♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 18


Hellphone
1 სთ 38 წთ
ჟანრი: ფანტასტიკა, კომედია პოსტერები
 გამოშვება: 28 მარტი 2007
რეჟისორი: ჯეიმს ხუტი
სტუდია: კანალ+[fr], სტუდიო ქენელი, სინე სინემასი, მ6 ფილმსი, მ6 მეტროპოლ ტელევიზიონი, მანდარინ ფილმსი, კეპტან მუვის
როლებში: ჯენიფერ დეკერი, ჟან-ბატისტ მონიე, ბენჯამენ ჟანჯერსი, ვლადიმირ კონსინი, ედუარდ კოლინი, ბაპტისტე კაილო, ანაის დემუსტიე, ჯუდიტ შემლა, კვენწინ გროსეტი, , გილ გასტონ-გრეიფუსი, კრისტიანი ჰეკი 


ფილმის მიმოხილვა


ჩვიდმეტი წლის სიდს ერთი გატაცება ჰქონდა - სქეითბორდი, სანამ მის კლასში არ გამოჩნდა ახალი ანგე, რომელმადმაც სიდს თავბრუ დაახვია. საცოდავ ბიჭს არც ერთი შანსი არააქვს ლამაზმანის გულის დასაბყრობათ. ჯერეს ერთი ის ქალაქგარეთ ცხოვრობს ღარიბების დასახლებაში, მეორე - ოფიციანტათ მუშაობს სუნიან სასადილოში, მესამე - მას გახვრეტილი აქვს ჯიბე, მთავარი კი - მას მობილურიც კი არააქვს! სიდმა იცის, რომ ის ყველაზე დიდი წარუმატებელი ვინმეა მთელ დედამიწაზე. მაგრამ ბიჭის ცხოვრება მკვეთრად იცვლება, როდესაც მის ხელში შემთხვევით მაგარი მობილური ჩავარდე ... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1361 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


The Brothers Grimm
1 სთ 58 წთ
ჟანრი: ფანტასტიკა, სათავგადასავლო, ტრილერი, კომედია პოსტერები
 გამოშვება: 26 აგვისტო 2005
რეჟისორი: ტერი გილიამი
სტუდია: სამიტ ინტერტეიმენტი, მეტრო გოლდვინ მაიერი, დიმენშენ ფილმსი, მოზაიკ მედია გრუპი, ზე ვეინშტეინ ქომპანი
როლებში: ჰიტ ლეჯერი, მეთ დეიმონი, პეტრ რატიმეცი, ანა რუსტი, ჯერემი რობსონი, რადმინ კალვოდა, როჯერ ეშტონ–გრიფიტსი 


ფილმის მიმოხილვა
დიდი ხნის წინ, ცხოვრობდნენ ორი ძმა-ავანტიურისტი უილ და ჯეიკი გრიმები, რომლებიც მომავალში განთქმული მეზღაპრეები გახდნენ. მაგრამ მანამდე ისინი მოგზაურობდნენ სოფლებში, ფოლკლორს შესაგროვებლად და ბოროტი ძალების განსადევნებლად მცირე ანაზღაურებით... ჩადიოდნენ სოფლებში, არწმუნებდნენ მაცხოვრებლებს, რომ მათ წისქვილში ალქაჯი დაბინავდა, შემდეგ კი - წარმატებულად ”განდევნიდნენ” მას. შემდეგ სოფელში ეს იყო ხე ხიდის ქვეშ და ასე შემდეგ. მაგრამ ერთხელაც ცნობილ ”ექზორცისტებზე” ამბებმა ნაპოლეონის ხელისუფლებამდე მიაღწია, რომელმაც ბრძანება გასცეს საფრანგეთის და გერმანიის საზღვარზე, ტყეში გოგონების საიდუმლო გაუჩინარების სერია. და ჩვენი გმირები სინამდვილეში ხვდებიან პირისპირ უწმინდურობათან - ბოროტ ალქაჯთან... უილს და ჯეიკს მოუწევთ გამოიყენონ მთელი თავის ძალები და საზროვნება, გაუმარ ... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1156 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



Prelude to a Kiss
1 სთ 45 წთ
ჟანრი: ფანტასტიკა, კომედია, მელოდრამა პოსტერები
 გამოშვება: 10 ივლისი 1992
რეჟისორი: ნორმან რენე
სტუდია: თვენტის სენტერი ფოქს ფილმ ქორფორეიშენი
როლებში: ქეტი ბეიტსი, ალეკ ბოლდუინი, მეგ რაიანი, ნედ ბითი, სთენლი ტუჩი, რიჩარდ ნიხლი, პეტი დიუკი




DVD - ENG 968.76 MB




... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1094 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჟანრი: დრამა, კომედია, მუსიკალური
  გამოშვება:  2009
რეჟისორი:
კევინ ტანჩაროენი
 
სტუდია:  აშშ, United Artists
როლებში:
კევინ ტანჩაროენი
კეი პანაბეიკერი, ნაუტონ ნატარი, კერინგტონ პეინი, მეგან მალალი, ბიბი ნოიუერტი
DVD
RuS

აღწერა:
ნიუ-იორკის პრესტიჟული, ხელოვნების სკოლის სტუდენტები, მომავალი მოცეკვავეები, მომღერლები, მსახიობები და მხატვრები შანსს იღებენ, რათა თავისი ოცნება განახორციელონ... მაგრამ მხოლოდ ნიჭს, მიზანდასახულობას და შრომას შეუძლია მათი დიდებამდე მიყვანა...(V)



კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1091 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ცხოვრება

გასაგებია ყველაფერი.
მეც სწორედ მსგავსი სიბრძნეებით ვისულელებდი
ჩემს გულს, მაგრამ გაიწელა –

ეს ჟამი ქვების შეგროვების – სწორად ვამბობ? – ჰოდა ეს ჟამი
უსაშველოდ, სამარცხვინოდ გაიწელა:
შეგროვილია ყველა ლოდი და ყველა კენჭი,
უზარმაზარი გალავანი ამოშენდა
ჩემს გარშემო,
და იმსიმაღლე –
გინდაც მოვიდეს ჟამი სროლის,
ალბათ ყველაზე მსუბუქ კენჭსაც ვერ გადავაცდენ,
ვერ გადავაგდებ გალავნის მიღმა.

