♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 09


Sweet November

1 სთ 59 წთ

ჟანრი: დრამა, კომედია, მელოდრამა პოსტერები
 გამოშვება: 12 თებერვალი 2001
რეჟისორი: პეტ ოქონორი
სტუდია: უორნერ ბრაზერს ფიქჩერზ კომპანი, ბელ ეირ ინტერტეიმენტი, 3 არტ ინტერტეიმენტი
როლებში: კეანუ რივზი, შარლიზ ტერონი, ლორენ გრემი, ჯეისონ აიზექსი, ფრენკ ლანგელა, ლაიამ აიკენი, გრეგ გერმანი, მაიქლ როზენბაუმი, რობერტ ჯოი 


ფილმის მიმოხილვა
კოსტუმში ჩაცმული სარეკლამო აგენტი ნელსონ მოსი მიდის ცხოვრების ასეთი გზით და სხვა სტილი არც კი წარმოუდგენია. მაგრამ ცოცხალს ექსცენტრიულს სარა დივერს, რომელიც ნახევრა ქალი–ცდუნება, ნახევრად ფილოსოფოსია, ძლიან კარგად წარმოუდგენია. თუ კი მას გამოუვა, ნელსონი მისი ახალი გამარჯვება გახდება ადამიანთა ბედისწერის გამოსწორების სიაში. ყოველ თვე მას ახალი პაციენტი ყავს, რომელსაც დახმარება ესაჭიროვება. არანაირი ვალდებულებები. არანაირი დაძალება. არანაირი დამოკიდებულება. და არანაირი სიყვარული.


ლინკი იხსნება გვიან გთხოვთ დაელოდოთ !
< ... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1176 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


აქ არის 130 - ზე მეტი სასიყვარულო სურათები იმედია მოგეწონებათ

ფორმატი: JPG
რაოდენობა: 150
ფაილის ზომა: 52 MB


გადმოწერა (52 MB)

კატეგორია: ♥სურათები♥ | ნანახია: 1140 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გული ჩუმად ზღაპარს ჰყვება...
ბიჭს რომ გოგო ავიწყდება,
გოგოს თვალებს ცრემლი სწყდება,
ცრემლს ღიმილი ენატრება,
ღიმილი კი ბიჭთან რჩება.
ვერ გაიგებ სად რა ხდება...
ბიჭი სხვაზე გაგიჟდება,
ის სხვა უცებ მიატოვებს,
მასზე გულიც არ დასწყდება.
გოგოს ფიქრთა კორიანტელს
ბიჭის სახე ელანდება,
დაღამდება, გათენდება,
მის გარეშე ჩუმად დნება.
ბიჭს რომ გოგო ავიწყდება,
ერთხელაც არ ახსენდება
და თუ მაინც გაახსენდა,
მოკითხვაც კი ეზარება.
დრო გადის და დღეს დღე მიაქვს,
გოგოს გულში სხვა გაჩნდება,
გაზაფხულის ლამაზ დილას
სადედოფლო კაბით ხვდება.
გეცინება? არ თქვა რატომ,
ვერ გაიგებ სად რა ხდება...
ბიჭი ნომერს აკრეფავს და...
გულზე დარდი დააწვება.
ერთადერთი სიყვარული
დღეს მის თვალწინ გაფრინდება.
ფიქრს აურევს მოგონება,
თვალზე ცრემლი გაუჩნდება.
რაც ყველაზე ლამაზია,
ასე უცებ რატომ ქრება?
არ გინდა, არ უპასუხო,
ვერ გაიგებ სად რა ხდება,
რატომ ხდება, რისთვის ხდება...
გული ჩუმად ზღაპარს ჰყვება...

