♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 06


დორიან გრეის მთავარი საუნდტრეკია. ძლივს ვიშოვე ...

Size:2MB



გადმოსაწერი ლინკი

კატეგორია: ♥მუსიკები♥ | ნანახია: 1426 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



My Summer of Love

1 სთ 26 წთ

ჟანრი: დრამა, მელოდრამა პოსტერები
 გამოშვება: 21 აგვისტო 2004
რეჟისორი: პავლე პავლიკოვსკი
სტუდია: ბიბისი ფილმსი, ფილმ კონსორციუმი, ბეიკერ სთრიტი, ზე ფილმ ქანსელი, თეიქ პარტნერშიპი, აპოკალიფსო ფიქჩერზი
როლებში: პედი ქონსიდაინი, ემილი ბლანტი, ნატალი პრესი, დინ ენდრიუსი, მიშელ ბირნი, პოლ ენტონი–ბარბერი, ლინეტ ედვარდსი, კეტრინ სამნერი 


ფილმის მიმოხილვა


ერთხელ ზაფხულში მონა, რომელმაც თავის შეყვარებულთან გაწყვიტა ურთიერთობა, გაიცნობს ტამსინს, რომელიც პროვინციაში ჩამოდის არდადეგებზე. ორი ერთმანეთსთვის საპირისპირო ადამიანი პოულობენ ერთმანეთში რაღაცას, რაც მათ მოულოდნელად დააახლოვებს. ისინი ერთად ატარებენ ვნებიან, სასაცილო და დაუვიწყარ დღეებს! მაგრამ შეძლებენ კი ისინი ერთმანეთს ბოლომდე მიენდონ?..


... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1159 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე მწამს სიყვარული თუნდაც დაწიხლული,
მე მწამს მონატრება შენით დანისლული,
მე მწამს მონატრება, თუნდაც წუთიერი,
შენი შემოხედვა ურცხვი, უდიერი.
მწამს მოლოდინი, თუნდაც უსასრულო,
შენი მონატრება არ მსურს დავასრულო.

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1117 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ხანდახან მენატრები, ხანდახან მიყვარხარ,
ხანდახან მეკარგები, ხან დამდევ კვალდაკვალ,
ვიცი შემიყვარებ ნელ-ნელა, თანდათან,
ალბათ დამიფიცებ ხანდახან, ხანდახან..
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1019 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ასე მალე ეს დღეებიც დამთავრდება,
ვეღარ გნახავ, უშენობით დავიღლები,
ოხ რამდენჯერ ვცადე შენი დავიწყება,
მაგრამ უფრო დაჟინებით მენატრები.
მომენატრა შენთან წყნარი საუბარი,
მაგ ტუჩების ოდნავ წყნარი გაღიმება.
იცი რას გთხოვ? ოღონდ გული გამიყავი
და სიცოცხლე ამით უფრო გამიტკბება.
განშორებით რა ვქნა თუ ვერ დაგივიწყე?
რა ვქნა ამ გულს ვერაფერი მოვუხერხე.
ასე დიდი სიყვარული რომ მასწავლე,
გევედრები დავიწყებაც შემასწავლე..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1032 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


უფალმა ღმერთმა შექმნა ქალი... ... Read More

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1317 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

მე

შენ

მიყვარხარო...

ჩუმად nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე ბევრი მინახავს ქალი, ... Read More

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1180 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ახლა აქ რომ იყო, ... Read More

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1146 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ქალი სიცოცხლე და გაზაფხული

... Read More

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1466 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ამქვეყნად მოველ ადამიანად

და გაღმერთებას მიტომ ... Read More

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1180 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ძნელია როცა გიყვარს და იცი_ეს nika_wero | სრულად წაკითხვა >>





და ის, ვინც გაქებდა... და ის, ვინც გალხენდა,
ნუთუ ერთხელ მაინც აღარ გაგახსენდა?!
ნუთუ გახდი ისე ცრუ, ბოროტი, მავნე,
რომ წერილი ერთხელ აღარ გამოგზავნე?!
დააჩქარე, გესმის?! _ დააჩქარე, მალე,
თორემ იმ შენს დობილს ვერსად დავემალე _
თავს მევლება ისე, ვით პეპელას ვარდი,
თითქმის შემიყვარდა, თითქმის შევუყვარდი,
და წამიყვანს სადმე მკერდზე მისაყრდნობლად
და დამრჩები მარტოდ, უნუგეშოდ, ობლად...
ეხლაც, როცა თვალი ცრემლითა მაქვს სველი,
შენგან დანავიწყი, შენს წერილებს ველი,
ეხლაც! ეხლაც-მეთქი, ის შენი დობილი
ჩემს მაგიდას უზის იდაყვდაყრდნობილი
და ცეცხლისფერ ხმითა ყურში ჩამჩურჩულებს,
ჩემსავითო გწამდეს ვერვინ გიერთგულებს,
აი, გადაიძრო თავიდან თავშალი,
აი, გადიყარა კოხტად თმა ნაშალი,
და ცრემლები თეთრი, და ცრემლები წმინდა
ნელ ამბორის ყოფით ღაწვზე მომიწმინდა...
ჩქარა! ჩქარა! ჩქარა! თორემ შენს მზეს ვფიცავ,
იმ შენს დობილისგან თავს ვეღარ დავიცავ _
საალერსოდ მიწვევს შენსა ლექსთამწყობელს
და წაგართმევს ჩემს თავს, და წაგართმევს მკობელს!
დააჩქარე, გესმის? _ დააჩქარე, მალე,
თორემ იმ შენს დობილს ვერსად დავემალე _
თავს მევლება ისე, ვით პეპელას ვარდი!
თითქმის შემიყვარდა, თითქმის სევუყვარდი,
და წამიყვანს სადმე, მკერდზე მისაყრდნობლად...
და დამრჩები მარტოდ, უნუგეშოდ, ობლად...

