მთავარი » 2010 » თებერვალი » 13
Прогулка по Парижу 1 სთ 30 წთ ჟანრი: მელოდრამა, რუსული პოსტერები გამოშვება: 24 იანვარი 2010 რეჟისორი: დიმიტრი ტომაშპოლსკი სტუდია: არჩი–ფილმი როლებში: ეკატერინა გუსევა, ვიაჩესლავ რაზბეგაევი, ლარისა უდოვიჩენკო, იგორ იასულოვიჩი, ალექსეი აბაშკინი, მაქს მორელი
ფილმის მიმოხილვა ახალგაზრდა ქალი პარიზში მიფრინავს, სადაც მამაკაცს ხვდება. პირველი შეხვედრა უცნაურ გარემოში ვითარდება. ის დაჭრილია, და ქალი მას დახმარებას უწევს, რის შემდეგაც გარკვეულ დროს მასთან ატარებს. და იბადება გრძნობები...
|
ჩემი ფიქრები მდუმარეა, როგორც ოდესღაც... ჩემი შენდამი სიყვარული იყო მდუმარი... მე ვარ დადგმული... უნიჭო და უხმო მორესკა, მე ვარ სცენაზე... მოთამაშე უხმო სტუმარი...
მე მესმის ფიქრის, დღემდე მესმის... როგორც ოდესღაც... ვარ არ შემგდარი მსახიობი, ასე მგონია... მე ვარ დადგმული... უნიჭო და უხმო მორესკა... და ოცნებების, სიყვარულის, ვარ აგონია...
ისევ ვიმღერებ, მე შენს გამო ისე ვიმღერებ... ისე ვიცეკვებ... ავაღელვებ ნოტებს ბგერებით... ისევ მოგიძღვნი, უნიჭო და უხმო სიმღერებს... და ოცნებებით, სიყვარულით მოგეფერები...
ჩემი ფიქრები მდუმარეა, მაინც ვიმღერებ... მაინც ვიცეკვებ... თუნდაც ცეკვა იყოს მდუმარი.... მე ვარ დადგმული, უნიჭო და უხმო მორესკა... და შენს ფიქრებთან მოთამაშე... უცხო სტუმარი...
|
დღესაც ცხოვრება ბალამუტი ნერვებს მიშლიდა, გაბურულია ცა და წვიმამ მიწა დალაქა, მე ისევ მაგრად მენატრება შენი სიმშვიდე და ისევ მინდა გავერიდო დღეთა ბალაგანს.
მინდა ერთხელაც მივატოვო ეს დედამიწა, ეს ერთი დიდი სისულელე, სრული აბსურდი, დოგმადქცეული მოძღვრებები აღარ დავიცვა და ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცა გავქურდო.
ახლაც შენს გარდა ყველაფერი არის მირაჟი, ცაშიც, მიწაზეც და ნერვებშიც მხოლოდ შენა ხარ, გთხოვ, მიმიღე და დამაჩოქე უფლის წინაშე და ეგ თითები ამ არეულ სულზე შემახე.
სადღაც ღამდება, მოვდევ ქუჩებს, დრო არ ისვენებს, იქნებ ამ ღამემ გათენება აღარც გარისკოს, სანამ თვალებში ამოძრავებს გუგებს სისველე, გთხოვ, კიდევ ერთხელ დაუკარი ჩემთვის სტრავინსკი..
|
100 %
რა იდუმალი ხარ!_ მარტივად ამბობ და... მარტო ქარისცემა არღვევს იდილიას, პალმის სიმწვანეზე წყლის გუნდა დაგორდა, (რამდენი ხანია, აღარ მიტირია). და მშვიდად გიყვები უძილო სიზმრებზე, უსიზმრო ღამეებს ფიქრად რომ სდიოდა, (ამ დროს სინანულიც ყოფილა მიზერი) ირიბად მივყვებით მძივს სანაპიროთა. მაოცებ, მაოცებ თვალების ღიმილით, (ირგვლივ თოლიების აურზაურია) ეს ტალღაც ტალღაში რა უცბად ირევა, რა უცებ, რა უცებ, სულსწრაფად, სრულიად. მაცდურად მიყურებ ასე ოცნებიანს, ბავშვივით გულჩვილს და ქალურად ვნებიანს, ვგრძნობ, რომ ეს სიგიჟის ასი პროცენტია, ცის ყველა ვარსკვლავი უთუოდ ჩვენია. რა იდუმალი ხარ!_ მარტივად ამბობ და... ქარვისფერ ქალაქში ზღვა და ინტიმია, ნავი ნამთვრალევი კაცივით აბორგდა, მე კი გაგამუზე (რა გასაკვირია!).
|
მე მიყვარს, როდესაც არაფერს განვიცდი, თითქოსდა, მარტივად ველი ჩემს დასასრულს, და ვიცი, წასვლის წინ, ზღურბლს აქეთ დაგიცდი, რომ ერთად გადავცდეთ მიწიერ გაზაფხულს.
მე მიყვარს, როდესაც ფიქრისგან დაცლილი ვდგავარ და იმ ფრაზებს, რომლებიც დავფანტე ლექსებში, დავცინი, მერე კი ცინიზმსაც დავცინი, ჯინაზე.
და რომ მენატრები, მიყვარს ეს შეგრძნება, მიყვარს დახრჩობამდე, შეშლაა ნამდვილი, როდესაც სუნთქვაც კი საშინლად მბეზრდება, და ტვინშიც ფესვს იდგამს სიგიჟის ადგილი.
მე მიყვარს, როდესაც ზიხარ და მომელი... იმ რეალობაზე, ადრე რომ გაგვწირა, ორივეს იმდენი გვაქვს საამბობელი, გავჩუმდეთ, ან, თუნდაც, დუმილსაც ვკრათ წიხლი.
მე მიყვარს, სიტყვით რომ ვამცირებთ მანძილებს, თითქოსდა, მარტივად, ხელებით, გულებით უხმოდ, ხან ხმაურით, სიცოცხლეს ვამძიმებთ და სიკვდილს ვაშიშვლებთ, ვამცირებ....
|
ბარები დაკეტეს, ქალაქი ჩუმია, ცარიელ ქუჩებში ძუნძულებს ავდარი;
კაშნეზე იაფი თამბაქოს სუნია და ჩემი ოცნება ღრუბლებო მანდ არი!
სადღაც სიახლოვე დაირღვა ტანგოში, ვიღაცამ უსიტყვოდ ვიღაცა დატოვა, მგზავრები დავკარგე და ახლა ვაგონში ყველაფრით, ყველასთვის, ყველაზე მარტო ვარ.
ფილმივით აეწყო წვიმაში კადრები, გალუმპულ ჭადართან ლამპიონს ეძინა; არსად პოეზია, აღარსად მხატვრები სამყაროს მათგან ხომ ღიმილი ეწყინა.
დღეები ერთმანეთს გვანან და არ ჯერათ ჰაერშიც იგივე ნოემბრის სუსხია ყვავილებს სუნთქვა რომ თოვლის ქვეშ ჩარჩებათ შენს შემოსაშვებად დავტოვებ სულს ღიად.
არ დააგვიანო ნაბიჯი ტანგოში, წვიმაში ვიცეკვოთ, ქალაქი ჩუმია, მგზავრები დავკარგე და ახლა ვაგონში
მარტო ვარ, იაფი თამბაქოს სუნია...
|
A Lot Like Love 1 სთ 47 წთ ჟანრი: დრამა, კომედია, მელოდრამა პოსტერები გამოშვება: 21 აპრილი 2005 რეჟისორი: ნაიჯელ ქოული სტუდია: ტაჩსტოუნ პიქჩერზი, ბეკონ ფიქჩერზი, ქევინ მესიკ პროდაქშენსი როლებში: ეშტონ ხოლმსი, ამანდა პიტი, კეტრინ ჰანი, ქელ პენი, ალი ლარტერი
ფილმის მიმოხილვა ახალგაზრდა მამაკაცი და ქალი ერთმანეთს თვითმფრინავში გაიცნობენ, მაგრამ მალევე დაშორდებიან. შვიდი მომდევნო წლის განმავლობაში ისინი ხან ხვდებიან, ხან კვლავ შორდებიან ერთმანეთს. და მხოლოდ დიდი ხნის მერე ხვდებიან, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ერთმანეთს ეძებდნენ და ის, რაც სრული მოულოდნელობა ეგონათ, სინამდვილეში - სიყვარულია...
|
ნამდვილი სახელი: სარა რემერი (Sarah Roemer) დაბადების თარიღი: 28 აგვისტო 1984 დაბადების ადგილი: სან დიეგო, კალიფორნია, აშშ პროფესია: მსახიობი სიმაღლე: 1.71 მ
ბიოგრაფია შეუდარებელი სილამაზით და საოცარი ნიჭით სარა რემერი მალე გადაიქვა ერთერთ წარმატებულ დამწყებ მსახიობად. სარა რემერის პირველი კინოდებიუტი იყო როლი ფილმში "წყევლა 2", რომელშიც ის ლეისის როლს ასრულებდა, ამერიკელი სტუდენტის, რომელიც წყევლის მსხვერპლი გახდა. 2008 წელს მონაწილეობა მიიღო ფილმის "'Asylum" გადაღებებში. ამ ფილმში მან მედისონის როლი შეასრულა – კოლეჯის სტუდენტის. სარა რემერი ყოველთვის იყო სპორტით გატაცებული, 15 წლის ასაკში კი სამოდელო ბიზნესში დაიწყო კარიერა. დღეს–დღეობით სარა ლოს–ანჟელესში ცხოვრობს, სადაც თავისუფალ დროს ვინდსერფინგით და ცხენზე ჯირითითაა დაკავებული.
კინოები : 1 ოქროს კარი (2009) Falling Up 2 ხატიკო – ყველაზე ერთ
...
Read More
|
მთარგმნე თითებით დღეს მხოლოდ შენთვის გადავშალე ჩემი სხეულის უხილავი სხვისთვის ფურცლები, სავსე სიშიშვლით
პარიზულია ეს წვიმები და არომატიც მოფრანგულო დაჰკრავს ხასიათს, ამინდებივით იზმორება ვნება სიბილწის სისხლში, მოდი და ამომაშრე სანამ სხვა გვერდზე, ლონდონურ ჯანღში დაგეკარგოს ჩემი სურვილი.
კოცნით დაკაწრე გამომშრალი თხელი ტუჩები, უდაბნოს ცხელი ნაქარევით რომ შეილესა და მარტოობით უწყლოობა სჭირდა სასჯელად.
ლაყუჩებიდან ცხელი სუნთქვით ამაცალე სულყველა ვნება, სულყველა სიტყვა შენს სუნთქვასთან ნამუსაყრილი ჩემში გველივით რომ იზლაზნება, და ყველა კვნესა თავდაკარგული ფილტვებიდან ნაწილ-ნაწილ რომ იბოლქვება.