განძრევისაც კი მეშინია – შეიძლება ჩამოიშალონ
ეს ჩემი წლობით ნაგროვები მეტყველი ქვები
და მომსრისონ. ვზივარ უძრავად

და ყველა ქვას სათითაოდ ვათვალიერებ;
ზოგიერთი მიყვარდება,
მაგრამ ვერ ვუმხელ.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1085 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ლამაზო

ლამაზო ფეხები მიადგი ერთმანეთს
კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა,
გვირილა გაკოცებს,კანჭებზე ღმერთმანი
შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ
გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები,
ვერ ხედავ მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის?
მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება
და გვიან მიხვდები ძვირფასო რაც გელის.
თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი
ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს,
რა ვნებიანია თან ქარი მაისში?!
არ იცი,მაგრამ მე ხომ ვიცი რაც არის.
ეგ ყელი მაღალი,როგორმე დაფარე
იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს,
თუ არ დამიჯერებ,წვეთს შემოგაპარებს,
მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს.
ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას,
ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს,
თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა
"რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო,,
კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1052 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სიყვარულის ვარსკვლავები

მოდი,ვარსკვლავები დავითვალოთ!
მოგატყუებ და ზევით აგახედებ,
ყელში შეგაპარებ მსუბუქ კოცნას
მინდა გაოცებით გადმომხედო.
იცი რა ლამაზად გიმუქდება
თვალებში სიხარულით გაოცება?
წამწამთა ჩარჩო სულს გიმალავს
ჩემთვის გაჩენილო საოცრებავ...
ახლა მოდი მართლა დავითვალოთ
ჩვენი სიყვარულის ვარსკვლავები,
ჩურჩულით ვთქვათ ჩვენი აღსარება -
რომ ერთმანეთს გულით ვატარებდით.
ყველა ნატვრა უნდა აგვიხდინოს
ახალი წლის ღამე რომ თენდება,
თვალებს ვეძებ წამწამთა სიღრმეში
და ჩემი სუნთქვის გაჩერებას,
მოდი, ვარსკვლავები დავითვალო...

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1169 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ვიცი რო მოხვალ....

ვიცი დრო მოვა და ჩემს საფლავზე
შენ ატირდები და ცრემლებს დაღვრი,
ვიცი მოხვალ და მთხოვ პატიებას,
თუმც სინანულით თავს დაბლა დახრი,
ხმას ვეღარ გამცემ გრძნობით გეტყვი,
რომ გაპატიბ მე დღეს ყველაფერს.
შენ უფრო მწარედ აქვითინდები,
რომ ვერ გაიგებ ჩემგან ვერაფერს.
ვიცი რომ ჩემზე დაგწყდება გული,
კვლავ რომ სიყვარულს ვერ დაგპირდები.
გაიბუტები და როცა წახვალ
მაშინ საფლავში მეც ავტირდები....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1007 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



Angelozs echira grdzeli pergamenti

angelozs echira grdzeli pergamenti, mcuxare tvalebit
micas dahyurebda , mshvidobit , mshvidobit
amaod dagende , elvare sagamo almas sayured
bageda locvao dideba da dzeglo utuod maxseneb odesme odesme
graalis koshkebi lidiis samreklo
shen fextqvesh daimsxvra da glova momesma .
oh! rogor gapitrda ciurta tanadi ocneba , naxazi sagantra uarit.
grubeli feradi da alva tanadi romelsac aziis cit gadauaret
angelozs echira grdzeli pergamenti da fotlebs isroda sifitre baratis .
amaod dagende da chven ertmaneti amaod gvindoda
mshvidobit maradis qarapta morevshvi daeshva fardebi
sagamo kankalebs shishit ridobit
sagamo neldeba da kvdeba vardebi .
mshvidobit mshvidobit mshvidobit ! ..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1656 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მალე საახლწლო და საშობაო განწყობა გაქრება და ჩვეული ერთფეროვანი დღეები წაეწყობა ერთმანეთს. ლონდონში უნდა დავბრუნდე, სწავლა იწყება მეტროში ცარიელი სკამი მოვძებნე და მოვკალათდი. საერთოდ, მეტროებს ვერ ვიტან, მაგრამ ტაქსისთვის გადანახული უკანასკნელი 6 ლარი ლუდს და ჩიპსებს მივახარჯე. აიფოდი ჩავრთე, ქუდი გემრიელად ჩამოვიფხატე და თავი ვაგონის კედელს მივაყრდენი. ჩემს წინ დიდი პლაკატი გაეკროთ ვიღაცებს "თოვლის ბაბუა გამოძახებით” ნეტაი თქვენ, ჯერ თოვლის ბაბუა რაა და მერე მაგის გამოძახება? რატომღაც ვერ ვიტან თოვლის ბაბუებს…
ჯიბეში რაღაცამ გაიზრიალა. მგონი ჩემი მობილურია. ნოკია ამოვაცურე ჩანთდან, ახალი სმს-ი მომივიდა:
"პრივეტ, ნიც, როგორ ხარ?”
"წადი შენი! ამ იდიოტურ ტრანსპორტში ვზივარ იდიოტი ხალხის გარემოცვაში და ამინდივით საზიზღარ ხასიათზე ვარ” ხო..ეს გავიფიქრე, მაგრამ..
კლავიშები ავაწკაპუნე, მესიჯის წერა დავიწყე.
"ვაააა, გიოო! მაგრად ძალიან, ახლა დაქალთან ვარ და ვერთობით მაგრად! შენ როგორ ხარ?”
sending…
ჩემს გვერდით ახალგაზრდა ქალი იჯდა, N რაოდენობის პარკი ეკავა და მეორე იმდენი გარს შემოელაგებინა. ტყავის ბორდოსფერი ქურთუკი და შავი წვეტიანი ჩექმები ეცვა. გვერდით შვილი ედგა, ასე 7-8 წლის ცინგლიანი ბიჭი იყო. დედას ექაჩებოდა გამწარებული "დეეე, კრეკერები მიყიდე!”
Delivered
- შემეშვი, ბიჭო, შენი თავი მაქვს?
- დეეეეეე, მიყიდე კრეკერები!
- გაჩუმდი, თორემ მ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1114 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



საყვარლები არიან ძაან


კატეგორია: ♥სურათები♥ | ნანახია: 2018 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



A Walk to Remember 




კატეგორია: ♥მუსიკები♥ | ნანახია: 1124 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ashley tisdale - over it

კაი სიმღერაა ძაან




კატეგორია: ♥მუსიკები♥ | ნანახია: 1279 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რიჯებიიი!




