♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 17


დასახელება: ყველა კარგათაა
ჟანრი: დრამა
ქვეყნა:
ენა: რუსული
წელი: 2009
ხარისხი: DvD 
პროდიუსერი: კირკ ჯონსი
როლებში: რობერტ დე ნირო, დრიუ ბერიმორი, კეიტ ბეკინსეილი, სემ როკუელი, მელისა ლეო, დემიან იანგი, კეტრინ მონიგი, ჯეიმს ფრეინი, ბრენდან სექსტონ III, ლილი მო შინი, სტივ ანტონუჩი

მოკლე შინაარსი:
პენსიონერი, რომელსაც ცოტახნისწინ დაეღუპა მეუღლე მიხვდება, რომ ამ წლების განმავლობაში ის აკავშირებდა მათ დიდ ოჯახს. შვილების უფრო ახლოს გასაცნობად ის გაემგზავრება მათ სანახავად...






კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1141 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ჟანრი: კომედია, რომანტიკული
გამოშვება: 2005
რეჟისორი: რაჯა გოსნელი
როლებში: კდენის ქუეიდი, რენე რუსო

ფილმის მიმოხილვა
დაქვრივებული ადმირალი მოულოდნელად თავის ოცნების ქალს ხვდება, რომელსაც ქმარი დიდი ხნის წინათ გარდაეცვალა. მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ და გადაწყვეტენ დაქორწინდნენ. ქვრივი მამაკაცისა და ქალის ქორწინების შემდეგ ერთ ჭერქვეშ თვრამეტი ბავშვი მოიყრის თავს. აი მაშინ კი სახლში ნამდვილი საგიჟეთი იწყება...








                    

კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1313 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჟანრი: დრამა, მელოდრამა
გამოშვება: 20 დეკემბერი 2007
რეჟისორი: რიჩარდ ლაგრავენესი
სტუდია: ელქონ ინტერტეიმენტი, გროსვენორ პარკ პროდაქშენსი, ვენდი ფაინერმენ პროდაქშენსი
როლებში ჯერარდ ბატლერი, ლიზა ქუდროუ, ჰილარი სვონქი, ჯინა გერშონი, ჯეიმს მარსტერსი
დრო : 2 სთ 6 წთ
ენა: რუსული

ფილმის მიმოხილვა
ჰოლის მთელი ცხოვრება მამაკაცისადმი სიყვარულზე იყო აგებული. ის გარდაიცვალა, ცხოვრება დაინგრა. ახლა ყოველ თვეს ჰოლის მოსდის წერილები, სადაც მას კონკრეტულ რჩევებს აძლევენ. რჩევების მიხედვით, ახალგაზრდა ქალი ნელ–ნეკა, თითქოს საფეხურებით, გამოდის დეპრესიიდან.





კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1247 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სიყვარული სხვა არაფერია, თუ არა ბუნების უმაღლესი პოეზია.
ნ ო ვ ა ლ ი ს ი

სიყვარული იმას ნიშნავს, რომ დღისით და ღამით შენს წინაშე შენი საყვარელი ქალის სახე გედგეს, გესმოდეს მისი მომაჯადოებელი ხმა, ცხოვრობდე მისი ფიქრით, მისი მგრძნობელობით.
ა ნ ა კ რ ე ო ტ ი

სიყვარული წამებაა, უსიყვარულობა - სიკვდილი.
ე ბ ნ ე რ შ ე ნ ბ ა ხ ი

სიყვარული ცხოვრების გვირგვინია, იგი მოიცავს ყველაფერს.
ბ ე თ ჰ ო ვ ე ნ ი

სიყვარულია, როცა ორი ერთარსებად შეერთდება, მამაკაცი და ქალი ანგელოზად იქცევა. სიყვარული ზეცაა.
ჰ ი უ გ ო

სიყვარული მომაჯადოვებელი ყვავილია, მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა, რომ მიხვიდე და მოწყვიტო იგი უფსკრულის კიდეზე.
ს ტ ე ნ დ ა ლ ი

სიყვარული უძველესი, უახლესი და ერთადერთი მსოფლიო მოვლენაა.
ფ რ. რ ი უ კ ე რ ტ ი

სიყვარული ეს არის ერთი ადამიანის დაუძლეველი მოთხოვნილება იპოვოს მეორე, რომლისკენაც მიისწრაფვის.
ტ ო მ ა ს ჰ ო ბ ს ი

სიყვარული ტკივილია, ვისაც არ სტკივა, მას არ უყვარს.
ვ. ვ. რ ო ზ ა ნ ო ვ ი

სიყვარული - ესაა მისწრაფება სრულყოფილებისაკენ, სიმშვიდისაკენ.
ნ ე ტ ა რ ი ა ვ გ უ ს ტ ი ნ ე, ა ვ რ ე ლ ი უ ს ი

სიყვარული არის ყველაზე ძლიერი ვნება, რადგან იგი ერთდროულად ეუფლება თავს, გულს და სხეულს.
ვ ო ლ ტ ე რ ი

სიყვარული ავადმყოფობის სახეობაა, რომელიც არც ჭკ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 2570 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მაღალ ტახტრევანზე იჯდა მამაღმერთი,
თეთრი ღრუბლები ეწყო ბალიშებად,
მყინვარი შანდლად ედგა
შიგ მზე სანთლად ენთო
და ხალხს ელვის კვერთხით სურვილს ამიშნებდა.

წყალობა უფლისა თურმე ყველას მისწვდა
მიწის ყველა მკვიდრი თავისთან შეჰყარა
გაშლილ ხელისგულზე ედო დედამიწა
რომ კაცთა მოდგმისთვის გაეყო ქვეყანა

მის წინ რიგში იდგენენ ზანგნი თუ არაბნი
ფრანგნი თუ..ვინ მოსთვლის ღვთის ნებას მინდობილთ

ზიგს ველი არგუნა, ზოგს მთების ქარაფი,
ზოგს ცხელი უდაბნო, ზოგს ვრცელი მინდორი
ზოდს მთა მოუწია, ზოგს მთის კალთები
უფლის განაჩენი არ იყო სადაო

მხოლოდ ამ გრძელ რიგში არ ჩანდნენ ქართველნი
რიგი და ქართველი? სადან სადაო

და როცა პირწმინდად დარიგდა მთა ბარი,
გოჯიც კი მიწისა არ დარჩა უბრალოდ,
უეცრად ჩვენები, სად იყვნენ სად არა
წარუდგნენ და ჰკითხეს
ჩვენ რა ვქნათ უფალო?

მიწის ამზომველნი სულს ძლივსღა ღაფავდნენ
ფრიად დამაშვრალი ჩანდა თვით მეუფეც,
განცვიფრდა
ვინა ხართ, სადა ხართ აქამდე
მთელი დედამიწა გავყავი მე უკვე...

ქართველნი გახლავართ
გავშალეთ ნაბდები
შენი სადგეგრძელო თასები დავცალეთ
რიგს ლხინი ვარჩიეთ, გაქეთ და გადიდეთ
და დაგვაგვიანდა ჰე ღმერთო მოწყალევ....

დავლოცეთ შენს მიერ შექმნილი სამყარო
მეუფევ მაღალო!

