მთავარი » 2010 » თებერვალი » 27
The Good Night 1 სთ 33 წთ ჟანრი: დრამა, კომედია, რომანტიული პოსტერები გამოშვება: 25 იანვარი 2007 რეჟისორი: ჯეკ პელტროუ სტუდია: დესტინეიშენ ფილმსი, ინფერნო დისტრიბიუშენი, მჰფ ცვეიტ ექედემი ფილმი, ტემპესტა ფილმსი, გუდ ნაიტ პროდაკშენი ლტდ., გროსვენორ პარკ მედია როლებში: პენელოპა კრუზი, მაიქლ გამბონი, მარტინ ფრიმენი, საიმონ პეგი, გვინეთ ფელთროუ, დენი დე ვიტო, კეიტ ალენი, სკაი ბენეტი, სტეფან ბოჟი, ფრანკო ბუალონი, ლუსი დევიტო, სონია დუბელი, პიტერ რნიკი
ფილმის მიმოხილვა გერი შელერმა არ იცის რა ქნას - სამსახური უკვე არ ანიჭებს სიამოვნებას, ცოლს ჭკუიდან გადაყავს, თავისი 30 წლის თავიუ კი მან ოთხი წლის უკან აღნიშნა. ყველაფ
...
Read More
|
დასახელება: Natalie Portman Wallpapers ფორმატი: JPEG რაოდენობა: 31 ზომა: 5 MB
|
ჩემი ბრალია ყველაფერი... არავის ვგავარ... არც ეს ლექსია სხვების მსგავსი, ჩემია ისიც... ტკივილისაგან გალუმპული წვიმაში ვდგავარ... და ჩემის გარდა, არ მასვენებს ტკივილი სხვისი...
მხოლოდ ერთს გეტყვი... სიცოცხლეზე და ჩემზე მეტი... რაც გამაჩნია - ეს გულია... სხვა, აბა, რა მაქვს?... შენა ხარ ჩემი ერთადერთი... რა?... წვიმის წვეთი... მე შენი სითბო ამ წვიმაში პეშვებით დამაქვს...
|
ვზივარ დაღვრემით, ველოდები პოლარულ ექსპრესს. გთხოვთ, ქალიშვილო, მომიტანოთ ერთი ესპრესო. ერთბაშად ვამსხვრევ შემოჩვეულ უსულო კერპებს, სულში რომ ძვრება და დროს გვართმევს საუკეთესოს. ვხედავ ორივეს, შენი ფიქრის ორივე მხარეს. და ვეღარ ვხვდები გკოცნი შენ, თუ ვკოცნი ორეულს. მინაზე ქარი მინანქარი სილუეტს არხევს, სარკეში ხატავს ჩემს ლურჯ სხეულს შენგან მორეულს. რბილი ხელებით თმაზე ისევ მომეფერები, და სანამ ფიქრებს გამიფანტავს შენი შეხება, გაფრინდებიან თბილ ქვეყნებში ჭრელი პეპლები, ფრენა არ იცის მხოლოდ ერთმა ლურჯმა პეპელამ.
|
დასახელება: Black Wallpapers ფორმატი: JPEG რაოდენობა: 71 ზომა: 9MB
|
დასახელება: ალბერ კამიუ - უცხო გვერდი: 75 ენა: ქართული ზომა: 1 MB
|
შენ უნდა ცისფერ ღრუბლებში იწვე უნდა ღრუბელი გეფინოს ლურჯი მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ რომ ჩავახედო შენს ლამაზ სულში
შენ უნდა უცხოდ მოსული ქარი გიფრიალებდეს ნისლიდფერ მერდინს გაიღოს უცებ სამოთხის კარი მუხლებთან გეჯდეს შემკრთალი ღმერთი
რა სჯობს სიმღერა თუ წყვილი ცრემლი სად სჯობს მიწაზე თუ მიწის გარეთ მზე მზეზე უფრო დიდი და ცხელი მთვარე მთვარეზეც ლამაზი მთვარე
ბოლოს და ბოლოს ერთი აქვთ ბოლო ლომსა და თინუსს ნაძვსა და ღოლოს სიყვარულისთვის მხოლოდ ჩვენ კარგო სიყვარულისთვის გავჩნდით და ვცხოვრობთ
უხერხულია შენ გერქვას ცოლი შენ უნდა ცისფერ ღრუბლებში იწვე აჰა დამბაჩა და სველი თოვლი მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ.
|
მალე გაზაფხული მოვა და შენ ყვავილები ქარში, ალბად გეგონება თოვა ქოლგას უნებლიედ გაშლი. ჭრელი აბრეშუმის ჭერი სად არ წამოგყვება თრთოლვით, ვიდრე ჩამოდგება ჯერი სულში უსასრულო თოვის. რაღაც გარდაუვალს ბავშვი შენდაუნებურად ხვდები, ქოლგა გაშავდება მაშინ როცა გათეთრდება თმები. მაგრამ გირჩევნია ახლა ფიქრში ჩაღრმავება უჩვევს, წაჰყვე მანქანათა ნახნავ თოვლში გამოხვეულ ქუჩებს. მალე გაზაფხული მოვა და შენც ყვავილები ქარში, ალბად გეგონება თოვა ქოლგას უნებლიედ გაშლი.
|
თუ ღმერთი ერთი წამით მაინც დაივიწყებდა , რომ მე ვარ ნაჭრის ნაკუწებისგან შეკერილი პატარა თოჯინა და მე მაჩუქებდა სიცოცხლის ერთ ციცქნა ნაგლეჯს ალბათ არ ვიტყოდი იმას რასაც ვფიქრობ მაგრამ უეჭველად გავიფიქრებდი იმას რასაც ვამბობ... დავაფასებდი ყველაფერს არა ღირებულების, არამედ იმის მიხედვით თუ რა მნიშვნელობა აქვს მას. ვიძინებდი ცოტას, ვიოცნებებდი ბევრს. მესმის რომ თითოეულ წუთს როდესაც თვალებს ვხუჭავთ ვკარგავთ სინათლის 60 წამს ვივლიდი მაშინ როდესაც ყველა გაჩერებული იქნებოდა ,გავიღვიძებდი მაშინ როდესაც ეძინებოდა. მოვუსმენდი როდესაც სხვები ისაუბრებდნენ და გულიანად შევექცეოდი შოკოლადის ნაყინს . თუ ღმერთი მაჩუქებდა სიცოცხლის ნაკუწს ჩავიცვამდი შილიფად, გულაღმა დავწვებოდი მზეზე და გავიშიშვლებდი არა მარტო სხეულს არამედ სულსაც . . ღმერთო თუ გული მექნებოდა, მთელ ჩემს სიძულვილს ყინულზე გადავიტანდი და დაველოდებოდი მზის ამოსვლას. ვან გოგის ოცნებებით ვარსკვლავებს დავხატავდი ბენდეტას ლექსს და სერატის სიმღერას სერენადად მივუძღვნიდი მთვარეს. ჩემი ცრემლებით მოვრწყავდი ვარდებს, რათა მეგრძნო მათი ეკლების ტკივილი და ვარდის ფურცლების სისხლიანი კოცნა ღმერთ ჩემო, მე რომ სულ მოკლე სიცოცხლე მქონოდა .... არ გავიყვანდი არც ერთ დღეს ისე რომ ხალხისთვის არ მეთქვა, რომ მე ის მიყვარს დავარწმუნებდი ყოველ ქალსა თუ კაცს, რომ თითოეული მათგანი ჩემთვის განსაკუთრებულია და ვიცხოვრებდი ცხოვრებაზე შეყვარებულ
...
