავისუფალთა ღირსება დაკაწრეს და მონათლული შობისას შვილები სამგლოვიარო თავშლებში აღზარდეს, მოინანიეს ისეთი ცოდვები, რომ ღვთის წყალობა დალიეს ბოლომდე, მარმარილოთი,რკინებით,ბროლებით, ცათა შეწევნით სამყოფელს გლოვობენ. მბრძანებელთათვის მონობენ მონები, მაგრამ მეფენი მონათათვის კი არ მეფობენ... თქვენ ბრმად მლოცველნო,სიწმინდე გაცდენთ თაყვანის ღირსი, რადგან არ იცით,რომ ცოდვილთათვის აგებენ ტაძრებს და არა ღვთისთვის.
მენატრებოდი, ისე ძლიერ მენატრებოდი, რომ ღამისეულ სიზმარეთში მსტუმრობდი მუდამ... მენატრებოდი, ტკივილამდე მენატრებოდი, ამქვეყნად ყველა ბედნიერის ღიმილის მშურდა...
მენატრებოდა შენი ფართო თვალების ცქერა... და ოცნებებით შენს ფიქრებთან შეხვედრა მსურდა, მსურდა გამეგო, წუთით მაინც თუ გაგახსენდი, ჩემი ალერსი, მოფერება ნუთუ არ გწყურდა?
მომნატრებია ყველაფერი, რასაც ატყვია შენი შეხება, მოკრძალება, მზერა ბავშვური... მომნატრებია ყველა გრძნობა და ყველა განცდა, რაც სიყვარულის ძალით არის ცაში ასული.
შორსა ხარ ძლიერ... ვეღარასდროს მოგაწვდენ სითბოს... ალბათ ეს ლექსიც არაფრისთვის დამიწერია... გული მათბობდა, გული გახდა ჩემი მეუფე, გული, რომელიც გონებისთვის მხოლოდ მტერია....
გალაკტიონს ნუ მიკითხავ ,დამღალა. გაიტანეთ ოთახიდან წიგნები! ზამთრის კვნესა მიწას სხივმა ახარა, შენ ამ დღიდან გაზაფხული იქნები. მინდა შენი ფერიების სიმღერა, რომ მთვარეულს ბოლო მთვარეს გპარავდე. დამასიზმრე მზის ფიალა სხივება, მიმიყვანე შორი ტაძრის კარამდე. დავასრულე ფუჭი ღამის ტრაური, ალიონის დიად სივრცეს ვეღირსე. გამოაღეთ კარიბჭენი ტაურის, ვაგვიანებ ანგელოზთა მეჯლისზე. ფიქრმა ქუჩა ტირიფებად დახარა, ოთახიდან გატანილი სამყარო. სახარებას ნუ მიკითხავ,დამღალა... მზეზე მინდა გესაუბრო,მაღალო! მინდა ღამე,ოღონდ ღამე უძილო, მინდა მთვარით ცას დასმული წერტილი, მინდა ფიქრი,ტბაზე ჩემი უძირო, ზეცა მინდა,ოღონდ ფეხქვეშ თელილი. მიწის გუნდას მზით ამოთხრის სიღრმიდან გუმბათებზე სხივთა ცეკვა უგალობს. იუდას რომ სული ვერცხლად უღირდა, თავმდაბლობა ნახე მისი, უფალო. დარჩა ქუჩა გიჟი მარტის ამარა, დარჩნენ ქარში გაცვეთილი წიგნები. ზამთრის კვნესა მიწას სხივმა ახარა, შენ ამ დღიდან გაზაფხული იქნები.