მთარგმნე თითებით დღეს მხოლოდ შენთვის გადავშალე ჩემი სხეულის უხილავი სხვისთვის ფურცლები, სანამ მომბერზდი ესპანური ტემპერამნენტით... სანამ შენი ვარ
მთარგმნე თითებით..
|
მოდი...ხელისგულზე წავიკითხო შენი ხაზები... მოდი...წავშალო ,გადავწერო ფიქრის ფრაზები... მოდი,უბრალოდ გაგაღიმო მარტის სამოსთან... რით გიმსახურებ ასეთ თბილს და ასეთ საოცარს?! მოდი,დილამდე გაგიყვანო გაღმა ნაპირზე, მგონი ამინდიც აირია, წვიმას აპირებს... გუბე-გუბეებს გამოვტაცო შენი ნარეკლი... და დაგამსგავსო მჭადს, კეციდან ახლადარეკილს... მოდი უბრალოდ დაგიწერო ლექსი მარტივი... გადამერიო მერე, მინდა, გიჟი მარტივით!
|
ისევ წვიმაა… მგონი კედეც ვგავართ ერთმანეთს მე და წვეთები, მე და სიჩუმე თუ მე და სევდა… ერთნაირი გვაქვს- გამჭირვალე- სული თუ ელდა… მოწყენაც თითქოს ერთნაირი ვისწავლეთ, ხედავ? ის ტირის ახლა მეც თვალებზე მადგება ცრემლი და ამ დამქანცველ, უსაგნო გლოვას ვერაფრით ვშველი… მაინც ვაგროვებ ყველა მარცვალს სუსტი პეშვებით, მერე მეც წვიმად ვიქცევი და ციდან ვეშვები. და შენთან მოვა მ ხ ო ლ ო დ ე რ თ ხ ე ლ ფერადი თქეში, ჩაგისახლდება სულში, გულში, თვალებში, თმებში… მწვანე წვეთები-(ჩემი მზერა) შენს ხელებს შეშლის… მოგეფერები მხოლოდ ასე, წვიმად ქცეული და ჩემი ბინა დღეს იქნება შენი სხეული… გაოგნებული, დარდიანი და დაბნეული…
|
ვერცხლისწყალი ვარ შენს ხელისგულზე... თავს ირთობ როგორც კრიალოსანზე... მშლი...მკრიბავ... მშლი...მკრიბავ... მეც ვლივლივებ, მიხარია... შენთვის ვიშლები და ვიკრიბები... ჩამოგეძინა... ხელი დაგეშვა... ჩამოგიცურდი და დავიფანტე... წვრილ-წვრილ წვეთებად... ცალ-ცალკე ყრია ჩემი გრძნობები... ხელ-ფეხი... სული... სხეული... გული... გთხოვ გამოფხიზლდი... შემეხე ისევ... შემკრიბე შენში... გ ა მ ა მ თ ლ ი ა ნ ე...
|
ხვალ სპეკტაკლია, ვითამაშებ ისევ დონ კიხოტს. დილიდან ისევ უცხო კაცის ტყავში შევძვრები. ეს ცხოვრებაც ხომ სპეკტაკლია უსათაურო. ვინ ვის თამაშობს ვერც გაიგებ, ნურც შეეცდები.
ვინ ვის თამაშობს ვერც გაიგებ, ნურც შეეცდები, რადგან რეჟისორს დაავიწყდა განაწილება. გამნათებელი: მზე და მთვარე, რადისტი: არ გვყავს. ანტრაქტი: ძილი, დილით ფარდა ისევ იღება.
მე ჩემს თეატრში კულისები დავანგრევინე. რაც სცენაზე ჩანს მხოლოდ ის ვარ სხვა სახე არ მაქვს. და პარტერიდან წამოსროლილ მე თქვენს რემარკებს. ძაღლად არ ვაგდებ, თუმც ვინახავ და მოღმად დამაქვს.
მე ერთადერთი თეატრი ვარ სადაც არ უყვართ. რადგან ეს ხმები, პარტერიდან სურვილს მიკლავენ. მე ერთადერთი თეატრი ვარ სადაც სულ ბნელა. და სცენის ბოლოს, გამოსვლებში ტაშს არ მიკრავენ.
სხვისი გრძნობებით მე ცხოვრება ღმერთმა მომკითხოს. ხვალ გათენდება? ვითამაშებ ისევ დონ კიხოტს...
|
ღამემ ჩაიწერა შავი კლავიშებით, სიზმარგათელილი ხედვა აგონიის, ჩემში დაბეტონდა ფესვი მოწყვეტილი, რაფას შეყუჟული ხმელი ბეგონიის. კარი შემოლეწა სულში შემოდგომამ, ქარი ფოთლებისგან საგზურს გამომიწერს, იქით გამაქანებს, სადაც ქაოსია, სადაც ქარაშოტი დუელეს გამოიწვევს... ხომ არ მეჩვენება,ვხედავ გადაყვითლდა, ლექსებს მოყოლილი მძაფრი შეგრდძნებები, სივცრე დაემსგავსა მდიდრულ ზარაფხანას, მე კი მაინც ვტირი ,წარსულს ვერ ველევი. ძალა აღარ შემრჩა სულში ავამღერო შენი მონატრების მშვიდი სიმფონია, ისე მიერთგულე როგორც ბებრის კოჟრი, მგონი ბავშვურობა ჩვენი სინდრომია...
|
მოდი, ამ საღამოს თითიც არ შემახო. ზურგით მოგეყრდნობი გულის საპირესთან. ხმა არ ამოვიღოთ, სიტყვა არ ვიწამლოთ, ბუხარს შევუკეთოთ ფუჭი დაპირება.
ყველა დამუხტული ბგერის ვიბრაცია, ცივი კონიაკის ლაციცს შევუხამოთ, ჭიქას ჩავაწუროთ ჩვენი სურვილი და ყალბი გულგრილობის კედელს მივახალოთ!..
კედელს მივახალოთ, წელში გადავტეხოთ, ყველა შეხება და ვნების გაფიქრება, ჩუმად დავინანოთ უხმო დიალოგის სევდაშეპარული კერპი ახირება.
ხუთი გრძნობა მაინც დუმილს ვანაცვალოთ... (ვიცი,ხვალ მოგელის სულ სხვა ზიარება). მოდი, შენი დარდი თმებში ჩამაბნიე, ეკლად მომახვიე გულის იარები...
მერე, კანს ატკეცილს, დავაბრალებ სიცხეს, სურვილს გავაპარებ ბნელი ფარეხებით... ისე მოგიყვები - ხმას არ ამოვიღებ. ისე მოგიფერებ - არც კი შეგეხები.
|
მე ვიზოგავდი შენს თავს, როგორც ძვირფას სუნამოს, შენი სურნელი - შერჩენილი კაბას შლეიფი, შენი სიტყვები- მოხვეული ყელზე სურვილი შუამავალმა თებერვალმა ისე შეიშნო, რომ ვერ გავიგე, როგორ გალხვა ყინული ხმაში, რომ ვერ შევნიშნე,სად დამთავრდა ზამთრის სავალი, შემომეფოთლა შემპარავად თამაში ტანზე, და დარჩენილი ყველა შიში ისე დამალა, რომ დაეჭვება აღარ ღირდა უკვე წვალებად, თუმც მერყეობას არომატი ჰქონდა მენთოლის... მე ყოველ ღამით გჭირდებოდი ისევ თავიდან და ყოველ დილას ჰაერივით არ გეთმობოდი, როცა შენს ალერსს, როგორც ძვირფას ფრანგულ სუნამოს, ყურის ძირებთან ვიპკურებდი უკვე თამამად, თუმცა მჯეროდა, წვეთ-წვეთობით ზღვაც დაილევა, მაინც ჯიუტად ვერ ვამჩნევდი, რომ ამ თამაშმაც, უკვე წააგო მომავალთან ყველა კამათი და სინანულით ჩამობარდნილ ეზოებს მოჰგავს, სადაც ტკივილი მწევარივით ჩამდგარა კვალში და ახლა უკვე წამალივით შენს თავს მიზოგავს
|
ჩამო! თვალებში ჩაგხედო ჩემო ბავშვობავ თავხედო.. ასკინკილათი ნარბენი სიხარულები გავხედნოთ, ოცნების ეტლში შევაბათ უდარდელობის რაშები, ისე ხმამაღლა ვიცინოთ, შვილებმა მკითხონ: რას შვები? ჩამო! ფოთლებში ვიპოვოთ თაფლივით ტკბილი თუთები და სადარბაზოს კუთხეში კოცნით გავცვითოთ ტუჩები. ჩამო! უგონოდ მთვრალებმა ლექსები ვუთხრათ სახურავს, მერე ერთმანეთს ვუამბოთ ცა ქუდად როგორ გვახურავს. ჩამო! ჩინური კეტები გრაციოზულად ვატაროთ, მუჭში გაცრილი კანაფი სხვენზე წრედ შემოვატაროთ ჩამო! მინდა რომ ვიღაცამ ისევ ჩამთვალოს სულელად ჩამო! ერთმანეთს ვახალოთ გრძნობითგამსკდარი გულები ჩამო! დილამდე ვიცეკვოთ ჩამო! მოვიქცეთ ჯაზურად ჩამო! შენ მინდა შეგჩივლო ეს, რამდენი დრო გასულა. ჩამო! წარსულის შუკებში იქნებ მივაგნოთ მეგობრებს... მ ა გ რ ა მ, შენ თურმე წ ა ს უ ლ ხ ა რ, მე რომ ... ეზოში მეგონე.
|
დილით მოგიტან გადაკეცილ მელნიან ტკივილს, რომ მარტის ფანქრით შემისწორო ფერი იების... რტოებს მოვატეხ ბაღის კართან ნაღვლიან ტირიფს და ციდან ავხვეტ ნაფეხურებს სერაფიმების.
დილით მოგიტან გადაკეცილ მელნიან ფიქრებს, რომ სხეულებში სხვაზე მეტად იყოს სულობა. ზამთრის ნებართვით მოვიძიებ ერთნაირ ფიფქებს, იმდენს,რომ ქალაქს დაეტყობა გაზაფხულობა.
დილით მოგიტან გადაკეცილ ბინდისფერ თვალებს, დილით მოგიტან კონტურების წითელ ნაპირებს, ოღონდ ამჯერად ნუ მომიკლავ ამ უშნო მთვარეს, ამჯერად ღამე წერტილამდე დამიზეპირებს..
|
მამაკაცებს ხშირად უამბნიათ, რა ოინი, სიურპრიზი ან საგმირო საქმე ჩაუდენიათ შეყვარებულის გამო. ქალები კი ამ თემაზე რატომღაც დუმილს ამჯობინებდნენ. პირველმა ჩემმა ერთმა კოლეგამ გაბედა და მიამბო, რა "გმირობაც" ჩაიდინა საყვარელი მამაკაცისთვის.