Read More
|
ჩემი სიყვარული მდინარე არ, არის რომ გადსცურო, გახვიდე გაღმა, ჩემი სიყვარული ზღაპარი არ არის რომ დაასრულო ლამაზად ახლა. ჩემი სიყვარული ჭრილობა არ არის ნემსით და ძაფით არ გაიკერება, კანონი არ არის ჩემი სიყვარული ბრძანებით არ დაიწერება. არც ვერცხლის მონეტა არ არის გროშებად არ დახურდავდება. არც საიდემლოა, არც დანაშაული არც მიმქრალ ვნებათა მხილება, ორკესტრი არა რის ჩემი სიყვარული დირიჟორს არ ემორჩილება. ქრება და ინთება ვით სიყრმის ღადარი ბჟუტავს და იწვის უდაროდ. არავის ემალება, არც არავინ ზღუდავს, მხოლოდ ყოველთვის შენსკენ უვლია. ჩემი სიყვარული არავის არ უნდა რადგან ის შენი სიყვარულია.
|
გვიან გიპოვე, ლოცვად ვიქეცი... და ახლა, ფიქრი დარდებად მათოვს... მე, ჩემი გული, ყველას მივეცი... და დავრჩი ქვეყნად ობოლი, მარტო...
მე მტკივა, გულის ჩამესმის ძგერა... გიხსენებ ეხლა, ისევ გიგონებ... ვერ დავივიწყებ, ვერაფრით, ვერა... შენს სიყვარულზე დაზრდილ სტრიქონებს...
გეძებდი დიდხანს, მაინც გიპოვე... და ახლა, დღეებს ლანდივით დასდევ... ვერ ვხვდები, გული რად დამიტოვე... გული, რომელსაც ნაღველი ადევს
წუხს ჩემი ფიქრი, წლები მიდიან... ალბათ ბოლომდე უნდა ვღელავდე შენამდე ალბათ უფრო დიდია... რა მანძილია ახლა, შენამდე...
ვბერდები, წლები ისევ მაგიჟებს... და მაინც, ისევ მომაგონდები მივდივარ, ისევ ვითვლი ნაბიჯებს ჩემში ხარ, მაგრამ მაინც მშორდები..
|
ყველა ტკივილი გუშინდელ დღეს მივეც საბოძვრად თუმცა დავრწმუნდი რომ უკვალოდ არ გაქრებიან არაფერია თუ გულს დარდის დააჩნდა კვალი, თუ იმედებიც გამიცრუვდა, არაფერია. მიუსაფარი ჩრდილებს შორის დავბორიალობ, ტრფობის ზეიმზე ძველებურად აღარ მელიან. თუ სიყვარული გუშინ იოლ თამაშს მოჰგავდა დღეს იმ თამაშის გახსენებაც ძალზე ძნელია. ყველა ბრუნდება იმის გარდა, ვინაც გწყურია და შეცდომების მიტევებას აღარც მე ველი... მე მენატრება მათრობელა თმების სურნელი, და სიზმარივით ასახდენი დღე გუშინდელი.
|
ალბათ მოვა დრო - შენც აინთები, ახლა დარდების მძიმე წუთია. მიწას ადგია ცა გარინდებით. და ეს ქვეყანა თითქოს ყუთია. არის სიცოცხლე, სიკვდილიც არის, ადამიანის ბედი კრულია. დადუმებული კიდია ზარი და თითქოს ზარი საყდრის გულია. მე ასე ვფიქრობ, ღამდება კიდეც, ალბათ ლანდებიც მალე მოვლიან. დგას საფლავების მწვანე სიმშვიდე და ეკლესია თითქოს თოვლია.
|
იქნებ შემიყვარო ?! -არა! თითოეული შეხვედრა ამ სიტყვებით მთავრდებოდა. ალბათ ძალიან სასტიკი ვიყავი,მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო,არ შემეძლო ისე მოვქცეულიყავი თითქოს მიყვარდა,სჯობდა თავიდანვე სცოდნოდა რომ,არ შემეზლო და არც მინდოდა მისი სიყვარული,ის კი ელოდა ელოდა ჩემს სიყვარულს სიყვარულს რომელიც იცოდა რომ არასოდეს მივიდოდა მასთან,იცოდა მაგრამ მაინც ელოდა. ის ყოველთვის მიმეორებდა რომ სიცოცხლის ბოლომდე ვეყვარებოდი.ასეც მოხვდა მას სიცოცხლის ბოლომდე ვუყვარდი,სიცოცხლის რომელიც დიდხანს არ გაგრძელებულა.ამას არასოდეს ვაპატიებ საკუთარ თავს ,მინდა ისე ვიცხოვრო რომ ცოდვა აღარასოდეს ჩავიდინო,მაგრამ ნუთუ შეიძლება რომ ადამიანმა ამზე მეტი ცოდვა ჩაიდინოს რაც მე ჩავიდინე?!ახლა ვხვდები რომ სჯობდა მონასტერს შევლეოდი და სიყვარული მეღიარებინა,მაგრამ გვიანია... ის ადამიანი აღარ არის ვისთვისაც ამ მსხვერპლს გავიღებდი,მან იმ დღეს მიმატოვა როცა მღვდლად მაკურთხეს,მან მონასტერში მომაკითხა,უნდოდა კიდევ ერთხელ ეთქვა როგორ ვუყვარდი. კიდევ ერთხელ მკითხა -იქნებ შემიყვარო?!მაგრამ მე არ ვაღიარე რომ მიყვარდა... ალბათ ჩემი სიყვარული იმდენად ძლიერი არ იყო რომ მონასტერი მიმეტოვებინა,მან მითხრა რომ ამ შეკითხვას უკანასკნელად მისვამდა,უნდოდა ბოლო მოეღო იმ ტანჯვისთვის რასაც "მღვდლის სიყვარული"ერქვა. თუკი ჩემი პასუხი უარყოფითი იქნებოდა,მაშინ ის შემპირდა რომ რაღაც ისეთს გააკეთებდა,რასაც მე მთელი ცხოვრება ვინანაებდი.მაშინ ვერც კი ვხვდებოდი რა შეიძლებოდა იმ პატარა სიკეთით სავსე გ
...
Read More
|
დარჩა სიხარულის მხოლოდ მოგონება და ჩემი დღეები ქრიან პეპლებივით. ლურჯი საღამოა, მოდის დაღონება და გრძნობის კოცონზე ჩუმად ვიფერფლები.