ისევ თქვენ გწერთ,გევედრებით ნება დამრთეთ კიდევ ერთხელ,მხოლოდ ერთხელ მოგიგონოთ, არც კი იცით რა უსაზღვრო პატივს დამდებთ თუ ამ წერილს წაიკითხავთ,ქალბატონო. გაწყენინეთ?თქვენს წინაშე ქედს მოვიხრი, თუკი ჩემგან წყენა დაგრჩათ სამახსოვროდ მაპატიეთ,მეკადრება,ბოდიშს გიხდით, მომიტევეთ,მომიტევეთ ქალბატონო. მომიტევეთ თუკი მახსოვს თქვენი თმები, მომიტევეთ თუკი ისევ დამესიზმრეთ, დამიჯერეთ,ყველა წმინდანს გეფიცებით, დაგივიწყებთ,მეც ოდესმე დაგივიწყებთ. რაც კი დარჩა უთქმელი და სამახსოვრო, ეხლა მინდა გაგიმხილოთ მშვიდი დარდით, ბროწეული რომ გაყავით სანახევროდ, აი,სწორედ ,სწორედ მაშინ შემიყვარდით. ისევ თქვენ გწერთ ქალბატონო,მომაგონდით, უცნაური მწუხარებით,მკრთალად,მღვრიედ, გახსოვთ ის დრო,ყველაფერს რომ მპატიობდით, ეხლა კიდევ,ეს წერილიც მაპატიეთ. ვწუხვარ... უკანასნელ სალამს განდობთ, ეხლა უნდა სამუდამოდ მიგატოვოთ, მაპატიეთ,მომიტევეთ,დიდად გმადლობთ, დიდად გმადლობთ,რომ მიყვარდით ქალბატონო...
მე თქვენ გიძღვნიდით უმანკო მზერით ბინდისფერ თვალებს,ოცნებებს,სიზმრებს. მე ვიყავ მეფე და დიადემით მოკაზმულიყო გრძნობათა სიბრძნე. თვალახვეული შეცნობის პირას დგას თქვენი ანრი ტკივილით,დაღლით. მას დიადემა კიბეზე მიაქვს, მას ცარიელი დახვდება ტახტი. ის მორჩილებით სინანულს დასძლევს, ჩაიკეცება ლოცვებში ფრთხილად, სიყვარულისთვის დანგრეულ ტაძრებს უფრო დიადი სიწმინდე ჰქვია. მეც ეშაფოტზე სიწმინდე გამაქვს, გამეფებული გრძნობათა სიბრძნით. ვგრძნობ საფეთქელთან სასტიკ იარაღს და თქვენ ,ძვირფასო,გასროლას გიძღვნით.
დილით მოგიტან გადაკეცილ მელნიან ტკივილს, რომ მარტის ფანქრით შემისწორო ფერი იების... რტოებს მოვატეხ ბაღის კართან ნაღვლიან ტირიფს და ციდან ავხვეტ ნაფეხურებს სერაფიმების.
დილით მოგიტან გადაკეცილ მელნიან ფიქრებს, რომ სხეულებში სხვაზე მეტად იყოს სულობა. ზამთრის ნებართვით მოვიძიებ ერთნაირ ფიფქებს, იმდენს,რომ ქალაქს დაეტყობა გაზაფხულობა.
დილით მოგიტან გადაკეცილ ბინდისფერ თვალებს, დილით მოგიტან კონტურების წითელ ნაპირებს, ოღონდ ამჯერად ნუ მომიკლავ ამ უშნო მთვარეს, ამჯერად ღამე წერტილამდე დამიზეპირებს.
ცის ლაჟვარდებში მზე რად მიაქვს მაღლა ანგელოზს?! მე სულ სხვა ნათელს,სულ სხვა სითბოს ტრფობით შევცქერი. სულელი წვიმა არის ჩემი მიქელანჯელო, ფანჯრის მინაზე ქალწულივით დნება შედევრი. სივრცე მომწყურდა და მომაკვდავ სხეულს ვიშორებ. დროის ჯალათებს რად აუტყდათ რეკვა ზარების?! მე სულ სხვა სევდით ოცნებების მომკლავს სიშორე, თვალდახუჭული ცის კამარას მივეკარები... თორმეტი ტომის დამწვარ გვერდებს ვფანტავ ქარდაქარ, დაიფანტება მტვრის გენია მოკლულ სივრცეში. ო,მერი,მერი,მერი,მერი, მერი,მერი...მიყვარხარ! და გალაკტიონს ვიწვევ დუელში.
