♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 05


Fever Pitch

1 სთ 43 წთ
ჟანრი: დრამა, კომედია, მელოდრამა, სპორტული პოსტერები
 გამოშვება: 13 მარტი 2005
რეჟისორი: ბობი ფარლეი, , პიტერ ფარლეი
სტუდია: ფოქს 2000 ფიქჩერზი, ფლაუერ ფილმსი (II), უაილდგეიზ ფილმსი, მარს მედია ბეტეილიგუნგსი, იელსი პროდაქშენსი ლტდ., ალან გრინსპენ პროდაქშენსი
როლებში: დრიუ ბერიმორი, ჯიმი ფელონი, სქოთ სევერანსი, ჯეკ კელერი, ჯეისონ სპივაკი 


ფილმის მიმოხილვა
სკოლის მასწავლებელს - ბენს უყვარდება წარმატებული ბიზნესვუმენი ლინდსი. მიუხედავად იმის, რომ ისინი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ეს წყვილი იდეალურად გამოიყურება. მათი რომანი მთელი ზამთარი გრძელდება, და მხოლოდ გაზაფხულის მოსვლის მერე ლინდსი გებულობს ბენის გატაცებაზე - ბეისბოლზე. ეხლა მას მოუწევს შეეჯიბროს მთელ ბეისბოლისტების გუნდს საყვარელი მამაკაცის გულისთვის. ვინ გაიმარჯვებს ამ რთულ თამაშში?..



კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1073 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



1. სიზარმაცე . იმის მაგივრად საყვარელი მამაკაცი გააფრთხილოთ რომ , დღეს მეგობართან რჩებით არ ურეკავთ თუმცა იცით რომ არ მოეწონება. ან როცა სხგავან მცხოვრები მისი ბებია ავადმყოფობს სანახავად არ მიჰყვებით . უბრალოდ გეზარებათ და თვლით რომ მამაკაცი თქვენ გარეშეც თავს ყველაფერს გაართმევს


2. მომთხოვნელობა . "ამ პერანგს ნუ იცვამ" , " ასე ნუ იქცევი" , "შენ არ დაელაპარაკო შენს მეგობრებს" .... მამაკაცს ისე ექცევით თითქოს სათამაშოს რომელსაც მოგესუვებათ დაშლით მოგესურვებათ - თქვენი გემოვნებით ააწყობთ . ეს საგანგაშო სიგნალია!


3. სუნთქვის დახშობა . მამაკაცი აიძულეთ კრივში ვარჯიშისთვის თავი დაენებებინა , რათა მეტი დრო თქვენთვის გაეტარებინა . ადამიანი უჰაეროდ არაუმეტეს 5 წუთს ძლებს . საეჭვოა თქვენი სიყვარული ამაზე დიდხანს გაგრძელდეს.


4. დრო. ფიქრობთ "მიყვარხარ" თქმის დრო ჯერ არ არის . ყველაფერს ანგარიშობთ და გეგმავთ , მაგრამ არ იცით , რომ სიყვარულისთვის არ არსებობს წარსული და მომავალი , არსებობს მხოლოდ ეხლანდელი დრო .

< ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 944 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენ არსად არ ხარ,
მე კი გეძებდი......
შენ ხარ იმედი დაკარგულისა..
შენ რომ აქ იყო მე შენ გეტყოდი
ზღაპარს ლამაზი სიყვარულისას........
გეტყოდი როგორ ყვავდება ნუში,
ყაყაჩოები როგორ წითლდება..........
ქარი რას ამბობს ,
წვიმა რას არ თმობს,
ცა ვარსკვლავებით როგორ ივსება..........
მაგრამ შენ არ ხარ და არც იქნები,
შენ ხარ იმედი დაკარგულისა...........
მე შენ გეძებდი და ვერ გიპოვნე,
ახსნა მინდოდა სიყვარულისა........




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1004 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება სასიხარულოდ....
უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს იგი არ უხმობს...
და შემოდგომის სიცივეში ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს სულაც არა ჰგავს...
სიოს მაგივრად ქარიშხალი ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობსუსიყვარულოდ!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1022 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რომ შემიყვარდი
დამაბრმავა მე სიყვარულმა
შენი მინუსი გადაფარა
ამ ლამაზ გრძნობამ
მოხდა ისე რომ დაგვაშორა
ბედმა ერთმანეთს
ახლა არ ვიცი გადამიყვარდი
თუ ისევ მიყვარხარ
მე ხომ არასდროს არ ვიცოდი
მე თურმე ვინა ხარ.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1017 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



***
მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე -
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია.
თვალებით თანხმობა, თვალებით უარი
და ამ უსიტყვობის მთელი კოლექცია,
შენგან ვისახსოვრე... და სადმე თუ არის,
მაგ შენს დუმილშიდაც არის პოეზია!
მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე -
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია.

***

მთვარე - ძაღლიშვილი, ისე გაიტურა,
თითქოს კვალში ედგა ღამის ტარანტული.
წასვლა გამიგია, მაგრამ - პოეტურად!
არის მიტოვებაც, მაგრამ - გალანტური!

ბოლო სიგარეტიც ყავას შევუხამე
(სადღაც უნდა მეგდოს კიდევ, ორი ღერი).
წერა შემიძლია მხოლოდ შუაღამით...
სხვა დროს არ მაცლიან, თორემ - ვინ ოხერი.

რაღაც უხეირო სასმელს მიძალებით,
გუშინ საღამოდან ვიკლავ მოშიებას.
დილით მიპოვნიან, ალბათ, მიცვალებულს...
გარეთ ნერვიულად ყეფენ გოშიები.

ქალაქს გადავხედე - თვალი ამარიდა
ისე მედიდურად, მისთვის დანაბერებს...
მთელი დედამიწა, ჩემი ფანჯრებიდან,
მოჩანს, დამიჯერე - ბევრი არაფერი...

და ეს ლექსიც, თითქოს, სხვათა შორისია -
ფიქრიც მიძნელდება... იცი? გეფიცები,
ყოფნას და არყოფნას, სადღაც შორისა ვარ,
საფლავს მინაწერი წლების დეფისივით

***

განგრევს მოძრაობის ილუზია,
გახრჩობს უძრაობის ანაკონდა.
შუბლზე ნაოჭებად მიგლურსმნია
წლების ფრაგმენტული ამარკორდი.
< ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1493 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჩვენ გადმოვლახეთ სამყარო,
როგორც მოწყვეტილი ვარსკვლავი ორი
სახლის გარეშე დარჩენილი...
არასდროს გადამწვარი და
არასდროს დაბერებული
ჩვენი სიყვარული იყო ძლიერი... !

ჩვენ მოვიგონეთ სიყვარული
იმ დროს როცა სატურნის ზარებით ვერთობოდით,
ჩვენ გვეძინა და ერთმანეთს ვათბობდით...
როცა ვემალებოდით პლუტონს
ჩვენ ვჩერდებოდით ჩაის დასალევად მზის ქვეშ
და შემდგ ვაგრძელებდით მოძრაობას კვლავ...
ჩვენი სიყვარული იყო ძლიერი... !

მოვა დრო და მივატოვებთ ამ უსასრულო სამყაროს,
ჩვენ დავმწუხრდებით და გავიგიმებით
გვეცოდინება, რომ მომავალი შეხვედრა ისევ დადგება...
როცა დრო მოვა შენ წახვალ მე კი დავრჩები,
მიზეზი ჩემი დათმობისა იქნება მარტივი...
და მომიხდება ვუმზირო შენი ცხოვრების სასწაულს გვერდიდან...
ჩემი სიყვარული იყო ძლიერი... !

მე დავიბადე თბილ ორშაბათს,
და ძლიერ ვნატრობდი შენ სიახლოვეს...
მე არ ვეძებდი შენს ვინაობას... ან სად გეძინა,
მაგრამ ყოველთვიც ვიცოდი რომ შენ აქ იქნებოდი....
ცხოვრების ძიებამ ძლიერ დამღალა და დამასუსტა,
მე ვიცოდი სად მეპოვნე მაგრამ ველოდი შენს სურვილს
ერთმანეთთან კვლავ სიახლოვის...
შენი სიყვარული იყო ძლიერი... !

ამაღამ მიძინებისას ვოცნებობდით სიცოცხლის სიყვარულზე,
იმედზე, მხიარულებაზე და გართობაზე...
და ვაგრძელებდით ერთმანეთის ყურებას მომღიმარედ,
იმ იმედით რომ ხვალ ი ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 957 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სოფლის ღელვისგან აღტაცებულმან,
გადავცდი მცნებას, გცოდე, მამაო!
და ვაი! დღეს სცნო ბოროტმან სულმან
სოფელი ესე ცრუ და ამაო!

ვგრძნობ, სახიერო! ეს ბოროტება
გამოუთქმელი და საშინელი,
თუმც სხვათ ბოროტთა აღემატება,
მაგრამ შენდობას მაინც მოველი!

რადგან ზეცავ, შენ, აჰა, მოგმართე,
ამაოდ ნუ ჰყოფ ჩემს სინანულსა!
კეთილისათვის გზა წარმიმართე,
ძალ-მეც, ვსთრგუნვიდე ბოროტსა სულსა!

შენანებულს შენ არ მოიძაგებ,
ნუგეში ამით მე მემატება!
და სულგრძელებას შენსას ვადიდებ,
ოდეს მეზვერე გამახსენდება...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1082 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


არასოდეს არის ღამე ისეთი ბნელი, როგორც გამთენიისას... არც შიშია სხვა დროს ასე საგრძნობი...
ღამის საფარველი გრძნობებს სურვილისამებრ უცვლის ელ-ფერს, გეგონება ამის უფლება ჰქონდეს... ან რატომაც არა?
პანიკური შიში... იმისი რაც დღის შუქზე ოდნავადაც ვერ აგაღელვებს...
ფეხის ტერფიდან თმის ბოლო ღერამდე...
შიში რისი?
იმისი, რომ ხვალინდელი დღე გათენდება... მაგრამ უშენოდ...
რომ სამყარო გააგრძელებს არსებობას, მაშინაც კი, როცა შენს სხეულს მიწას მიაბარებენ...
როცა... არ იქნები შენ... ისინი ვინც გიყვარს... ვისთანაც არაფერი გაკავშირებს, მაგრამ ყოველდღე ეუბნები გამარჯობას...
პანიკური შიში...
რომ არ გათენდება...
მიუხედავად ამისა, ადრე თუ გვიან ყველა ნატრობს... არარსებობას... და რეალურად ვერ აცნობიერებს მის ნამდვილ დატვირთვას...
ადამიანი ყველაფერს თავისი საზომით ზომავს - სამყარო მის გარეშე ვერ იარსებებს...
...მაგრამ ის არსებობს... მის გარეშეც, სხვის გარეშეც...
კიდევ ერთი მზის სხივი... განთიადი... ცვარი...
"ცვრიან ბალახზე ფეხშიშველა...”
ფეხის ტერფიდან თმის ბოლო ღერამდე... პანიკური შიში სამყაროს მარტო დარჩენის... უშენოდ... ის კი არსებობს უშენოდაც დიდი ხანია...
მწვანე მდელოდან უსაზღვრო ცაში ნარ-ნარ ჩაცურება...
შეგრძნება ვარდნის... ეს სიკვდილი არაა...
სიკვდილი ის წამებია... გამთენიისას ფეხის ტერფიდან თმის ბოლო ღერამდე რომ გიმძიმებენ ფიქრებს... მზეს რომ ჩასცქერი თვალებში და... სიბნელეა...
პანიკა... ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1100 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მიყვარს ნაბიჯი: დარხეული და წარამარა.
მიყვარს ვარდები: ოღონდ თეთრი, სუფთა, ხალასი.
და როცა ღვინით აივსება საჩემო თასი,
შენს სადღეგრძელოს ვიმეორებ მარად და მარად.

ირიბად დავალ. ჩემი ლანდი ბარბაცით დამდევს,
ცა სისხლისფერად შეიღება, როგორც იარა.
ო, მე ოდესმე მოვიპარავ თოვლივით ვარდებს
და შენს ბინის წინ თავს მოვიკლავ ვარდებიანად.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1458 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როცა მე გარდავიცვალე, იდგა აღდგომის სწორი,
ზღაპარში ხარი ატირდა, სახლში - შვილი და ცოლი,
შემიდგნენ არაგველები, თავის მგალობლის ცხედარს,
ფარებზე გადამაწვინეს და წამასვენეს მცხეთას.
- საით, ბიჭებო, - გავძახე...
მითხრეს: უფლისა ნებით,
იქ დიდი საქართველოა, იქ აღარავინ ვკვდებით...
მე ჩავუარე ბავშვობას, - ბურთს თამაშობდა მინდვრად,
ადგა და გამომეკიდა, ღვარღვარა ცრემლებს ღვრიდა.
გადავუფრინე ციხეებს,
მთალად საქართველოს სერებს.
- ისე იყავით, კარგებო, როგორც გხატეთ და გწერეთ...
რა კარგი იყავ, სიცოცხლევ, ვერ მოგიყირჭე ქებით,
მტრებიც კი მყავდნენ კარგები, არათუ მარტო ძმები.
მშვიდობით, ჩემო ქვეყანავ, ვეღარ გიხილავ ხვალე,
ფალავნების და მგოსნების სტუმართმოყარე მხარე.
სულმა დავლოცე ცოლ-შვილი და პატიებაც ვთხოვე
ჩემი ცხოვრების სიხარულთ,
ჩემს ჯვარს და სვეტიცხოველს.
როცა მე გარდავიცვალე, იქ დავიბადე მყისვე,
ჩემი გვარის და სახელის ვიღაც ატირდა ისევ.
იტირე, ჩემო პატარავ,
გამახარე და მტანჯე,
ტირილით უთხარ მადლობა ჩვენს მარადიულ გამჩენს...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1520 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


PAKA leksebinutu dagavicyda chemi siyvaruli
i,nutu agar icevs shensken che
mi guli,nutu piqrebidan martla
amomshale,rame magrznobine to
rem shevishale. moval chegxedav lamaz tvalebshi da shens tbil xelebs gulshi chavikrav... mogeperebi da cumad getyvi: shens naxvas sxvastan vegar avitan Seni danaxva mmatebs sicocxlis erT wams...
Seni Tvalebi siyvarulisTvis kidev erT grZel wuTs...
Seni Rimili Seni naxvisTvis kidev erT saaTs..
Seni kocna ki mxolod erT wamSi mTel Cems cxovrebas ushenod gadzleba ar aris advil
i,ra vqna rom ertmanets gvasho
rebs mandzili ici megobroba ka
rgi da namdvili,chems gulshi s
hen ukve gaqvs sheni adgili!!!