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 976 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

სახელი - სიყვარული,

ასაკი - არ ააქვს,

მშობლები - ... Read More

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1271 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


 ლექსებიაღმართს მიუყვება სიმარტოვე,

უკვე ჩამობნელდა < ... Read More

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1187 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


შენ არსად არ ხარ,

მე კი ... Read More

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1034 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


იმედდაკარგული არ მინდა გელოდო
აღარ გამომივლი ვიცი.
სევდამორეული ვითვლი ამ დღეებს,
რა ვქნა? გული მაინც გიცდის.
ფანჯრიდან გავყურებ ცარიელ ქუჩებს
და კვლავ შენი ფეხის ხმა ისმის,
ვიცი შენ არა ხარ, ვიცი მეჩვენება
ვიცი და მაინც გიცდი.
ვგრძნობ, რომ არ ჩაივლის ასე ყველაფერი,
მარტო არ დამტოვებ ვიცი.
ვიცი გვიან მოხვალ, მაგრამ მაინც მოხვალ
ვიცი და ამიტომ გიცდი..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1090 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



არ ვიცი...საიდან როგორ დავიწყო.
შენ რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდი ღვთის საჩუქარი მეგონე!
მეგონა მართლა გიყვარდი და ეს შესაძლებელი იყო!
მაგრად შევცდი...ვაი რომ მწარედ შევცდი.
შენ ერთ დღეს მოინდომე ჩემი მიტოვება...
და მიმატოვე...საბოლოოდ ოცნებები დამიტოვე მხოლოდ
გული მატკინე,ეხლაც მტკივა გული,და ცუდად ვარ!
რატომ მიმატოვე? ეს არ უნდა გაგეკეთებინა...
ჩემი გულისთვის მაინც!ხო იცოდი რომ თავგანწირვით მიყვარდი...
გელოდე,ძალიან ბევრი...უსაშველოდ,უიმედოდ გელოდე...
მეგონა დაბრუნდებოდი!...ჩემს თავს ვატყუებდი ვითომ უბრალოდ
არ გეცალა ჩემთვის და სიყვარულისთვის.
მაგრამ არა...შენ მხოლოდ ჩემი სიყვარულისთვის არ გეცალა!
საშინლად განვიცდი უშენობას!მიყვარხარ!!!უიმედოდ და უზომოდ...დავიფიცე რომ
15 აპრილამდე...სიყვარულის დღემდე დაგელოდებოდი მხოლოდ...
ეს დღე თანდათან იწურება და არც შენ ჩანხარ!!!
თითქოს მხიარულად ვარ გარეგნულად...თითქოს ყველაფერი კარგადაა...მაგრამ
არა!!!ჩემს გულში ცრემლის ტბა დამდგარა!!!
რატომ??? რატომ მაინდამაინც მე უფალო? ასეთი რა ცოდვა მაქვს რომ
სიყვარულში არ მიმართლებს!
უფალო მხოლოდ იმას გთხოვდი და გთხოვ ჩემი საჩუქარი დამიბრუნე!
გევედრები ...ეს დროც სწრაფად გადის ...და გული სულ უფრო მიკვდება. ეს
უიმედო სიყვარული ბოლოს მიღებს,მანადგურებს საბოლოოდ!!!დღეს თუ არ გამოჩნდი
მაშინ ნელ -ნელა დ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1090 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რაო? რატომ გაჩერდა ტკივილი? სად? ვისთან ეძებდი შენს დაღლილ ბედნიერებას? სად აცეცებდი თვალებს? რატომ, რატომ გაურბოდი შენს აბორგებულ გულს? განა იქ არ იბადება შენი ნაზი გრძნობები ყოველივესადმი? განა შეიძლება ადამიანი გეკუთვნოდეს? არა.. შენი გული იქნება შენთან, მას გაუფრთხილდი, ხშირად ჩაიხედე და დაუყვავე... მერე რა რომ არავინ გასწავლიდა ამას? მერე რა რომ ნულიდან გიწევს დაწყება?
მერე რა რომ უკვე ნული გახდი მისთვის, ვისაც მეგობრად თვლიდი და აღმერთებდი? ჰო...იტირე, ცრემლები წაშლის ციფრებს და მერე ნულიდან დაიწყე.... ჰო შენ აღმერთებდი ადამიანებს ისე რომ საკუთარი თავი არც მოგწონდა... ჰო შენ მარტივი გეჩვენებოდა შენი გული და სხვების სირთულე გხიბლავდა და გათრობდა, ჰო....
მერე რა თუ არ გპატიობენ უსასრულო შეცდომებს? შენ ხომ პატიობ და საკუთარ თავსაც აპატიებ.... ჰო... მერე რა რომ ყველა საპირისპიროს გასწავლიდა მუდამ? დაიწყე ნულიდან...ანუ საკუთარი თავიდან... ოღონდ ამჯერად სიყვარული დაიწყე, ეს ბანალური და მოძველებული სიყვარული, რომელიც ასე გაკლია ....
ჰო გაივლის უხეში სისხლი და შენში ხალასი, მჩქეფარე მდინარეები ამღერდებიან ძველი სისხლის ნაცვლად... ჰო წარმოიდგინე რომ არ ხარ და ისე განაგრძე სიცოცხლე...
ჰო... არაფრის კიდევ დამცირება შეუძლებელია ისევე როგორც ჰაერის ხმლით აჩეხვა... ჰო... ვერავინ გატკენს გულს, მათ ხომ თავიანთი პრობლემებიც ეყოფათ, ნუ, ნუ დააბრალებ შენს ტკივილებს ადამ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1020 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