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1288 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



იყო სურვილი
გრძნობა კი არა,
იყო ტყუილი,
იყო მიყვარხარ.
იყო ცრემლები,
სიცილი იყო
და ყველაფერი
ხანმოკლე იყო.
თითქოს არც იყო,
იყო კი, არა,
ცხოვრებამ ისე
დაგვატრიალა,
აღარც კი მახსოვს,
სიმართლე იყო?
ან როდის იყო,
იყო? არ იყო?
იქნებ საერთოდ
არც კი ყოფილა,
იქნებ სურვილი
დაკმაყოფილდა,
ან ბედისწერის
ხარვეზი იყო
ის, რაც ოდესღაც
ჩვენს შორის იყო.
იქნებ ნიშანი
სიმართლე იყო,
იქნებ საერთოდ
არ წასულიყო?
ან ვინც მეგონა,
ის, სულ არ იყო
და ბედისწერის
გზებიც გაიყო.

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1088 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მოვალ!
უძილობა უნდა ჩაგინესტო
სულში და გითხრა, რომ ... მართლა მენატრები,
ვიცი გეძინება...როგორ გაგიმეტო
სველი სიჩუმისთვის... რაღაც მენანები.
მოვალ!
ის ტკივილი უნდა გაგინელო
გულს,რომ გიფატრავდა ბინძური ხელებით,
ღამე ნასიცხარი... კოცნით გაგითენო
სუნთქვა შეგიკრა და დაგახრჩო ფერებით.
არადა...
ოთახში მარტო ხარ მგონია,
ფანტავ რუხ ფოტოებს შენი წარსულიდან,
ვიცი ფიფქებივით დამათოვ ფორიაქს
მზეს რომ გამოსტაცე ცხელი სხეულიდან.
იქნებ ...
ბოლო კადრი ქარში გადაგირჩა
მინდა ჩემს თვალებში ჭინკები დათვალო
უნდა გაგაღვიძო! ძილი გადამიცდა
მინდა ფოტოებით თამაში გასწავლო.
მინდა...
ეგ დაჭრილი გული გაგიმთელო
სისხლად დაწრეტილი,ტკივილის ტარებით
შენი უცნაური მზერა დავიჩემო
სახლად გადავიქცე შენი წამწამების.
მოვალ!
ეს სიზმარი უნდა აგიცხადო
სცენას ჩამოვგლიჯო ხავერდის ფარდები,
მინდა დასასრული ერთად განვიცადოთ,
კადრად დამიწყე... და ფილმად დავმთავრდები..

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1161 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენ თქვი: აქ ერთფერია.
მე გითხარი: მოდი, გავაფერადოთ.
ჩვენ _ავჭრელდით.
ამ სიჭრელემ თვალი მოსჭრა
ჩემიანებს,
შენიანებს
და მათ, ვინც მხოლოდ ორ ფერში ხედავდა.
შენ თქვი: სეზონურია ყვავილების სიყვარული.
მე გითხარი: ისინი არ ჭკნებიან ახალი ყვავილების მოსაყვანად.
ვერ დავუდექით საკუთარ თავს მაშინ თავდებად.
ჩვენ გავაჩუქეთ სიტყვა მიყვარხარ,
როცა იგი თავად არ გვქონდა.
შენ თქვი: ვიცხოვროთ წიგნის გმირებივით.
მე გითხარი: მათი ამბები უფრო გულწრფელია, ვიდრე დამწერი.
და ვაღიარეთ: როცა მოვკვდებით, ის ვიქნებით, ვისაც უმართლებს.
შენ თქვი: უნდა მოგეხვიო.
მე გითხარი: ზურგიდან უფრო იოლია.
ტყუილი ფეხისწვერებზე დგება.


კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1077 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ქალის ხასიათი თმების მიხედვით

აშლილი გრძელი თმა: მოსწონთ ქალებს, რომლებიც კონსერვატორულად აღიზარდნენ. მათ უყვართ თამამი ექსპერიმენტები და მოსწონთ ყველაფერი ტრადიციული.

ძალიან მოკლედ, ბიჭურად თმას ის ქალბატონები იჭრიან, რომლებსაც ყველაფერი ახალი მოსწონთ და განვლილ წლებზე არასოდეს ფიქრობენ. მათი მთავარი ამოცანაა, ყოველთვის იმაზე ახალგაზრდულად გამოიყურებოდნენ, ვიდრე სინამდვილეში არიან.