და რადგან ეს მიწა ყველას გაუყავი,
ცუდი თუ კარგი კუთხე გაეცი მთლიანად
რა უყოთ, ნუ სწუხარ, შენ კარგად იყავი
ოღონდ დაგვიცალე ეს ერთი ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1182 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥სურათები♥ | ნანახია: 1092 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ვზივარ.აქ ცაზე ნაცრისფერი ღრუბლებია.ცაც ნაცრისფერია.ბალახი ყვითელია.მინდორში ერთი ნაცრისფერი ჭუჭყიანი ფურცელი და გამხმარი საღებავები გდია.შენ გელოდები.მოხვედი თვალებზე ვარდისფერი ლენტა გამიკეთე და მიგყავდი.მივდიოდით.მერე გავჩერდით.შენ მომხსენი ვარდისფერი ლენტა და იქვე ხეს შეაბი ბანტივით.ჩვენ ზღაპარში ვიყავით.სადაც ბალახს მწვანე ფერი აქვს. ხასხასა მწვანე.ცა კი ლურჯია..სუუულ ლურჯი.მინდორში დიიიიიდიი თეთრი ფურცელი დევს და გვერდით საღებავები და ფუნჯი უდევს.მე და შენ მივედით და დიიიიდიიიი ცისარტყელა დავხატეთ.მერე ქარმა დაუბერა და ნახატი გაფრინდა გაფრინდი შენც. მე ისევ ვზივარ.აქ ცაზე ნაცრისფერი ღრუბლებია.ბალახი ყვითელია.მინდორში ერთი ჭუჭყიანი ფურცელი და გამხმარი საღებავები გდია. ხის ტოტს კი ვარდიფერი ბანტი აბია....
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1476 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჟანრი: ფანტასტიკა, ტრილერი, საშინელება, მელოდრამა
გამოშვება: 16 ნოემბერი 2009
რეჟისორი: ქრის ვეიცი
სტუდია: სამიტ ინტერტეიმენტი
როლებში: ქრისტენ სთიუარტი, ტეილორ ლოტნერი, ნიკი რიდი, ელიზაბეთ რიზერი, პიტერ ფასინელი, კელან ლუტსი, რობერტ პატისონი
დრო: 2 სთ 10 წთ
ენა: რუსული


ფილმის მიმოხილვა
საქსუალური ნიკ მარშალი - პლეიბოი ჩიკაგოდან, რომელიც თავის თავს დედამიწის ქალებისთვის ღვთის საჩუქრად თვლის. ის კარიერი მწვერვალზე იმყოფება ერთერთ წამყვან სარეკლამო სააგენტოში და მალე ახალი უფრო მაღალი თანამდებობა უნდა მიიღოს...ან უნდა მიეღო... სააგენტოს მეთაური თვლის, რომ ქალი უკეთ ერკვევა ქალთა ბაზრის საქონელში. და მალე სააგენტოში გაჩნდება ძალიან ნიჭიერი ექსპერტი და მომხიბვლელი ქალბატონი დარსი მაკგუაერი, რომელიც ნიკის ხელმძღვნელი ხდება. პირველი დავალების საშინაო გადამუშავების დროს ნიკს უბედური შემთხვევა ემართება, რომლის მერე ის ტავის თავში უნიკალურ ნიჭს აღმოაჩენს: მას ქალთა აზრების კითხვა შეუძლია. ამ თვისებას თავიდან ნიკი სიგიჟემდე მიყავს, მერე კი შანსს აძლევს, დარსის აზრების კითხვის და მათი მოპარვის... და როდესაც ცბიერი გემის რეალიზაცია თითქმის შესულებული იყო სიყვარული შემოიჭრა მის ცხოვრებაში...

... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1158 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მინდა სასმისივით დაგეცალოს,
სადმე,მტერი თუ გყავს ათიოდე,
ტკივილი სიხარულში გაგეცვალოს,
ამაყი,უდარდელი დადიოდე.
მინდა სიყვარულმა დაგაჯეროს,
უკუნი გაგინათონ კელაპტრებმა,
მიზანთან არაფერმა გაგაჩეროს,
აგიხდეს,თუკი რამ გენატრება.
მინდა ბედნიერი ქალი იყო,
დარდმა არ დაგიმონოს მცირედმა,
გრძნობისგან არასოდეს დაცლილიყო,
ბოლომდე გიმეგზუროს იმედმა.
მინდა სასმისივით დაგეცალოს,
სადმე,მტერი თუ გყავს ათიოდე,
წუხილი სიხარულში გაგეცვალოს,
ამაყი,უდარდელი დადიოდე.

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1129 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ო, ულმობელი, გულცივობა როგორ დამწამე,
შენთვის გავბედე საკუთარი გულის ღალატი,
ის არ ვიკმარე სატანჯველად, შენ რომ მაწამებ,
და შენთვის გავხდი საკუთარი თავის ჯალათი.

განა შენს მტრებთან ვარ ნაზი და ამაგიანი,
განა მეგობრად მივიჩნიე შენი მოძულე?
განა საკუთარ თავს არ ვუხდი სამაგიეროს,
როს წარბებს შევკრავ, მრისხანების ცეცხლით მოცულებს?

მე ერთი გრძნობაც არ დავტოვე შენაცოდები,
თუ შენი სულის გაღმერთებას ვერ შეეთვისა,
ამ უდაბნოში ხატად დამაქვს შენი ცოდვები
და მორჩილი ვარ შენი ერთი გამოხედვისა.

მაგრამ ყოფილხარ თვალხილულთა ტრფობის გართული,
მე კი თვალები სიყვარულით მაქვს დაშანთული.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1153 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


იქნებ ეს თვალნი სიყალბისთვის შობაგანგებამ,
და მხოლოდ ტყუილს მაზიარებს მათი თანხლება.
იქნებ გონებას სინამდვილის არ სურს გაგება,
თვალით დანახულს არასდროს რომ არ ეთანხმება?!

თვალს რომ იტაცებს, თუკი მართლა არის მშვენება,
ეს სილამაზე რად არ ესმით შეურაცხადებს?!
მაგრამ სიგონჯე სინატიფედ თუ მეჩვენება,
მაშინ სიყვარულს, მართლა, ბეცად გამოვაცხადებ!

ტრფობამ დამივსო უძილობით თვალთა უპენი,
რაღა იხილოს თვალთა ცრემლით დანაბინდებმა?!
მზეც კი ბრმავდება, როს საავდრო ფარავს ღრუბელი
და შუქჩამქრალი ელოდება გაამინდებას.

მაცდურ სიყვარულს ცრემლიანი უნდა მატაროს,
რომ მოჩვენება სინამდვილეს ვერ შევადარო.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1113 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ციებ-ცხელება აიტეხა ჩემმა ტრფიალმა;
რითაც ავადობს იმავ შხამის არის მსურველი,
მოუმარჯვია საწამლავით სავსე ფიალი
და სამუდამოდ რჩება ასე განუკურნელი.

ჩემს ტრფიალებას მკურნალობდა გონება საღი,
მაგრამ რა ვუყო, განკურნება თუკი არ მინდა,
საბედისწეროდ რადგან ავყევ ვნებების ძახილს,
გაწყრა ექიმი და უკვალოდ სადღაც წარვიდა.

უკურნებელი სენით დავრჩი ნაიარები,
სულმა ნამდვილი სიგიჟე და შფოთი იწვნია,
გონარეული შეშლილივით დავიარები
და ჭეშმარიტი სინამდვილე ვერ შემიცვნია.

თუმც შენი მზერა ნათელ სხივთა კონა მგონია,
შენს სიშავესთან ჯოჯოხეთიც მონაგონია.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1115 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სულო საბრალოვ, ცოდვილ სხეულს როგორ გაგყარო,
ავხორცულ ძალებს შემოსეულს ვერ გადარეკავ?!
დანაცრებულა შინაგანი შენი სამყარო,
შენ კი ამკობ და ალამაზებ კედლებს გარეგანს.

სხეული შენი დროებითი საცხოვრისია,
ნუ გენაღვლება, თუ დარჩება დაუდაფნავი,
სხეული არ ღირს ამდენ მოვლად, რადგან სხვისია,
მხოლოდ ჭიებს თუ გაალაღებს შენი საფლავი.

გალაღდი, სულო, ღვთაებრივი სხივით იდიდე,
და მიწიერი დაიმონე შენი დიდებით,
შენი იქნება წუთისოფლის მთელი სიმდიდრე,
თუკი გარეგან სამკაულს არ გაეკიდები.

სამარადისო ძალა აღარ შემოგაკლდება
და თვით სიკვდილიც მაშინ ხელში შემოგაკლდება.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1497 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სატრფომ, ვისთვისაც დავდივარ ხელი,
მკაცრად შემხედა ნესტოთ ბევრითა,
ბაგემ, ნაძერწმა ტრფიალის ხელით
უცებ დასძინა: "მართლა ვერ ვიტან!"

