♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 10 » love story
8:49 PM
love story

მესამე კურსის პირველი სემესტრი იყო, პედაგოგიური ჯგუფის გოგოები ჩვეულებისამებრ ბიბლიოთეკიდან დაღლილები სასადილოში იყვნენ... შიმშილი გაიქარწყლეს, გონს მოეგნენ, ცოტაც წაიჭორავეს და საღამოხანს ყველა სახლისკენ წასვლას აპირებდა... დეკემბრის, მშვიდი საღამო იყო, მარიცა გიგაური თავს შეუძლოდ გრძნობდა, მან უარი თქვა ფეხით გოგოებთან ერთად გასეირნებაზე, ტაქსი გააჩერა და მძღოლს სახლის მისამართი უთხრა... მანქანა დაიძრა, თუმცა მალე გაჩერდა და უკან ორივე კარი გაიღო, მარიცას ბიჭები მიუსხდნენ. გოგო გაოგნებისგან ხმას ვერ იღებდა, შეშინებული თვალებით შეხედა მძღოლს, შემდეგ ბიჭებს... გონს მხოლოდ მაშინ მოეგო, როცა წინა კარი გაიღო და ნაცნობი პიროვნება დაინახა...
- სად მივდივართ?
ჩვეული სიმშვიდით იკითხა მარიცამ და თავი დახარა...
- ხევსურეთში...
თქვა წინ მჯდომმა ყმაწვილმა... მარიცას მისთვის არ შეუხედავს, მაგრამ ახლა დაიჯერა დაქალების ნათქვამი, რომ სწორედ ამ ბიჭს უყვარდა მარიცა სიგიჟემდე...
მანქანა დათოვლილ გზას ნელა მიაპობდა... ბიჭებს გოგოს დუმილი აკვირვებდათ, მაგრამ ეს ხომ მათ სასიკეთოდ იყო...
გაგი ჯიბუტი იყო პიროვნება რომელმაც მარიცა მოიტაცა, მას ორ წელიწადზე მეტი უყვარდა, მისთვის გამხელას კი ვერ ბედავდა... ახლა კი შიშობდა რომ – ვაი თუ დღეს ვერ ავიდეთ თოვლის გამო და ქალი წამართვანო... მაგრამ დამშვიდდა როცა ბებია-ბაბუას სახლს მიუახლოვდა. პირველი თვითონ გადმოვიდა მანქანიდან და უკანა კარი გააღო, ძმაკაცი გადმოვიდა, ქალს კი რომელიც თავდახრილი იჯდა, ხელი ხელზე შეახო და სთხოვა გადმოსულიყო... ქალი უსიტყვოდ დაემორჩილა, სხვა გზა არც ჰქონდა მისთვის სრულებით უცხო გარემოში. მოდიოდა ციდან ლამაზი ფიფქები, მიდამო და კოშკიც თოვლს დაეფარა, მარიცა უყურებდა ამ სილამაზეს და გულში გაიფიქრა – აქ გაქცევაზე ფიქრიც უაზროა... თვალები შეშინებული და აცრემლებული ჰქონდა, მისი შემცოდებელი კი არავინ იყო...
ღამე სუფრა გაიშალა, შვილიშვილმა ცოლი შეირთო და მთელი სამეზობლო ფაციფუცობდა. ლოცავდნენ სიძე-პატარძალს. ქეიფი განთიადამდე გაგრძელდა, ყველას სახეზე ღიმილი და ხალისი აღიბეჭდებოდა გარდა ორი ადამიანისა... მარიცა ფიქრებით სულ სხვაგან იყო, გაგი კი მარიცაზე ფიქრობდა და ძალიან დარდობდა მასზე... ბოლოს ხელი მოკიდა და სადღაც გაიყვანა, ეს საძინებელი ოთახი იყო... მარიცა შიშით აკანკალდა და ცრემლიანი თვალებით მორჩილად უყურებდა პიროვნებას რომელიც მისთვის მაინც უცხო იყო, მან არ იცოდა ვინ იყო სინამდვილეში, რას წარმოადგენდა. გაგიმ ხელი გაუშვა, ლოგინზე ჩამოჯდა. მარიცამ თავისი ჩანთა დაინახა, მივიდა და რაღაც ამოიღო, შეხედა გაგის, ის მშვიდად იჯდა, დაღონებული სახე ჰქონდა და დაღლილი...
- ხელს დამაკარებ და იცოდე თავს არ ვიცოცხლებ, ფანჯრიდან გადახტომა თუU ვერ მოვასწარი ამ დანით ყელს გამოვიჭრი... – გაგიმ ახედა გაშმაგებულ მრაიცას...
- მარიცა, მე შენ მიყვარხარ, მაგრამ შენ კი არა! არც კი მიცნობ ნორმალურად, ეს ჩემი დანაშაულია... სანამ არ შემიყვარებ ხელს არ გახლებ, მე ყველანაირად ვეცდები რომ დავიმსახურო შენი სიყვარული და შეგიყვარდე, დარწმუნებული ვარ რომ მე ამას შევძლებ. ახლა კი მოდი დაიძინე, დაღლილი ხარ თან როგორც ჩანს ნერვიულობ...
თქვა თუ არა ეს გაგიმ ძველებური რკინის ლოგინები ერთმანეთს დააშორა, თვითონ ცოტახნით ოთახიდან გავიდა, დაბრუნებულს ხელში თხელი გადასაფარებელი ეჭირა და მარიცას განკუთვნილ ლოგინზე დადო...
- ძილინებისა...
მარიცამ დიდხანს უყურა, ფიქრობდა მატყუებსო... ფანჯარასთან საათზე მეტი გაატარა – მომაკითხავენ, მამაჩემი არ დამტოვებს... მომძებნის და წამიყვანს, არ დამტოვებს ამ უცხო კაცთან... გაყურებდა არემარეს, ციოდა მას, უცებ მიტრიალდა და ლოგინისკენ ნაბიჯი გადადგა, თითქოს გაგის გაღვიძება არ უნდოდა, ფრთხილი ნაბიჯებით მიუახლოვდა, ჩამოჯდა, დაწოლას ვერ ბედავდა... თითქმის მთელი საათი ისე ჩუმად იჯდა და ფიქრობდა...
მთელი ღამე თოვდა, გზები ჩაიკეტა... მარიცას მშობლები საშინელ დღეში ჩავარდნენ, ვერაფერს ახერხებდნენ... გოგოებისგან მხოლოდ ბიჭის სახელი და გვარი გაიგეს... გზის გამო იძულებულები შეიქმნენ რომ დროისთვის მიენდოთ მარიცას ბედი, მათ ხომ ლოდინის მეტი არაფერი შეეძლოთ...


