მთავარი » 2010 » თებერვალი » 07
Serendipity
1 სთ 30 წთ
ჟანრი: ფანტასტიკა, კომედია, მელოდრამა პოსტერები გამოშვება: 13 სექტემბერი 2001 რეჟისორი: პიტერ ჩელსომი სტუდია: თეიფესტრი ფილმსი, საიმონ ფილდს პროდაქშენსი როლებში: ჯონ ქიუსაქი, ჯერიმი პივენი, ქეით ბექინსეილი, ბრიჯით მოინეანი, მოლი შენონი
ფილმის მიმოხილვა ზამთრის ერთ ხმაურიან დღეს, ნიუ-იორკის შუა ქუჩაში სარა და ჯონათანი ერთმანეთს შეხვდებიან. ორი ერთმანეთისთვის უცნობი ადამიანი უეცრად აღმოაჩენს ერთმანეთისკენ ძლიერად იზიდავენ. თუმცა დაახლოებას არ ჩქარობენ და გადაწყვეტენ ბედს გამოცდა მოუწყონ: გოგონა თავის ნომერს წიგნზე მიუწერს, ხოლო ჯონათანი ფულის კუპიურაზე. ფული შეიძლება დაიხარჯოს, ხოლო წიგნი კი ბუკინისტებში დაბრუნდეს. მაგრამ ჯონატანს და სარას სჯერათ, რომ თუ ერთად ყოფნა უწერიათ, ბედისწერა კვლავ შეახვედრებს ერთმანეთს...
|
შენ ქარიშხალი გინახავს ზღვაზე?
მოგისმენია გრიალი
...
Read More
|
უშენობით გულზე მადევს ლოდები. მე სიკვდილი ადრე თუ მიწერია დგეს რომ გული სიხარულით მიღელავს, რომ გნახე და ჩემთვის უკვე დარია, მეგობარო შენ გამიგებ პირველად, რა მატირებს, ანდა რა მიხარია დღეს რომ გული სიხარულით მიღელავს, რომ გნახე და ჩემთვის უკვე დარია, მეგობარო შენ გამიგებ პირველად რა მატირებს ანდა რა მიხარია. შენ გამიგებ რად დამძიმდა ფიქრები, ოცნებების აფრა რატომ დაეშვა, მეგობარო შემხედავ და მიხვდები, წუხანდელი თეთრი ღამის კაეშანს. უშენობა, მეგობარო,ძნელია....
|
ნუღარ მოხვალ თუ ატყობ რომ არ გჭირდები არ დაბრუნდე თუ იგრძნობ რომ არ გიყვარვარ, დამივიწყე, იქნებ შევძლო დაგივიწყო არ მეძებო თუკი ჩემი აღარა ხარ, ნუ იფიქრებ თუკი გული აღარ ფიქრობს, არ იტირო თუკი გული აღარ ფიქრობს, არ იტირო თუკი ცრემლი აღარ მოდის, დამიჯერე მაგ თვალებზე ვლოცულობდი დაგშორდები, ვერასოდეს ვეღარ გნახავ მაგ თვალები მაგიჟებენ მხოლოდ შენი, მე არ დაგსჟი, წავალ... მაგარმ ღმერთი დაგსჟის, ჩემი წასვლა იყოს შენი განაჩენი, და უშენოდ მაინც დავრჩი გარიყული. შენ ხარ ჩემი სიყვარულის დაბადება, არა, აზრი არ ჰქონია თურმე ლოდინს, ყველა ასაკს ერთნაირი ფერით ვხატავ, ბავშვობიდან სიჭაბუკეს შევნატროდი, სიჭაბუკემ კვლავ ბავშვობა მომანატრა...
|
Vanilla Sky
2 სთ 4 წთ ჟანრი: ფანტასტიკა, დრამა, დეტექტივი, ტრილერი, მელოდრამა პოსტერები გამოშვება: 10 დეკემბერი 2001 რეჟისორი: ქემერონ ქროუ სტუდია: სამიტ ინტერტეიმენტი, არტისან ინტერტეიმენტი როლებში: ტომ კრუზი, ქემერონ დიაზი, ჯეისონ ლი, პენელოპა კრუზი, ტილდა სვინთონი, ქურტ რასელი, ნოი თეილორი
ფილმის მიმოხილვა მდიდარ პლეიბოის დევიდს ყველაფერი ჰქონდა, რაც შეიძლება ადამიანს ენატრა: ფული, საკუთარი წიგნების გამომცემლობის სახლი, ძვირადღირებული მანქანა და ბინა ნიუ–იორკის პრესტიჟულ უბანში, მეგობარი-მწერალი და მშვენიერი მეგობარი გოგონასა ჯულიანა, მტრებიც კი, მისი კომპანიის მმართველების სახითაც ყავდა. ასე ცხოვრობდა ის უკან დაუხედავად, სანამ ერთ მშვენიერ დღეს სოფიას არ შეხვდა... თუმცა, ამ შეხვედრის შემდეგ მისი ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა, მოულოდნელად დევიდი ავარიაში მოხვდება და კომის მერე ინვალიდის ეტლში დასახიჩრებული სახით მოვა აზრზე... ცხოვრება კოშმარულ სიზმრად გადაექცევა, რომელსაც დასასრული არ უჩანს...