მაგრამ მყის იგრძნო კეთილშობილმა,
რომ ვერ შევიძლებ ამის ატანას.
ბაგენი მისი არც შობილან
ამ განაჩენის გამოსატანად.

ბაგემ ახალი სიტყვაც მაჩუქა
და ჩემს სიყვარულს აღარ ვემდური,
თითქოს მზის სხივმა გამოაშუქა
და ღამეც გაქრა ჯოჯოხეთური.

სატრფომ სიცოცხლე ისევ აღმითქვა -
მითხრა: "ვერ ვიტან! თქვენზე არ მითქვამს!"

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1318 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ორ სიყვარულში დავატყვევე ჩემი არსება:
გულზედ ბოროტი ძალა მეფობს, სულზედ - კეთილი;
კეთილს მოკეთე კაცთანა აქვს სრული მსგავსება,
ბოროტს კი ქალის ნაკვთები აქვს გამოკვეთილი.

მე ჯოჯოხეთში მიმაქანებს მდედრი სატანა
და იმ ერთადერთ ანგელოზსაც მტაცებს სულიდან,
რასაც განგებამ განუწესა თავის გატანა
დასაბამამდე არსებული აღსასრულიდან...

და მე არ ვიცი ჩემს სიცოცხლეს რა ძალა მართავს,
რას დამახვედრებს განკითხვის დღეს ვნება გრძნეული,
ჩემს მეგობართან ჩემი მტერი სიტყვას რომ ხლართავს,
მეც მეძალება მგზნებარება ეშმაკეული!...

ოჰ, თუ სატანამ ჩემს ანგელოზს ხელი დარია
და ახლა ისიც ჯოჯოხეთის ბინადარია?!

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1094 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ვის არ უნახავს, კრუხს რომ დასდევს დიასახლისი,
გარბის ქათამი, ვერ ეწევა მისი მდევარი,
მტირალი შვილი მიუგდია იქვე სახლის წინ
და ბავშვზე უკვე აღარ ფიქრობს დაუდევარი.

დედის კვალდაკვალ ბიჭუკელაც მიხტუნავს მარდად,
გაჰკივის ბავშვი თვალზე ცრემლშეუშრობელი,
მაგრამ უეცრად გაქცეული ფრთოსანის გარდა,
უკვე ვერაფერს ვეღარ ხედავს მისი მშობელი.

შენც ოცნებები გიტაცებენ უცხო ფრთოსნებად,
მე კი დამტოვე დატვირთული მუდამ დარდებით,
ძვირფასო ჩემო, თუ მიაღწევ ნეტარ ოცნებას,
დამიბრუნდი და მოფერებას ნუ დამზარდები.

შენი ოცნების ახდენისთვის მეც ვარ მლოცველი,
მჯერა, რომ მერე მიპატრონებ დარდით მოცელილს.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1189 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ცოდვად ისა მაქვს, რომ შენს ტრფობას გულით ვატარებ,
სიკეთედ ის გაქვს, მე რომ გძულვარ დაუფარავად,
ჩემს გულს ცოდვიანს თუ საკუთარ გულს შეადარებ,
მაშინ მიხვდები, სიძულვილის ღირსი არა ვარ.

ვიცი, სხვებისგან გაკილვას ვერ გადავურჩები,
მაგრამ მე შენგან რა სინდისით გავიკიცხები?!
ვერ მაგინებენ ალისფერი შენი ტუჩები,
როცა თვითონაც ავხორცობენ თავდავიწყებით.

ნება მომეცი, რომ შენდამი ტრფობა მარადვჰყო,
თუ საკუთარ თავს ნებას აძლევ სხვები გიყვარდეს,
გთხოვ შემიბრალო, გულისათვის გულს ხომ არა გთხოვ,
ეს სიყვარული შებრალებით გადამიხადე.

თუ სიბრალულით შენი გული არ აღივსება,
შენც შებრალება არასოდეს არ გეღირსება.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1259 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სიმართლეს გეტყვი – მე თვალებით არ მყვარებიხარ,
რადგან თვალებმა შენში ათას ცოდვას მიაგნეს,
მხოლოდ გულია, სიყვარულით რასაც ხლებიხარ
და მზერის წყვიდიადს რაც აბრწყინებს და აციაგებს.

არც იმას გეტყვი, სმენადქცეულს რომ მატკბობ ენით,
არც ამ დაქცეულ დროს მავიწყებ თუნდაც დროებით,
არც ვნებით მათრობ და არც მაცდურ სურნელთა ფენით
მიხმობ რომ სადმე მოგიხელთო განმარტოებით.

ხუთივე გრძნობით მოგიძულე, მაგრამ ამაოდ –
ეს ბრიყვი გული შენ კვალდაკვალ მაინც დაგყვება
და იმ კაცს ვგავარ, ვისაც ქვეყნის სამასხარაოდ
სულის ამოხდა მონობაში ეამაყება.

მე, მძიმედ სნეულს, ერთადერთი ის მაიმედებს,
რომ ჩემი ცოდვა ტკივილს მხოლოდ ჩემთვის იმეტებს.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1459 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დაუნდობელო, ცოტა სიბრძნეც მონახე შენში,
იცოდე ჩემი მოთმინების ძალი მოცვდება,
შენი ჩემდამი სიძულვილი ჭკუიდან შემშლის
და არვინ უწყის გულდაკოდილს რა წამოსცდება.

თუმც არ გიყვარვარ, სიყვარულის მითხარი ფიცი,
შენი ტყუილიც ტრფიალების დარად მჭირდება.
კარგმა ექიმმა მომაკვდავის დანდობა იცის
და სარეცელთან სალაღობო დღეებს პირდება.

და თუკი მართლა შევიშლები, ვეღარ დავცხრები,
აღარ შემრცხვება შენი ლანძღვა, შენი დასმენა,
ამ ზნედაცემულ ქვეყნის თვალში გაილანძღები,
რადგან მზადაა ავი ყური ავის სასმენად.

მაგრამ თუ გინდა გაპატიო მაინც ეგ ქცევა,
თუმც არ გიყვარვარ, თვალი სხვისკენ ნუ გაგექცევა.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1229 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥სურათები♥ | ნანახია: 1104 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სალი როგორ მოგეწონა სკოლა? -დეეე, სკოლა კარგია მაგრამ ზოგი ტიროდა, ზოგიც წუწუნებდა და რატომ? -ალბათ იმიტომ, რომ მიჩვეულები არ არიან..კაი ეხლა წამოდი ჭამე! -ეხლავე მოვალ დედიკო ხელს დავიბან..
***
სალომე თანდათან იზრდებოდა, გადადიოდა კლასიდან-კლასში.იგი ყოველთვის მომზადებული და ლამაზი გოგონა იყო.. ის ხვდებოდა, რომ ბუნებამ საუცხოო სილამაზით დაასაჩუქრა...
***
აი, დადგა პირველი სექტემბერი, როდესაც ბავშვები ჟრიამულით მიიჩქაროდბენ სკოლაში. -ვაა, გიო როგორ ხარ? როგორ შეცვლილხარ ბიჭო...
-რას ვიზამთ სალო უკვე მეათე კლასში ვართ, დრო მალე გადის და ჩვენც ვიცვლებით..
შენ როგორ ხარ?:)
-მეც კარგად ვარ...
-როგორ გაატარე ზაფხული?
-აი, იკაც მოსულაა..
რავა ხარ იკუშ?
-კარგად თქვენ როგორ ხართ ბავშვებო?
-ჩვენც კარგად!უპასუხა გიომ!
- ბიჭო შენი შეყვარებული სადაა?
-ნათია? არ ვიცი ეე. გუშინ ველაპარაკე და ასე მითხრა მოვალო და მოვა რაა...
***
დაიწყო სასწავლო წელი.. ნათია და ირაკლი შეყვარებულები იყვნენ! მათ ერთმანეთი მერვე კლასიდან უყვარდათ!
***
-... მე ცოტახანი ეზოში გავალ, გავისეირნებ.. კარგი?
-დღეს ხომ გიორგის დაბადების დღეა შვილო... რატომ არ მიდიხარ?
-არ მინდა წასვლა. მირჩევნია გავისეირნო..
-არა შვილო ამ წვიმაში რა გინდა გარეთ.. ჯობია გიოსთან წახვიდე ან სახლში დარჩე... თან უკვე ბნელოდა!
-დეე, ხომ იცი რომ წვიმაში სიარული მიყვარს...
... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1679 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



