♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 02


BedaZZled

1 სთ 33 წთ
ჟანრი: ფანტასტიკა, კომედია, მელოდრამა პოსტერები
 გამოშვება: 19 ოქტომბერი 2000
რეჟისორი: ჰაროლდ რემისი
სტუდია: ეფსილონ მოუშენ ფიქჩერზი, 20 სენთერი ფოქსი
როლებში: ფრენსის ო კონორი, ორლანდო ჯონსი, ბრენდან ფრეიზერი, მირიამ შორი, ელიზაბეთ ჰერლი 


ფილმის მიმოხილვა
ეშმაკი ჯერ კიდევ არასოდეს ყოფილა ასეთი მაცდური. ამ ჯერად ის გარყვნილი ლამაზმანის სახეს ღებულობს, რომელიც ნებისმიერ მამაკაცს აიძულებს სიგიჟის გაკეთებას. წარუმატებელი პროგრამისტი, ამ საქმისთვის ყველაზე კარგი ობიექტია. გაყიდვის ობიექტი - სამარადისო სული. ფასი - შვიდი სურვილი. მაგრამ ამ ცხოვრებაში უფასო მხოლოთ ყველია სათაგურში, ნებისმიერ მედალს ორი მხარე აქვს. პროგრამისტის ნებისმიერი სურვილის შესრულებისას, ეშმაკი არ აძლევს მას შედეგით დატკბეს. ერთი თვალის დახამხამებით პროგრამისტის ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად ხდება.



... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 2169 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


უსიყვარულოდ ყმაწვილო კაცო,
ნუ შეეხები ქალის ბაგეებს,
თუ კი არ გიყვარს ქალი ლამაზი
ნუ დაუკოცნი თვალებს და სახეს.
პირველი კოცნა ნაზი გოგოსთვის
არის წმინდა და ალერსიანი
თუ კი არ გიყვარს ნუ გააღვიძებ
სიყვარულს პირველს მის არსებაში
თქვენ არას კარგავთ, თუ კი აკოცებთ
კოცნა ხო თქვენთვის არაფერია
მაგრამ ოდესმე თუ გიფიქრიათ
პირველი კოცნა თუ რა ძნელია?!
ქალი ამ კოცნას ვერ დაივიწყებს
კიდეც რომ ცადოს გადავიწყება
მისთვის ხომ პირველ კოცნას და ალერს
მოაქვს ნანატრი, ნარნარი გრძნობა
ქალი ცოდვაა როცა ტყუილით
მის გრძნობებს ფეხქვეშ გათელავს ვინმე
ნუღარ დასცინებთ, ნუ მოატყუებთ
არ გაპატიებს ღმერთი შეცდომებს.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1079 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სიყვარული რაგვარია, -
მეხია და თავზარია,
სიხარულის გზებით მოდის,
მწუხარების საგზალი აქვს,
დღე და ღამე დარდი, შფოთი,
მიწისძვრა და ზანზარია.
სიყვარული რაგვარია,
ცეცხლია და ღადარია,
მცირე სიტკბო, ბევრი შხამი
ერთმანეთში გამდნარია,
და სიამის ერთი წამი
დიდ სინანულს აბარია.
სიყვარული რაგვარია,
გიჟი კაცის დავთარია,
ხან თოხანი, ხან ალჩუა,
ვერც გაიგებ რამ არია,
გიყვარდეს და შეგრჩეს ჭკუა,
სადაური ზღაპარია.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1026 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ხომ შეიძლება გულით გსურდეს და
ვერ შეიყვარო მაინც...
ხომ შეიძლება გინდოდეს გძულდეს,
ვერ შეიძულო მაინც...
ხომ შეიძლება ფრთები არ გესხას,
ცაში იფრინო მაინც...
ხომ შიძლება "ჩემი" არ გერქვას,
მაგრამ მიყვარდე მაინც...
ხომ შეიძლება ჩემთან არ იყო,
შენს სუნთქვას ვგრძნობდე მაინც...
ხომ შეიძლება გული გაიყოს
და ვსულდგმულობდე მაინც...
მაგრამ ოცნებას, მიწიერ სურვილს
და სიყვარულის მორევს
ვერ გაექცევი, თავს ვერ დააღწევ,
დიდი ტკივილი ესაა სწორედ...







კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1218 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



* * *
შენს თვალებს პირველად როგორც კი შევხედე
ვიფიქრე, ლამაზი თვალები ჰქონია,
ასეთი უძირო, ლამაზი თვალები
ალბათ არავის, არასდროს ჰქონია.
გიპოვი, შეგხედავ და თვალებს ძირს დავხრი,
დიდხანს რომ გიცქირო, დამწვავენ მგონია,
სულ გულში მექნება, ასეთი თვალები
ალბათ არასდროს, არავის ჰქონია.
დღემდე ვერ მივმხვდარვარ და ვერ გამიგია,
ასეთი თვალები თუ ვინმეს ჰქონია,
მართლაც ლამაზია ეგ შენი თვალები
თუ მე მიყვარხარ და მიტო მგონია?

* * *
ყველაზე ლამასი სიჩუმე ყოფილა,
სიჩუმე არაფრის მთქმელი.
ყველაზე ლამაზი ოცნება ყოფილა,
ოცნება სათქმელად ძნელი,
ყველაზე ადვილი შეხვედრა ყოფილა,
ლოდინი ყველაზე ძნელი,
ყველაზე ადვილი სიკვდილი ყოფილა,
სიცოცხლე ყველაზე ძნელი


* * *
შენ მე პაემანს დამინიშნავ, არვიცი როდის,
აშრიალებულ არყის ხესთან დამიწყებ ლოდინს,
იმ დღეს მეცმევა უთეთრესი კაბა დედოფლის
და გზაში ალბათ...გზაში ალბათ საშინლდა მოწვიმს,
დავიგვიანებ შეშფოთებული მოგიხდი ბოდიშს,
არ მაპატიებ, ვიცი, გული გექნება ლოდის,
შენ გამეცლები, წაყვები წვიმას,
მე კი იმ ხესთან უს ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1244 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



* * *
მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო,
დამეთანხმება ვინც მონატრების იცის ფასი,
ვინც შეხვედრია მონატრების ცრემლით ალიონს
და ამ ცრემლებით ავსებული შეუსვამს თასი.
მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო
და მათიც, ვითაც მონატრებით ქვეყნად უვლიათ,
ჩემი ცხოვრება სიყვარულში მინდა გავლიო,
რამეთუ თავად მონატრებაც სიყვარულია..

* * *
დაბადებიდან რომ ვერ გხედავდი
ამაზე მწყდება ძალიან გული.
სიკვდილის მერე რომ ვეღარ გნახავ
ამაზე უფრო დამწყდება გული.

* * *
მე ღმერთს ვთხოვე ყვავილი
და ბაღი გამომიგზავნა,
მე ღმერთს ვთხოვე წყალი
და ოკეანე გამომიგზავნა,
მე ღმერთს ვთხოვე სიყვარული
და შენი თავი გამომიგზავნა..


* * *
იმედდაკარგული არ მინდა გელოდო
აღარ გამომივლი ვიცი.
სევდამორეული ვითვლი ამ დღეებს,
რა ვქნა? გული მაინც გიცდის.
ფანჯრიდან გავყურებ ცარიელ ქუჩებს
და კვლავ შენი ფეხის ხმა ისმის,
ვიცი შენ არა ხარ, ვიცი მეჩვენება
ვიცი და მაინც გიცდი.
ვგრძნობ, რომ არ ჩაივლის ასე ყველაფერი,
მარტო არ დამტოვებ ვიცი.
ვიცი გვიან მოხვალ, მაგრამ მაინც მოხვალ
ვიცი და ამიტომ გიცდი..

* * *
ქარის მოტანილი რა მაქვს, რომ უკან
გავატა ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1315 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



,,დღეს უშენობის სახლში მიწევს
მე არსებობა,
თითქოს ლოდინიც გათანგულა
ცრუ მოლოდინით,
ვცდილობ განვაგრძო უშენობით
ჩემი ცხოვრება,
თავდაკარგული გადაჩვევას
ავედევნები...

დღეს უშენობის მერამდენე
წუთებს დავითვლი,
დრო და წამები მატარებენ
ხელის გულებზე,
შენთვის ვინ იცის, იქნებ სწრაფად
მიქრის დღეები,
ჩემთვის კი... ვითვლი, უშენობის
საუკუნეებს...

