მთავარი » 2010 » თებერვალი » 10
1 სთ 42 წთ ჟანრი: დრამა, მელოდრამა გამოშვება: 02 დეკემბერი 1999 რეჟისორი: ნილ ჯორდანი სტუდია: კოლამბია ფიქჩერზ ქორპორეიშენი როლებში: ჯულიანა მური, სთივენ რი, ჯეისონ აიზექსი, რალფ ფაინესი, იენ ჰარტი, ჯეიმს ბოლამი
ფილმის მიმოხილვა როდესღაც მორისი და სარა ერთად იყვნენ და მათ ვერანაირი ძალა ვერ დააშორებდათ. მათი გულები ერთად ერთ ხმად ცემდნენ... მაგრამ ერთადერთმა წამმა ყველაფერი შეცვალა... სასოწარკვეთილებაში რამოდენიმე გატარებული წლის შემდეგ მორისი გადაწყვეტს გაერკვევას რატომ მიატოვა სარა ის... მაგრამ მალევე ის მიხვდება რომ მათი სიყვარულის დასასრული მხოლოდ დასაწყისი იყო.....
|
დაბადების თარიღი: 11 აპრილი 1981 დაბადების ადგილი: ბრაზილია, ქალაქი ერიქსიმი სიმაღლე: 178 სმ. წონა: 51 კგ. მკერდის გარშემოწერილობა: 86 სმ. წელი: 61 სმ. თეძოები: 86 სმ. თმის ფერი: მუქი წაბლისფერი თვალების ფერი: ყავისფერი ეროვნება: ბრაზილიელი წარმომავლობა: იტალიურ-პოლონური აქვს მეტსახელი ალე (Alé)
|
ქალი თვალის სამოთხეა, სულის ჯოჯოხეთი და ჯიბის განსაწმენდელი. ქალი - ეს არის ცა, მაგრამ ეს ცა ისევე მაღლაა მამაკაცისაგან, როგორც მიწა ცის თაღისაგან. ქალი არის ყველაზე მისაღები შეცდომა ბუნებისა. ლამაზი ქალი ერთდროულად ცაც არის და უფსკრულიც. რა სიამოვნებით აღვაპყრობთ მზერას მის ციურ მშვენებას და რა იოლად გადავიჩეხებით ხოლმე უფსკრულში. კაცის ცთუნებაა ქალი დასაბამიდანვე. ქალები ცხოვრების საკაზმია. თუ გიყვარს ქალი - უარჰყო უნდა სულ ყველაფერი. მარტოოდენ უნდა გწამდეს ის, ვინც გიყვარს, მის მხურვალე მკერდზე უნდა ნახო ნავსაყუდელი, მარტო მის გულს უნდა სცემდე თაყვანს, როგორც ღმერთს, და დასთმო უნდა გარშემო ქვეყნიერება. ოჰ, ქალო, ქალო! თითქმის ყველა ქალს უნარი შესწევს ყველაზე უმაღლესი გმირობა ჩაიდინოს სიყვარულის გამო მხოლოდ ქალს ესმის, რა არის სიყვარული, ვაჟკაცისათვის ხშირად იგი ოცნებაა, ამაო მოყვარეობა, სიხარბე. ქალი კი ერთი კოცნის გამო თავით ფეხებამდე გულად გადაიქცევა ხოლმე და არც ერთი სიმი და ძარღვი არ მოიპოვება ისეთი იმ დროს, რომ არ ზეიმობდეს ანუ არ თრთოდეს ძნელი სათქმელია, რომ ქალს უფრო ძლიერად შეეძლოს სიყვარული, ვიდრე მამაკაცს, მაგრამ ეს კი უეჭველია, რომ ქალებმა უფრო უკეთესად იციან სიყვარული. ქალები როგორც მოკრძალებულნი და კდემამოსილნი, თავიანთ ნაზ გულში იმარხავენ დაფარულად სიყვარულის ალს, ხოლო დაფარული ალი რომ უფრო ძლიერია გამოჩინებულზე, ეს იცის ყველამ, ვისაც კ
...
Read More
|
ვალენტინობის დღესასწაულის ისტორია
ლეგენდის მიხედვით წმინდა ვალენტინი იყო ახალგაზრდა ეპისკოპოსი, რომელიც მოწყალე თვალით უყურებდა შეყვარებულთა რომანტიკულ გრძნობებს, ეხმარებოდა სასიყვარულო წერილების დაწერაში, არიგებდა განაწყენებულ წყვილებს, ახალგაზრდა ცოლ-ქმარს ყვავილებს ჩუქნიდა. . .
ჩვ.წ.აღ. 269 წელს იმპერატორი იულიუს კლავდიუს II ემზადებოდა დაპყრობითი ომისთვის. რომის იმპერია განიცდიდა ჯარისკაცთა დეფიციტს, ამიტომ კლავდიუსმა ახალგაზრდებს აუკრძალა დაქორწინება. წმინდა ვალენტინი კი ჩუმად სწერდა ჯვარს როგორც წვევამდელებს, ასევე ლეგიონერებს. იგი მალე დააპატიმრეს და სიკვდილი მიუსაჯეს. ლეგენდის მიხედვით, როცა ვალენტინი ციხეში იჯდა, მას შეუყვარდა თავისი ჯალათის ბრმა ქალიშვილი, რომელიც განკურნა. ასეთი დიდი იყო მისი სიყვარულის ძალა.
ჩამოხრჩობის წინ მან დაწერა გამოსამშვიდობებელი წერილი, რომელშიც სიყვარული აუხსნა ქალიშვილს და ასე მოაწერა ხელი "შენი ვალენტინი”. აქედან მომდინარეობს ღია ბარათები - ”ვალენტინები”. 469 წ. კათოლიკურმა ეკლესიამ მამაცი მღვდელი წმინდანად შერაცხა, ხოლო 14 თებერვალი მისი ხსენების დღედ დაადგინა.
უმრავლესობა ამ დღესასწაულს უკავშირებს ქრიასტიან მღვდელ ვალენტინს, რომელმაც იმპერატორის ბრძანება დაარღვია და დასაჯეს სიკვდილით. სხვა ვერსიით სწორედ 14 თებერვლიდან იწყებენ ფრინველები ზამთრის შემდეგ წყვილების ძებნას. არსებობს სხვა ლეგენდებიც
...