"მომენატრები წუთით და ძლიერ
მაგრამ არ ვიცი ეს მართალია?
მე სიყვარულმა მომცა სიცოცხლე
მე ხომ ვიცი ეს სიმართლეა
."
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1182 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ციოდა...საშინლად ციოდა...ციოდა აგვისტოში...ციოდა ყველგან....შინ და გარეთ...ციოდა ბიჭის გულშიც...სიბნელე ...ყველგან...ბიჭის გულშიც...სიცარიელე..ცარიელია ყველაფერი...ბიჭის გულიც...მარტოობა და მონატრება...ტკივილამდე მონატრება და შეშლილი მარტოობა...შეშლილი ბიჭი...მონატრებული სიყვარული...ფიქრები...მხოლოდ ფიქრები...ფიქრები ყველგან და ყოველთვის...გაძარცვული ფიქრები და უგზოუკვლოდ ოცნებებში მოხეტიალე ბიჭი...თეთრი ფურცელი...ზედ შავი მელნით ნაჯღაბნი...თეთრი თითები...შავი თვალები...შავი ფიქრები და თეთრ ფურცელზე დაცემული კამკამა ცრემლი...
მარტო ბიჭი და მარტო ფიქრები....მთვარეზე...ცაზეე...ზღვისფერ თვალებზე..სიყვარულზე და სიცოცხლეზე...სიცოცხლეზე...რომელიც აღარაფრად უღირდა..
და მაინც...____
რა არის სიცოცხლე?
ცხოვრება...სიბერე...ურღვევი კანონი გვიმონებს:იბადები რომ მოკვდე...სად რჩება კვალი?დაბადების მოწმობაში?ატესტატში?დიპლომში?ქორწინების მოწმობაში?გარდაცვალების ცნობაში?ქვითრებში,რომლებიც ყოველთვის მოდიან?სად არის ის კვალი?საფლავის ქვაზე ორ თარიღს შუა გაჩრილ ტირეში?სულ ეს იყო?ამ ტირეს გულისთვის ვეწამეთ ამდენი?ნუთუ ეს ტირეა ცრემლები?დედის პირველი მზერა და მამასთან პირველი შეხება?პირველი ნაბიჯი,სიტყვა,პირველი დღე სკოლაში,პირველი ჩხუბი გოგოსთვის,პირველი სიყვარული...ეს ყველაფერი პირველი და უკანასკნელი სუნთქვა ბოლოში...ეს ტირე იყო ცხოვრება?ფიქრობდა ყველაფერზე და თითქოს არაფერ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1505 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ძველი დღეების საძვალეს ათოვს და ჩემთან ერთად ცივათ ფანტელებს.
მე მეშინია ჩემო ძვირფასო, შენი ნაბიჟის ხმა შემაშველე.
ო, რა ამაოდ გადავითვალე დღენი მიწისგან დანავალები,
მე გარიჯრაჯზე გარდავიცვალე და კარებისკენ დამრჩა თვალები.
შენ არ მოხვედი ცა იყო თეთრი და აჯრჯოლებდათ ფრთოსან ასულებს,
რომ მოსულიყავ მე გაგიმხელდი, სიზმარს, რომელიც ვერ დავასრულე.
დამიჭკნა შენგან გამოყოლილი უუნაზესი ყვავილი ფიცის.
ეხ არ ღირს არ ღირს, არ ღირს ლოდინი, არ ღირს და მაინც მე მაინც ვიცდი.
აღარ დავსტირი დამსხვრეულ კერპებს, არ მენანება ყოფნის შორეთი.
ო ერთხელ მაინც თუნდაც ერთ წამით მოდი და ჩუმად მითხარ მოვედი.
ჯამი დაგაყრის წარსულს ისრებად და შეგაწუხებს ღამეთაწყება,
ეს ბოლოს,როცა მზე შემოდგომის გარდაიცვლება და შეგცივდება.
მე მეშინოდა ზამთართ არულის და ეს ზმანება აცხადდა ახლაც
ვინ დამანათლა მე სიყვარული და მარტოობა ვინ დამანათლა.
ააწრიალებს წუხილი ქარებს და აჩრდილები სადღაც მიდიან.
მეც აჩრდილი ვარ რას დაგიშავებ, მოგეფერები ნუ გეშინია.
ვინ დააყარა თოვლი ყვავილებს ვინ აურია საღამოები.
მე ახლა ვიცი საით წავიდე, ოღონდ არ ვიცი რატომ მოვედი.
მახსოვს ბილიკებს თოვლი ეფარა და ყოველივე მოხდა შემთხვევით
მე მაინც, მაინც მოვალ შენთან და ფიფქით გათოშილ თვალებს ვემთხვევი.
მე ისიც ვიცი რატომ არ მოხვალ და სად ზარები რატომ შფოთავდნენ
უუნათლესი მზენი გვწყალობენ, გღლის წარსული და ელი მოსასვლელს
ახლა ზამთარი ყუთში ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1331 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში,
რომ მთაწმინდაზე მთა დაწვა თითქოს,
რომ საქართველო ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის წააგავს ხვითოს.

რომ ორთაჭალამ ჩაიცვა თეთრი,
რომ შენც ჩაიცვი კაბა ყვავილის,
რომ მტკვარი ოხრავს, როგორც ყოველთვის,
როცა მეტეხის ახლოს ჩაივლის.

...წუხელ ვებრძოდი ცეცხლს და ურაგანს,
და საშინელი ბრძოლების ნისლში
მე მომეჩვენა, სადღაც, ჩვენს უკან,
აელვებული იდგა თბილისი.

ორთაჭალაში ყვაოდა ნუში,
მთაწმინდის მხრებზე მზე იწვა თითქოს,
და შენ, ძვირფასო, ამ გაზაფხულში,
როგორც ყოველთვის, მოჰგავდი ხვითოს.

ნუ მომწერ... ისეც ვიცი, რაგვარი
ფერებით ჰყვავის თბილისი ახლა,
რომ ვიღაც დადის მინდვრებში ღამით
და დილისათვის ამწვანებს ნახნავს.

მე ისიც ვიცი, რომ კარგ ამინდებს
მოაქვთ გულების საამო ფეთქვა,
და თუ ბოლომდის ტყვია დამინდობს,
თუ გაზაფხულებს შევხვდებით ერთად,–