|
როდესაც შენს გულს სევდა შეიპყრობს, თუ არ დაგიდგა არავინ გვერდით, ხელს ნუ ჩაიქნევ იმედი გქონდეს, იცოდე მუდამ შენთან არს ღმერთი! თუ კი ცხოვრებამ მახე დაგიგო, შენ ხარ პირველი და ერთადერთი?! ბედის სიმწარე ნუ შეგაშინებს, ყველგან ყოველთვის შენთან არს ღმერთი! მუდამ მომავლის რწმენით ცხოვრობდე, და არ იცრუო სიტყვა არცერთი, მე კი გულწრფელად მინდა გისურვო მთელი სიცოცხლე გფარავდეს ღმერთი!!!
|
ჩვენ რომ გვგონია ისინი არ ვართ, გვჯერა ყველაფრის,არასწორია!.. ჩვენი ცხოვრება წააგავს თამაშს, სიკვდილთან ყველა თანასწორია...
არის თეატრი,არის სპექტაკლი, სხვადასხვა როლი გვერგო სულ ყველას. ზოგი თამაშობს როგორც სულელი და ეს პიესაც მალე სრულდება...
ბნელდება სცენა,ფარდა ეშვება, ასე მთავრდება სიცოცხლის დრამა!!! მერე დავტოვებთ დარბაზს ნელ-ნელა და ყველა ერთი გზისაკენ წავალთ!..
|
ვიცი რომ უკვე დაგავიწყდი, აღარ მნახულობ. შენ რომ ვერ გხედავ გული მწყდება, თითქოს ვმარხულობ. რაღაც მაკლია, რაღაც მინდა, რაღაც მაწუხებს. თუმცა არ ვიცი, სად გავექცე ახლა მარწუხებს. ...მეტი რა მექნა, განაცვალე გული ჩემს წილად, მიყვარხარ-მეთქი რომ გითხარი, რატომ გეწყინა? არა, არაფერს აღარ გეტყვი, გული უტყვია... ნეტავი როდის შევრიგდებით ჩემო ბუტია? ნეტავი როდის შევრიგდებით, ნეკი-ნეკი და... წუხელის რომ არ დამესიზმრე გული მეტკინა...
|
სთქვი რაზე ფიქრობ, ჯერ არდეა შენთვის ნაღველი, შენ ჯერ არც უნდა გაგეგონოს სევდის სახელი. შენ რაზედ ფიქრობ, რომ შემეძლოს იმის წაკითხვა მე გავიგებდი რაც ჩვენს შორის დღემდე არ ითქვა.
მე რომ მანდობდე - რასაც მხოლოდ სიჩუმეს ანდობ, მე რომ მეტყოდე - რასაც მხოლოდ ფიქრებთან ამბობ, მოვიტაცებდი შენი გულის პატარა ნაღველს! და ჩემს დიდ სევდას დავარქმევდი შენს ლამაზ სახელს!
|
დასრულდა ცრემლებით ბანალურად ერთი სიყვარულის პრემიერა, პირქუში სიზმარივით გამიმეტე ასე თავნება და ნებიერა
არადა, ღმერთმანი, თავი მომწონს, მართლა კარგი ვარ და სასურველი, მიკვირს _ადექი და შემელიე, მიკვირს _ უჩემობას გაუძელი...
ვაი _ შენ თორე მე რა მიჭირს _ მე ჩემს ტყე-უღრანებს გადავლახავ...
შენებრ გონიერი იმდე-ნიააა!.. ჩემებრ თავქარიანს სადა ნახავ?
|
ის კაცი მიყვარს , ადამიანს რომ არ გასწირავს გაუნაწილებს საკუთარ გულს ნაწილ - ნაწილად ლექსი რომ უყვარს , კარგი ლექსი , კარგი ზღაპარი და ჩუქურთმები სვეტიცხოვლის ,ზარზმის , საფარის. ღამე რომ უყვარს , როცა ცაზე თეთრი ხომლია. ის კაცი მიყვარს , ადამიანს რომ არ გასწირავს გაუნაწილებს საკუთარ გულს ნაწილ - ნაწილად...
|
ერთი ვარსკვლავი ცხოვრობდა ცაზე... ყველა ფიქრობდა...და იცი რაზე??? სანამ გაძლებდნენ ამ ქვეყნად ასე, უმეგობროდ და ფიქრებით სავსე... მეგობრობაა ცხოვრების გზაზე. ყველა ოცნებით ,სიკეთით სავსე, მე შემიძლია ვარსკვლავებს გავცდე, რადგან შენ მყავხარ ამ ქვეყანაზე.... !
|
ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა ძლიერ! მაგრამ ჩვენს შორის სიშორე ჩადგა.. მე დავიჩაგრე ცხოვრების მიერ და გადაწყვეტის საკითხი დადგა.. დრო გადიოდა,მე შენ გელოდი.. მჯეროდა ოდესმე დაბრუნდებოდი.. დრო გადიოდა,შენ კი არ ჩანდი.. წინ მენგრეოდა ცხოვრების ხიდი.. მთელი ამ დროის განმავლობაში მე შენ გიხსენებ,ფიქრებით ვტკბები.. "ნუთუ არასდროს არ დაბრუნდები??" თავს ვიტანჯავდი მე ამ კითხვებით.. თვალები ცრემლით მევსება ნელა.. მერამდენეჯერ,ვინ მოსთვლის ნეტავ? მე აღარ მინდა აჩრდილის დევნა.. დამიბრუნდები მე ამის მჯერა...