რა მწარეა ასე დროის გაგრძელება, ეს თეთრი ცრემლები და გლოვა ჩემია. რა ვქნა, მე ცხოვრება ისევ მეძნელება და წითელ ყვავილებს ტყვია მირჩევნია.
სამარისკენ მივალ მკვდარი სურვილებით, ო, ჩემი საშველი ალბათ არ იქნება. თვალები ქრებიან, მე ნელა ვილევი და ჩემი იღბალი იწვევს დაფიქრებას.
და გაფრინდა ლოცვა ციდან მონაბერი, დაო, მოვიქანცე მე ღამის თენებით. ახლა ქვეყანაზე არ მსურს არაფერი, არ მსურს არაფერი, გარდა მოსვენების.
მე ჩემი იმედი სადღაც შორს მგონია და სიჩუმე ისევ სასაფლაოზეა. გული - სამარეა, გრძნობა - კოცონია, ტანი - სიმძიმეა, სული - ქაოსია...
|
აი, დადგა პირველი სექტემბერი, როდესაც ბავშვები ჟრიამულით მიიჩქაროდბენ სკოლაში. -ვაა, გიო როგორ ხარ? როგორ შეცვლილხარ ბიჭო... -რას ვიზამთ სალო უკვე მეათე კლასში ვართ, დრო მალე გადის და ჩვენც ვიცვლებით.. შენ როგორ ხარ?:) -მეც კარგად ვარ...როგორ გაატარე ზაფხული? -აი, იკაც მოსულაა.. რავა ხარ იკუშ? -კარგად თქვენ როგორ ხართ ბავშვებო? -"ჩვენც კარგად!" -უპასუხა გიომ! - ბიჭო შენი შეყვარებული სადაა? -ნათია? არ ვიცი ეე. გუშინ ველაპარაკე და ასე მითხრა მოვალო და მოვა რაა... *** დაიწყო სასწავლო წელი.. ნათია და ირაკლი შეყვარებულები იყვნენ! მათ ერთმანეთი მერვე კლასიდან უყვარდათ! *** -დედა მე ცოტახანი ეზოში გავალ, გავისეირნებ.. კარგი? -დღეს ხომ გიორგის დაბადების დღეა შვილო... რატომ არ მიდიხარ? -არ მინდა წასვლა. მირჩევნია გავისეირნო.. -არა შვილო ამ წვიმაში რა გინდა გარეთ.. ჯობია გიოსთან წახვიდე ან სახლში დარჩე... თან უკვე ბნელოდა! -დეე, ხომ იცი რომ წვიმაში სიარული მიყვარს... -კაი სალო, მაგრამ ქოლგა მაინც წაიღე!! -დეეე! -ხო კაი, კაი მოდი გაკოცო... -მალე მოვალ... სალომე ნაზად და ფიქრებში გახვეული მიაბიჯებდა თითოეულ ნაბიჯს...იგი სველდებოდა, უსველდებოდა, უსველდებოდა ნაზი თმები, რომლებიც მის ლამაზ სახეს ეალერსებოდნენ... მიდიოდა და ჩერდებოდა, მაგრამ უცებ გაშეშდა, რადგან მის წინ დაინახა ადამიანი, რომელმაც გული აუჩქარა და გრძნობებში ჩა
...
Read More
|
თავი მომანატრეს ღამის სონეტებმა, ძველი სატკივარი გამანდეს, ისე მომენატრა შენი მოფერება, როგორც არასოდეს აქამდე.
წარსულს უმღეროდა შავი როიალი, თითქოს მეძახოდა შორიდან, პირჯვარს ისახავდა ღამე თოვლიანი, გარეთ ხეტიალი მომინდა.
|
კრისტინა და კარისა შენონები დაიბადნენ 1989 წლის 2 ოქტომბერს, მიჩიგანის შტატში ისინი არიან ტყუპი ამერიკელი მოდელები, ისინი აგრეთვე არიან playboy-ს მოდელები და მონაწილეობას იღებდნენ რეალითი შოუში The Girls Next Door...
...
Read More
|
ჯონი დეპის და ქეით მოსის ძველი ფოტოები ....................................................................
|
რობი და კრისი ჩავიდნენ ნიუ-იორკში , რობის მეგობარ ტომ ბრედლისთან ერთად
|
CoOl PIcs ! LooK>>> Boys&Girls Boys&Girls
|
................................
|
ზოგჯერ ყველაფერი თავდაყირა დგება და აღარ იცი საიდან დაიწყო გამოსწორება... ღმერთო ჩემო ეს რა გავაკეთე, აუუუუუ რა დებილი ვარ, გიო აზრზე მოდი, აუუუუ ეგ როგორ გავუკეთე, გიო მთელი ღამე საკუთარ თავს ელაპრაკებოდა .... ლიზი ერთი უბრალოდ გოგო იყო, რომელსაც მეგობრებიც კი არ ჰყავდა და სულ მარტო დადიოდა, საკუთარ თავში იყო ჩაკეტილი... თუმცა ის ძალიან ლამაზი გოგო იყო, შავი გრძელი თმები, ლურჯი თვალები რომელშიც დიდი სევდა ბინადრობდა...ყველას მოსწონდა მაგრამ ახლოს არავის იკარებდა... ერთ დღესაც ლიზი სკოლიდან მოდიოდა, მას გიო დაეწია. -როგორ ხარ ლზი? -მადლობ, კარაგდ -საით მიდიხარ? ლიზიმ არაფერი უპასუხა. -აუ შენ რა სიტყვაზუნწი ყოფილხარ -მერე შენ რა? -უი ნაგლიც ყოფილხარ, არ გამოგადგება. - აუ მიდი რაააა, შენი საქმე არაა - აუ უკვე ვნანობ რო გამოგყევი -მერე ვინმე შეგეხვეწა? -არა უბრალოდ მაინტერესებს რატომ ხარ ასეთი სევდიანი და უკარება? -მე არავინ მცჰირდება, ასეც კარგად ვარ. -თავადც იცი რომ ეს ტყუილია, სულაც არ ხარ კარაგდ. -შენ რა იცი, შენ ხომ საერთოდ არ გიცნობ. -არა მაგრამ თვალებში გეტყობა ყველაფერი. ამასობაში მიუახლოვდნენ ლიზის სახლს, ლიზი ისე ავიდა სახლში არც კი გამოემშვიდობა გიოს, ლიზი წამოწვა ლოგინზე და დაიწყო ფიქრი თუ რა უნდადოდა გიოს, ერთმანეთს ნორმალურად არც კი იცნობდნენ, უბრალოდ ერთ სკოლაში სწავლობდნენ, ის ერთადერთია ვინც ჩემს თვალებში სევდა დაინახა, ჩემი შინაგანი მე დაინახა, მაგრამ რაში აინ
...