გეტყვი, რომ მოვედ ბრძოლანახული
და სიკვდილამდის შენთან დავრჩები,
რომ ლამაზია მზე გაზაფხულის,
ბრძოლების შემდეგ – მზე გამარჯვების...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1364 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ბინძური ხალხით დასახლებულ ტერიტორიას
ქალაქს,რომელსაც დაუნგრიეს,სიცილის სკოლა.
სიზმრის მოყოლად გაუმხილეს,მტერს ისტორია,
და ყოველ ღამეს ტრადიციულად გადექცა სროლა.
სადაც კარგავენ მეგობრები ძმობის შეგრძნებას,
და პოეტები,განთიადებს აღარ ხვდებიან.
სადაც ქალისთვის სიყვარულის ახსნა შეგრცხვება
და ლოლოები,მაისშიაც აღარ დნებიან.
ნაგავსაყრელზე რომ შეხვდება გოგონას ბიჭი,
ყვავილის ნაცვლად,რომ მიართმევს გატეხილ სარკეს.
იქ,სადაც კვდება მიჯნურებში,ალერსის ნიჭი
და ბუხარს,შეშად უკეთებენ,ბალზაკს და მარკესს..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1131 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე და უძილობა არჩეულ სტილს ვიცავთ,
შვილის ოთახიდან ჩამესმის სტინგის ხმა.
ღამე ბოქლომივით ჰკიდია ჟალუზებს,
მე კი მივიწყებულ გრძნობათა ჯაზს ვუსმენ...
თითებზე ბეჭდებში თითქოსდა დუღს ქვები,
დედობის სათვალეს ახლა არ ვუხდები...
ცა ჩემს ვირტუალში ნაწვიმარ ღრუბელს შლის,
ბოლო დროს გამიხდა ხმა რაღაც უხეში.
პულსაუჩქარებლად ვუკეტავ კარს ვნებებს,
შვილების სიზმრებში დაკარგულ გარსს ვეძებ.
სარკე ალმაცერად მიყურებს ანფასში,
მე კი მარტოობის შემსწავლელ ანბანს ვშლი...
დასრულდა ცხოვრების მტკნარი სიუჟეტი,
საშველად მოსულ ფიქრს კარი მივუკეტე.
ვამოკლებ, ვამოკლებ სურვილთა განედებს
და ყველა სურვილი თავს თვითონ მანებებს.
წლების ქარ-წვიმები დედდება თეთრ თმებად,
სარკიდან მიყურებს სხვა ქალი - ეს მე ვარ!...
სასო კი სასიდან წარკვეთილ ხმას უშვებს,
დავუშვათ - დავბერდი, დავბერდი - დაუშვათ...
სისხლძარღვებს ნაღველი თრომბივით აეკრა,
თვალებდახუჭული შევყურებ სხვა ეკრანს,
რა სწრაფად გარბიან ცხოვრების კადრები,
ჯერ ღამის ორია და მაინც ადრეა...
მე და უძილობა არჩეულ სტილს ვიცავთ,
შვილის ოთახიდან კვლავ ისმის სტინგის ხმა...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1250 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


როგორი იყო ? . . აბა რა ვიცი . . .
ასე ამბობენ - ჰქონდა წვერები .
ორი ათასი წელი განვიცდი . . .
ჩარევა არ ღირს , მაგრამ ვერევი :

როგორ აკოცა უფალს ლოყაზე ?!
- ცოტათი მაინც მორიდებოდა . . .
მეზიზღებოდა ზოგჯერ მოყვასი ,
მაგრამ ღალატი არ მინდებოდა.

არადა კოცნის , არადა ჰყიდის . . .
იცის მოკლავენ , განა შტერია.
ღალატზე განა ვერცხლისთვის მიდის ?!
- თავის სიმცირეს ვერ მოერია . . .

ისტორიაში დარჩა იუდა !
-დღესაც აქ არის არ გაიგუდა . .

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1079 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შორს ცის კამარას მიწიერთაგან
ალი ეკიდა მზის ცხელ სხივებში
ცეცხლს ასდიოდა კვამლი ქათქათა
და იხრჩობოდა მაღალ მორევში

რკინის ღრუბლებად ამოჭედილი
ცხრა საფეხური ამაღლებულა
მართლა ღვთის ტახტი იდგა მოქნილი
დროში ქცეული უკვდავ სხეულად

იქ ღმერთი იჯდა, ამაყი ღმერთი,
და მკაცრი მზერიდ აჩენდა რისხვას
გოლიათებმა ზურგს მტაცეს ხელი
და მიმიყვანეს დარბაზის მიჯნას

მუხლჩამოყრილი ფიცარნაგებზე
შიში მახრჩობდა ჩემ თავთა ზედა
მე დედამიწის იალაღებზე
ამდენი ცოდვა დავტოვე წეღან

და თითქოს ლოდი გულ მკერდზე მეცა
ღვთის ხმამაღალი, ამაყი სიტყვა
ირგვლივ დაიძრა შავფერი ზეცა
ირგვლივ დადუმდა ცა, მზე და მიწა

- ადამიანო! სასუფეველში
ადრე მომხვდარხარ რომ დარჩე მარად
მე შენი სულის წვეთებრ მორევში
იმ ბოროტება რომელსაც მალავ

მოგიახლოვდა ღვთისა მართალი
დასჯა ყოველი სუფთა და წმინდა
სთქვი შენი სიტყვა რომ ხარ მართალი
გულის სიღრმეში ამის თქმა გინდა.

თავი ავწიე და ღმერთი ვნახე
ისევ ადუღდა ძარღვებში სისხლი
ოფლით დასველდა ცოდვილი სახე
ჩემში გაცოცხლდა მომკვდარი ზიზღი

- უფალო! ხალხმა დაგარქვა ღმერთი.
მე ჯოჯოხეთით მაშინებ განა?..
დედამიწაზე რა ვნახე მეტი?
სხვა ჯოჯოხეთი არ არის! არა!

მე ცრემლს და დაღლას ვუძლებდი დიხანს
მე ვგრძნობდი ტკივილს, მზდიოდა ოფლი
ხელის დაქნევა და შენი რისხვა,
არ მინდა ღმერთო, ისედაც მყოფნის.
სიმართლე გინდა? აგერ ვარ, შენს წ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1191 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შემომეყარა ყივჩაღი
სამზღვარსა მუხრანისასა.
პური მთხოვა და ვაჭმიე,
ვურჩევდი თავთუხისასა.
ხორცი მთხოვა და ვაჭმიე,
ვურჩევდი ხოხობისასა.
ღვინო მთხოვა და ვასმიე,
ვურჩევდი ბადაგისასა.
ცოლი მთხოვა და ვერ მივეც
მიმყავდა სიდედრისასა, -
ან კი ცოლს როგორ მივსცემდი,
შვილსა გაზრდილსა სხვისასა.
ხელი მოჰკიდა, აკოცა,
მოზიდნა ნაწნავს თმისასა.
შესტირა საბრალო ქალმა:
„ვაი, ცოლს ცუდის ყმისასა".
მეც გულმა ვეღარ გამიძლო,
მოვზიდნე ვადას ხმლისასა,
უმალვე იმან დამასწრო,
ელვასა ჰგვანდა ცისასა, -
ახლა მე შემოვუქნიე,
ვენდვე მადლს ლაშრის ჯვრისასა.
გავჭერი ცხენი და კაცი,
წვერიც ვუწვდინე ქვიშასა, -
არ იყო ღირსი, მოშორდა
ცქერას წითელის მზისასა.
აქეთ მე ვკვდები, იქით – ის,
ქალი წავიდა სხვისასა.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1137 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რაც არ ვიცხოვრე, იმით გიჯერებ,
იმით მწამხარ და იმით მიყვარხარ
და შენც იქ ყოფნას უფრო იფერებ,
შესაყვარები უფრო იქა ხარ.

ვიდრე მპატრონობს თვალი შენდობის,
ვიდრე ოცნების უფალი დამთმობს,
იქ, მომავალში უფრო გენდობი,
უფრო მოგელი და უფრო გნატრობ.

ამ რწმენად მიღირს ქარის წყალობა,
თოვლის ვნება და ცდუნება ღამის,
რომ ამ სიყალბეს და წარმავლობას
გადახრის ხვალის მარადი წამი.

აქ, ენკენიის სივრცე - იოდად
ჩამოჰქცევია ნასხვისარ სითბოს.
ვითომ მტკიოდა, თუკი მტკიოდა,
თუკი მიყვარდა, მიყვარდა ვითომ.

ვაწარსულებდი დღეებს სიხარბით,
ჯვარზე გაკრული კაცის ქადილით...
სულ ყალბი იყო, რაც აქ გითხარი,
არც ეს სიცოცხლე იყო ნამდვილი...

ვერ ამოუვალ მომავალს ვალში,
ამაოდ გიძღვნი ძღვნად და გულისკვლად:
ამ ვარდს - ქაღალდის ფურცლებად გაშლილს,
ამ ცას - ხვალინდელ ზეცის დუბლიკატს.