_მე შენ მიყვარხარ
_არ გჯერა?
_ვიცი რაღაც დაკარგა ამ სიტყვამ მეოცე საუკუნეში, თითქოს გაიცვითა და
აღარავინ იჯერებს. ხომ შენც ასე ფიქრობ და ალბათ ამიტომ ხარ ასე შორს და არ
გჯერა ჩემი.მე კი... მე კი ისევ იმის თქმა მინდა რომ...


მე შენ მიყვარხარ!
ყველაფერმა აზრი დაკარგა ჩემს ირგვლივ შენს გარეშე. ურთიერთობას ვეღარ
ვახერხებ ვერც სულიერთან და ვერც უსულოსთან. ისინი მე გამირბიან. თითქოს
დაიცალა მთელი სამყარო და დავბოდიალობ უსახო სიცარიელეში. დილით რომ ვიღვიძებ,
საშინელი სევდა მომყვება ხოლმე სიზმარეული ქვეყნიდან. ყოველ ღამე სიზმარში
გხედავ ისეთს როგორიც იყავი.
დილა არის.
თოვს.
ფანჯრიდან გხედავ, რომ ჩემი სახლის წინ დგეხარ და მელოდები.
თოვს. ზეცა ნებივრობს შენ კულულებზე, თეთრი ფანტელებით გეალერსება, სახეზე
გათოვს. მე შინიდან გიყურებ და კარგა ხანს გარეთ არ გამოვდივარ. ამ წუთსში
შენ ზეციდან მოფრენილ ანგელოზს გევხარ. დგახარ ჩემს ფანჯარასთან და
მელოდები. სახეზე გათოვს. შენ ზეცაში იყურები და გეჩვენება, რომ მაღლდები, ზემოთ
მიფრინავ. ეს მასწავლებელმა გვასწავლა პირველ კლასში. შემ!
;ო
დგომაზე რომ მოვიდა თოვლი, კლასიდან გარეთ გამოგვიყვანა და დაგვაყენა.
თოვს.
მასწავლებელმა ცაში აგვახედა. სახეზე თოვლის ფიფქები გვეფინებოდა და უცებ
ყველას ნეტარების წამოძახილი აღმოგვხდა - ჩვენ ცაში ავფრინდით!
ეს რა თქმა უნდა მოგვეჩვენა. ასე იცის, როცა თოვაში იყურები. მაგრამ მაშინ
ჩვენ ეს ა ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1137 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ეს ყველაფერი დიდი ხნის წინათ მოხვდა ...მაშინ როდესაც სამყაროში სუფევდა შიში -რომელიც ყოველი ადამიანის სიახლოვეს დასეირნობდა .კაცმა არ იცოდა რა იყო სულიერი სიმშვიდე, სიყვარული !
სადღაც შორს,ძალიან შორს, უდაბნოს პირას პატარა ,დანგრეული ქოხი მოსჩანს...ასე გგონია ნიავი დაუბერავს და თან წაიღებს-ისე არამყარედ დგას. მის ფანჯრებში მინის მაგიერ ,უფერული და ჭუჭყიანი ტილოებია ჩასმული ; კარი კი ნიავს ეცეკვება -იხსნება და იკეტება...ქოხში სიბნელეა ,სიცივე ,სინესტე ,ყველაგან ნაგავი და ცარიელი ბოთლები ყრია .ჭერზე დიდი ხვრელია,საიდანაც ცვიმის წვეთები შემოდის ოთახში. ამ პირობებში ვერავინ იცხოვრებდა -მაგრამ ჩვენი ცხოვრება ისეთი სასტიკი,გულცივი და საზარელია,რომ.... ქოხში თუ შევიხედებით ,ვნახავთ საშინელ სანახაობას- ერთ-ერთ ბნელ კუთხეში ერთმანეთთან ჩახუტებულ ორ პატარა ,სავარაუდოდ 7 წლის გოგონას და ბიჭს სძინავთ-ნინიკოს და ლუკას...მათ ტანს დახეული,ჭუჭყიანი და ზომით პატარა სამოსი აცვიათ...ბავშვები კანკალებენ -გარეთ შემოდგომის ბოლო თვე დგას, წვიმს და საშინლად ცივა...ხანდახან გაისმის მათი კვნესა- ალბათ ცუდ სიზმარს ხედავენ პატარები,ან კიდევ აწუხებთ რამ...მაგრამ ერთმანეთს ჩაეხუტებიან და განაგრძობენ ძილს -მეტი რაღა დარჩენიათ -არც არაფერი...დედათავიანთი მათ მშობიარობას გადაჰყვა -მამამ კი ისე განიცადა მისი სიკვდილი ,რომ ყველაფერი ახალშობილებს დააბრალა და შეიზიზღა...იმ დონემდე შეიზიზღა ,რომ ერთ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1080 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ჩვენი გაცნობა, ალბათ, უფალმა ინება! ოთხი წელი დიდი დროა იმ პატარა გოგონასთვის, რომელიც ახლა უნდა იწყებდეს ცხოვრებას. მაგრამ ღვთის ნებას ხომ ვერ გაექცევა ვერც ერთი ადამიანი?! ოთხი წლის წინ თოვლის მოსვლას ვნატრობდი, სწორედ მაშინ გაგიცანი . . . _ ნატვრის თვალი რომ ვიყო, რას ინატრებდი? _ მკითხე უეცრად. მე დავიბენი, შემეშინდა, გაქცევაც დავაპირე, მაგრამ ფეხები არ მემორჩილებოდა. _ უცხოოებს არ ველაპარაკები! _ უცხო რომ არ ვიყო, რას მიპასუხებდი? _ არაფერს! გავბრაზდი, რას გადამეკიდა ამხელა კაცი-მეთქი, გავიფიქრე. ალბათ მაშინ თოთხმეტი წლის ბავშვს მეჩვენებოდი ხუთი წლით წლით უფროსი ამხელა კაცად. შენ არ მომეშვი თითქოს მეც რაღაც მიზიდავდა და მაკავებდა შენს წინ. ზამთარი იყო, ირგვლივ ყველაფერი უსიცოცხლოდ ღაფავდა სულს. ზამთარს ერთი რამ აკლდა თოვლი. . . . თოვლი ხომ აქ ყვეაფერს შეცვლიდა და გაალამაზებდა. იმ დღეს ვერაფერს გახდი, გარდა იმისა, რომ თავი მომაწონე. ხმას ამოიღებდი თუ არა მე გეუბნებოდი: _ არ გიცნობ და ნუ მელაპარაკები-მეთქი. ბავშვური აჩემებააო, ამბობდი, როცა მართლა ბავშვი ვიყავი. ერთხელ მარტო აღმოვჩნდი ეზოში. შენ ჩემკენ წამოხვედი. მიახლოვდებოდი, მე ვნერვიულობდი. ჩემს გვერდით ჩამოჯექი. სიგარეტს მოუკიდე და რაღაცაზე დაიწყე ფიქრი. მე გიყურებდი, გათვალიერებდი, შორიდან გეალერსებოდი, შენ კი არ შემოგიხედავს. მე მეტი აღარ შემეძლო, შენ მესამე სიგარეტს მოუკიდე და პირველად გამომხედე. _ ნატვრისთვალი რომ ვიყო, რას ინარტებდი? დიდი ხნის წინანდელი უპასუხო ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1081 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჩემი უსასრულო ფიქრი ხარ,
ჩემი სიყვარულის კონა,
ჩემი სილამაზის საზომი,
ჩემი ოცნებების წონა.