Read More
|
–ლევან! აბა დავიწყეთ!–ვუთხარი მე.–მე და ლევანი წამოვხტით და „შავი ნიღბოსნების" მუშტების რტყმა დავუწყეთ. ენრიკეს ისეთი დავარტყი რომ ძირს დაეცა და დანა გაუვარდა. ლევანი ჟოზეს ურტყამდა. მე სოლისტს მივვარდი და სახეში დავარტყი. ის ღია ფანჯარასთან იდგა, დარტყმისგან თავი ვეღარ შეიკავა და ტანით რაფას დაეცა, ვიოლინო რომელიც ხელში ეჭირა გარეთ გადაუვარდა და გატყდა... და მოხდა საოცრება...სამივე „შავი ნიღბოსანი" გაქრა. მე და ლევანი რამდენიმე წუთი გაშტერებულები ვუყურებდით იმ ადგილს სადაც ორი წამის წინ „შავი ნიღბოსნები" იყვნენ. შემდეგ რაღაც მოგუდული ხმა მომესმა. ეს სალომეს ხმა იყო. მე მას „სკოჩი" ავხსენი და მაგრად ჩავეხუტე. –გუგა რა მოხდა?–მკითხა მან. –წამო, სახლში წავიდეთ და ყველაფერს მოგიყვები. მე და ლევანი ჯერ კიდევ დაშოკილები ვიყავით მომხდარით. მაგრამ მაინც შევძელი სალომესთვის ყველაფერი მომეყოლა. –არა შეუძლებელია, რა სისულელეებს მეუბნები–მითხრა მან როცა მოყოლა დავასრულე. –აბა ეს ორი დღე სად იყავი? შენ რა არაფერი გახსოვს? –არა ერთი ის მახსოვს რომ სახლში მიმაცილე...ლევან მართლა ესე მოხდა? –ჰო, წამო თუ არ გჯერა ვიოლინოს ნამსხვევებს გაჩვენებ. –აბა მაჩვენე–უთხრა სალომემ.–ჩვენ უკან მივბრუნდით და სალოს ვიოლინოს ნამსხვრევები
...
Read More
|
დედამისი ტიროდა, მამამისი კი ნერვიულობისაგან ბოლთას სცემდა. –შვილო ვერ ნახე სალომე?–მკითხა ქალმა და შეეცადა აღარ ეტირა. –ვერა ვერ ვნახეთ. მე და ლევანმა მთელი ქალაქი შემოვიარეთ მაგრამ ამაოდ–სალომეს მშობლებს ლევანი გავაცანი.–ძალიან ვნერვიულობ, მგონი დროა პოლიციაში განვაცხადოთ. –ჩვენ უკვე განვაცხადეთ. ძებნა დაიწყეს.–გვითხრა მამამისმა. –სალომეს მესიჯებიც წავიკითხეთ, იქნებ იქიდან გავიგო რამე მეთქი, მაგრამ არაფერი, გარდა იმისა რომ დღეს 11 საათზე მისთვის უნდა გამოგევლო. –და გამოვუარე კიდეც, მაგრამ ის უკვე წასული იყო...ნეტავ სად წავიდა...უიმისოდ ვერ გავძლებ, შეგიძლიათ მისი ფოტო მომცეთ, ხვალ ქუჩაში ხალხს ვაჩვენებ, იქნებ სადმე ნახეს. ასე უფრო დაჩქარდება სალომეს მოძებნა. –ერთი სურათი გვქონდა და ისიც პოლიციაში მივიტანეთ. მაგრამ მისი ლიტერატურული კლუბის აბონიმენტზეა ფოტო. ახალავე მოგცემ.–მითხრა ქალმა. მან აბონიმენტი მომცა. მე და ლევანი დავემშვიდობეთ და სახლში წავედით. ნერვიულობისაგან ის ღამე თეთრად გავათენე. ლევანი კი მამშვიდებდა მაგრამ მე მაინც ვნერვიულობდი. თვალებიდან რამდენიმე ცრემლი წამომივიდა. მერე რა რომ ბიჭი ვარ, რა არ შეიძლება ბიჭმა იტიროს? ამ ცრემლებში იდო ჩემი დარდი. თითქოს ცრემლებს დარდისგან უნდა გაეთავისუფლებინა ჩემი გული, მაგრამ ეს ასე არ მომხდარა. ჩემი გული ისევ სავსე იყო დარდის ღრუბლებით. და ამ ღრუბლების გაფანტვა მხოლოდ სალომეს გამოჩენას შეეძლო. მეორე დღეს მე და ლევანმა დილიდანვე დავიწყეთ სალომეს ძებნა. ქუჩაში ხალხს ვაჩერებდით
...
Read More
|
–მართალი ხარ.– ამ ლაპარაკში ვიყავით, რომ ექსკურსანტები მოგვიახლოვდნენ. მათ თან გიდიც ახლდათ. გიდმა ექსკურსანტებს ვიოლინოს ისტორიის მოყოლა დაუწყო. გავოცდით. მან ის ისტორია მოყვა რომელიც მე და სალომემ „მისტიკურ სამყაროში" წავიკითხეთ. გიდმა ყველაფერი ისე თქვა, როგორც წიგნში ეწერა. მან თქვა რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ლეგენდა იყო. გიდის მონათხრობიდან ერთადერთი ახალი ის გავიგეთ რომ როდესაც სიღნაღში „ფიროსმანის" მუზეუმი გაიხსნა, მაშინ თბილისის „ხელოვნების" მუზეუმმა, რამდენიმე ექსპონატი გადასცა მას. ამ ექსპონატებს შორის იყო „სიყვარულის მკვლელი" ვიოლინო. ჩვენ ცოტა ხანი გაოგნებულები ვუყურებდით ვიოლინოს, შემდეგ მუზეუმის ეზოში გავედით და სკამზე დავჯექით. –ვაა... გუგა, ეს ის „სიყვარულის მკვლელი" ვიოლინო ყოფილა. –მე მეგონა თბილისის ხელოვნების მუზეუმში იყო, მაგრამ თურმე აქ ყოფილა.–ვუთხარი მე.–უეცრად სიგნალიზაციის ხმა მოგვესმა. –რა ხდება?–მკითხა სალომემ. –ალბათ ვიღაცამ ისევ გადაუღო ფოტო, რომელიმე ექსპონატს. –არა მგონია, ამდენი ხანი გაჩერდებოდა.–უეცრად სადღაციდან პოლიციელები გამოჩნდნენ, ისინი მუზეუმში შევიდნენ. –მგონი საქმე სერიოზულადაა.–ვუთხარი სალომეს. –მეშინია. –რისი? –არ ვიცი.–რამდენიმე წუთში მუზეუმიდან ხალხი გამოვიდა. მალე მათ პოლიციელები გამოჰყვნენ. ხალხი შეშინებული ჩანდა. ყვიროდნენ კვამლი გაუშვესო. –აუ გუგა მეშინია.–მითხრა სალომემ და ჩამეხ
...
Read More
|
–აბა რა გითხრა?ჯერ ხომ არ დამითვალიერებია, მაგრამ რასაც აქედან ვხედავ მომწონს.–ვუთხარი მას.–ლევანის აივნიდან რამდენიმე ძველებური სტილის აივნიანი სახლი მოჩანდა. ეს სახლები თანდათან იძირებოდნენ ნისლის ღრუბლებში.სულ მალე კი მათი დანახვა თითქმის შეუძლებელი გახდა. –დღეს ნისლია, და თან დაღამდა. ამიტომ ხვლ დავათვალიეროთ ქალაქი კარგი? –კარგი, მაგრამ ხვალაც რომ ნისლი იყოს? –არა მგონია, იმედია ქარი გაფანტავს და კარგი ამინდი დადგება.–უეცრად გამახსენდა რომ ლევანისთვის არაფერი მითქვამს სალომეზე. ამიტომ მოვუყევი რაც გადამხდა, და ისიც ვუთხარი თუ რა გრძნობა გამიჩნდა მის მიმართ. –ვაა, გუგა შეყვარებულია.–დაცინვით თქვა მან. –მერე რა , სიყვარული სამარცხვინოა?და თან ხომ გითხარი რომ ეს მთლიანად სიყვარული არ არის. –კაი გეხურე. ესეიგი მისამართი იცი? –კი მაგრამ მე არ ვიცი სად არის მელანქოლიის ქუჩა. –მაგაზე ნუ ღელავ მე ვიცი. ბავშვობიდან ყოველ ზაფხულს აქ ვატარებ. ამიტომ სიღნაღის ყოველ კუთხე კუნჭულს ვიცნობ. ხვალ ერთად მივიდეთ სალომესთან. –მაგრად დამეხმარები თუ წამომყვები, მარტო მისვლა მრცხვენია.–ვუთხარი მე. –რამდენიმე წუთი კიდევ ვიყავით აივანზე, მაგრამ სიცივემ შეგვაწუხა და ლევანის ოთახში შევედით. საერთოდ დასაძინებლად დავწექით, მაგრამ არც მე და არც ლევანს არ დაგვიძინია. მთელი ღამე ლაპარაკში გავათენეთ, მხოლოდ დილისაკენ ჩაგვეძინა. ლევანი მართალი გამოდგა მეორე დღეს ქუჩებში ნისლი აღარ იყო. ქ
...