რად აგიჩემე არ ვიცი , რად გაგიმწარე საწუთრო.. არც მემეტები დაგკარგო, არც მინდა დაგისაკუთრო... არ მინდა, რადგან ვაი თუ სულ გავიწირო ბედისგან, ჩვეულებრივი გახდე და ვერ გაგარჩიო სხვებისგან... ამიტომ ისევ ჯობია ასე შორიდან გხედავდე, მთელი სიცოცხლე ვიარო, ვერ მოვაღწიო შენამდე....
დაუკითხავად თუ შემიყვარდი, თუკი შენზე ფიქრში ღამე გავათიე, მიყვახარო თუკი გამოგიტყდი, სული აგიშფოთე, მაპატიე... ვიწრო ბილიკებზე დამიღამდა, მაგრამ შარაგზაზე გავათიე, წინ მე შენი სახე მომიძღვოდა და თუ აქაც შევცდი, მაპატიე... ნაზი ოცნება თუ დაგინგრიე, მშვიდი ცხოვრება თუ დაგინგრიე, შენთვის რომ ვლოცულობ, სევდიანი თუ რამეს ვაშავებ, მაპატიე... შენი სიყვარული თუ მაცოცხლებს, შენზე დარდი თუ დავარბიე, რა ვქნა, უბედურად შემიყვარდი, დამნაშავე ვარ და მაპატიე...
გამასწრო ქარმა,გაბედა ქარმა,პირველად სცადა, დავღლილვარ ალბათ და მის ხეტიალს ჩამოვრჩი დროში. მე დავრჩი გაღმა,ყველაფრის გაღმა,წყვდიადში სადღაც და დედამიწა დამეკარგა ვარსკვლავთა ბრბოში.
ძირს სამოსელი დაჰყარა სულმა. ფიქრი შეეხო დამჭკნარ იმედებს. ასე სიკვდილზე შეყვარებულმა სიცოცხლე მაინც ვერ გავიმეტე
გთხოვთ ,გევედრებით,მდაბლად მლოცველებს, ამომაგლიჯეთ,ამომძიძგნეთ მკერდიდან გული, მე ვერ გავუძლებ მის ქარიშხლებს,ვნებებს,ოცნებებს და დაბრმავებულს შთაგონებით მღელვარე სურვილს.
მე ვერ გავუძლებ მის ცხოველურ,ველურ სიცოფეს, ამომაგლიჯეთ,ამომძიძგნეთ მკერდიდან გული, ასი სიკვდილით არის ჩემში ერთი სიცოცხლე, აზრთა სიმაღლე,–სიმახინჯით და სიყვარულით.
მე ჩავამტვრიე ცის კამარა,აი ,მოვედი, და მიწიერი სამყოფელი გამოვიძიე, ვნახე,შევიცან...მე სახელად მქვია პოეტი, მე პლანეტებში დედამიწა ამოვირჩიე.
მიდის ლაპარაკობს ხმამაღლა, ქუჩა მზიანი და ფართო, ჩემი არაფერი არა ხარ, მაინც შემოგხარი, რატომ? იცის ფოთოლმაც და ბალახმაც, მე კი რანაირად გკადრო, ჩემი სასურველი არა ხარ, მაინც მესურვები, რატომ? შენი ჟრუანტელს ჰგავს დანახვა, ტკივილს ვეღარავის ვანდობ, ჩემი დანიშნული არა ხარ, მაინც ვეჭვიანობ, რატომ? სული საოცრებამ დანაღმა, ქუჩა მზიანი და ფართო, ჩემი სიყვარული არა ხარ, მაინც მენატრები, რატომ..