Read More
|
დიდი ცეცხლი ქარაშოტის ტყვეა საკმეველი შეუმჩნევლად იწვის სიყვარული სეუძლია ყველას ერთგულება ცოტა ვინმემ იცის...
|
ისე მოხდა რომ ჩვენ ერთმანეთს დავშორდით მე მაინც მახსოვხარ ჩემი გული ვერ დავაჯერე რომ შენ შეგვიძულე ასე როგორ შეიძლება ადამიანმა ადამიანი გასწიროსო ასეა და რა გაეწყობა ოო გუშინ შენ დაგინახა და ვეღარ გავაჩერე შენსკენ მოიწევდა შენ კი ვითომ ვერ დაგვინახე ვერაფერი გაიგონე თურმე ყველას არ შეუძლია გულის საუბარი გაიგოს ასეთ კაცზე იტყვიან უგულო არისო გესმის????
|
camomile love
პატარა გასართობივითაა გადმოწერეთ ....................
............
.....
|
წახვალ ლოდინი გამაწვალებს მოხვალ სიხარულს დაგიფენ შენ მე სიყვარულში ისე გამათავებ ვერაფერს გაგიგებ <<<>>>>
|
ერთიათვის ერთი არსებობს მხოლოდ იმ ერთის პოვნის თუ გახდი ღირსი არაერთს ისე მოეღო ბოლო თვალი ვერ მოჰკრა გაჩენილს მისთვის ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ სად არის იგი ეს ღმერთმა იცის იმ ერთის პოვნის იმ ერთის ხილვის ათასში ერთი გამხდარა ღირსი...
|
მაგრამ გარკვევისა შემეშინდა... შემეშინდა, არ დამეკარგა ისიც.... ერთი რამ მინდოდა მხოლოდ... ბედნიერება!... არაფერი ვკითხე. მივიღე ისეთი, როგორიც იყო. ბრმად შევაღე მისი სულის კარიბჭე!... ვერ გავარჩიე ვერაფერი... სიბნელე შემომეგება... შემეშინდა და უკან გამოვბრუნდი...არ მინდოდა სიმართლე... იქნებ მომეჩვენა?... არა, მართლა არ მიგრძვნია სიცივე... მომეჩვენა... ის თბილია და წმინდა!... ილუზიებს მოვუყარე თავი და გარშემო შემოვიკრიბე!... რამდენ ხანს შევძლებდი თავის გადარწმუნებას?... ბოლომდე!... გაუბედავს საკუთარი სიმტკიცე მაოცებდა! თურმე ყველაფერს ჩაიდენს ადამიანი საკუთარი ბედნიერებისათვის!... დიდი ხანი გავიდა... ჩემი ხელით ავაგე დიდების სარკოფაგი და შიგ გამოვემწყვდიე მასთან ერთად!... მაშინებდა გარესამყარო... აღარ მინდოდა... საკუთარ კუნჭულში მიმჯდარი მაინც ბედნიერი ვიყავი... ის კი... ის ისევ ბაგეღიმილიანი მიყურებდა... როგორ მძულდა ეს სახე... მეშინოდა მისი და შეძრწუნებული ვუსმენდი მის სიცილს, ბოროტ ხარხარად რომ მეჩვენებოდა!... სიცივე და სისასტიკე რომ იკითხებოდა რატომღაც... ჩემი იყო ეს ყველაფერი... ჩემი არჩეული და ჩემი შექმნილი... უკვე მობეზრებული ტკივილი ხშირად მახსენებდა თავს და მუდამ დარაჯობდა ჩემი სულის ჩარაზულ კარებს... სიოსავით ირხეოდა ყურთან... "შენ ღირსი ხარ ბედნიერებს... მიატოვე... გაეცალე ამ სამყაროს... მალე სულ განადგურდები... ფერფლი დარჩება შენგან და მასაც ქარი გაფანტავს ალბათ... მომავალი არ არსებობ
...
Read More
|
მათ საფლავებთან მჯდომარეს მათი ჩურჩული გვესმის ჩურჩული მკვდრისა მოსაწყენია ამას მგოსანი ასახავს ლექსით თუ რას ხედავენ დამარხულები თუ რას ფიქრობენ გზად გასულები ნეტავ სად დაჰქრის მათი გონება ნეტავ სად დაჰქრის მათი სულები მათ თვალებიდან გადმოდის ელვა მათი თვალები მეტყველებს მდორედ მათი ოცხნება ნეტავ ასრულდეს ამქვეყანაზე გაჩდნენ მეორედ..
|
შენსავით ღიმილს ვერავინ ბედავს თამამად, უფრო ბავშვური გზნებით, შემშურდა ღამის, შიშველს რომ გხედავს ტალღოვან თმით და დაღლილი მხრებით
შენსავით მხოლოდ გრიგალი დაჰქრის, ფოთლებთან ტანგოს ცეკვავს და ვერ ვცნობ, მე მიყვარს შენი ცრემლები შაქრით, სუნამო, ყელი და თხელი თეძო.
შენსავით ხატზე ვილოცე გუშინ, სიზმარში წარმართ ღმერთებს შემწირეს, ჩემი ადგილი ჩემსავე გულში არ მაქვს და შენშიც უნდა შემცირდეს.
შენსავით კაბას ვერავინ იხდენს მოგავხარ ნისლით ტანაშლილ ველებს, სიზმარში გნახე და უნდა მიხვდე განვიცდი მე შენს ტუჩებს და ხელებს..
|
ხედავ, მიწას როგორ დავენარცხე, ვნებას აყოლილი ქარტეხილი, წადი, წადი,უხმოდ გამეცალე, სული დამიამე ჩატეხილი. ნამი სალბუნივით დააფინე, დაჭრილ ბალახებზე მოვერცხლილი,
|
ბაბუაჩემს ალკალდის თანამდებობა ორჯერ ეკავა, გარდა ამისა, არც უსახსრობას უჩიოდა, თუმცა მეორე კლასის ვაგონით მხოლოდ მაშინ სარგებლობდა, როცა ოჯახის წევრი ქალი ახლდა. შეკითხვას, რატომ მგზავრობდა მესამე კლასით, პასუხობდა: ,,იმიტომ რომ არ არსებობს მეოთხე კლასის ვაგონი.’’ თუმცა იმხანად ყველაზე დასამახსოვრებელი, ალბათ, მატარებლის პუნქტუალურობა იყო. სოფლის საათებს ხომ სასტვენის ხმაზე ასწორებდნენ. იმ დღეს, ამა თუ იმ მიზეზის გამო, მატარებელი საათნახევრის დაგვიანებით ზანტად, ჭრიალით დაიძრა. Dდედამ პირჯვარი გადაისახა, მაგრამ მალევე რეალობას დაუბრუნდა და თქვა: _ ამ მატარებლის რესორები დასაზეთია. ვაგონში ჩვენ გარდა არავინ იყო, შესაძლოა მთელს მატარებელშიც კი, ამიტომაც ჩემს ინტერესს არც არაფერი იწვევდა. უილიამ ფოლკნერის ,,აგვისტოს ნათელის’’ კითხვამ ისევ გამიტაცა, თან დაუღალავად ვეწეოდი და გზადაგზა ზოგიერთი ადგილის გასახსენებლად თვალიც გამირბოდა. მატარებელმა გაბმული საყვირის თანხლებით სიერას დაბლობები გადაიარა და მთელი სისწრაფით ალისფრად მოელვარე კლდეებს შორის მოექცა, სადაც ვაგონების გრუხუნის ხმა უფრო აუტანელი გახდა. სულ რაღაც თხუთმეტ წუთში სვლა შეანელა და მშვიდი ქშინვით პლანტაციების მკრთალი ჩრდილის სიგრილეს შეერწყა. ზღვიდან მონაბერი სიო აღარ იგძნობოდა და დროც გაირინდა. მართალია, ბანანის პლანტაცი
...
