♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 18 » ბედის ირონია 3
9:52 PM
ბედის ირონია 3

მალე საახლწლო და საშობაო განწყობა გაქრება და ჩვეული ერთფეროვანი დღეები წაეწყობა ერთმანეთს. ლონდონში უნდა დავბრუნდე, სწავლა იწყება მეტროში ცარიელი სკამი მოვძებნე და მოვკალათდი. საერთოდ, მეტროებს ვერ ვიტან, მაგრამ ტაქსისთვის გადანახული უკანასკნელი 6 ლარი ლუდს და ჩიპსებს მივახარჯე. აიფოდი ჩავრთე, ქუდი გემრიელად ჩამოვიფხატე და თავი ვაგონის კედელს მივაყრდენი. ჩემს წინ დიდი პლაკატი გაეკროთ ვიღაცებს "თოვლის ბაბუა გამოძახებით” ნეტაი თქვენ, ჯერ თოვლის ბაბუა რაა და მერე მაგის გამოძახება? რატომღაც ვერ ვიტან თოვლის ბაბუებს…
ჯიბეში რაღაცამ გაიზრიალა. მგონი ჩემი მობილურია. ნოკია ამოვაცურე ჩანთდან, ახალი სმს-ი მომივიდა:
"პრივეტ, ნიც, როგორ ხარ?”
"წადი შენი! ამ იდიოტურ ტრანსპორტში ვზივარ იდიოტი ხალხის გარემოცვაში და ამინდივით საზიზღარ ხასიათზე ვარ” ხო..ეს გავიფიქრე, მაგრამ..
კლავიშები ავაწკაპუნე, მესიჯის წერა დავიწყე.
"ვაააა, გიოო! მაგრად ძალიან, ახლა დაქალთან ვარ და ვერთობით მაგრად! შენ როგორ ხარ?”
sending…
ჩემს გვერდით ახალგაზრდა ქალი იჯდა, N რაოდენობის პარკი ეკავა და მეორე იმდენი გარს შემოელაგებინა. ტყავის ბორდოსფერი ქურთუკი და შავი წვეტიანი ჩექმები ეცვა. გვერდით შვილი ედგა, ასე 7-8 წლის ცინგლიანი ბიჭი იყო. დედას ექაჩებოდა გამწარებული "დეეე, კრეკერები მიყიდე!”
Delivered
- შემეშვი, ბიჭო, შენი თავი მაქვს?
- დეეეეეე, მიყიდე კრეკერები!
- გაჩუმდი, თორემ მიიღებ ტუჩებში! - ქალმა გაფარჩხული ხუთი თითი დაანახა ბავშვს
- დეეეეეე, მიყიდე კრეკერები!
- რა ჯანდაბით გიყიდო, არ მაქვს ფული, მოგხვდება-მეთქი, თუ არ გაჩერდები!
- დეეეეეე, მიყიდე კრეკერები!
აი, აქ უკვე მოსალოდნელი ლაწანის ხმა გაისმა..
ჩემი ტელეფონი ისევ ახმაურდა
"ჩვენც ეგრე, ბიჭები დღეს ღამის კლუბში ვაპირებთ წასვლას და წამოხვალ?”
"რა ყ….ე ხარ!ახლა ფიქრობ ალბათ, ცოტას დავალევინებ, კომპლიმენტებს ვეტყვი, შევკერავ და მერე ბინაში ავალთო. ჰეჰე, ბებიაშენისამ!”
ხო..ეს გავიფიქრე, მაგრამ..
"რავი, კი. ზუსტად არ ვიცი, ჩვენს ძმაკაცთან PARtY იჩითება და შეიძლება მანდ ავიდეთ გოგოები, თუ ხვალამდე გადაიდო, წამოვალ”
sending…
გამეღიმა, ძმაკაცი და ფართი რომელია, მთელი საღამო ჩემი მოხუცი ბებიის ახალგაზრდობის ისტორიებს უნდა ვუსმინო.
Delivered.
ჰო, ესე ეს გიო ჩემი დაქალის ყოფილი შეყვარებულია, რომელმაც ჟარგონულად რომ ვთქვათ, დაადო ჩემს ერთსულსა და ერთხორცს ამიტომ გადავწყვიტეთ შური გვეძია და გასართობ-ჯავრის ამოსაყრელად პატაარა გეგმა შევიმუშავეთ… გიო სკაიპში გავიცანი და სწორედ დღეს უნდა მენახა…
ჩემს წინ ორი გოგო გაიჭიმა…
- აუუ, გუშინ ზმანებზე ვიყავით მე და თათუკა და ვიღაც ტიპი ავაგდე
- მართლააა? ძააან მაგარიააა
- ხოო, მაღალი, ქერა და ცისფერთვალება. იცი, მოვეწონე
- ვააა, მეერე?
- მერე მივედი, გ ავეცანი და აღმოჩნდა, რომ ჩემი ექს შეყვარებულის ნათლიის სხვა ნათლული ყოფილააა, აზროობ
- პრიოსტა რიააა..