გამოტყდი ბარემ რომ დაიღალე...
არ გინდა შეხვდე მტრედისფერ დაისს...
გამოტყდი ბარემ ,,ვერ შეგიყვარებ''
გამოტყდი! მე კი მიყვარხარ მაინც...
მე ხომ უშენოდ მივყვები ნაპირს...
მარტო შევხვდები მტრედისფერ დაისს...
უკვე დავწრმუნდი ვერ შემიყვარებ...
რა ვუყოთ...მე ხომ მიყვარხარ მაინც!!!...გამოტყდი ბარემ რომ დაიღალე...
არ გინდა შეხვდე მტრედისფერ დაისს...
გამოტყდი ბარემ ,,ვერ შეგიყვარებ''
გამოტყდი! მე კი მიყვარხარ მაინც...
მე ხომ უშენოდ მივყვები ნაპირს...
მარტო შევხვდები მტრედისფერ დაისს...
უკვე დავწრმუნდი ვერ შემიყვარებ...
რა ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1287 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენ გაირყვნები... აშკარა არი...
ვგრძნობ შენს დაცემას წინასწარულად.
შენი სხეული ნაქანდაკარი
ხელიდან ხელში წავა ფარულად.
შენ გაირყვნები, როგორც ბიანკა,
მე ასე ვფიქრობ... მე ასე მჯერა...
შენ გაირყვნები... ო, ისე ტლანქად,
როგორც არავინ გარყვნილა ჯერა!
შეკვეთილ გრძნობით სხვის ვნებას დაღლი,
დაგეწურება მკერდი მტევნებად_
და სადაც წახვალ_ ვით ქუჩის ძაღლი,
სიძვა, მრუშება აგედევნება.
მოგენატრება ეს სიყმაწვილე,
როცა სულს შლიდი ლამაზ სხეულად,
და იტყვი: "რისთვის დავანაწილე,
მე სიყვარული ხარისხეულად!
რა მომელოდა და რა დამარქვეს!
ნუთუ ეს იყო ჩემი მიზნები?
სულის სალაროს რათა ვხდი სარქველს,
რისთვის ვინთები? რისთვის ვიგზნები?"
მაგრამ თუ შემხვდი, ო, სულის მეფავ,
სადმე აკრული ქუჩის ბნელ კუთხეს_
მოვალ და ჩემის ხელით ავკრეფავ
მაგ შიშველ ტანზე დაყრილ ნაფურთხებს,
არც ჩამოკრული, არც საყვედური,
მკერდში ჩაგიკრავ, გულს დაგპირდები.
მე ბედნიერი და უბედური
წარბებს ჩამოვყრი და ავტირდები.
გეტყვი, რომ რა ვქნა, მიყვარხარ ისევ,
მომიახლოვდი... მომეცი ხელი...
თუ პირველობა მე არ მაღირსე,
ვიქნები მაინც უკანასკნელი.


ი. გრიშაშვილი
1928 წ.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1085 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



წამებულ ცხოვრებას ემატება ტანჯვეის წუთები,
ნეტავი რატომ, რისთვის ვარ მე ყველას
მსხვერპლი.
ვალის გადახდას ყველას მაგივრად რატომ ვუნდები,
რატომ ბედნიერ წუთებს, წამებს მე ახარ ველი.

ალბათ იმიტომ, ყველაფერმა ჩემზე იარა,
ქალმა ტუ კაცმა, ყველამ ტავზე გადამიარა.
უიხბლო ქვეყნად რატომ ვარ ღვთისგან გაჩენილ,
უკნდა ვიტანჯო წუთისოფელ, რაც მაქვს დარჩენილი.

არა! ტანჯვა და წამება ბერი ვიტანე,
ბევრი წუთები მე სიმწარის გადავიტანე.
უკვე რამდენჯერ სხვის მაგივრად სასჯელი ვატარე,
როგორც პატიმარს ეს ცხოვრება მე გავატარე.

და თუ შენდობას მტხოვენ კიდეც მონანიების,
უარს ვერ ვეტყვი დაე ღმერთმა აპატიოთ მათ.
ღმერთმა განკითხოს მათი ცოდვები ამქვეყნიური
მართალნი იყვნენ თუ მტყუანნი ვალი მაინც აქვთ.
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 949 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სიყვარულია, რომ აქცევს მოკვდავთ,
კაცს ზეციერად და ქალს ღვთაებად,
სიყვარულია, ჩვენ რომ გვანიჭებს,
სიბრძნეს, სიხარულს და უკვდავებას.
სიყვარულია ჯვარცმა, წამება,
საღვთო კოცნაა, საღვთო ფიალა,
შეყვარებულთა წმინდა სახელი
ანგელოზებმა ცაში იციან.
სიყვარულია ჩვენ რომ გვაცოცხლებს,
სიყვარულია, რაც ცოცხლად გვმარხავს,
სიყვარულია თვითონ ღვთაება
და მას მოწილედ თვით ღმერთიც არ ჰყავს.
თვით გოლგოთაზე ღმერთიც და კაციც,
კაციც და ღმერთიც სიყვარულს აჰყავს...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 979 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


პატარა ქალო ეგ ღიმილი რარიგად გშვენის
და შენს თვალებში ქალწულობის ეშხი კიაფობს
ჯერ შენ რა იცი ლამაზ ქალებს რა ტანჯვა ელის
რა გეშველება ცისფერთვალა ტურფა იადონს

თუ მაგ თვალების მათრობელა შარბათი შესვეს
შენს სიტურფეზე პოეტები ლექსებს იტყვიან
სევდიან ხმაზე გიმღერებენ ლამაზთა მეფეს
ქალების ფასი პოეტებმა კარგად იციან

გაგიტაცებენ სიყვარულის ეკლიან გზებით
უმანკო გულში აინთება ტრფობის ხანძარი
მოვა უძილო ღამეები ნეტარი სევდით
რა საბრალოა სიყვარულის ცეცხლით დამწვარი

მე ვერ გიშველ კმარა ჩემი სულის ტკივილი
მოგონებები უნდა გულში სათუთად ვმალო
ჩემს გაზაფხულებს მომაგონებს შენი ღიმილი
ჩამოიარე ჩემს ქუჩაზე პატარა ქალო...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1018 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ხელის გულები ამაფარე თვალებზე თორემ,
მოგიტაცებენ დაუნანებლად.
ნაზი თითები ამაფარე ბაგეებზე,
რომ არ გეჩურჩულონ დაუსრუოებლად.
ძალა მარგუნე,რომ აღვიდგინო ნებისყოფა
შენ რომ დაგნებდა.
შიში გამიქრე გაფოთლილი სულის რტოებზე,
შიში დაკარგვის-თითქოს მტოვებდე.
ამ გულსაც მოუხერხე რამე,
შენთან რომ დარჩა და არ უნდა წასვლა აღარსად.
მხარი მომაყრდენ,რომ დავიჯერო
ამ ქვეყანაზე სხვანაირიც ყოფილა სითბო
და გევედრები რომ არ მითხრა:
მეტისმეტს ითხოვ
შიში დაკარგვის-თითქოს მტოვებდე.
ამ გულსაც მოუხერხე რამე,
შენთან რომ დარჩა და არ უნდა წასვლა აღარსად.
მხარი მომაყრდენ,რომ დავიჯერო
ამ ქვეყანაზე სხვანაირიც ყოფილა სითბო
და გევედრები რომ არ მითხრა:
მეტისმეტს ითხოვ

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1150 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ალბათ მოვა დრო - შენც აინთები,
ახლა დარდების მძიმე წუთია.
მიწას ადგია ცა გარინდებით
და ეს ქვეყანა თითქოს ყუთია.


არის სიცოცხლე, სიკვდილიც არის,
ადამიანის ბედი კრულია.
დადუმებული კიდია ზარი
და თითქოს ზარი საყდრის გულია.


მე ასე ვფიქრობ, ღამდება კიდეც,
ალბათ ლანდებიც მალე მოვლიან.
დგას საფლავების მწვანე სიმშვიდე
და ეკლესია თითქოს თოვლია.

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1018 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ხან ქუჩაში ვარ გადებული, დავდივარ გზა–გზა,
ხან დირეზე ვარ ჩამომჯდარი შენს სახლის კართან.
შენ თუ გართობა განგიზრახავს შესვი ფიალა,
რა ავსებს იცი? ჩემი სისხლითგულის იარა.
მერე ღვინოთი ჩაიარე ჩემს საფლავისკენ,
ეს სისხლის ტიტაც შენთვის ყვავის, ჩემთვის კი არა.
ზოგჯერ გაკვირვებს უცნაური კანონი ღმერთის
ტიტას მაგიერ,სარეველას გაწვდიან ეკლის.
როგორც მინდოდა, სტრიქონები მეძებნა ცაში,
შენ, გულის მხარეს, ბასრი დანა ჩამასვი მხარში.
მე ვერ მოგხიბლე ვერც კოცნით და ვერც ყვავილებით
ჩემი სიკეთე დაივიწყე ისროლე წყალში.
შეხედე ხე ვარ, სისხლისფერი ცრემლად ქცეული,
ჩემი ფესვები გახმა, ცრემლის გუბეში წოლით.
რად გამიჩინე ნეტავ ეჭვი, შენზე ფიქრებით,
მეგონა ფეხქვეშ მდელოს მფენდი შენ კი პირიქით.
ორ რამესა გთხოვ, ერთის მაინც, იმედი მქონდეს,
არ დაივიწყო რასაც ვწუხვარ, რისთვისაც ვგოდებ.
სადაც გაივლი, წინ ვარდივით გადავიშლები,
შენს განვლილ გზაზე, დარჩენილი მტვერი ვიქნები.
აქ მეც კაცი ვარ და სუსტი ვარ შესაფერ ლერწყმის,
ჩემი გონება სხვის მშვენებას არასდროს ერწყმის.
როცა მისწყვდება, შენი კაბის ჩუმი შრიალი,
შენს ფანჯარასთან გავჩერდები მკერდნატყვიარი!
ჯობს დავიტანჯო, არ მერჩიოს ტკივილისთმობა
უსიყვარულოდ გულს მოელის, უდროოდ ჭკნობა!
მიხეილ ჭიჭინაძე მას გაუფრთხილდი რაც გიყვარდეს, ასეა წესად,
თუ დაგემსხვრევა გული ქვაზე დაიწყებ კვნესას.
შენ თუ შორსა ხარ, მკერდმა გული რით დაიტიოს,
ჩემმა გონებამ სხვა იმედი რისთ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1069 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ნაპირს დაუკოცნა კენჭები და
გულზე სველი კოცნა დაუდნო...
თრთოლვა გაიყოლა ფეხებიდან
ჩაიღიმილა და გაუგო...
ცხელი ჩაიხუტა ქვიშა გულში
ტალღა დაუფინა ნაპირზე
თუკი ვერ აყვები სიხარულში
მაშინ არაფერი დაპირდე...
ამ მზეს,გაგიჟებულს ამის ცქერით
ამ ცას მოლივლივეს ცისფერში,
ვერას დააჯერებ დაფიცებით
მზერას გამოიჭერს სივრცეში.
მერე დაგიბრუნებს ამ მზერას და
გკითხავს,რა გტკივა და გაოცებს
გაგამხელინებს,რომ მოგენატრა
გულთან მიგიკრავს და გაკოცებს.
ნაპირს დაუკოცნა კენჭები და
გულზე სველი კოცნა დაუდნო
თრთოლვა წამოკრიფა ფეხებიდან
თვალი ჩაუკრა და...გაუგო


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 960 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ქურდი ვარ...
ყველაზე გულწრფელი და გულახდილი ქურდი...
ვაღიარებ, რომ მზეს სითბო მოვპარე....
ვაღიარებ, რომ დროს საათები მოვპარე...
და ამიტომ თენდება გვიან...
დავდივარ, ვიპარავ აპრილის წვიმებს...
ხანდახან მზის სხივებსაც...
ცისარტყელას ფერები მოვპარე....
შვიდიღა დარჩა...
ვიპარავ ყველაფერს და ნელ_ნელა ვაწყობ გულს...
ზღვას ნაპირი მოვპარე...
ვარსკვლავებს ერთმანეთი...
და ალბად არ გეწყინება თუ გეტყვი რო სანამ შენ ამ ამას კითხულობდი, ცოტა სითბო და სიყვარული მოგპარე...
სულ ცოტა...
დღეს მაინც რო მეყოს....

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 951 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


უცებ გაისმა თოფის ზრიალი
გულთან დაამთავრა ტყვიამ ბზიალიბბბ
ბნელმა შეცვალა დღე თბილი, მზიანი
კუბომ დაიწყო მზეზე პრიალი...

ბიჭია მკვდარი, ბიჭია მკვდარი,
წითლად შეიღება თბილისში მტკვარი
კანკალმა აიტანა მთლიანად ტანი
ბიჭმა შეაღო სამოთხის კარი...

სატრფო დასტირის მას ცივ საფლავზე
ცრემლი შეჩერდა გაყინულ წამწამზე...
თითქოს უნდა, რომ ეს დრო გაჩერდეს
და საერთოდაც აღარ გათენდეს...

მაგრამ დრო მიდის, აღარ ჩერდება
ტკივილს კვლავ მოსდევს ახალი ტკივილი
ყურში ჩამესმის ღრუბლების ტირილი
და გულს მიხეთქავს დროის კივილი...