Read More
|
წიგნების თაროებს ვათვალიერებდი, ვცდილობდი მეპოვნა წიგნი რომელიც იქნებოდა მისტიკური ჟანრის. ამ ჟანრში არის იდუმალებითა და ბურუსით მოცული ლეგენდები. ისინი ყოველთვის აღძრავენ ჩემში ინტერესს. სამწუხაროდ ჩემმა ძიებამ სახლში უშედეგოდ ჩაიარა.აღმოჩნდა რომ რაშიც მისტიკა ერია ყველაფერი წაკითხული მქონდა. გადავწყვიტე საჯარო ბიბლიოთეკაში წავსულიყავი. კატალოგში მალევე ვიპოვე ჩემთვის სასურველი წიგნი, რომლის სათაური იყო „მისტიკური სამყარო". მის წინასიტყვაობაში ეწერა–„წიგნში თავმოყრილია მისტიკური ლეგენდები, ისინი უთუოდ გააღვიძებენ თქვენში ინტერესს. არავინ იცის რამდენად მართალია ყოველივე, მაგრამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ რომ მათში არის სიმართლის მარცვალი"–ეს სწორედ ის ყოფილა, რაც მე მინდოდა მეთქი, გავიფიქრე ჩემთვის. სახლში მისულმა წიგნი გადავშალე და კითხვა დავიწყე. პირველ ლეგენდას სახელად „სიყვარულის მკვლელი ვიოლინო ერქვა" ლეგენდის თანახმად , რუმინეთის ჰერცოგ ნიკოლაის ვაჟს, ილიეს და ბოშის ქალს აზას ერთმანეთი შეჰყვარებიათ. ილიემ გადაწყვიტა ცოლად მოეყვანა აზა. ჰერცოგი წინააღმდეგი იყო მათი ქორწინების, არ უნდოდა მისი შვილის ცოლი, ვიღაც ღარიბი ბოშის ქალი გამხდარიყო. ის ყველანაირად ცდილობდა გადაეფიქრებინა ილიესათვის აზას ცოლად მოყვანა მაგრამ გადაწყვეტილება ვერ შეაცვლევინა. ნიკოლაიმ დახმარებისთვის მაგს მიმართა. მაგმა მეტად მზაკვრული გეგმა მოიფიქრა. მან მოაჯადოვა ის ვიოლინო, რომლითაც სოლისტს უნდა დაეკრა იმ წვეულებაზე, სადაც ილიეს სურდა მისი ნათესავებისა და მეგო
...
Read More
|
აქ არის ძალიან ლამაზი სურათები სურათზეც ხედავთ ალბათ სურათების რაოდენობა არის 15 შედით სრულადში და შეაფასეთ...
ფორმატი: JPG რაოდენობა: 15 გამოსვებსი წელი: 2010 ფაილის ზომა: 8 MB
|
მესამე კურსის პირველი სემესტრი იყო, პედაგოგიური ჯგუფის გოგოები ჩვეულებისამებრ ბიბლიოთეკიდან დაღლილები სასადილოში იყვნენ... შიმშილი გაიქარწყლეს, გონს მოეგნენ, ცოტაც წაიჭორავეს და საღამოხანს ყველა სახლისკენ წასვლას აპირებდა... დეკემბრის, მშვიდი საღამო იყო, მარიცა გიგაური თავს შეუძლოდ გრძნობდა, მან უარი თქვა ფეხით გოგოებთან ერთად გასეირნებაზე, ტაქსი გააჩერა და მძღოლს სახლის მისამართი უთხრა... მანქანა დაიძრა, თუმცა მალე გაჩერდა და უკან ორივე კარი გაიღო, მარიცას ბიჭები მიუსხდნენ. გოგო გაოგნებისგან ხმას ვერ იღებდა, შეშინებული თვალებით შეხედა მძღოლს, შემდეგ ბიჭებს... გონს მხოლოდ მაშინ მოეგო, როცა წინა კარი გაიღო და ნაცნობი პიროვნება დაინახა... - სად მივდივართ? ჩვეული სიმშვიდით იკითხა მარიცამ და თავი დახარა... - ხევსურეთში... თქვა წინ მჯდომმა ყმაწვილმა... მარიცას მისთვის არ შეუხედავს, მაგრამ ახლა დაიჯერა დაქალების ნათქვამი, რომ სწორედ ამ ბიჭს უყვარდა მარიცა სიგიჟემდე... მანქანა დათოვლილ გზას ნელა მიაპობდა... ბიჭებს გოგოს დუმილი აკვირვებდათ, მაგრამ ეს ხომ მათ სასიკეთოდ იყო... გაგი ჯიბუტი იყო პიროვნება რომელმაც მარიცა მოიტაცა, მას ორ წელიწადზე მეტი უყვარდა, მისთვის გამხელას კი ვერ ბედავდა... ახლა კი შიშობდა რომ – ვაი თუ დღეს ვერ ავიდეთ თოვლის გამო და ქალი წამართვანო... მაგრამ დამშვიდდა როცა ბებია-ბაბუას სახლს მიუახლოვდა. პირველი თვითონ გადმოვიდა მანქანიდან და უკ
...
Read More
|
პარების ფოტოები ძაან საყვარლები არიან.... ....
|
უამრავი შავ-თეთრი ფოტოები....
P.S დააჭირეთ LoVe LoaD_ს და გადმოტვირთეთ
|
დღეს უშენობის სახლში მიწევს მე არსებობა, თითქოს ლოდინიც გათანგულა ცრუ მოლოდინით, ვცდილობ განვაგრძო უშენობით ჩემი ცხოვრება, თავდაკარგული გადაჩვევას ავედევნები...
დღეს უშენობის მერამდენე წუთებს დავითვლი, დრო და წამები მატარებენ ხელის გულებზე, შენთვის ვინ იცის, იქნებ სწრაფად მიქრის დღეები, ჩემთვის კი... ვითვლი, უშენობის საუკუნეებს...
დღეს უშენობის ოცნებებში მიწევს გაფრენა, ახლა ფიქრებმაც უმიზეზოდ იწყეს ჩაფერფვლა, სიკვდილის ჩრდილი აედევნა სიცოცხლეს ლანდად, იქნებ კონტურებს მიღმა ვცადო შენი დაკარგვა...