Read More
|
თავი I (ფრაგმენტი)
დედამ მთხოვა, სახლის გასაყიდად გავყოლოდი. დილით ბარანკილიაში იმ მიყრუებული სოფლიდან ჩამოვიდა, სადაც ჩემი ოჯახი ცხოვრობდა, და ვერც კი წარმოიდგენდა, თუ მომძებნიდა. Aაქა-იქ ნაცნობებში მკითხულობდა, როცა მიასწავლეს, რომ ჩემს ნახვას მხოლოდ წიგნების მაღაზია ,,მუნდოში’’ ან ახლომდებარე კაფეებში შეძლებდა, სადაც მეგობარ მწერლებთან ერთად სასაუბროდ დღეში ორჯერ დავდიოდი. ამასთან, დედა გააფრთხილეს კიდეც: ,,ფრთხილად იყავით, საბოლოოდ შეიშალნენ.’’ზუსტად თორმეტ საათზე გამომეცხადა. თავდაპირველად საგამოფენო წიგნებით სავსე მაგიდებს შორის მარდად დააბიჯებდა, შემდეგ უეცრად ჩემს წინაშე ადგილზევე გაშეშდა, თვალებში ჩვეული, ეშმაკური ღიმილით ჩამხედა და, სანამ გონს მოვეგებოდი, მითხრა: _დედაშენი ვარ. ერთი შეხედვით ვერც კი შევიცანი. თითქოს ეს ქალი რაღაცამ შეცვალაო: ორმოცდახუთი წლის ასაკში თერთმეტ მშობიარობას, ორსულობის ათ წელიწადსა და ჩვილების გამოკვებაში გატარებულ ამდენივე წელს ითვლიდა. სრულიად უდროოდ გაჭაღარავებულიყო, სათვალიდან კი გაცილებით ფართო და განცვიფრე
...
Read More
|
გოგონებს უცხოელები უყვარდათ. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, თითქოს თავისიანები არ ყვარებოდათ. პირიქითაც კი, უყვარდათ და ძალიანაც უყვარდათ, მაგრამ ეს ადრე იყო, სადღაც შორეულ წარსულში. აი, თუნდაც, ასე 6-7 წლის წინ, მავანი გოგონა, მთლად ქორფა და ნორჩი, სახელად თამარა, ნიკოლაი სვიატენკოზე ყურებამდე იყო შეყვარებული. ნიკოლაი - ზრდასრული და წარმოსადეგი, ორი ოქროს კბილით, მეოცნებე და კანონთან ერთობ მწყრალად მყოფი ყმაწვილი, მეტსახელად კოლეგა. ნიკოლაი საიმედო და ერთგული პარტნიორი, მასთან ნებისმიერი საქმის დაჭერა სასიამოვნოა და ამიტომაც შეარქვეს – კოლეგა. ბავშვობაში ნიკოლაი მტრედებს დასდევდა და წარმატებითაც იპარავდა. რაც შეეხება მტრედებს, საკმაოდ სახიფათო საქმეა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მეზობელ ეზოში ხსნი და `კონკაზე~ მიგყავს გასაყიდად ლიონკა ცინგლიანთან ერთად. ეს ცინგლიანი საქმეშიც გადიოდა. თუმცა, უსაქმური კრეტინი უკვე არაყსაც სვამს, მისი ძმა კი `კოლიბრზე~ მუშაობს. ამან ლიონკას `ფინკაც~ გაუკეთა და სამართებელიც - ნაწრთობი ფოლადისაგან. ლიონკა `ფინკასა~ და სამართებელს ყველგან თან დაათრევს. ჰოდა, ამ ლიონკასთან ერთად დადიოდა ნიკოლაი `კონკაზე~ მოხსნილი მტრედების გასასუხარებლად – მოთამაშე მტრედები, ბერები, ხანდახან უფრო იაფიანი მტრედებიც ჰყავდა ხოლმე. აი, ბაზრობაზე კი უკვე დაძრწიან გაქურდული მეზობლები, რო
...
Read More
|
-გინდა ეზოში ჩავიდეთ და ჰაერობანა ვითამაშოთ? -როგორ ,არ ვიცი? -სულ ადვილია დაიხუჭები და მე დამიცდი, ვიდრე ყვავილებს დაგიკრეფ ფერადს. -რამდენ ხანს უნდა გიცადო ასე, შენი თამაშის მე აღარ მჯერა. -ნახე, მთვარეა როგორი სავსე გეთამაშები გინდა ბალიბოლს? -ჯერ ვარსკვლავების ჰამაკში ჩამსვი! -ჩაგსვამ,ღრუბლები ქარმა გარიყოს! -გუშინ თოჯინას ვუჩხვლიტე ნემსი. -მე მზე მოვარტყი მეზობლის შუშას, გინდა თამაში დამტვრეულ გემში? -რომ დაგვინახონ? -ო,არა უშავს. -ვარდის ფურცლები მაჩუქეს გუშინ. ფოსტის მარკებში გაგიცვლი გინდა? -გინდა გამთბარი ჰერი ყურში? -ჩურჩულობანას თამაში გინდა?
|
მე მარტოობამ როგორც ფიქრი გამაცამტვერა, და მეც უძლური ველოდები მაცდურ განაჩენს, ავედევნები კვლავ კლავიშებს ქარად და მტვერად, მაინც ჩემნაირს ხვალ დროება ათასს გააჩენს. აღარ ვიქნები მარტოდმარტო შენი მგოსანი, მრავალ პოემებს მიუძღვნიან მშვენებას შენსას, მე ერთი ლექსი შემრჩენია შენთვის ფრთოსანი, სხვა ვერ გაიგებს ამ სატკივარს და განცდას ჩემსას. ვერ გავექეცი მარტოობას ვეღარც სიზმარში, თითქოს გაქვავდა ყველაფერი, აქ ჩემს გარშემო, რაღაც მაკლია ვიქექები ჩუმად ფიქრებში, იქნებ მიზეზი მარტოობის ვინმემ მაჩვენოს. მე აღარ მინდა არც სიკვდილი, აღარც სიცოცხლე, ჩემთვის სიკეთეც, ბოროტებაც უკვე ერთია, მარტოობაში თუ ამ ქვეყნად ერთ წამს იცოცხლებ, მაშინ მიხვდები რომ სიკვდილი ამ წამს გერჩია. მე მარტოობას გავექეცი ამ ქვეყნად ვითომ, მაგრამ აღმოჩნდა, მარტოობა ვყოფილვარ თვითონ.
|
შენსკენ მოვდივარ, გზა-გზა ვისვენებ, მტკვრის პირას ვეძებ ველურ გვირილებს, ვმარჩიელობ და თან არ ვიჯერებ, ვიხსენებ წარსულ წყენა-ტკივილებს.