***


ფანფრიდან მხოლოდ თეთრი ფანტელები ჩანდა, როცა მარიცამ თვალები გაახილა, ლოგინი რომელიც ჩაძინებამდე ცალკე იდგა ახლა ისევ პირვანდელ მდგომარეობაში იყო, უცებ შეშინებულმა ტანსაცმელს გახედა, ის ლოგინში ტანსაცვლით იწვა, დანა რომელიც ჩაძინებამდე ხელში ეჭირა მეორე ლოგინზე ეგდო. ლოგინი დაულაგებელი იყო. ოთახში მიმოიხედა, კუთხეში კარადა იდგა, მეორე კუთხეში კი საწერი მაგიდა, ლოგინის გვერდით პატარა ნათურა, წინ კი ის ფანჯარა რომლიდანაც გუშინ გადახტომას აპირებდა...
მარიცა ადგა, ორივე ლოგინი დაალაგა, ჩავიდა პირველ სართულზე, ერთხანს გარეთ გავიდა – ძალიან დიდი თოვლია, ღმერთო შენ მიშველე... სახლში შებრუნდა, სასტუმრო ოთახში სტუმრები ისევ ქეიფობდნენ, გაგი კი მათთან ერთად იჯდა და საუბრობდა, დღეს უკვე მას ბედნიერი თვალები ჰქონდა. უცებ, მარიცას დანახვაზე ფეხზე წამოდგა, მიუახლოვდა, ხელი გადახვია და სტუმრებს განუცხადა – აი ჩემი მომხიბლავი მეუღლე, მარიცა გიგაური... გოგო შეიშმუშნა, არ ესიამოვნა ბიჭის სიახლოვე, გაგიმაც იგრძნო სიცივე და გაუშვა... სტუმრებმა ღვინით სავსე ჭიქა აიტაცეს და ერთხმად თქვეს ახალგაზრდების სადღეგრძელო – გაუმარჯოს ჩვენს გაგის და მის მეუღლეს!
მარიცა სუფრიდან გაგის ბებიამ იხმო, ისიც წამოდგა და მიუახლოვდა, სათნო სახიან ხანში შესულ ქალს, რომელიც იღიმებოდა...
- შვილო აქ იმიტომ გამოგიყვანე რომ განახო ყველა კუთხე, შენთვის საჭირო თუ არასაჭირო...
ბებიამ მარიცას სახლი დაათვალიერებინა და გულთბილად მიუალერსა ახალგაზრდა ლამაზმანს... ამ დროს გაგი გამოვიდა და მარიცას უთხრა:
- მაპატიე, იმედი უნდა გაგიცრუო მარიცა, მაგრამ გზები ჩაიკეტა, ასე რომ ვერავინ მოგვაგნებს... სჯობს გუშინდელ ჩემს სიტყვებზე იფიქრო...
- არც იოცნებო!
- ვნახოთ საყვარელო... ბებოო, თბილი მოსასხამი მოუტანე მარიცას, გარეთ გავიყვან, სტუმრებს კი ჩემი მეგობრები მიხედავენ, შენ კი შენებურად გაუმასპინძლდი, არაფერი მოაკლო... ბოლოს მარიცას გადახედა და ნასიამოვნებმა ჩაიღიმა...
თოვლი მარიცას თითქმის წელამდე წვდებოდა, საბილიკო გზა გაპობილი იყო, სადღაც მიდიოდა ეს თეთრი გრძელი გზა, წინ არაფერი ჩანდა, უკან მოხედვას აზრი არ ჰქონდა, რადგან უკვე სრულებით იგივე იყო...
უცხოებივით მიდიოდა წყვილი, გაგი სიგარეტს ეწეოდა, მარიცა კი თავდახრილი უღიმღამოდ მიაბიჯებდა, ხელები ჯიბეში ეწყო, თვალებზე ისევ ცრემლი ირეკლებოდა, უცებ მოცურდა მარიცა, გაგიმ სწრაფი მოძრაობით გადაარჩინა დაცემას, ორივე ჩაიკეცა, მარიცა გაგის მუხლებთან მოექცა...
- გეხვეწები ცრემლიანი თვალები ნუ გექნება, გეხვეწები, ასეთი დაუნდობელ მზედას ნუ მიიღებ ჩემს დანახვაზე, გეხვეწები ასე ცივად ნუ მიყურებ... მე ხომ შენთან ყოფნა და შენი სიყვარული მჭირდება... გეხვეწები ნუ ტირი, გემუდარები...
გაგიმ გულში ჩაიკრა საყვარელი ქალი, რომელიც მის მიმართ ალბათ მხოლოდ ზიზღს გრძნობდა... მარიცას წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ ჰქონდა...