შენმა სიყვარულმა ღამე შემაყვარა ღამე, ფაქიზი და ჩუმი. ღამით მიამდება დღისით დაბოღმილი უშენოდ ნაწამები გული.. დღისით მონატრება და სევდა მაგიჟებს, ღამე მენატრება სრული. ღამით ჩემთან ხარ და ოცნებას ვეფერები, ოცნებას გამოძახილს სულის. შენთან გატარებულ ყველა წამს ვიხსენებ მიყვარხარ! შენ გლოცულობს გული. და მაინც რაღაცა დაცინვით ჩამჩურჩულებს – ცხოვრება რთულიაო, რთული..
ფილმის მიმოხილვა ბენჯამინ ესპოზიტო – სასამართლო მსახურია , რომელიც გადაწყვეტს რომანის დაწერას ერთ სისხლის–სამართლის საქმეზე, რომელშიც ის მთავარი თვითმხილველი და მოქმედი პირი იყო...
ვიდრე თვალს გაახელ და დააპირებ სევდიანი ცის დანახვას მანამდე \ გაგამხნევებ ამ სიტყვებით, რომ ძალიან მიყვარხარ, ყოველთვისშენს გვერდით ვიქნები, ყოველთვის პატივს გცემ, მეყვარები მენატრები და იცი რაა? ცხოვრებაზე ხელი არ ჩაიქნიო რაც არ უნდა იყოს. არსებობს ადამიანი, რომელსაც უყვარხარ, ენათრები და გელის. მეც ძალიან მტკენია ცხოვრებისაგან გული, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ცხოვრება ძალიან ლამაზია და ყველაფერი კარგად იქნება სიხარულო!
რატომ არის ცხოვრება ლამაზი? მიყვარს და ვუყვარვარ აი ამიტომაა ლამაზი გიყვარდეს უყვარდეს და იყო შეყვარებული მაშინ თქვი, რომ მე ცხოვრება ვიცი და ბედნიერი ადამიანი ვარ!!!
ზოგიც იტყვის სიყვარული რა არისო? მე ეს გრძნობა ჯერ არასდრის მწვევიაო: ხო და ვეტყვი იმას ვისაც ჯერ ეს გრძნობა არ წვევია სიყვარული მართლაც გამოცანაა ყველამ იცის მისი კარგი ფერები, როცა გიყვარს ეს ქვეყანა შენია მაშინ იტყვი ეს სიცოცხლე ჩემია :)
პატარა გოგოს ცრემლები სანთელივით წვეთავდა,წვიმიან ამინდში ქუჩაში ხეტიალობდა მარტო . . . ქუხდა, საშინლად წვიმდა,ასეთივე გრძნობა ქონდა გოგონას გულში . . . ფიქრობდა,ელოდა . . . არ ჩანდა,ტირილში ან იქნებ სიკვდილში იყო გამოსავალი . . .არ შევაწუხებ არც ცრემლს ვანახებ. . .მიმატოვა, მიმაგდო,მაგრამ მე მტკივა. . . ძლიერ,საშინლად გაუჩერებლად . . .ვტირი . . . და მცივა. . .წვიმის წვეთები მეცემა ჭრილობაზე და უფრო და უფრო ვგრძნობ ტკივილს . . .ყველაფერი შავია, ვარდისფერი გაიფანტა უსასრულობაში . . . ხოხვით შევიდა გოგონა ეკლესიაში განადგურებული სთხოვდა უფალს იგი დაებრუნებინა. . .მაგრამ მიხვდა, რომ ეს შეუძლებელი იყო...ამიტომ გადაწყვიტა თავად წასულიყო მასთან.... სამი სანთელი აანთო,სამივე მას დაუნთო, მის სახელზე როგორც ყოველთვიის უკანასკნელად. .