"მიყვარს.... არ მიყვარს...” - ფოთლებზე ვითვლი და ბოლოს კენტად მრჩება - "არ მიყვარს”, ქსნის პირს შემხვდება ყივჩაღი ბიჭი, მომიტაცებს და მთაში წამიყვანს.
ყოველ ცისმარე არვეს გავდენი, ვიმარჩიელებ თანაც ჯიუტად და შენზე ფიქრით ნაღალატევი გვიან საღამოს ქმარს შინ მიუვალ...
მაგრამ ჯანდაბას ყველა ყივჩაღი, თბილისის კართან შენ თუ შემხვდები, "არ მიყვარს...” "მიყვარს...” - ფოთლებს მივძახი, მტკვრისპირს მოვდევ და გზა-გზა ვჩერდები.
შენსკენ მოვდივარ, მალე ნახვამდე ლოდინისფერი მაცვია კაბაც, მე შენ მიყვარხარ (როგორც აქამდე), ეს შეეშალათ გვირილებს რაღაც...
|
რა საოცარი სილამაზით მოვიდა ღამე, თეთრი ტოტიდან აკაციის სურნელი მათოვს... ისევ უზომოდ მენატრები,..დავხუჭავ თვალებს, ჩუმად ვჩურჩულებ–ასე ბედმა დამსაჯა რატომ?.. გარეთ წვიმს ნაზად, სევდიანად ქვითინებს ვიღაც, თეთრ აკაციას მონატრების სურვილი ათრობს. რა საოცარი სილამაზით მოვიდა წვიმა... რა საოცარი სიყვარულით დავშორდით, გახსოვს?.. მინდა დავმშვიდდე, ჩემი სუნთქვა მაშინებს, მაკრთობს, უკვე თენდება, გადაიღებს ამაღამ წვიმა... ისევ მარტო ვარ, შენზე ვფიქრობ და ჩუმად გნატრობ, მსურს გაგიმხილო–რაც ვერ გავბედე ცოტა ხნის წინათ... მთვარეულივით მიბარბაცებს ჩემი ცხოვრება, დრო ტკივილს მმატებს უსაშველოს, არა აქვს დაღლა... არ დაიჯერებ... და ვერაფრით ვერ წარმოიდგენ– რა საოცარი სიყვარულით მიყვარხარ ახლა... ნაზია ღამე, მთვარის სხივი ეცემა ბაგეს, თეთრი ტოტიდან აკაციის სურნელი მათრობს.. . ისევ უზომოდ მენატრები...დავხუჭავ თვალებს–
|
მაინც შენმა მონატრებამ მომიარა, ისევ შენი მომიფრინდნენ ოფოფები... მე ცხოვრება გადამექცა ბოდიალად... ან თვითონ ვარ მაწანწალა – მოწოდებით!
ნუ ელი, რომ ჩემს ლექსებში მოვა წვიმა და უნაზეს ოცნებებით დაგასველებს... ცელიანმა კაცმა თუკი გამიღიმა მხოლოდ შენი მონატრება გამაჩერებს...
ვიცი, თუმცა, ამ ლექსებით იხიბლები, უჩემობას არასოდეს მაპატიებ... მაინც შენი მიხსენებენ ოფოფები, ჩემი ვნება სხვას ვერავის დავაწიე!
ჩემი ბედით იმიტომაც ვიბოღმები – მხოლოდ შენთვის გააგორა კამათელმა, ჩემი თავი ღმერთმა უღვთო გაბრაზებით შენ გადმოგცა, ვით უტკბილეს ანათემას...
თვალებს – შენი მონატრებით დაფერილებს ისევ შენი ელანდებათ ოფოფები... მივუყვები ჩემი სულის ქვაფენილებს – სულში უკვე აღარ არის მწვანე გზები!
ალბათ გრძნობაც აღარ არის ისე ნაზი როგორც მაშინ, ეგ თმები რომ მაფეთებდა... წაიკითხე მაწანწალის მუხამბაზი, მაპატიე ცხელი სისხლის გათეთრება...
|
დაფიქრებულხართ როდისმე, რაზე მღერის ქარიშხალი შემოდგომის სუსხიან ღამეს, როცა დახურულია დარაბები, რომ არ გაიგონოთ მისი ქვითინი, მაგრამ მაინც გესმით სახლის სახურავზე გამხმარი ხეების ტოტების ცეკვა, რომელიც ჯადოქარ ქარიშხალს ფერხულში ჩაუბამს?..
დაფიქრებულხართ... გესმით კიდეც, მაგრამ მაინც არ გინდათ, რომ გაიგოთ, რადგან ის მღერის იმ ზვიად ველურ ვნებაზე, რომელთანაც ჩვენი ვნება ბავშვობა გამოჩნდება. და თქვენ გრცხვენიათ თქვენივე ბავშვობისა. ქარიშხლის სიმღერა გამოძახილია საუკუნეებში დაკარგული რომაელი სარდლის სიმღერისა, რომელიც მოგებული ომის შემდეგ ფალერნის ღვინის თასზე ანაკრეონის სიმღერებს მღერის. ალერსის ლოდინში თრთის მხევალი და აქცევს ღვინოს. ქარიშხლის სიმღერა გამოძახილია ომიდან დაბრუნებული ამორძალების სიმღერისა, რომელთა სისხლით დათქვირულმა ცხენებმა შაფრანის მთვარის სხივები მეწამულ ზეწარში გამოხვიეს.
ქარიშხლის სიმღერა - სუნთქვაა ცოდვის სარეცელზე ვნებით მთრთოლვარე კლეოპატრასი და ურიასტანის მიდამოებში დაკარგული სულამიტის საქმროს ძახილი...
დაუგდეთ ყური... განა არ გესმით... შავბნელ ღამეში როგორ გულმწვავედ უკივის იაზონს მედეა, იცის, რომ შორს არის, მაგრამ მაინც ეძახის, გული ვერ იტევს გრძნობის ნიაღვარს... შავბნელ ღამეში პონტოფრეს ცოლი ელის ყრმა იოსებს ნილოსის ლერწმებში...
ქარიშხალი აცოცხლებს მითს, წარსულის ზვიადი ვნების სიზმრებით რომ დაათროს ადამიანი. ქარიშხლის ველურ სიმღერაში შენახულია დიონისეს მისტერიები.
დაუგდეთ ყური ქარიშ
...