|
მაინც მიყვარხარ! ამომაგლიჯე გული მკერდიდან, მოდი თამამად! მომსკდარი სისხლით ჭიქა შეივსე, დღეს ხარ თამადა. სულ ამომიშრე თვალებში ცრემლი, მშრალად ვიტირებ, და როცა სუნთქვა შემიჩერდება, ბევრი იცინე. ნუ დაინახავ ჩემს ნამდვილ სახეს, რა გინდა ნეტავ? მე შენთვის ისევ ნიღაბს მოვირგებ, როგორსაც მხედავ. ცხელი და მჭრელი სიტყვების მწიდი, ჩემში ჩაცალე,და თუ არ მეყო, მეხსიერებაც სულ წამიშალე, სულში მაფურთხე,ნუ გერიდება არ არის ძნელი, შენი სამოთხე მე მეხატება კუპრივით ბნელი, ოღონდ იცოდე,როდესაც მოხვალ ჩემს მოსაკლავად მე არ მოვუხმობ მფარველ ანგელოზს ჩემს დასაცავად. სულ ერთი მზერით,უცებ შეგიცნობ ვიგრძნობ ვინცა ხარ, და მერე გეტყვი ამ ორ სიტყვას, "მაინც მიყვარხარ"....
|
ჩემი ბავშვობის სახლთან ვხვდებოდი ფერმკრთალ ასულს, და შენ მაგონებ ახლა იმ სილამაზეს წარსულს.
სხვა რამ შაირის გარდა, როგორ გაკადრო, აბა? რარიგ გიხდება და გრთავს ეს შინდისფერი კაბა!
ხედავ? ზამთარი ქრება, ყვავილებს გაშლის ნუში; ყველგან ხალისი... სევდა – მხოლოდ პოეტის გულში.
წუხილს წაიღებს ქნარი და სტრიქონებად დაქსოვს. - საღამო იყო წყნარი, თქვენთან ვიყავი, მახსოვს..
|
დედიკო, ნახე? თოვლი მოვიდა, დე! ლიას უხმოდ მიეხუტებინა შვილი და ცრემლნარევ თვალებს არიდებდა. არასოდეს ჰყვარებია გრძნობების გამოხატვა, თავადაც მკაცრი დედის ხელში იზრდებოდა. მას მერე დაეჩვია გრძნობების უხმოდ ტარებას. უეცრად, თითქოს გამოერკვაო, გაკვირვებულმა შეხედა შვილს. - შვილო, ცხელი ხარ, რამე გაწუხებს? თორნიკე მუდამ ერიდებოდა დედისთვის გულის ტკენას, რადგან იცოდა, ასეთ მომენტებში დედა აუცილებლად მოიწყენდა, ხოლო სევდიანი მუდამ მამას ეჩხუბებოდა. თორნიკეს ბევრის ატანა შეეძლო, ყელის ტკივილისაც, ოღონდ არ ენახა მშობლების გაუთავებელი კამათი. ასეთ დროს ეგონა, რომ ქვეყნად არავის უყვარდა იგი. - ყელი მტკივა.. აღიარა მან ბოლოს. აკანკალებული ხელები კისერზე შემოხვია დედას და მჭიდროდ მიეხუტა სიცხისგან დაბუჟებული სხეულით. ლია სადღაც გაირინდა, თავადაც ქვეცნობიერად შემოხვია ხელები შვილს. თაზო მამის გვერდით მდგარ სკამზე ჩამომჯდარიყო, უხმოდ უცქერდა დედისა და ძმის საუბარს, მერე მზერა მამაზე გადაიტანა. იყო მასში რაღაც, რისიც თაზოს მუდამ ეშინოდა. რევაზს შეჭაღარავებული წვერის მიღმა ოდნავ შესამჩნევად უკანკალებდა ყბა. წლებს გააყოლა თითქმის ყველა იმედი და ახლა მონუსხულივით უყურებდა თოვლის სევდიან ბარდნას. ისიც თითქოს თოვლის ფანტელს დამსგავსებოდა, რომელიც მალე მიწაზე უნდა დაშვებულიყო. მას არც კი გაუგონია ცოლ-შვილის საუბარი, სადღაც შორს იმყოფებოდა მისი გონება, ამ თოვლის მიღმა, წლებს იქით, წარსულში. ლიამ ფრთხილად მოიშორა თორნიკეს ხელები და თაზოს გ
...