ქალი ჩაეხუტა მხურვალედ ცივ ქვას
ეს ხომ ქმრის სულის ტკბილი სურნელია
სული განუტევა... ქალი სულელია...
ჩვენი ცხოვრება ხომ თეთრი ფურცელია...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 971 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე სილამაზის მონა გავხდი შენი ნახვისას
თუმცა მეგონა შენი თვალები ვერ მაცდუნებდა,
მე რა ვიცოდი შენი თვალები ზეცად შობილნი
ულევ სიყვარულს,ბედნიერებას თუ მაჩუქებდა.

როდესაც გნახე მაშინვე მივხვდი,რომ ჩემი გული
შენი ღიმილით უბრძოლველად დაიმორჩილე,
მიუწვდომელი და უკარება,ამაყი სული
ერთი შეხედვით და გაღიმებით დაიძმობილე.

შენი თვალების,თმების,ტუჩების ერთობლიობა
ქმნიან ამ ქვეყნად ულამაზეს უზადო სახეს,
შენი ნახვისას ასე მგონია ზეციდან მესმის
ანგელოზები იმეორებენ ჩუმად შენს სახელს.

გასაოცარი სულაც არ არის რომ შემიყვარდი
და ამ სიყვარულს მე რომ დავარქვი სახელი წმინდა,
ერთი სურვილი მე დამრჩენია ამ ცხოვრებისგან
როგორც მიყვარხარ,ისე გიყვარდე,ძალიან მინდა.





კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1156 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


რა პატარაა ეს ოთახი ჩემთვის. ვეკვრი კედელს, რომ წინ დიდი სივრცე შევიგრძნო. "წავიდეთ ტყეში სახეტიალოდ" - საოცრად მიმზიდველი მეჩვენა ეს ფრაზა, მწვანე წიგნში ამოკითხული. მიყვარს ტყე. წასვლაც აუცილებელია. უნდა წახვიდე, მოშორდე შენს თავდაპირველ სამყოფელს. უნდა ეძებო თავი შენი სხვაგან.

წამოდით, წამომყევით ტყეში. იქ ყოველი ხე შენი მეგობარია. შეგიძლია აეკრა, ჩაეხუტო მათ. შეგიძლია გაიქცე, დალეწო ხმელი ტოტები, გაქექო ფოთლები, აკოცო მიწას, მერე გულაღმა დაწვე მასზე, უყურო ცისკენ ამართულ ხეებს, მზერა ააყოლო მათ, აჰყვე ზევით და არავინ გეტყვის "გაჩერდი".


წევხარ ფანჯრის რაფაზე, უყურებ მთვარეს, ვარსკვლავებს შორის ჩაჭეჭყილს. უსმენ ქარს და ნატრობ, რა იქნება ეს ადგილი ცოტა უფრო ფართო იყოს, უკეთ მოვეწყობოდიო. აქა-იქ კი ღამისეული გამვლელები მიყვებიან ფეხებს...

უცებ კარს აღებენ და შემოდიან.
იძულებული ხდები ჩამოხვიდე.
სინათლეს გჩრიან თვალებში, რომელიც გაწვება სისხლივით, სიბნელეს ნაჩვევს.
რაღაცას გეუბნებიან. მგონი: დაიძინეო.
ფანჯარა ღიაა. შენ დგახარ მასთან.
ფანჯარა დახურეს. შენ დაწექი.
სული გეხუთება. შუქს გიქრობენ და მიდიან.
უნდა დაიძინო. რატომ დაღამდა?
ხმამაღლა ლაპარაკობ, ბოდავ.
ნეტავ, მალე მაინც ჩაგეძინოს...


ზარის ხმა გაისმა ბნელ სახლში. დაბრუნდა მთვრალი.
ვეწვიოთ სუფრას, სადაც გამოთვრა.
სადღეგრძელო პირველ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1083 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე შენი მონატრება მომენატრა. . .
მინდა კვლავ მიყვარდე, მძულდე, მჯეროდეს შენი, კვლავ ვკარგავდე შენს იმედს, კვლავ მენატრებოდე. . .
მინდა შენს არსებობას ისევ ვგრძნობდე. . .
მაგრამ დრო გაილია, საათი წელს მიჰყვა და ასე გავიდა მთელი ცხოვრება. . .
მიჭირს გონებაში შენი სახის აღდგენაც, ვნანობ მხოლოდ ერთს, ჩემს ერთადერთ სიტყვას. . .
დროის დაბრუნება მინდა, მაგრამ ამდენი ხნით? ეს ხომ შეუძლებელია. . .
აი რა შეიძლება გახდეს ოცნებად. . .
ტელეფონის ზარი, რომელშიც შენს ხმას გავიგონებ და შეშინებული ხმით გეტყვი, რომ ის, ჩემი ბრალი იყო. . .
ჩემი ბრალი იყო ნაკუწ_ნაკუწ აწყობილი დროება კვლავ ნამსხვრევებად რომ ვაქციე. ..
ზოგჯერ ფიქრი მიბყრობს..გამახსენდება დიიიდი ხნის წინანდელი ამბავი...
ეს მოგონება ძალიან სასიამოვნოა. . .მახსენდება ყოველი წუთი და წამი...
თითქოს შეუძლებელია ყველაფრის დეტალურად აღქმა, მაგრამ ის, რაც სამუდამოდ გინდა, რომ გულში შეინახო, დაუვიწყარია. . .
მინდა ეს ფიქრები კვლავ ჩემთან დარჩნენ და შემ,დეგ ჩემთან ერთად მიებარნონ მიწას...
არავისთვის არ მინდა გაზიარება, ის მხოლოდ ჩემია...
ეხლაც ფიქრი ფიქრს მოეძალა, ქვემოთ დალაგებული ზემოთ ამოვიდა და გონებამ ისევ აღგიდგინა. . .
ეხლა მინდა კვლავ მახსოვდე და მჯეროდეს, რომ ცხოვრებაში ერთხელ, შემთხვევით შეგხვდები და თუნდაც სხვასთან ერთად შორიდან თვალს შეგავლებ .....





კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1036 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სიყვარულია: გზა, სიშორე, ცრემლი, გოდება.
შეახებ ხელს და არასდროს დაგიბრუნდება.
სიყვარულია: სიმარტოვე, გულის სიშორე,
ხორციელი ვნების მიუწდომელი აზრთა სიცოცხლე.
სიყვარულია: ტანჯვის თეთრი ცრემლები.
სიყვარულია: მე რომ თავზე ასე გევლები.
სიყვარულია: ათას ერთი ტრფობის ზღაპარი.
სიყვარულია: ჩაუქრობელი შუქთა ლამპარი.
სიყვარულისთვის ბაირონმა კუბო არჩია.
სიყვარულია: ყველაფერი რაც გაგვაჩნია.
სიყვარულია: ქვის ჩუქურთმა, კინწვისის ფრესკა.
სიყვარულისთვის კვაზიმოდო ზარებსა რეკდა

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1130 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გავიგე თურმე ჯვარს გწერდნენ სხვაზე.
შენ კი ტიროდი გულდათუთქული.
გავიგე რომ თქვი უარი მასზე
და რომ გაგზავნე გულდახურული.

თუ რატომ უთხარ უარი იმ ბიჭს
მიზეზი მაინც გავიგე შენი.
რატომ გაფითრდი და დაიბენი,
როცა ახსენეს სახელი ჩემი?!

რატომ ხკიოდი არ ვთხოვდებიო
ნეტავ მიზეზი რა იყო ამის?!
სთქვი რომ გიყვარვარ, გემუდარები
ბედნიერება მახირსე წამით.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1038 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



იცი? - შენთან იოლია სუნთქვა და
იცი? შენთან იოლია ყოფნა...
ალალია შენთვის ჩუმად ნათქვამი
"მომენატრე, ნეტა როდის მოხვალ?"
იცი? თითქოს დღეს სხვაგვარად დაღამდა
და სხვაგვარად მომეპარა ღამე...
და სანამ ძილს უმკლავდება თვალები
დაგიწერო ჩემო, მინდა რამე..
და სიზმარში მოგეპარო მალულად
არ მელი და არ მიცქერი როცა..
დავიხარო ფრთხილად, ღამე მოსხმულმა
ტუჩის ბოლოს დაგიტოვო კოცნა
იცი? შენთან გასაოცრად ვიღიმი
მენატრები, გეძახი და გიცდი
მინდა ერთხელ ჩაგეხუტო ისევ და...
ყურთან გითხრა, გიჩურჩულო... იცი?

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1194 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ქალს ვერ დახატავს უბრალო ფუნჯი!,
და ვერ დახატავს ფერთა მორევი!
ქალის მხატვარი მხოლოდ ღმერთია!,
ღმერთია მხოლოდ მისი მომრევი!,
ქალი ვაჟკაცსაც კი აატირებს!,
ქალი ბუნების სილამაზეა!
ქალის მხურვალე ტუჩთა შეხება,
ღვთისგან ნაბოძი სასწაულია!



უფალმა ღმერთმა შექმნა ქალი... ქალმა სამყარო,
ქალი დედაა... ამ სამოთხის მაცოცხლებელი
უნდა შეკრიბო ყველა ქალი, უნდა შეჰყარო
და დაუჩოქო, ბავშვია თუ უკვე ბებერი.
მაშ ვის დაუდგეთ მუხლის ჩოქზე თუ არა ქალებს,,
მაშ ვის დავუნთებს მაჯისიმსხო თაფლის კელაპტრებს,
თუ არა ქალი, ამ სამყაროს ვინ გაახარებს,
ქალი თუ არა... არსებობას ღმერთს ვინ შენატრებს.
ყველა ბრძენი და მეცნიერი ქალმა დაბადა,
ქალმა დაბადა ყველა მონა... ყველა ბატონი,
ქალმა შვა ყველა სულიერი... ყველა დამბლა და...
ყველა ძლიერი...ამა ქვეყნის ბატონ-პატრონი.
კაცის ძლიერ მკლავს ემონება შექმნილა რაც კი,
კაცსა მორჩილებს ყველა ქალი, როგორც გულის ტყვე
სამაგიეროდ ქალმა შექმნა სუყველა კაცი,
ქალმა დაბადა ქვეყნად ყველა დაბადების დღე.
კაცის სულშია შემალული ომი და ხოცვა
ქალი კი ცდილობს ბედის გზაზე ვარდი დაჰყაროს,
მამაკაცებო! რომც არა სთქვათ არცერთი ლოცვა,
ქალის დალოცვა ეყოფოდა მთლიან სამყაროს!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1216 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


რა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს,
რამ დამავიწყოს ეს ალუბლები!
იცოდე, როცა სხვას შევიყვარებ,
ამ სიყვარულზე ვესაუბრები.
ვეტყვი თუ როგორ გვიყვარდა ძველად
ჩვენ ტრფიალება წრეგადასული,
თუ როგორ გაქრა ოცნება ყველა
და მოგონებად დარჩა წარსული.

ვეტყვი თუ როგორ გვიყვარდა გულით
ფიროსმანი და თბილისის ღამე,
ლაჟვარდოვანი მტკვარის დუდუნი
და მარტოობის მკაცრი სიამე.

ვეტყვი: რა მწვავდა, რა სატკივარი,
მაღალ მთებს რისთვის გამოვექეცი,
როგორ გაგანდე, ძვირფასო, ჯავრი
და კაცი ლექსად როგორ ვიქეცი,

ან შენს სახელზე ბერდანის ტყვიით
როგორ დავკოდე ნადირი მხარში,
რომ არ ვიცოდი მაცდური ტყვილი,
რომ შეშლილივით მიყვარდი მაშინ.

ო... მასაც ვეტყვი, ვეტყვი ყველაფერს,
რა კარგი იყავ და რარიგ ნაზი,
რომ მხოლოდ შენთვის ავაფერადე
ჩემი სიმღერა და მუხამბაზი!

ო... მასაც ვეტყვი, ძვირფასო, ცირა,
როგორ გვდევნიდა ბედი ტიალი,
როგორ გვიყვარდა შავი ზღვის პირას
გასეირნება და ხეტიალი.

როგორ გვაკრთობდა ტალღების ნანა
და სიყვარულით როგორ ვიწვოდით...
და ეს შარბათზე უტკბესი ხანა
რომ გაქრებოდა, რად არ ვიცოდით?!

ვეტყვი, რა იყო ის გაზაფხული,
როდესაც შეგხვდი და შემიყვარდი,
ოპერის ბაღში სიზმრად ნახული,
აკაკის ძეგლთან გაშლილი ვარდი.

რა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს,
რამ დამავიწყოს ეს ალუბლები?
იცოდე, როცა სხვას შევიყვარებ,
ამ სიყ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1215 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ჩემი სურვილი რომ ყოფილიყო,
ფეხს არ დავდგავდი ცოდვილ მიწაზე.
არ გავჩნდებოდი, არ ვიცხოვრებდი,
არ ვისუნთქებდი, დღეს ამ მიწაზე.

მაგრამ განგებამ, ასე ინება
და მე აქა ვარ, დღეს ამ მიწაზე,
უსიყვარულოდ და უიმედოდ,
დავეხეტები ცალი მიწაზე.

ღმერთო ძლიერო, შენ შეისმინე,
ჩემი ვედრება, დრეს ამ მიწაზე.
ნუ მიმატოვებ,უსიყვარულოდ
და უიმედოდ, ცალს ამ მიწაზე..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1021 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


, ,რა არის ქალი? ქალი ვარდია,
ერთი შეხედვით მოგხიბლავს უცებ
ახლოს მიხვალ და სურნელით გათრობს
და ზედ დაგაყრის ნაზ, წითელ ფურცლებს

რა არის ქალი? ქალი ჩიტია,
თუ ხელს გაუშვებ გაგიფრინდება,
წავა და სხვასთან დაიდებს ბუდეს
შენ აღარასდროს დაგიბრუნდება,

რა არის ქალი? ქალი ეშმაა
შეგაცდენს და თავს დაგაკარგვინებს,
ისე ჩაგიყვანს წყაროზე მწყურვალს
და იქ წყალსაც არ დაგალევინებს

რა არის ქალი? ქალი ღვინოა,
სასოწარკვეთილს მაინც გაგართობს,
ახლოს არ მოვა შორიდან გიცქერს,
შენც შეხედავ და უცებ დაგათრობს

ქალი ძალაა, სასტიკი ძალა
ბევრ ვაშკაცს მუხლსაც მოახრევინებს,
თუ შეგიყვარდა ლამაზი ქალი,
უფრთხილდი თავსაც მოგაკვლევინებს,

ქალი ვარდია, ქალი ეშმაა,
ქალი ნაზი და ულმობელია,
მაგრამ ქალი ხომ მაინც ქალია,
ქალი დედა და ღვთისმშობელია !!!


