♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 21
I Love You, Man
1 სთ 50 წთ
ჟანრი: კომედია, მელოდრამა პოსტერები
 გამოშვება: 20 მარტი 2009
რეჟისორი: ჯონ გამბურგი
სტუდია: დრიმუორქს ესქეიჯი, ზე მონტეკიტო ფიქჩერ კომპანი, დე ლაინ ფიქჩერზი
როლებში: ჯეიმი პრესლი, პოლ რუდი, ჯონ ფავრო, თომას ლენონი, ჯეისონ სეგელი, ჯ.კ. სიმონსი, ენდი სამბერგი 


ფილმის მიმოხილვა
ახალდანიშნული მთავარი გმირი გაემართება იდეალური მძღოლის საძებნელად თავისი ქორწილისთვის.




DVD - RUS 1 397.60 MB


... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1143 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


კანის გაწმენდის გარეშე კარგ შედეგზე ოცნებაც არ ღირს. კანი აუცილებლად უნდა გაიწმინდოს მკვდარი უჯრედებისგან, რომელიც სახეს მონაცრისფრო ფერს აძლევს. სასურველი შედეგის მიღწევა საშინაო პირობებშიც შეიძლება. ნიღაბი ყოველ 2-3 დღეში ერთხელ გაიკეთეთ, გაიჩერეთ 15-20 წუთით და ანადუღარი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
მშრალი კანისთვის
ერთი მოხარშული კარტოფილი და რძე აურიეთ ფაფისებური მასის მიღებამდე. თუ ალერგიისადმი მიდრეკილი კანი არ გაქვთ, ერთი ჩაის კოვზი თაფლიც დაამატეთ.
ნორმალური კანისთვის
ნახევარი მწიფე ბანანი დასრისეთ, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი თბილი რძე და 5 წვეთი ლიმონის წვენი. წაისვით სახეზე და 20 წუთი გაიჩერეთ.
ცხიმიანი კანისთვის
გახეხეთ ერთი უმი კარტოფილი, დაუმატეთ კარგად ათქვეფილი კვერცხის ცილა, 1 სუფრის კოვზი ფქვილი და 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი.
უსიამოვნო ფიქრი, გაღიზიანება და ცუდი განწყობა უმალვე აისახება სახის კანსა და გამომეტყველებაზე, ამიტომ შეეცადეთ, რაც შეიძლება მალე დაივიწყოთ უსიამოვნო განწყობა. დაძაბულობა ხელს უშლის სისხლის მიმოქცევას, რის შედეგადაც სახის კანი ცუდად მარაგდება ჟანგბადით. ამის გამო ზოგს კანი უცხიმიანდება, ზოგს კი უშრება. ქვედა ქუთუთოების, პირის კუთხეებისა და ცხვირის არეში ჩნდება ღრმა, ეგრეთ წოდებული "მწუხარების" ნაოჭები.
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1103 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ნეტავ სმს ვიყო, და ესე სწრაფად
ხო მოვიდოდი შენთან
და ერთს ჩაგეხუტებოდი, მაგრად გაკოცებდი
და მერე მაინც წამშლიდი ?

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1116 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გაგაოცებდი ჩემი სულის ნაზი ფერებით,
ტუჩის შეხებით,
კოცნით კი არა!
-მოალერსებით,
გაგაოცებდი ჩემი სულის ცრემლით, ფერებით,
ფერად-ფერადი სიზმრების თოვით გაგაოცებდი.
დაგიკოცნიდი-
სულს,
გულს,
თვალებს ასე სევდიანს,
ბაგეს მთრთოლვარეს,
მერე გულში ჩაგიხუტებდი.
დაგიფარავდა ჩემი სული ქვეყნის ავდრისგან,
და ყოველ დილას გაჩუქებდი ზღაპარს ახდენილს,
დაგიკოცნიდი-
ღიმილს,
ცრემლებს,
"ნეტას" ნაღვლიანს,
შენ რომ გდომოდა,
მთელ ცხოვრებას კოცნად გიქცევდი..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1087 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე ხომ შენი სიზმრიდან
და სიზმრებით მოვედი ,
შენ რომ არ ყოფილიყავ
მე გამოგიგონებდი...
უნაირო გზის შემდეგ
ისევ შენთან მოვალ დღეს ,
იცი?,დავიღალე და
მხოლოდ შენ თუ მომარჩენ .
წვიმა ცრემლად შემარგე_
ცრემლიც უკვე გამიშრა,
როცა მოვალ შენდამდე
უკან აღარ გამიშვა .
თორემ უშენოდ ყოფნის
ძალა გამომელია ,
იქ ვეღარ გავჩერდები
სადაც არ მომელიან.
იცი?, როგორ მატირებს
ღამისფერი საკანი
აღარა ვარ იცოდე
უშენობის ამტანი .
მე ხომ შენთვის გავრითმე
სულში ყველა სტრიქონი ,
სიზმრებში თუ დაგკარგე ,
ცხადში მალე გიპოვი.
თჲ შენ ისევ სიზმრიდან
და სიზმრებით მომელი...
გაახილე თვალები !
აი უკვე მოვედი ...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1069 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