რაც აქ გითხარი, იქ უნდა მეთქვა,
ეს სივრცე - იმ ცის ასლია მხოლოდ.
აქ ნაწილ-ნაწილ გაგროვებ ერთად,
რომ იქ სრულქმნილი გიხილო ბოლოს.

აქ ვერ აგივსე ზაფხულით უბე
და საკადრისად ვერ შეგიყვარე.
შენს მღვრიე ქარებს იქ წავჰყრი ღრუბელს
და ვარსკვლავეთსაც იქ აგიყვავებ.

თუ სიზმარ-ცხადი ღამის კანკელით
სვეგაწბილებულ მზერას გისწორებს -
შენს ლაღ ოცნებას რაც დავაკელი,
იქ გაგიცისებ და გაგი ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1023 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჩემი სიცოცხლე ვნების ქსელში ისე გაება,
ყველაფერს დავთმობ, თუ მიბრძანებს ჩემი ღვთაება
ჩემთვის მადლი ხარ თუ სასჯელი, ეს სულერთია,
მე მაინც გელი!... ლოდინი კი ჯოჯოხეთია.
ყველაფრით დაღლილს, სიკვდილიღა მიელავს თვალში,
მაგრამ ჩემს სატრფოს ვერსად ვტოვებ ამ ცოდვა-ბრალში
მიწამ თავისი მიიბაროს, დრომ კი – თავისი,
ჩემი სული კი შენია და სხვა არავისი!
შენს სიყვარულში საზრდოს პოვებს ჩემი გონება,
რადგან ხარ ჩემი აღმაფრენა და შთაგონება
ჩემმა კალამმა სასწაულის ქმნა თუ ინება,
დროს შენი ხსოვნა სუნთქვასავით დაეფინება
მე მეფე მერქვა, შენ სიზმრების იყავ ფერია,
გავიღვიძე და სანუგეშო არაფერია
ჩემს სიყვარულში გაბატონდი, როგორც მეუფე,
და, ცრუს თუ მართალს, სამუდამოდ შენ დამეუფლე
სხვას არას ვჩივი, ესღა არის ჩემი ვედრება,
რომ შენს დაკარგვას ვერაფერი ვერ შეედრება
იმედი ხმელი ფოთლებივით ეცლება ლოდინს
და შემზარავი მარტოობის ზამთარი მოდის.
ზამთარი მოდის უშენობის ბნელი ზმანებით...
მე და ოცნება შენს აჩრდილსღა ვეთაყვანებით
ბულბულიც ზოგჯერ გალობისთვის ყელს კი იღერებს,
მაგრამ თუ სატრფოს ვეღარ ხიბლავს, აღარ იმღერებს
თვალმა თუ ავი დაინახა, კარგიც მისია,
თუ სილამაზეს არ შეხედა, რის მაქნისია?!
ახლაღა ვხვდები – სიყვარული თურმე ბავშვია
და მის გაზრდამდე მოყვარენი ფრთას რომ არ შლიან
უსულო სიმთან შენმა ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1140 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დასახელება: რა უნდა გოგონას
ჟანრი: კომედია, რომანტიული,
წელი: 2003
პროდიუსერი: დენი გორდონი
ენა: რუსული
როლებში: ამანდა ბაინსი, კოლინ ფიორტი

ფილმის მიმოხილვა:
დეფნა, ჩვიდმეტი წლის, თავისუფლების მოყვარე გოგონა, მიემგზავრება ნიუ-ორკიდან ინგლისში თავისი მამის საპოვნელად, რომელიც მას არასოდეს უნახავს. მამიკო კი მდიდარი არისტოკრატი და ცნობილი პოლიტიკოსი აღმოჩნდება. ახლა დეფნას მოუწევს ელიტურ სამყაროში ცხოვრებისთვის მიეჩვიოს... მაგრამ ტკბილი ცხოვრება უამრავი სირთულეების გამო იძაბება: დეფნას მოუწევს ეტიკეტის შესწავლა, მოაწესრიგოს ურთიერთობა თავის დასთან და, ყველაზე მთავარი, - დარჩეს თავისი თავის და იდეალების ერთგული...





... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1263 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>




ყოველდღე თენდება.ის გიტარას იღებს ხელში და მიდის.ჭავჭავაძეზე, მიწისქვეშა გადასასვლელში. "სამსახურში" უნდა იმღეროს.სულ ინგლისურ სიმღერებს მღერის. რატომ? ეს მე კი არა თვითონ არ იცის.მივა,გიტარის ჩანთას ძირს დააგდებს და იმ შავ ჩანთას ვერცხლისფერი,მრგვალი რკინები ფარავენ.ყველანაირი ადამიანი ხვდება.მიწისქვეშაში ,ანუ "ქართულად" პაძემკაში კი მუდამ ისმის ადამიანების და ფეხსაცმელების ხმა.ზოგი უღიმის ზოგი უბღვერს. ის კი მაინც დგას და მღერის არავინ არ იცის რა ხდება ამ დროს მის გულში.არავინ იცის რომ მას უყვარს.ხოო ხოო უყვარს..ძალიან. უყვარს და ვერ ივიწყებს. იცის რომ თხოვდება მაგრამ მაინც უყვარს, ძალით თხოვდება მაგრამ მაინც...უნდა რომ იტიროს მაგრამ ვერ ტირის. ისევ მღერის.."Imagine"-ს და თან ფიქორბს რომ საშინლად მღერის ჯონ ლენონის სიმღერას არ უნდა მღეროდეს უნამუსოა. მაგრამ ის თხოვდება და ეს სიმღერა ალბათ ისევ უყვარს.. და მას ახსენებს ,ამიტომ მღერის.მერე ჯიბეში ხელს იყოფს და რაღაცას იღებს და უყურებს.უყურებს და ტირის.ცრემლები მოსდის მაგრამ სახე არ ეცვლება.ცდილობს დაივიწყოს მაგრამ ვერ ახერხებს.მას ალბათ უკვე საქორწილო კაბა აცვია და გული უფანცქალებს.ელოდება საქმროს და ბედნიერია.უცებ ეღიმება და ფიქრობს..ის ხომ ბედნიერია..ძალით თხოვდება მაგრამ ბედნიერია...უყვარს და მღერის...უცებ ხედავს რომ ვიღაც მორბის...გ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1131 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



წვიმს ... ყველა გარბის .თიქთოს წვიმას გაურბიან.რატომ გაურბიან? არ ვიცი...მე მიყვარს წვიმა.და არ გავურბივარ ...პირიქით, ველოდები..დაორთქლილ მინაზე ხატვაც მიყვარს...დავინახე რომ ერთი დანგრეული შენობის ფანჯრის დაორთქლილ მინაზე გული ეხატა...მეორეც მივახატე..სილამაზისთვის..მერე იქვე მაღაზიაში შევედი...რომ გამოვედი ერთ გულში ეწერა : NIKA . მე მეორეში ჩავწერე : NINI . თან აქეთ იქით ვიყურებოდი...მეგონა დავინახავდი იმას ვინც NIKA დაწერა..მაგრამ არავინ ჩანდა.

მეორე დღესაც წვიმდა...რომ გამოვედი იმ მინაზე გულები და სახელები აღარ დამხვდა. სამაგიეროდ ტელეფონის ნომერი დამხვდა ... 893 163 *** მეც მივაწერე 855 565 *** ... ძალიან მაინტერესებდა ნომრის ბოლო სამი ციფრი...ყველაფერი მოვსინჯე და ბოლოს მივაგენი...და დავრეკე...დაკავება იყო..ვიფიქრე არ არის საჭირო დარეკვა თქო და აღარ დამირეკია..

3 თვე გავიდა...არც მიცდია დარეკვა მაგრამ ყოველდღე როცა გავივლიდი იმ დანგრეულ შენობასთან მასზე ვფიქრობდი და გონებაში ვხატავდი მის პორტრეტს..მინდოდა მენახა ან დამერეკა ხმა რომ გამეგო..დარწმუნებული ვიყავი რომ სასიამოვნო ხმა ექნებოდა...ვერ ვრეკავდი...რატომ არც მე ვიცი..მინდოდა დარეკვა...