Read More
|
შიში. . . რომ ერთ დღესაც არ გათენებულიყო და უარი არ გვეთქვა ერთმანეთზე. ჩვენ ხომ ერთმანეთს სიცოცხლე ვაჩუქეთ და პატარა ბავშვებად ვაქციეთ. ძალიან უბრალოდ, მაგრამ შენ აღიარე, შენს მერე ცხოვრება საინტერესო გახდაო. მაშინაც იყო დრო, როცა თითქოსდა არ გვესმოდა ერთმანეთის, ან ძალიან ვგავდით ერთურთს ხასიათის ყველა წარმართავ ასპექტში და ვიბუტებოდით. ასეთ დროს გიჩნდებოდა სურვილი, გულში გაჩენილი წყენა, ყინულზე გადაგეტანა და მზის ამოსვლას დალოდებოდი. მაშინ იმ დროს მივსტიროდით, როცა ერთმანეთის გულის ცემას სულგანაბულები ვუსმენდით. ცხოვრების თავიდან დაწყებისა და ათასი გზის არსებობის შემთხვევაშიც კი, ამ გზის არჩევას გადავწყვეტდით. ხან მაბრალებდი, გულთან ერთად სულიც მატკინეო, მაშინ როცა მე ვაღმერთერბდი შენ დიდ და თბილ გულს. . . მთელი გონებით შენთან ვიყავი ყოველწამიერად, რაც არუნდა გაგეკეთებინა. ჩვენ თითქოს ერთმანეთში ჩავსახლდით. შენი ხასიათიდან გამომდინარე, ხშირად აღმოჩნდებოდი ბინდისფერ სოფელში, მაგრამ საკმარისი იყო, შორეული ციალისათვის მოგეკრა თვალი, ფარვანას ემსგავსებოდი, რათა მიახლოებოდი იმ ნათებას, თუნდაც სიცოცხლის ფასად. ჩემს გამოჩენას ზამთრის ცივ, სუსხიან ღამეში, სათუთი თოვლის ფანტელის ციდან ფარფატით ვარდნას ადარებდი, რომელსაც თრთოლვით იკრავდი გულში. . . ისინი კი მოდიოდნენ დაუსრულებლად შენი გულის სითბოსაკენ და შენც თოვლის ფიფქობას ნატრობდი მისნაირი დასასრულით. .
...
Read More
|
მწარედ ვტიროდი, ვტიროდი და მინდოდა მეყვირა... მეყვირა მანამ სანამ ჩემს ტანჯვას სხვა არ გაიგებდა, მაგრამ მე უძლური ვიყავი ამ ძლიერი ტანჯვის წინაშე მახსენდებოდა წარსული, ბავშვობა. რა მშვენიერი ყოფილა ის მხოლოდ ეხლაღა მივხვი. რატომ არ ვაფასებდი მას? რატომ მსურდა გავზრდილიყავი? ან საერთოდ რა არის სიყვარული? არსებობს კი ის? თუმცა ალბათ არსებობს, მაგრამ არ არსებობს სიყვარული ცერემლისა და ტანჯვის გარეშე. მუდამ სიყვარულს მეფიცებოდა, მუდამ ზრუნავდა ჩემზე და არც არასდროს შემპარვია მის სიყვარულში ეჭვი. რატომ მომექცა ასე? ნუთუ არ ვუყვარდი, ნუთუ სიზმარი იყო ის ტკბილი და ლამაზი დღეები და ნაზი ჩურჩული ,,მე შენ მიყვარხარ’’. - ბათუმო იცი როგორი იყო ჩემი სიყვარული? - სიჩუმეა - ალბათ არ იცი. შენ ლამაზი ხარ მაგრამ ის კიდევ უფრო ლამაზი იყო. ცისფერი ქონდა თვალები როგორც შენ ზღვას, მუდამ მხიარული იყო როგორც შენი ქუჩები, მუდამ ნაზი და მოსიყვარულე როგორც შენი თბილი ნიავი, მაგრამ ის იყო სულიერი, ის იყო ადამიანი. შენ... შენ კი მხოლოდ ჩემი ქალაქი ხარ, ჩემი საყვარელი ქალაქი... წვიმა მისველებს თმებს ნაზად ჩამოდის ტუჩებზე და მელამუნება. მახსენდება ისევ ის ტკბილი დღეები და ტირილს ვუმატებ... რატომ წახვედი?... რატომ დამტოვე აქ მარტოდ?... რატომ არ წამიყვანე მეც?... შენ ხომ დამპირდი რომ მუდამ ერთად ვიქნებოდით?... სად ხარ? ხმას რატომ არ მცემ... მიპასუხე ნუ მემალები... მხოლოდ ერთ რამეს გკითხა
...
Read More
|
თეას დედა ლია ამ ბოლო დროს თავს შეულოდ გრძნობდა, მას ექიმებმა, რომ კიბოთი იყო დაავადებული დიდხანს ვერ იცოცხლებდა. მისი სიკვდილის მოახლოებასშვილებიც და მეუღლეც გრძნობდნენ და ძალიან განიცდიდნენ, მთ ხომ ის ძალიან უყვარდათ და არ უნდოდათ მისი დაკარგვა, ლია ჯერ ხომ მხოლოდ 37 წლის იყო. იგი ამავე ასაკში დაიღუპა, 9 თებერვალს, მისი დაღუპვა ოჯახისთვის ძალიან დიდი დარტყმა აღმოჩნდა. განსაკუთრებით პატარა თორნიკესთვის, მას ხომ დედა ამ ქვეყნად ყველას და ყველაფერს ერჩივნა. იგი მამას ეუბნებოდა:
-დედა მენატრება, ძალიან მენათრება!
-ვიცი, ჩემო პატარავ, მეც მენატრება, მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია, ძალიან გაგვიჭირდება...