***


თოვდა მთელი კვირა, თითქოს გაგის მხარეს იყო ბუნება... გაგი ყოველდღე იეედებით იღვიძებდა, ოცნებობდა რომ დადგებოდა დღე და მარიცა მას გაუღიმებდა, უფრო ლაღად იქნებოდა და მისგან სითბოს იგრძნობდა, მაგრამ ლოდინი ძალიან ძნელი იყო... ერთ ოთახში წოლა საყვარელი ქალის გვერდით, მისი სუნთქვის გაგონება... ღამე მათთვის სრული გაუცხოების იყო... დღე კი მარიცა უფროსების ხათრით თავს აჩვენებდა რომ ყველაფერი კარგად იყო და რომ ბედს შეეგულა... ყველაფერში ეხმარებოდა ბებიას, თუმცა რძალს არაფერის უფლებას აძლევდა, მაგრამ მარიცას დაჟინებული თხოვნით მაინც საქმიანობდა... თან გულს აყოლებდა...
საღამოობით გაგი ხევსურეთს ათვალიერებინებდა, თუმცა უღიმღამოდ... მეორე კვირის ბოლოს გაგის იმედიც კი გადაწურული ჰქონდა რომ ის შეძლებდა მარიცას სიყვარულის დამსახურებას... დღეები გადიოდა, ღამე უფრო დიდად ეჩვენებოდა გაგის, ვიდრე ადრე, მარიცას უკვე მშვიდად ეძინა განსხვავებით გაგისგან, უკვე აღარაფრის ეშინოდა... გაგი კი ღამე რამდენჯერმე დგებოდა, მარიცას ლოგინთან მივიდოდა და მძინარეს უყურებდა...