დღეს უშენობის ვეგებები მერამდენე სხივს, თითქოს მძულს კიდეც გაყინული გარიჟრაჟები, ღამის ქარიშხალს გავუწოდებ თითებს გაცრეცილს, სხეულს დავტოვებ, ასე უხმოდ გავედევნები...
დღეს უშენობის მერამდენე სტრიქონებს დავწერ, თუმცა სიტყვები ფერს კარგავენ გრძნობების ფონზე, ისე მიყვარხარ აი ახლა... გაგიჟებამდე... მონატრებას კი...ხიდად გავდებ გადაჩვევამდე..."
|
,,შენსკენ რომ მიხმობ და მეძახი თავნება ქალი რომ მიწოდე ქედმაღალი ვარ და ჭირვეული უთუოდ გაგაწვალებ იცოდე
მზის ტყუპის ცალია ჩემი გული მკლავები ჩამოჰგავს ლიანებს ჩაგეხვევიან და ისე შეგბოჭავენ ვეღარსად გაექცევი ხვიარებს
ამაყნი არიან სურვილები ეშმაკის ცხენები გახედნეს ვინც მათთან ჯირითი გაბედა ღრუბლების მხარდამხარ აჭენეს
ლაგამს არ იკარებს ჩემი გრძნობა ქარივით გიჟია და ონავარი სული ვერ იგუებს მორჩილებას ამორძალებთან წილნაყარი
და ახლა თუ გინდა კვლავ მიხმე და თუნდაც თავნება მიწოდე ძალიან ამაყი და ურჩი ვარ უთუოდ გაგაწვალებ იცოდე.
|
ფრთხილად! ხელი არ შეახო ჩემს დაფარულ გულისძგერას, თორემ ვფიცავ, არ დავინდობ შენს უმანკო ბედისწერას! ფრთხილად, ფრთხილად! დაუკვირდი ჩემს ქცევას და თვალთა ცქერას და ნუ ცდილობ თვალებიდან საიდუმლოს გადაწერას. საიდუმლო მავიწყდება... ხსოვნის ფსკერზე დამარხული, საიდუმლო, რომლის ტკივილს, განიცდიდა მარად გული, საიდუმლო, რომლის სევდამ, გადმომღვარა სინანული, საიდუმლო, რომლის გესლი სირცხვილივით მდევდა, მდევდა, საიდუმლო, რომლის სიღრმეს ვერ დაიტევს შენი სევდა! ო, ამ მწარე საიდუმლომ თავგანწირვა შექმნა მწარე, და ამოსწვა ჩემი სული, ერთხელ წმინდა, მოელვარე... და ამოსწვა, სული, მაგრამ შეუერთდა თვით ალს ნაქსოვს, თვით დაიწვა, და გარწმუნებ, არაფერი დღეს არ მახსოვს. მე არც ვნანობ! მეტსაც ვიტყვი, თუ დამჭირდა თვით სიკვდილად მოვაჩვენებ ვისმეს ჩემს ბედს... შენ კი ფრთხილად, ფრთხილად, ფრთხილად!
|
სიბრალურისთვის არ დამიბრუნდე, გემუდარები წადი. . . ოცნების კოშკებს მარტო ვაგებდი, განთავისუფლებ, წადი. . .
სიყვარული ხომ მაინც მასწავლე, მადლობელი ვარ, წადი. . . ფიქრთა ტალღები ისევ აზვირთდნენ,
არ დავიხრჩობი, წადი. . .
ფიქრის უფლება ხომ მაინც დამრჩა, არაუშავს რა, წადი. . . ჰო,დავფიქრდები,დიდხანს ვიფიქრებ, ვიცი გამიგებ, წადი. . .
ღამეს შევჩივლებ ჩემ გულის დარდებს, ვიცი გამიგებს, წადი. . . თუ გინდა მოდი კიდევ მიგიღებ, გული ღია მაქვს იცი??? გისაყვედურო???არა ძვირფასო, მე პატიება ვიცი.
|
ნუგეგონება რომ ოდესმე დამავიწყდები, ის არ იფიქრო თუ არ მოგწერ აღარ მჭირდები, მე შენ არასდროს, არასდროს დამავიწყდები, თუმცა კი ვიცი რომ ოდესმე სხვისი იქნები, შენს თავს ვერავინ დამავიწყებს ამას გპირდები, მე უშენობა გამაწამებს და გავგიჟდები, მომენატრები და მალულად რომ ავტირდები,ვიღაც შემამჩნევს, მკითხავს, ცრემლად რატომ იღვრები, ცრემლებს მოვიწმენდ და ბავშვივით მე დავიბნევი, ვერ უპასუხებ და შეშლილი შორს გავიქცევი. და მე ამ გრძნობის ალბათ მონადგადავიქცევი..
|
შემოდგომა თრთოდა ქარში, ამთქნარებდა ღამე თითქოს, გავიგონე შენ მეძახდი, გავიხედე წვიმა იყო... შემომიშვებ? მკითხა-მოდი! შემოდგომაც მოჰყვა მერე, მარტოობის თამადობით ყველა ელდა ვადღეგრძელეთ. იქ ზარნი და ქარიშხალნი მიჰყიოდნენ ჟამთა თოვას აქ ვუსხედით სუფრას სამნი, მე, წვიმა და შემოდგომა... და როდესაც მარტო დავრჩო, ციმციმებდა ღამე თითქოს გავიგონე შენ მეძახდი, გავიხედე წვიმა იყო..
|
ბოლო სიგიჟე ჩამადენინე. თუ არ ჩავიდენ მომკლავს მშვიდობა . . . და მერე აღარ გამიჭირდება შენგან წასვლა და დამშვიდობება . . . ბოლო სიგიჟეს ჩაგადენინებ, განშორებისას რომ მოვბრუნდები . . . დაგიბრუნებენ ჩემი ხელები, შემოგეხვევი როგორც ხუნდები . . . ბოლო სიგიჟეს ჩავიდენთ ერთად , აღვსილი ვნებით კვლავ დავიცლებით . . . მერე წახვალ და დამტოვებ კენტად , მე კი უშენოდ გარდავიცვლები . .
|
მიყვარს ყველა ის წუთი და წამი შენზედ ფიქრებში რომ გავატარე, ჩემი ცრემლები და სიყვარული შენთან ალიონს გამოვატანე. ჩემს მონატრებას ბოლო არა აქვს შენამდის სივრცე რარიგ შორია, შენა ხარ ჩემი ტკივილი, დარდი შენახარ ჩემი მელანქოლია.
|
ოდესმე,ცრემლი მოგნატრებია?
თუ გყვარებია ოდესმე ვინმე?
ვისიმე ჯავრი თუ გქონებია?
ღამე მთვარესთან თუ გძინებია?
წვიმაში თმები დაგსველებია?
ზღვასთან ბაასი თუ გყვარებია?
თვალები ცრემლით გაგსველებია?
ალბათ დამთვრალხარ წითელი ღვინით,
ალბათ სიმღერა მოგნატრებია?
თუ გაწოლილხარ ოდესმე თოვლში?
თოვლში ყვავილი თუ გიძებნია?