ზუსტად ერთი წლის მერე ისევ ისეთ წვიმიან დღეს დავინახე მინაზე გული რომელშიც NIKA ეწერა.. მივახატე ისევ გული და NINI ჩავწერე...მეორე დღეს ისევ 893 163*** დამხვდა და მეც ისევ მივაწ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1025 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მოდი ერთმანეთი გავაფერადოთ...
მე შენ დღეს თეთრად შეგღებავ...
მერე ტალახიანი ფეხების გულებით რომ გადაგიარო...
მოდი ერთმანეთი გავაფერადოთ...
მე შენ დღეს შავად შეგღებავ...
მერე თეთრად რომ ვითოვო შენზე...
მოდი ერთმანეთი გავაფერადოთ...
შენ რომ ის საღამო გამიფერადე... ზამთრის საღამო...
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1465 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დღეს უშენობის ვეგებები
მერამდენე სხივს,
თითქოს მძულს კიდეც გაყინული
გარიჟრაჟები,
ღამის ქარიშხალს გავუწოდებ
თითებს გაცრეცილს,
სხეულს დავტოვებ, ასე უხმოდ
გავედევნები...

დღეს უშენობის მერამდენე
სტრიქონებს დავწერ,
თუმცა სიტყვები ფერს კარგავენ
გრძნობების ფონზე,
ისე მიყვარხარ აი ახლა...
გაგიჟებამდე...
მონატრებას კი...ხიდად გავდებ
გადაჩვევამდე.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1118 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დღეს ჩემი არყოფნა იწყება აქედან,
დავგლიჯე სულ ყველა ნიღაბი მასხარის,
წუხელ შუაღამით ცამ მიწას დახედა
და მიხვდა - სიცოცხლეს ჰქონია საზღვარი.

მე უნდა დაგტოვოთ, ძნელია ატანა
ჩემი და გშორდებით, თუ შეძლებთ გამიგეთ,
ვხედავ, რომ მიწაზე დამჯდარა სატანა
და ადამიანებს ჭკუასაც არიგებს.

ატანა-სატანა, სული და გული და
კიდევ რამდენია, რაც ყელში ამოდის,
მომბეზრდა ყოველდღე დაწყება ნულიდან,
ჰოდა, გაიხილე სიკვდილო, გამოდი.

მორჩა და გათავდა, ეს არი, რაც არი,
იქითაც, აქეთაც, ცხოვრება მისია,
უჩემო სიცოცხლეს აყარეთ ნაცარი,
მე მაინც ამქვეყნად ვიყავი ნისიად..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1122 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ის, რომ ის ის არის,
ის, რომ შენ შენა ხარ,
ის , რომ მე მე მქვია,
ნეტავ არ მენახა!
არა, მე არა ვარ,
საშიში ურჩხული
და ამას არ უნდა
ბევრის თქმა, ჩურჩული.
ნეტავი რა არის
ჩემთვის უმთავრესი?
მე ლექსის მთლელი ვარ?

კალამი სალესი?
ნეტავი ვინა ვარ?
ან თუ ვარ საეთოდ?
ადვილი არ არის
ამ ფიქრით გაერთო.
მაგრამ ამ დროისთვის,
ვარ ძლიერ დაღლილი
და ძილი მწყურია,
მშვიდი და ადვილი.
ზოლია გამყოფი,
ჯდომის და დგომისაც,
მე, შენ, ის, ჩვენ, თქვენ და
ისინის შორისაც!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1029 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჩუმი იდუმალებით მოსილ ქუჩაზე ერთადერთი ლამპიონი ანათებდა,ანათებდა თუმცა გეგონაბოდა აი, აი ახლა ჩაქრებაო. სადღაც შორს სიო ზუზუნებდა და სადარბაზოს კარებს ოდნავ აჭრიალებდა. მთვარეც არსად ჩანდა , თითქოს გამქრალიყო, გაბუტვოდა ამ ცხოვრებას. Eერთადერთი ვარსკვლავი ანათებდა , კაშკაშად და მკვეთრად. ვინ იცის იმ ვარსკლავის დაბლა, დედამიწაზე რა ხდებოდა.
ცივი, სუსხიანი ღამე იყო, როგორც ჩანს ქუჩაში არავინ დადიოდა, მხოლოდ იმ ადგილას ხდებოდა ყველაფერი.
- Gგეყოფა კესო, ნუ ტირი ნუ!
- ხო მაგრამ ნიკუშა შენ მე...…-სიტყვა გაწყვიტა გოგონამ და ისევ ზლუქუნი დაიწყო.
- ღა კესო რა? Mმე შენ მიყვარხარ.
- სტყუ, სტყუი!- თქვა კესომ და ხელები სახეზე აიფარა.
- Kკესო, მე შენ მიყვარხარ. Mმთელი არსებით. Mმიყვარს შენი სუნთქვა, შენი თვალები, შენი სული…. Mმე შენი ყველაფერი მიყვარს.
-მეც, მეც ნიკუშა მაგრამ...…- ასე გაგრდძელდა კარგი ხანი, ნიკა და კესო ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ და ამავე დროს ესიყვარულებოდნენ.
Kკესო 15 წლის ლამაზი გოგონა იყო. მაღალი, ქერა, ზგვისფერთვალება, ლამაზი ცხვირით,ტანითა და ფეხებით. მის უბანში თითქმის ყველას მოსწონდა იგი, მაგრამ როგორც ხედავთ მისი რჩეული ნიკა აგმოჩნდა.
ნიკაც არ იყო ცუდი ბიჭი. სიმპათიური, მაღალი, მრავლისმეტყველი თვალებითა და საყვარელი სახით.
ერთი სიტყვით რომ ვთქვათ კესო და ნიკა უკვე ორი წელია შეყვარებულები იყვნენ და თითქმის ყოველთვის კინკლაობდნენ. ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1103 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე შენ არ გიცნობ და ალბათ ვერც ვერასოდეს გაგიცნობ. არც ის ვიცი რა იმალება შენს ხმაში, შენს ხმაში და სიტყვებში, შენს ხმაში, ღიმილში, დაუჯერებელია მაგრამ მიყვარხარ, მაგრამ გჯეროდეს გასაკვირი არაფერია. ვიცი არც იმას დაიჯერებ რომ გაღმერთებ, რომ ხატებში შენს სახეს ვხედავ. სახე რომელიც უცხოა და ამავე დროს ნაცნობი. შენ უცაბედად შემოიჭერი ჩემს ცხოვრებაში და ყველაფერი ისე შეცვალე არც არაფერი გიკითხია. მოულოდნელად ჩემი ცხოვრების ღმერთი გახდი. არ ვიცი ასე მოულოდნელად როგორ შემიყვარდი, როგორ დაიმონე ჩემი გული. ნუთუ ერთმანეთისათვის ასეტი უცხოები დავრჩებით? ნუთუ არასოდეს მეღირსება შენი თვალების, შენი ღიმილის დანახვა? ნუთუ მხოლოდ პიქრებსჰი მეცოდინება როგორი ხარ?
არ ვიცი რატომ უნდა მიყვარდე, რატომ უნდა გაღმერთებდე როდესაც ისიც კი არ ვიცი რა მოელის გრძნობას რომელიც უცაბედად დაიბადა ჩემს გულში. ნუთუ დავიტანჯები? ნუთუ ცალმხრივი სიყვარული მარგუნა ღმერთმა ბედად რაც ყოველთვის წარმოუდგენელი მეგონა? შენ ჩემთვის მიუწვდომელი მწვერვალი ხარ. შენ ჩემთვის ოცნება ხარ რომელიც ვიცი რომ არასდროს ახდება.