Read More
|
Rozmowy noca 1 სთ 31 წთ ჟანრი: კომედია, მელოდრამა პოსტერები გამოშვება: 14 თებერვალი 2008 რეჟისორი: მაცეი ზაკი სტუდია: ტელევიზია პოლსკა (ტვპ) ს.ა., ესპიაი ინტერნეიშენელი როლებში: მაგდალენა როზჩკა, მარსინ დოროჩინსკი, ვერონიკა ქსიაზკევიჩი, რომა გასიოროვსკა, იოანა ზოლკოვსკა, არკადიუშ იაკუბიკი, სამბორ ჩარნოტა, მიკალ პიელა, თომაშ საპრიკი
ფილმის მიმოხილვა მატილდა უკვე ოცდაათ წელს გადაცილებული აალგაზრდა ქალია. ეს ემანსიპირებული თანამედროვე ქალი 'დედობის სკოლის' თანამედროვე მოდურ კურსებზე დადიდ და ფულს იმით შოულობს, რომ ფქვილისგან და მარილისგან ანგელოზებს აკეთებს და სამხატვრო გალერეებში ყიდის. ის ბავშზე ოცნებობს, მაგრამ ქმარი არ სჭირდება. ნიჭიერი მზარეული ბარტეკი 34 წლისაა, ისიც მარტოხელაა. მისი შეხედულებებიოჯახზე და ბავშვების აღზრდაზე ცოტა ატ იყოს ძველმოდური შეხედულებებია. და მისი დედა კი საკამოდ თანამედროვე შეხედულებების ქალი თვლის, რომ მას არატრადიციული ორიენტაციის ბავშვად. მატილდა და ბარტეკი ერთმანეთსგან ძალიან განსზვავდებიან... მათ ერთმანეთი ღამის სატელეფონო ზარმა გააცნო 'საქორწინო' გაზეთში განთავსებული განცხადების შემდეგ... მათმა საქმიანი ხელშეკრულება უნდა დადონ...
|
ქალს ნუ მიენდობი, ქალი ქარია, ქალი მარტია,
|
მესამე კურსის პირველი სემესტრი იყო, პედაგოგიური ჯგუფის გოგოები ჩვეულებისამებრ ბიბლიოთეკიდან დაღლილები სასადილოში იყვნენ... შიმშილი გაიქარწყლეს, გონს მოეგნენ, ცოტაც წაიჭორავეს და საღამოხანს ყველა სახლისკენ წასვლას აპირებდა... დეკემბრის, მშვიდი საღამო იყო, მარიცა გიგაური თავს შეუძლოდ გრძნობდა, მან უარი თქვა ფეხით გოგოებთან ერთად გასეირნებაზე, ტაქსი გააჩერა და მძღოლს სახლის მისამართი უთხრა... მანქანა დაიძრა, თუმცა მალე გაჩერდა და უკან ორივე კარი გაიღო, მარიცას ბიჭები მიუსხდნენ. გოგო გაოგნებისგან ხმას ვერ იღებდა, შეშინებული თვალებით შეხედა მძღოლს, შემდეგ ბიჭებს... გონს მხოლოდ მაშინ მოეგო, როცა წინა კარი გაიღო და ნაცნობი პიროვნება დაინახა... - სად მივდივართ? ჩვეული სიმშვიდით იკითხა მარიცამ და თავი დახარა... - ხევსურეთში...
|
ეს არის ძაან მაგარი სურათები სიყვარულზე ......
|
სიყვარული ამ ქვეყნად მოვლენილ ყველა არსებაში ერთ-ერთი უმთავრესი გრძნობაა. ყველაზე კაშკაშა გამონათებაა, ყველაზე დიდი ძალაა, რომლის დამამარცხებელი ძალაც არ არსებობს. თავდაპირველად ყველას სულს აღამაღლებს, რომელმაც გაერთიანება შესძლო და იმ ქვეყნიურ სამყაროსათვის ამზადებს. შემდეგ სულები უსაზღვროების სახელით ბრძოლას იწყებენ, რათა მათ მიერ შეგრძნებულ ყველა გულებზე გაბატონდნენ. სიყვარულით შეპყრობილი მკვდარიც კი გაცოცხლდება. სიკვდილისას `სიყვარულით~ განუტევებს სულს, ხოლო სიცოცხლეს კი კვლავ სიყვარულის შთაბერვით უბრუნდება.
იმ ადამიანების, სულიერ ზეცაზე ამაღლება რომლებსაც სიყვარულის გრძნობა არ განუცდიათ შეუძლებელია. არსებობენ ადამიანები რომლებიც ღრმა მოხუცებულობამდე სულიერი განვითარების გზაზე ცისქვეშეთში მცირეოდენ მანძილსაც ვერ გადიან. სიყვარულს მოკლებული გულები იმის გამო, რომ ეგოს ბნელ ლაბირინთებს ვერ დააღწიეს თავი, ვერავის შეიყვარებენ. ისე წავლენ ამ ქვეყნიდან, რომ მათ გულში სიყვარულს არ დაუვანებია და კრულქმნილმნი განერიდებ
...
Read More
|
ჩვენი გაცნობა, ალბათ, უფალმა ინება! ოთხი წელი დიდი დროა იმ პატარა გოგონასთვის, რომელიც ახლა უნდა იწყებდეს ცხოვრებას. მაგრამ ღვთის ნებას ხომ ვერ გაექცევა ვერც ერთი ადამიანი?! ოთხი წლის წინ თოვლის მოსვლას ვნატრობდი, სწორედ მაშინ გაგიცანი . . . _ ნატვრის თვალი რომ ვიყო, რას ინატრებდი? _ მკითხე უეცრად. მე დავიბენი, შემეშინდა, გაქცევაც დავაპირე, მაგრამ ფეხები არ მემორჩილებოდა. _ უცხოოებს არ ველაპარაკები! _ უცხო რომ არ ვიყო, რას მიპასუხებდი? _ არაფერს! გავბრაზდი, რას გადამეკიდა ამხელა კაცი-მეთქი, გავიფიქრე. ალბათ მაშინ თოთხმეტი წლის ბავშვს მეჩვენებოდი ხუთი წლით წლით უფროსი ამხელა კაცად. შენ არ მომეშვი თითქოს მეც რაღაც მიზიდავდა და მაკავებდა შენს წინ. ზამთარი იყო, ირგვლივ ყველაფერი უსიცოცხლოდ ღაფავდა სულს. ზამთარს ერთი რამ აკლდა თოვლი. . . . თოვლი ხომ აქ ყვეაფერს შეცვლიდა და გაალამაზებდა. იმ დღეს ვერაფერს გახდი, გარდა იმისა, რომ თავი მომაწონე. ხმას ამოიღებდი თუ არა მე გეუბნებოდი: _ არ გიცნობ და ნუ მელაპარაკები-მეთქი. ბავშვური აჩემებააო, ამბობდი, როცა მართლა ბავშვი ვიყავი. ერთხელ მარტო აღმოვჩნდი ეზოში. შენ ჩემკენ წამოხვედი. მიახლოვდებოდი, მე ვნერვიულობდი. ჩემს გვერდით ჩამოჯექი. სიგარეტს მოუკიდე და რაღაცაზე დაიწყე ფიქრი. მე გიყურებდი
...