ტელეფონი გაწკრიალდა…
"იტოგში, დრეს 11ისთვის გამოგივლი რა თუ გეცლება”
"თვითდაჯერებული იდიოტი ხარ, მდიდარი მამიკოს ბიჭუნა, წადი შენი..”

ხო..ეს გავიფიქრე, მაგრამ..
"კარგიი, აბა ჰე, გამიხარდა რომ მომწერე”

ბინაში შევიძურწე, მაშინვე მაცივარს ვეცი. ბანანის წვენი, "ვიოლას” ყველი, თხლად დაჭრილი პურის ნაჭერი მოვინადირე და უზარმაზარეკრანიანი ტელევიზორის წინ გავიშხლართე ასევე უზარმაზარ ტახზტე. ვინ გაცალა, ზარი იყო კარებზე.
ჩემი დაქალები ჭინკებივით შემოხტნენ და იდილია დამირღვიეს, არა და თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ნაბახუსევზე ვყოფილიყავი. სმს-ის შესახებ რომ ვაცნობე, მაშინვე მობილურს ეცნენ და გადაქექეს ინბოქსი.
- რას იცვამ?
- რავი, ასე წავალ…
- რაა? - აქ ორივეს თვალები გაუფართოვდა და ყბა ჩამოეწელა.
- ხოო, რა მოხდა..
აქ ჩემი თავი ავათვალიერ-ჩავათვალიერე:
ვიწრო ჯინსებზე გრძელი წარწერებიანი მაისური გადამეცვა და ფეხზე ჭუჭყისგან ფერდაკარგული vans-ები მეცვა…
წამის მემილიარდედში ჩემი კარადა გამოაცარიეელეს და ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტეს, თავიანთი კაბებიდან აერჩიათ რაიმე.

11 საათიც მოახლოვდა… ჩემი დაქალის ვიწრო, მოკლე კაბასა და N რაოდენობის მაკიაჟში თავს იდიოტურად ვგრძნობდი. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, ძალიან ბევრი ვიცეკვეთ და დავლიეთ. გიო ზუსტად ისეთი აღმოჩნდა, როგორიც წარმომედგინა: თვითკმაყოფილი ბღენძია, მოძველბიჭო და მექალთანე..
დილის 5 საათი ხდებოდა..
- წავიდეთ? - მკითხა გიომ
- წავიდეთ
გიოს ლაპლაპა, შავი აუდი ნელა მისრიალებდა ქუჩებში, მალე ერთ-ერთ ფეშენებელურ სახლთან გავჩერდით.მან ჯენტლმენური თავაზიანობით გამიღო კარი და შემიძღვა ოთახში. ალკოჰოლისგან გათამამებულმა ჩემკენ წამოიწია, მაგრამ გავუხსლტი
- წამო რა, მანქანით ვისეირნოოთ
-ახლა? იცი რომელი სააათია? - გაუკვირდა
- გთხოოვ, თან სიგარეტი მინდა და დამიმთავრდა.
- მე მოგცემ
- არა, ეგ არ მინდა, წამო რა
- კარგი…
"აი, იდიოტი. მთელი საღამო მოწევას ვუკრძალავდი, ალერგია მაქვს მეთქი სიგარეტის სუნზე…”
გასაღებს მე დავტაცე ხელი და გიოს სახლის კარი მე დავკეტე..ფრთხილად ჩავაცურე გასაღები ჩანთის ჯიბეში…
- გიო, საფულე დამრჩენია და შენი მომეცი რა
უხმოდ გამომიწოდა.
ისიც ჩანთაში ვჩურთე…
- საჭესთან დამსვამ?
- რა პრობლემაა…
მანქანიდან გადავიდა, მე წამის მეასედში გადავსკუპდი და მანქანა დავძარი ელვის სისწრაფით…
უკან რომ მოვიხედე, გაოგნებული და გაფითრებული სახით იდგა გიო..
მას მერე არც მინახავს

სახლში ავირბინე, ბარგი გიოს მანქანაში ჩავყარე, საფულე მათხოვარს ვაჩუქე, სახლის გასაღები ნაგვის ურნაში მოვისროლე.
აეროპორტში დავიგვიანე, უკვე იწყებოდა ჩასხდომა ჩემს რეისზე. მანქანის გასაღები ფრანგ ტურისტს ჩავუცურე ჩანთაში და თვითმფრინავისკენ გავწიე.. ამ დროს მობილურმა დარეკა, ჩემი დაქალი იყო
- ნიიიც
- ჰო
- ეგ ის გიო არ იყო, შეგეშალა…

კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1114 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 8:54 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024