***


გავიდა ერთი თვე, თოვლმა დნობა დაიწყო, სავალი გზა მისაწდომი გახდა მანქანებისთვის, მარიცას მშობლები პირველივე შესაძლებლობაზე გაეშურნენ ხევსურეთისკენ. დედ-მამა ღელავდა, თვე იყო 21 წლის ქალიშვილი არ ენახათ, არ იცოდნენ ვის ხელში იყო, როგორ იყო, უყვარდა თუ არა, რა პიროვნებებთან ცხოვრობდა... როგორც იქნა სახლს მიუახლოვდნენ, გარეთ მოხუცი კაცი იყო, გაყინული თოვლის ზვინებს აკეთებდა... სტუმრების დანახვაზე საქმიანობას თავი მიანება და მათკენ გაეშურა...
- ჩვენ მარიცას მშობლები ვართ... სად არის ჩვენი შვილი?
- გამარჯობათ შვილებო, სახლში გახლავთ ცოლ-ქმარი. მობრძანდით... მგონი მარიცას ჯერ კიდევ სძინავს...
- ცუდად ხომ არ არის ჩემი ქალიშვილი? – შეშინდნენ მშობლები...
- არა, რას ბრძანებთ? მობრძანდით, თქვენ როგორ გგონიათ რამეს მოვაკლებდით?!
გაგი ბუხართან წამოწოლილიყო, კარის ხმაზე მაშინვე ფეხზე წამოდგა, ვერ იცნო სტუმრები, თუმცა მიხვედრას რა უნდოდა...
- გამარჯობათ...
- გაგიმარჯოს... როგორც ვხვდები შენ ხარ გაგი ჯიბუტი? ჩვენ მარიცა მშობლები ვართ!
- დიახ, გიცანით, ბებია სტუმრებს მიხედე, ალბათ დასვენება სჭირდებათ, მოშიებულებიც იქნებიან...
- ჩემი შვილი მინდა ვნახო! – განაცხადა მამამ!
- მარიცას ახლავე დავუძახებ... – შეეცვალა გაგის ხმა... ნელა ავიდა მეორე სართულზე, სადაც მარიცას ჯერ კიდევ ეძინა... ფრთხილად შეაღო ოთახის კარი, მიუახლოვდა ლოგინს, ჩამოჯდა, მარიცას მუხლებზე ხელი დაადო შეარხია... გოგო შეიშმუშნა...
- გაგი, რამე მოხდა?
- შენ პირველად მომმართე სახელით...
- არ ვიცი, შეიძლება, მოხდა რამე?
- მარიცა შენთვის ალბათ კარგი ამბავია, ჩემთვის კი საშინელი...
- რა მოხდა? ნუ მაშინებ...
- სანამ გეტყვი, ერთი თხოვნა შემისრულე...
- რა თხოვნა? რა მოხდა, მითხარი!
- კარგი მაშინ გეტყვი... შენი მშობლები მოვიდნენ, შენს წასაყვანად, შენც გაყვები... – ბიჭს თვალები ცრემლებით აევსო, ადგა, ფანჯარასთან მივიდა... არ უნდოდა მისი სიმუხთლე ენახა მარიცას...
- ჩემები ჩამოვიდნენ? – სიხარულით წარმოსთქვა მარიცამ.
- ხო...
მარიცა წამოდგა მაშინვე...
- მე ჩავალ, ჩენ ჩაიცვი და ქვემოთ გელოდებით... – კარისკენ წავიდა ბიჭი.
- გაგი...
- ბატონო?
- რა უნდა გეთხოვა?
- არაფერი, დაივიწყე... აზრი არ აქვს...
- მითხარი!
გაგი მოტრიალდა, მიუახლოვდა გოგოს, რომელიც ჯერ კიდევ პიჟამოს ამარა იდგა ლოგინთან, შეხედა, ხელი ხელზე მოკიდა, გადაეხვია და ლოყაზე აკოცა...
- სულ ეს იყო ჩემი თხოვნა მარიცა...
- დამელოდე, ერთად ჩავიდეთ...
მარიცამ მალე ჩაიცვა და ჩავიდნენ. მარიცა მხურვალედ გადაეხვია მშობლებს, ემოციები ვერ შეიკავა და აქვითინდა...
- ჩემს შვილთან მარტო დამტოვეთ... – თქვა მამამ. ოთახიდან ყველა გავიდა. ცოტახანი სდუმდა სამივე... ბოლოს ისევ მამამ დაარღვია სიჩუმე.
- მარიცა იცი ჩვენი ტრადიცია, იცი ჩვენთვის რამხელა სირცხვილია შენი დაბრუნება, ეს ქალქში ასე არ დარჩება, ჭორი, მითქმა მოთქმა ატყდება, მაგრამ მაინც... მიუხედავად იმისა რომ შენ ერთი თვე იცხოვრე კაცთან, მე მზად ვარ შენი გულისთვის და შენდამი სიყვარულის გამო წაგიყვანო სახლში...
- მამა! – გოგო ჩაეხუტა მამას, გადახედა დედას, რომელიც ტიროდა და ხმას ვერ იღებდა... – მამა, არ ვიცნობდი ბიჭს, მხოლოდ სასწავლებლიდან მეცნობოდა, მან მომიტაცა, წამომიყვანა აქ, ამ უდაბურ სოფელში, ჩემთვის უკაცრიელშიც კი, სადაც არავის ვიცნობ, სადაც არავინ იცის ჩემი გულის ტკივილის ამბავი, სადაც ვერავის გავუზიარე ჩემი ფიქრები... მამა, დედა, მიუხედავად ამისა, მე უნდა დავრჩე! მე ვრჩები გაგისთან, ამ ერთი თვის თანაცხოვრობის განმავლობაში მე გავიცანი ის და მივხვდი რომ მისი სიყვარული ჩემდამი ძალიან დიდია და მივხვდი რომ მეც მიყვარდება მამა! არ მინდა წამოსვლა! არ მინდა გული ვატკინო!
- მარიცა გეშინია?
- არა მამა არა! გულით გეუბნები, მიყვარდება! ვხვდები, ვგრძნობ!
- შენი გადასაწყვეტია შვილო, იცი რომ შენს გამო ყველაფერს ჩავიდენ!
- ვიცი მამა, დედა მე ვრჩები! მე ასე გადავწყვიტე...
- მაშინ დაუძახე შენს მეუღლეს, დაგლოცოთ!
მარიცას თვალებზე სიხარული აშკარად იგრძნობოდა, მაგრამ გარეთ გაგის გული ბობოქრობდა... ფიქრობდა რომ მორჩა ყველაფერი, რომ ეს ერთი თვე უცებ ჩამთავრდა უშედეგოდ, რომ მარიცას გული ვერ დაიბყრო, ფიქრები არ ასვენებდა, ამ დროს მარიცას გაღიმებული სახე შეეფეთა...
- გაგი მამაჩემი გეძახის.
- მტოვებ ხო?
- შემოდი... – გაგის ფეხები უკან რჩებოდა. ოთახში შესულს, სიმამრი ღვინით სავსე ჭიქით ხელში დაინახა...
- დაგლოცავთ შვილებო... მართალი გითხრა ჩემი შვილის წასაყვანად მოვედი მაგრამ მან გადაწყვიტა რომ შენს გვერდით იყოს...
გაგის თვალები შუბლზე აუვიდა, ეგონა რომ მოესმა, ალბათ ყურს რისი გაგონებაც უნდა იმას გებულობსო, მაგრამ რეალობას მარიცამ დააბრუნა...
- მე შენთან ყოფნა ავირჩიე...
- მარიცა... მიყვარხარ!
- მათ გონიათ რომ...
- ნებით რჩები? ჩვენს შორის ხომ არაფერი მომხდარა... თუ გონიათ, მე...
- არა! მე მინდა ასე!
- მე ვეტყვი, რომ არაფერი ყოფილა, მე შენი ბედნიერება მინდა... შენს ცრემლიან თვალებს ვეღარ ავიტან, მირჩევნია გაგიშვა და მე ვიტანჯო, ოღონდ უნდა ვიცოდე რომ იღიმები, როგორც ამ დილით პირველად გამიღიმე...
- მე შენთან ვრჩები... გადაწყვეტილია...
მარიცა ოთახიდან გავიდა რათა ბებიას მიხმარებოდა სუფრის გაშლაში...