კატეგორია: ♥სურათები♥ | ნანახია: 1321 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



იმ ქალს,
იმ ბერიკაცს გაუმარჯოს,
ვისი ცხოვრების გზაც შვეულია.
ვისაც არასოდეს გაუმართლა,
მაინც სიხარული შეუძლია...
ვისაც იმედები პურად ყოფნის,
ვინ მთელ ქვეყანაზე ეულია,
ვისაც სიყვარულით უარყოფილს
სხვისი სიყვარული შეუძლია...
იმ ქალს,
იმ ბერიკაცს გაუმარჯოს,
ვისი სიმღერებიც მწუხარეა,
ვისაც სიხარული გაუავდრდა,
სხვისი გაღიმება უხარია...
ვისიც შეუძლია ატირება,
მზით და სიკეთით ძლეულია,
დიდი შეცდომების პატიება
ვისაც უხარია ყველაფერი,
ტყეებია თუ ველებია,
ვინ ჩვენი მამულის ფერად ფერებს
ვერადავერ შეელია...
ვისაც არასოდეს გაუა ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1330 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ახლოს მოდი და ჩამხედე თვალებში,
მოდი აქ და გულზე ხელი შემახე,
დაუკვირდი, შენგან განაწვალებში,
რამდენ დარდს და მარტოობას შეამჩნევ.
ახლოს მოდი, ახლა იცი რა დღეა?
სამი წლის წინ პირვწლად რომ გაკოცე,
(რა მშვიდი და რა სპეტაკი სახეა,
ეგ ტუჩები ახლაც ისე მაოცებს.)
მაგრამ წასულს უნდა დარჩეს წარსული,
აღარ მინდა ამიჯანყდეს დარდები,
ყველა ზღაპარს კეთილი აქვს სასრული,
ამ ზღაპრებში გთხოვ ნუ დავიკარგებით.
ეს, ზღაპარი ხომ არაა ძვირფასო?
თუმც შენ გინდა ასე იყოს მგონია.
არ გსმენია? დრო გიჩვენებს ხიფათსო,
ეს სიტყვები მე არ მომიგონია.
აი, იმ ბავშვს, შენი ქვია სახელი
და შენსავით ლერწმად გამოთლილია,
ნუ დავრჩებით ოცნებების მსახველი,
იქ რომ დარბის, იცი? ჩემი შვილია.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1222 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



კაცმა არ იცის, იცის ჭადარმა,
ხემ და პოეტმა იციან მარტო,
ქალი ქუჩახე როცა გადადის,
რატომ იცინის უმისამართოდ.

კაცმა არ იცის, იცის ღრუბელმა,
ცამ და პოეტმა იციან მარტო,
ქალი წვიმაში რომ ილუმპება,
რატომ იცინის უმისამართოდ...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1491 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ყველა სიყვარულის ისტორია ერთნაირად არ მთავრდება,ზოგისთვის სიყვარული ყველაფერია რომლისთვიაც თავს გაწირავს, ზოგისთვის კი უბრალო თამაშია.....
ნია ერთი უდარდელი გოგო იყო რომელსაც მეგობრებისა და გართობის გარდა არაფერი აინტერესებდა, ლამაზი გოგო იყო და ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა,10 კლასში იყვნენ ლაშა რომ გამოჩნდა მის ცხოვრებაში....
საგამოს ნიამ გაბრაზებულმა გამორთო ტელეფონი რადგან ვიგაც უცნობმა მისწერა რომ მისი გაცონბა სურდა თან სამმა სხვადახვა ნომერმა ერთდროულად. მეორე დილას რომ ჩართო სმს იყო, "ნია ლაშა ვარ ობგაიზე, ზალიან მომწონხარ და მინდა ერთმანეთი უფრო ახლოს გავიცნოთ" ლაშა ნიას დაქალის ნათიას კლასელი იყო, ნიამ უცებ გადაურეკა ნათიას,
-ნათ შენმა კლასელმა მომწერა ლაშამ და გამიგე რა მართლა ეგაა?
-რა უნდოდა?
-რავი მომწონხარო,, :)
-ხო ეგ იქნება მაგის გარდა ეგრე პიდაპირ ვინ გეტყოდა :)
ნიასი და ლაშას ურთიერთობა დაიწყო, ნიას და ლაშას ზალიან შეუყვარდათ ერთმანეთი მაგრამ სულ ჩხუბობდნენ...
-ნია აგარ შემიზლია რა შენი ატანა დამტანჯე, საშინელი ხასიათი გაქვს
-მერე თუ საშინელი ხასიათი მაქვს ვინ გეხვეწება ჩემთან იყავიო??
-რა ვქნა ვერ ვზლებ უშენოდ, უზომოდ მიყვარხარ.... ყოველი ჩხუბი ამით იწყებოდა და მთავრდებოდა ამ სიტყვებით
- ნია მე შენ ზალიან მიყვარხარ და დამპირდი რომ არასოდეს დამშორდები....
ნიას კი უკვე ყელში ამოსდიოდა ეს გაუთავებელი კიკნკალობა... ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1274 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



Бумажный солдат
1 სთ 58 წთ
ჟანრი: დრამა, რუსული პოსტერები
 გამოშვება: 01 სექტემბერი 2008
რეჟისორი: ალექსეი გერმანი უმცრ.
სტუდია: ლენფილმი, ფენომენ ფილმსი
როლებში: მერაბ ნინიძე, ჩულპან ხამატოვა, რუსლან იბრაგიმოვი, ფიოდორ ლავროვი, ანასტასია შეველევა, დენის რეიშახრიტი


ფილმის მიმოხილვა

ფილმის მოქმედება 1961 წელს ბაიკონურზე ვითარდება..ექიმ დანიილ პოკროვსკის ცხოვრების ექვსი კვირის ამბავი,რომელიც კოსმონავტებს კოსმოსში გასასვლელად ამზადებს ამ ხალხზე ზრუნვითა და ორი ქალბატონის –ცოლისა და საყვარლის სიყვარულისა და სიბრალულის სახელით...