5 წლის წინ, ზაფხულში ნინო გრიგოლეთში ისვენებდა, გოგაც იქ გაიცნო. თავიდან მათ ურთიერთობას საკურორტო რომანის ელფერი დაჰკრავდა, მაგრამ მალე ერთიც და მეორეც მიხვდა, რომ საქმე გაცილებით სერიოზულად იყო. - მე აუცილებლად ჩამოვალ თბილისში და შენს მშობლებს გავიცნობ, რომ შენი ხელი ვთხოვო! - უთხრა ნინოს ვაჟმა გამომგზავრების წინ და სტუმრობის დღეც დაუთქვა. გოგა ფოთში ცხოვრობდა. ქალაქში ე.წ. "ავტორიტეტად" ითვლებოდა. მართალია, არასოდეს გარეულა "შავ საქმეში", მაგრამ ნებისმიერი სადავო და საკამათო მას უნდა გაერჩია, დაედგინა, ვინ იყო მართალი და ვინ - მტყუანი. იგი სიმართლის მხარეს იდგა და ამიტომაც ენდობოდა ყველა. შეხვედრის დღე ახლოვდებოდა და ნინოს სული ელეოდა, ფორიაქობდა, დღეებს კი არა, ლამის საათებს ითვლიდა. მშობლებსაც უთხრა, ასე და ასეა ჩემი საქმე და მალე სასიძო თავს დაგიკრავთო... და აი, დადგა ნანატრი დღე. გოგამ დილის 9 საათზე დაურეკა ფოთიდან - მოვდივარ და 3 საათზე შენთან ვიქნებიო. ნინოს ლამის გული ამოვარდნოდა საგულედან... მაგრამ გახდა 3 საათი და თავისი სიტყვის პატრონი და უღალატო გოგა არ გამოჩნდა. შესრულდა 4, 5, 6 საათიც... ნინო ყ
...
Read More
|
"რა ბედნიერი ვიქნებოდი, სულ ცოტა იმედი მაინც რომ მქონდეს შენი სიყვარულის"...
ეს ამბავი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ანა პატარა გოგო იყო. უფროსი ძმის მეგობრები ხან ფორტეპიანოსთან დაასკუპებდნენ, ხან ლექსის წაკითხვას სთხოვდნენ. მერე ანა გაიზარდა, გალამაზდა და დაჭკვიანდა. ძმის მეგობრების სტუმრობისას დედასთან ერთად სამზარეულოში დაიწყო ფუსფუსი და სიამოვნებდა, როცა ბიჭები ნახელავს შეუქებდნენ. მერე მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა - ბექას ანა შეუყვარდა და ამქვეყნად ყველა და ყველაფერი დაავიწყა, ისიც, რომ ანა მისი უახლოესი მეგობრის და იყო და ამას მეგობრები არ მოუწონებდნენ. როცა გულში ვეღარ დაიტია, გოგონას გამოუტყდა, მერე მის ძმას და რამდენიმე მეგობარს... ანამ თავი შორს დაიჭირა, - ძმად მიმაჩნდი და ეგ გულში როგორ გაივლეო. ანას ძმა და მეგობრები ძალიან გაბრაზდნენ - შეგეშალაო და გარიყეს... მძიმედ გადაიტანა ეს ამბავი ბექამ. წუხდა - განა სიყვარულისთვის შეიძლება ასე დაისაჯოს კაციო? მიხვდა, დროებით მაინც უნდა გასცლოდა აქაურობას, თორემ გული გაუსკდებოდა... ადგა და დეიდაშვილთან წავიდა ბარსელონაში. გულში მაინც იმედს იტოვებდა, - იქნებ, დრომ ამდენი გაბრაზებული ადამიანის რისხვა ცოტათი მაინც შეანელოსო... ვერც სიშორემ უშველა და ვერც სხვა გარემომ. იქ კიდევ უფრო გაუჭირდა, მაგრამ გამოსავალი იპოვა - ანას მობილურით მესიჯებს უგზავნიდა, წუხილს და ფიქრებს უფრო თამამად უმხელდა... იმდენი ლამაზი სიტყვა დაგროვდა ანას უბის წიგნაკში (ქალი რის ქალია, თუ ასეთ წერილებს არ შეინახავს!), რომ
...
Read More
|
"ბარსელონაში წვიმს, მე კი შენი ფოტო სიყვარულით მავსებს"...
"მე შენ გეძებდი, სულ მენატრებოდი, ვერ გპოულობდი და ვწუხდი. აქ რომ დაგინახე, გავშეშდი, უაზროდ მოგჩერებოდი, კარგა ხანს ვერ მოვიფიქრე, რა გამეკეთებინა. მერე დავმშვიდდი და პირველი წერილიც გამოგიგზავნე... რომ მიპასუხე, სიხარულით აღარ ვიცოდი, რა მექნა.მეგონა, ჩემთან იყავი და გელაპარაკებოდი. მერე მალევე "გავშინაურდით". ბავშვობა ხომ ის ჯადოსნური ხანაა, რომელიც დიდი ხნის უნახავ ადამიანს ხელახლა თამამად დაგაახლოებს. ეკა, შენ ჩემი ერთადერთი სიყვარული ხარ. ქალებმა იცით ხოლმე ჩემნაირ მამაკაცზე თქმა: - ეს კაცი უგერგილოაო, თუკი ასე უყვარდა, როგორ არ იბრძოლა საყვარელი ქალისთვისო... დამიჯერე, ჩემს საქციელსაც აქვს გამართლება. ყველაფერს მოგვიანებით აგიხსნი. იცოდე, მართლა ძალიან მიყვარხარ, შენ ჩემი ლამაზი და ბედნიერი წარსულის უმთავრესი ნაწილი ხარ"...
ეს ელექტრონული წერილი ეკამ ორი თვის წინ მიიღო საიტზე "ოდნოკლასნიკი". განცვიფრდა. განა იმიტომ, რომ წერილი ბარსელონიდან იყო გამოგზავნილი, ბერდოსგან არ ელოდა აღსარებას. ისინი ერთ სკოლაში სწავლობდნენ. ბერდო მასზე ორი წლით უფროსი იყო, მის ყურადღებას ყველგან და ყოველ წუთს გრძნობდა. ეკას სასაცილოდ არ ჰყოფნიდა, რომ ბერდომ საკმაოდ გვიან დაიწყო ცეკვა, ჯერ სხვა ანსამბლში დახელოვნდა, მერე კი ეკასთან გადაინაცვლა.
მკაცრი ქორეოგრაფი კვირაში სამჯერ ორ-ორი საათი ტყავს აძრობ
...
Read More
|
როცა შენზე ვწერ ყველა სიტყვა უფერულდება, რადგან შენშია თავმოყრილი ყველა სიკეთე. შენ ისეთი ხარ,სიყვარულსაც კი შეშურდება, ისე კარგი ხარ ბოროტებაც ვერ გაგიმეტებს. შენში იმდენად მშვენიერი სული ბინადრობს, გზააბნეული ანგელოზიც ალბათ ინატრებს. საიდან მოხვდი ასე თბილი,ასე უბრალო. ასეთ ცოდვიან და დიდგულა დედამიწაზე. არ ვიცი ტკბილი სიზმარი ხარ თუ გაოცება, ვშიშობ ზედმეტ სიყვარულზე ცილი დამწამონ. შენებრ ლამაზად რომ შეეძლოს ყველას ცხოვრება, ალბათ სამოთხე იქნებოდა მთელი სამყარო !!!
|
დღეს ჩემი არყოფნა იწყება აქედან, დავგლიჯე სულ ყველა ნიღაბი მასხარის, წუხელ შუაღამით ცამ მიწას დახედა და მიხვდა - სიცოცხლეს ჰქონია საზღვარი.
მე უნდა დაგტოვოთ, ძნელია ატანა ჩემი და გშორდებით, თუ შეძლებთ გამიგეთ, ვხედავ, რომ მიწაზე დამჯდარა სატანა და ადამიანებს ჭკუასაც არიგებს.
ატანა-სატანა, სული და გული და კიდევ რამდენია, რაც ყელში ამოდის, მომბეზრდა ყოველდღე დაწყება ნულიდან, ჰოდა, გაიხილე სიკვდილო, გამოდი.
მორჩა და გათავდა, ეს არი, რაც არი, იქითაც, აქეთაც, ცხოვრება მისია, უჩემო სიცოცხლეს აყარეთ ნაცარი, მე მაინც ამქვეყნად ვიყავი ნისიად..
|
თუკი უკვდავება არ არსებობს, უფალს შევავედრებ შენს თავს, შევქმნათ საოცარი სიყვარული და მას უკვდავება ერქვას.
არ წამთ სიყვარულის არსებობა, და ჩვენ დავუმტკიცოთ ყველას, ჩვენი გულები რომ შევაერთეთ, ამას სიყვარული ერქვას.
თუკი მოკვდავია ყველაფერი, თუკი ვერ ვიცოცხლებთ დიდხანს, თუკი დასასრული სიკვდილია, სიკვდილს სილამაზე ერქვას.
თუკი საოცრება არ არსებობს, მომსწრე სუყველაფრის ჩვენ ვართ, შევქმნათ ხელთავიდან ყველაფერი და მას საოცრება ერქვას.
გიკვირს?! მუნჯი ვიყავ ავმეტყველდი. შენთვის ეს მინდოდა მეთქვა: დღემდე რაც შევქმენით ჩვენთვის მონატრება, "თეთრი ღამეები" ერქვას.
|
გადავიხლართეთ – სად ვმთავრდები მე და სად იწყები შენ.. ეს შენი ხელებია თუ მე გეხვევი.. ეს ჩემი გულია თუ შენ ფეთქავ.. ეს მე მაქვს შენი სუნი თუ შენ ჩემი.. მე უფრო მეტკინა თუ შენ უფრო მიხვდი.. ეს ჩემი ჰაერია თუ შენ მსუნთქავ.. ეს ჩემი ტუჩებია თუ შენ მკოცნი – სად ვმთავრდები მე და სად იწყება შენი მზერა –რომელმაც იცის რა ფერი ვარ და ღამ-ღამობით ლაქებს აშორებს ჩემს დაღლილ სხეულს…. რომელმაც იცის რამდენი ვარ და მაინც მყოფნის…………… რომ ახლომხედველს გამიმკვეთროს სილუეტები…. რომელმაც იცის რომ გავამხელ და მაინც მხედავს და შორიდანვე ამირეკლავს თავის წიაღში
და მე ვბრუნდები ყოველ ჯერზე და ყოველ ჯერზე ხელახლა ვრჩები –
ჩვენ რა ხანია გადავიხლართეთ გადავიხლართეთ...
|
დამწერე ლექსად,მაგ თითებით ფრაზა შემახე, ისე დაწერე ამ გრძნობებს,რომ ხელი არ ახლო, ეხლა ხომ ჩემთვის ყველაფერი მაინც ღმერთია და რომც დაწერო არ ვიქნები შენი არასდროს.