***


მარიცას მშობლები იმ ღამით არ დარჩნენ, ქალაქისკენ გაეშურნენ... მარიცა და ბებია ალაგებდნენ სახლს, ბაბუა გარეთ საქმიანობდა, გაგი კი ბუხართან იჯდა და მარიცას ადევნებდა თვალს... თავი ჯერ კიდევ სიზმარში ეგონა... მარიცა გრძნობდა მზერას და ეღიმებოდა, ბოლოს ყველაფერი რომ მიალაგეს მიუახლოვდა გაგის და იქვე ჩამოჯდა... ერთხანს სდუმდა ორივე, უყურებდნენ აგიზგიზებულ ცეცხლს...
- მარიცა მიდი ჩაიცვი, გავიდეთ ცოტახანი გარეთ... – დაარღვია სიჩუმე გაგიმ...
მარიცა ადგა, გავიდა ოთახიდან და იქიდან დაუძახა რომ მზად იყო... გაგი გავიდა, მას ხელში გაგის ქურთუკი ეჭირა, ჩააცვა... გავიდნენ ეზოდან, ორივე სდუმდა ისევ, ისევ თეთრი ბილიკი, ისევ გარშემო თოვლით დაფარული გზა, ოღონდ თოვლს ახლა ოდნავ შეპარვოდა ტალახი... წყვილი სადღაც მაღლა მიიწევდა, გაგიმ მარიცას ხელი ხელზე მოკიდა, რათა არ წაქცეულიყო, მარიცა ფრთხილად მიყვებოდა უკან... მას კარგად ჰქონდა გაანალიზებული თუ რა გააკეთა, დარწმუნებული იყო რომ გაგის სიყვარული მას ყველაფერს გადაატანინებდა და მხოლოდ ეს როდი იყო, უკვე მასაც შეპარული ჰქონდა მისდამი გრძნობდა... ლტოლვა...
უკვე ბნელოდა, თოვლი ბზინავდა, ირგვლივ არაფერი ჩანდა და წყვილი კვლავ სდუმდა, ორივე ფიქრებში იყვნენ გართულნი... ვიწრო ბილიკი, გაყინული აღმართი, სადღაც მაღლა და მაღლა მიისწრაფოდა გაგი, ხელი მარიცას მაგრად ჩასჭიდა, ასვლაში მიეხმარა. ბოლოს პატარა საყდარი დაინახა მარიცამ, რომელიც თოვლით იყო დაფარული. როცა მიუახლოვდნენ გაგიმ კარი გააღო, შიგნით სიბნელე სუფევდა, მარიცა მიჰყვა გაგის, მან ასანთით გაანათა იქაურობა, სანთელი აიღო და აანთო... გაგიმ სანთელი მიაწოდა მარიცას და თვითონ ღვთისმშობლის ხატთან დაანთო სანთელი...
- რა პატარა და რა მყუდროა?!
- ამ ერთი თვის მანძილზე, როცა სახლში არ ვიყავი ხოლმე, აქ ამოვდიოდი, ღმერთს შენს სიყვარულს შევთხოვდი... მგონი ახლა მადლობა უნდა ვთქვა, რადგან დღეს შენ ჩემთან დარჩი... არ ვიცი გიყვარვარ თუ არა, მაგრამ მთავარია რომ შენ ჩემს გვერდით ყოფნა არჩიე...
- გაგი...
- მარიცა მიყვარხარ და ბედნიერი ვიქნები შენც თუ ამ გრძნობით მიპასუხებ... ერთი თვეა გამირბიხარ, დღე არ მენახვები, ღამე ჩემგან მოშორებით გძინავს, თუმცა ერთ ოთახში ვართ...
- არ გაგირბოდი... გაკვირდებოდი, მინდოდა შემესწავლე, გამეცანი, შორიდან ყველაფერს ვაკვირდებოდი, თითოეულ შენს მოძრაობას... მართალი გითხრა როცა სახლიდან მიდიოდი, ვღელავდი, არ ვიცოდი რატომ მეშინოდა რაღაცის, შენ კი აქ მოდიოდი თურმე და მშვიდდებოდი... ეს ერთი კვირა კი ვეღარ ვიტანდი უკვე მარტოობას, უფრო განვიცდიდი...
- მარიცა...
- მე შენთან ყოფნა გადავწყვიტე, თუმცა ბევრი რამ არ ვიცი შენზე...
- შენზე ოთხი წლით უფროსი ვარ, სწავლა დიდიხანია დავამთავრე, ვცხოვრობ თბილისში, მშობლემთან და ძმასთან ერთად... ვმუშაობ...
- ეს ჩემთვის უკვე აღარაფერს ნიშნავს, მთავარია მე შენ გიყვარვარ და ეს ერთი თვე ვაჟკაცურად მოიქეცი რითაც ჩემი ნდობა და სიმპატია დაიმსახურე...
- მე არ მქონდა სხვანაირად მოქცევის უფლება, არც იმის შემშინებია რომ მართლა პირველ დღეს თავს მოიკლავდი, უბრალოდ მიყვარხარ და პატივს გცემ, რის გამოც გავაკეთე ყველაფერი... ხომ არ გცივა?
- ცოტა არ იყოს კი...
- მოდი წავიდეთ მაშინ, უკვე შუაღამეა ალბათ...
გაგი მიუახლოვდა მარიცას, გაყინული ლოყები ხელებს შორის მოაქცია, შუბლზე აკოცა, ჩაიხუტა პირველად მხურვალედ, გოგო რომელიც ერთი თვე მის გვერდით იწვა და შეხების უფლება არ ქონდა... დიდხანს იდგნენ ჩახუტებულები, ბოლოს ისევ შეხედა გაგიმ, თვალებში ჩახედა და გაბედა მარიცას ბაგეს შეხებოდა...
ერთ საათში სახლში იყვნენ, ბებიას ენერვიულა, მაგრამ როცა დაინახა წყვილი მაშინვე მზრუნველობა დაიწყო... ბუხარში ცეცლი ისევ გიზგიზებდა, მარიცას მღელვარება ეტყობოდა, ეს რაღაც უცნაური იყო... ბებიასაც არ გამოპარვია...
- შვილო რამე მოხდა? რატომ ხარ აღელვებული?
- არაფერი ბებია, უბრალოდ მშობლებმა იმოქმედა ასე...
- ხო, ეგ ყოველთვის ეგრეა... კარგი ახლა გვიანაა, დაისვენეთ...
მარიცა ავიდა მეორე სართულზე, ფანჯრიდან გადაიხედა, თოვა დაუწყია ისევ... ოთახი მიალაგა, ლოგინში ჩაწვა და წრიალებდა... ვერ დაიძინა... უკვირდა თვითონაც... ოთახს პატარა ნათურა ანათებდა, მარიცა სინათლეს შესცქეროდა, უცებ კარი გაგიმ შემოაღო... მარიცამ შეხედა... კარი მიხურა, გახდა დაიწყო... მარიცა ისევ შუქს უყურებდა... პირველად არ დააცალკევა ლოგინი გაგიმ... პირველად ჩაწვა ლოგინში ისე რომ მარიცას არ ეძინა... პირველად დაიწყეს საუბარი ლოგინში... პირველად ჩაეხუტა, მიეალერსა, მწოლიარე საყვარელ ქალს... პირველად იგრძნეს მათ სიყვარული ერთმანეთის და პირველი სიყვარულის ღამე...