დღეს უშენობის ოცნებებში
მიწევს გაფრენა,
ახლა ფიქრებმაც უმიზეზოდ
იწყეს ჩაფერფვლა,
სიკვდილის ჩრდილი აედევნა
სიცოცხლეს ლანდად,
იქნებ კონტურებს მიღმა ვცადო
შენი დაკარგვა...

დღეს უშენობის ვეგებები
მერამდენე სხივს,
თითქოს მძულს კიდეც გაყინული
გარიჟრაჟები,
ღამის ქარიშხალს გავუწოდებ
თითებს გაცრეცილს,
სხეულს დავტოვებ, ასე უხმოდ
გავედევნები...

დღეს უშენობის მერამდენე
სტრიქონებს დავწერ,
თუმცა სიტყვები ფერს კარგავენ
გრძნობების ფონზე,
ისე მიყვარხარ აი ახლა...
გაგიჟებამდე...
მონატრებას კი...ხიდად გავდებ
გადაჩვევამდე..."






კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1108 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



წვიმამ დაასველა ცხელი ასფალტი...
ნაბიჯები...მტკიცე და რიტმული......
არ აჩერებს არაფერი...თითქოს ყველაზე ძლიერი იყოს ამ ქვეყნად...
გულშიც წვიმა...ქაოსური წვეთები....
სიცივე და უკაცრიელი ქუჩები...არ ჩერდება..
ისევ ნაბიჯები......ირგვლივ კი წვიმის წვეთების გლოვა....
აქა-იქ მანქანები და...მოკიაფე ლამპიონები...
არანაირი ფიქრი...
ზომბივით ცივი...არაფრისთქმელი გოგონა.....
მხოლოდ თავის ნაბიჯებს ითვლის.....
თვალის კუთხესთან წვიმის წვეთები მის ცრემლებს ეხუტებიან....
ვერც ვერავინ გაარჩევს...წვიმს თუ ტირის!....
ისევ ნაბიჯები...და გაკრთა კითხვა......საით?.....
ისიც დაიკარგა.....
წამით შეჩერდა.....
არ ეცნო ქუჩა....
უცნობ ქუჩაზე, უცნობი გოგონა წვიმისგან სველი....ცრემლებს მალავდა....
წამით შიში...უიმედობა...ბოროტება....ყველაფერი აირია...
ახლა საით...არ იცის და...არც უნდა ცოდნა....
სიკვდილი მინდა! ! !
ცრემლებს თითქოს ეწყინათ გოგონას ნატვრა და...გაიბუტნენ....
ისევ გლოვა...ცა ტირილს არ წყვეტდა...თითქოს საშინელი წინათგრძნობდა ამუქებდა კიდევ უფრო მას....
1...2....3.....
ეს უკვე ნაბიჯების თვლა აღარ იყო....
მანქანის შუქი....ზომბირებული თვალები....
გლოვა წყდებოდა....რადგან....წინათგრძნო
ბა ახდა....
გოგოს უსიცოცხლო თვალებზე ცრემლი შეყჰინვოდა...

... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1466 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სიკვდილი არა არის რა...მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი.მე ისევ მე ვარ,შენ ისევ შენ ხარ...რაც ვიყავით ერთმანეთისთვის ისევ ის ვართ საუკუნოდ...ისევ ისე მომმართე როგორც აქამდე მოგიმართავს...ისევ ისე მესაუბრე როგორც ყოველთვის გვისაუბრია...ნუ დამელაპარაკები სხვა კილოთი, ნუ მიიღებ მგლოვიარე და მწუხარე იერს, გაიცინე რაზეც გეცინებოდა...ილოცე, გაიღიმე, იფიქრე ჩემზე, ჩემთან ერთად ილოცე....ჩემი სახელი შინ ისევ ისე წარმოთქვი როგორც ყოველთვის წარმოითქმებოდა, ყოველგვარი ზეაწეულობის, ყოველგავრი ნაღველის გარეშე.სიცოცხლე იმასვე ნიშნავს რასაც მუდამ ნიშნავდა...იგი ისევ ის არის რაც მუდამ იყო:ძაფი არ გამწყდარა.რად გგონივარ შენ ფიქრთა გარეთ? იმიტომ რომ შენს თვალსაწიერს გარეთა ვარ? მე შორს არა ვარ,ზუსტად გზის გადაღმა ვარ....ხომ ხედავ ყველაფერი კარგათ არის.....ნუ ტირი თუ მართლა გიყვარვარ...თუ მართლა იცი რა არის ღვთის მადლი და სასუფეველი, თუ ძალგიძს გააგონო ანგელოზთა გალობა და ანგელოზებს შორის დამინახო!!!... თუ ძალგიძს იხილო გადახსნილი თვალსაწიერი, საუკუნო სამყოფელი, ახალი ბილიკი, რომელსაც ვადგავარ! თუ წამით ძალგიძს ჩემასავით უჭვრიყო მშვენიერებას,რომლის წინაშეც ფერმკრთალდება ყველა სილამაზე!..როგორ! თუკი საწუთროში,აჩრდილთა საუფლოში მხედავდი და გიყვარდი, წარუვალ სიცხადეთა საუფლოში ვეღარ უნდა მხედავდე და გიყვარდე? გწამდეს როცა სიკვდილი შენც აგყრის ბორკილებს,როგორც მე ამყარა,როცა ერთ დღესაც,მხოლოდ ღვთისათვის ცნობილ და ღვთისგან დადგენილ დღეს,შენი სულიც სასუფეველში შევა,სადაც ჩემმა ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1056 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