-ჰო ძალიან... -მაგრამ ამ ყველაფერს უნდა გავუძლოთ და ცხოვრება განვაგრძოთ, დედა კი ჩვენს გულებში მუდამ იცოცხლებსო, -ეუბნებოდა თორნიკეს თვალცრემლიანი მამა.
წლები გადიოდა, ბავშვები იზრდებოდნენ, მამას თავიდან უჭირდა მათი მარტო გაზრდა.
თეა მესამე კურსზე იყო, ერთ-ერთი სტუდენტი რომ შეუყვარდა, მას ბაჩო ერქვა. ის იმ უმარლეს სასწავლებელში სწავლობდა, სადაც თეა იყო, მაგრამ ბაჩოს თეა სრულებითაც არ აინერესებდა, რადგან მას ნათია უყვარდა, თეას საუკეთესო დაქალი.ნათიას კი ბაჩო არ აინტერესებდა, რადგან შეძლებული ოჯახიდან არ იყო. ის ადამინს ქონებით აფასებდა, რადგან ბავშვობიდან ფუფუნებაში იყო გაზრდილი და ღარიბთა წრიდან გამოსულს ზედაც არ უყურებდა.მან
...
Read More
|
შენ – ჩემს ტელეფონში პირველ ნომრად შეყვანილი. დედა – ის, ვინც მეშინია, რომ არ დამიბერდეს. გზა – ის რაც მთელი ცხოვრება თითქოს ფეხქვეშ მაქვს, და მაინც ვეძებ. ყავა – დილის სინონიმია. სიყვარული – მატარებელი, რომელზეც მაგვიანდება და უნდა მივუსწრო. სამსახური – ქვიშის საათი, რომელის ჩამოცლასაც ყოველდღე იწყებ. მეგობარი – ადამიანი, რომელიც მეუბნება, რომ მარტო არა ვარ. დედამიწა – ბურთი, რომლზეც ყველა ვთამაშობთ. სარკე – ვისაც ვუყურებ ყოველდილით და არასდროს ველაპარაკები. მამა – ის, ვინც ჩენზე დიდი იქნება ყოველთვის. სახლი – ადგილი, სადაც როცა ვარ გაქცევა მინდა, და როცა არ ვარ დაბრუნება. ხალხი – ვინც ყოველთვის ერთად მოგროვილი წარმომიგიდგენია და სინამდვილეში ცალ-ცალკე ცხოვრობენ. გული – ის ადგილი, რომელიც ბავშვობიდან მაწუხებს. მოთმინება – როცა უზრდელი ბავშვი ნერვებს მიშლის, მშობელი კი იქვე დგას და თავს ვიკავებ. თოვლის პაპა – უკვდავი თოვლის კაცი, რომელიც ბავშვობაში ღმერთი მეგონა. პეპლების საჭერი – ის რაც არც ერთ ჩემს მეგობარს არ ჰქონდა არასდროს. მზე – რასაც პირველად ხატავენ ბავშვები. თოვლის გუნდა – ერთადერთი რაღაც, რომელსაც გესვრიან და არ გწყინს. ცხოვრება – ის, რასაც ყველა ჩემი უიღბლო ნაბიჯი შემიძლია დავაბრალო. ვიტრინა – ადგილი, საიდანაც ისეთი რაღაცეები ჩანს, რომლის საყიდლადაც ფული არასდროს არ მყოფნის. მონატრება – როდესაც
...
Read More
|
ზღვაო, ჩურჩულით მითხარი, რომ შენც მელოდი ძალიან, ღრუბელს რქას აჰკრავს მზის ხარი და წვიმა _ პატარძალია. ზღვაო, დამახრჩვე ალერსით და მომეხვიე ტალღებით. სხივი მჭირს კლდეზე ნალესი, მზე დადის წითელ წაღებით. ზღვაო, ეგ შენი სინაზე ათას უფლისწულს ეყოფა. გეხვევი მტრების ჯინაზე ჩემს უღალატო მეგობარს. ვკეკლუცობ მე შენს სარკეში და თავს გაწონებ ოცნებით და ტალღებს, ჩემზე დაგეშილს მეც ვეგებები კოცნებით. ზღვაო, ნუმც განმეშორები, შენი მზე ნატვრისთვალია. ყოველთვის მემახსოვრები _ ზღვაო, მიყვარხარ ძალიან.
|
Oranjevoe Nebo
1 სთ 30 წთ ჟანრი: მელოდრამა პოსტერები გამოშვება: 02 მარტი 2006 რეჟისორი: ალექსანდრე კირიენკო სტუდია: როლებში: ვილე ხააპასალო, ნიკოლაი ჩინდიაიკინი, ალექსეი ვერტინსკი, ოლეგ მასლენიკოვი ...
ფილმის მიმოხილვა
არაჩვეულებრივი სიყვარულის ისტორია სტუდენტი გოგონას ივანას და გუბერნატორის ვაჟის მარკის. მარკს ბრწყინვალე წინასწარ დაგეგმილი მომავალი აქვს – დასავლეთის პრესტიჟულ ვუზში სწავლა, ასევე მდიდარი საცოლე. მისი პრობლემებია – მანქანის ამორჩევა, რომელ კლუბში გაატაროს საღამო თავისნაირ ცინიკოსებთან და მდიდარი ოჯახების შვილებთან ერთად. ივანა ემოციონალურია, წინასწარგაუთვლელი, ის არამარტო თავის მომავალზე ფიქრობს, არამედ თავისი მშობლიური ქვეყნის მომავალზეც. ის მარკის ცხოვრებაში შემოიჭრა ...
|
უკვე მერამდენედ გირღვევ მყუდროებას, უკვე მერამდენედ გირეკავ ღამეში, ასე უცნაურად ვებრძვი მარტოობას ლექსებად ჩანესტილს დამშეულ თვალებში.