მხრებამდე დაშვებული ხვეული თმა რომანტიკოს ქალებს აქვთ. ისინი დიდ სიყვარულზე ოცნებობენ და უფრო ხშირად გამოგონილ, ირეალურ სამყაროში ცხოვრობენ.

შუბლზე გადაწეული და კეფაზე დამაგრებული თმა კოხტა, თითქმის პედანტ ქალბატონებს აქვთ. ისინი წესრიგის მოყვარული არიან და უწესრიგოდ ჩაცმულ ფეთხუმ მამაკაცებს ვერ იტანენ.

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1146 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე არ შემიძლია ავარიდო თვალი,
ჩემში უამრავი სახე ისარკება.
ხსოვნა ფიქრის ძაფით მაშინ იქარგება,
როცა ცის ბილიკებს დაუყვება მთვრალი
მთვარე და სიბნელე გადაიკარგება.

მე არ შემიძლია ავარიდო მზერა
წარსულისკენ წასულ ნისლის ფილაქანებს,
ანდა იმნაირებს, ანდა იმათგანებს,
ვისაც უბედობით ურჩი ბედისწერა
უჩინმაჩინივით სადღაც მიაქანებს.

ფიქრში სანთელივით იწვის გარინდება,
ზოგჯერ შეცნობილი ვეღარ შემიცვნია.
სიხარულიც დარდით მიტომ შემიცვლია,
რადგან სხვათაებრი გაცლა - გარიდება
მე არ შემიძლია.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1079 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სამი გოგონა მიტყლაპუნობდა წვიმაში ...
როგორც ჩანდა არც ერთი ერიდებოდა წვიმას , გალუმპულები მიაბიჯებდნენ სადღაც...
ერთ გოგონას თვალებში გაურკვევლობა , სიყვარული და ცრემლები იგრძნობოდა ...
მეორე გოგონა თვალებით ვიღაცას ეძებდა ,
ხოლო მესამე გოგონა რომლის თვალებშიც იგრზნობოდა დიდი სიყვარული , ბუურუსი და და გაურკვეევლობა ეძებდა ვიღაცას , მაგრამ ის არსად ჩანდა ..
პირველი გოგონა გაუჩინარდა ხალხში , გოგონას ამღვრეულ მომწვანო თვალებში ძნელი გასარჩევი იყო ცრემლები ჰქონდა სახეზე თუ წვიმის წვეთები ....
ორი გოგონა აღმართძე გაყინულები ელოდებიდნენ თავის მეგობარს ,მაგრამ მეგობარი არსად ჩანდა ...
წვიმა არ აპირებდა გაჩერებას ....
მესამე გოგონამ თავისი მეგობარი შუა ქუჩაში მიატოვა , და წავიდა ...
მისი შავი თვალებსს ცრემლები ძალიან უხდებოდა წვიმის ფონზე...
მზემ მასთან ერთად დაიწყო ტირილი .... მთელი ქალაქი აჰყვა პატარა გოგონას რომელიც სკამზე იჯდა და მზეს ეძებდა ...
მზე აგრძელებდა დამალობანის ტამაშს და გოგონას გამხიარულებას მაგრამ ამაოდ ...
არ უნდოდა განშორება იმასთან რაც მისთვის ასეთი ძვირფასი იყო ...მაგრამ ხვდებოდა იმასაც რომ ეს გარდაუვალი იყო ...
გოგონა დაიკარგა ფიქრებში , საიდანაც თავის დახწევას ცდილობდა მაგრამ უჭირდა ...
მას შემოიხვია დარდი და სევდა ....
სევდა რომელიც მას ათბობდა და ამავდროულად გულს ტკენდა ....
გოგონა გონს როცა მოვიდა უკვე საღამო იყო ...