საათს გადავწევ და დაგაბრუნებ
ჩვენი მაისის მისადგომებთან...
ეცლება სივრცე ცისფერ მწვერვალებს
და მარტო ვრჩები მოგონებებთან.

რას ვიფიქრებდი, თუ უშენობა
უფსკრულის პირზე მე არ შემშლიდა,
თუ მივახწევდი აღთქმულ მიწამდე
როცა ტკივილი უღვთოთ მდევნიდა.

არც არაფერი აღარ მაშორებს
ხელის გაწვდენა და გამარჯვება,
მაგრამ უშენოდ ცისფერ თვალებავ
მე გამარჯვება არ მემარჯვება.

და აქ ვერავინ მე ვერ მიშველის,
ჩემთვის სამოთხეც უდაბურია,
ნუთუ ჩაქრება ასე ამაოდ
მზე, რასაც ჩემში უხმაურია.

ისრებს გადავწევ და დაგაბრუნებ
ჩვენი მაისის მისადგომებთან ...
ეცლება სივრცე ცისფერ მწვერვალებს
და მარტო ვრჩები მოგონებებთან.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1150 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


შენ რომ არ იყო ალბათ სევდა გულს მომიკლავდა,
და სიყვარული დამრჩებოდა ბედის ამარა,
სულ წაიღებდა სამუდამოდ რაც გრძნობა დამრჩა,
ჩამოივლიდა მოშრიალე წყარო ანკარა.
შენ,რომ არ იყო ჩემს თვალებზე ცრემლი გაჩნდება,
რომელიც დარდებისაგან მოდის,არ წყდება,
ეს მხიარული ჩემი გული სადღაც გაქრება,
და მოწყენილი,ნაღვლიანი შენს ხმას გაჰყვება.
შენ,რომ არ იყო ოცნებები დამეკარგება,
და ჩემს წინაშე მკრთალი შუქი სადღაც გაქრება,
მარტოდ დარჩენილს შენზე ფიქრი მომეძალება,
და შენთან ყოფნა უფრო მეტად მომენატრება.
შენ რომ არ იყო სიყვარული დამეკარგება,
და ტრფობის ჟამი,ჩემთვის უკვე აღარ დადგება,
ჩემი გული მარტოდ მარტო დაიჩაგრება,
და მას იარა სიყვარულის ზედ დააჩნდება.
შენ, რომ არ იყო ჩემი გზები სულ აირევა,
და ჩემი გული შენს გარეშე გადაირევა...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1188 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მინდა ვიტირო ცრემლი არ მომდის,
მინდა ვიყვირო ხმა არ ამომდის,
მინდა ვიფიქრო აზრი არ მომდის,
მინდა დაგივიწყო ძალა არ მყოფნის.

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1031 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მგონი მომენატრე როგორც არასდროს ,
გარეთ ჩამობნელდა თითქოს აღარც თოვს ,
რაღაც მინდა გითხრა მაგრამ არ მახსოვს ,
მგონი შემიყვარდი როგორც არასდროს....