...umankoebis pasi... "ორი რამ ავსებს ჩემს სულს საკვირველებით: ვასკვლავებით მოჭედილი ცა ჩემს ზემოთ და ზნეობრივი წესრიგი ჩემში” ემანუილ კანტი
აგვისტოს დასაწყისში ბორჯომში ნანავარდებმა ბიჭემა, სამი დღე_ღამე თბილისში გამოიძინეს და შავი ზღვის ერთ_ერთ კურორტზე დასენების გაგრძელება გადაწყვიტეს. მეგობრებს ფულის პრობლემა არ ქონდათ. ორი ცისფერი "მერსედესით” საღამოს უკვე ზღვისპირა ქალაქში იყვნენ. საბარგული გადატენილი იყო საუკეთესო კონიაკებით, ასდოლარიანი შამპანურებით, უძვირფასესი სუნამოებით, უკანასკნელო მოდელის ვიდეოკამერით, ფოტოაპარატით, მაგნიტოფონით, "სანსეტის” სასაჩუქრე ბარათებით, პორნოგრაფიული და მძაფრსექსუალური ვიდეოფილმებით, სხვა მრავალი წვრილმანით. სასტუმროში აპირებდნენ ნომრების აღებას, როცა ნიკას ყურადღება, ასე 14_15 წლს, მშვენიერმა გოგონამ მიიპყრო; გოგონას თხელი, გამჭვირვალე მოკლე კაბა ეცვა, შავი დალალები ზურგსა და მზეუნახავ ქათქათა მკლავეზე ეყარა, მაღალი, სწორი, მუხლზემოთ საკმაოდ სქელიDთეთრი ფეხები ბაბთებიან თურქულ ფოსტლებში გაეყარა, ხელში პური და რაღაც პროდუქტი ეკავა; ჩანდა, რომ ახლომახლო ცხოვრობდა. ნიკა გოგონას მანქანით მიუახლოვდა. გოგონა გაჩერდა და მძღოლს ცნობისმოყვარეობით მიანათა გადამწიფებული მაყვალივით შავი თვალები. ქათქათა ლოყაზე ალმურმა გადაუარა: მან პირველად იგრძნო უჩვეულოდ ლამაზი ბიჭის აგრერიგად ელვარე თვალები, რომლებიც მის წვრილ წელს, განიერ თეძო_ბარძაყს, ფეხებს, სახეს მონუსხულივით მ
... Read More
მე რომ შემეძლოს ფუნჯით და კალმით გამოვხატავდი სულის დაგებას, მე მოქანდაკე რომ ვყოფილიყავ შევქმნიდი მხოლოდ შენ ქანდაკებას, ანდა მწერალი რომ ვყოფილიყავ შენ მოგიძღვნიდი რომანს იმხელას, მე მომღერალი რომ ვყოფილიყავ შენზე დავწერდი ყველა სიმღერას, მეფე რომ ვიყო მეფეთა მეფე გადედოფლებდი მე შენ დალებთან, მე საიქიოს რომ განვაგებდე არ მიგიშვებდი იმის კარებთან, და არ გეგონოს რომ საფასურად ჩემს შეყვარებას დაგაძალებდი ბედი რომ მქონდეს როგორიცა ვარ ასე უბრალოს შემიყვარებდი...
ყველაზე ლამაზი სიჩუმე ყოფილა, სიჩუმე არაფრის მთქმელი, ყველაზე ლამაზი ოცნება ყოფილა ოცნება სათქმელად ძნელი, ყველაზე ადვილი ლოდინი ყოფილა, შეხვედრა ყველაზე ძნელი, ყველაზე ადვილი სიკვდილი ყოფილა ცხოვრება... ძალზე ძნელი .
ნუ ტირი მე რომ ვტირი ეგეც მეყოფა, დრო გადის ვხედავ გზები ვეყოფა. ნუ ტირი ჩემი გული შენთან დარეჩება ცრემლებით არაფერი არ გადარჩება, ნუ ტირი თუმცა ცრემლი მართლა გიხდება ჩემს გარდა შენს მშვენებას სხვა ვერ მიხვდება, ნუ ტირი გინდა ჩემს ცრემლს გაგიზიარებ მე წავალ მაგრამ სულს არ დაგიზიანებ გათენებისას მზესთან ერთად დაგელოდები არა წარსულში ვერ დაგტოვებ,არ მემეტები ნუ ტირი ბედი ტირის ეგეც გვეყოფა ხომ ხედავ გზები უკვე მართლა გვეყოფა...