 DVD - RUS 1 399.81 MB

კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1177 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



პოეზია (ბერძნ.: ποίησις "ვქმნი") — ხელოვნების უძველესი ფორმა, რომელშიაც ენა გამოიყენება მისი ესთეტიკური თვისებების გამო, მის მნიშვნელობასთან ერთად (ან ნაცვლად). მისი განსაზღვრის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული მცდელობა არისტოტელეს მიერ ყურადღებას ამახვილებს სიტყვის გამოყენებაზე რიტორიკაში, დრამაში, სიმღერასა და კომედიაში.[1]

1. ფართო მნიშვნელობით მთელი მხატვრული ლიტერატურა, წარმოდგენილი პროზითა და პოეზიით.

2. მხატვრული ლიტერატურის ერთ-ერთი ძირითადი ფორმა, რომელიც განსხვავდება პროზისგან მხატვრული ენის სხვადასხვაგვარი მეტრულ-რიტმული ორგანიზაციით, ე.ი. რიტმული იმპულსით, სიტყვათა ნაკადის მეტრულ-რიტმულად ურთიერთშეფარდებულ მონაკვეთებად - სალექსო სტრიქონებად დაყოფით (რომელიც უგულებელყოფს სინტაქსურ დაყოფას), თანმიმდევრულად გამოხატული ბგერითი სიმეტრიით, ემოციურ-ექსპრესიული ფოკუსირებით.

პოეზიის საწყისები სინკრეტიზმშია, როცა სიტყვები მუსიკა და ცეკვა ერთ მთლიანობას წარმოადგენდა. პოეზიისა და მუსიკის მჭიდრო კავშირი განპირობებულია მათი ძირითადი მასალის ბგერითი ბუნებით. ჩვეულებრივი მეტყველებისგან პოეზია განსხვავდება სიტყვების განსაკუთრებული წყობით, სადაც სინტაქსი ემორჩილება რიტმულ-ინტონაციურ პერიოდულობას, რაც სათანადო ფსიქოლოგიურ-ესთეტიკურ ეფექტს ქმნის.

პოეზია რენესანსის ეპოქამდე ბა ... Read More
კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1162 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სურათი გადაღებულია ქუთაისის ერთ-ერთ საოჯახო ბაღში. ექიმ გოკიელის სახლის პირდაპირ, დღევანდელ წერეთლის ქუჩაზე – სასტუმრო "სევერნაიას” უკან. ფოტო ეკუთვნის ნიკოლოზ საღარაძეს, რომელმაც 7000 სურათი და 150 ნეგატივი უფასოდ გადასცა საქართველოს სსრ ცენტრალურ სახელმწიფო არქივს.

სურათზე სხედან: (მარცხნიდან მარჯვნივ) 1. ტიციან ტაბიძე, 2. გრიგოლ ვეშაპელი, 3. იროდიონ ევდოშვილი, 4. ვარლამ რუხაძე, 5. აკაკი წერეთელი, 6. დავით კლდიაშვილი, 7. ლადო დარჩიაშვილი, 8. იასონ ნიკოლაიშვილი, 9. ისიდორე კვიცარიძე.
დგანან: (მარცხნიდან მარჯვნივ) 1. გალაკტიონ ტაბიძე, 2. აკაკი სვანი, 3. ბ. გელაზანია, 4. ილია ბახტაძე, 5. ია ეკალაძე, 6. მიხაკო ჯანოევი (ნემო), 7. თეოფილე ხუსკივაძე, 8. კონსტანტინე გამსახურდია, 9. ჯაჯუ ჯორჯიკია, 10. დავით მებუკე (ცვარნამი), 11. ლელიკო ჯაფარიძე.


____________________________________________

1914 ნწელს აკაკი წერეთლის მონაწილეობით ქუთაისში გაიმართა ლიტერატურული საღამო, რაც ნ. საღარაძემ ფოტოზე აღბეჭდა.

7000 სურათი და 150 ნეგატივი ნიკო საღარაძემ უფასოდ გადასცა საქართველოს სსრ ცენტრალურ სახელმწიფო არქივს (სადაა ეს არქ2ივი?). სურათების სია თან აქვს, თუ არა. აგრეთვე ნეგატივების?

საინტერესოა, რომ აქ არის ევდოშვილი. ის ჩამოვიდა ქუთაისში საღამოს გასამართავად და, ალბათ, ეს ფოტოც იმ დროისაა. როდის გაიმართა ევდოშვილის საღამო ქუთაისში? საჭიროა აღვადგინოთ.

ის ... Read More

კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1843 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



1

ზაქარია ჭიჭინაძეს, ცნობილ მწიგნობარსა და ისტორიკოსს, ახალგაზრდებმა უქეს ჩემი ლექსი ”მერი” – ეს ლექსი დიდი პოპულიარობით სარგებლობდა ერთ დროს.

- რა ჰქვია სახელად იმ ლექსს – კიდევ შეეკითხა ზაქარია.

- ”მერი”.- იყო პასუხი.

- აა, გამიგონია,- სთქვა დინჯმა მწიგნობარმა… – მესხეთ-ჯავახეთშიც კი ძლიერ გავრცელებულია ეს ლექსი.

- ეს როგორო – გაოცდნენ ახალგაზრდები.