* * * 
ქალი ღიმილი, ო არ გავს ღიმილს, იგი ჰანგია!
ქალი სიტყვები, ო არ გავს სიტყვებს, ის ღვთიურია!,
მისი თვალები შარბათისგან სავსე თასია!,
და ტუჩები კი მოკამკამე წმინდა ლალია!
სილამაზე ხომ უკვდავების სამკაულია,
სიყვარული ხომ სამკაულში მყოფი ლალია!
ნაზი ფიქრები!ეს ფიქრები არ არის ქალი!
მამაკაცებო, თქვენ რა იცით რა არის ქალი!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1058 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



"...მიყვარს წარსულის ლანდებთან ერთად ხეტიალი განვლილ გზაზე... მივყვები უკაცრიელ ქუჩას და ღიმილით ვეგებები ხან ერთს, ხან მეორეს, ხან მესამეს... ასე, დაუსრულებლად!... თურმე რამდენი ადამიანის გზაწვრილი გადის ჩემი ცხოვრების ახლოს... რამდენი ადამიანი მილამაზებს ხანმოკლე დაბადებას... უფრო მეტნი კი ამაყი ბუნებით და შავად მომზირალი სულით ამახინჯებენ მათ... აქა-იქ შავ ზილად გასდევს ბილიკი უსასრულობისაკენ... მაგრამ ერთი რამ... ზოგნი მიღიმიან, ზოგნი კი ისე მიყურებენ თითქოს უპატიებელი შეცდომა ჩამედინოს მათ წინაშე... მათთვის დამენგრიოს ოცნების კოშკი.... არა, ჩემიც მეყოფა!!!... რამდენი მივლია... ბოლო კი არ ჩანს... მხოლოდ ფოთლები გაყვითლდა... უფრო და უფრო ხანგამოშვებით ისმის გალობა იადონისა(?!)... ახლა ოქროსფერ ხალიჩაზე მივაბიჯებ... კიდევ ერთი ლანდი ამესვეტა წინ. დიდხანს, დაჟინებით ვუცქერდით ერთმანეთს... რა ნაცნობი იყო... დიდხანს ვიხსენე სად მენახა... ბოლოს მივაგენი... სულ ახლახანს ვნახე იგიც, ღიმილით მეტყოდა: ბედნიერი იყავ!... სასოწარკვეთილმა მიმოვიხედე ირგვლივ... ეს ყველაფერი ჩემი იყო! ირგვლივ ჩემი აწმყო მეხვია!... ჩემი ცხოვრება... როგორ დამჭკნარა ყოველივე... ერთი მწვანე ფოთოლი აღარ დარჩენილა არსად... ამასაც უძლებს თურმე ადამიანი... რა უცებ შეიცვალა ყველაფერი... ერთი ხელის მოსმით გადამისხვაფერებია ყოველივე... რად მინოდა?... შეცვლა რომ შეიძლებოდეს... ალბათ... ალბათ მაინც იგივეს ჩავიდ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1095 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



"ცასწავალა"
(ვუძღვნი პატარა უფლისწულის ხსოვნას)

მეტნაკლებად ყველას აქვს ცაში წასვლის სურვილი. პოეტები ვარსკვლავებს უღერიან, ხეები ზეცას შეჰღაღადებენ, დამშეული მგლებიც შეჰყმუიან ყველას, ყველას აქვს ზეცაში ამაღლების სურვილი, იმათ შორის პატარა ცისფერთვალება ჩიტსაც, რომელსაც ცასწავალას ეძახიან.
ცასწავალა ღობემძვრალაზე ოდნავ დიდი თუ იქნება, ძალიან პატარა ფრთები აქვს, ძალიან პატარა ნისკარტი. ცასწავალა აყვავებული მთის ფერდობზე გავიცანი.
ზაფხულობით თეთრად გადაიპენტება ხოლმე გუდამაყრის მთები, - ეს თეთრი ყვავილებია, გუდამაყრელები კენკეშას ეძახიან. მერე ლურჯი ყვავილებიც ამოვა და ფარდაგს დაემსგავსება სათიბები.
ცხვარს ვედექი. ირგვლივ გაყუჩებული იყო ყოველივე.გახურებული მზე ზეცის სილურჯეში ლივლივებდა და ისეთი ლურჯი ცა იყო, თვალს ვერ მოსწყვეტდი. თეთრად აყვავებულ კანკეშებში გულაღმა ვიწექი და ცაში წასვლაზე ვოცნებობდი. უცებ, ჩემს ქვემოთ, ბალახებიდან ერთი პატარა ჭრელი ჩიტი ამოფრინდა და ცაში აიჭრა, თან წკრიალა ხმით იძახოდა: ცასწავალ! ცასწავალ! ცასწავალ!
სიჩუმეში ისე დაირხა მისი ხმა, ყველა მას შესცქეროდა: გუთნისჩიტები, ბოლოცეცხლები, ცხიკვები, კლდის ქიმზე შემომჯდარი ორბებიც კი და ხვავილებიც კი შეიშმუშნენ.
ცასწავალამ ერთ ხანს იფრინ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1265 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე – 19 საუკუნეში მედიკოსები სიყვარულს სერიოზულ ავადმყოფობად თვლიდნენ და წამლებსაც კი უწერდნენ ,,დაავადებულთ”. დღესაც ზოგიერთ ექიმს მიაჩნია: რომ შეყვარებულებს სქესობრივი ჰორმონების დონე მკვეთრად უწევთ მაღლა და ამას სექსუალური სტრესი მოჰყვება. ამასთან, ადამიანის ორგანიზმში საოცარი ნივთიერება – ამფეტამინი ბუდობს და სწორედ მის გამო კარგავენ გონებას შეყვარებულები.
სექსუალური ლტოლვა შიმშილს და წყურვილს შეიძლება შედარდეს. ადამიანთა ნაწილი ახალ სექსუალურ თავგადასავლებს ეძებს, ავადმყოფური ლტოლვა პარტნიორის გამოცვლისა არ არის დამოკიდებული სექსუალურ ტემპერამენტზე. სექსოჰოლიკებად უმეტეს შემთხვევაში საკუთარი ღირსებადაქვეითებული ნევრასტენიკები ხდებიან.
,,სტატისტიკა” იმასაც ამბობს, რომ ხშირად სწორედ თავმდაბალი და ჩუმი მამაკაცები არიან მშვენიერი საყვარლები, რადგან საწოლში პირველ რიგში საკუთარ თავზე კი არ ფიქრობენ, არამედ იმაზე, თუ როგორ ასიამოვნონ პარტნიორს...

კატეგორია: ♥რა არის სიყვარული♥ | ნანახია: 1224 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ჩვენ ვამბობთ "არ მიყვარს", გულში კი ცრემლები მოგვდის.
ჩვენ ვამბობთ "მეზიზღება", იმისთვის, რომ ჩვენ თვითონ დავიჯეროთ ეს.
ჩვენ ვამბობთ "ნახვამდის", იმ იმედით, რომ მას კიდევ ერთხელ ვნახავთ. 
ჩვენ ვამბობთ "წადი", რომ მანდ არ დაინახოს ჩვენი ცრემლები. 
ჩვენ ვამბობთ "არასოდეს", როდესაც ვიცით, რომ ეს კიდევ ერთხელ მოხდება. 
ჩვენ ვამბობთ "გადამიყვარდა", როდესაც გრძნობების აღიარების გვეშინია. 
ჩვენ ვამბობთ "მე შენ დაგივიწყე", როდესაც მასზე ფიქრი თავიდან არ ამოგვდის. 
ჩვენ ვამბობთ "მისი ნომერი წავშალე", როდესაც ის ზეპირად ვიცით. 
ჩვენ ვამბობთ "ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდა" როდესაც ყველაფერი მხოლოდ იწყება.
ზოგჯერ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ "მიყვარხარ", რადგანაც პასუხის მოსმენის გვეშინია. 
ჩვენ ვთხოულობთ, რომ მარტო დაგვტოვონ, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდება დახმარება.
ჩვენ იმედი გვაქვს, როდესაც არანაირი შანსი არაა.
ჩვენ ველოდებით, როდესაც უკვე კარგა ხანია დაგვივიწყეს. 
ჩვენ ვოცნებობთ, და თან ვიცით, რომ ეს არასოდეს არ მოხდება...

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 963 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დ.ა.მ.ე.ლ.ო.დ.ე
გახსოვს ჩემო ერთადერთო
როგორ ამიხსენი სიყვარული
მემამიტივით რომ გიყურებდი
ჩემთვის იყო დიდი სიხარული
შენი ალერსი და მოფერება
ეხლაც მახსოვს ჩემო სანატრელო
სიყვარულით სავსე გამოხედვა
ჩემი გაბუტება
შენი თბილი ჩახუტება
შენი ღიმილი და გაცინება
იცი როგორ მენატრება
ის დღე გახსოვს რომ გამბერე
ნაყინების ნაჭამი
ის დღე იყო რომ მაჩუქე
ძვირიანი კალამი
და რომ მთხოვე
"დამიწერე ლექსი-ჩემი წამალი"
სკოლიდან რომ მოვდიოდი
თვალი როგორ ჩამიკარი
მერე ჩემსკენ მოდიოდი
გულში უნდა ჩაგეკარი
ის სკამი ხო გახსოვს ?
ჩვენი კარგი მეგობარი
როგორ ვსეირნობდით მის გარშემო
ვისვენებდით იქვე ჩამომჯდარი
რომ არ გვყოფნიდა დილა კარგო
და ვმესიჯობდით მთელი ღამე
აივნიდან კონცებს გიგზავნიდი
დაგვცინოდა ალბათ მთვარე
ჩემი იუბილე გახსოვს ?
რომ მაჩუქე სუნამო და თეთრი ვარდი
რომ ვიცეკვეთ ერთად კარგო
ეს სიმღერა დღესაც მახსოვს
ვარდის ფურცლები მათოვს...
ჩემო ტკბილო სიყვარულო
ტკბილად მახსოვს ჩვენი 2 წელი
მართალია აღარ მოხვალ
მე კი მაინც გელი
გვირილები გახსოვს ....
გვირილები შენი ნაჩუქარი
დღეს მე გიდებ გულზე კარგო
დამჭკნარია მაგრამ სანუკვარი
გთხოვ არ დაივიწყო ჩემი თავი
იცოდე რომ მოვალ
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1357 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ერთადერთი საიდუმლოება, რომელიც ადამიანმა ღვთისგან განშორებისა და სამოთხიდან განდევნის შემდეგ შემოინახა, ქორწინების საიდუმლოა. ქრისტიანული გამოცდილების გარეშეც, ქორწინება საიდუმლოს იმ აზრითაც წამოადგენს, რომ ამ დროს ქალსა და მამაკაცს შორის იმ ერთობისა და სიხარულის აღდგენა ხდება, რაზეც საუბარია დაბადების წიგნში.

ეს არის მომენტი, როცა ერთმანეთზე შეყვარებულ ორ ადამიანს შეუძლია ერთხორცნი გახდნენ, არა მარტო ფიზიკურად, არამედ იმ ერთ რეალურ სხეულად, რომელიც თავის თავში სხვადასხვა მშვინვიერებასა და სულიერებას მოიცავს.

… პირველ ადამიანში ჩადებული იყო მთელი სრულყოფილება, მასში, ზოგიერთ მამათა სწავლებით, ჩადებული იყო ერთდროულად ქალური და მამაკაცური არსი. ადამიანმა დაიწყო ზრდა, მომწიფება, დადგა მომენტი, როცა ერთმა უკვე ვეღარ დაიტია ეს სისრულე - ქალური და მამაკაცური არსი.

"მაშინ ღმერთმა მიუყვანა მას ყველა ცხოველი, რათა ადამიანს დაენახა, ყველა მათგანს მეწყვილე რომ ჰყავდა და რომ შეეგრძნო თავისი მარტოობა ამ ქვეყანაზე. და მართლაც, მან შეიგრძნო ეს მარტოობა...