 
მ ე ნ ა ტ რ ე ბ ი!!! ჰკივის ჩემში შენი მონატრება, თვალის უპეებს ეხეთქება, ცრემლებად მოგორავს და გულში მეღვენთება........ აი გავიდა ლამაზი ზაფხული, დადგა შემოდგომა და ჩემს სულშიც მოსაღამოვდა, სულ მთლად ჩამობნელდა, განშორების სასტიკმა ქარიშხალმა მოპარული ბედნიერება წარიტაცა და სივრცეში გაქრა......... არაფერი აღარ დარჩა უსაშველო ჩუმი სიცარიელის და მტანჯველი მონატრების გარდა. თვალებ დახუჭული ვზივარ ფანჯარასთან, გავყურებ ჩირაღდანივით განათებულ ღამეულ ქალაქს და ვიხსენებ ჩვენი სიყვარულის ლამაზ ზაფხულს............ ო, რომ იცოდე როგორ მინდა განმეორდეს კვლავ ყელაფერი, ო, რომ იცოდე როგორ მინდა კვლავ გადავხტე ჩვენი სიყვარულის ხიდიდან, ბედნიერების აბობოქრებულ ზღვაში და დაუსრულებლივ ვიცურავო შენთან ერთად ვნების მორევში.............. როგორ მინდა ჩავიძირო შენს ლამაზ თვალებში რომ დამავიწყო ყველა დარდი და მწუხარება........... მენატრები, უზომოდ მენატრები ისე როგორც ყვავილებს მზის თბილი სხივები, ისე როგორც უდაბნოს წვიმის წვეთები, ისე როგორც ღამის მწუხარებაში გაშლილ ვარდს ბულბულის ნაზი სტვენა....... მენატრები....... ისევ ჰკივის ჩემში შენი მონატრება............. ვიცი აღარ დარჩა არაფერი, ვიცი არასოდეს აღარ განმეორდება ბედნიერი წარსული, ვიცი ვეღარ ვიქნებით ერთად, ვეღარ ვიხეტიალებთ ხელჩაკიდებულები ტყის მწვანე ტევრებში, ვეღარ დავითვლით ღამეული თბილისის ლამაზ ცაზე მოკაშკაშე ვარსკვლავებს, ვეღარ ვიძრომიალებთ ნარიყალის იდუმალე ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1029 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თუკი ეულად იგრძენი თავი,
თუ გულში ისევ გაივლე სევდა,
გახსოვდეს, ქვეყნად რომ არის ქალი,
შენ რომ უყვარხარ მთვარეზე მეტად.
თუ დაუბერა სამხრეთის ქარმა,
თუ იალქნები დაგიცვდა ზღვაში,
არ დაივიწყო, რომ ერთმა ქალმა
შენ არასოდეს გაგცვალა სხვაში.
თუ ბედისწერას მიაყრი ფარ-ხმალს,
იღბალს ტყუილით აუხვევ თვალებს,
ქალი არასდროს გატეხავს მარხვას,
ქალი ყოველთვის დაგინთებს სანთელს.
თუ მიგატოვა ერთგულმა მუზამ,
თუ საბოლოოდ დაკარგავ იმედს,
ის გაიხსენე... ის, ვისი სუნთქვაც
ისევ ჰაერით აგივსებს ფილტვებს.
მაშინ დაგტოვებს ყოველი სევდა,
მაშინ ჩაცხრება სამხრეთის ქარი,
და შენც მიხვდები, მაღალმა ღმერთმა,
შენთვის რომ შექმნა ის ერთი ქალი...






კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 956 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია...
მთელი ცხოვრება სულ წამებში აღმიწერია...
უცნობზე ფიქრით ამივსია ცრემლით თვალები,
მე ამ ცხოვრებას არც გავურბი, არც ვემალები...
როგორ მიხვდები შენ ჩემს გრძნობას, ანდა იარას?
მე გულზე ისეც ბევრმა დარდმა გადამიარა...
მაგრამ რა იცი ვის ეკუთვნის ეს ჩემი დარდი,
იქნებ არავის აღარ ვუთხრა: მეც შემიყვარდი!...
წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია...
ერთ ლექსზე შენი სახელიც კი წამიწერია...
იქნებ დამწერმა, წამკითხავმაც იქნებ ინანოს,
...იქნებ ამ გულმა სიყვარული დაიგვიანოს...
იქნებ უეცრად მე ცრემლებმაც კი მომაკითხონ...
ალბათ ვერაფრით გავიხსენებ წარსულს, რომ მკითხონ...
ხშირად ტაძარში შესულს ლოცვად ჩამძინებია...
დამმძიმებია ეს ცხოვრება, დამმძიმებია...
ასე არასდროს მიფიქრია მე ცხოვრებაზე...
ჩავფიქრებულვარ, ვერც კი ვხვდები ვისზე ან რაზე...
ლექსი დავწერე არც კი ვიცი უკვე რამდენი...
მონანიებად ჩამითვალეთ სიტყვა ამდენი...
წუხელ... ნამთვრალევს... ბევრი ლექსი დამიწერია...
მაგრამ არ ვიცი მე გრძელი გზა თუ მიწერია...





კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1000 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მენატრება შენი სახე,
ამ დილითაც სიზმრად გნახე.
ისევ მათბობს შენი ფერი,
არ მამშვიდებს არაფერი.
აღარ მშველის ლექსის წერა,
ზურგით მიდგას ბედისწერა.
დამავიწყდა უკვე ლოცვა,
მახსოვს მხოლოდ შენი კოცნა.
თავში დამსდევს ერთი აზრი,
ვერ გავუგე შინაარსი.
ვერ დავხატე გრძნობის ფერი,
ყალბი გახდა ყველაფერი.
ვერ ვუყურებ მწვანე ჭადრებს,
ვეღარ ვხედავ რა შენს თვალებს.
არ მიპყრობდა ფერი ვარდის,
მაშინ, როცა გვერდით მყავდი.
დამეკარგა გრძნობა, სმენა,
აღარც ჩიტის მესმის სტვენა.
დამრჩა მხოლოდ დარდი, წყენა,
ერთადერთი ჩუმი რწმენა...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1118 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჩრდილოეთ კამჩატკა
ჩრ. კამჩატკის ყრუ დასახლებებში აქამდეა მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია სექსუალური კავშირი სტუმრისა მასპინძლის მეუღლესთან. ამასთანავე, სტუმრის დასათანხმებლად ქალი ყველაფერზეა მზად, ვინაიდან ეს ითვლება დიდ პატივად. და თუკი აქტის მერე ქალი დაორსულდება, იღბალი და ბედნიერება ამ სახლში და მთელ სოფელში სამუდამოდ იქნება.

ტიბეტი
იმისთვის, რომ ტიბეტელი გოგონა გათხოვდეს, ”ანგარიშზე” უნდა ჰქონდეს 10 სექსუალური პარტნიორი მაინც.

პოლინეზია
აქ სექსუალური პარტნიორების რაოდენობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცაღა, გოგონას აუცილებელია ჰყავდეს მინიმუმ 2 ბავშვი მაინც.

გერმანია
გერმანია, როგორც ევროპის მრავალი ქვეყანა ამაყობს, არეული სქესობრივი კავშირებით. განსაკუთრებით საინტერესოა შემდეგი გერმანული ჩვეულება: როცა კიოლნის ფესტივალი მიმდინარეობს , გამვლელები სრულიად სერიოზულად სთავაზობენ ერთმანეთს დაკავდნენ სექსით და კავდებიან ხშირად უცნობებთანაც კი.