როგორ ხარ? ცუდად ვარ. რა გჭირს?? დეპრესია..დაწერე? დავწერე,მაგრამ რეგრესია.
უკვე მერამდენედ ვატარებთ საღამოს ხიდად გადებული აზრების კვალდაკვალ, გრანელი??გრანელი..სიკვდილის აჩრდილი, დინება უკვალოდ,დინება ქარდაქარ.
რა მოხდა? ცრემლები.. დაწერე? დავწერე. გიკითხავ. შენ მისმენ, სათქმელი გავწელე..
ხანდახან ვიშუშებ ტკივილის ნაწოლებს, ხანდახან ოცნების ნაფლეთებს მესვრიან, ხანდახან მზეს,სხეულს თავთუხად ვატოლებ, შენ იცი..რა ხშირად ვებრძვი დეპრესიას.
ღამემ დაიტოვა ცრემლების სისველე, მთვარე აბანავეს თვალში კალმახებმა, პოეტი არა ხარ?!მოდი და მიშველე, უზომოდ მჭირდები,მეც და ჩემს ლექსებსაც.
|
არ მიყვარხარო, არა, მაგრამ რა ვუყოთ თითებს? იმ ხელს, რომელიც თრთის და მოფერებასაც ითმენს....
არ მიყვარხარო, არა, მაგრამ მაგ თვალთა კრთომა? პატარა ბავშვიც ჰპოვებს იმათში სითბოს თოვას...
ძვირფასო, რად ხარ მკრთალი?.. ძვირფასო, ხომ არ გცივა?... ხომ არ შეგემთხვა ავი და გული ხომ არ გტკივა...
გულში დამალავ გრძნობას, ჩააქრობ ტრფობის ალებს, მაგრამ რას უზამ თითებს?.. თვალებს....რას უზამ თვალებს?....
|
მგლები ბორკილს არ დავიდებთ და ძაღლივით არ ვიყეფებთ... მგლები მაინც მგლები ვართ და.. ან მოვკვდებით ან ვიმეფებთ!!! მგლებთან ბრძოლა სიკვდილია, ან მოგკლავთ ან შეგაკვდებით, რომ სიკვდილი საშიშია თუნდ ბრძოლაში ჩვენ ვერ ვხვდებით ყველას მუდამ სულ გახსოვდეთ რომ მგლები ვართ არ ვიყეფებთ ბორკილში არ შეგებმევით და ცოცხლები სულ ვიმეფებთ!
|
წვიმა და ჩვენ ორნი... სველი თმა, ხელები, ტუჩები და ცრემლით სავსე სევდიანი თვალები.... ვსველდები და საოცრად მეშინია, რომ წვიმა გადაიღებს და შენ მიმატოვებ... - აუ, რა ბავშვი ხარ! - მეუბნები და წვიმას ხელით იჭერ. "ბავშვი ვარ?" - ვიმეორებ გულში, - "ბავშვი ვარ თუ შენ გინდა ბავშვად მხედავდე?" - ხარბად გაცქერდები, შენს უძირო თვალებში მინდა ამოვიკითხო პასუხი... წვიმს.. ცრემლი შეერია წვიმას..
უცებ გამოფხიზლდი, ჩემი თავი ხელებში მოიქციე, თვალებში ჩამხედე და მკითხე: - გიყვარვარ? - და ისე რომ პასუხს არ დაელოდე, განაგრძე, - მე მიყვარხარ! - ან კი რა საჭიროა სიტყვები, ჩემს თვალებში ხომ მხოლოდ შენი თვალები ირეკლება?! - მე უშენოდ არ შემიძლია!- ძლივს ამოვღერღე და ვიგრძენი როგორ გავთავისუფლდი... შენ არაფერი გითქვამს, მაგრად ჩამიკარი გულში და გავირინდეთ... მდუმარებას წვიმის გაბმული სიმღერა აკრთობდა... ისევ ჩამოდის ცრემლი და ვგრძნობ, რომ ეს უკვე სიხარულის ცრემლია, რადგან არ ვიცი რა ვუყო ამხელა ბედნიერებას!.. წვიმის წვეთი უფლის მირონია, ფოთოლშრიალა ხეები ჩვენი მაყრიონი, ჩემი და შენი
ორნი..... ყველგან და ყოველთვის ერთად.... ახლაც ჩუმად ისხდნენ ტირიფის ჩრდილში და უნდოდათ დრო გაჩერებულიყო.... მთელი სიცოცხლე ერთად ყოფილიყვნენ..... ვაი, რომ ყველაფერი წარმავალია ქვეყნად..... გოგონა წამოდგა.... ხელში ტირიფის მტირალა ტოტი ეკავა.... ზღაპრულ ფერიას ჰგავდა.... ნაზი და სიფრიფანა... -- ამას შევინახავ ჩვენი შეხვედრების სახსოვრად....
...