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1193 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


როცა მესიზმრები, აღარ მინდა გაღვიძება, მინდა გიყურო, მოგეფერო, და გულში ჩაგიკრა, გამეღვიძება და, მაშინ იწყება ჩემი ტანჯვა, თვალებს ვხუჭავ ისევ რომ დაგინახო, არ მინდა სიზმარშიც დაგთმო, მაგრამ არც სიზმრად რჩები ჩემთან, მიდიხარ და მე ისევ მარტო ვარ…. . . მაშინ ვრწმუნდები რომ არავის მიმართ არ მიგრძვნია ის გრძნობა რასაც შენდამი ვგრძნობ, ჩემო სიცოცხლევ, არ მინდა რომ ვიტანჯებოდე, მე ხომ მხოლოდ შენთან ყოფნა მინდა, მაგრამ შენ შორს ხარ და ამის გახსენებაზე უაზროდ ვიტანჯები, მაშინაც კი, როცა
მეგობრებთან ერთად ვერთობი მინდა შენ იყო იქვე, რომ ვიცინო შენთან ერთად, ჩაგხედო თვალებში, შენ გამიღიმო, მე კი
ცდუნებას ვერ გავუძლო მოგეხვიო, გაკოცო. არ ვიცი როდის ვიქნებით ერთად, მე ისევ ძველებურად მიყვარხარ, მოხვალ ოდესმე? ჩამიკრავ გულში? მომეფერები? შენი თბილი ტუჩები, შენი ნაზი, ბავშვური კოცნა იცი როგორ მაკლია? ღამე უკუნეთ სიბნელეში მე ვხუჭავ თვალებს რომ დაგინახო, დავინახო შენი თეთრი სახე, თოვლივით თეთრი თითები, რომლებიც ოდესღაც ეფერებოდნენ ჩემს ბედნიერ სახეს და მინდა წუთით მაინც ვიგრძნო ის ბედნიერება რასაც ოდესღაც განვიცდიდი შენს გვერდით, არ ვიცი რატომაა ცხოვრება ასეთი სასტიკი, ბედნიერება წუთიერია იგი მოდის და გვტოვებს, ვიქნები ოდესმე კიდევ ბედნიერი? მოხვალ ოდესმე?!
მთელი ცხოვრება მოლოდინია,ადამიანი სულ რაღაცას ელოდება,რაღაცას ან ვიღაცას ეძებს,შეიძლება ის რაღაცა იქვე ჰქონდეს,მაგრამ ვერც ამჩნევდეს,რადგან მას იმედი აქვს,რომ უფრო უკეთესს იპოვის და ამ ლოდინში ისე ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1130 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


საიდან მოდის ბედნიერება, როდის არის ადამიანი კარგ ხასიათზე? რა უფრო მნიშვნელოვანია ბევრი ფული თუ კარგი მეგობრები და კეთილ მეზობლებთან ურთიერთობა? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ჰარვარდისა და კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მოინდომეს. ნიკოლას ქრისტაკისმა და ჯეიმს ფოულერმა ამ საკითხებთან დაკავშირებით 5000 ადამიანის ემოციური დამოკიდებულება გამოიკვლიეს. მეცნიერებმა ამ მიზნით ოცი წლის მანძილზე დაგროვილი მასალები გამოიყენეს, რომელიც გულის დაავადებებთან დაკავშირებით ფრამინგჰემის კარდიოლოგიურ ცენტრში იყო დაგროვილი. ამ გამოკვლევის შედეგად მეცნიერებმა აღმოაჩინეს რომ ხალისიანი ადამიანების მეგობრები თავადაც უფრო ბედნიერად გრძნობენ თავს და რაც უფრო ახლო არიან ადამიანები ერთმანეთთან, რაც უფრო ხშირად ხვდებიან ერთმანეთს მით უფრო მეტი გავლენა აქვთ ერთმანეთის გუნება განწყობილების ცვალებადობაზე. მაგალითად თუ თქვენი მეგობარი თავს ბედნიერად გრძნობს და თქვენს მეზობლად ცხოვრობს თქვენც მეტი შანსი გაქვთ რომ ცხოვრებას უფრო იმედიანად უყუროთ. ასევე კარგია თუ თქვენი კარის მეზობელს აწყობილი აქვს ცხოვრება, ამერიკელი მეცნიერების მტკიცებით ეს თქვენს ბედნიერებას 34%-ით გაზრდის. მეგობრის კარგად ყოფნით გამოწვეული სიამოვნება კი თურმე ერთი წლის მანძილზე გრძელდება. უნდა აღინიშნოს რომ გადამდები ყოფილა როგორც ბედნიერების ისე სევდის და მწუხარების შეგრძნებაც, მაგრამ საბედიეროდ უფრო ნაკლებად. თურმე საერთო მეგობრების კეთილდღეობაც ახდენს ადამიანზე დადებით ზეგავლენას. როგორც ამერიკელი მეცნიე ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1254 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ერთადერთი რამ მაკავშირებს შენთან - ოცნება,
და მიხარია რადგან ვერვინ წამართმევს ამას.
ერთი რამ მეტად გიხდებოდა შენ, გაოცება,
შენს სახელს კიდევ ამჩნევია და ესეც კმარა.