ჩემი მოელვარე ვარსკვლავი,
ჩემი გამხელილი ცოდვა, ჩემი სიხარულის საბაბი,
ჩემი ღამეული ბოდვა.

ჩემი უსახელო ლექსი ხარ,
ჩემი დარცხვენილი მუზა,
ჩემი ბედნიერი ცრემლების
ზღვაში ჩაშვებული ღუზა...

ჩემი უპასუხო კითხვა ხარ,
ჩემი პაწაწინა ია, ჩემი გაუშლელი ყვავილი,
ჩემთვის გასროლილი ტყვია..

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1242 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ის იყო ყოველთვის მარტო ამ ქვეყანაზე. ის და არავინ სხვა. თუმცა იყვნენ
მეგობრები, ნაცნობები, იყო ბევრი სიხარული, ბევრი ბედნიერი წუთი, ბევრი
ტკივილიც და ბევრი უძილო ღამეც, ბევრჯერ უნატრია მასთან ყოფნა, მაგრამ ეს იყო
მხოლოდ ოცნება, ის ხომ მას არ ეკუთვნოდა და ალბათ არც არასდროს გახდებოდა
მისი.
და სიევ ბედნიერი წუთები.
ვისაც არ ელოდა ის მივიდა, მივიდა და უთხრა დიდიხნის ნანატრი და ოცნბეად
ქცეული სიტყვები
\"მე თქვენ მიყვარხართ\"
ოცნება თითქოს ახდა.
ბედნიერება მოვიდა, რომელსაც თან ახლდა შიში, შიში სიყვარულის დაკარგვის,
რომელიც უსაფუძვლო არ ყოფილა.
ხმაური ღამით.
ირგვლივ გამეფებულ წყვდიადში გზააბნეული და დაკარგული შვლის ნუკრივით
დადიოდა იგი.
ისევ იწყებოდა უფერული და ძაძით მოსილი დღეები. ამას კი ნამდვილათ ვეღარ
გაუძლებდა.
უღალატა იმან ვინც მთელ სიცოცხლეს ერჩია, ვინც სალოცავ ხატად ყავდა
გადაქცეული.
ყოველთვის მისთვის ლოცულობდა: \"უფალო მიეცი ძალა სიყვარულისა, ძალა
ტკივილის ატანისა, ძალა იმისა რომ უყვარდეს ყველაფერი რაც ლამაზია, ნურასოდეს
იტყვის \"მომბეზრდა\", შეუნდე ღმერთო ყოველი. ამყოფე ბედნიერი თუნდაც
სხვასთან.\"...
არასოდეს არაფერი უთხოვია თავისთვის, მხოლოდ ოცნებაში თუ გაბედავდა
მისთვის თვალებში ჩახედვას, ხელით შეხებას და ისიც ერთი წამით, მხოლოდს ერთს
თხოვდა ყოველთვის შ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1080 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დღეს მე განაჩენი გამომიტანეს. მითხრეს, რომ ჩემს ორგანიზმში რაღაც
ბოროტი, კიბოსმაგვარი არსება ბუდობს. ის მანგრევს, მჭამს შინაგანად და ამის
შეჩერება არავის და არაფერს აღარ შეუძლია... ექიმმა მშვიდი ტონით მითხრა –
კიბო გაქვს... უკვე ვერაფერი უშველის... სიგარეტმა დაგღუპა, შვილო... იმ
მომენტში თითქოს ნათლად გავიგე, როგორ დაეცა მუხლებზე და აქვითინდა ჩემი
ანგელოზი. მე არ მიტირია. თითქოს ქვეცნობიერად მთელი ცხოვრება ველოდი ამ
დღეს, ამ სიტყვებს... უბრალოდ ვიგრძები, როგორ გადამიარა სახეზე შავ-თეთრმა
ტალღამ და ადგილს მიმაჯაჭვა. ჩოტა ხანი ესე ვიდექი, გახევებული და
მეტყველების უნარდაკარგული. მერე კი თითქოს მექანიკურად, რაღაცნაირად უემოციოდ
ვიკითხე:
1 რამდენი დამრჩა?
2 ორი თვე... მაქსიმუმ...
გული ძალიან, ძალიან სწრაფად ამუშავდა. თვინმა თავისით დაიწყო ფიქრი. ორი
თვე... ორი თვე... უნდა მოვასწრო... უნდა... უნდა...
ექიმმა მხარზე დამადო ხელი, მთელი გულით ამოიოხრა და ოთახიდან გავიდა.
სახლში მივედი და ოთახში შევიკეტე. ძლივს მარტო დავრჩი საკუთარ ფიქრებთან,
მაგრამ სწორედ ამის მეშინოდა ყველაზე მეტად. მეშინოდა სიმართლისათვის
თვალებში შეხედვის, ამ შემთხვევაში კი მე ვიყავი ჩემი საკუთარი სიმართლე.
ლოგინზე დავჯექი და რაღაც მწარეს, მაგრამ რეალურს გავუსწორე თვალი. ვერ
გავუძელი... გამახსენდა სადღაც გადანახული კონიაკის ბოთლი. პირველი მოყუდ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1041 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თვალებს შეუძლიათ _ იცინონ
თვალებს შეუძლიათ_ იტირონ
თვალებს შეუძლიათ_ იცქირონ, შემდეგ დაღლილებმა _ იძინონ
თვალებს შეუძლიათ _ შეყვარება
თვალებს შეუძლიათ_ დავიწყება
თვალებს შეუძლიათ_მოგონება
თვალებს ძალუძს შეჩვენება, ბოღმის შეჩერება, შეკავება
თვალებს ბევრის გული შეუცვლია
თვალებს ბევრი რამე შეუგრძვნიათ
სანამ სიყვარული იარსებებს თვალებს ყველაფერი შეუძლაით...

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 959 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მიყვარხარ... და მაინც გეტყვი, რომ მშვიდობით...
წავედი ოცნებაც მიმაქვს,
ოცნება, რომელიც შენთვის სულ არაფრად,
ჩემთვის კი დიდ რამედ ღირდა.
ოცნებას, რომელსაც ვატარებ დღე და ღამ,
ოცნება, რომელიც მინდა,
მაგრამ არამაქვს უფლება ოცნების,
რადგან შენ ასე გინდა.
წავედი თან მიმაქვს მე ჩემი ფიქრები,
წავედი სიმშვიდე მინდა.
თითქოსდა მივდივარ , თითქოსდა გშორდები
ცრემლები არაფრად ღირდა.
მიყვარხარ... და მაინც გეტყცი, რომ მშვიდობით...
მშვიდობით შენ ასე გინდა.
ოღონდაც შენს სახეს ვხედავდე ბედნიერს ,
მე ქვეყნად მეტი რა მინდა.
მიყვარხარ... გშორდები...ფიქრები თან მაწევს
ცხოვრების უმძიმეს ტვირთად.


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1044 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