რაღაც მომბეზრდა ყველაფერი, დღეც სულერთია რა გათენდება ორშაბათი , თუ დილა სხვა დღის, ღამე ძილის წინ აღარ ბრაზობს მთვარემ მოკაკვა, ეხლა დავწვები და სიზმრამდე საათებს ვითვლი.
ვეღარ გავიგე ,თენდება ,თუ დილის ნისლია, ალბათ დათვლილი საათები გაცდა სიცოცხლეს, ცხოვრებას ძირში სიბერისგან წლები ულპება, რომ სულერთია ეს ცხოვრებაც ესეც იცოდე.
დამწერე ლექსად,მაგ თითებით ფრაზა შემახე, ტანზე… ხელებზე… რომ თვალებში დასველდეს უბე, ეხლა ხომ მაინც შემიყვარე და სულერთია, ჩემთვის დაწერ...ანდაც სხვისთის, ერთია უკვე...
|
უსიყვარულოდ ყმაწვილო კაცო, ნუ შეეხები ქალის ბაგეებს, თუ კი არ გიყვარს ქალი ლამაზი ნუ დაუკოცნი თვალებს და სახეს. პირველი კოცნა ნაზი გოგოსთვის არის წმინდა და ალერსიანი თუ კი არ გიყვარს ნუ გააღვიძებ სიყვარულს პირველს მის არსებაში თქვენ არას კარგავთ, თუ კი აკოცებთ კოცნა ხო თქვენთვის არაფერია მაგრამ ოდესმე თუ გიფიქრიათ პირველი კოცნა თუ რა ძნელია?! ქალი ამ კოცნას ვერ დაივიწყებს კიდეც რომ ცადოს გადავიწყება მისთვის ხომ პირველ კოცნას და ალერს მოაქვს ნანატრი, ნარნარი გრძნობა ქალი ცოდვაა როცა ტყუილით მის გრძნობებს ფეხქვეშ გათელავს ვინმე ნუღარ დასცინებთ, ნუ მოატყუებთ არ გაპატიებს ღმერთი შეცდომებს.
|
დღეს შენზე ლექსების დავიწყე შენება და ძილი მოვკალი მთვარიან ღამეში, ამჯერად სხვებისთვის ბანალურ თენებად, ჩემი ცა გეღვრება მოლურჯო თვალებში.
რამდენი სიტყვა და რამდენი ქარაგმა, დავაწყე, მერე კი უთქმელი გავუშვი, უბრალო ფრაზებმა ფურცლები დაქარგა, ვინ იცის, რამდენი შეცდომა დავუშვი.
და მაინც გრძნობები ავშალე გულიდან, იტყვიან, გავმხდარვარ ძალიან მარტივი, ლოდინი, რაც ვფანტე აქამდე უბიდან, მეყო და რატომღაც ვირევი "მარტივით”.
შენც სადღაც დაკარგე ჩვეული სიდინჯე, ალბათ გადამდებიც გახდა ხასიათი, მე კი გენებიდან დამყვება სიშიშვლე, მგონი ამ მიზეზით სულში გამიათდი.
მე და შენ თენება გვეღვრება თვალებში, ცა კი გვახვევია როგორც ამულეტი, სულელო, სიგიჟედ დამიხვალ ძარღვებში, დღეიდან გვერქმევა წყვილი ან დუეტი.
|
თორმეტზე შეჩერდა საათის ისრები, დასწყევლოს, იმედის მისხალიც არ დამრჩა, ვხვდები რომ ცოდვებით დღითიდღე ვისვრები და მინდა სასხლეტი მოვქჩო დამბაჩას.
უაზრო წამებით ერთია ღამისკენ, უშენოდ შერთვია ფიქრები წამებას, გავმხდარვარ მწყევარი საკუთარ თავის მე, საკუთარ თავის მე... გაიგოს გამგებმა.
სიცოცხლით დაღლილი თუ ხდება სამოთხეს, მზადა ვარ სასწრაფოდ შევიკრა კამარა, გამხმარი ხის ტოტი ვაი რომ ჩამოტყდეს, ძაღლივით დავრჩები მარყუჟის ამარა.
ოპტიმიზმს შევმატებ სიცოცხლის არშიას, აღარ მსურს დამბაჩის სასხლეტი დამისხლტეს, სიკვდილი რატომღაც ყოველთვის ფარსია და სწორედ ამიტომ სიცოცხლე გავრისკე.
|
ტექსტად გაქციე... გამოგკეტე 33 ასო_ბგერაში, ახლა კარს ვაღებ და გეუბნები _ გათავისუფლებ... მზის სხივებივით აიკრიფე ამ ფურცლებიდან _ სულ ასო_ასო, სულ ბგერა_ბგერა, წერტილებით და მძიმეებით, კითხვისნიშნებით... დამიტოვე თეთრი ფურცელი... წადი და დარჩი ისევ უცვლელი, თითქოს იყავი ოკეანე, კენჭი გესროლეს და არაფერი არ მომხდარა _ ყველა რგოლი გაიშალა წყლის ზედაპირზე...
აიკრიფე ანიდან და ბანიდან და განიდან და... ჰაედან... თქმულიდან და უფრო მეტად ართქმულიდან... და მაპატიე, რომ ვერასოდეს გადაგითარგმნე, რას ნიშნავდა მრავალწერტილი...
მე გაპატიებ, რომ შეგეშალე და რომ ვერასდროს ვერ გაიგე, რაზე ვყვებოდი...
|
მე და შენ ვინმე თუ შეგვადარებს, იტყვის: -არ გვანან ერთურთს ძალიან... შენ გავხარ მზიან, მომღიმარ დარებს, მე კი ღამეებს უფრო მთვარიანს.
თუ საღამოა წყნარი და მშვიდი, შენ ხარ სპეტაკი, თოვლის ფანტელი. მე მოზიდული უფრო ვარ მშვილდი ხან მღელვარე და ხან უდარდელი.
მზის პირველ სხივებს ოთახში იწვევ, მე კი თვალს ვახელ და მეზმანები. შენ ჭრელი ფრთებით ცისკენ მიიწევ, მე კი - უფსკრულში მივექანები.
შენ ყვავილების გიყვარს ტარება, მე კი ფიალა ყელამდე სავსე... რა საჭიროა სხვა შედარება?! ხედავ, პატარავ, ერთმანეთს ვავსებთ.
|
,ახლა ზამთარია, მინდა დავისვენო! ტანზე შემოვიცვა ცხელი სურვილები. . . ბუხარს მივუჯდე და ლექსი დაგიწერო, ცეცხლით დაგახურო რითმის მუნდირები. . .
კარში ორპირივით სევდა მინიავებს, სულზე მოლეკულებს ვსისხლავ ემოციად ღამე ჩუმად ოხრავს შენი გარინდებით, სხეულგანკურნული ფეთქავს პულსაცია.
ახლა აცივდება, ნამქერს გამაყოლე! კრიფე მელოდია, ყინვის ლოლოებზე! მერე ფანტელებთან სამბას ვიცეკვებ და სივრცეს შემოვსალტავ დაღლილ ხელისგულზე.
ეხლა ზამთარია, უნდა დავისვენო! ცხელი სურვილები ქარბუქს ეტანება... მგონი წარსულში ვარ - დროში გაყინული, სუნთქვაგალექსილი წლები მენანება.
|
სიცოცხლე ყვითლად და მზე ლურჯად ანათებს, სიგიჟემ სულ ყველა ნერვი ჩაითრია, ყველა ემოცია დღეს გავასამართლე და ეს დედამიწაც თქვენთვის დამითმია!
თქვენთვის უცნაური, ჩემთვის საყვარელი, დღეს ჩემი სამყაროს კედლებს ვაფერადებ, ხელებს ამოვავლებ ფერად აკვარელში, წამის მეასედებს ვითვლი გაფრენამდე...
ჩემ კუთვნილ სამყაროს ვერვინ მოწვდება და დროის ნაბიჯებიც გვერდით ჩაგვივლიან, მასში სამეფოა ლამაზ ოცნებათა, აქ ბედნიერებაც უფრო ადვილია...
ჰალუცინაცია მიწვდის ხელებს, მარჯვეს და მეც გავმეფდები მათზე სანამ დროა, სევდასთან ნერვულ ფსიქოზს გავამარჯვებ. ჰო, ეს საგიჟეთი ჩემი სამყაროა...
|
"დღეს კარნავალზე მივდივარ" თქვა ჩემმა სულმა და ჩაიცვა ჩემი სხეული... სხეული მყიფე, უკვე მწიფე, და ალაგ-ალაგ შემოხეული... არაუშავდა ისე სხეულს, ზუსტად მოერგო ის დაღლილ სულს, ნატანჯს და ეულს..
ხალხი შეგროვდა კარნავალზე ძალიან ბევრი, თავს იყრის თურმე აქ სულყველა ერი და ბერი...
ყველას აცვია შესაფერი თავის კოსტუმი... ზოგს ანგელოზის, ზოგს ეშმაკის.. ვისაც რა ართობს... სიამოვნებას სვავენ სასმელად ის ყველას ათრობს... მერე მგზნებარედ ეფიცებიან ერთურთს სიყვარულს... და ხალხს გრძნობა უცებ გაათბობს,
ბრბოში ტრიალებს ჩემი სულიც, სხეულს ისწორებს ამაყად ტანზე, და როცა ვინმე კომპლიმენტს ეტყვის, წარმოდგენა ექმნება თავზე..
"ხო, ეს ის არის... " გაიფიქრა სულმა და იქვე ანგელოზის ტყავში მჯდარ ეშმაკს ჩაუკრა თვალი... რა იცოდა უტვინო სულმა სად შეყო თავი?! მერეღა მეხვდა, რომ ნიღაბი სულსაც ჰქონია... რომ ყველაფერი ტყილია რაც მას ჰგონია...