მხოლოდ ოცნებით შემიძლია ვიყო შენს გვერდით,
ვიმხიარულო და ვიცინო მეც შენთან ერთად.
მე ძლიერი ვარ, რადგან ვიცი ვერ შემელევი,
ვიცი გიყვარვარ ისევ ძლიერ და იმაზე მეტად.

გატყობ არ გინდა გამიმხილო შენ გრძნობები
და სევდიანი, დარდით სავსე დადიხარ მარტო.
მე კი ვზივარ და შენზე ფიქრში მოვთქვამ გოდებით,
ვერ ამიხსნია რად მიმატებ დარდს ასე რატომ.

თუ არ გამიმხელ რად დადიხარ ასე მდუმარი,
რისთვის მაწვალებ, რისთვის სტანჯავ საკუთარ თავსაც.
მე კი ოცნებით მაინცა ვარ შენს გულში მდგარი
იცოდე ჩემზე გაბრეცინებ უძირო თვალსა.

ეს კი იცოდე, რომ მიყვარხარ თავდავიწყებით
და შენგან ამას რომ მოვითხოვ სამაგიეროდ,
რომ არასოდეს, არასოდეს დამავიწყდებიი,
ოცნებით წადილს მაინც მივაღწევ საბედნიეროდ.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1041 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ალეწილ მინდვრებს,ყვავილთა ფერში,
მზე ჩაუკოცნის მომწვანო თვალებს,
ქარი მოსტაცებს ხეს ლამაზ ფოთოლს,
გულში ჩაიკრავს,თავს ანაცვალებს.
გაფრენილ წუთებს მისდევს წამზომი
და ფიქრებს შენზე დარდი აწვალებს.
იქნებ მირჩიო რა ვუყო წამებს,
დროისგან დაფლეთილს,შენგან ნაწამებს.
შენ ხომ ტყვიისფერ ვარდზე გამცვალე
და რა ვუშველო გულის ნაპრალებს,
მთვრალი დღეების ბოდვაც მახარებს,
ცრემლი დაფარავს ჩუმად წამწამებს.
გუშინწინ შენი სახე მესიზმრა,
გუშინ ვთქვი: "ისევ გულით ვატარებ”...
დღეს კიდევ ერთხელ გადაგივიწყებ,
ხვალ კიდევ ერთხელ თავს შემაყვარებ...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1026 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

 

ფორმატი: JPG
რაოდენობა: 175
ფაილის ზომა: 22 MB


გადმოწერა (22 MB)

კატეგორია: ♥სურათები♥ | ნანახია: 1691 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მოჩვენებითი ლაღი ღიმილი,
მოჩვენებითი წვიმა,
მოჩვენებითი გულის ტირილი
და შენში ძველებურად ცივა...
დაშლილი ფიქრთა კრებული,
დაშლილი ოცნების გროვა,
დაშლილი სივრცის ჰაერი...
და მარტოობაც მოვა.
გაფრენილ დღეთა ხალისი,
გაფრენილ წამთა რწმენა,
გაფრენილ პეპელას ემსგავსა
პატარა გულის თმენა.
უფერულ სიტყვებს გაჰყვება
უფერულ აზრთა ჯარი,
უფერულ ფოთლებს მოიტანს
დღეს მარტის გიჟი ქარი.
გაქრება იის სურნელი,
გაქრება...წლებიც გავა...
გაქრება ყველა სურვილი
და სიყვარულიც წავა.
მარტო დარჩენილ თვალებში
სევდა შემორჩა ქართა,
მოუფერებელ ტუჩებს კი
ნაზად დასცდება:
" * * * * "






კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1099 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ფიქრი ჩამოწვება, გაფანტულ ოცნებას ფრთებს შეუსწორებს და გაუღიმებს...
...რა ძნელია...
გავა დღეები, გული გაჰყვება უცხო ნაკვალევს ათრთოლებული ნაბიჯებით და უკან მოხედვის ეშინია. გახელილ თვალებს ცრემლები დარაჯობენ და წამწამების დასასველებელ სულ მცირეოდენ მიზეზს ეძებენ...
...რა ძნელია...
თითქოს გუშინ იყო. თვალს გაახელ და გაფითრებულ დღეთა მორევში გახრჩობს უკვე ჩავლილი წუთების სიტკბო. სულ სხვა ხარ და სულ სხვა უნდა იყო. მოთმენა... მოთმენა არაფრის და არავის გამო...უბრალოდ ნამტირალევ ღამეთა წყება ჩაგივლის გულთან ახლოს და თითქოს არაფერია...ფიქრს ფიქრი აედევნება,აზრი აზრს დაკარგავს, გადახლართულ ოცნებათა სიმები რიგ-რიგობით დაწყდება და ბოლო სიმთან ერთად აზრიც გაქრება...
...რა ძნელია...
ვიცი, არ გინდა, რომ ტკივილმა მთელს სხეულში ჟრჟოლად დაგიაროს, დაგსუსხოს და იარა დაგამჩნიოს, მაგრამ იმდენად დიდია, რომ ეს ტკივილი სამუდამოდ შენში დაიდებს ბინას და ყოველთვის თავს შეგახსენებს...გინდა გაიქცე, წარსულის ფარდა ჩამოაფარო აშლილ და არეულ დღეებს, მაგრამ ეს დღეები თავს არ განებებენ, შენსკენ მოიწევენ და მალე მათ უფსკრულში შთაინთქმები...უფერული ზოლი ნაზად ებანტება ყველა შენს სურვილს და დამფრთხალი თვალებით მზის სხივებს ეძებ...ის კი რა შორსაა... გაქრება თუ დროზე არ მიუსწარი, მაგრამ შენ მასთან ვერ მიხვალ. ეკლებივით შეგესობა ყველასგან თქმული სიტყვა: "არა!”...
...რა ძნელია...
გი ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1054 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გული გულსა სცემს, ბაგე კი ბაგეს,
არა თენდება წყეული ღამე.
ბორგვით ტანჯული ვეღარ ვოსვენებ
რა გაათენებს ამხელა ღამეს.

ფიქრი ფიქრსა სდევს, გონება ისევე,
დაძაბული მაქვს და შენსკენ იწევს.
ვეღარ ვიოკებ გრძნობათა ტალღებს,
ამ ტანჯულ ღამეს რა გადალახავს.

და იქნებ ისევ შენ შეძლო რამე,
რომ დამავიწყო წყეული ღამე.
ო, ღმერთო ჩემო! მიშველე რამე,
გადამავიწყე მტანჯველი ღამე.

ღამეა წყნარი, ღამეა მშვიდი
მე აღარაფრის აღარ მაქვს რიდი.
გავრბივარ უგზოდ, უკვალოდ ბნელა
და უკან მომდევს ვიღაცა ნელა.

უცებ გავჩერდი, ისევე ბნელა
და კვლვ ვიღაცა მოდის ნელ-ნელა.
შიშმა დამრია სხეულში ხელი.
წუთი - წუთს მხოლოდ სიკვდილსა ველი.