Read More
|
დროდადრო ყველაფერს ეცვლება ფერები, ჰო, წლებიც სხეულზე იცვლიან სეზონებს, მერე კი გგონია უდროოდ ბერდები, სარკეში ედრები შენს კარის მეზობელს. დროდადრო ფიქრობ რომ ამინდზე მშვიდი ხარ, ქარიშხალს დაჰყვები და უფრო ლმობიერს, გინდება უსიტყვოდ უმზერდე ხიდიდან
|
სიცოცხლე ყვითლად და მზე ლურჯად ანათებს, სიგიჟემ სულ ყველა ნერვი ჩაითრია, ყველა ემოცია დღეს გავასამართლე და ეს დედამიწაც თქვენთვის დამითმია!
თქვენთვის უცნაური, ჩემთვის საყვარელი, დღეს ჩემი სამყაროს კედლებს ვაფერადებ, ხელებს ამოვავლებ ფერად აკვარელში, წამის მეასედებს ვითვლი გაფრენამდე...
ჩემ კუთვნილ სამყაროს ვერვინ მოწვდება
...
Read More
|
ქუჩას მოსდევდა ლამაზი გოგო და ცალი ხელით ვარდი მოჰქონდა, ისეთი იყო, აგიხსნათ როგორ, მოგონილია მასთან ჯოკონდა... გაქვავებული ბიჭები იდგნენ და ქანდაკებებს ჰგავდნენ ყველანი, ვერ პოულობდნენ პირველად სიტყვებს, ხმას ვერ იღებდა დიდხანს ვერავინ!.. და როდის - როდის ერთმა მათგანმა, იმ გაქვავებულ ყმაწვილებს შორის,
|
რატომღაც მიყვარს ეს სიტყვა "არა"
და თვით არ ვიცი, რამ შემაყვარა.. სპექტაკლის შემდეგ, როს ნათელ ქუჩებს მივყვები წყნარად, ვაჟი თუ მეტყვის: "მე გაგაცილებთ!" ვპასუხობ : "არა".. როცა ფრთას ისხამს დაირა, ტაში, "იცეკვეთ ჩემთან" -მომმართავს ვაჟი
|
არასოდეს მიფიქრია გამეჩერებინა დრო, ყოველთვის მეგონა რომ მასზე იყო დამოკიდებული სიცოცხლე და მისი გაჩერებით სუნთქვას შევწყვეტდით. არადა მუდამ მეგონა რომ უმიზნოდ მეკარგებოდა წუთები.. წლებთან ერთად დავრწმუნდი რომ მართლი ვიყავი და დროსთან ერთად სიცოცხლის წუთები განვლიე უაზროდ. შემდეგ ფიქრებს სუდარა გადავახურე და შავ კედლებში გამოვიკეტე თავი. ბავშვობა გამოვიგონე და მასში ჩავტოვე ოცნებები, რომელთა აუხდენლად დატოვება მსურდა. მე ჩემს ზღაპარს ვქმნიდი და ადამიანებში ვეძებდი ფერებს, რათა ყველაზე ლამაზი ზღაპარი მქონოდა. მაგრამ დრომ აქაც დამაჯერა თავისი სიძლიერე და დაკარგულ წუთებს გაყვა ჩემი ზღაპრისთვის გან
...
Read More
|
შენ შეიძლება გონდოდეს წერო . . . მაგრამ წერო რა ? ის რაც შენშია . . . თუ ის რაც შენს გარშემოა . . . ეს შეიძლება შენთვის სურვილია , წამიერი გაელვება მაგრამ ვიღაცისთვის ბოდვა , ტკივილი , მაგრამ მაინც ერთადერთი გზა ბედნიერების მოსაპოვებლად . . . შენ შეიძლება გინდოდაეს წერო მაგრამ წერო რა? ის რაც გინდა თუ ის რაც საჭინოა . . . რასაც წესები მოითხოვს . . .
ხანდახან უბრალოდ ხდება ისე რომ გინდა გაფრინდე . . . სად ?.. . . .. შენთან ! ღმერთთან . . . რატომ ? მიყვარხარ . . . მაგრამ ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი ხარ . . . რისთვის ? უბრალოდ გნახო , მხოლოდ ერთი წამით და მერე თუნდ გაქრეს ზღაპარი .. . . როდემდე . . . როდემდე ცრემლები უაზრო ცრემლები , თეთრი ღამეები . . . მწარე ბოდვა . . . როდემდე . . როდემდე გელოდო ასე , ვფიქრობდე იმაზე თუ როდის გავიგებ შენი ნაბიჯების ხმას . . . ვოცნებობდე შენს დანახვაზე თუნდაც ერთი წამით . . . . მე ხომ უბრალოდ მიყვარხარ . . . ცოდვაა ? მაინც მიყვარხარ . .. შენ ? გაქვს გული ?
...
Read More
|
,,ყველაფრით დაღლილს, სანატრელად სიკვდილი დამრჩა რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა ასე დაღლილი ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დამრჩეს . . . "წინათ შავგრემანს მშვენიერი არსად არ ერქვა, არვინ ეტრფოდა, რაც ბუნებამ შავად დასახა.. ახლა საღდება მარგალიტად ჩვენში მდარე ქვა, და სილამაზემ წინანდელი ფასი დაკარგა. აღარ აცლიან დ
...
Read More
|
ნამდვილი სახელი:ნიკოლ ხიუსტონ რიდი (Nicole Houston Reed) დაბადების თარიღი: 17 მაისი 1988 დაბადების ადგილი: კალიფორნია, აშშ პროფესია:მსახიობი,პროდიუსერი,სცენარისტი სიმაღლე: 1.69 მ
ბიოგრაფია ნიკის მამა სეტ რიდი – განათლებით არქიტექტორია, რომელიც არტ–დირექტორი გახდა. მისი მშობლები განქორწინდნენ, როდესაც გოგონა ჯერ კიდევ სულ პატარა იყო და ნიკი დედასთან დარჩა საცხოვრებლად, შერილ ხიუსტონთან. მსახიობი საკუთარ თავს აღწერს ბავშვ
...
Read More
|
შეყვარეული წყვილი და თვალუწვდენელი ოკეანე... ცნობილი ახალგაზრდა წყვილები სა
...
Read More
|
როგორც ვიცით ავრილ ლავინი დაშორდა მეუღლეს დერეკ უიბლის. წყვილის განქორწინებამ სკანდალების გარეშე ჩაიარა, აღიარეს რომ ეს ბავშვური შეცდომა იყო და მეგობრებად დარჩენა ამჯობინეს ეს კი ფილმის შემდგომის წვეულებაა Alice In Wonderland party, რომელიც ლონდონში მოიწყო 25 თებერვალს
ავრილი და დერეკი იქ ერთად აღმოჩნდნენ და წვეულებაც ერთად დატოვეს, ერთი ლიმუზინით. თუმცა ამ პაპა
...
Read More
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|