***


ერთი კვირა თოვა არ გადაუღია ხევსურეთში, მაგრამ ეს ყველაფერი სახალისო იყო, სითბო, სტუმრიანობა, სიყვარული სუფევდა ჯიბუტების ძირძველ კერაში... დიდი სუფრა გაიშალა როდესაც გაგის მშობლები და ძმა ჩამოვიდნენ, მათთან ერთად კი გიგაურის ოჯახიც... ყველა ხარობდა, ლოცავდნენ ახლად დაოჯახებულებს... თვე ნახევარი ხევსურეთში გატარებული თითოეული წუთი თბილად ახსენდებოდა ბებიას და ბაბუას, მხოლოდ იმაზე დარდობდნენ რომ შვილიშვილები უკვე წასვლას აპირებდნენ... ისინი ისევ მარტონი რჩებოდნენ თავიანთ ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდებოდნენ და ამაზე ფიქრობდნენ რომ მხოლოდ დასვენების დღეებში და შვებულების დროს თუ ჩამოაკითხავდნენ შვილები და შვილიშვილები...
მარიცა და გაგი ბედნიერები იყვნენ მათი უცნაური თაფლობისთვით, ემზადებოდნენ ისევ ძველი ცხოვრების რიტმში ჩასადგომად. მარიცას ინსტიტუტი ელოდა, გაგის კი სამსახური... მას უკვე ოჯახზე უნდა ეზრუნა...


***


წლები ბედნიერად მიდიოდა... მარიცამ სწავლა დაამთავრა, სიხარული იყო მისთვის მით უფრო რომ ბავშვი გაუჩნდა სწორედ იმ წელს, უსაქმურად ჯდომა არ უყვარდა უკვე ბავშვზე გადაიტანა მთელი ყურადღება... დედამთილ მამათილი ისე ექცეოდნენ თითქოს მარიცა იყო მათი შვილი გაგი კი სიძე... გაგისაც არაერთხელ აღუნიშნავს ეს ფაქტი, ძმაზეც კი ამბობდა მე მისი სიძე ვარო ეს კი დაო... მარიცა ყველას ძალიან უყვარდა, რადგან ძალიან სათნო და თბილი ადამიანი იყო. ჯიბუტების ოჯახს პატარა გოგონაც სიცოცხლეს უფრო ულამაზებდა, რომელიც ზედ გამოჭრილი დედა იყო...
წლები მიჰქროდა, ბავშვი იზრდებოდა, პირველ კლასში იყო უკვე როცა გაგის სამსახურში პრობლემები ჰქონდა... შინ გვიან ბრუნდებოდა, მაგრამ უგუნებოდ იყო, იშვიათად თუ ელაპარაკებოდა ვინმეს... მარიცა ცდილობდა რომ მეუღლისთვის შეემსუბუქებინა სანერვიულო და დეპრესიაში არ ჩაეგდო...
ხშირად ახსენებდა მშვენიერ თაფლობისთვეს, ქორწილს და ბავშვის დაბადების პერიოდს, მაგრამ გაგი მაინც უღიმღამოდ იყო... მარიცა არავის აწუხებდა ქმრის გამო, ერთი ორჯერ ეჭვი შეეპარა იმაში რომ საყვარელი რომ არ გაიჩინაო... მაგრამ ამის გააზრებაც კი ზარავდა. ცდილობდა არაფერი შეემჩნია, მაგრამ თანდათან ძნელი ხდებოდა...
ერთ დღეს მაზლმა კინოს ორი ბილეთი აჩუქა, შენ და გაგი წადითო. სამსახურიდან დაბრუნებულ გაგის მარიცამ გამოაცვლევინა, აჭამა და უთხრა რომ დღეს სიურპრიზი ჰქონდა მისთვის და საღამო უნდა დაეთმო...
- მარიცა, საღამოს თათბირი მაქვს, მაპატიე ვერ გადავდებ...
საღამოს, გაგი გაემზადა აკოცა მარიცას და კიდევ ერთხელ მოუბოდიშა და სთხოვა სხვა დღეს გაეკეთბინა სიურპრიზი, რითაც ძალიან გაახარებდა... და სახლიდან გავიდა... მოიწყინა მარიცამ, ბავშვიც დედასთან ჰყავდა დატოვებული, მას რომ ჩახუტებოდა და წყენა გაექარწყლებინა, თავის ოთახში შევიდა, წამოწვა, მაგრამ ამ დროს ოთახის კარზე დააკაკუნა ვიღაცამ, ეს მაზლი იყო...
- რატომ არ წახვედით?
- თათბირი აქვს...
- თათბირი? შენ წადი ვინმე მეგობართან ერთად...
- არა ვერ წავალ გაგის გარეშე...
- არა, ჩაიცვი ახლავე, არ უნდა იჯდე მასე სახლში, ამას არ იმსახურებ! წამოდი მე წამოვალ!
- არა რა გეხვეწები!
- ჩემი ხათრით...
მარიცამ თხოვნა ვერ უგულველყო. ჩაიცვა და გაყვა. კინოთეატრს როცა მიუახლოვდნენ, შესასვლელთან ცოტახანით დატოვა მარიცა მაზლმა, ამ დროს მარიცამ ნაცნობი ხმა და ქალის კისკისი გაიგონა... შემოტრიალდა და გაგი თავის ყოფილ კლასელთან ერთად დაინახა... გაქვავდა ადგილზე, ხმა ვერ ამოიღო... გაგისაც იგივე შეეტყო, ხოლო ქალი რომელიც ახლდა ბედნიერი ჩანდა, უცებ მიუახლოვდა მარიცას, ფარისევლად გადაკოცნა...
- მარიცა როგორ ხარ გენაცვალე? რას შვები? სად დამეკარგე?
- კარგად, გმადლობთ, შენ როგორ ხარ?
- რავიცი, მშვენივრად, რატომ აღარ ჩანხართ კლასელები?
- არ ვიცი, მე ოჯახი მყავს, ხო იცი ქმარს და შვილს მოვლა უნდა... – ცოტახანი გაჩერდა, ამოიხვნეშა და განაგრძო – მითუმეტეს როცა ქმარი მუშაობს და არ ცალია საერთოდ... კლასელები კი ვიკრიბებით ხოლმე მაგრამ შენ არასდროს მოსულხარ.
- ხო გოგო, რა ვიცი საქმეები, საქმეები... დაკავებული ქალი ვარ... ხო მართლა, გაიცანი ეს ჩემი საქმროა, გაგი ჯიბუტი...
გაგის ხმა არ ამოუღია, რამე საშინელებას ელოდა მეუღლისგან, მაგრამ მარიცამ თავი შეიკავა, სრული სიმშვიდით მიულოცა მსუბუქ ყოფაქცევის თანაკლასელს, ამ დროს მაზლიც მოვიდა, მარიცას ხელი გადახვია, მიხვდა თუ რას განიცდიდა მისი რძალი საკუთარი მოღალატე დაუდევარი ძმის გამო... მარიცა დაემშვიდობა ორივეს და განკუთვლინ ადგილისკენ გაემართნენ...
კინო არცერთს არ აინტერესებდა, მარიცას გული ტკიოდა, თვალწინ ედგა თანაცხოვრების წლები, საკუთარ თავში ცდილობდა შეცდომის აღმოჩენას, რის გამოც ქმარმა სხვა ქალისკენ გაიხედა... გაგი კი სირცხვილით სად წასულიყო არ იცოდა, გაქცევა კი არაკაცურად ჩათვალა... ძმა კი გაგის საქციელის გამო შეურაცყოფილად გრძნობდა თავს, ამ ამბავს მისი მშობლებიც გაიგებდნენ და არა მარტო მისი... ქალი კი რომელიც გაგის გვერდით ეჯდა, მხოლოდ გაგის ალერსზე ფიქრობდა, და ვერ გაეგო რატომ იყო დღეს ასეთი ცივი მისი მეწყვილე...