მე მოვალ შენთან...გაზაფხულის წვიმას მოვყვები, მარტის სიგიჟეს მონატრებას გავანდობ შენსას, შევიპარები შენს ოთახში ლურჯი იებით და მიტოვებულ ჩემს სიყვარულს დავუწყებ ძებნას...
მოვალ დაღლილი...გათანგული ფიქრით და ლოცვით, დახეთქილ კვირტებს დავკრიფავ და მოვიტან შენთან. დაფეთდებიან ალიონზე ხეები მარტის და გულწასული მონატრება მომიყვანს შენთან.
ფილმის მიმოხილვა დაუგეგმავ ფეხმძიმობასთან შეხვედრისას, უფროსკლასელი ღებულობს უცნაურ და ანომალურ გადაწყვეტილებას ღებულობს მისი ჯერ არდაბადებული ბავშვთან დაკავშირებით...
Mivdivart game me da shen marto, gzas gvinateben lampionebi, vigacam lampions esrola qva, shuqi chaqvra gakoceb ra.
.............
რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში, საოცარია თვალები შენი, ვარდის სურნელში ხარ შებნეული. მზერა, ღიმილი, ფიქრი და შიში რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში. მინდა გხედავდე, თუნდაც წამებით, თვალწინ სულ მედგეს შენი ღიმილი. ცუდი ფიქრია შორით ლოდინი ვერას მირჩევენ ხენი ძმობილნი. დარჩენილს მარტო, შენს ღიმილს ვნატრობ რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში! სულაც არ მომწონს ცხოვრება შენი, სულ მეუბნები "ცხოვრებას ვრჩები", მაინც მიდიხარ, იცი რომ კვდები და ამ გრძნობისთვის მე არ მინდიხარ, რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში!
ნამდვილი სახელი: რაჩელ ჰანაჰ უაისი (Rachel Hannah Weisz) დაბადების თარიღი: 07 მარტი 1971 დაბადების ადგილი: ლონდონი,ინგლისი პროფესია: მსახიობი,პროდიუსერი
ბიოგრაფია რეიჩელ ვაიზი დაიბადა 7 მარტს 1971 წელს ლონდონში. მისი მამა, წარმოშვებით უნგრეთიდან, გამომგონებლობით იყო დაკავებული, დედა, ვენის მკვიდრი, ფსიქოანალიტიკოსად მუშაობდა, ორივე ისინი ებრაულ ოჯახეიდან არიან წარმოშვებით, რომლებიც 1930 წელს ფაშიზმს გაექცნენ. 14 წლის ასაკში რეიჩელი მოდელი გახდა, სამსახიობო ხელოვნებით კი დაინტერესდა კემბრიჯშ სწავლის დროს, სადაც იგლისურ ენას და ლიტერატურას შეისწავლიდა. სხვა სტუდენტებთან ერთად მან შექმნა თეატრალური დასი 'Talking Tongues', რომელიც ედინბურგის ფესტივალზე პრიზით დააჯილდოვეს. მალე ახალგაზრდა მსახიობი პროფესიონალურ სცენაზე გამოვიდა და ის კრიტიკოსებმა აღნიშნეს, როგორც საუკეთესო დებიუტანტი. შემდეგ მან მთავარი როლი მიიღო ტელედადგმაში 'წითელი და შავი'(1993), 1996 წელს კი შეასრულა არამთავარი, მაგრამ დასამახსოვრებელი მოქანდაკეს ქალიშვილის როლი ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმში 'Stealing Beauty'. ეს წარმატება დაფიქსირდა სურათით 'Chain Reaction'(1996), რომელშიც რეიჩელი კიანუ რივზის პარნიორი იყო. ამის შემდეგ მან მონაწილეობა მიიღო ამერიკულ ფილმებში 'Swept from the Sea'(1997),
... Read More
შეგახსენებთ რომ ანჯელინა ჯოლი თავის უმშვენიერეს ოჯახთან ერთად იმყოფება იტალიაში, ვენეციაში და თუ სურათებით ვიმსჯელებთ თავს ბედნიერად გრძნობს იმის მიუხედავად, რომ პაპარაცები მის ყოველ ნაბიჯს აკონტროლებან ახლახან კი ჭორი იმის თაობაზეც გავრცელდა, რომ დღემდე ყველაზე სექსუალურ მსახიობად აღიარებულმა ანჯელინამ პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა.