ახლა ღამეა. მშვიდი ღამე. მე კი ვზივარ და ვწერ როგორ მიყვარხარ და ვიტანჯები უშენოდ. თვალებს ვხუჭავ და ფიქრებში წარმოგიდგენ რომ ჩემთან ხარ. მესმის შენი სუნთქვა და სიტყვები. მანუგეშებენ, არ მტანჯავ, არ თელავენ გრძნობას, გაღმერთებენ, მაგრამ ვახელ თვალებს და ფიქრებთან ერთად შენც ქრები. და აი დაეცა ცრემლის ერთი წვეტი პურცელს. ეს ჩემი პირველი ცრემლია, რომელიც შენ გეკუთვნის. მიყვარხარ სიც ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1134 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გაზაფხული? ეს ყველაზე ლამაზი სეზონია წელიწადის დროებს შორის. ამ დროს ყველაფერს ხალისი ეძლევა, ზამთრისგან დატყვევებულ ბუნებას ბორკილები ეხსნება და ჰაერსჰი ნავარდობს.
გაზაფხული აცოცხლებს ყველა სულიერ არსებას. ჰაერში მუდამ საოცარი სურნელი ტრიალებს. ფანჯრიდან გაიხედავ და გარეთ გასეირნება მოგინდება. სწრაპად ჩაიცვამ პეხსაცმელს, თხელ ქურთუკს სჰემოიცვავ და გახვალ გარეთ სადაც ნამვილი სამოთხეა. გაივლი მანდზილს და მიხვდები რომ ამას არაფერი სჯობს. სადგაც შორიდან მოვლენ ფიქრები და დაიწყებენ შენს თავში ხეტიალს.
ოცნებისგან დაღლილი ამოისუნთქებ და სასურველ სურნელს შეიგრძნობ. გვერდზე გაიხედავ და ხეებზე პატარა კვირტებს დაინახავ, სადღაც შორს ვიღაც ბიცჰი გოგონას ყვავილებს ჩუქნის. ეს გაზაფხულის ყვავილებია. ამაზე ლამაზი არაფერია. ზამთრის თეთრი ქურქი ყველაპერს გაუხდია და მწვანედ შეღებილა სამყარო.
იპოვი სადღაც მიტოვებულ მინდორს, დაჯდები და დაიწყებ ფიქრს მომავალზე.
გაზაფხული ეს ის დროა როდესაც ადამიანების გრძნობები თავ აშვებულნი არიან.მერე მოწყვეტ ყვავილს და სეიგრძნობ მის არაჩვეულებრივ სურნელს. ყურში თითქოს ჩიტები გეჩურჩულებიან
"გამარჯობა ეს მე ვარ გაზაფხული, მომენატრე და შენტან მოვედი” შენც ბედნიერი ისმენ ამ ყველაფერს. თავს მარტოდ გრძნობ მაგრამ გაზაფხული ხომ შენთან ერთადაა? შენ ოღონდ სურვილი ჩაიფიქრე და ის აუხდენელ ოცნებასაც აგიხდენს. გადის დრო შენ ისევ მინდვრის სურნელით ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1789 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


შემოდგომაა... ქარი ზამთრისთვის ემზადება და წინასწარ სინჯავს მის ძალებს... სული შეუბერა ხეებს... და მოსწყდა რამდენიმე გაყვითლებული ფოთოლი... ქარმა მათ ძირს დავარდნა არ აცადა, აიტაცა ზევით, გაეთამაშა, ეკეკლუცა, ფრთა დაატოლა, მაგრამ... თრთოლა შეატყო საცოდავ ფოთოლს, რომელიც მოსწყდა მშობლიურ კერას და მისთვის მეტად უჩვეულო მოგზაურობაში გაწვია სატრფომ... მაშინ ქარი მოეფერა საბრალოს... ნარნარით და ფარფატით დაეხმარა ძირს რბილად დაშვებაში, ერთიც მიელამუნა და სამუდამოდ დატოვა სატრფო...
წევს ფოთოლი გაუნძრევლად, ქუჩაში კი ხალხი ირევა... შრიალებენ უმწეო ფოთლები მათ ფეხქვეშ და ასე ყვებიან თავიანთი ხანმოკლე სიცოცხლის ამბებს, მაგრამ მათ არავინ უსმენს... არავინ გამოსულა ქუჩაში იმისათვის, რომ ფოთლების შრიალისთვის მოესმინა და გაეგო ფოთლისა და ქარის თავბრუდამხვევი მოგზაურობის ამბავი... ყველას თავისი საქმე აქვს და აბა, ფოთლის ცხოვრება ვის აინტერესებს?
აი, ამიტომ კვდება ფოთოლი, როცა დაბლა ეშვება... კვდება მარტოსული... ახალგაზრდაა, მაგრამ მაინც კვდება... "სიკვდილი, ხომ სიბერესთან ერთად კი არა, დავიწყებასთან ერთად მოდის"...

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1239 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შორს, სადღაც შორს ერთმანეთისგან დაშრებული ბედი დანავარდობდა. Aამ ყველაფერს შეეძლო ოთხი ადამიანის სიცოცხლე Gგაეხარებინა... თეკო და სალი დიდიხანია დაქალები იყვნენ და ერთმანეთს არაფერს უმალავდნენ,თითქმის დებივით უყვარდათ Eერთი-მეორე.
-თეკ, გოგო ვიზმენდები, რა მაგარია ხვალ სკოლის პირველი დღე.
- ხო სალ, ვაიმე უეჭ ახალი ბიჭები,ზმანები,სიყვარულები
- კაია,თე მაგარია... ნეტა ამ წელლს რა მოხდება?
- რავი რა უნდა მოხდეს...
- რავი არც არაფერი. ხვალ იმ კაბას ვიცვამ.
- აუ შენ რა ქალი იქნები
- ხოოო... – ასე გაგრძელდა თითქმის Mმთელი ღამე, როგორც სალი ამბობდა გოგოები შოკში იყვნენ.
სალის და თეკოს ძალიან უნდოდათ სკოლის პირველი დღე, თუმცა ჩვენთან კიდევ ორი მთავარი გმირია:
- ალო, უკაცრავად ბექას სთხოვეთ?
- ახლავე... Bბექა მოდი... ალო გისმენთ
- ხო ბექ გისმენ
- ვა გიო რავა ხარ?
- რავი შენ შეჩ?
- რავი... ჰა ემზადები ხვალისთვის?
- იასნად.ახალი სკოლა,გოგოები,სიყვარული
- ძმანები დაგავიწყდა შეჩემა.
- ა ხოო...- ასე გაგრძელდა ღამემდე. ბექას და გიოს ხვალ ახალი სკოლა ელოდა.
როგორც იქნა დადგა სანატრელი 14 სექტემბერი.
"თეკო დედი გაიღვიძე”-ესეთი დიალოგები დაიწყო უკვე ...
- ჰა სალი, გაიღვიძე გოგ?
- კი თე შენ?
- არა მძინარე გელაპარაკები- და თეკომ გადაიხარხარა
- ხო გოგო ეხლა ვემზადები და დღეს მამაჩემს მივყავართ და დაგირეკავ და ჩამო
... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1328 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე დაგინახე მწუხრის ჟამს წუხელ,
ჩემთან მოჰყავდი ღამეს ქარიანს,
ამ საიდუმლოს მხოლოდ ლექსს ვუმხელ,
შენ წუხელ გავდი დედა მარიამს.
ეს ცხადი იყო თუ, მოლანდება,
ფერად სიზმარში გადახვეწილი,
ერთი ბნელი დღე ისევ ღამდება,
კვლავ სამყაროდან ვარ მოკვეთილი.
ვიცი ძვირფასო, ჩემთან ძნელია,
ვიცი, რომ სულ სხვას მივყვები სავალს,
მაგრამ თვალები შენი სველია,
და ტირი კვლავ ჩემს თავგადასავალს.
მაგ მწვანე თვალებს და ცისფერ თავშალს,
თავშალსშენახებ ნაწნავის შრიალს,
ოლარდადებულ გულს,გადანაშალს,
ჩემს ველურ სულში ვუგებ აშრიალს.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1207 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კვირა, 2024-12-22, 8:33 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024