... მაშინ დააძინა იგი ღმერთმა ღრმა ძილით და მასში მამაკაცურისაგან ქალური გამოყო. გამოყო ისე, რომ თითოეულ მათგანში დატოვა მეორის რაღაც ნაწილი, რომელიც მათ ერთმანეთის ცნობის საშუალებას აძლევდა. და ასე შეადგენდა ეს ორი ნახ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 925 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენთვის ვილოცებ
მინდა, რომ შენ დამესიზმრო....
რომ იცოდე, რამდენს ვფიქრობ შენზე, მართლა მოვყვებოდი ამაღამდელ სიზმარს. თუ ამაღამ დამესიზმრები, აღარ გადავრლიდი ფიქრებით ღამეს და მცირე ხნით მაინც დავუთმობდი ძილს ჩემს გატანჯულ სულსა და გულს...
თუ შენ დამესიზმრები, სიხარულისაგან გალამაზებული სახით ვივლი ხვალ ქუჩაში...
თუ დამესიზმრები, მარტო შენ გაგიმხელ, რატომ ბორგავენ და ვერ ჩერდებიან ერტ ადგილზე ტალრები ზღვისა....
მარტო შენ გამოგიტყდები, მზე და მთვარე რამ დააშორა, ან მოკიაფე ვარსკვლავები რატომქრებიან ცისკრის ჟამს...
გიამბობ, რაზე ჩურჩულებს ასე დაუსრულებლივ ფოთლები.... ან წყარო ვის ამბავს ჰყვება.
ანდა ზეციდან წამოსული სპეტაკი ფიფქი, რატომ ისწრაფვის ასე მიწისკენ... მარტო შენ გეტყვი დადუმებულ ზართა გულისთქმას და მოგიყვები გაფრენილ ჩიტთა დარდზე.
მერე გაჩვენებ, მოხეტიალე ქარი სად ბუდობს....
ანდა, ვიღაცა ყველას დაუკიტხავად სულში ასე რატომ შემოდის. ან ბოლოს ეს გზა სად მიგვიყვანს, სად მთავრდება... შენთვის გავამხელ სიხარულისა და მწუხარების დიდ საიდუმლოს....
მოვასმენინებ ვრცელ მელოდიას ამ ცხოვრების ზღაპარზე... და თუ შენ მოხვალ ჩემს სიზმარში, ნუ გეშინია, არ მოგეფერები, რათა არ დაგაფრთხო.... მერე კიდევ რომ გამეღვიძოს, თვალს არ გავახელ, სუნთქვას შევწყვეტ, ისე გავუძლებ, მართლა ისურვებ ჩემს სიზმარში ყოფნას....
ოღონდ მოდი ჩემთან სიზმარში და თუ გინდა ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 993 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ვოცნებობ შენზე! ამ ოცნებით დავფრინავ ცაში,
ანგელოზებთან შევუდგები გიჟურად როკვას,
ველური ჟინი ჟრუანტელს მავლებს ტანში...
სხვა არაფერი,მე სიყვარულის სიგიჟე მომკლავს!
პლატონი სტყუის, რუსთაველის, შექსპირის მიკვირს,
რადგან სიყვარულს მიწიერი მოჰპარეს ვნება;
მიწაზე ვდგავართ, მხოლოდ ფიქრით მივიწევთ ცისკენ.
გული მზეს ეტრფის ოცნებებში, გული თავნება.
მიაპობს გემი ბობოქარ ტალღებს, მივყვები მზის სხივს
და ალბატროსიც ფრთებგაშლილი მხარს მიბამს ციდან;
მე გაშლილ ზღვაზე სიყვარულის დაჭერას ვლამობ
და სიყვარულში თავისუფლება ვიპოვო მინდა.
თუმცა ზღვა ბორგავს, ხელს ჰკრავს კაცთა მოდგმას უბადრუკს,
ტკივილი მისი, ამბოხი სულის ახლა ჩემთვის...
ან წარღვნა გველის, ტალღა მეცხრე, ან გადაგვარჩენს
მხოლოდ სიკეთე, სიყვარული და რწმენა ღმერთის!




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 975 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ფიქრი ფიქრის წილ,არ მოგასვენებ...
სევდა სევდის წილ,დარდად გეწვევი...
თვალზე წაგსკდები, ფიქრს დაგისველებ...
ჩაგითრევ ნისლში როგორც მორევი.

მე უდაბნოში მზე ვარ ელვარე,
ტრიალ მინდორზე ვარ ზამთრის სუსხვა.
ვერ შეგიფარებს შენ ვერც სამარე,
ყველგან მოგაწვდენ შხამნარევ სუნთქვას.

და ხსნას ნუ ელი,მე ვარ სასჯელი,
ვეღარ გიშველის მონანიება.
მე ვარ ჯალათი,ვარ მბრძანებელი
და შენთან მოვალ შურისძიებად!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1035 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



არის ნეტარება - ხშირად მოაგონდეს
პოეტს შედარება: შენ და შემოდგომა.
შუქი არ ინთება ჩამქრალ იაგუნდის,
ოხვრა, გარინდება, შენ და შემოდგომა.
ღამე ბნელზე ბნელი მისდევს უდროობის,
როგორც ბელზებელი ქარებს უსადარესს,
ცრემლი უნდობარი გახრჩობს მარტოობის,
მაგრამ მეგობარი, ვაი, არსად არის.
მხოლოდ გაგონება ჰანგის უნაზესის,
დაგრჩა მოგონებად: არ ღირს გამოდგომა.
გული უდაბნოა, სული - ოაზისი,
შენ და შემოდგომა, შენ და შემოდგომა.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1500 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


არ ვიცი რატომ, მაგრამ ყოველთვის,
როცა კი წერას დავიწყებ ჩემთვის.
არ შემიძლია არ გამახსენდე
და არ დავწერო ლექსები შენთვის.

თითქმის ყოველი ჩემი ლექსიდან,
შენი სახე ჩანს ჩემს გულთან ახლოს
ყველა მიხვდება რომ შენ მიყვარხარ,
ჩემი ლექსები ვინც გინდა ნახოს.

ამას არც ვმალავ, რომ შემოიჭრა,
ჩემს გულში გრძნობა უზომოდ დიდი
მე შენ მიყვარხარ თამამად ვამბობ
და არავისი არ მაქვს რიდი.

ისე მიყვარხარ ვით კვაზიმოტოს,
ესმერალდა რომ უყვარდა ძლიერ.
და მე პლატონურ სიყვარულს უფრო,
ვაფასებ ვიდრე გრძნობას ხორციელს

რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო მეტად,
ჩემში იღვიძებს ფარული ტრფობა
შენ ვერ გაიგებ რა ძლიერია
და რა მტანჯველი ამ ბასას ვნება ..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1061 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



Adam

1 სთ 39 წთ
ჟანრი: დრამა, კომედია, მელოდრამა პოსტერები
 გამოშვება: 20 იანვარი 2009
რეჟისორი: მაქს მაიერი
სტუდია: სერენადა ფილმსი, ოლიმპუს ფიქჩერზი
როლებში: ჰიუ დენსი, ემი ირვინგი, ფრენკი ფეისონი, როუზ ბირნი, პიტერ გალაჰერი, ურსულა ებოთი


ფილმის მიმოხილვა
ადამი – ადამიანია, რომელსაც ასპერგერის სინდრომი აქვს, ატიზმის ერთერთი ფორმა; ადამიანებთან ურთიერთობას მას ურჩევნია სავარელი კოსმოსის გამოკვლევა, ამის მიუხედავად ადამი ოცნებობს მონათესაო სულის პოვნა, რომელც ყოველთვს გაუგებდა და მოუსმენდა. სიტუაცია ძირსაფუძვლიანად იცვლება, როდესაც მის მეზობლად ბეტი დასახლდება...



კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1098 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



განშორება გრძნობებს ამძაფრებს...
დრო გადის და ყველაფერი იცვლება...

...ბიჭის მამას მკერდში სიმსივნე აღმოაჩნდა. ოპერაცია რამდენჯერმე გადაიდო ცუდი ანალიზების გამო.
ბიჭი ცდილობდა არ ეჩვენებინა გოგოსთვის, რომ ნერვიულობდა, თუმცა ეს ადვილი შესამჩნევი იყო, მის თვალებში გოგონა ადვილად კითხულობდა შიშს, იმედს, სიყვარულს, ბედნიერებას და მოლოდინს... სურდა მისთვის დარდი შეემსუბუქებინა, მაგრამ ცრემლებს ძლივს მალავდა... ბიჭს მაგრად ეხვეოდა, ამით ცდილობდა გამოეხატა ის გრძნობები, რასაც ვერ ამბობდა...

...ოპერაციის დღეს მოლოდინი გაუსაძლისი შეიქნა... გოგოს ბიჭის შეწუხება არ უნდოდა და წუთებს ითვლიდა, მობილურს უყურებდა, თუმცა შეტყობინება არადა არ მოდიოდა...
...ოპერაციამ კარგად ჩაიარა...
ბიჭი საავმყოფოს დერეფანში იდგა. მობილური აიღო და დაურეკა მას ვისზეც ფიქრი ძილშიც კი მოსვენებას უკარგავდა.
-როგორ ხარ საყვარელო?
-არამიშავს. შენ როგორ ხარ ძვირფასო? მამა როგორ არის? - სასწრაფოდ ჰკითხა გოგომ.
-ნუ ნერვიულობ, ახლა რეანიმაციაშია, უკეთაა, ორშაბათამდე იქ იქნება, ჩემს აქ ყოფნას აზრი არ აქვს და წამოსვლას ვაპირებ. ახლა სად ხარ?
-სამსახურში.
-გამოგივლი და ჩემთან ავიდეთ, ძალიან დავიღალე, სახლში ვისადილოთ. რას იტყვი?
-კარგი, გელოდები! მალე მოხვალ?
-კი, ნახევარ საათში მანდ გავჩნდები!
-მიყვარხარ!
-მეც ძალიან მიყვარხარ!


ნახევარი საათი გავ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1786 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მომაწოდე, ხელი, სიგარეტი, ცეცხლი, ხურდა, გაზეთი, ყავა, ლექსი, ნამცხვარი, .. სულ ერთია, ოღონდ მომაწოდე, მომაწოდე რა რამე...
ან გამიყავი, რაც გაქვს, სახლი, წიგნები, მეზობლები, პრობლემები, მეგობრები, სიტყვები, გრძნობები,.. გამიყავი, რაც გინდა, გამიყავი რა რამე.
ისე მირჩევნია გამიყო. რომ მომცე, შემივსებ სიცარიელეს, მაგრამ წახვალ. თუ გამიყოფ, მერე რამე საერთო გვექნება, რაღაც საერთო გვექნება და ...
თუ გინდა ჭუჭრუტანა გაუკეთე ჩემს ოთახს, მიყურე ხოლმე. არ გინდა მიყურო ხოლმე? ჩუმად, მე ვიცეკვებ ხოლმე, ხმამაღლა წავიკითხავ, გავიხდი, ვიმღერებ...
გინდა გამაკრიტიკე? გარეგნობა გამიკრიტიკე, მეგობრები გამიკრიტიკე, აზრები გამიკრიტიკე, ჩემი მოდუღებული ყავა გამიკრიტიკე...
ან რამე მეთამაშე, გინდა გრძნობებზე მეთამაშე, ან სიტყვებზე მეთამაშე, ან სხეულზე მეთამაშე…... ან...
მოვიწყინე.
რა არაფერი არ გინდა. არც მოწყენა არ გინდა? გინდა ერთად მოვიწყინოთ, ან ცალცალკე მოვიწყინოთ, ოღონდ ერთ რამეზე მოვიწყინოთ...
რა ჩუმად ხარ, არა მაინც რატომ გგონია რომ ბავშვი ვარ? იცი უკვე რამდენი რამე ვიცი? ვიცი სექსის დროს რა ხდება. როგორ უნდა, ეგეც ვიცი. რა არ გჯერა ? გინდა მოგიყვე? ... ხო კაი არ გიყვები, დაწყნარდი. კაი რა, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დავიწყე ფეხების გაპარსვა, და ორი წელია რაც დავქალიშვილდი. რ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1034 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე ის მართლა მიყვარდა მიყვარს და მეყვარება. გადავლახეთ ჩვენი სიყვარულის გამო ყველა დაბრკოლება. ყველას და ყველაფერს ვაჯობეთ. გარდა სიკვდილის. სიკვდილის წინაშე უძლურები და უსუსრები აღმოვჩნდით. ახლაც იმაზე ვფიქრობ და ეს კითხვა ბოლომდე არ მასვენებს, უდროო სიკვდილი რომ არ მოსულიყო და მისი თავი რომ არ წაერთვა, როგორი ბედნიერები ვიქნებოდით. როცა ის წუტები მახსენდება არ შემილია არ ვიტირო. გულს თუ ვუბრძანებ ცრემლებს მაინც ვერ ვუბრძანებ. მინდა არ მინდა უნებურად მომდის ცრემლი თვალიდან. მახსენდება ის დღე და ის საღამო. როდესაც ერთმანეთს ხელს არ ვუშვებდით. ალბად წინასწარ გრძნობდა რომ ეს უნდა მომხდარიყო. მახსენდება როდესაც ვისხედით, როდესაც ერთმანეთს ვეფერებოდით და როდესაც სიხარულით სავსე აცრემლებურ თვალებს ერთმანეთს ვანათებდით........ მახსოვს ყველა ჩვენ გვკიცხავდა ამვლელი და ჩამვლელი ჩურჩულებდნენ: შეხედე ურცხვად ეფერებიან ერთმანეთს, მაგრამ მიუხედავად კრიტკის ჩვენ ვთქვით რომ სიყვარული და მოფერება სირცხვილი არ იყო. ამ სიტყვების შემდეგ გავაგრძელეთ თვალებით ტკბობა, სწორედ ამ დროს მოხდა ის საბედისწერო ავარია, მას მანქანა დაეჯახა და ხელებში ჩემს ხელებში ჩამაკვდა, მახსოვს სულს ლევდა. მახსოვს როგორ მქონდა სისხლში დასვრილი ხელები, მახსოვს როგორი განწირული ხმით ვითხოვდი შველას. მაშინ მივხდი რომ ჩემი ცხოვრების ხარაჩ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1030 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ჩემი ცხოვრება არარაობაა! სიცოცხლე, სუნთქვა, მიზანი – ის ერთი. მომავალი გაურკვეველი ბურუსივით მოცული. ყველაფერმა დაკარგა ჩემთვის აზრი. თითქოს უცნაურობათა კარუსელში ვზივარ, რომელიც გაუჩერებლად ტრიალებს.
რაც ჩვენ ერთმანეთს დავშორდით მე უკვე ის აღარ ვარ რაც ვიყავი, სულ მთლად შევიცვალე, მეგობრები ვეღარ მცნობენ, ყველას ის მხიარული და საყვარელი ანი ენატრებათ, როგორიც ძველად ვიყავი. მაგრამ გიოს გარეშე ჩემს ცხოვრებას რა აზრი აქვს. გულში სინანულისა და სიძულვილის მეტი არაფერი დამიტოვა განვლილმა დღეებმა, ყოველთვის მეგონა რომ არასოდეს შემიყვარდებოდა ვინმე ისე, რომ ჭკუიდან გადავიდოდი.
როგორც ამბობენ სიყვარული სენივით შეგეყრება და მოაგონდები "ვარდისფერ სიზმარს”. სხეულის თითოეული ნაკვთით, თითოეული ნერვით იცნობ მის შეხებას და შენი ცხოვრების ყოველი წუთი, ყოველი წამი, მხოლოდ მას დაემორჩილება.
ამგვარ განცდებს ძნელად თუU მოუძებნი სახელს, მაგრამ მათ გარეშე უღიმღამოა ცხოვრება, თუნდაც ვერ გაგიგონ, თუნდაც გაუყუჩებელ ტკივილად აღიბეჭდონ შენს ცხოვრებაში, მაგრამ ამ ბობოქარ ვნებათა ღელვას მაინც მოინატრებ.
ერთხელ გიომ მითხრა: ჩემს საყვარელ ადგილას წაგიყვანო, რომელსაც "ოცნების კუნძული’’ ერქვა. მიმიყვანა გიომ ზღვის ნაპირზე, სადაც მიწის მცირე ნაწილი ზღვაში კუნძულივით შეჭრილიყო და უამრავ ფრინველთა გუნდის თავშესაფარი გამხდარიყო. მართლაც საოცრად ლამაზი ადგილი იყო.ზღვის ნაპირას კარგა ხანს ვსეირნო ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1277 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დამახარისხე ღირებულებებად და მერე გადამაფასე...
და შენთან მოსულს დესერტად ვაშლს ნურასოდეს შემომთავაზებ...
ნურასდროს მკითხავ სხვის ადგილას როგორ მოვიქცეოდი, რადგან ჩემს ადგილზეც ჯერ არ ვიცი როგორ მოვიქცე.
იცი, ლუარსაბ თათქარიძე და ნიცშე ორივე კაცები იყვნენ;
იცი, ერთთეთრიანები და ორთეთრიანები ამოიღეს ხმარებიდან;
იცი, ქართველებს ამერიკა ათიათასს სთხოვს ვიზიტში;
იცი, ვარდი და დარდი უკვე ბანალურ რითმად ითვლება;
იცი, ტაშის დაკვრას ყველა ერიდება, მის კომპეტენტურობაში ეჭვი რომ არავის შეეპაროს;
იცი, ბრძოლაში ყველა ტყვია არ ხვდება მიზანს და ყველა სამიზნე პოტენციური მკვლელია;
იცი, ფეხებზე მკიდია ჟირინოვსკის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ;
იცი, მოვალეობა ყველაზე საშინელი გრძნობაა;
იცი, ყოველ მეორე ახლად დაქორწინებულს ეჭვი ეპარება ის იპოვა თუ არა ვისაც ეძებდა და ამ ეჭვით იტანჯება ცხოვრების ბოლომდე.
იცი, ახალი ფეხსაცმელების ქვეშ დახეული ნასკები მაცვია; 
იცი, თითქმის ყველა უმანკო ქალი სცოდავს ფიქრებში; 
იცი, ჩემი დეკანი ცისფერია, ჩემი ცისფერი კურსელი კი კათედრაზე დარჩენას ოცნებობს.
იცი, ლარის კურსი კიდევ დაეცა და ეს ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს;
იცი, პირველად რომ ვიყავი ქალთან გახდის შემრცხვა და ტირილი მომინდა; 
იცი, პრეზერვატივების ყიდვის ისევ მრც ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1068 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენ – ჩემს ტელეფონში პირველ ნომრად შეყვანილი.
დედა – ის, ვინც მეშინია, რომ არ დამიბერდეს.
გზა – ის რაც მთელი ცხოვრება თითქოს ფეხქვეშ მაქვს, და მაინც ვეძებ.
ყავა – დილის სინონიმია.
სიყვარული – მატარებელი, რომელზეც მაგვიანდება და უნდა მივუსწრო.
სამსახური – ქვიშის საათი, რომელის ჩამოცლასაც ყოველდღე იწყებ.
მეგობარი – ადამიანი, რომელიც მეუბნება, რომ მარტო არა ვარ.
დედამიწა – ბურთი, რომლზეც ყველა ვთამაშობთ.
სარკე – ვისაც ვუყურებ ყოველდილით და არასდროს ველაპარაკები.
მამა – ის, ვინც ჩენზე დიდი იქნება ყოველთვის.
სახლი – ადგილი, სადაც როცა ვარ გაქცევა მინდა, და როცა არ ვარ დაბრუნება.
ხალხი – ვინც ყოველთვის ერთად მოგროვილი წარმომიგიდგენია და სინამდვილეში ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
გული – ის ადგილი, რომელიც ბავშვობიდან მაწუხებს.
მოთმინება – როცა უზრდელი ბავშვი ნერვებს მიშლის, მშობელი კი იქვე დგას და თავს ვიკავებ.
თოვლის პაპა – უკვდავი თოვლის კაცი, რომელიც ბავშვობაში ღმერთი მეგონა.
პეპლების საჭერი – ის რაც არც ერთ ჩემს მეგობარს არ ჰქონდა არასდროს.
მზე – რასაც პირველად ხატავენ ბავშვები.
თოვლის გუნდა – ერთადერთი რაღაც, რომელსაც გესვრიან და არ გწყინს.
ცხოვრება – ის, რასაც ყველა ჩემი უიღბლო ნაბიჯი შემიძლია დავაბრალო.
ვიტრინა – ადგილი, საიდანაც ისეთი რაღ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 961 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