***



სახლში მისვლისთანავე მარიცა ოთახში შევარდა, თვალცრემლიანი იყო, კარადიდან ჩემოდანი გამოიღო, ჩაალაგა თავის და ბავშვის ტანსაცმელი და მშობლების სახლში გადავიდა... მშობლებისთის არაფერი უთქვამს, თუმცა მხოლოდ ის თქვა რომ იჩხუბეს და ცოტახანი მარტო ყოფნა სჭირდებოდა ორივეს... ბავში გულში მხურვალედ ჩაიკრა და გულსაკლავად დაიწყო ტირილი... პატარა ვერ მიხვდა რა ატირებდა მის საყვარელ დედიკოს, არასდროს ენახა ასეთ მდგომარეობაში...
- დედიკო, რატომ ტირიხარ? – ხმას არ იღებდა მარიცა... – მამიკო არ მოგვაკითხავს?
- მამაშენი სამოგზაუროდ წავიდა.
- მაგიტომ ტირიხარ? – მარიცა უფრო აატირა ბავშვის შეკითხვამ... – დედიკო მამიკო გენატრება უკვე და იმიტომ ტირიხარ?
- ხო დედიკო ხო...
ღამემ მარიცასთვის კოშმარულად განვლო... არცერთი ღამე არ ყოფილა ასეთი მისთვის, თვით ის დღეც როცა მოიტაცა გაგიმ, როცა ძალადობის ეშინოდა, ვერ გაეგო თუ სად შეცდა, თუ რა არ იყო ისე რომ ქმარს ისევე ყვარებოდა როგორც ადრე...


