♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 5 » განშორება
10:57 AM
განშორება


განშორება გრძნობებს ამძაფრებს...
დრო გადის და ყველაფერი იცვლება...

...ბიჭის მამას მკერდში სიმსივნე აღმოაჩნდა. ოპერაცია რამდენჯერმე გადაიდო ცუდი ანალიზების გამო.
ბიჭი ცდილობდა არ ეჩვენებინა გოგოსთვის, რომ ნერვიულობდა, თუმცა ეს ადვილი შესამჩნევი იყო, მის თვალებში გოგონა ადვილად კითხულობდა შიშს, იმედს, სიყვარულს, ბედნიერებას და მოლოდინს... სურდა მისთვის დარდი შეემსუბუქებინა, მაგრამ ცრემლებს ძლივს მალავდა... ბიჭს მაგრად ეხვეოდა, ამით ცდილობდა გამოეხატა ის გრძნობები, რასაც ვერ ამბობდა...

...ოპერაციის დღეს მოლოდინი გაუსაძლისი შეიქნა... გოგოს ბიჭის შეწუხება არ უნდოდა და წუთებს ითვლიდა, მობილურს უყურებდა, თუმცა შეტყობინება არადა არ მოდიოდა...
...ოპერაციამ კარგად ჩაიარა...
ბიჭი საავმყოფოს დერეფანში იდგა. მობილური აიღო და დაურეკა მას ვისზეც ფიქრი ძილშიც კი მოსვენებას უკარგავდა.
-როგორ ხარ საყვარელო?
-არამიშავს. შენ როგორ ხარ ძვირფასო? მამა როგორ არის? - სასწრაფოდ ჰკითხა გოგომ.
-ნუ ნერვიულობ, ახლა რეანიმაციაშია, უკეთაა, ორშაბათამდე იქ იქნება, ჩემს აქ ყოფნას აზრი არ აქვს და წამოსვლას ვაპირებ. ახლა სად ხარ?
-სამსახურში.
-გამოგივლი და ჩემთან ავიდეთ, ძალიან დავიღალე, სახლში ვისადილოთ. რას იტყვი?
-კარგი, გელოდები! მალე მოხვალ?
-კი, ნახევარ საათში მანდ გავჩნდები!
-მიყვარხარ!
-მეც ძალიან მიყვარხარ!


ნახევარი საათი გავიდა. გოგონა იდგა და ელოდა. მოვიდა. მათი ყოველი შეხვედრა საოცარი იყო. სიყვარულისა და მონატრების ზეიმი...
ბიჭს მართლაც საოცრად დაღლილი და განდგურებული სახე ჰქონდა. თვალები ჩაწითლებოდა, წვერი გასაპარსი ჰქონდა...
სახლში წავიდნენ.
...ბიჭმა კარი გააღო. სახლში საოცარი სიჩუმე სუფევდა.
...გოგონა საღამომდე იქ იყო. ბიჭი დაამშვიდა. ერთად ისადილეს. ისაუბრეს. მერე უბრალოდ ჩუმად იწვნენ ბიჭის ოთახში. გოგონას ტავი ბიჭის მკერდზე ედო და ფიქრობდნენ...

...საღამოს გოგონა სახლში დაბრუნდა... ასე გაგრძელდა რამდენიმე დღე... ერთ ღამეს გოგონა მასთან დარჩა კიდეც. დილით ერთ საწოლში, გვრდი-გვერდ გაიღვიძეს. მატზე ბედნიერი იმ წუთში არავინ იყო. მოეწონათ ერტად გატარებული ღამე, ერთად ძილი...
-კიდევ ბევრ ღამეს გავატენებდი შენთან ერთად, შენს გვერდით ჩემო გოგო! -ყურსი ჩასჩურცულა ახლად გაღვიძებულ გოგონას ბიჭმა.
გოგომ შეხედა, თვალებში ჩახედა და აკოცა... შემდეგ გაუღიმა და უთხრა:
-მეც ჩემო ბიჭო...

...სამსახურებში აგვიანდებოდათ.
ავტობუსების გაჩერებასთან გაჩერდნენ. წვიმა დაიწყო...

...სანამ წვიმა გადივლიდეს, მინდა გითხრათ, რომ ყოველთვის ყველაფერს აქვს დასასრული; ბედნიერებასაც კი...
მაგრამ მათი ბედნიერება არ მთავრდება. ის მხოლოდ ახლა იწყება. უბრალოდ სახეს იცვლის. რაღაც ეტაპი დამთავრდა და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, საინტერესო დაიწყო...

შეიძლება მე თხრობას ძალიან მალე ვამთავრებ. ყველაფერი სხვანაირი წარმომედგინა. სხვანაირად ვაპირებდი დაწერას, მაგრამ... ამ ამბის გმირებს სურთ რომ ჯერჯერობით თხრობა შევწყვიტო. მე მათ აზრს პატივს ვცემ და დროებით ვწყვეტ მათი ამბის თხრობას...

...ამ ლამაზი წყვილის ამბავი კი მხოლოდ ახლა იწყება და გადადის სერიოზულ ეტაპზე... ისინი აპირებენ ახალ წელს ერთად შეხვდნენ, ზამთარში თუ რაიმემ არ შეუშალა ხელი ბაკურიანში წავლენ, ზაფხულში ერთად დაისვენებენ... განა ეს ცოტაა?!

ყოველ საღამოს ერთად ატარებენ და ერთმანეთის გარეშე სუნთქვაც კი უძნელდებათ.
ბიჭის მამა კარგად არის. საავადმყოფოდან სახლში გამოწერეს და ჯერჯერობით სახლში განაგრძობს მკურნალობას...
...დრო კი ისევ მირბის. მიქრის და ყველაფერს ცვლის...
სიყვარულს კი ვერ ერევა... ბიჭისა და გოგოს სიყვარული ისეთივე ძლიერია, როგორც ქვითკირი... მათ უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის...

კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1787 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 3.0/4
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 8:14 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024