Read More
|
არვიცი...რატომ...მაგრამ... რამდენჯერ მინდოდა მეთქვა მიყვარხარ,მაგრამ ვერ ვბედავ.რაღაც მაბრკოლებს,ალბათ ეს მხოლოდ ღმერთის მიერ.ღმერთის სურვილით მოხდება,მაგრამ იცოდე,რომ ფიქრებში,ოცნებებში ყოველთვის გეუბნები ნაცნობ ფრაზას,რომ:”მე შენ მიყვარხარ.”განა ძნელია რომ ეს სამი სიტყვა ვთქვა?_არა ძნელი არ არის,მაგრამ შენ წარმოიდგინე რომ ძალიან დიდი ნიჭი უნდა ამ სიტყვის თქმას.მთავარია შენ იყო კარგად,ხოლო ოდესმე ალბათ ვისწავლი,თუ როგორ უნდა ამ ფრაზის წარმოთქმა.დავუშვათ ვთქვი ეს სამი სიტყვა,მაგრამ მერე რა?მე არც კი ვიცი შენ თუ გაგახარებს ამ ნაცნობი სიტყვების გაგება,თითქოს ვისწავლე ამ სამი სიტყვის თქმა,მაგრამ ეხლა უკვე შენი სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ უკვე გვიანია.შენ სულ სხვა გიყვარს,თურმე რა ხანმოკლეა ადამიანის ბედნიერება:შენ მე გიყვარდი,მე კი თავს ვიფასებდი,ეხლა მე მიყვარხარ,შენ კი...უკვე სხვა გიყვარს.ვერც კი მოვასწარი შენთვის მეთქვა:თუ როგორ მიყვარხარ,თუ როგორ მჭირდები და როგორ მინდა შენი სურნელის შეგრძნება.ამ ყველაფრის თქმა მე არ დამცალდა და ისევ აღმოვჩნდი ცალმხრივი სიყვარულის მსხვერპლი.მარტო მე მიყვარხარ ისე,რომ ვერცერთი გოგო ასე ვერასდროს ვერ შეგიყვარებს.ალბათ სიცოცხლის ბოლომდე შენი სიყვარულის მსხვერპლი ვიქნები.ალბათ ამაზე მეტი არაფრის ღირსი არ ვარ,უკვე არ ვიცი რა ვთქვა. არა?!_იცი რას ვიზამ? შენი სახლის წინ დავდგები და ვიყვირებ,რომ:”მე შენ მიყვარხარ!!!”დაგვიან
...
Read More
|
იპოლიტ ბარტდინსკი (დაბადება და გარდაცვალება უცნობია), XIX საუკუნის 30-40-იანი წლების რუსი პოეტი, მთარგმნელი.
1841-1845 წლებში თეთრი ლექსით თარგმნა "ვეფხისტყაოსნის" 142 სტროფი. ეს იყო რუსთაველის პოემის ერთერთი პირველი თარგმანი. გამოქვეყნდა 1845 წელს პეტერბურგის ჟურნალ ილლუსტრაციაში (№ 6, 7) სათაურით "Тариель - Барсова кожа". "ვეფხისტყაოსანს" რუსი მთარგმნელი გასცნობია პეტერბურგში მყოფი ქართველი პოეტის გრიგოლ დადიანის (კოლხიდელის) დახმარებით, ხოლო თარგმნისას უსარგებლია დავით ჩუბინაშვილისეული პწკარედით.
|
ფიქრები?_ისევ მაწამებენ. ოცნება?_რავიცი გაქრა. დანახვის სურვილი?_შემომრჩა... იმედის ნაპერწკალი?_ჩაქრა. უშენოდ ვერ ვძლებდი?_გავძელი. ძნელია რა ვუყოთ ახლა. ეს სევდა ბოლოს თუ მომიღებს. ვერ გეტყვი შენ თვითონ ნახავ, ოცნება?_რავიცი დასრულდა ფიქრები?_მაწუხებს ახლაც. რა ძნელი ყოფილა სიცოცხლე, გულს თუ სიყვარული ახლავს...
|
ბორის ლეონიდის ძე პასტერნაკი (დ. 29 იანვარი/10 თებერვალი, 1890, მოსკოვი, რუსეთის იმპერია — გ. 30 მაისი, 1960, პერედელკინო, მოსკოვის ოლქი, სსრკ), რუსი პოეტი და მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი (1958).
ბიოგრაფია 1909 წლიდან სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე, 1912 წლიდან - გერმანიაში, მარბურგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 1913 წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსები, 1914 — პირველი პოეტური კრებული „ტყუპისცალი ღრუბლებში". ვლადიმერ მაიაკოვსკისთან შემოქმედებითმა მტერ-მოყვრობამ ერთხანს განსაზღვრა პასტერნაკის პოეტური გეზი. ლერმონტოვისა და ტიუტჩევის ტრადიციათა მიმდევრობას შემდგომ წლებში დაემატა უღრმესი კავშირი პუშკინისა და ბლოკის პოეტურ სამყაროსთან, აგრეთვე, რ. მ. რილკეს დიდი გავლენა.
პასტერნაკის კრებულში „დაი ჩემი, ცხოვრება" (1917, გამოქვეყნდა 1922), ციკლებში „ბარიერთა ზემოთ", „თემები და ვარიაციები" და 1918-1919 წლებში შექმნილ სხვა ლექსებში რევოლუციური აღქმა გადმოცემულია ბუნებ
...