როცა დაიწყებს წყარო საუბარს,
მზეს რომ მისწვდება ირმის ბღავილი,
შემოასკდება როცა ალუბალს
მუხლზე კაბა და გულზე ყვავილი.
როცა კვირტები აფეთქდებიან,
როცა სიმღერას იტყვი სასურველს,
როცა ირმები დაფეთდებიან,
მზეს შეხედავენ, რქებში ჩაწურვილს.
როცა მერცხალი ზეცას შეუტევს,
როცა მიწაზე მზე და დარი დგას,
ირემი აპრილს კარებს შეუმტვრევს
და ატმის რტოებს რქებად დაიდგამს.
როცა მზე მინდვრებს კალთებს დაუცლის
საგვირილოდ და საენძელოდა,
ირემი ირემს ბალახს გაუწვდის
და რქას მიურტყამს სადღეგრძელოდა.
როცა ძეწნები ატირდებიან
და აკოცებენ ვაზებს ხარდნები,
შევხედავ ზეცას ნატვრისთვლებიანს,
ავტირდები და ავხარხარდები.
მოიგონებენ წარსულს მკვიდრები,
აბუბუნდება ქვეყნად ყველა მთა,
გავდიადდები, გავსულდიდდები
და ავენთები მამულს კელაპტრად,
დავდგები ცერზე, როგორც ავაზა,
ერთს გადავხედავ დღეებს გაფრენილს,
მერე მოვკვდები ისე ლამაზად,
ვით დაიბადა ეს ყველაფერი.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1067 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე ვერ გავუძლებ უშენობით მოტანილ დარდებს
და მივეცემი აბობოქრებულ ფიქრების ტალღებს.
შენთვის დავკრეფდი ტრიალ მინდორზე მე ველურ ვარდებს
და… სიგიჟესაც ჩავიდენდი გვერდით რომ მყავდე.
და ჩემს სიგიჟეს მივაწერდი შენს ლამაზ თვალებს
ხშირად მდუმარეს,დაფიქრებულს,სულ რომ მაწვალებს.
თაფლისფერ სითბოს,დაუცხრომელ ვნებას და ალერსს
მე წაგართმევ და.. შენ გააღებ უმზეო თვალებს.
გააღებ თვალებს… დაიწყებ ძებნას,
გსურს რომ იპოვო ის ძველი მზერა….
შენ ვერ გაუძლებ უჩემობით მოტანილ დარდებს
და…სიგიჟესაც ჩაიდენდი გვერდით რომ გყავდე!....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1073 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გარინდული სიჩუმეა გარშემო
სანთლის შუქზე მელანდება წარსული
რომ ვიხსენებ როგორ მეხუტებოდი
ცრემლი მომდის იტანჯება გულსული
მენატრები...საყვარელო..დაბრუნდი
წამით მინდა აქ რომ იყო სიცოცხლევ
მხოლოდ წამით შემოგხედავ გინატრებ
და უეცრად გაიღება კარები
მომესმება ხმა აკანკალებული
გავიხედავ და უეცრად დამხვდები
კარს ატუზული თვალაცრემლიანებული
და მზერა იყო რაღაც გასაოცარი
თვალს ვეღარ გწყვეტდი მეც ნამტირალები
მომიახლოვდი და ჩამეხუტე უეცრად
და ჩურჩულებდი.....
მე ისევ მოვედი ისევ დავბრუნდი
მიყვარხარ სიცოცხლევ როგორც არავინ!!!!!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 992 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გადამდებია სიცოცხლე! გადამდებია ჭირი!
გადამდებია ცრემლები, გადამედო და ვტირი!

გადამდებია აპრილი, ია-ენძელას ფერი!
გადამდებია სიმღერა, გადამედო და ვმღერი!

გადამდებია ღიმილი! გადამდებია ქალი!
გადამდებია სურვილი, ხურო ქვეყანა ჩალით!

ჩამოთავდება საცაა ჩემი ცხოვრების ფირი!
მიწას რომ ვჭამდი, იმ მიწით, ამომევსება პირი...

გადამდებია წითელა და სინანული მწარე,
გადამდებია ვარდობის თვის ორი კვირის მთვარე...