............................
ამას კი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პლასტიკური ქირურგი ამტკიცებს ის ამბობს რომ ანჯელინას კისერზე და ნიკაპზე ყოველთვის ჰქონდა ნაკეცი, რომელიც ახლა მის კანზე აღარ შეიმჩნევა და ამის მიზეზად ბოტოქსს ასახელებს, რომელიც მისი თქმით ანჯელინას ოპერაციისას შეუყვანეს კანქვეშ რამაც მისი სახის ყველა ნაკვთი თითქმის უნაკლო გახადა.
რიანას კლასიკური ბოევიკის რიმეიკში იღებენ. პოპ-ვარსკვლავს სექსუალური და გამომწვევი დომინატრიქსის როლის განსახიერება მოუწევს. მომღერალს ფილმში პარტნიორობას მსახიობი სემუელ ლ. ჯექსონი გაუწევს.
„რიანა დაუჯერებლად გამომწვევ როლზეა დამტკიცებული. ეს გამოცდა მშიშრებისთვის არ არის. ის სუპერსექსუალურ დომინატრიქს განასახიერებს. რიანამ უკვე მიიღო დავალება და როლისთვის ემზადება" - განაცხადა მომღერლის წარმომადგენელმა.
მაგდალენა კარმენ ფრიდა კალო ი კალდერონი დაიბადა მშობლების სახლში კოიოაკანში, რომელიც იმჟამად მცირე ქალაქი იყო მეხიკოს შემოგარენში. მამამისი, გილერმო კალო, გერმანულ-ებრაული წარმოშობის მხატვარი და ფოტოგრაფი, მექსიკაში ორადეადან (რუმინეთი) გადმოსახლდა. ექვსი წლის ასაკში ფრიდას პოლიო გაურთულდა, რის შედეგადაც მას კიდურების სიმახინჯე შერჩა (მარცხენა ფეხი გაცილებით სუსტი ჰქონდა ვიდრე მარჯვენა). მიუხედავად ამისა, თავისი მეომარი სულითა და უდრეკი ხასიათის წყალობით მან ამ ნაკლის გადალახვა მოახერხა. 1925 წელს ტრამვაისა და ავტობუსის, რომელშიც ფრიდა იმყოფებოდა, შეჯახების შედეგად ამოვარდნილმა რკინის ხელსაჭიდმა მილმა მას ხერხემალი გაუტეხა და საშოში გაუარა. თუმცა ფრიდა გადაურჩა ამ ჭრილობებს და საბოლოოდ სიარულიც შეძლო, მაგრამ პერიოდულმა აუტანელმა ტკივილებმა მას მთელი ცხოვრება გაუმწარა. ამ ინციდენტის შემდეგ, ფრიდა სამედიცინო კარიერას თავს ანებებს და ფერწერას იწყებს. ტილოები, რომლითაც ის საკუთარ განცდებს გამოხატავდა, ხშირად მაყურებელს შოკში აგდებს ქალთა ტკივილისა და მძიმე ცხოვრების გაზვიადებული ასახვით. მისი 143 ფერწერული ტილოდან ორმოცდათხუთმეტი ავტოპორტრეტია და ასახავს პერსონალურ სიმბოლიზმ
... Read More