- იქ ასეთი ლექსია, – სთქვა ზაქარიამ, – ”მე რომ მოვკვდე, მე რისთვისა, გადამთიელ მერისთვისა”! – ძალიან პოპულარული ლექსია, – დარწმუნებით დაამატა ზაქარიამ.

2

სახელი ”მერი”- მე არ გამომიგონებია; თუმცა ლექსის ობიექტად პირველია ეს სახელი საქართველოში. მერი – ხშირი სახელია ბაირონის ლირიკაში, მერი – ასულდგმულებს შელლის, მერის – აღტაცებაში მოჰყავს პუშკინი, მერი – ერთ-ერთი უკეთესი ტიპია ლერმონტოვის და ათასი ინგლისური და ფრანგული რომანების გმირი ქალია მერი. ჩამოთვლილი პოეტების არც ერთი მერი ერთმანეთს არ ჰგავს. ასე, ალექსანდრ ბლოკის მერი – სიმბოლიური სახებაა, ჩემი მერი – რომანტიული, მაგრამ რეალური და ცხადია. კრიტიკოსებს კი სურთ, ამ ლექსით გააბან არარსებული კავშირი ჩემსა და ბლოკს შორის. ეს ლექსი დამოუკიდებელი ლექსია…

3

ერთხელ ოპერის თეატრში – ”მერი” ცოცხალ სურათად დასდგეს. მერის ახო ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1138 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს, მერი!
მერი, იმ ღამეს მაგ თვალთა კვდომა,
სანდომიან ცის ელვა და ფერი
მწუხარე იყო, ვით შემოდგომა!

აფეთქებული და მოცახცახე
იწვოდა ნათელ ალთა კრებული,
მაგრამ სანთლებზე უფრო ეგ სახე
იყო იდუმალ გაფითრებული.

იწვოდა ტაძრის გუმბათი, კალთა,
ვარდთა დიოდა ნელი სურნელი.
მაგრამ ლოდინით დაღალულ ქალთა
სხვა არის ლოცვა განუკურნელი.

მესმოდა შენი უგონო ფიცი...
მერი, ძვირფასო! დღესაც არ მჯერა...
ვიცი წამება, მაგრამ არ ვიცი,
ეს გლოვა იყო თუ ჯვარისწერა?

ლოდებთან ვიღაც მწარედ გოდებდა
და ბეჭდების თვლებს ქარში კარგავდა...
იყო ობლობა და შეცოდება,
დღესასწაულს კი ის დღე არ ჰგავდა.

ტაძრიდან გასულს ნაბიჯი ჩქარი
სად მატარებდა? ხედვა მიმძიმდა!
ქუჩაში მძაფრი დაჰქროდა ქარი
და განუწყვეტლად წვიმდა და წვიმდა.

ნაბადი ტანზე შემოვიხვიე,
თავი მივანდე ფიქრს შეუწყვეტელს...
ოჰ! შენი სახლი! მე სახლთან იქვე
ღონემიხდილი მივაწექ კედელს.

ასე მწუხარე ვიდექი დიდხანს
და ჩემს წინ შავი, სწორი ვერხვები
აშრიალებდნენ ფოთლებს ბნელხმიანს,
როგორც გაფრენილ არწივის ფრთები.

და შრიალებდა ტოტი ვერხვისა
რაზე - ვინ იცის! ვინ იცის, მერი!
ბედი, რომელიც მე არ მეღირსა, -
... Read More
კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1064 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


1891 წლის 17 ნოემბერს-სოფელ ჭყვიშში (ვანის რაიონი) დაიბადა გალაკტიონ ტაბიძე, რომელიც თავის ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებში საკუთარი დაბადების თარიღად 1892 წელს მიიჩნევს, დაბადების ადგილად კი ტობანიერს მიუთითებს.

მამა-ვასილ ტაბიძე, სრულიად ახალგაზრდა, 23 წლისა გარდაიცვალა, გალაკტიონის დაბადებამდე შვიდი თვით ადრე. იგი სოფლის მასწავლებელი იყო.

დედა-მაკრინე ადეიშვილი, ვანის რაიონის სოფელ საპაიჭოდან იყო. გალაკტიონის ავტობიოგრაფიაში ვკითხულობთ: „…ჩემი წინაპრები დედის ხაზით მოდიან აფხაზეთის მეფეების, შერვაშიძეთა გვარიდან-ჩემი დიდედის, გურული ქალის, ბერიძის დედა იყო შერვაშიძის ასული. ამგვარად, ჩემში არის სამნაირი ქართული სისხლი: აფხაზების, გურულისა და იმერლის".

ძმა-აბესალომი (პროკლე) პედაგოგი იყო.

1899 წელს-გალაკტიონი შეიყვანეს ქუთაისში, დეკანოზ ნესტორ ყუბანეიშვილის სახლში გახსნილ კერძო, ერთკლასიან მოსამზადებელ სკოლაში.

1900 წელს-ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში.

1908 წელს-გალაკტიონ ტაბიძემ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. ამ,ავე წელს ქვეყნდება გალაკტიონის პირველი ლექსები („მთვარე კაშკაშებს", „შავი ღრუბელი" და სხვა.).

1908 წელს-გალაკტიონ ტაბიძემ გამოსცა ხელნაწერი ჟურნალი „შუქი".

1909 წლიდან-გ.ტაბიძე თანამშრომლობს ჟურნალ „ფასკუნჯში".