გადამდებია ეჭვების და უნდობლობის შხამი!
მომწამვლელია, დღის გამო რაც გიფიქრია ღამით!

კოცონს აჩაღებს ეჭვების უბრალო ნაპერწკალი!
ეს მწუხარება! ეს ვნება! ის დარდი! ის კურცხალი...

გადამდებია ვეება დარდი სამშობლო მთების...
გადამდებია სიკვდილი, გადამედო და ვკვდები.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1021 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ჯერ გაგაბრაზებ, გაწვალებ,რომ აგეშალოს ნერვები
დაგათრობ ღვინით და კოცნით და ბოლოს მოგეფერები.
ბუხართან გვერდით მოგისვამ,რომ აგერიოს ფერები,
თავს აგატკიებ ლექსებით და ბოლოს მოგეფერები.
ღილებს შეგიხსნი ნელ-ნელა მკერდს გაგიხურებ ფერებით
გულს აგიჩქარებ თვალებით და ბოლოს მოგეფერები.
თაფლსაც წაგისვამ მთელს ტანზედ და მაგრად მოგეწებები
ჯერ გადაგაქცევ ჩემს მონად და ბოლოს მოგეფერები.
ბუხართან გეტყვი მიყვარხარ ბუხართან მთლად ავენთები
ბუხართან შენი გავხდები ბუხართან მოგეფერები.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1094 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ამ ცხოვრებაში მე ვარ სულ მარტო,
ოღონდ არ მკითხო,ვერ გეტყვი რატომ.
ამ ცხოვრებაში მე ვარ ეული,
მაგრამ მკვდარია ჩემი სხეული.
მე აღარ ვიტვლი წუთებს და წამებს,
რადგან კვლავ შეცვლის ნათელი ღამეს.
ჩემი ცხოვრება კვლავაც გრძელდება,
მაგრამ ჩემს ტკივილს ვერავინ ხვდება.
უშენოდ ჩემი გრძნობა გაქრება,
გული კი მარტოდ მარტო დარჩება.
მოგონებები თუ გადარჩება,
ამ მოგონებას ცრემლი ახლდება.
ყველაფერი კი ასე მთავრდება,
გული უშენოდ დაიტანჯება.
სული ობოლი მარტო დარჩება
და ჩემი გრძნობა ასე გაქრება,
გაივლის დრომ და დადგება წამი
როცა მე უკვე ვიქნები გვამი.
მე გამიხსენებ სულ ერთი წამი,
შენ გეკუთვნოდა,შენთვის ვარ მკვდარი,
შენი ვიყავი და შენი ვრჩები,
შენს ტკბილ სიზმრებში მე შენთან ვრჩები...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1071 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თუ რაღაცა გინდა იოცნებე და თუ ამ ოცნებას ვერ ისრულებ ეცადე სიზმრებით ისე იცოცხლო როგორც რეალობით ცოცხლობ რადგან სიზმრებში და წარმოსახვაში ადამიანს იმის გაკეთება შეუძლია რასაც რეალობაში ვერ გააკეთებდა .
სიყვარულიც ესეა პატარა ზღაპარია ოცნებაა რომელიც პატარა გულში დიდ ადგილს იკავებს და ისე ღრმად გაგრდძნობინებს რომ თვითონ შენც კი გიყვირს.
რისთვის აქვს ხალხს დაწერილი რომანები ლექსები და ეს საიდან მოდის?თურმე სიყვარული ისეთი გრდზნობაა რომელსაც ადამიანის სრული შეცვლა შეუძლია ან დადებითად ან უარყოპითად მაგრამ ყველას ვისაც უყვარს მისთვის ეს გრძნობა უმნიშვნელოვანესია რადგან ცხოვრების დღის ყველაზე დიდ ნაწილს მასზე ფიქრში ატარებ.ის ხანდახან სევდას გვგრის და ხანადახან სიხარულს გვანიჩებს .
რა არის ცრემლი? ემოცია სიხარულისა ან სევდის გამომხატველი რომელიც აუცილებლად თითქმის ყოველთვის სიყვარულთან არის დაკავშირებული.