ოკენანია
ადგილობრივი ზნე-ჩვეულებები, პატარძალს აიძულებს გათხოვდეს ქალიშვილი, ამასთანავე სანამ გოგონას საქმროსთან ყოფნას დაუშვებენ, მან უნდა გაიაროს ქალიშვილობის ქვის დანით დაკარვის ცერემონიალი. ეს ცერემონიალი ტარდება საქმროს მეგობრების მიერ , რომელთაც კიდევ 3 დღის განმავლობაში შეუძლიათ სექსით დაკავდნენ მეგობრის მომავალ მეუღლესთან. შემდეგ ”ბედნიერი” ახლადაქორწინებული გადადის ტომის სხვა მამაკაცთან და მხოლოდ ამის შემდეგ თავის კანონიერ ქმართან.

სამხრეთ აფრიკა
... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1170 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სულში აგიგე თეთრი შენობა...
უხილავი თბილი ტაძარი...
მყარია იგი...
და ვერ წარეცხს ვერც ქარი, წვიმა,

ვერცა დრო-ჟამი...
სულში აგიგე უწმინდესი, თეთრი ტაძარი...
შენა ხარ ჩემი ოცნებების ჩუმი ზღაპარი...

ჩემი გულის უნაზესი მელოდია,
ჩემი სულის უწმინდესი ლამპარი...
შენა ხარ ჩემი თეთრი ფიქრი და ჩუმი მზერა,

ჩემი ფიქრის და ოცნებების ჩუმი ზმანება.
შენა ხარ ტკივილი, ეჭვი, დარდი, იმედი, რწმენა...
შენა ხარ ჩემი სიყვარულის ჩუმი სიმღერა....






კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1053 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მაკოცე!...
დაირღვევა მისჯილი დუმილი,
მაკოცე, მომიკალი დიდი ხნის წყურვილი...
მაკოცე, დავივიწყებ დაკარგულ საათებს,
არ მინდა ეს გრძნობა ოდესმე დამთავრდეს...
მაკოცე...
შენს თვალებში ნაღველი ჩამდგარა,
გაკოცებ!...
მეც მოგირჩენ ტკივილებს პატარავ...
ღამდება, მთვარის შუქი ცის ჩრდილებს აცოცხლებს,
ვიძინებ, გევედრები ძილის წინ მაკოცე,
ხომ იცი შენი კოცნა მკვდარსაც კი მაცოცხლებს....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1183 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



es aris ambavi ert sadzmakacoze. romlebic ertad modiodnen bavshobidan, ertad izdebodnen, ertad scavlobdnen, ertad chxubobdnen, ertad edzinat da ertmanetis ojaxebshi izrdebodnen. es ar aris chveulebrivi ambavi es aris ambavi cminda sadzmoze.

2 ianvari
2006 celi axali damdagri iyo da ubanshi bichebi iyvnen shekrebilebi. axali clis ambebs ixsenebdnen da magars kaiponen.
giga:_kai dzmebo, rac iyo, magari iyo, magram exla ra vknat?! ponti aravis gakvt.
zete:_ara dzmao me shansi ar mak axaliclis mere saxli saxls axar gavs to.
maisa:_aba ra vknat to, ubanshi magari civa, yvela magars ertoba, chven vart marto sire....t.
zete:_dzmebo gocis daurekot ra xo icit ra gakekilia mag chemisa uechveli ekneba ponti. me angarisheze ar mak tkven gaakvt?
maisa:_ara dzmao ar mak, revaz dagvarekine ra!
rezo:_mchirdeba ra dzmao ver dagarekinebt.
giga:_amas tavi daanebet ra, ar icit ra gnidacaa?! tovls ar mogcems shechema exla rom motovos da darekvaze xo laparaki zedmetia.
rekavs zetes teleponi:
zete:_sadxar to? viyinebit bichebi sindisi axar gakvt?
goci:_gvritostan vart amodit keipis dvizenia ichitebeba, droze amodit oxond ra.
zete:_xarasho movdivart.
giga:_ra xdeba tuzi dagveca?
zete:_xo tuzia tanac koziri.
gvritostan keipi chveulebrivi movlena iyo rogorc titoeulis ojaxshi, yvelgan ise ixebdnen bichebs rogorc sakutar ojaxs ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 3113 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დეკორაცია იცვლებოდა
შუქი ქრებოდა.....
დადგმული დრამის
დრამატული წუთი დგებოდა...
მთავარი გმირი სიყვარულის
გამო კვდებოდა........
დარბაზში ტაში გრიალებდა აღარ წყდებოდა......
და ყველა გმირის გამოდგომას ელოდებოდა,
მაყურებელი ფეხზე იდგა და ვერ ხვდებოდა რომ......
ცხოვრებაში ბოლო როლი თამაშდებოდა....
და რომ სცენაზე მსახიობი..
მართლა კვდებოდა...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1049 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ის რომ ვიცოდეთ სად ვცდებით,
ალბათ არასდროს შევცდებით.