***


მესამე დღეს კარზე დააკაკუნა გაგიმ, მარიცას მშობლები შინ არ იყვნენ, კარი ფრთხილად გააღო, ბავშვმა როგორც კი დაინახა მამა მაშინვე ყვირილით მისკენ გავარდა, გაგიმ ხელში აიყვანა და ჩაეხუტა. მარიცამ კარი დახურა და სამზარეულოში გავიდა... არ შეუხედავს მოღალატე ადამიანისთვის.
დრო გადიოდა, გაგი ხშირად მიდიოდა შვილის სანახავად, ცოლს პატიებას სთხოვდა, მარიცას კი შერიგება არ უნდოდა... გავიდა წელიწადი, მარიცას გული ვერაფერმა ვერ მოალბო, ვერ ივიწყებდა ღალატს...
გაგი თავის საქციელს ძალიან ნანობდა, ერთი წლის მანძილზე მიხვდა თუ ვინ იყო მისთვის ასე ძნელად მოპოვებული სიყვარული, მისი შვილის დედა, ვერაფერით მოეფიქრა როგორ შეიძლებოდა ცოლის დაბრუნება...
- ბიჭო, როგორ ხარ? გაგი ვარ...
- ვააა ძმაო, რას შვები?
- რავი, უნდა დამეხმარო!
- რა მოხდა?
- ქალი უნდა მომატაცებინო!
- ბატონოოო?
- მარიცა...
- ბიჭო შენ ჭკუაზე თუ ხარ?
- აუ გამოდი რაა!
- გამოვალ მაგრამ შენ მანამდე აზრები დაალაგე და ნორმალუდად დამელაპრაკე!
გაგიმ ტელეფონი უცებ გათიშა... მოუთმენლად ელოდა ძმაკაცს. ნახევარ საათში ისიც მოვიდა...
- შემოდი ბიჭო...
- რას ბჟუტურებ ჩემს ძმობას გაფიცებ? ტვინი საერთოდ არ გაქვს 33 წლის კაცს თავში?
- დამეხმარე რა ძმურად, მერხევა ძმაო უიმისოდ!
- კი მაგრამ, ცოლიან კაცს ვისი მოტაცება გინდა? ან ცოლს უნდა შევურიგდეო და ქალი რად გინდა?
- ბიჭო ხო გითხარი მარიცა მეთქი?!
- მარიცაააა? ცოლს იტაცებ შე საცოდავო? ასე გაგიჭირდა?
- ნუ ღადაობ! ვერაფერი მშველის, ეგ ერთი გზა დამრჩა... მივქარე რაა...
- ახლა მიხვდი რომ მიქარე? მაშინ რაზე ფიქრობდი ვიღაც ბოზში რომ გაცვალე 1 თვეში, ძლივს მოპოვებული ქალი?
- კარგი რა, მაგას ნუ მახსენებ, მაგის დედაც...
- ხო ახლა ხვდები?
- კარგი რა, შენ ის მითხარი დამეხმარები თუ არა?!
- ბაზარი არაა ძმაო, ოღონდ იცოდე მარიცასთვის ვაკეთებ! და თქვენი ანგელოზისთვის, რომ მშობლები ერთად იყვნენ! ისე კი ხარ ღირსი ახლა ვეღარ მოიტაცო!
- კაი რაა, გულს მიხეთქავ შეჩემა?
- როგორ? ან როდის?
- დღეს ბავშვი გამოყავს სკოლიდან, სკოლამდე ტაქსით მიდის, ისევ ტაქსის მძოლს უნდა მოელაპრაკო!
- მერე ბავშვს რა ვუქნათ? ვინ მიაკითხავს?
- შენ წაიყვან ჩემებთან ან მარიცას მშობლებთან! გიცნობს და უპრობლემოდ გამოგყვება.
- კარგი!
მარიცა ტაქსში ჩაჯდა, სკოლის მისამართი უთხრა, ამ დროს გაგი მიუჯდა გვერდით. მძღოლმა დაქოქა მანქანა...
- გაგი სად მივდივართ?
- ისტორია მეორდება!
- ბავშვია სკოლაში...
- გია მიაკითხავს და...
- ყველაფერი გასაგებია...
- მარიცა...
- ნუ მელაპრაკები!
გზა ისევ ხევსურეთში მიდიოდა, გზაში ისევ სიჩუმე სუფევდა... ისევ ზამთარი იყო, ისევ თეთრი გრძელი გზა... ხევსურეთში ერთი რამ იყი მხოლოდ შეცვლილი, ამ დროის მანძილზე ბაბუა აღარ იყო ცოცხალი, ბებია კი თბილისში შვილებთან ცხოვრობდა. სახლი დაკეტილი იყო...
- მარიცა რომ იცი, ახლა აქ მოუწესრიგებელია ყველაფერი...
- არაუშავს...
- მაპატიებ ვიცი...
- გაჩუმდი... მე ზემოთ ავალ...
- ბარგია მანქანაში, სახლში რაც გქონდა ზამთრის ტანსაცმელები წამოგიღე... ამოვიტან...
ცოტახანში გაგიმ ბუხარი დაანთო, გათბა ოთახი, მარიცა არ ჩანდა... გაგი ავიდა მეორე სართულზე, ლოგინები დაშორებული დახვდა...
- არ მპატიობ?
- ერთი წელი გავიდა, რას მოელოდი ჩემგან?
- შეცდომა დავუშვი, ვაღიარებ, არ განმეორდება! ბავშვს ვფიცავარ შემეშალა, ვაღიარებ! უბრალოდ რაღაც მოხდა იმ დროს და გამიტაცა, შემომეტენა... მიყვარხარ, როგორც მაშინ, პირველად, როცა აქ მოგიყვანე, როცა მთელი თვე ვცდილობდი შენთვის ყველაფერს...
- გაგი გთხოვ...
- შენ ამიხილე იმ დღეს თვალები, ისტერიკები არ მოგიწყვია, მშვიდად იდექი, არ შეგიმჩნევივარ, ძლიერი ადამიანი ხარ! მიყვარხარ!
- გვეყოფა მაგაზე ლაპარაკი! აღარ მინდა! შენ იქით დაწვები!...

***
- გაგი სად ხარ? მოდი დროზე რა!
- უკვე?
- ხო!
- მოვდივარ!
- ბებო, ბებო, მამიკო სად არის?
- მოვალ მალეო, ბიძიამ დაურეკა...
ნახევარ საათში გაგი საავადმყოფოში შეშლილი სახით შევარდა...
- რა ხდება? როგორ არის მარიცა?
- გილოცავ ძმაო! ბიჭის მამა გახდი!

კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1132 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 9:57 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 11
სტუმარი: 11
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024