თუ გიძებნია ყვავილი მისთვის,
ვინც ასე ძლიერ შეგყვარებია?
რა ბედნიერი ყოფილხარ მაშინ,
ამხელა გრძნობა თუ შეგძლებია...
|
Becoming Jane 2 სთ 0 წთ ჟანრი: დრამა, ბიოგრაფია, მელოდრამა პოსტერები გამოშვება: 02 მარტი 2007 რეჟისორი: ჯულიან ჯაროლკდი სტუდია: ბიბისი ფილმსი, 2 ენტერტაინ, ბორდ სცანან ნა ეირან, ბლიუპრინტ პიქჩერს, ეკოს ფილმსი როლებში: ჯეიმს ქრომუელი, ენ ჰეტევეი, ლოერენს ფოქსი, ჯო ანდერსონი, მეგი სმიტი, ჯეიმს მაკევოი, ჯული უოლტერს, ლიუსი კოხუ
ფილმის მიმოხილვა
რომანტიული დრამა ცნობილ ინგლისელ მწერალზე ქალზე ჯეინ ოსტინზე, რომელიც თავისი განსხვავებული სტილით გამოირჩეოდა და ირონით ნაწარმოებში. ასევე მან სერიოზული გავლენა მოახდენა მე-18 საუკუნის დასაწყისის ლიტერატურის განვიტარებაზე. ფილმი გვიყვება ჯეინის ახალგაზრდობის წლებზე, სადაც მისი ბიოგრაფიული პორტრეტი და სასიყვარულო რომანი ახალაზრდა ირლანდიელთანაა წარმოდგენილი.
|
დასახელება: LoVe Song ზომა: 5.63
|
დღეს ქურდობაზე დავიჭირე ყვავილი ბევრი: იამ სურნელად ჩემი სატრფოს სუნთქვა ისესხა, ზამბახსაც მისთვის მოუპარავს ხელების ფერი, მკლავნი ასეთი ნათალ მხრებზე აბა ვის ესხა?
წაურთმევიათ მიჯნურისთვის თმების სიშავეც, დგანან ვარდები სირცხვილისგან წითლად დამწვრები, სხვა ყვავილებმაც ყაჩაღობა ვერ მოიშალეს და ზოგმა ყელი გაგიძარცვა, ზოგმა ღაწვები.
სუნთქვას მაწვდიან სურნელად დამდნარს, იები, ზოგმა სითეთრე მოგტაცა და ზოგმა სიწითლე. მაგრამ შენს გამო შესევიან ვარდებს ჭიები და გადახრული ყვავილნარი სულსაც სიმწრით ლევს.
სხვა ყვავილებიც გადაშლილან კეთილშობილად, მაგრამ შენს მიმართ მაინც ყველა ქურდი ყოფილა.
|
შენ გაზაფხულზე მიმატოვე მშვიდი თვალებით, როცა აპრილის ფერად კაბებს სიო არხევდა, როცა სიცოცხლის ყმაწვილური შემოძალებით ზეცამ სატურნიც ეშმაკურად ჩამოახედა.
როცა ზაფხულის მობრძანების ხმებიც გაისმა, როცა ბულბულსაც მოენატრა ვარდთან გალობა, მე ზღაპარივით გაფრენილმა ტურფა მაისმა შენთან შეხვედრის ერთი წამიც არ მიწყალობა.
ახლა შევყურებ შემოდგომის დღეთა თენებას, ყველა სიკეთემ ჩამიქროლა ახლა ქარივით და რომ ვიხსენებ შენს უსაზღვროდ მდიდრულ მშვენებას წუთისოფელიც მეჩვენება მათხოვარივით.
ზამთარი მოდის უშენობის ბნელი ზმანებით... მე და ოცნება შენს აჩრდილსღა ვეთაყვანებით.
|
უშენოდ ყოფნა დაემსგავსა სევდიან ზამთარს, მარტოობის გზას მივუყვები მწირი ბერივით, გაყინულ მზერას საიმდროო წყვდიადი ხლართავს, როცა სიცოცხლე დამემშევა დეკემბერივით.
ზაფხულის მადლი შემოდგომას როცა აღავსებს, როცა სიუხვე დაგროვდება ყველგან სამყოფი, ჩემს ცხოვრებას კი დაქვრივებულ ქალს დაამსგავსებს, ვისაც საშოში ჩარჩენია ქმრისგან ნაყოფი.
დაობლებული შემოდგომის ყოველი წამი, ასე მგონია, ერთი სრული წელიწადია, სადაც უშენოდ საუკუნოდ გაჩერდა ჟამი, სადაც გალობა ბულბულსაც კი აღარ სწადია...
იმედი ხმელი ფოთლებივით ეცლება ლოდინს და შემზარავი მარტოობის ზამთარი მოდის.
|
ზოგს თუ სიტურფემ ცოდვიანი ხელი დარია, ზოგი სიავეს ამ სიტურფის მადლით იცილებს, ცოდვა-მადლს შუა წუთისოფლად დიდი ზღვარია, შენ კი ორივე მორჩილებით შემოგციცინებს.
მეფის გვირგვინი რაგინდ ჟამმა გააიაფოს, მასში დიდება მაინც რჩება მიმქრალ ზმანებად, შენში კი ცოდვა მარგალიტის მსგავსად კიაფობს მშვენიერების სადაფებში საგოგმანებლად.
რადგან მტაცებელს არ სჩვევია ცხვრის ტყავი ეცვას, და მის საკბილოს უნდა ერქვას რადგან ბატკანი, შენც ნუ ისურვებ სხვის საამოდ ბუნების შეცვლას, შენს თვალთმაქცობას ვერ გაუძლებს სხვა კაცთაგანი.
დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.
|
ნეტავ შენს ცოდვებს რად შეჰხარი დიდი მადლივით, რა სიტკბოებას გადაჰყრიხარ იმ სიმწარეში, შენს ლამაზ ვარდს რომ შეჰპარვია ბილწი მატლივით და სახელს გიტეხს, როგორც ფლიდი პირისფარეში.
შენს სიკეთეზე საუბარი ყველას სწადია, ყველა შენ გაქებს, სადიდებელს რაწამს ნახავენ, შენთან ისეთი მეხოტბენი მრავლად დადიან, ვინც უზნეობას არც პირსუკან დაგიძრახავენ.
შენში აშენებს თვალთმაქცობა დღეს იმ სასახლეს, სადაც თავს უყრის მლიქვნელების ხროვას განგება, სადაც სიტურფე ნიღაბსმიღმა უნდა დასახლდეს და თვით სიმართლეც მაცდურობით დაიბანგება.