1910 წელს-გალაკტიონმა მიატოვა თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავ ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1459 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



„გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი", ქართული ყოველკვირეული ლიტერატურული-მხატვრული ჟურნალი. გამოდიოდა თბილისში 1922 წლის დეკემბრიდან 1923 წლის მარტამდე (№ 1-9). ჟურნალი ბეჭდავდა პოეტურ და პროზაულ ნაწარმოებებს, ლიტერატურულ კრიტიკას; წერილებს მხატვრობის, თეატრისა და მუსიკის საინტერესო საკითხებზე და სხვა. რედაქტორ-გამომცემელი — გ. ტაბიძე. ჟურნალში თანამშრომლობდნენ: გ. ქუჩიშვილი, შიო მღვიმელი, ბაბილინა, დ. შენგელაია, ია ეკალაძე, ი. ვართაგავა, ს. მელაძე, ი. მოსაშვილი, ტ. გრანელი, ვ. გუნია, ა. ღვინიაშვილი, ლ. გუდიაშვილი, ი. ქავჟარაძე და სხვა. ჟურნალი მხატვრულად გააფორმეს ლადო გუდიაშვილმა და კირილ ზდანევიჩმა. „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალმა" მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თანამედროვე ქართული ლიტერატურის განვითარების საქმეში.~
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1122 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გალაკტიონ ტაბიძე (დ. 17 ნოემბერი, 1891 წელი, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში - გ. 17 მარტი, 1959 წელი, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944 წლიდან), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი.


ბიოგრაფია 
გალაკტიონ ტაბიძე დაიბადა სოფელ ჭყვიშში. პოეტის მამა - ვასილ ტაბიძე, შვილის დაბადებამდე ორი თვით ადრე გარდაიცვალა. იგი ჯერ სოფლის მღვდელი, შემდეგ კი იმავე სოფლის მასწავლებელი იყო. 1900 წელს ტაბიძე ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1908 წლიდან სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1910–1911 წლებში მუშაობდა მასწავლებლად. 1917–1918 წლებში იმყოფებოდა მოსკოვსა და პეტროგრადში. 1914 წელს გამოდის გალ ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1655 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მარტო ვზივარ, მოვიწყინე ბნელ ოთახში, ბნელა იმ ოთახში, სადაც არავინ, არავინ, არავინ მეგულება. . . . სადაც სიჩუმე ფანტავს ოცნებას, სიჩუმე არღვევს აქ მეუფებას, რომელიც ძლეულს ერთს შეუძლია. . . ბნელა ოთახში და მე ისევ მარტო ვარ, მე და სიბნელე. . . სიჩუმეა, ძველებურად გარინდულია აქ ყველაფერი. . . . სიჩუმე მიხმობს. . . . ეს უცნაური დიადი შეგრძნება. . . გულში მიხუტებს. . . . ჩემი გულის ხმა მხოლოდ მას ესმის. . . . მხოლოდ მას ესმის იმ თბილი ალერსის, რომელიც უწინ იმ ქალს ესმოდა. . . იმ ერთადერთს. . . ქალმა, რომელმაც თბილი ალერსი მე შთამაგონა. . . ლამაზი სიტყვები. . . თბილი ხელები. . . წყლიანი თვალები. . . ნაზი მოფერება. . . ალერსიანი თბილი ამბორი. . . . ასე უსასრულოდ, ეს მან მასწავლა. . . ბნელ დიდ ოთახში, სადაც ოდითგან სიჩუმე ფანტავს ლამაზ ოცნებას, სადაც მრავალჯერ მე მიფიქრია, სადაც მრავალჯერ დანგრეულა უბიწო კოშკი. . . . აქ მოფერებით ჰაერი სუნთქავს, აქ სიახლოვე ეულად რჩება, აქ ბევრი ფიქრი უსასრულოა, აქ ყოველივე უსახურია. . . ბნელ დიდ ოთახში ახლა მარტო ვარ! ბნელა და ცრემლები მარგალიტივით უღიმიან მოგონებებს, ბნელა და ცრემლები მისი ხელებივით ეალერსება მოწყენილ ღაწვებს, გაბუტულ ტუჩებს. . . მარგალიტები მოეხვია ყელზე სათუთად, მარგალიტები, სველია ისინი. ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1050 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ციოდა.თოვდა.თან წვიმდა.მივდიოდით.მზე არსად ჩანდა.მეც ისეთ ხასიათზე ვიყავი ამინდს რომ შეესაბამება.უცებ მოიღრუბლა.ქარიც ამოვარდა.გავიყინეთ.მაინც არ გვიფიქრია სახლში წასვლაზე.რატომ?არ ვიცი.ისევ მივდივართ.გვცივა ხელები გვეყინება.ცხვირიც.პირიდან ბოლს ვუშვებთ. არა რა ვეწევით.გვცივა.რუსთაველზე ვართ.იქით მხარეს გვინდა გადასვლა.მიწისქვეშა გადასასვლელისკენ ეგრეთწოდებული "პაძემკისკენ" ავიღე გეზი.შემაჩერა.პირდაპირ გადავიდეთო.არ დავთანხმდი.მე ჩავედი ის ჯიუტად გადავიდა პირდაპირ.ამოვედი მიწისქვეშიდან და მივრბივარ იქ სადაც მგონია რო იდგება რომ ჩავეხუტო.არსად ჩანს შუა ქუჩზე მანქანების სავალ ნაწილზე ხალხი დგას. ძალიან ბევრი ხალხი.რა ხდება? ნიკაც მანდ იქნება.ვიფიქრე მე.მივედი და გავრღვიე ხალხის კედელი.მაინტერესებდა რას უყურებდნენ.ნიკა იწვა ძირს.უცებ ჩემს გარშემო ყველაფერი დატრიალდა.მერე გაჩერდა.ტირილი დავიწყე და ნიკას ყურში ვეუბნებოდი,არა კი არ ვეუბნებოდი ვეხვეწებოდი. არ დამტოვო თქო.პირს ძლივს აღებდა.ვეღარ სუნთქავდა.მხოლოდ სამი სიტყვა მითხრა.: "ცისარტყელაზე რატომ ვსხედვართ?" და თვალები დახუჭა.მე ვიყვირე.დიდხანს ვყვიროდი.ვეძახდი.ის არ მპასუხობდა.
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1407 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თურმე ხანდახან კუპიდონსაც ძილი უნდება:
მიწვა და თავის ჩირაღდანი იქვე მიაგდო,
ცეცხლი მოსტაცეს ფერიატა თეთრმა გუნდებმა,
და არვინ უთხრა - ჩირაღდანი ნიმფებს მიაქვთო.