ვენაგახსნილი ტირის სხეული: "შეხედეთ ხალხნო, სულმა რა მიყო...?!" და ამ კარნავალს ერქვა სიცოცხლე, და დასასრული სიკვდილი იყო...
|
თვალებში ჩარჩენილ ლოდინის ნაკვალევს, მოვალ და უტკბილეს კოცნებით გავფანტავ.. შენ კი ჩემს სახეზე და ხელის მტევნებზე.. გულიდან წამოსულ სიყვარულს გაბანტავ. მაცდური გრძნობებით აღსავსე სხეულით ვეხები სამყაროს და მინდა ამ განცდით, რომ ბოლო მოვუღო საკუთარ ცნობიერს... შენ მკოცნი ისე, რომ სუნთქვასაც არ მაცდი.. ფრჩხილით ემოციას ვხატავ შენს ბეჭებზე მიყვარხარ – ვამბობ და.. მერე ვჩუმდები.. არ მინდა გაჩერდე, რადგანაც ჩემს ყელზე ითვლი პულსაციას მხურვალე ტუჩებით.. სურვილით დაცვარულ ჩემს ტანსაც, თითებით საკუთრად ინიშნავ უხეში ვნებებით.. გონებას ვაძინებ კოცნის იავნანით და სუნთქვაშეკრული შენს მკლავებს ვნებდები..
|
როგორ აცივდა...შენ პიჯაკს იხდი ხო,ზუსტად იმას,მე რომ მიყვარდა... შემობრუნებულ ზურგს უთბობ რიდით, იმ ქალს,რომელსაც არც კი უყვარხარ... მე ჩემი ფიქრით ვძარცვე ქალაქი... ვაბრუნე აზრი უმისამართო შორიდან გხედავ,დგახარ თავსხმაში და შებრუნებულ პიჯაკზე დარდობ... ამწვავებ ნაფაზს,ნევროზულად ბერავ ნესტოებს... ჩამოყრილ მხრებით ეზიდები სიყვარულს სხვისას... ის მიდის სადღაც და შენ მისი გიყვარს სიშორეც... გულში იხუტებ სიმარტოვეს-მის ჩაცმულ პიჯაკს! ზუსატად ისევე,მე რომ ვყნოსავ ჩემს სხეულზე შენს დაღვრილს წარსულს და მიტოვებულ ფიგურებით ვაწყობ მომავალს.... შენ თუ სხვა გიყვარს,დამიჯერე,ის ქალი არ მძულს... სუნთქვა უშენოდ-დასასრული,ამ გულს მომიკლავს! გაყევი იმ ზურგს,უკან ერთხელ არ მოუხედავს... დაეწიე და დაუსეტყვე გული ვნებებით.. მეც ერთ თავხსმაში გულის კარებს გამოვიხურავ და შენს პიჯაკზე დარჩებიან ჩემი ხელები...
|
მეცეკვე,წამოდი ნუ გხედავ სევდისგან გამომთვრალს გვიყუროს ქუჩამ და ქვეყანამ წამოდი მეცეკვე რა მოხდა?! არ მინდა ვარდი და ხელმკლავი ამბორიც არ მინდა თითებზე წამოდი უბრალოდ მეცეკვე მუსიკა წართმეულ სიტყვებზე. არ ვტირი ,ეს წვიმამ დანამა ღაწვი და გალუმპა წამწამნი წამოდი ვიცეკვოთ...არ იცი? -დილამდე როგორმე გასწავლი. აღარ ღირს წუხილი იმაზე რომ ვეღარ ვიპოვეთ აკორდი გაჩუმდი,ნუ მეტყვი ნურაფერს წამოდი ვიცეკვოთ,წამოდი...
|
დღეს უშენობის ვეგებები მერამდენე სხივს, თითქოს მძულს კიდეც გაყინული გარიჟრაჟები, ღამის ქარიშხალს გავუწოდებ თითებს გაცრეცილს, სხეულს დავტოვებ, ასე უხმოდ გავედევნები...
დღეს უშენობის მერამდენე სტრიქონებს დავწერ, თუმცა სიტყვები ფერს კარგავენ გრძნობების ფონზე, ისე მიყვარხარ აი ახლა... გაგიჟებამდე... მონატრებას კი...ხიდად გავდებ გადაჩვევამდე.
|
ლამაზი მზიანი დილა. დილის ულამაზესი ხედი და სუნი ტრიალებს ჰაერში . ხოლო გულში კი ისევ ის მშვნეირი გრძნობაა რომელსაც ადამიანები სიყვვარულს ეძახიან .. რა ადვილად მოათავსეს ამდენი რამ ერთ სიტყვაში ... ბიჭი ფანჯარასთან მიდის იხედება სახეზე ღიმილი დაკრავს და თვალები სიხარულისგან უბრწყინავს. გადის ცოტა დრო და ბიჭი უკვე ქალაქის ლამაზ მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებში მისეირნობს . მაასთან მიდის, მთელი გულით და არსებით მისკენ მიიწევს. და აი დილიდან ნანატრი შეხვედრაც დგება .. ქალაქის რომელიღაც პატარა და მიყრუებულ ბაღში. ბიჭი ბედნიერია - გოგოც. ეხვევიან და ეხუტებიან ერთმანეთს .. სიყვარულის გრძნობაში მთლიანად ჩაფლულები ულამაზესი სიტყვებით ცდილობენ ერთმანეთის მიმართ არსებული სიყვარულის გამოხატვას. გარშემო კი ლამაზიი ბუნება რომელიც მათთან ერთად ხარობს. ბიჭი და გოგო ზიან, რაღაცას საუბრობენ და თვალები ნელნელა სულ უფრო და უფროო უბრწყინავთ. ნელნელა უახლოვდებიან ერთმანეთს .. სულ უფრო ახლოს ახლოს ... მათი ტუჩები უკვე ტითქმის ეხება ერთმანეთს .. და ........
ბიჭი იღვიძებს ..... წვიმიანი მოღრუბლული დილა.. საწოლიდან წამომდგარს ისევ ის სურათი მოხვდა თვალში რომელიც უკვე 2 თვეზე მეტია მის საწოლთან დგას .. სურათზე კი ის გოგოაა.... ბიჭი დგება ფანჯარასთან მიდის და სევდიანი მარტოსული გამოხედვით იხედება უსასრულობაში. მის თვალებში არაფერი ჩანს სევდის და წამების მეტი.. არაფერი იმის გარდა რაც მის გულშ
...
Read More
|
ჩაგეხუტები..ისევ ვიგრძნობ შენს ძლიერ მკლავებს, მხოლოდ ცოტა ხნით გავიგრძელებ მშვენიერ წამებს..
და თითქოს გული ვეღარ ასწრებს თანაბრად ფეთქვას.. მიყვარხარ მეთქი-გეუბნები,თითქოს არ მეთქვას..
დავიფერფლები..შეგადნები თოვლივით ხელში, როცა სულ ოდნავ,მაგრამ გრძნობით მეხები ყელში..
თვალდახუჭული..გაყუჩული მივენდე ძალებს, თან ვერ გიშორებ..ძალა არ მაქვს..კოცნას მაძალებ..
ტუჩის კუთხეში ვიგრძნობ უცებ დამთუთქველ სუნთქვას.. მეჩურჩულები ისეთ სიტყვებს რაც არვის უთქვამს..
ჩაგეხუტები..და შევიგრძნობ მოხვეულ მკლავებს.. მე ვერასოდეს დავივიწყებ ამ ლამაზ წამებს..
|
მე მომწონს ის, რომ თქვენ არ გიყვარვართ, არც მე მიყვარხართ და ესეც მხიბლავს, და არ არსებობს გრძნობა, რომელიც ფეხქვეშ გაგვაცლის ორივეს მიწას. მომწონს, ხუმრობა რომ შემიძლია, თბილი სიტყვებით არ გეფერებით, და არ ვწითლდები თუკი შემთხვევით შემეხებიან თქვენი ხელები. მომწონს, როდესაც გინდათ მაჩვენოთ როგორ ჩაიკრავთ ვიღაცას გულში, და არ გაღელვებთ, თუკი გაიგეთ, რომ გამოვუტყდი სხვას სიყვარულში. ღამით, ძილის წინ არ გენატრებით, არ გეღვიძებათ ჩემზე ფიქრებით, არცერთ ტაძარში არ დავდებთ ფიცს, რომ მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებით. მადლობას გიხდით რომ არსებობთ და ისე გიყვარვართ, თვითონ არ იცით გმადლობთ ხანმოკლე შეხვედრებისთვის, გმადლობთ ყოველი მშვიდი ღამისთვის. იმისთვის, მზე რომ ერთად არ გვათბობს, ღამით ვერ ვხედავთ მთვარის ავსებას, რა მოხდებოდა გყვარებოდით და მეც მხოლოდ თქვენთვის რომ მეარსება ..
|
ქარი-არ კეთილი...კარი-დაკეტილი ჰგოდებს ვიოლინო სასოწარკვეთილი, თავზე როგორც ძაძა ღამე მაფარია, ღამე ჩემი სულის ჩუმი საფარია. მიხმობს ბედისწერა თვალებანთებული მევე, ჩემი კუბო მხარზე გადებული უსამართლობისთვის გამიმეტებია, ცრემლი არ იქნება, წვიმის წვეთებია ღაწვებს რომ მიკოცნის სურვილგაცვეთილი... ზენამ დაასრულა, მწუხრის გაკვეთილი, სეზამ გამიღეო კარი დაკეტილი, ჰგოდებს ვიოლინო სასოწარკვეთილი...
|
მიჰქონდათ კუბო ეტლი ჩემი უკანასკნელი რეკავდნენ ზარებს ხარხარებდა არარაობა ვიღაცა ხსნიდა ჩაშავებულ აკლდამის კარებს და ქარი ჩემი ადვოკატი ღმერთთან დაობდა
შავი სიკვდილი ცივ ტუჩებზე ვნებით მკოცნიდა და მიხუტებდა როგორც სატრფო ხვევნა სიცილით თმებს მიწეწავდა თვალებიდან სხივებს მაცლიდა ვიყავით ორნი თეთრ კუბოში მე და სიკვდილი
ჩემს ირგვლივ იყო დანამული წამწამთა კვდომა კუბოს ზევიდან ჩამესმოდა ქალის ტირილი და ვერ გამეგო რატომ იყო ჩემს ირგვლივ გლოვა ნუთუ დააკლდათ ამ ხალხს რამე ჩემი სიკვდილით..
|
უცხო გამვლელი შენ მგონიხარ ქუჩაში ზოგჯერ, ქარვისფერი თმით, სიარულით და სუსტი მხრებით... მოვარღვევ ქუჩას, მდევარივით ფეხდაფეხ მოგდევ, მაგრამ სულ მალე ჩემს ოცნებას ემსხვრევა ფრთები. მაინც არ ვნანობ... იმ ვიღაცას მადლობას ვუთვლი, ღმერთმა ქნას, ასე განმეორდეს კიდევ და კიდევ, რადგანაც ჩემთვის ბედნიერად ითვლება წუთიც, როცა შეცდომით შენს მაგივრად ვიღაცას მივდევ!
|
ლექციების დასრულებამდე დროს ქუჩებში სიარულით კლავდა, მერე კი ისევ ჭადრის ხესთან დგებოდა და შვილის გამოჩენას ელოდა...
"იქნებ ვინმემ მისაყვედუროს, არ უნდა გეპატიებინა დედისთვისო"
ყველაფერი ერთი უცნაური შეხვედრით დაიწყო. მაშინ ნატა იურიდიული ფაკულტეტის პირველკურსელი იყო.