მაშ, სანატრელო, ჩემგან მაინც მართალი გესმას - ხმალიც ბლაგვდება, თუ მას ხშირად არავინ ლესავს.
|
Date Movie 1 სთ 23 წთ ჟანრი: კომედია, მელოდრამა პოსტერები გამოშვება: 17 თებერვალი 2006 რეჟისორი: აარონი ზელცერი, , ჯეისონ ფრიდბერგი სტუდია: ეფსილონ მოუშენ ფიქჩერზი, ნიუ რეჯენსი ფიქჩერზი, რეჯენსი ინტერპრაიზიზი როლებში: ჯენიფერ კულიჯი, ელისონ ჰენიგენი, ედდი გრიფფინი, მარი მატიკო, ფრედ უილარდი, სოფი მონკი, ადამ ქემპბელი, მირა სიმხანი
ფილმის მიმოხილვა ჯულია ჯონსი, დარწმუნებული იმაში, რომ ის უსაზღვროდ რომანტიულია, შეხვდება თავისი ოცნების მამაკაცს - ნამდვილ ბრიტანელს გრანტ ფონკერდოდერს. მაგრამ ქორწილამდე ახალგაზრდებმა, ერთმანეთის მშობლები უნდა გაიცნონ, მონახონ საერთო ენა საქორწილო ზეიმის ორგანიზატორებთან და ურთიერთობა მოაგვარონ გრანტის დაქალთან, ენდისთან, არაჩვეულებრივად ლამაზ ქალთან, რომელსაც უნდა მათი ქორწინება ჩაშასოლ...
|
ვდუმვარ ხანდახან,მებუტება დაღლილი ბაგე, "ეხლა სადა ხარ, ვისი სულის სამყაროს აგებ?", თვალნათლივ ვხედავ, მეურჩება მაინც გონება, ვერაფერს გბედავ, მავსებს ეჭვი და დაღონება. არადა ვიცი,მაგრამ მაინც ვფიქრობ და მიჭირს, არ მჯერა ფიცი, კაცთა ნდობის დავკარგე ნიჭი. "იქნებ ერთი ხარ?!"- არ მგონია,ყველა ერთია, "ვითომ ღმერთი ხარ?!"- შეუმცდარი მხოლოდ ღმერთია. ვდუმვარ ხანდახან, გავუყუჩდე სიყვარულს უნდა, "ეხლა სადა ხარ? "- ჩემს დუმილში მომეხმე,მსურდა....
|
სოკრატე მე ვიცი, რომ არაფერი ვიცი. ყველაზე დიდი სიკეთე ცოდნაა, ყველაზე დიდი ბოროტება კი- უგუნორობა. ვფიქრობ, ხანდახან წერაც გმირობაა - თუ ნაწერი განსასჯელად სულელებს მიეცემათ. მე გამასამართლებენ ისე, როგორც ბავშვები ასამართლებენ ექიმს. ილაპარაკე, რათა გაგიცნო. ჩემთან დავა და კამათი ადვილია, ჭეშმარიტებასთან- შეუძლებელი. ყველა შემთხვევაში მოიყვანე ცოლი, თუ კარგი ცოლი შეგხვდება გამონაკლისი გახდები, თუ ცუდი - ფილოსოფოსი. გინდ მოიყვანე ცოლი, გინდ ნუ მოიყვან, მაინც ინანებ. ყოველ ადამიანში მზეა-ოღონდ აცალეთ, რომ ანათოს. უნდა ჭამო იმისათვის,რომ იცოცხლო და არა იმისათვის იცოცხლო,რომ ჭამო. ადამიანი შეიძლება იყოს სიბრძნის მოყვარული და არა ბრძენი, ნამდვილი ბრძენი მხოლოდ ღმერთია, მხოლოდ ღმერთმა იცის ყველაფერი და არა ადამიანმა. ვისთანაც სიტყვა უქმია,მასთან ჯოხითაც ვერაფერს გახდები. განა სოკრატეს ასამართლებენ? ო, არა, სიკვდილი მიუსაჯეს სიმართლეს! ისე მოეპყარი მშობლებს,როგორც შენ ისურვებდი, რომ საკუთარი შვილები მოგეპყრან.
პლატონი სხვათა ბედნიერებას რომ ვ
...
Read More
|
პირველი ღამე თქვენს მეუღლესთან. ძალიან ბევრი ქალისთვის პირველი ღამე სულაც არ რჩება მეხსიერებაში ისეთ რომანტიულ მოგონებად როგორიც ეს ფილმებშია აღწერილი თუ წიგნებშია მოთხრობილი როგორ ავარიდოთ თავი გარდაუვალ დისკომფორტს და უხერხულობას....... � პირველ რიგში აიყვანეთ თავი ხელში და განეწყვეთ დადებითად. � გრილი შხაპი და ახალი კომფორტული ტანსაცმლით მოეშვებით. � თუ სასტუმროს ნომერში ხართ, მაშინ შეუკვეთეთ მსუბუქი ვახშამი. � აანთეთ სანთლები და ჩართეთ ისეთი მუსიკა, რომელიც ორივეს სიახლოვისკენ განგაწყობთ. � ამის შემდგომ არ დაგავიწყდეთ კარებზე ნიშანის ჩამოკიდება, იგი თქვენს სიმყუდროვეს შეუწყობს ხელს, და აგარიდდებთ დაუპატიჟებელ სტუმრებს. � ახლა შეგიძლიათ ერთად მოკალათდეთ საწოლში და გაიხსენოთ თქვენი ქორწილის სასიამოვნო და სახალისო მომენტები. � ისიამოვნეთ სიმარტოვით. � ნუ აჩქარდებით. დასაწყისისთვის ნაზი და ალერსიანი მოფერება ... � ყველაფრის შემდეგ თუ პირველი ღამე არ გამოდგა ისეთი სასიამოვნო როგორზეც ასე დიდი ხანია ოცნებობდით, არაუშავს თქვენ წინ მთელი ცხოვრება გაქვთ სექსის დასახვეწად და მაქსიმალური სიამოვნების მისაღებად......
|
მალე ზაფხული დადგება, ხოლო საკუთარი თავის ფორმაში მოყვანა ამ დროისათვის ყველას სურს, მაგრამ დრო ამისათვის ყველას არ ყოფნის. სამსახურის შემდეგ კი დასვენება გვინდა, სახლშიც უამრავი საქმეა, რა უნდა ვქნათ?
საერთოდ კი დროის უქონლობა მხოლოდ თავის მართლებაა. სურვილის შემთხვევაში შეიძლება გამოსვლა ამ სიტუაციიდან. არსებობს ფიზიკური ვარჯიშები, რომელთა შესრულება შეიძლება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის დროსაც კი. მაგალითად აი ასეთების:
ვარჯიში ბარძაყების შიდა ადგილებისათვის. საწყისი მდგომარეობა - მჯდომარე ან მდგომარე. დაძაბეთ კუნთები და ეცადეთ მთელი ძალით მიაწვეთ ერთი ფეხით მეორეს, თითქოს რაიმეს კუჭავთ. ვარჯიში უნდა გააკეთოთ მორიგეობით ორივე ფეხისათვის, თითქოს ერთი ფეხით მეორე ფეხის გაწევა გსურთ.
ვარჯიში წვივებისათვის. საწყისი მდგომარეობა - მჯდომარე, ფეხები ერთად. ჯერ ასწიეთ ფეხის წვერები, ქუსლები არ მოწყვიტოთ იატაკს, შემდეგ ქუსლები, ისე რომ არ ასწიოთ წვერები. მოძრაობის ამპლიტუდა მაქსიმალური უნდა იყოს. შემდეგ ოდნავ ასწიეთ ფეხები და გააკეთეთ წრიული მოძრაობები ტერფებით. ეს ვარჯიში კარგი პროფილაქტიკური საშუალებაა ვენების ვარიკოზული გაგანიერების დაავადებისათვის.