ეკლიან გზებსაც ავცდებით
და შორს მწვერვალებს გავცდებით.

თუმც ვერანაირი აცდენით,
ბედისწერას ვერ აცდები,

ამაო იქნება განცდები,
ამაში მართლა არ ვცდები...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1065 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დღეს ყველაფერი შენს თავს მახსენებეს,
ისევ უმთვარო ღამეს ვათენებ,
ალბათ ამ გამეს შენ სულ სხვას ელი
მე კი დაკარგულ სიყვარულს ველი...
მე ისევ გელი და ისევ ვმღერი,
თუმცა ვერ გათბობ, თუმცა არ მელი,
მოვა დრო რომ ვთქვათ სიტყვები წრფელი,
რომ გავიხსენოთ გასული წლები...
მოვა დრო ალბათ გამიღებ კარებს,
ამ ოცნებისთვის ვანთებ კვლავ სანთელს,
სანთელი დნება-უკვალოდ ქრება,
ჩემი ოცნება ოცნებად რჩება,
სანთელი ჩაქრა-გრძნობაც ქარს გაჰყვა,
ის სიყვარული წარსულში დარჩა...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1135 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ნისლში გაეხვია ირგვლივ არემარე,
ფიფქებმა შეწყვიტეს თოვა,
გაზაფხულია და მე კვლავ გელოდები,
ნუთუ აღარასდროს მოხვალ?
ნუთუ სიყვარული სულ აღარ გაღელვებს,
ნუთუ არაფერს მეტყვი?
ნუთუ ყველაფერი გაქრა და გათავდა,
ჩემი ოცნებების მეტი?
ნუთუ განშორებამ გული არ გატკინა,
ნუთუ აღარ ფიქრობ ჩემზე?
ჩვენი სიყვარული ზღაპარი ყოფილა,
ზღაპარი შენზე და ჩემზე!
ნუთუ ოცნებებში სულ აღარ მიხსენებ,
ნუთუ დაგავიწყდი? _ რატომ?
ნუთუ უშენობით მე ამ სამყაროში
დავრჩი ისევე მარტო?
ნუთუ აღარ გახსოვს პირველი შეხვედრა,
ღიმილი, თვალები ჩემი,
ნუთუ ყველაფერი ასე მთავრდება?.....
წლებსაც დაავიწყდა ნაზი ღიმილი,
გულის უჩუმარი თრთოლვა,
ნუთუ აღარ გახსოვს პირველი ღიმილი,
პირველი ფიფქების თოვა?
ახლა არ მითხრა, რომ სულ დაგავიწყდი
და აღარაფერი გახსოვს,
შენ თუ დაგავიწყდა, იცოდე ყოველთვის,
მე სულ ყველაფერი მახსოვს!
ნუთუ სიყვარულში ბედი არ გვქონია,
ნუთუ მიგვატოვა ღმერთმა?
ნუთუ აღარასდროს შევხვდებით ერთმანეთს,
ერთი სიტყვა მაინც გვეთქვა?!







კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1106 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე დავრჩი მარტო და დავდგი ხატი..... და მის ნაპირზე ფრთხილად დავდე მე ერტი განძი.. ამ განძის სახე გავანათე თაფლის სანთელით.. და მის წინაშე ლოცვა ვიწყე შენი სახელით... ამ განძს ვახმერთებ მე არ მინდა სხვა ზეციერი.. ეს განძი მიყვარს მისი სახე მისი იერი.... რადგან ვიცი მის გრძნობაზე უფრო ძლიერი... ქვეყნად არ არის არც უსულო არც სულიერი... განძს ვეამბორე დარჩენილი შენგან ეული.... ეს განძი შენი სურათია ხატად ქცეული....


კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1034 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ხუთშაბათი, 2024-12-26, 9:29 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024