აპრილი ძალას იკრებდა, ახლოვდებოდა "სტუდენტური გაზაფხული-87", ნატაც მონაწილეობდა ამ კონკურსში და ლექციების შემდეგ რეპეტიციებზე რჩებოდა. კარგად მღეროდა და ცეკვავდა. მეგობრებთან ერთად ხალისობდა და სჯეროდა, მისი ფაკულტეტი გაიმარჯვებდა... ერთხელ, ლექციების შემდეგ სტუდენტები გარეთ გამოიშალნენ. ნატამ ჭადრის ხესთან ატუზული ქალი შეამჩნია. რატომღაც გვიან გაახსენდა, რომ სევდიანად მოღიმარი უცნობი ქალი გუშინაც იქ იდგა და დაჟინებით მისჩერებოდა. რატომღაც უსიამოვნო გრძნობამ შეიპყრო. მიმავალმა რამდენჯერმე მოხედა ქალს, რომელიც ნელი ნაბიჯით მიჰყვებოდა და თვალს არ აშორებდა. მეხუთე დღეს, ნატას დანახვისთანავე ჭადართან მდგომი ქალი ადგილს მოსწყდა, გაოგნებულ გოგოს მივარდა, გულში ჩაიკრა და კოცნა დაუწყო, თან ჩურჩულებდა, - ახლა აღარსად გაგიშვებ, შენ ჩემი შვილი ხარო... ნატას თვალთ დაუბნელდა და მეგობარს, თეას ხელი რომ არ შეეშველებინა, ძირს დაენარცხებოდა... გონს რომ მოვიდა, ქალს ცივად გააშვებინა ხელი - ჩემგან რა გინდათო? ქალმა ღრმად ამოისუნთქა და უთხრა: - მე შენი დედა ვარ, მაგდა მქვიაო.
წლების წინ მაგ
...
Read More
|
"ამქვეყნად სასწაულები თუ ხდებოდა, არ მეგონა. ახლა უკვე ვირწმუნე. ამ გოგო-ბიჭის ახლობლებს ვთხოვე, "კვირის პალიტრას" მივწეროთ ეს ამბავი - ყველამ გაიგოს, რა შესძლებია ნამდვილ სიყვარულს-მეთქი. ნება დამრთეს, მაგრამ ვინაობის გამჟღავნებაზე მაინც შეიკავეს თავი (ამის მიზეზს წერილით შეიტყობთ).
ნიკას ორი წლის წინ (მაშინ ის 18 წლის იყო) ლეიკოზი დაუდგინეს. სასოწარკვეთილმა მშობლებმა აღარ იცოდნენ, რა გაეკეთებინათ. გერმანიაში სამკურნალოდ წასვლა ძვირი ჯდებოდა. ტელევიზიით ანგარიშის ნომერიც გამოაცხადეს, მაგრამ თანხის ნახევარიც ვერ შეგროვდა.
ნიკას პალატაში კიდევ ერთი ავადმყოფი იწვა, რომლის სანახავადაც ხშირად დადიოდა მისი ნათესავი, 16 წლის მაიკო. გოგონა ნიკას ძალიან დაუახლოვდა. მალე ნიკა მაიკოს სიყვარულში გამოუტყდა. ისიც დასძინა, - ვიცი, ჩვენ ერთად ყოფნა არ გვიწერია, მაგრამ დღეს შენი სიყვარულით ისე ბედნიერი ვარ, ვერ ვმალავო. მთავარი კი ის იყო, რომ მაიკო არ შეშინდა - მეც მიყვარხარო...
ეს რომ მაიკოს მშობლებმა გაიგეს, კინაღამ გაგიჟდნენ. გოგონამ თავის მოძღვარს სთხოვა, შეყვარებულებისთვის ჯვარი დაეწერა. მშობლებმა გაჯიუტებულ ქალიშვილთან ვერაფერი გააწყვეს, მღვდელი საავადმყოფოში მივიდა და ქალ-ვაჟი მეგობრების თანდასწრებით შეაუღლა. სწორედ იმ დღიდან დაიწყო სასწაული. ავადმყოფობამ, არავინ რომ არ ელოდა, უკან დაიხია. ნიკა გახალისდა, მადაც მოემატა, მოძლიერდა. ქრონიკული სისუსტე სადღაც გაქრა.
მაიკო, ეს პატარა გოგო, ერთ-ერთ ბიზნესმენს შეხვდა და გერმანიაში მკურნა
...
Read More
|
evangelina lilly - 1 february
სერიალ "დაკარგულების" ვარსკვლავი ევანჯელინა ლილი 1 თებერვალს გოგონა ახარებდა ფანებს, არიგებდა ავტოგრაფებს და იღებდა სურათებს მათთან
........................
|
Ana Ivanovic Sports Illustrated Swimsuit 2010
22 წლის სერბიელი ტენისის მოთამაშე ანა ივანოვიჩი(Ana Ivanovic) /ერთ-ერთი ფოტოსესია 2010/
..............
|
................
Rosie Huntington-Whiteley
................
|
ვანკურში, 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ვარჯიშის დროს გარდაიცვალა 21 წლის მოციგურე ნოდარ ქუმარიტაშვილი იგი დიდი სიჩქარით მიდიოდა დაახლოებით 145 კმ/სთ ვეღარ შეძლო შეჩერება და შეეჯახა სვეტს, ექიმებმა გააკეთეს, რაც შეძლოთ ყველაფერი, მაგრამ დაზიანება ზედმეტად დიდი იყო.
................
ნოდარი საქართველოში, ბორჯომში დაიბადა 1988 წლის 25 ნოემბერს. გარდაცვალების თარიღად კი 20
...
Read More
|
ერთი კუ და ერთი მორიელი დაძმობილდნენ; გაუდგნენ გზას. შეხვდათ წყალი. მორიელი დაღონდა, გაცურვა არ შეეძლო. კუმ უთხრა: ზურგზე შემაჯექი, მე გაგიყვანო. შეაჯდა მორიელი ზურგზე. კუმ რომ წყალში შესცურა, მორიელმა კისერში კბენა დაუწყო. კუმ ჰკითხა: ძმაო, რას შვრებიო? მორიელმა უთხრა: რა ვქნა, ასეთი გვარისა ვარ, მტერსა და მოყვარეს ყველას უნდა ვკბენდეო. კუ ჩაყურყუმალავდა, მორიელი წყალს მისცა და უთხრა: ძმაო, არც მე მინდა, მაგრამ ჩემი გვარი თუ მოშხამულ ხორცს არ მოიბანს, გასივდება და მოკვდებაო.
|
სევდა ზღვა არის, იდუმალი და უნაპირო, გულ-გონებაში ჩამომდგარი ჩუმი მთა არი, მზის ჩასვლის მერე დარჩენილი თალხი ნაგრილი. მზე იწურება მთების იქით, მიმწუხრი დგება, გულში კი სევდა საღამოვდება, დგას ბნელი ღამე, იდუმალი და თავდახრილი... გაივლის ჟამი, მთის იქიდან ამოვა მთვარე და ამ სევდიან ღამეებში ისე ჩადგება, როგორც ნაზამთრალ თალხ ტყეებში თეთრი აპრილი.
|
მორჩა! დავიწყებულ წუთს აღარ მივტირი, სისხლიან თვალებში წვება შებინდება. სიკვდილში არის ისეთი ინტიმი, სიჩქარეს ვუმატებ და ფრენა მინდება. თმაში ჩავიბნიე კარმენის ვარდივით წითელი სიშიშვლე, ვით თავდავიწყება. ახლა, უცნაური გიჟმაჟი მარტივით მუხრუჭი აღარ მაქვს და აღარც მჭირდება. არაფერს არა გთხოვ, არც არას გპირდები, გაზაფხულს დაუგეს მახე ამინდებმა, ყინულის მარცვლების აპრილში მიგდებით ნუშებს დაეფინა თეთრად გარინდება. სუნთქავს უცნაური შიში სხეულიდან, გავწელე ეს სივრცე თამბაქოს რელსებით. ჩამოგსვამ! თუ გინდა მელნად რვეულიდან, და მერე ეს კვალი დაფარე ლექსებით. მოგვდევენ! ტყვიებად ცხელ ლავას გვესვრიან და ლამის ეს სივრცე გავხვრიტო თვალებით. გზაზე ასფალტივით დაკრული გესლია, ზევით კი ნისლივით ქრებიან წამები. მორჩა! დავიწყებულ წუთს აღარ მივტირი, სისხლიან თვალებში წვება შებინდება. სიკვდილში არის ისეთი ინტიმი, სიჩქარეს ვუმატებ და ფრენა მინდება.
|
იცი? ეს ჩემი ლექსია, არავის უთხრა სხვას. ბოლო ფურცელზე მინაწერი სხვა ყველა ფურცელს წვავს. ეს სიყვარულის ფურცელია, წყლის ანარეკლის სიციმციმე, მთვარეს რომ დავეძებ ყველა გუბეში ნეტავ შენს გარდა იცის ვინმემ? ქარი მოგიტანს სუსხიან ზამთარს, წაგართმევს ყველა სათუთ ოცნებას, თოვლით დაფარულ გულს მოგიყინავს, გაგიცამტვერებს ყველა ოცნებას. უცხო მუსიკის ნოტებს დაეძებ, უცხო ქალაქს და უცხო ქვეყანას, ვისაც დაეძებ ის კვლავ აქ არის და ვერც მიხვდები კარგო შენ ამას. ფოთოლცვენის გზა მუდამ დაგიცდის, სკამიც დაგიცდის ნაპირთან მდგომი, ვერ შეელევი შენ მის ნაკვალევს და ნამთვრალევი ფიქრების ომი დუელში გიწვევს მწარე ღიმილით... იქ სეკუნდანტი შენი ცრემლები ჩუმად წაშლიან მის მონატრებას და შენც ნებდები... წუთით ჩერდები... იცი რომ გტკივა, იქ, სადღაც გულში, მაგრამ არ გინდა, ხელს ნუ შეახებ, გრძნობაგამოცლილს ფეთქვაც კი უჭირს და სიცივისგან თვალებს ვერ ახელს. დიდ წითელ ლაქას უთეთრეს თოვლზე ნუ უცქერ ისე – როგორც აჩრდილი, მიუალერსე, ის ხომ ჩვენ ორის სიყვარულია სისხლით დაცლილი! იცი? ეს ჩვენი ლექსია, არავის ვეტყვი სხვას. ბოლო ფურცელზე მინაწერი სხვა ყველა ფურცელს წვავს...
|
თვალებით გაგიცანი, თვალებით მიგეჩვიე თვალებით ვსაუბრობდით ჩუმად. თვალებით შემეკითხე ასევე გიპასუხე და მისით შემიყვარდი უმალ. გავიდა დილა და გავიდა საღამო. გავიდა დღე-ღამე გრძელი. მე ისევ მახსოვხარ, მე ისევ მიყვარხარ. და შენს დაბრუნებას ველი, თვალებს ენატრები, თვალებს ეყვარები, ასევე იქნება მუდამ, თვალებით გამაკვირვე, თვალებით გამაოცე, თვალებით ვიცრემლები ჩუმად..
|
ერთხელ გამიტყდა ძველი სათამაშო: ძალიან მეწყინა, ხელი ეტკინა, ალბათ... ერთხელ გამიწყრა მასწავლებელი: "უზრდელი ხარო”–მომახალა, არც ისე წყნარად. ერთხელ ვეჩხუბე ბავშვობის მეგობარს გაუგებრობა... ჩემი ბრალი არ იყო მართლაც, ერთხელ ვეაჩხუბე ბავშვობის მეგობარს და იმის შემდეგ არ მინახავს, გამქრალა სადღაც.