წვიმდა.... თითქოს ბუნებაც განიცდიდა მის ტკივილს, ყველაფერი სტკიოდა, აღარაფრის თავი არ ჰქონდა, ხმას არ იღებდა, აღარავინ აინტერესებდა, მისი ფიქრები, მისი გონება მხოლოდ მასთან იყო, იმასთან ვინც ცხოვრება გაუუბედურა და მაინც უყვარდა..... ყვეულაფერი ჩვეულებრივად დაიცყო.... მარიმ და გიომ ერთმანეთი წვიმაში გაიცნეს, ორივე სეირნობდა, ოღონდ ცალ-ცალკე, გიომ დიდნხანს უყურა მარის... ბოლოს გადაცყვიტა მისულიყო... -გამარჯობა -გაგიმარჯოს -წვიმაში მარტო რატომ სეირნობ? მარის გაეღიმა -ამას არ უნდა მეკითხებოდე თუ არ ვცდები შენც მარტო სეირნობ -ხო მართალია...უბრალოდ დამაინტერესა, რამე გაწუხებს? -უბრალოდ რაღაცას ვეძებ და არ ვიცი რას... -იქნებ სიყვარულს რომელიც დაკარგე... -ან უბრალოდ სიყვარულს..... -შენ რატომ ხარ მარტო? -მე სიყვარულს ვეებ, უბრალოდ სიყვარულს... ამის შემდეგ 6 თვე გავიდა, მარი და გიო კოველდღე ხვდებოდნენ ერთმანეთს. -მარი იცი? 6 თვეა რაც ერთმანეთი გავიცანით და და ეს დრო საკმარისია იმისთვის გავარკვიო რას ვგრძობ შენს მიმართ, მარი მე შენ ძალიან შემიყვარდი, შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ, შენ ხარ ჩემი ცხოვრების აზრი, არ მითხრა რომ ამას არ ელოდი, გეძებდი შენ და გიპოვე კიდეც... მიყვარხარ მარი.............. მარის თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა და მაგრად ჩაეხუტა გიოს, მეც, მეც მიყვარხარ გიო.... ისინი სულ ერთად დადიოდნენ, ისეთი ლამაზები იყვნენ ყველა მათ
... Read More
წკრიალებს, როგორ წკრიალებს, ომებში წრთილი წინწალი, აგ-მაგუგელმა ტირალმა მიწას შეასვა ტინალი. წვართამ გვიწია მწვართელებს, წალიკას სუნი წაგვლეკავს, ადრაგუნები გვამხობენ ნა-ოსმალ-მონღოლ-ნალეკარს. მაგრამ მახსოვს რომ თეთრია, თეთრია ჩემი თეთრონი, მახსოვს რომ მაღლა ღმერთია, ღმერთის ვიწამე მე მგონი. მართვე არწივის არ წივის, განსაცდელს მედგრად უხვდება, გასაცდენს, საზღვარს გასაცდენს, ოსტატის ფუნჯი უხდება, ოსტატის ფუნჯით, ფასკუნჯით, გაცდები, საზღვარს გაცდები, ცხრა ცას აცდები, საუნჯით, ყველაზე დიდი გახდები. სველია, როგორ სველია, ჩემი თეთრონის ფაფარი, ბნელია, ღამე ძნელია, ბუჩქებში მოჩანს აფთარი. თეთრია, როგორ თეთრია, თეთრია ჩემი თეთრონი, ღმერთია, მაღლა ღმერთია და გზას გვიჩვენებს მე მგონი!
--------------------- წრთილი -- გაწვრთნილი წინწალი--საკრავი ინსტრუმენტი აგ-მაგუგი--გოგი და მაგოგი ტირალი--მკვლელი ტინალი-ტენალი--სისხლის ღვარი წვართა--სასჯელი წალიკა--ყველაზე მყრალსუნიანი მცენარე ადრაგუნი--ყვავილი(წითელი ვარდი) თეთრონი--აქ რწმენა