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1092 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მთელი ცხოვრება მოლოდინია,ადამიანი სულ რაღაცას ელოდება,რაღაცას ან ვიღაცას ეძებს,შეიძლება ის რაღაცა იქვე ჰქონდეს,მაგრამ ვერც ამჩნევდეს,რადგან მას იმედი აქვს,რომ უფრო უკეთესს იპოვის და ამ ლოდინში ისე გავა დრო,რომ ვერც ამჩნევს,გადახედავს თავის ცხოვრებას და ხედავს რომ მხოლოდ იმედი აცოცხლებდა,რომ მხოლოდ იმედის იმედი ჰქონდა,მწარედ გაიცინებს და მაინც იტყვის კიდევ კარგი ეს მაინც მქონდა და ცხოვრება გავილამაზეო,რადგან ცხოვრებაა თვით იმედი.ნათქვამია იმედი ბოლოს კვდებაო და პრინციპში ეს ასეცაა,რადგან სიცოცხლის უკანასკნელ წამამდე ადამიანს იმედი აცოცხლებს და ასე ცხოვრობს ერთად მთელი ცხოვრების მანძილზე ორი განუყრელი მეგობარი: იმედი და ადამიანი...სიყვარული ნარკოტიკს გავს... თავიდან ეიფორია, სიმსუბუქე და სრული გალღობის შეგრძნება გეუფლება... ჯერ ღრმად არ შეგიტოპავს, თუმცა შეგრძნებები მოგწონს, მაინც გჯერა რომ ნებისმიერ წუთს შეგიძლია განზე გადგე... საყვარელ არსებაზე დღეში ორ წუთს ფიქრობ და მერე სამი საათით ივიწყებ. მაგრამ თანდათან ეჩვევი ამ ახალ შეგრძნებებს და სრულიად დამოუკიდებელი ხდები... მაშინ უკვე სამ საათს ფიქრობ და ორი წუთით ივიწყებ... თუ საყვარელი არსება გვერდით არ გყავს იმასვე გრძნობ რასაც ნარკომანი, წამალს რომ ართმევენ. ასეთ წუთებში იმ ნარკომანივით რომელსაც ერთი დოზის გულისთვის შეუძლია იქურდოს, მოკლას, თავი დაიმციროს, შენც მზად ხარ ყველაფერი გააკეთო სიყვარულისთვის...
... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1263 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თუ სახეზე შემომხედავ დაინახავ უცებ ღიმილს,
ვერ მიხვდები,რომ მე ჩუმად,ამით ვფარავ გულის ტკივილს,
გავუყვები ღამით ქუჩას და ავხედავ სავსე მთვარეს,
ცას ვარსკვლავი თუ მოწყდება,ჩუმად ჩავიფიქრებ რამეს,
მერე ისევ ძველებურად სალოცავში ვიწყებ ლოცვას,
ცოდვების დასავიწყებლად ისევ დავცლი ღვინის ბოცას,
დავითვრები,ვერ ავდგები,კვლავ დავიწყებ მუხლზე ცოცვას,
ნურას მკითხავ,ვერას გეტყვი და დავიწყებ ისევ ბოდვას,
ვიღაცა თვალს გამაყოლებს,ვერ გაიგებს ის ჩემს ტკივილს,
გულიანად ჩაიცინებს:"მთვრალია და მიტომ ტირის"
ვინ რა იცის როგორ ვცხოვრობ,რად ვიღიმი მუდამ ასე,
არ იციან ჩემი გული ტკივილით თუ არის სავსე,
მე რომ მუდამ თან ვატარებ განწყობას და ლამაზ ღიმილს,
ვერ ხვდებიან რომ ღიმილი მალავს ჩემი გულის ტკივილს!
ვერას ვამბობ,ძველებურად მივუყვები კუთვნილ ბილიკს,
გაიკვირვებთ ალბათ ყველა,თუ დავიწყებ უცებ ტირილს,
სევდით სავსე ვზივარ ასე და შევცქერი ზეცით მთვარეს,
ყველა ჩემი გულის ტკივილს მე ვუყვები ამ ჩუმ ღამეს...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1040 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ეძებე იდეალი,მაგრამ მის ძებნაში არ დაკარგო თავი საკუთარი
იპოვე სიყვარული ,მაგრამ მის ძებნაში სხვას არ აურიო გზა-კვალი!
იყავი სანატრელი,მაგრამ მონატრებით მას ნუ გააწამებ!
თავს ნუ გაექცევი თOრემ დაბრუნებას ძლიერ დაინანებ!
იყავი ეჩვიანი,ქალი ეჭვისათვის ღმერთმა გააჩინა
მაგრამ შენი ეჭვით მას ნუ შეამოწმებ ,გიჯობს.ეგ არ გინდა!
გულში გააღმერთე ,მაგრამ ღვთის გულისთვის იმას ნურას ეტყვი!
თორემ ღმერთი ვარო, კერპად გაგიხდება,ილოცეო გეტყვის!
წასვლას დააპირებს? ნუღარ შეაჩერებ,ის ხომ მაინც წავა
მხოლოდ დაელოდე,ლოცვად იქეცი ადი ანჩის ხატთან
როცა დაბრუნებულს,თვალებს შეახვედრებ არაფერი კითხო,
მხოლოდ გაიღიმე,გულში სიამაყე წამით არ გაივლო!!





კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1034 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დაუკითხავად თუ შემიყვარდი,
თუკი შენზე ფიქრში ღამე გავათიე,
მიყვახარო თუკი გამოგიტყდი,
სული აგიშფოთე, მაპატიე...
ვიწრო ბილიკებზე დამიღამდა,
მაგრამ შარაგზაზე გავათიე,
წინ მე შენი სახე მომიძღვოდა
და თუ აქაც შევცდი, მაპატიე...
ნაზი ოცნება თუ დაგინგრიე,
მშვიდი ცხოვრება თუ დაგინგრიე,
შენთვის რომ ვლოცულობ, სევდიანი
თუ რამეს ვაშავებ, მაპატიე...
შენი სიყვარული თუ მაცოცხლებს,
შენზე დარდი თუ დავარბიე,
რა ვქნა, უბედურად შემიყვარდი,
დამნაშავე ვარ და მაპატიე...




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1105 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სიცოცხლე- შესაძლებლობაა,გამოიყენე იგი,
სიცოცხლე- სილამაზეა,აღფრთოვანდი მისით,
სიცოცხლე- ოცნებაა,შეასხი ხორცი,
სიცოცხლე- გამოწვევაა,მიიღე იგი,
სიცოცხლე- ვალია შენი ამქვეყნიური, აღასრულე ბოლომდე
სიცოცხლე- სიმდიდრეა,ნუ გაფლანგავ!
სიცოცხლე- ქონებაა,გაუფრთხილდი!
სიცოცხლე- სიყვარულის სასმისია, შესვი ბოლომდე,
სიცოცხლე- საიდუმლოა,შეიცან იგი,
სიცოცხლე- მორევია უბედობათა, სძლიე ყოველი,
სიცოცხლე- საგალობელია, გაასრულე ბოლომდე,
სიცოცხლე- უსასრულობაა შეუცნობადის უშიშრად შეაბიჯე მასში,
სიცოცხლე- შენია, იბრძოლე მისთვის!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1075 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


საათზე უფრო ღრმა სიმბოლო მე არ მეგულება!
თვალწინ მიდგას ღრმად მოხუცებულის დამჭკნარი სახე, თეთრი, მთვარესავით მრგვალი და ბრტყელი. თვალებჩანისნული და თავდავიწყებაში მთვლემარე. ნელა, ნელა ეპარება ამ სახეს ორი ვარდისფერი პაწია თითი შვილი-შვილისა, უცაცუნებს ბებიას სახეზე და ნაოჭს უსწორებს. პაწია თითები მიცოცავენ ბებრის სახეზე. თვალწინ მიდგებიან:
საათები, საათები, ეკლესიების გუმბათებზე, საათები დიდი ქალაქის მოედნებზე, საათები, ფართე, ღია თვალებიანი საათები რკინის გზის სადგურებზე, როცა შუაღამისას ექსპრეს-მატარებლით მიჰქროლავხარ სივრცეში და ისინი ისე დაღვრემილად გამოიყურებიან, როგორც გარდაცვლილი დროის სარკე თვალები!
ღია დარჩენილი თვალები მარადისობისა!
ჩემს ხანგრძლივ უძილარ ღამეებში, მარტოობაში და უცხოობაში ისინი რეკავენ. რეკავენ, თითქოს ვიღაცას ჩემთვის ძვირფასსა და საყვარელს მიასვენებენ სადღაც, დიდი ქალაქის ბნელ ქუჩებში.
დარეკავს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ... აჟღარუნდება თორმეტჯერ და ყველანი ერთის ჯადოსნური დირიჟორის ჯოხის გაქნევაზე აჟღარუნდებიან მთელი მძინარე ქალაქის საათები და ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ვიღაცეებმა ცხრა ჩირაღდანი აიღეს, სანდლები ფეხზე წამოიცვეს, ჩირაღდნები აანთეს და ემზადებიან გასასვენებლად.
საათები ბინის კედლებზე, საათები მოედნებზე, საათები რკინიგზის სადგურებზე, საათები ეკლესიის გუმბათებზე, და სატრიუმფო ჭიშკრებზე, რეკავენ, ზარითა და ზათქით, მიასვენებენ მზე გადასულ დროს; რომელიც ყველაფერს გვართმევს, ყველაფერს თან წაიღებს, რ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1080 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

პარასკევი, 2024-04-19, 6:35 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024