ერთხელ დამიბლაგვეს გრძნობა საზარი, ეს იყო ცივი შიში... და ამის შემდეგ რეალობა ყველგან ხელს მიშლის.
ერთხელ სიყვარულს სილა გავაწანი(ვიყავი მთვრალი), მაშინ როდესაც კოჭლმა ირონიამ ჩამიქირქილა და ჩამიკრა თვალი.
ერთხელ მოვტაცე უსასრულობას ნორჩი სხეული მხოლოდ, მხოლოდ?! და სულიც, მაგრამ მივაბარე ორივე სოდომს.
ერთხელ შევცოდე... უფალს ჩავხედე თვალებში ჟინით და ამის შემდეგ მარადისობა თავზე მენგრეოდა რისხვით.
ერთხელ ვინატრე გაგება და ნაყინი მარწყვით ყინული, ქარი... ერთხელ გახდა ყოველივე ნათქვამზე ცხადი.
ერთხელ შევცდი... არა მრავალჯერ, იყოს თუნდ ასე, სანანებელი არაფერი გამიხდება ამ ქვეყანაზე.
ერთხელ მივხვდი სიზიფე ვარ და ისევ `მაგრამ:” ყველაზე საშინელი მაინც სიკვდილია, როცა გაგიღიმებს ცალყბად.
ერთხელ, ყველაფერი ეს იყო ერთხელ, როცა ამერია გზები: როცა ვიდამპლე და როცა ვიუხეშე, ანგელოზს მოვტეხე ფრთები.
როცა ანგელოზმა თვალები გამისწორა, თვალები–სავსე ცრემლით, როცა ამღვრეულ გუბეს ერწყმოდა სისხლი მოტ
...
Read More
|
უფროა გრძნობა, უფრო ანთება, ისევ აპრილის დღეა მზიანი, გაზაფხულია, ნელა ღამდება და სადღაც ტირის ადამიანი.
მე ეს ცხოვრება ახლა ვიწამე, ისევ აპრილის დღეა მზიანი. სადღაც ლანდივით დადის მიწაზე, ვიღაც მწუხარე ადამიანი.
მე ისევ მინდა გავექცე იღბალს, ისევ აპრილის დღეა მზიანი. ზარი დარეკეს, ლოცულობს ვიღაც, ლოცულობს ვიღაც ადამიანი..
|
გადამაჩვიე ... სევდას და ოცნებას გადამაჩვიე გთხოვ ... ისე უბრალოდ, ადექი და გადამაჩვიე ... დავიღალე ..სევდით და ოცნებით, დავიღალე...
არეულია აზრები დღეს და გუშინდელზე სულაც არ მაქვს მოთხოვნილება ... არადა მეგონა მიჩვევასაც ცოდნია შეჩვევა ... სულაც არ ყოფილა ძნელი ... ავდექი და გადავეჩვიე ...”
გინახავთ ოდესმე, მოცისფრო ღრუბლების ბოლოს წითელი გავარვარებული დისკო? მე მინახავს ... ჩემი სარკმლიდან სწორედ ესეთი ხედია ეხლა ... არადა სულ რაღაც ნახევარი საათის წინ ჯმუხი ნაცრისფერი იყო არემარე ... ეს ამინდებიც ჩემი ხასიათივით იცვლება ამ ბოლოს ... მარტი იყოს კიდევ მესმის ... თუმცა. მარტში მე ვარ ირგვლივ ... ხეშიც,მზეშიც,ქარშიც,წვიმაშიც ,ფიქრშიც.ბგერაშიც,ოცნებაშიც მე ვარ მხოლოდ ... იმიტომ რომ , მე მარტი ვარ - მარტივით არეული და ამოუცნობი ... მარტო მარტი ... მარტოდ .
სითეთრეა გარშემო... მაგრამ სისპეტაკე აკლია რაღაც ... ალაგალაგ სიმუქე ჩრდილავს თოვლს ... არადა როგორ ველოდი ... თოვლსაც და სიმშვიდესაც ... თოვლი მოვიდა ... სიმშვიდეს აგვიანდება … მაგრამ მე ველი ... ველოდები მთელი ჩემი დაგროვილი ემოციით და მჯერა მალე მოვა ... ბოლოს ,წასვლის წინ იმედი დამიტოვა ხვალის ... არასოდეს დამაღალატებს მჯერა ...
სულში განგაშის ზარებს რეკენ ... აზრები ერთად მოგროვილან და ევაკუაციისთვის მზადყოფნა ემჩნევათ ფრაზებსაც .... ფიქრები პროტესტის
...
Read More
|
სევდა ტალღებად მეხლება თითქოს... ჩვენ ორნი ვდგავართ ზღვასთან და ისევ... მე ვერ გავუძლებ ტალღების სითბოს... ორივეს გულებს ასე, რომ გვივსებს...
და კიდევ უფრო, დიდ ტალღებს ველი... და ზამთრის სუსხი ნაპირებს არწევს... უჩუმრად, ისევ მოგხვიე ხელი... და შენი სითბო ჩემამდე აღწევს...
ნაპირთან დგახარ და ისევ მელი... გრძნობებმა ზღვასთან გააბა ფიქრი... ვიცი, მომელის მე ბრძოლა ძნელი... ნაპირზე ვდაგვარ და სადღაც მივქრი...
თმაგაწეწილი შენ გავხარ ტალღას... აბობოქრებულ შეშლილ ფერიას... დავდივარ ასე, არ ვიცი დაღლა... და ოცნებებიც არაფერია...
გახსოვს, ზღვა როგორ გვარწევდა მაშინ... რა კარგი იყო, დუმილი იმ დროს... ვიდექით ქარში, მერე წვიმაში... და სიყვარული გვახრჩობდა თითქოს...
|
ნასვამმა, რამდენჯერ გაკოცე ტუჩებში... მკლავებში, ფაქიზად გარწიე დილამდე... ეს ღამეც გავლიე ფიქრსა და ნუგეშში დილა კი, შენს ღიმილს, შენს ფიქრებს მივანდე...
მთვრალი ვარ, ამაღამ დამახრჩობს ფიქრები... შენ ალბათ, სიზმარში მთვარესთან მღალატობ... მე მაინც გკოცნი და გეხები, თითებით... შენს გვერდით ვწევარ და ვერ ვხვდები რაღატომ...
და რატომ, მაგიჟებს ეს ღამე სულელი... მთვრალი ვარ ოცნებით, სადღაა ნამუსი... შენ ალბათ ჩემს კოცნას სიზმარშიც სულ ელი... ნაწვალებ ტუჩებში გამჯდარი ბახუსით...
და გარწევ, დილამდე ჯერ კიდევ შორია... და შენზე ფიქრები გონებას მიმღვრევენ... თითებით გეხები და ასე მგონია... წუთები, დღეები შენს ფიქრებს მისდევენ...
მთელი გზა, ისევე შენს ფიქრებს მივანდე... და ღამეც გავლიე ფიქრსა და ნუგეშში... მე ღამე გითენე არ გახსოვს? დილამდე... და დილას ისევე გაკოცე ტუჩებში....
|
შენ გიჟი ხარ... როცა გხედავ მეც მაგიჟებ... შენთან რომ ვარ, სისხლი გულში კოცონს მინთებს... როცა ველი შენს მოსვლას და შენს ნაბიჯებს... ვფიქრობ, როგორ მოვეფერო შენს ნაზ თითებს...
მეც გიჟი ვარ... და უშენოდ როგორ გავძლო... მინდა, ისევ მაგიჟებდე, აქაც, იქაც... ეს ცხოვრება, მხოლოდ შენთან, შენთვის განვლო... მე ხომ, მხოლოდ ეგ სიგიჟე შენი მიყვარს...
ჩვენ გიჟი ვართ... და სიგიჟეს თავის დრო აქვს... არ გვჭირდება, უმიზეზოდ ხვეწნა, ფიცი... შენ რომ ფიქრობ, ეგ ფიქრები, ქარს აქ მოაქვს... ქარს მოჰყვები, გამაგიჟებ ისევ, ვიცი...
|
როგორ მინდოდა, როგორ მომინდა... შენი ღიმილი მენახა ახლა... ვერ მოვასწარი მოსვლა შორიდან, შენი თვალების ხელახლა ნახვა...
ისევ დავეძებ, წყალზე ნაბიჯებს... ისევ ვიშუშებ ახლა იარებს, ნაცნობი სევდა მე, გამაგიჟებს... და მონატრება ამაღრიალებს...
ეხლა შორსა ხარ... და ვეღარ გხედავ... დღეც ისევ ცრემლებმორეულია, შენზე ოცნებას ვერაფრით ვბედავ.. და შენზე ფიქრიც შორეულია...
მიყვარხარ ახლა, როგორც არასდროს... მაინც გეძახი, თუცა შორიდან... შენ მენატრები, მაგრამ რაღა დროს... არადა, შენი კოცნა მომინდა...
არ ვარ უგულო... და არ ვარ მკაცრი... და რაც ვარ, მაინც მუდამ ისა ვარ... თუ სიყვარული გაფრენას მაცლის... ისევ გაკოცებ, შენს თავს ვფიცავარ...
შენზე ფიქრები სევდას ასველებს... ისევ დაიწყო დილა მორიგი... შენი ტუჩები კოცნას მახსენებს, ვერ წარმოიდგენ, ისე მომინდი...
|
მე კოცნა არ ვიცი.. _ გასწავლი, პატარა.. ტუჩები გახსენი, იგრძენი სისველე, მერე გადმოწურე მზით სავსე მათარა, ღვინისფრად დაფერე, იერი იცვალე.. მომე-ბაგე-კარი მჭიდროდ და ფაქიზად, თვალები მილულე ჩამავალ მზესავით, მე გადავიქცევი ვნებების მარკიზად, გულს გადმოგიწილებ, დავწურავ რძესავით და ისე მოგართმევ, რომ ბაგე გისველო, ეგ შენი ღაწვები გრძნობების ქარია.. მე ყინვა წამლეკავს, შენ უნდა მიშველო, ხარბად ამამღერო სიგიჟის არია.. _ მე კოცნა არ ვიცი.. _ გასწავლი, პატარა.. ტუჩები გახსენი, ვნებები დაცალე.. შენ ჩემმა სურვილმა გრიგალს შეგადარა ყველაფერს გასწავლი.. სულ ცოტა მაცალე..
|
აქ იხილავთ ქეთი მელუას ძალიან ლამაზ და რომანტიულ სიმღერებს , გადაწერეთ ყველამ !