წვიმს და მიდიხარ დღეს...
ნისლია და ქარი ქრის...
ეს მაინც მითხარი: მე
იმედი მქონდეს რის?

იმედი მქონდეს რის,
როდესაც ცივა და ქრის,
როდესაც მიდიხარ დღეს
და ნახავ არ ვიცი ვის...

არ ვიცი ვის ან რას,
იქნება... ვინმე სხვას.


გადაუღებლად წვიმს, ალბათ ბუნება იზიარებს ჩემს დარდს და ჩემთან ერთად დასტირის
ჩემს განშორებას.
არ მეგონა თუ შენთან განშორება ასე შემცვლიდა, ასე გამტანჯავდა.
ვერ ვხვდებოდი რომ შენ იყავი ჩემი ცხოვრების თანამგზავრი, რომელზეც მთელი სიცოცხლე ვოცნებობდი, ვნატრობდი, ვფიქრობდი.
რა მეგონა თუ ჩვენს შეხვედრას
ასეთი დასასრული ექნებოდა!
მეგონა დიდხანს გასტანდა ერთად ყოფნის ბედნიერი წუთები!
თურმე ვცდებოდი, ყველაფერი უფრო
ადრე დამთავრდა.
ახლა უფრო მეტს ვფიქრობ შენზე, ღმერთს ვთხოვ, დამიბრუნოს შენი თავი და ლამაზი თვალები. მაგრამ ვაი, რომ წარსული არასოდეს არ ბრუნდება უკან!
ვიხსენებ შენთან ყოფნის ულამაზეს წუთებს და ახლა ვხვდები, რომ ბედნიერი ვყოფილვარ შენს გვერდით, ბედნიერი და ამაყი.
ჩემმა სიამაყემ დამაკარგვინა შენი თავი!
ნეტავ თუ ვიქნებით ოდესმე ერთად.
ნეტავ თუ ვიქნები ოდესმე ბედნიერი?!
იქნებ მაპატიოს ღმერთმა ჩემი მოჩვენებითი გულგრილობა, ზედმეტი სიამაყე და ინებოს ჩვენი ერთად ყოფნა.. ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 966 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მიყვარხარ... და მაინც გეტყვი, რომ მშვიდობით...
წავედი ოცნებაც მიმაქვს,
ოცნება, რომელიც შენთვის სულ არაფრად,
ჩემთვის კი დიდ რამედ ღირდა...
მაგრამ არამაქვს უფლება ოცნების,
რადგან შენ ასე გინდა...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 999 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მიყვარხარ,როგორც,დღეს ღამე უყვარს
მიყვარხარ-როგორც,მზეს მთვარე უყვარს
მიყვარხარ-როგორც,ცას მიწა უყვარს
მიყვარხარ-როგორც,ზღვას ღელვა უყვარს
მიყვარხარ-როგორც,ქარს ქროლვა უყვარს
მიყვარხარ-როგორც,ჩიტს ფრენა უყვარს
მიყვარხარ-როგორც,თევზს ცურვა უყვარს
მიყვარხარ-როგორც,მხეცს თავისუფლება უყვარს
მიყვარხარ-როგორც,თოვლს დნობა უყვარს
მიყვარხარ-როგორც,პოეტს მუზა უყვარს
მიყვარხარ-როგორც,მხატვარს ფუნჯი უყვარს
მიყვარხარ-როგორც,მუსიკოსს ინსტრუმენტი უყვარს
მიყვარხარ-როგორც,ხელოვანს გამოფენა უყვარს
მიყვარხარ-როგორც,მებაღეს ბაღი უყვარს
მიყვარხარ-როგორც,ადამს ევა უყვარს
მიყვარხარ-როგორც,კაცს ქალი უყვარს
მიყვარხარ-როგორც,ბიჭს გოგო უყვარს
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ..........

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1367 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ფიქრით შენთან ვარ, შენი სახე თვალთ მეხატება,
გარეთ ქარი ქრის, სევდიანად ღამე ილევა,
ისევ არ მძინავს, შენთან ყოფნა ისევ მინდება.

მინდა გაგათბო, მაგრამ ვიცი ჩემთან რომ არ ხარ,
მოვითმენ, რადგან სიყვარულის მწარე მონა ვარ,
ვიფიქრებ ისევ, ვიოცნებებ და ქარში ვივლი,
შემტკივა მაგრამ, სიყვარულით გავუძლებ ტკივილს.

ვიხეტიალებ ქართან ერთად სევდიან ღამეს,
ღამე ილევა სევდიანად დაითვლის წამებს,
მაგრამ უეცრად ჩემმა გულმა დაიწყო თრთოლა,
თითქოს ვიღაცამ ჩამჩურჩულა
"ის შენთან მოვა" 

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 919 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენ
ამბობდი _
თვალებიც ბერდებიან,
და მუდამ ამაზე ვკამათობდით,
ჩვენ შორის სიშორის ის წლებია,
რომლებიც მინდა რომ არ მახსოვდეს.
ახლაღა ბრუნდები,
ვედრებიან
წამებს და საათებს ვგავარ ოდეს,
არ ამბობ _
თვალებიც ბერდებიან,
გახსოვს, არ მჯეროდა არასოდეს.
მიყურებ,
გაცვეთილი მზერებია,
ნიღბიან ერთგულებას თამაშობენ,
ვიჯერებ _
თვალებიც ბერდებიან,
როდესაც გულები ღალატობენ...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1095 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ქორწილიდან სამი წლის თავზე შეეძინათ...
სიხარული მოიტანა დიდი...
მარიამი დაარქვეს, ღვთის საჩუქრად ჩათვალეს...
ასეთი გოგო დუნიაზე არ დაბადებულაო...
არც ბიჭიო...
ბებია ქალმა თქვა: რომ დაიბადა, შემომხედა და მეგონა, გამარჯობა მითხრაო...
ბიძამ ექთნებს ფული აჩუქა და ორი საათის დაბადებული ნახა:
`იცინოდა და ასე მეგონა ბიძი, როგორა ხარო, მეკითხებოდაო...~
მთელ სოფელს უყვარდა
ის კი არა, მეზობელი სოფლებიდანაც მოდიოდნენ, რომ ენახათ...
დილით მწვანე ჰქონდა თვალები, შუადღით ლურჯი, შეღამებისას თაფლისფერი, საღამოს შავი...
დედის ოცნების ქალი და მამის სიცოცხლე...
ორივეს სიხარული...
დედამ პიანინო დაუკრა და ისიც ორივე ხელს ურტყამდა კლავიშებს, თითქოს სოლფეჯიო გავლილი ქონდა უკვე...
მამამ აკორდეონი დაუკრა და მარიამმა ისე აათამაშა ხელები, თითქოს `ასა ფართში~ დაბერდაო...
ბებიამ სიმღერა დაიწყო და ისე ღუღუნით აყვა, იტყოდი `მართვეში~ აქვს წლები ნამღერიო...
ისეთი გაცისკროვნებული იყო, იქნებ უბრალო ბავშვი კი არა ანგელოზიაო, გაიფიქრა...
ყველას ეფერებოდა, ყველას უმღეროდა, ყველას უღიმოდა...
ყველა ეფერებოდა, ყველა უმღეროდა, ყველა უღიმოდა...
მისთვის არავინ არ იყო ცუდი...
ახალმოსულს სტუმარს ისე ჩაეხუტებოდა, დედას რომ ეხუტებიან მხოლოდ...
უკვირდ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 933 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



. .ღამემ მოგონებებს სევდა შეაპარა, ბალიში ცრემლით იღვენთება. . . .მე არ მძინავს, შენზე მეფიქრება. ძნელია ვინმეს გავუზიარო ჩემი შენდამი სიყვარული და სითბო. . . . მე სიტყვები არ მყოფნის,…ზოგი იჭვნეულად შემომხედავს ხომ არ აზვიადებსო, სიტყვებს ძალა ეკარგებათ, შენ აღუწერელი ხარ. . . . . დიდი ხანია შენი დანახვის სიხარულს ჩემს სახეზე არ გამოუნათებია, ჩემი გრძნობა ვერ აღმიწერია, ეს დიდი გრძნობა იყო, ალბათ ასე ძალიან ამიტომ მიჭირს შენი დავიწყება. ერთხელ გითხარი ყველაზე მეტად შენ მომენატრე მეთქი, იჭვნეულად შემომხედე და ჩამეხუტე. მაშინ ყველაზე მეტად სწორედ შენ მენატრებოდი. უკანასკნელ გზაზე გაცილებდით და ასე მეგონა სამყაროს დასასრული დადგა თითქოს. მარტი რომ დადგა, ცრემლი მომადგა თვალზე და სევდა მომაწვა, გული თითქოს პირამდე ამევსო და სუნთქვა შემეკრა. გავიფიქრე მოვიდა გაზაფხული და შენ ამქვეყნად აღარ ხარ, ბაღში ვიყურები , ალუჩები და ატმები თეთრადაა გადაპენტილი. . . . . . . . . . .და ახლა როცა სიცოცხლე ასეთი მშვენიერია შენ ცოცხალი აღარ ხარ, მე კი ცრემლები მახრჩობს. . . . . . . . . დრო არავის ელოდება. . . . . .მიქრის სინათლის სისწრაფით, შენი დაკარგვით გაჩენილ უფსკრულს ვერავინ ამივსებს. მე ისევ ყველაზე ძალიან მენატრები. . . . . . . . . . . . . . .
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1627 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