ვარჯიში მხრებ
...
Read More
|
შოკოლადის ერთ-ერთი ცნობილი თვისება ისაა, რომ ის განწყობას ამაღლებს. ამ ნუგბარში შემავალი მაგნიუმი დეპრესიის კვალს შლის, ასევე აუმჯობესებს მეხსიერებას, სტრესის მიმართ გამძლეობას ამაღლებს, ამაგრებს იმუნიტეტს.
ამიტომ როცა სევდა და ნაღველი მოგეძალებათ, შოკოლადის ტორტის ნაჭერი ან შოკოლადი მიირთვით. ბედნიერი თუ არ გახდებით, განწყობა მაინც გაგიუმჯობესდებათ. კალორიებზე ნუ ინაღვლებთ. ტკბილი თერაპიით მიღებული ზედმეტი წონა სწრაფად გაგიქრებათ.
როგორ უნდა მოიქცნენ შოკოლადის მოყვარულები? უნდა მიირთვან შოკოლადი, ოღონდ მცირე პორციებად. უკეთესია, მისი მიღება ცილოვანი საკვების მიღების შემდეგ. ცილოვანი საკვები ანელებს შოკოლადის კომპონენტების შეწოვას საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. რაც უფრო ნელა შეიწოვება შოკოლადი, მით უფრო ნელა ხდება სისხლში გლუკოზის დონის ცვლილებები. ცილა ასევე ანელებს ტვინის რეაქციას, რომელიც კიდევ მოითხოვს მსოფლიოში ყველაზე ტკბილი ნარკოტიკის, შოკოლადის, დამატებით ულუფას.
|
თანამედროვე მეცნიერები მეჭეჭის მკურნალობის ეფექტურ და ბუნებრივ საშუალებას გვთავაზობენ. ნიორში შემავალ გოგირდის კომპონენტებს ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებები აქვს. გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ნივრის ექსტრაქტი ორ კვირაში მეჭეჭის კვალსაც კი არ ტოვებს.
მეჭეჭი სხეულზე ინფექციის შედეგად წარმოიქმნება. ის ჯანმრთელობისთვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ გადამდებია. ფართოდ გავრცელებული ხალხური საშუალებების გარდა, მაგალითად, უმი კარტოფილის წასმა და მრავალი სხვა, მეჭეჭის მოსაშორებლად წმინდა მეცნიერული მეთოდებიც არსებობს. მაგალითად, სალიცილის მჟავას საფენები - ის წვავს მეჭეჭს, მაგრამ შედეგის მისაღწევად ხშირად რამდენიმე თვეა საჭირო.
ბოლო დროს ექიმები მეჭეჭის მოსაშორებლად კრიოთერაპიას, ანუ მოყინვას იყენებენ. ეს უფრო სწრაფი, მაგრამ მტკივნეული მეთოდია, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.
ზემოხსენებული გამოკვლევების დროს ნივრით 23 პაციენტს უმკურნალეს. სეანსი დღეში ორჯერ ტარდებოდა. ერთი-ორი კვირის შემდეგ მეჭეჭი ყველას გაუქრა. გვერდითი მოვლენების სახით მხოლოდ კანის უმნიშვნელო სიწითლე და წვა შეინიშნებოდა.
|
ნამდვილი სახელი: ჯუდიტ ლაურა ევანსი (Judith Laura Evans) დაბადების თარიღი: 20 ივლისი 1975 დაბადების ადგილი: დეტროიდი პროფესია: მსახიობი
ბიოგრაფია With a genuine gift for comedy and an engaging on-screen presence, Judy Greer has quickly become one of Hollywood's most captivating young talents. Having appeared in such diverse films as Jawbreaker (1999), What Women Want (2000), The Wedding Planner (2001) and Adaptation. (2002), as well as a number of upcoming feature film projects, Greer turns in scene-stealing performances opposite some of the industry's biggest stars.
Greer recently starred opposite Jennifer Garner in Columbia Pictures' romantic comedy, 13 Going on 30 (2004), directed by Gary Winick. Greer played an office colleague to Garner's character, with whom she shares a checkered past.
She co-stars in writer/director M. Night Shyamalan's The Village (2004), opposite Joaquin Phoenix, Adrien Brody, Bryce Dallas Howard, Sigourney Weaver and William Hurt. Set in 1897, the film revolves around a close-knit community that lives with the knowledge that a mythical race of creatures resides in the woods surrounding them. The Village (2004) is sc
...
Read More
|
ჯესიკა ბილი არაჩვეულებრივად გამოიყურება ფილმ Valentine’s Day - ს პრემიერაზე, ორშაბათს, 8 თებერვალს, ჰოლივუდში პრემიერაზე ასევე იყვნენ ფილმის სხვა მსახიობებიც ჯენიფერ გარნერი, ენ ჰეტევეი, ჯესიკა ალბა, ტეილორ ლოტნერი, ბრედლი კუპერი, ემა რობერტსი, ჯულია რობერტსი, ეშტონ კატჩერი და სხვა
ვარსკვლავებიდან ბევრი დაბრუნდება ფილმის მეორე ნაწილში, რომელსაც New Year’s Eve ერქმევა, მოქმედება კი ნიუ-იორკში განვითარდება, როდესაც პირველი ნაწილის გმირები ახალ წელს აღნიშნავენ
.....
...
Read More
|
katie holmes - 9 february
ჩაფუთნული კეტი ჰოლმსი სეირნობს ნიუ-იორკის ქუჩებში სამშაბათს [9 თებერვალი]. 31 წლის მსახიობი თბილად გრძნობს თავს ქუდსა და გრძელ შარფში კეტი საგრძნობლად განსხვავებულ კლიმატშია ახლა, მის უიქენდთან შედარებით, - ის, ტომ კრუზი და მათი გოგონა სური კვირას მაიამის ესტუმრნენ .......
|
სერიალი იქმნება სტუდია ”ფორმულა კრეატივის” მიერ ”რუსთავი 2-ის” ტექნიკური ბაზის გამოყენებით. სერიალის შემქმნელი შემოქმედებითი ჯგუფის მიერ გადაღებული იუმორისტული სერიალები 8 წელია აქტიურად ითვისებს ქართულ ტელესივრცეს. სერიალის გმირები ეკრანზე არიან უკვე 3 წელია. სერიალი გათვლილია მაყურებლის ყველა ასაკობრივ ჯგუფზე.
როლებში : თეკლა-ანა სანაია ნუნუკა-ნინო მუმლაძე ნატა-თაკო აბაშიძე ნიკა-გიორგი კალანდაძე ნატა და ნიკა დოლჩე-გიორგი კალანდარიშვილი ლაშა-ვანო თარხნიშვილი მყუდრო-გია ცინაძე შონზო შონზოააა ლადო-დრუპი
...
Read More
|
ვისაც ძალა აქვს ავი იქმნას, მაგრამ ავს არ იქმს, ვისაც ძალა აქვს მუდამ დარჩეს კლდედ და პიტალოდ, სხვა ამოქმედოს, მაგრამ არვის დასცეს თავზარი და ცდუნებათა შემოტევაც გადაიტანოს,
მას თვითონ ზეცა მადლიერი თვალით დაჰყურებს, მისია მიწის საგანძური დამარჯნებული, სხვები ხდებიან მისი ნების მოსამსახურე, ის კი მეფეა, თავის თავზე გამარჯვებული.