ფორმატი: mp3 რაოდენობა: 23 ფაილის ზომა: 151 mb
|
სახლმა, რომელშიც დაიბადე, დაკარგა ექო, დაყრუვდა სახლი, გაქრა, რაც კი ოდესმე უთქვამთ, შენ თქვი: არ არის ჰაერი, რომ სუყველას გვეყოს, მიეცი ბავშვებს შენი წილი ჯანსაღი სუნთქვა.
სახლის ფერმკრთალი არტერიის, ბზარების თვლაში, ცხვირიდან წაგსკდა თბილი ლექსი - შენსას არ იშლი: ლექსი ამბობდა, მაგ ცრემლებით სველი და მლაშე, გაგუდვას როგორ გიპირებდა ყველა ბალიში.
მე ვერ გითხარი, რომ ბავშვები ორი დღის წინათ მიწის ქვეშ ისე დამემალნენ, რომ ვერ ვიპოვე, შენ სიცხე გქონდა, გემსხვრეოდა თვალებში მინა, და მათი წასვლა მე უშენოდ გამოვიგლოვე.
შენ ავადა ხარ და არ ვიცი, რა უნდა გითხრა გიქრება მზერა, რა ხანია, არ გძინებია, ბავშვები უკვე დაიხოცნენ! ნურაფერს მკითხავ, ესენი მხოლოდ დამტვრეული თოჯინებია.
|
როდესაც გული შეწყვიტავს ფეთქვას მინდა რომ ისევ სიყვარულს ვრგავდე! რომ მუდამ შენი სიცოცხლე მერქვას და აუხდენელ ოცნებას ვგავდე.. როდესაც ცრემლებს დამალავ ჩუმად, სევდიან თვალებს დახუჭავ წამით, მიხვდები, თურმე ტუჩებიც სდუმან და ვარსკვლავებიც ჩამქრალან ღამით. მხოლოდ ფიქრები დარჩება მარტო, ფიქრები ბიჭზე, რომელიც გიყვარს. იქნებ განგებამ ნება არ დართო, რომ შეხვედროდა შენს გვერდით ცისკარს? ეს მარტოობაც მისი ბრალია და ეს ცრემლებიც, წვიმას რომ ერთვის, თუ სიყვარულით ისიც მთვრალია მაშინ კვლავ მოვა, როგორც ყოველთვის. გთხოვ, ნუ დახვდები მას არეული... ნუ დაანახებ მთრთოლვარე ტუჩებს! ვით ფიროსმანი, ბრმა მთვარეული, ისიც ხომ ვარდით გირთავდა ქუჩებს. კვლავ შეიფარე ვნებარე გულით, თუნდაც წარსულზე კვლავაც არ გკითხა! რადგან ცრემლიანს, ნაზი ჩურჩულით მინდა რომ ჩუმად რაღაცა გითხრა: როდესაც გული შეწყვიტავს ფეთქვას, მინდა რომ ისევ სიყვარულს ვრგავდე! რომ მუდამ შენი სიცოცხლე მერქვას და აუხდენელ ოცნებას ვგავდე!
|
აღარასოდეს აღარ შემხვდები, ჩემი გზა ახლა აღარ არსებობს, შენ არ მოხვიდე ჩემს სამყოფელთან, გულზე ყვავილი არ დამასვენო... ვიცი, მარტო ვარ... ვიცი, მარტო ვარ აქაც და იქაც მარტო ვიქნები... ოო, იმ მიწაზე არ დადნებიან, არ გაქრებიან თოვლის ფიფქები. როდემდე უნდა ვიყო მ ა რ თ ა ლ ი და საკუთარი ფერფლით ვთბებოდე? დავივიწყებდი, ალბათ, ყველაფერს, ვინმე გზაზე რომ მეგულებოდეს. ო, როგორ მტკივა სულიც, სხეულიც და მენატრება ძველი სიმშვიდე... ვხეტიალობდე ნაწვიმარ ველზე და თმას ნოემბრის ქარი მიშლიდეს... ან მივყვებოდე ნაცნობ ქვაფენილს, ან სადმე ვინმე მელოდებოდეს, თუ მეტირება, - არ ვიცინოდე, სიმწრით კი არა, ლხენით ვმღეროდე... აღარაფერი აღარ იქნება!... ის, რაც მინდოდა, აღარ არსებობს!... შენ არ მოხვიდე... შ ე ნ არ მოხვიდე, - გულზე ყვავილი არ დამასვენო...
|
კმარა,ცრემლები ნუღა გერევა, წუხილი ნუღა გიდგას თვალებში. ხუმრობა იყო ის მოფერება, გართობა იყო მისი ალერსი. ახოვანი და კოხტა ვაჟები, საქართველოში ცოტა როდია! შავი თვალებით და ულვაშებით მათ ბევრის გული დაუკოდიათ. დიდებაზე და სახელზე ფიქრით გადმოხვეწილა იგი შორიდან. სახელს და ხიფათს დაეძებს იგი და აბა შენთან რას იპოვიდა? თუმცა წავიდა,დაგტოვა ბოლოს- შენ ერთს გფიცავდა მთელ ქვეყანაზე. ის აფასებდა შენს ალერსს მხოლოდ, მაგრამ შენს ცრემლებს ვერ დააფასებს.
|
ყორღანებიდან გნოლი აფრინდა, ყაბარდოს ველი გადაიარა, ისევ აღვსდექი... მუხრანის ბოლოს ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.
ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან, ხოდაბუნები თავთუხებისა, შენი ტუჩები ისე ტკბილია, როგორც ბადაგი დადუღებისას.
ხოხბობას გნახე, მიწურვილ იყო, როგორც ზაფხული რუსთაველისა, ნეტამც ბადაგი არ დამელია, და იმ დღეს ხმალი არ ამელესა.
ტრამალ და ტრამალ გამოგედევნე, შემოვამტვრიე გზები ტრიალი, მცხეთას ვუმტვრიე საკეტურები, ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი.
მაგრამ თვითონაც დაილეწება, დაბადებულა ვინც კი ყივჩაღად, მუზარადიან შენს ქმარს შემოვხვდი, თავი შუაზე გადამიჩეხა,
მოდი... მომხვიე ხელი ჭრილობას, ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები, როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი, ქართლის ხეობებს ასდით ნისლები.
მოდი... გეძახი ათას წლის მერე, დამნაცროს ელვამ შენი ტანისა, ვარდის ფურცლობის ნიშანი არი, და დრო ახალი პაემანისა.
|
როცა პირველად შენი თვალები, ჩემს თვალებს შეხვდა, მახსოვს ვილოცე. როცა პირველად გვედით დაჯექი, - სიზმარი ახდა და გავიოცე.
როცა პირველად მზერა მესროლე, თან გამიღიმე, მაგრად დავიბენ. ვიფიქრე შენგან არა მინდა რა! მე თვითონ ჩემს თავს ფეხქვეშ დაგიფენ.
როცა მომმართე ენა დამება, შენ დემონი ხარ, თუ თვით განგება? რომ გამიცინე, წამსვე დავთვერი და არ მახსოვდა სხვა არაფერი.
როცა შემაქე, გულში ვიყვირე როცა წახვედი ლამის ვიტირე. ხვალ არ შემხედავ? არ გავიოცებ მაინც მიყვარხარ, შენზე ვილოცებ..
|
რაც მოხდა, მოხდა! კარგო, განა ჩემი ბრალია, ნურც გამამტყუნებ, ნურც ინაღვლებ განალაღები. მე დავასწარი, განაჩენი გამოვუტანე და დანარჩენებს შევაჩეჩე იარაღები, რათა მრავალი მორეოდა ტყვია, იარა, არეულიყო დანაკოდი და დანასერი. ცოდვას ვერ ვიტყვი, უკან არვის დაუხევია და როგორც იქნა,
მოკვდა ნინო დარბაისელი.
არ დაინანო, თვალი ცრემლით არ დაისველო! განა რაც მჭირდა ყველაფერი მისგან არ იყო?! რად აიჩემა სიყრმითგანვე, პოეტი ვარო, სათქმელი მაქვსო... რა სათქმელი, რისი სათქმელი! მთელ წელიწადში ერთი ლექსი ეწერებოდა, ბალიშქვეშ მალ-მალ მოსინჯავდა ხელისფათურით. ბოლოს იმ ერთსაც ვეღარ წერდა, იწყებდა სიტყვას და ყმუილზე გადადიოდა.
სულმოუთქმელად განსაცდელში მიმაქანებდა ვერ მოვერიე, არ იქნა და არ მოიშალა სხვის შესაქცევად თავის გვემა, ცრემლი მდუღარე. ვერ შევასმინე, რომ არავის არ სჭირდებოდა, დევნა-მალვაში დავბერდი და გადავიღალე.
დე, ახლა სხვებმა იდაონ და ისაცოდაონ, სხვებმა დააცხრონ სიტყვა-თქმათა აურზაური, ეძიონ ბნელში სიტყვის ფერი, ხმაურში - ჟღერა, უმბარ ამბარში უებარი იცნონ სურნელი, უსინჯონ სიტყვას მიმოხვრა და სახეცვლილება ზომონ და წონონ, გინდ იწონონ, გინდა იწუნონ!
მე კი წავალ და "მაი სფეისში”
...
Read More
|
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი! მდუმარებით შემოსილი შეღამების ქმნარი ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს... ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს! მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით, და მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით მოსჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე... ჯერ არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე! აქ ჩემს ახლოს მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით, აქ მწუხარე სასაფლაოს ვარდით და გვირილით, ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული... ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული... და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად, ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა, თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან დამდე ფრთები, და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები; თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს, თუ როგორ ვგრძნობ, რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა, სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა; რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე, რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე. რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები, რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები, რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი... ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!
...
Read More
|
მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა: მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის და სიყვარულის ასე მოთმენა. ძვირფასო! სული მევსება თოვლით: დღეები რბიან და მე ვბერდები! ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ უდაბნო ლურჯად ნახავერდები. ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება: იანვარს მოძმედ არ ვეძნელები, მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება შენი თოვლივით მკრთალი ხელები. ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს, უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში. იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს შენი მანდილი ამ უდაბნოში... ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა, მწუხარე გრძნობა ქროლვის, მიმოვლის და ზამბახების წყებად დაწვენა. თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი და დაღალული სიზმრით დამთოვა. როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი, როგორმე ქარმა თუ მიმატოვა! არის გზა, არის ნელი თამაში... და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო! მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა! მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ მშვიდი დღეების თეთრი ბროლება, მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში და თმების ქარით გამოქროლება. მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი, ვით უბინაოს - ყოფნა ბინაში... თეთრი ტყეების მიმყვება გუნდი და კვლავ მარტო ვარ მე ჩემს წინაშე. თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი და დაღალული ფიფქით დამთოვა. როგორმე ზამთარს
...
Read More
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 3 სტუმარი: 3 მომხმარებელი: 0 |
|
|