- ნუ გეშინია, არ ვარ მავნე.
უცებ ჩამეს ყურში და ავდექ
- ადამიანი დგას მხოლოდ ჩემს წინ,
გამოგზავნილი ღვთისაგან ერთი.

მითხრა გოგონამ და უცებ გაქრა,
გამოვიღვიძე შიშისგან კაცმა.
გონს რომ მოვედი ავდექი ნელა,
სარკმელთან მივედ, ისევე ბნელა.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1048 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დაიგვიანე...
გულს ვერ უბრძანებ, ის ხომ სხვისია.
სულ არ გახსოვდი...
ნუ დაიბრალებ, ეგ ცრემლი სხვისი ღირსია.
ვისთან დამტოვე?
ფურცლებად დაშლილ გრძნობაზე ნაზად მიაწერ: "ვისია?”
თვალებს არ დახრი, წარბს არ შეიხრი,
ხელიდან ხელში გადასულ სითბოს
გრილად მო ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1027 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მოგდომებია როსმე ტირილი?
როდესმე ცრემლი მოგნატრებია?
თუ გყვარებია ოდესმე ვინმე,
ვისიმე ჯავრი თუ გქონებია.

ღამე მთვარესთან გითენებია?
ზღვასთან თამაში თუ გყვარებია,
წვიმაში თმები დაგსველებია?
თვალები ცრემლით გისველებია?

თუ გყვარებია ოდესმე ვინმე?
ვისიმე ჯავრი თუ გქონებია,
ალბათ დამთვრალხარ წითელი ღვინით,
ალბათ სიმღერა მოგნატრებია?

თუ გაწოლილხარ ოდესმე თოვლში,
თოვლში ყვავილი თუ გიძებნია?
თუ გიცინია აცრემლებამდე?
ნამტირალევს თუ გაგღიმებია?

თუ გყვარებია წიგნი ოდესმე,
ოდესმე ლექსი თუ გყვარებია?


ქალი ხარ, თვალებში გიელავს სიბილწე,
თამაშობ ბედით და განგებით მარტივად.
ზეციდან თითებით ჩამოხსნი სიმშვიდეს,
თუმც რაში გარგია სიმშვიდე? - მარტი ხარ.

შენს ტუჩის კიდეზე დაყრდნობილ სიგარეტს
შიში აქვს დროის და შეხებას ნებდება,
ჯერ კიდევ ცხრამეტი ღერია კოლოფში
და ეს მარტოობაც სისხლივით დედდება.

ჰო, ასე გართობით თამამად მიიწევ,
შენ ერთადერთობა გარგუნა ცხოვრებამ,
და მიდის წუთები ტკივილად ნაჩენი
სადღაც კი განცდები იქცევა ცოდვებად.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1251 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ისევ გაწვიმდა...
ისევ აჩურჩულდნენ ტირიფის ტოტები...
მე უშენობით თვალები ხომ არასოდეს დამინამია.
ალბათ გამიგებ,
დავიღალე და მეც უკვე სხვისთვის ვცოცხლდები,
ნუ გამამტყუნებ,
თავად ხვდები – ყველაფერი შენი ბრალია...
თუ მოგენატრო,
ისე, როგორც ჯერ არავინ მოგნატრებია,
ლამაზ სიზმარში
იქნებ შენთან ერთხელ მაინც კიდევ მოვიდე.
თუ მოგელანდო...
ჩათვალე, რომ ყველაფერი დაგსიზმრებია
და ის ბავშვობაც
მხოლოდ ლანდად გაიყოლია აპრილობის თვემ.
ნუ დაღონდები,
მოვა დრო და ვიცი მაინც დაგავიწყდები,
შენი ცრემლებიც
გაზაფხულის წვიმასავით გადაივლიან...
და თუ ნაღვლიან
აპრილობის ღამეს ისევ დაგესიზმრები,
მაშინ მიხვდები,
რომ უჩემოდ არსებობა არ შეგიძლია...