რომკაცთა მოდგმას დაავიწყდეს ძველი განცდანი,
რომ ადამიანს ტრფობამ სული ვერ დაუბინდოს,
რომ მიჯნურობით არ ეწამონ ძენი კაცთანი,
ნიმფამ მოსტაცა სიყვარულის ცეცხლი კუბიდონს.

აგერ, გამოჩნდა ცივი წყარო ნიმფას წინარე
და მანაც წყალში გადააგდო ალი წყეული.
ჩამქრალ ჩირაღდნით უცებ გათბა თვითონ მდინარე,
ავადმყოფთათვის სამკურნალო წყლებად ქცეული.

მეც სააქიმოდ მოველ, მაგრამ უკვე ვიცი მე:
ტრფობა რომ ათბობს, იმ წყლით ტრფობას ვერ გავიცივებ!

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1183 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მარად ანთებულ ჩირაღდანთან სძინავს კუპიდონს
და შეხეთ, ნიმფამ გადაწყვიტა ერთი მზაკვრობა:
სურს, რომ ჩირაღდანს ცეცხლის ძალა გამოუფიტოს
და ყინულოვან ღელის წყალში ცდის მის ჩაქრობას.

უზენაესი სიყვარულის ცეცხლი რა იქნა?!
წყალს გადაედო რაც ჩირაღდანს ძალა ებადა,
უბრალო ღელე სამკურნალო წყლად გარდაიქმნა,
განმკურნებელად ათასნაირ სნეულებათა.

ღმერთმა ის ცეცხლი კვლავ აანთო სატრფოს თვალთაგან,
მკერდზე მომადო ჩირაღდანი ალის ნაკადით,
მეც სიყვარულის შემოტევამ მყისვე გამთანგა
და ჯავრიანი სამკურნალო წყლისკენ გავქანდი.

შველა ვერ ვპოვე. ახლა უკვე იმ აზრს ვადგივარ, -
მხოლოდ მიჯნური თუ მომირჩენს მძიმე სატკივარს.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1151 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

მე სიყვარულში ცოდვილი ვარ, გამოგიტყდები,
მაგრამ შენ თვითონ ხომ ორკეცი ცოდვით ეწვალე:
ქმარს უღალატე, როს მე მითხარ ფიცის სიტყვები,
და მერე ჩემი სიყვარულიც ზიზღით შეცვალე.

ვიცი და მაინც სამდურავი ვეღარ გითხარი:
ფიცის გატეხის ცოდვა მადევს თავად ოცამდე:
შეცოდებაა, დარჩე ჩემგან განუკითხავი,
შეცოდებაა, მოღალატეს მევე გლოცავდე.

გამოგაცხადე მთელი ქვეყნის წმინდა საუნჯედ,
ვადიდე შენი სინაზე და შენი სიკეთე,
მე სიყვარულით შენს ცოდვებზე თვალი დავხუჭე
და სიმართლისკენ გზა ყოველი გარდავიკეტე.

ამდენ სიცრუეს როგორ ვბედავ, ნეტავ ვიცოდე,
ასე უტიფრად მშვენიერი როგორ გიწოდე.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1210 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ტრფობა ნორჩია, სინდისი არ მოეთხოვება,
თუმცა სინდისი ქვეყნად ტრფობას გაუჩენია,
შენც არ გაკილო ცოდვიანი ჩემი ცხოვრება,
თუკი არ გინდა, კიდევ ერთხელ ავნო შენიანს.

შენმა ღალატმა ყველაფერი წმინდა წარხოცა,
სხეულის ჟინით შემიცვალა თრთოლვა სულისა,
შენმა ღალატმა საბოლოოდ გამაავხორცა,
სულმა სხეული საბოლოოდ გააგულისა.

შენს ხსენებაზე აღზევდება ჩემი არსება,
და იამაყებს, შენ რომ ასე მოგინადირა,
ხან აღსდგება და ხანაც მონას დაემსგავსება,
ძირს დაემხობა და შეგჩივლებს თავის სატირალს.

უსინდისობად ნუ ჩამითვლი, თუ გთხოვ თანხმობას,
თუ შენთვის აღმდგარს, შენს წინაშე მინდა დამხობა.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1345 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რა ძალამ მოგცა უცნაური ასეთი ძალა,
რომ ეგოდენ სუსტს და უღონოს გემორჩილები?
ვატყუებ თვალებს და აშკარად დანახულს ვმალავ
და ვფიცავ, რომ დღეს შუქის ნაცვლად ამკობს ჩრდილები.

შენს ბნელ საქმეებს მომხიბლავი ნათელი ახლავს,
ბოროტის ნაცვლად თითქოს მართლაც მადლი გეთესოს,
შენს ხელოვნებას სიკეთეზე ვაყენებ მაღლა
და ყველაზე ცუდს შენში ვარქმევ საუკეთესოს.

უფრო მიყვარხარ, რაც უფრო მეტს სისინებს ხმები,
რაც უფრო მეტი სიძულვილის მიზეზსა ვხედავ,
და თუმცა ზიზღს და წყევლა-კრულვას გითვლიან სხვები,
მეც ზიზღის ღირსად არ ჩამთვალო იმათთან ერთად.

მე შევიყვარე, ვისაც ხალხი თვლიდა უღირსად
და ამით გავხდი ღირსი შენი სიყვარულისა.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1300 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თვალი გავახილე , ჯერ კიდევ არ იყო გათენებული ....ფარდა გადავწიე და ჩემს ოთახში თვალისმომჭრელი მთვარის შუქი შემოიჭრა . იმ ღამეს მთვარე რაღაც უცნაურად , განუმეორებლად ანათებდა... ვეღარ მოვითვმინე და შუაღამისას გარეთ გავედი , ცას ავხედე იგი ვარსკვლავებით იყო მოჭედილი .... მაგრამ მათ მთვარის სიკაშკაშე ჩრდილავდა ... გულლმა უცნაურად დაიწყო ძგერა .... ურო სწრაფად და უფრო ნაზად , თითქოს რაღას კარგის მოახლოებას ელოდა იგი , თვალებმა კაშკაში დაიწყეს და სევდა რომელიც ადრე ბუდობდა სადღაც გაქრა . რაღაც შორეულ ლალწაულს ველოდი ...