-სიკვდილი არა არის რა!
- მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი!
- მე ისევ მე ვარ, შენ ისევ შენ ხარ!
- რაც ვიყავით ერთმანეთისთვის, ისევ ვართ საუკუნოდ!
- ისევ ისე მომმართე, როგორც ყოველთვის მოგიმართავს!
- ისევ ისე მესაუბრე, როგორც ყოველთვის გისაუბრია!
- ნუ დამელაპარაკები სხვა კილოთი!
- ნუ მიიღებ სამგლოვიარო და მწუხარე იერს!
- გაიცინე, რაზეც გვეცინებოდა!
- ილოცე, გაიღიმე, იფიქრე ჩემზე, ჩემთან ერთად ილოცე!
- ჩემი სახელი ისევ ისე წარმოითქვას, როგორც ყოველთვის წარმოითქმოდა - ყოველგვარი ზეაწეულობის, ყოველგვარი ნაღველის გარეშე!
- სიცოცხლე იმასვე ნიშნავს, რასაც მუდამ ნიშნავდა!
- იგი ისევ ის არის, რაც მუდამ იყო! ძაფი არ გამწყდარა!
- რატომ გგონივარ შენი ფიქრების გარეთ? - იმიტომ, რომ შენი თვალსაწიერის გარეთ ვარ?
- მე შორს არა ვარ, ზუსტად გზის გადაღმა ვარ!
- ხომ ხედავ, ყველაფერი კარგად არის!
- ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ!..
- თუ მართლა იცი, რა არის ღვთის მადლი და სასუფეველი?!
- თუ ძალგიძს, გაიგონო ანგელოზთა გალობა და ანგელოზებს შორის დამინახო?!..
- თუ ძალგიძს, დაინახო გადახსნილი თვალსაწიერი, საუკუნო სამყოფელი, ახალი ბილიკი, რომელსაც ვადგავარ?!.
- თუ წამით ძალგიძს, ჩემსავით უჭვრიტო მშვენიერებას, რომლის წინაშე ყველა სილამაზე ფერმკრთალდება?!
- როგორ? თუკი საწუთროში, აჩრდილთა საუფლოში, მხედავდი და გიყვარდი, წარუვალ სიცხადეთა საუფლოში ვეღა ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1489 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ბნელა...
ბნელა ჩემს ოთახში, სადაც ოდითგან სიჩუმე ფანტავს ლამაზ ოცნებას, სადაც მრავალჯერ მიფიქრია, აქ ჰაერიც ოცნებით სუნთქავს, აქ ბევრი ფიქრი უსასრულოა...
ოცნებით შქმნილი ზღაპრული სამყარო ლამაზია და წამიერი. უსახურია იმაზე ფიქრი, რომ ოცნება ოცნებად არ დარჩება და ოდესმე რეალობად იქცევა. ვზივარ სარკმელთან, მთვარეზე თითქოს ვერცხლისფრად თოვს და წვეთები გუბეებში ხაზავენ რკალებს...
მაპატიე, მაპატიე, რომ არ დავბრუნდები...
მაპატიე, რომ ოდესღაც შენი, მომავალში სხვისი ვიქნები...
მაპატიე, რომ ბავშვობის მოგონებად გაქციე...
და ბნელ ოთახში ისევ სიცარიელე, მარტოობა, სულში ჩამქრალი ჩირაღდნები, უხმო ატირება, ტკივილი, პროტესტის გრძნობა და დარდმაც თითქოს ფიფქებად დაიწყო თოვა...
დაღლილი, წყლიანი თვალები და იდუმალად ამღერებული: "ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი”...
...ოთახში წამები ქრებიან, თითქოს შორეულმა ფიქრებმა და მოლოდინით დაჩრდილულმა სევდამ კოშმარში მომიმწყვდია. მწამებლურ ფიქრთა ბურუსში შევყურებ დაორთქლილ ფანჯრებს...
საკმარისია მშფოთვარე სიჩუმე!!! მელანქოლიას ვნებდები...
ვგრძნობ დაგცალე გულიდან და რა...? არაფერი - სიცარიელე...
უკვე სხვას ველი, იმ ერთს, რომელიც არ ჩანს, დააგვიანდა...
კმარა! უკვე ფიქრიც კმარა... მოვა, უსათუოდ მოვა.
საოცარი და მიდობი ღიმილი ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1267 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

.......... გამომიგონე........... ღამის ჩრდილიდან გამოიტანე შენი ოცნება და დამამსგავსე....
მერე მოდი და ჩემს მკლავებში შემოიხიზნე
უპატრონე ჩემს მონატრებას...
ნუ შეაკავებს შენს ძარღვებში დამწყვდეულ ვნებას, რომ ჩემს ხელებზე, ჩემს ტუჩებზე იძიო შური...
რომ შემოლეწოს ჩემი სიზმარი, როგორც ზღვის თქეშმა ქოხის ფანჯრები
და ამ სიზმრიდან სამუდამოდ ამომიყვანოს....
..........გამომიგონე........... მე ხომ ასე გამიჭირდა შენთან მოღწევა...
შეყვარებული შემოდგომის ყვითელ ფოთოლზე,
მეოცნებე შორეულ ზღვაზე.... და ყვავილების სიჩუმეზეც ვნებააშლილი....
მე ხომ მხოლოდ შენს მონატრებას ვეღრა ვიტევდი...
მე ხომ ყოველი ჩემი ნერვი ცეცხლის გაუვალ ალად მხვდებოდა....
შენსკენ მომავალს მე ხომ სიზმრებიც მიკრძალავდნენ გამოჩენას...
მე ხომ დავფლითე სიმარტოვის მაცდური ბადე და ჩემს სახეზე შეხორცებული ხომ კივილით ავიხლიჩე ყველა ნიღაბი...
მე ხომ შენამდე მოვაღწიე... მე ხომ დაგნებდი....
..........გამომიგონე............ შემოყვარე როგორც გინდა, დამამსგავსე სენს სურვილებს...
შემისწავლე ყოველი ნაკლი, მე ხომ უზომოდ დავიღალე...
და წიხლს მაჭერს ქალაქის სევდა, მე ხომ ვერაფრით დავუბრუნდები მზეს, ჩამოხრჩობილი ფანჯრის სიჩუმეს.....
დამტოვეს შენთან...
მხრებით გამითბე გაყინული ხელისგულები...
მზე სემოსწირე ცემს ჭრილობებს, მოჰბანე ჭუჭყი...
მკითხე თუ რატომ არ მოვედი აქამდე შენთან...
მკითხე თუ თუ როგორ შემოვაწყდი ნაწვიმარ ქუჩას... ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 945 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 1223 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ერთხელ როდესაც გზაში შემომხვდი, თითქოს ვერ მიცანი,არც კი მომხედე,
მაგრამ როდესაც მე შენს გზას ავცდი მოვბრუნდი უკან და მოვიხედე,
გვერდს გიმშვენებდა ის ახალგაზრდა რომელშიც ასე უცებ გამცვალე,
თუმც თვალში ცრემლი წამომერია მაგრამ მაინც ვთქვი: ჩ ე მ ო ს ი ც ო ც ხ ლ ე



სულაც არ გჭირდება ჩემი სიყვარული,მაინც არაფერში გარგია,
მაგრამ სიძულვილთან შედარებით ვინმეს რომ უყვარხარ კარგია!
სხვისთვის მიგიგდია ჩემი ლექსი შენთვის ზედმეტი ბარგია,
მაგრამ წართმევასთან შედარებით რამეს რომ გაძლევენ კარგია,
არაფრად გინდა შენ ჩემი ალერსი სხვისიც არასოდეს გაკლია
მაგრამ ლანძღვასთან შედარებით რომ გეფერებიან კარგი.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 960 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მითხარ, რომ ჩვენი სიყვარული წარსულს ბარდება,
რომ ჩემს სიმდაბლეს ვერ იფერებ შენი დარივით,
კოჭლიც მიწოდე, თუ დაგჭირდა შენ ეს ბრალდება
და გაგეცლები ფეხმოჭრილი ხეიბარივით.

ჩემს მოძულებას ნუ ეცდები შერცხვენით, რადგან
შენი ბადალი, თავად ვიცი, მე არ ვბრძანდები,
ოღონდ მითხარ და შენს მახლობლად ფეხს აღარ დავდგამ
და სიკვდილამდე აღარსაით მოგელანდები.

შენს სავალ გზაზე დაივანებს სრული მშვიდობა,
ჩემს ბაგეს არსად წამოსცდება შენი სახელი,
რადგან ის კაცი ღირსეულად დაგემშვიდობა,
ვინც იყო შენთვის უღირსობის გამომსახველი.

ჩემი არსება მე საძულველ მტრად შემომყარე,
ვინც შენ არ გიყვარს, აღარც ჩემთვის არის მოყვარე.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1067 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ის დროც დადგება, ქედმაღალი მზერით დამხვდები,
როდესაც გრძნობას დაერქმევა თავის შექცევა,
ჩემს საზიანოდ როცა შენი მომხრე გავხდები,
თუ სიყვარული განკითხვის დღედ გადამექცევა.

აღარ დავუწყებ უღირსობას ჩემსას ფერებას,
შენს მაამებელ აღსარებას ვეტყვი მსაჯულებს,
რადგან უჩემოდ სჯობს ეწიო ბედნიერებას,
მე კი ვერავინ გარდამქმნის და გადამარჯულებს.

უკეთურ წარსულს დავივიწყებ, რადგან წამიერ
ვნებაც გაქრება, ცეცხლივით რომ შემომიკეთე
და მთელ სიავეს განგაშორებ, რადგან ამიერ
შენი სიკეთით მე ორმაგი მელის სიკეთე.

ჩემს სიყვარულში გაბატონდი, როგორც მეუფე,
და, ცრუს თუ მართალს, სამუდამოდ შენ დამეუფლე.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1166 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


უნდა გამშორდე! აღარ შემრჩა ფიქრი საშენო,
ამ თვალთმაქცობას ბორკილები უნდა ავყარო,
აწ სიყვარული შენს ბადალთან გიჯობს აშენო,
რადგან ვერ იტევს შენს მშვენებას ჩემი სამყარო.

რადგან ბედისგან ნაბოძები არ ხარ ღვთაება,
რადგან არ მინდა, სამოწყალოდ ვფლობდე საუნჯეს,
და რაც რამ ჩვენში სატრფიალო ქსელი გაება
აღარ მსურს ხსოვნად შემორჩეს და დროს გადაურჩეს.

მიტომაც გიჯობს შენს ღირსებას თავად ხედავდე,
არ მოევლინო შეცოდებებს ჩემსას მკიცხავად
და სანამ სათქმელს უკადრისად შემოგბედავდე,
გიჯობს გამშორდე ცოდვა-ბრალის განუკითხავად.

მე მეფე მერქვა, შენ სიზმრების იყავ ფერია,
გავიღვიძე და სანუგეშო არაფერია.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 947 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


როს ტყვედ მიყვები მისი ლექსის გაშლილ იალქანს,
როცა მის სიტყვას მონუსხული გულში იკონებ,
შიშით ვიბნევი და ფიქრებსაც ვატან ნიავქარს,
კვირტშივე დამჭკნარს ვმარხავ ჩემი ლექსის სტრიქონებს.

ჯადოქრებისგან თუ ისწავლა შემოქმედება,
თორემ მოკვდავის ნამღერს არ ჰგავს მისი გალობა,
ვფიქრობ და სულებს უსამართლო ბრალად ედება
ჩემი შიში და ჩემი ლექსის უგზაკვალობა.

ჩემს მეტოქეს და მის ჯადოქრებს ნუ ეგონება,
რომ ნაღამური პოეეზიით ცრემლი მედინა,
სიმღერა ჩემი სხვა მიზეზმა გამაწყვეტინა.

მან თავის ლექსში მოგცა ბინა. მუნჯად მიტომ ვარ,
რომ სადიდებლად შენი ჩრდილიც არ დამიტოვა.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 975 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ნეტავ ჩემს მუზას ენა ასე რატომ დაება,
რატომ ვერ გითხარ სხვების მსგავსად ხოტბით სალამი?!
სხვის შთაგონებას რომ მფარველობ, როგორც ღვთაება,
ალბათ გგონია, ოქროს აფრქვევს მათი კალამი...

მე ხომ სხვებივით პირფერობას ვერასდროს შევძლებ,
ვერ განგადიდებ ამ სამყაროს სიგრძე-განივით;
სხვა სიტყვით გაქებს, მე შენს ქებას ფიქრებში ვეძებ
და მხოლოდ "ამინ""ს გეუბნები დიაკვანივით.

სხვებს ვეთანხმები - "დიახ-მეთქი", "მართლაც ასეა",
მე მათს ამალას უმეცარი ბრიყვივით მივდევ,
გული კი შენი სიყვარულით ისე სავსეა,
არ ვიცი, ჩემს თავს რას დავმართებ სასჯელად კიდევ.

ვინც შენ შეგაქებს, თუმც მის მზერას პატივით იწყებ,
მეც, ღრმა ფიქრებში გამოკეტილს, ნუ დამივიწყებ.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 897 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ცოტას დავიცდი მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ,
დღეს თუ არ იცი ხვალ გაიგებ როცა დამკარგავ,
ჩემთვის ასეთი ცივი რატომ ხარ რით შეგაშინე?
შენსკენ სავალი ბეწვის ხიდიც არ შემაშინებს,
ცოტას დავიცდი სანამ გავა წვიმის სურნელი,
ნუღარ განიცდი პატიებას შენგან არ ველი,
თურმე ბოლომდე ყველაფერი არ შეგძლებია,
მე ხომ მოგენდე ამის მეტი რა შემიძლია,
ცოტას დავიცდი მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ
ნუღარ განიცდი ხვალ ხომ უკვე მართლა დამკარგავ ...