ზაფხულის ყვავილს საზაფხულო მოაქვს სურნელი, თუმცა დრო აჭკნობს და მუდმივად როდი ალაღებს, მაგრამ თუ სენი შეეყარა განუკურნელი, ყვავილებს ვარჩევთ სარეველა მინდვრის ბალახებს.
და თუმცა ისევ სიკეკლუცეს ჩემობს სნეული, დამპალ ზამბახებს სჯობს ჭინჭარი შემოსეული.
|
სამარადისოდ დავიჯერებ შენს ერთგულებას, მოტყუებულმა ქმრებმაც სწორედ ასე იციან, მაგ უნდო გულში ტრფიალება კვლავ მეგულება, თუმცაღა ვიცი, გული სხვისთვის გადაგიცია.
ზოგი თვალები ორგულობის ამბავს ყვებიან, მოღალატენი ვერასოდეს თავს ვერ იჭერენ, შენს გამოხედვას სიძულვილი არ შეხებია, მეც შენს სიყვარულს, ძველებურად, მიტომ ვიჯერებ.
შენი შექმნისას ზეცამ, ალბათ, ასე ინება; შენს გულის ნადებს სიყვარული ფარავდეს ნიღბად, ფიქრთა სიშავე მოსპოს თვალთა გამობრწყინებამ, თეთრად მოჩანდეს გულიც შავი თვალების მიღმა.
აღარაფერი ამ სიცრუეს არ ეშველება, ევას ვაშლივით მაცდურია შენი მშვენება.
|
შენ დღეს ჩემი ხარ და ვეღარსად წახვალ იცოდე, დრო ახლა ჩვენი მოყვარეა, განა მტერია, ლამაზ სიყვარულს დაემონა ჩვენი სიცოცხლე და მის გარეშე არსებობა არ გვიწერია.
არ ვნაღვლობ, ბედმა სიმართლისგან რაგინდ გამყაროს, გამრიყოს დროის მსვლელობისგან რაგინდ დროებით, სჯობს ერთი მზერით შევეხიზნო მე შენს სამყაროს, იმ მზერით, შენი ცბიერებით ნასაზრდოებით.
და თუ ცრემლებიც თვალთმაქცობით ხშირად გეფრქვევა, თუ მღალატობ და ფიანდაზად სულ სხვას ეგები, მე ბედით ბედკრულს ბედნიერი მაინც მერქმევა, რადგან სიკვდილსაც სიყვარულით შევეგებები.
ვეჭვობ, ღალატს და ორგულობას შენ არ იცნობდე... ოღონდ ეს ცოდვა, გთხოვ, არასდროს მე არ ვიცოდე.
|
ზოგს წარმოშობა, ზოგს სიმდიდრე ეამაყება, ზოგს მოსასხამი მოხატული ცისარტყელებად. ზოგი ტრაბახობს, თუკი მკლავში ძალა დაჰყვება, ზოგს ბედაური ან მწევრები ესახელება.
ყველას თავისი გასართობი მოუგონია. ყველას თავისი მიზანი აქვს, დასაფიცარი, მე კი, ამქვეყნად, სიხარული სხვა რამ მგონია, ბედნიერება უმაღლესი გამოვიცანი.
შენი ტრფიალი მირჩევნია ყველა წოდებას, მათხოვარია ჩემთვის მეფეც თავის განძებით, მწევრით გართული მონადირეც შემეცოდება და ბედნიერი შენი ტრფობით დავიქანცები.
მაგრამ მახვილი შეგიძლია არ ამარიდო. გრძნობა წამართვა და ერთ წამში გამაღარიბო.
|
თუკი ოდესმე შემიძულებ, დღეს მიმატოვე, როცა ქვეყანა წინ აღმიდგა, ვით მუხანათი, უფრო იოლად გადავიტან ჩემს სიმარტოვეს, თუ ბოლო წვეთი არ იქნება შენი ღალატი.
და თუ ოდესმე მოწოლილი სევდა განვდევნე, არ მომეპარო და არ ჩამცე ზურგში ხანჯალი, ქარიან ღამეს მერე წვიმით ნუ გაათენებ, ახლავ მომიზღე შხამი ჩემი დასატანჯავი.
ბოლო წუთისთვის ჩვენი გაყრა აღარ გადადო, რომ ვერ მოვასწრო წვრილმან სევდით დაძაბუნება, დღესვე მივიღო უდიდესი ჩემი სადარდო, დღესვე მარგუნოს უშენობა ავმა ბუნებამ.
შენი დაკარგვით დაკოდილი გული ჩამწყდება და დღევანდელი ყველა დარდი გამიქარწყლდება.
|
ცხოვრება ულმობელია, დამიჯერეთ, ბავშვებო, გამოცდილება მალაპარაკებს. თქვენ ჯერ ახალგაზრდები ხართ და ცხოვრების არა გაგეგებათ რა. ახალგაზრდა ვიყავი, როდესაც დამენგრა ყველაფერი, მარტოს მომიწია ყველაფრის გადატანა, ქვეყანასა ზედა არავინ მყავდა პატრონი. დღემდე ცოდვებში ვარ ჩაფლული და არ ვიცი როგორ მოვინანიო ეს ყველაფერი. გამოცდილება რომ არა, არ დავიწყებდი ამაზე საუბარს, დამიჯერეთ! რად მიყურებთ ეგრე გაოგნებული? გიკვირთ რაზე ვსაუბრობ? ხედავ, დათო, როგორია ცხოვრება? მამაშენსაც კი არ იცნობ. მაგრამ, დამიჯერე, შვილო, შენ რომ ჩემი ამბავი გაიგო, მიხვდები ყველაფერს და იმედია გამიგებ, თუმცა მეშინია . . . - იქნებ მიამბო . . . - მე წავალ, თქვენ სალაპარაკო გქონიათ . . . - არა, ნატა, დარჩი, შვილო, შენც უნდა გაიგო . . . ორივე გაოგნებული თვალებით მიყურებდა და მოუთმენლად ელოდნენ თუ როდის დავიწყებდი ჩახლართული ამბის მოყოლას, რომლითაც ორივე ასე დავაინტერესე . . . * * * ცელქი ბავშვი ვიყავი, სოფელში ბიძასთან ჩავედი ქალაქიდან. მთელი დღეები ბიძაშვილებთან ერთად ვერთობოდი, ხან მდინარეზე წავიდოდით, ხანაც ბურთს ვითამაშებდით. დღე არ გავიდოდა ნასიამოვნებს არ ჩამძინებოდა. ცელქი ვიყავი-მეთქი, აღვნიშნე უკვე, წარმოიდგინეთ, ძალიან ცელქი . . . მახსოვს ლამაზი ბუნება, ხელუხლებელი სანახაობა იყო, ყოველდღე ვტკბებოდი იმ საოცარი სილამაზით, მაგრამ 14 წლის ასაკის შემდეგ სოფელში აღარ მიმესვლება და მენატრება იქაურობა. . . სულ რაღაც თვე თუ დავყავი სოფელში . . . ბოლოს ერთი კვირით ჩა
...
Read More
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|