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1069 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გავარდისფერებულ ცხოვრებიდან აფრინდა გედი,
თითქოს ფოთლების მელოდია მოსტაცა ქარებს...
გალანდებული ეულეთის ასკეტი ბედი
დღესაც დაეძებს სადედოფლოდ დაკარგულ ქალღმერთს.
ბუნებამ უკვე ოცდაოთხჯერ იცვალა ფერი...
ოცდამეოთხედ შეეპარა სისოვლე თვალებს...
გაფერმკრთალებულ ბაგეებზე დამდნარი ცრემლი
ფოთოლცვენაში გადაკარგულს წვიმაში დაგდევს.
ქარების ლოცვით იფერფლება მტირალა ღამე,
დამანდილული, ნაღრუბლავი ისწორებს ფატას
და მონაჟური წვეთებიდან მოწყენილ მთვარეს
დღესაც გამოჰყავს საქორწინოდ პატარძლის კაბა...
და კვლავ დაეძებს სადედოფლოდ დაკარგულ ქალღმერთს,
გალანდებული ეულეთის ასკეტი ბედი...
თითქოს ფოთლების მელოდია მოსტაცეს ქარებს,
გავარდისფერებულ ცხოვრებიდან აფრინდა გედი...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1017 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე თუ ავტირდი,ამატირებს უშენოდ ყოფნა,
ჩემს ბნელ ოთახში ისევ სევდა დაისადგურებს,
გამახსენდება შენი ნაზი ტუჩების კოცნა,
შენი ტკბილი ხმა ჩემს არსებას რომ ანადგურებს,
შენც ატირდები წამოგივა თვალიდან ცრემლი,
გაგახსენდება რას ველოდით,რა გვხვდა წილადა,
შენი თვალიდან მოწყვეტილი უმანკო ცრემლი
დედამიწის გულს გააღვიძებს,მშვიდად რომ სძინავს.
მე შევიყვარე ხმა რომელიც ახლაც ჩამესმის,
ხმა ვარსკვლავია მიუწვდომლად რომ გვიმზერს ციდან,
შენთვის მე ალმათ შემოდგომოს მონატრება ვარ,
ფოთოლცვენის ქვეშ მოყოლილი ყვავილი ციდა,
მაშ ავტირდები ამატირებს კვლავ უშენობა,
შენც ატირდები წამოგივა თვალიდან ცრემლი,
გაგახსენდება,რომ არსებობს ამ ქვეყნად ბიჭი,
ბიჭი,რომელიც თვალცრემლიან გოგონას ელის....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1141 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>




1. Afrikaans - Ek is lief vir jou
2. Albanian - te dua
3. Alentejano (Portugal) - Gosto De Ti, Porra!
4. Alsacien (Elsass) - Ich hoan dich gear
5. Amharic (Aethio.) - Afekrishalehou
6. Arabic - Ana Ahebak / Ana Bahibak
7. Armenian - yes kez shat em siroom
8. Assamese - Moi tomak bhal pau
9. Assyr - Az tha hijthmekem
10. Bahasa Malayu (Malaysia) - Saya cinta mu
11. Bambara - M’bi fe
12. Bangla - Ami tomakay bala basi
13. Bangladeschi - Ami tomake walobashi
14. Basque - Nere maitea
15. Batak - Holong rohangku di ho
16. Bavarian - tuI mog di
17. Belarusian - Ya tabe kahayu
18. Bengali - Ami tomake bhalobashi
19. Berber - Lakh tirikh
20. Bicol - Namumutan ta ka
21. Bisaya - Nahigugma ako kanimo
22. Bolivian Quechua - Qanta munani
23. Bosnian - Ja te volim (formally) or volim-te Turkish seni seviyorum
24. Bulgarian - As te obicham
25. Bulgarian - Obicham te
26. Burmese - chit pa de
27. Cambodian (to the female) - bon saleng oun
28. Cambodian (to the male) - oun saleng bon
29. Canadian French - Je t’adore (”I love you”)
30. Canadian French - Je t’aime (”I ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1153 | დამატებულია: Pss | სრულად წაკითხვა >>

პარასკევი, 2024-04-19, 10:11 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024