♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 13 » სიყვარულით დამარცხებული მძიმე სენი
8:28 PM
სიყვარულით დამარცხებული მძიმე სენი

"ამქვეყნად სასწაულები თუ ხდებოდა, არ მეგონა. ახლა უკვე ვირწმუნე. ამ გოგო-ბიჭის ახლობლებს ვთხოვე, "კვირის პალიტრას" მივწეროთ ეს ამბავი - ყველამ გაიგოს, რა შესძლებია ნამდვილ სიყვარულს-მეთქი. ნება დამრთეს, მაგრამ ვინაობის გამჟღავნებაზე მაინც შეიკავეს თავი (ამის მიზეზს წერილით შეიტყობთ).

ნიკას ორი წლის წინ (მაშინ ის 18 წლის იყო) ლეიკოზი დაუდგინეს. სასოწარკვეთილმა მშობლებმა აღარ იცოდნენ, რა გაეკეთებინათ. გერმანიაში სამკურნალოდ წასვლა ძვირი ჯდებოდა. ტელევიზიით ანგარიშის ნომერიც გამოაცხადეს, მაგრამ თანხის ნახევარიც ვერ შეგროვდა.

ნიკას პალატაში კიდევ ერთი ავადმყოფი იწვა, რომლის სანახავადაც ხშირად დადიოდა მისი ნათესავი, 16 წლის მაიკო. გოგონა ნიკას ძალიან დაუახლოვდა. მალე ნიკა მაიკოს სიყვარულში გამოუტყდა. ისიც დასძინა, - ვიცი, ჩვენ ერთად ყოფნა არ გვიწერია, მაგრამ დღეს შენი სიყვარულით ისე ბედნიერი ვარ, ვერ ვმალავო. მთავარი კი ის იყო, რომ მაიკო არ შეშინდა - მეც მიყვარხარო...

ეს რომ მაიკოს მშობლებმა გაიგეს, კინაღამ გაგიჟდნენ. გოგონამ თავის მოძღვარს სთხოვა, შეყვარებულებისთვის ჯვარი დაეწერა. მშობლებმა გაჯიუტებულ ქალიშვილთან ვერაფერი გააწყვეს, მღვდელი საავადმყოფოში მივიდა და ქალ-ვაჟი მეგობრების თანდასწრებით შეაუღლა. სწორედ იმ დღიდან დაიწყო სასწაული. ავადმყოფობამ, არავინ რომ არ ელოდა, უკან დაიხია. ნიკა გახალისდა, მადაც მოემატა, მოძლიერდა. ქრონიკული სისუსტე სადღაც გაქრა.

მაიკო, ეს პატარა გოგო, ერთ-ერთ ბიზნესმენს შეხვდა და გერმანიაში მკურნალობის თანხა სთხოვა, თან მათი სიყვარულის ამბავიც უამბო. მადლიანმა კაცმა (ამ კაცისავე თხოვნით მის ვინაობასაც ვერ ვამხელთ) დახმარება გაუწია. მაიკოც თან გაჰყვა გერმანიაში. ნიკამ იქ ოთხი თვე დაყო. მაიკო გვერდიდან არ მოსცილებია. ახლა ისინი უკვე ერთად ცხოვრობენ და უსაზღვროდ ბედნიერები არიან. ნიკას მშობლები რძალს აღმერთებენ, - მაიკო რომ არა, დღეს შვილი ცოცხალი არ გვეყოლებოდაო.




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1025 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 9:34 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 15
სტუმარი: 15
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024