მთავარი » 2010 » თებერვალი » 17 » * * * * * * * *
|
ძველი დღეების საძვალეს ათოვს და ჩემთან ერთად ცივათ ფანტელებს. მე მეშინია ჩემო ძვირფასო, შენი ნაბიჟის ხმა შემაშველე. ო, რა ამაოდ გადავითვალე დღენი მიწისგან დანავალები, მე გარიჯრაჯზე გარდავიცვალე და კარებისკენ დამრჩა თვალები. შენ არ მოხვედი ცა იყო თეთრი და აჯრჯოლებდათ ფრთოსან ასულებს, რომ მოსულიყავ მე გაგიმხელდი, სიზმარს, რომელიც ვერ დავასრულე. დამიჭკნა შენგან გამოყოლილი უუნაზესი ყვავილი ფიცის. ეხ არ ღირს არ ღირს, არ ღირს ლოდინი, არ ღირს და მაინც მე მაინც ვიცდი. აღარ დავსტირი დამსხვრეულ კერპებს, არ მენანება ყოფნის შორეთი. ო ერთხელ მაინც თუნდაც ერთ წამით მოდი და ჩუმად მითხარ მოვედი. ჯამი დაგაყრის წარსულს ისრებად და შეგაწუხებს ღამეთაწყება, ეს ბოლოს,როცა მზე შემოდგომის გარდაიცვლება და შეგცივდება. მე მეშინოდა ზამთართ არულის და ეს ზმანება აცხადდა ახლაც ვინ დამანათლა მე სიყვარული და მარტოობა ვინ დამანათლა. ააწრიალებს წუხილი ქარებს და აჩრდილები სადღაც მიდიან. მეც აჩრდილი ვარ რას დაგიშავებ, მოგეფერები ნუ გეშინია. ვინ დააყარა თოვლი ყვავილებს ვინ აურია საღამოები. მე ახლა ვიცი საით წავიდე, ოღონდ არ ვიცი რატომ მოვედი. მახსოვს ბილიკებს თოვლი ეფარა და ყოველივე მოხდა შემთხვევით მე მაინც, მაინც მოვალ შენთან და ფიფქით გათოშილ თვალებს ვემთხვევი. მე ისიც ვიცი რატომ არ მოხვალ და სად ზარები რატომ შფოთავდნენ უუნათლესი მზენი გვწყალობენ, გღლის წარსული და ელი მოსასვლელს ახლა ზამთარი ყუთში ჩამალულ ფიფქების ბანქოს თავისთვის იშლის მე რა ვიცოდი კაცის სიყვარულს რომ უნდა ახლდეს დაკარგვის შიში/ მე რა ვიცოდი ფარსი ფერების ბოლოსდაბოლოს გზა რომ ორდება რომ შარშანდელი ფოთოლცვენები დამაცხრებოდნენ ყვითელ ორბებად რომ მირაჯები ასე მთავრდება და სინანულად არ ღირს სხეული. ძვირფასო ჩემი შემოღამება არ იქნებოდა ასე ეული შორს გარიჯრაჯის ზარები რეკენ და ზამთრის შოლტზე იფნები..
|
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ |
ნანახია: 1330 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 34 სტუმარი: 34 მომხმარებელი: 0 |
|
|