Read More
|
უცხოა ქალაქი, რომელშიც დაგეძებ, როგორც დაეძებენ ქარები ფოთლებს... უცხოა ქალაქი, რომელშიც ვცხოვრობთ, მისი საზღვრები კილომეტრებით არ იზომება.
დაგეძებ ქალაქში, რომელშიც დავდივართ, რომელიც სავსეა მზითა და ავ_კარგით... რა ძნელად შეგხვდი და დაგკარგე ადვილად ქალაქში, რომელმაც საზღვრები დაკარგა...
ქალაქში ქალაქი... შენი და ჩემია! და ისევ გიმღერებ... დღეს თუკი გადავრჩი, შენ, ჩემო, ქალაქში დაკარგვა გჩვევია... მე კი ვიკარგები შენში... ვით ქალაქში...
* * * * * * * * * * * უცხოა ქალაქი, რომელშიც დავდივართ ერთი გზითა და სხვადასხვა მიმართულებით... დღეს სხვა გზა ავირჩიეთ: მე ვჩერდები... შენ გარშემო მივლი და მივლი... მერე იცვლება ადგილები...
და(მ)იმახსოვრე!
შენი ბრალია, ეს თამაში შენ წამოიწყე გაუფრთხილებლად, წესები არ მასწავლე... არც თამაშის სახელი მითხარი...
სანამ შენი სიმუნჯის სიტყვებს ვიპოვნიდი, ასჯერ დავიკარგე, ასჯერ მოვკვდი! ყორნებმა დამფლითეს და დამანაწევრეს... მოხვედი და მომაგროვე, სული ჩამიდგი... ხმა მომეცი და მითხარი: ”ილაპარაკე! როცა ჩუმდები, მე შენს გზას ვკარგავ...” და როგორც კი მიპოვნეს სიტყვებმა, როგორც კი ჩემი გაწყალებული სისხლი გაწითლდა, მე გითხარი:
მელაპარაკე! ................................................. შენი სიმუნჯე ჩემი გალიაა, რომელშიც ასე თავისუფალი ვარ! ჩემში მეტყველებს შენი დუმ
...
Read More
|
ბახუსმა იცის ვით შეამკოს ბნელი მიწური სასწაულებრივ დიდებულებით და ვით აღმართოს ზღაპრულ სვეტთა მწკრივი ულევი ოქროვან ორთქლში ამოისრული, თითქოს მზის ჩასვლით იღებება შავი ღრუბლები.
თრიაქი უფრო აუკვდავებს უკვდავ არსებებს, ახანგრძლივებს უსაზღვროებას, აღრმავებს დროს და მარადიულს ხდის სიტკბოებას, და ეს ლხენანი ჭარბად ავსებენ სულს სიპირქუშით და არღვევენ მის მყუდროებას.
ეს ყოველივე ვერ ედრება შენი თვალების, მწვანე თვალების შხამიან სურას, ტბას, სადაც სული ჩემი თრთის და თავდაღმა სცურავს... სად ოცნებები, შენით მთვრალები, ილტვიან, რათა დაეწაფონ მწარე გუბურას.
ეს ყოველივე არ ღირს არც იმ მძლავრ სასწაულად შენი მეტად მსუსხავი ნერწყვის, ჩემს სულს რომ მარხავს არყოფნაში, უღონოდ სეტყვილს, ვინც თავბრუსხვევას ვერსად წაუვა და, ბანცალ-ბანცალ, საიქიოს ნაპირებს ერწყმის!
|
მინდა, ვიყოთ ერთად, სოფელში და წვიმდეს. შემოჩვეულ სევდას წვიმის ღვარი შლიდეს. იფარვიდეს შინდი, შეციებულ ჩიტებს, შენ კი... ჩემი დიდი სიყვარული გჭირდეს. არა ვგავდეთ დიდებს… მიკითხავდე ლექსებს.. მიკოცნიდე ლამაზ, საფერებელ თითებს. მთელი ღამე ხშირი თბილი წვიმით წვიმდეს. შენ კი . . . ჩემი დიდი სიყვარული გჭირდეს.
|
უსიყვარულოდ ქვეყანაზე ღიმილი კვდება, კოცნის სურვილიც იკარგება უსიყვარულოდ, უსიყვარულოდ გული გულსაც ვეღარ პოულობს და ვერც სიცოცხლე ვერ ზეიმობს უსიყვარულოდ. უსიყვარულოდ დედის ხელსაც ვეღარ დაკოცნი, მზის სხივიც კი იკბინება უსიყვარულოდ, უსიყვარულოდ ბაღში ვარდიც ჭკნება უაზროდ, წყაროც კი შრება მარტოსული, უსიყვარულოდ. უსიყვარულოდ სიმღერაც კი მოსაწყენია, უსიყვარულოდ დედის ძუძუს რძეც კი გაურბის და არც მერცხლები ბერდებიან უსიყვარულოდ. უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე, არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ. უსიყვარულოდ მარტოსული სიკვდილი მოდის, საფლავიც ქრება უპატრონოდ, უსიყვარულოდ...
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 6 სტუმარი: 6 მომხმარებელი: 0 |
|
|