შუა ღამისას როდესაც ახლად დამდგარი გაზაგხულის თბილი ქარი უბერავდა , ახლად გაშლილი მინდვირს ყვავილებიდ თავბრუდამხვევი , დამატყვევებელი სურნელი იდგა ცა უცნაურად ანათებდა , მე კი მარტო ვიდექი ამ ღამის სამოთხესჰი , ღამით როდესაც მარტოობა ყველაზე დიდი ცოდვაა , ვიდექი და ვუყურებდი ცის ამ საოცარ გასხივოსნებას , ... და სწორედ ამ დროს გაქრა ყველაფერი , მეც , ის მოკაშკაშე ცაც და ის გაზაფხულიც ,რადგან ესს ყველაფერი თურმე ჩემი ღამის ოცნება , სიზმარი ყოფილა ....


გავიღვიძე და თვალწინ დამიდგა მწარე რეალობა ... ცივი უმოწყალო ზამთარი რომელშიც განსაკუთრებული არაფერია .... გარდა ცის სიღრმიდან წამოსული ფიფქებისა რომელიც ძალიან მალე ტოვვებს ამ განზომილებას .... , და ჩემი მოელვარე თვალებისა რომელიც ზამთრის ამ სუსხსჰი ისევ სითბოს და ყვავილების სურნელს გრდძნო ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1036 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ოდესღაც ვოცნებობდი რომ მყოლოდა ისეთი ასამიანი რომელიც ჩემი იქნებოდა მთელი არსებით ...
და სიცოცხლის ბოლომდე ერთად ვიქნებოდით , ეს სურვილი ჩემში ცხოვრობდა და ბუდეც ჰქონდა აშენებული ჩემს გულში ....
მაგრამ დღეს ეს ოცნება ქრება ... და იცით რატოომ?

სიცოცხლის ბოლო წამებს ითვილის წუთისოფლის წამზომი ....

ჩემს მიჟნურს ჩემი სისხლი ხელებსა და კალთებს სისხლის პაარ პატარა წვეთებით უფერადებს .... ხოლო მისი მხურვალე ხელები მე მეხება სახეზე და ჩემი დარჩენა სურს ... რატომ?? ალბათ იმიტომ რომ მისთვის ჩემი თითოეული ამოსუნთქვა რამე პატარას ან დიდს ნიშნავს ...

მისი ხმა მესმის : არ მიმატოვო ... და ეს სიტყვები უფრო მტკენს გულს .... მაგრამ ისიც ვიცი რომ ....

მე გავფრინდები , მტვრად ვიქცევი , ქარში მოგევლინები ... და ბოლოს თრთრი მტრედი რომელსაც გულზე ნაიარევი და აცრემლებული თვალები ექნება ის მე ვიქნები ....

მოვფრინდები ყოველ ღამე შენს სასთუმელთან და შჰენს სუნთქვას მოვუსმენ .... როგორც ოკიანის ნაზ ტალღებს ....

თვალები იხუჭება , შავი გრძელი წამწამები თოვლის ფიფქებით იფარება ..... თეთრი თოვლი წითლად იღებება ...ტუჩემი ფითრდება ...

ანუ უკანასკნელი ამოსუნთქვის დრო უკვე დადგა !და მასთან ერთად ოცნებაც კვდება ... იკარგება სადრაც ღრუბლებში ...

ოდესმე პატარა თეთრი მტრედიც ვიღაცის მოგონებებს ჩაბარდება ...

მაგრამ ოდესმე გამოჩნდება ადამიანი რომელიც ამ ყველაფერს სიზმრად მაინც ნახცავს...

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1030 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გაიშხრიალა გიტარის სიმება და გრძნობით სავსე მეგოდია გაისმე ,მელოდია , რომელმაც რაღაც ძალიან სერიოზულზე დამაფიქრა
მელოდია , რომლის თითოეულ ბგერაში უზარმაზარი გრძნობის პატარა მარცვალია დამარხული , ამ მელოდიამ სამყარო და რაც მთავარია თვით სიყვარული შემაყვარა , სწორედ მაშინ გავიგე რა იყო ეს საოცარი და უკვდა გრძნობა ...

გაჩნდა კითხვა ... სრულიად უაზრო .. მაგრამ დასაფიქრებელი ....

რატოომ მოიგონეს სიყვარული ?

ეს ხომ წმინდა გრძნობაა , ჩვენ ხომ ამ გრძნობას უმოწყალოდ ვანადგურბთ ... ერთმანეთისთვის მხოლოდ გულის სატკენად ვიყენებთ .....საკუთარ მნიშვნელობას ვუკარგავთ .>..........!

ო , როგორ მინდასიცოცხლე სიკეთითა და სინაზით ოყოს სავსე და არა ბოღმითა და ტანჯვით......

სწორედ ამას არ გვიამბობს გიტარის სიმებში აჟღერებული სევდიანი მელოდია ...

ეს უაზრო , უინტერესო სამყარო ჩემთვის შავ თეთრ ფერებშია დახატული .... ო ღმერთო სადღაა ვარდისფერი სიყვარული რომელიც ყველაფერს თეთრ ფარდას გადააფარებს?? ნეტავ ვიცოდეთ გაფრთხილება იმის რაც ღმერთმა ნიჭად გვარგუნა

სიყვარულის უნარიც ხომ ღვთისგან ბოძებული უზარმაზარი , უზლიერესი ნიჩია რომელიც ყველა ადამიანში გაკვეული რაოდენობითაა...

აუ უაზრო , ვიღაცისტვის უაზრო ცხოვრებასაც ხომ ექნება ოდესმე დასასრული .... მაგრამ ამ დასასრულზე გიტარის ჯადოსნურ ნოტებში არ წერია ......

ამიტომაცაა ეს ჩანახატი თითქოსდა დაუსრულებელი ....
< ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1273 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ხუთშაბათი, 2024-12-26, 9:22 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024