თუ სიყვარულის სადღეგრძელოს ყანწით ვერ დალევ
და სანუგეშოთ ვერ ჩააქსოვ ოხვრას ნაღვლიანს
თუ სიყვარულში, სიყვარულით არ დ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1042 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

მეგონა ჩემი იყავი...
მე მხოლოდ ამ ფიქრით ვთბებოდი
მეგონა ჩემთვის სუნთქავდი
მე ხომ ამ სუნთქვით ვტკბებოდი
მეგონა ჩემი ოცნება ფრთებს შეისხავდა იფრენდა
მეგონა შენ მე გიყვარდი...
მაგრამ მე მხოლოდ მეგონა!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1022 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თინეიჯერული განცდები

როცა ჯერ კიდევ თინეიჯერი ხარ და ყველა პრობლემას ბევრად მარტივად აღიქვამ, ვიდრე უფროსები, ცხოვრებაც უფრო მარტივია. თუმცა პირველივე გულისტკენა და იმედგაცრუება, რომელიც საყვარელ ადამიანს უკავშირდება, ბევრად ღრმა კვალს ტოვებს. ამ პერიოდში გვიყვარს რომანტიკული ფილმების ნახვა და ასეთივე წიგნების კითხვა. მოკლედ, ელოდები ნამდვილ, პირველ სიყვარულს (განსაკუთრებით რომანტიკულები გოგონები არიან). გიჩნდება ბუნებრივი კითხვა, როგორი გოგონები მოსწონთ ბიჭებს და როგორი ბიჭები მოსწონთ გოგონებს?



როგორი გოგონები მოსწონთ ბიჭებს?

ამის ზოგადი ფორმულა არ არსებობს, თუმცა ზოგიერთ მონაცემს მაინც გავეცანით, სხვადასხვა ინტერნეტფორუმს გადავხედეთ და ასეთი შედეგი მივიღეთ: ბიჭების დიდი ნაწილისთვის მნიშვნელოვანია გოგოს როგორც გარეგნული სილამაზე და მიმზიდველობა, ასევე ჭკუა და განათლება. ბევრ ბიჭს მოსწონს, როცა გოგოს გრძელი თმა აქვს, თუმცა შეყვარებულის ჩაცმულობას, გოგონებისგან განსხვავებით, დეტალურად იშვიათად აკვირდებიან და შეიძლება ისიც კი დაავიწყდეთ, რა ეცვა მათ რჩეულს პირველ პაემანზე. ბიჭებს უყვართ, როდესაც გოგ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1845 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ერთი ნახვით შეყვარებას შანსი ნაკლებად აქვს, აქ ყველაფერი წამიერად წყდება-გაგრძელდება თუ დაწყებისთანავე დასრულდება ყველაფერი. ამიტომ მზად იყავით შეხვედრისთვის და დროს ტყუილად ნუ დაკარგავთ.



გერმანელი ფსიქოთერაპევტის ჰერბერტ მიუკის მტკიცებით სავსებით შესაძლებელია დაარწმუნოთ მამაკაცი, რომ თავისი ინიციატივით გეცნობათ. ამისთვის მცირე ძალისხმევის გამოჩენა დაგჭირდებათ.

გააკონტროლეთ სიგნალები, რომელსაც თქვენი სხეული აქამდე გაუცნობიერებლად გამოსცემდა.

გაითვალისწინეთ, რომ ადამიანები მეორე ნახევრად ირჩევენ თავიანთ მსგავს ადამიანებს და მეორე მხრივ აბსოლუტურად დამოუკიდებელ პიროვნებებს. ამიტომ ახალი ნაცნობობის დევიზი უნდა იყოს „ბევრი საერთო, მაგრამ არაერთნაირი".

ამასთან ადამიანები პრაგმატული არსებები არიან. რაიმე სერიოზულ გრძნობებსა და ურთიერთობაზე საუბრის წამოწყებამდე, თითოეული მათგანი ავტომატურად სვამს კითხვას:" რაში მჭირდება ეს ურთიერთობა? რა სარგებლობას მივიღებ?"

ამიტომ კარგი იქნება შთაბეჭდილების შექმნა, რომ თქვენი კომპანია განსაკუთრებით ღირებულია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი- თავს განსაკუთრებით კარგად ვგრძნობთ იმ ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც გვაფასებენ, რითაც საკუთარ ეგოს სიამოვნებას ვანიჭებთ. ეს ცოდნა კი უნდა გამოვიყენოთ.

შეუძლებ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 909 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჩემი ბავშვობის სახლთან
ვხვდებოდი ფერმკრთალ ასულს,
და შენ მაგონებ ახლა
იმ სილამაზეს წარსულს.

სხვა რამ, შაირის გარდა,
როგორ გაკადრო, აბა?
რარიგ გიხდება და გრთავს
ეს შინდისფერი კაბა!

ხედავ? ზამთარი ქრება,
ყვავილებს გაშლის ნუში;
ყველგან ხალისი... სევდა -
მხოლოდ პოეტის გულში.

წუხილს წაიღებს ქნარი
და სტრიქონებად დაქსოვს.
- საღამო იყო წყნარი,
თქვენთან ვიყავი, მახსოვს.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 964 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ველური მზერით გიყვარს თამაში,
ჩემს წინ ამაყად, ნებივრად დგომა.
ძლივს დატეულხარ ვიწრო კაბაში
შენ, გაზაფხული და შემოდგომა.
ჯანსაღი ფერით, მდიდარი ტანით
მოხეთქილი ხარ, როგორც ჩანჩქერი,
ჩემს წასალეკად და გასატანად
და არსაიდან არ სჩანს საშველი.
შენა ხარ ჩემი თავდავიწყება
და მზიან გულზე დარდად მოწოლა,
ჩემი საცერა თვალებით გაგცრი
აგაბრიალებ ველურ კოცონად.
შემოგადნება სხეულზე კაბა,
როგორც გულაბ მსხალს სიმწიფით კანი
და ოცნებაში
თრთის ვარდის ქაფად
შენი ღვთიური რძისფერი ტანი.
მოდი,
იხუვლე,
ნაპირს გადმოდი,
თავდავიწყებას რახან მპირდები.
მე ცარიელი ვარ კალაპოტი
და ამომავსე შენი ზვირთებით.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1032 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ესეც მორიგი ნაფაზი და ფილტვები ნიკოტინის მცირე შემცველობით დაიტუმბა ... თუმცა რა მიხარია, მოწევა კლავსო ამბობენ და არც ეს ოხერი თამბაქოს მწარმოებლები ერიდებიან ამის ხმამაღლა აფიშირებას ... ამ კოლოფზეც იმხელა ასოებით წაუწერიათ ,მინუს 10 ზომის სათვალის მფლობელიც თავისუფლად წაიკითხავს ...ამან მომკლას მხოლოდ და აღარ დავეძებ ...
ქარია დღეს ... რაღაცნაირად ზუზუნებს შორიდან და მეც მაფორიაქებს .
არადა დილას მზე იყო, ნათელი და გულღია ...
შუაღამემ ისე შემომიღო კარები ვერც ვიგრძენი ...ვზივარ და შორეულ ოცნებებს ვებრძვი ... საყვარელი და მივიწყებული მუსიკის ჰანგებით ვავსებ ოთახს და სიხარული დგას გვერდითა კუთხეში.. დგას და მიმზერს... დამაფიქრა...
გამჭოლი ხედვა აქვს,თითქოს ჩემი ყველა ფიქრი ეხლა მის წინაშე გაშიშვლებულა და მორცხვი სიწითლე დაკრავთ ღაწვებზე ... მეც თამამად ვუსწორებ თვალს ... მიყურე სიხარულო... ნებას გრთავ დიდხანს მიმზირო ესე და თუ არსად არ გეჩქარება_ ამაღამ ჩემთან დარჩი... მომნატრებიხარ ...
თავს მიქნევს ... მაგრამ ვერ გავიგე ეთანხმება თუ უარყოფს ჩემ ამბიციურ შეთავაზებას ... მე ლოდინის ლოგინს გავშლი აქვე კუთხეში და თუ დარჩენას გადაწყვეტ სიხარულო ... აქ მოეწყვე... მოშინაურდი .

დღეისთვის ბოლო და ყველაზე ღრმა ნაფაზს მორიდებით ვიზოგავ...
ფანჯრის მიღმა მეკარგება ჩემივე ორეული და ...

სიხარულმა დარჩენა გადაწყვიტა ... !




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 912 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


შენმა მგოსანმა თავის ნათქვამს რა დაუმატოს,
თუკი იტყვის, რომ "შენი მსგავსი მხოლოდ შენა ხარ!"
ამ ამაღლებულ სტრიქონს თვითონ უნდა უმადლოს,
რადგან სხვა სიტყვა შენს დიდებას მხოლოდ შელახავს.

თუ სხვა მგოსანი სატრფოს ქებას არ აზვიადებს,
მისი კალამი უსუსური არც ღირს შენახვად.
შენი პოეტი თავს იმითაც განადიადებს,
თუკი იტყვის, რომ: "შენი მსგავსი მხოლოდ შენა ხარ"!

საკმარისია გადმოხატოს შენი მშვენება,
არ დაგაკნინოს შენ, ბუნების დიდო გვირგვინო!
მისი მნათობი აღარასდროს ჩაესვენება,
მისმა სახელმა უკვდავების ცაზე იგრგვინოს.

და მე მაკვირვებს ქებისადმი შენი განწყობა.
შენი ქება ხომ არის შენივ შეურაცხყოფა!

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 955 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


რადგანაც ხოტბა მაგ სიტურფეს არა სჭირდება,
ნაზი ლექსებით არ მიქია შენი არსება;
ვიცი, იმდენად ლამაზია შენი დიდება,
რომ არ სჭირდება პოეტების შელამაზება.

შენი სიტურფე მომეფინა გულზე მალამოდ
და მის საქებრად უძლურია ლექსის ღაღადი,
მაგ მშვენებისთვის დღევანდელი მოცვდა ყალამი:
ვინ გადმოხატოს შენი სახე - ღმერთის ნახატი?!

შენ ეს სიჩუმე თურმე ცოდვად გაქვს მიჩნეული,
მე კი ცოდვების გამართლება იმ ცოდვით მინდა,
რომ შენს დიდებას არ ვაკადრე ლექსი სნეული
და სიმახინჯეს ავაშორე მშვენება წმინდა.

შენი უბრალო გამოხედვა უფრო მეტია,
ვიდრე ის ქება, პოეტებს რომ გაუბედიათ.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 942 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენ ჩემ მუზასთან რადგან არ ხარ ჯვარდაწერილი,
სხვა პოეტებით გატაცება არ გეკრძალება,
მხოლოდ ამ ლექსით მოხიბლული ვიცი ვერ ივლი,
როს სხვათა ხოტბა შენი გულის კარს ეძალება.

გონიერებაც მოუცია შენთვის განგებას
და შენს საქებრად ჩემი სიტყვა გეცოტავება,
ამიტომ გინდა განგადიდონ სხვათა ჩანგებმა,
რაც ვერ შეიძლეს ამ ლექსებმა, საცოდავებმა.

მაგრამ მე ვიცი, მათი ძალა დაიშრიტება,
ენამჭევრობა მეტოქეთა მე არ მაშინებს,
მალე მიხვდები ამ უბრალოდ ლექსის დიდებას
და ალალ სიტყვას დაედება ფასი მაშინვე.

მჯერა სიყალბის მოყვარულად შენ რომ არ ივლი,
რადგან მაგ ღაწვებს არ სჭირდება ფერუმარილი.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 908 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გინდ შენ მოესწრო ჩემი ცხედრის გამოსვენებას,
გინდ მე მომიხდეს შენს საფლავზე გლოვა-გოდება,
მაინც არასდროს არ მოკვდება შენი ხსენება,
ჩემი სული კი აღარავის მოაგონდება.

შენ თვით სიკვდილი უკვდავებას დაგადგამს დაფნად,
მე კი მოვკვდები და არავინ აღარ მინატრებს,
მე ეს ცხოვრება მომიზომავს უბრალო საფლავს,
შენ ხალხის გულში საუკუნოდ დაიბინადრებ.

მე შენ ძეგლს გიდგამ ჩემი ლექსის უკვდავი სიტყვით
და როს მე და შენ ამა ქვეყნად აღარ ვიქნებით,
შენს სადიდებელს მომავალი თაობაც იტყვის,
გადაეცემა შთამომავალს შენი ფიქრები.

რადგან შენს პოეტს უკვდავების ლექსები უთქვამს,
ყველა სულდგმულის ბაგეებზე დარჩები სუნთქვად.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 915 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


შენზე წერის დროს მე ყოველთვის შიში მერევა,
რადგანაც, ვიცი, ჩემზე დიდი სული გიგალობს,
აღტაცებული სახელს გიმკობს ნაირფერებად,
რომ შენს საქებრად ჩემმა ლექსმა ვერ იგრიგალოს.

თუ შენი სულის ოკეანე ხომალდსაც იტევს,
ჩემი პატარა ნავით როგორ დაიტვირთები,
თუკი მეტოქე სიმღერებით დრედაღამ გიტევს,
ჩემს თავხედ ლექსსაც გაუძლებენ შენი ზვირთები.

ვიცი, გადვიტან სტიქიონის ყველა ქარტეხილს,
თუკი, ძვირფასო, ოდნავ მაინც წამეშველები,
ანდა გამრიყავს შენი ტალღა, ანძაგატეხილს,
ის ხომალდი კი, ნაპირს გავა თავის მშვენებით.

და თუ მეტოქეს შენი ზვირთი არსად ჩასძირავს,
ვიტყვი, რომ თურმე დასაღუპად ტრფობამ გამწირა.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 895 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ხუთშაბათი, 2024-12-26, 8:33 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024