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1138 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ისევ მოვედი...
რას დავწერ არ ვიცი.მაგრამ ისევ მომწყურდა შენათან საუბარი და...მოვედი.გარეთ ჩემი ნოემბერი გიჟდება,წვიმს,შემოდგომა ტირის.ირგვლივ ადამიანთა ნიღბიანი და ულმობელი სახეები...
მეშინია...იწვიან სანთლები დღეებივით(თუ დღეები იწვიან სანთლებივით ეს სულ ერთია)
ისევ საშინელი,უსასრულოდა გაურკვეველი ლოდინი...გიჟური მონატრება მაწვალებს,მენატრება...
წვიმს ,ვიცი კიდევ იწვიმებს.წავალ,წავალ სად არ ვიცი.წავალ და დავიკარგები.
_ჩემს სულს ავბოჭავ ცაში გაქცეულს,
_ჩემს ოცნებას შევაკოწიწებ ტკივილით დალექილს და მოვალ შენთან,მოვალ და მოგეფერები...
სანთლები ილოცებენ და ჩემი მონატრება კივილს ატეხავს...გლოვა ატყდება და მე მოვკვდები...
_გაგიჟდება ნოემბერი,სახეს დაიხოკავს,საფლავს ამიწეწავს,მიწას გადამაყრის,მომეფერება დამიტირებს ჩამიხუტებს ჩემი ნოემბერი და აღარ მიმატოვებს,აღარ მიმატოვებს და ვეღარავინ წამართმევს ჩემს სიყვარულს,გიჟურ მონატრებას.
დაღამდა........

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1149 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



,დღეს უშენობის სახლში მიწევს
მე არსებობა,
თითქოს ლოდინიც გათანგულა
ცრუ მოლოდინით,
ვცდილობ განვაგრძო უშენობით
ჩემი ცხოვრება,
თავდაკარგული გადაჩვევას
ავედევნები...

დღეს უშენობის მერამდენე
წუთებს დავითვლი,
დრო და წამები მატარებენ
ხელის გულებზე,
შენთვის ვინ იცის, იქნებ სწრაფად
მიქრის დღეები,
ჩემთვის კი... ვითვლი, უშენობის
საუკუნეებს...

დღეს უშენობის ოცნებებში
მიწევს გაფრენა,
ახლა ფიქრებმაც უმიზეზოდ
იწყეს ჩაფერფვლა,
სიკვდილის ჩრდილი აედევნა
სიცოცხლეს ლანდად,
იქნებ კონტურებს მიღმა ვცადო
შენი დაკარგვა...

დღეს უშენობის ვეგებები
მერამდენე სხივს,
თითქოს მძულს კიდეც გაყინული
გარიჟრაჟები,
ღამის ქარიშხალს გავუწოდებ
თითებს გაცრეცილს,
სხეულს დავტოვებ, ასე უხმოდ
გავედევნები...

დღეს უშენობის მერამდენე
სტრიქონებს დავწერ,
თუმცა სიტყვები ფერს კარგავენ
გრძნობების ფონზე,
ისე მიყვარხარ აი ახლა...
გაგიჟებამდე...
მონატრებას კი...ხიდად გავდებ
გადაჩვევამდე..."

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1118 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>




Tooth Fairy
1 სთ 42 წთ
ჟანრი: ფანტასტიკა, კომედია პოსტერები,მელოდრამა
 გამოშვება: 14 იანვარი 2010
რეჟისორი: მაიქლ ლემბეკი
სტუდია: უოდლენ მედია, თვენტის სენტერი ფოქს ფილმ ქორფორეიშენი, მეიჰემ ფიქჩერზი, ბლიუმჰაუს პროდაქშენსი
როლებში: ეშლი ჯადი, ჯული ენდრიუსი, ჩეიზ ელისონი, სეთ მაქფარლანი, დუეინ ჯონსონი, სტეფენ მერჩანტი, რაიან შეკლერი, დესტინი უითლოკი 


ფილმის მიმოხილვა


სასტიკ და დაუნდობელ ჰოკეისტს დერეკ ტომფსონს ხშირად უწოდებენ 'კბილის ფერიას' – თავად მიხვდით რატომ. ყინულის არენაზე თავისი მოწინააღმდეგეების კბილების ჩამოგდებისთვის ის ფულს არ იხდის, თუმცა მოუწევს, ნამდვილი კბილის ფერიები ხომ უკვე დიდი ხანია მასზე კბილებს ილესავენ...



... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1114 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ერთი კოცნა ხელის გულზე დავისვი,
სული შევუბერე და შენსკენ გამოვუშვი
არ მოსულა?

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1235 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენ წითელი ვარდი მთხოვე, მაშინ.........როდესაც.....ჩემს ბაღჩაში,მხოლოდ
თეთრი ვარდები ყვაოდნენ...... რა უნდა მექნა.....ავიღე გული,დავაგე ეკლის ბუჩქს და....
გადმონადენი სისხლით ეგ თეთრი ვარდი წითლად შეგიღებე.....
ახლა ეგ მითხარ,ჩემო კარგო....ეგ ვარდი უფრო მალე დაჭკნება თუ ჩვენი ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი........

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1492 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ნამდვილი სახელი: ნატალია ჰერშლაგი (Natalie Hershlag)
დაბადების თარიღი: 09 ივნისი 1981
დაბადების ადგილი: იერუსალიმი,იზრაელი
პროფესია: მსახიობი,პროდიუსერი,რეჯისორი,სცენარისტი
სიმაღლე: 1.60 მ


ბიოგრაფია

დაიბადა 9 ივნისს 1981 წელს იერუსალიმში, ისრაელში, ექიმის და მხატვარის ოჯახში. როდესაც გოგონა 3 წლის იყო, ოჯახი ვაშნგტონში გადავიდა საცხოვრებლად, კიდევ ოთხ წელიწადში კი კონეკტიკუტში, და ბოლოს და ბოლოს ლონგ–აილენდში გაჩერდა, ნიუ–იორკის ახლოს, სადაც დღემდე ცხოვრობს. თქვენ არ დაიჯერებთ, მაგრამ ახალგაზრდა ნატალი მსახიობი პიცის დახმარებით გახდა. ეს სასაცილოა, თ ჩავთვლით, რომ ნატალი დარწმუნებული ვეგეტარიენელია. მაშ ასე, ერთერთ პიცერიაში სამოდელო სააგენტო კონკურს ატარებდა, და გოგონას დედამ ურჩია მონაწილეობა მიეღო მასში. შედეგად – 11 წლის ნატალიმ ხელი მოაწერა კონტრაქს რეკლამაზე საპარფიუმერო ფირმის Revlon პროდუქციის . შემდეგ წელს მომხიბვლელი სკოლისმოსწავლე–ინტელექტუალმა მონაწილეობა მიიღო სინჯებში თანამედროვე ფრანგი რეჟისორის ლიუკ ბესონის ფილმისთვის 'ლეონი'(Leon). ბესსონმა გოგონა მაშინათვე არ დაამტკიცა მთავარ ქალის როლზე, რადგან სცენარში მისი პერსონაჟი რამოდენიმე წლით უფროსი იყო, და აუცილებელი იყო დრამატიული გამოცდილება გოგონა მატილდას ყველა ფსიქოლოგიური კოლიზიების გადმოსაც ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1720 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



♥♥♥♥♥♥♥♥♥
Avril Lavigne
♥...............♥
♥♥♥♥♥♥♥♥
♥...............♥
♥♥♥♥♥♥♥♥




... Read More

კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1079 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>




Lady gaga For cosmopolitan And Q magazine

...............
...........................



კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1023 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

მაილიმ თავისი კაბა პარასკევს აუქციონზე გაყიდა, შემოსული თანხა ჰაიტს გადაერიცხა
ასევე გოგონამ ჩამოაყალიბა ახალი აქცია ჰაიტისთვის


კაბა $3,550 გაიყიდა!!!
მაილიმ ჩამოაყალიბა აქცია ჰაიტის დასახმარებლად, მან შემოიერთა დემი ლოვატო, ჰიუ ჯეკმანი, ნიკოლ რიჩი და სვა ბევრი ჰოლივუდის ვარსკვლევი.
ასევე მაილის გადაწყვეტილებით მან მის ფილმში THE LAST SONG აღებული თანხიდან აქციას $5,900 შემატა. მაილი ჰაიტისთვის უკვე 10 000 4$ მეტი გაიღო, რითაც მან დაიმსახურა ის რომ, შევიდა 10 ვარსკვლავის სიაში, რომლებიც ყველაზე აქტიურად ეხმარებიან კუნძულს




კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1091 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



liv tyler G-Star campaign shoot
............

... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1115 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥სურათები♥ | ნანახია: 1155 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გული შფოთს მოუსვენარი
მას შენთან ყოფნა სწადია 
შენი მას სდაგავს სიშორე
უყვარხარ ძლიერ ცხადია
ვინ მოსთვლის კეთილ საქმეებს
რაც შენთვის ჩამიდენია
ერთდროს ცოდვილსა ბიჩუნას
ბოროტი გამიდევნია
შენი ბრალია იცოდე
ჩემი ასეთი ცვლილება
შექმნა მომინდა ოჯახის
რომ მასახელონ შვილებმა
შენს სხეულს ჩემმა თვალებმა
ვეღარ შეხედოს ეულმა
ვეღარ შევეხო შენს თმებსა
შლილსა და ზოგჯერ ხვეულსა
ამაზე ფიქრი რას მარგებს
გარდა მწუხრისა დიდისა
ეს რომ ოდესმე მოხერხდეს
შუბლს გავიხვრიტავ გილძითა
მახსოვს მწუხარეს გითხარი
ისევ მიყვარხარ ლამაზო
აროდეს გადმიყვარდები
ჩემო ბროლო და ალმასო
არ დავიშურებ არასდროს
შენთვის მხურვალე სტრიქონებს
იმდენს მოგიძღვნი ლამაზო
მარცვლით ავავსებ წყლის მორევს
მინდა მადლობა შევწირო
ამ დიდსა მადლსა ღმრთისასა
ყოველთვის გეტყვი ლამაზო
სიტყვას მართალს და მდიდარსა!!!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1053 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ღამე, მთვარე შორეული,
შენსკენ, გრძნობა მორეული,
მოვალ, როგორც მთვარეული,
შენზე ფიქრით არეული...

მოვალ, როგორც დილის ნამი,
ავმღერდები როგორც თარი,
მოვალ, როგორც წვიმის დარი,
მოვალ, როგორც ნიავ-ქარი.

გაზაფხულზე მოვალ ველად
მარტში იად და ენძელად,
ატმის ყვავილის სურნელით,
თუნდაც ავყვავდები ტყემლად.

ხიბლს შევმატებ არემარეს
ბროწეულის ყვავილებად,
წვიმის შემდეგ ავენთები,
მანათობელ ცისარტყელად.

მოვფრინდები, თუნდაც მერცხლად,
გავწვიმდები ისევ სევდად,
აზვირთებულ, ცისფერ ტალღებს
გამოვყვები თოლიებად.

ზამთრით, მოვალ თეთრ ფანტელად,
შენთან მოვალ ისევ ფიფქად,
დაგეცემი ხელის გულზე
და ვიქცევი მე შენს ფიქრად.

როგორც ფიქრი შორეული,
მოვალ, გრძნობა მორეული,
მოვალ, როგორც მთვარეული,
შენზე ფიქრით არეული...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1101 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დიდხანს.. დიდხანს უცქირა საკუთარ გამომეტყველებას სარკეში. უშნოა, ულაზათო და ჩვეულებრივი. იმდენად ჩვეულებრივი, რომ ის ვერც კი შეიმჩნევს, ვერც აღმოაჩენს...
ცხვირზე უფრო უმუქდება ჭორფლი, თმაც ჯიუტი და არ დამყოლი გახდა, ვერაფერი მოუხერხა, ხელებიც კი თითქმის ზომაზე მეტად დაგრძელებია. უცბად მოშორდა სარკეს. ეს კიდევ არ არის ყველაფერი. კოჭებს ზემოთ ოდნავ აცდენია ფერშეცვლილი ჯინსები, ცდილობს რაც შეიძლება ჩაჩაჩულად ჩაიცვას, მაინც ვერ დააგრძელა, ლანჩა გაცვეთია ფეხსაცმელს. ლანჩა გაცვეთია ფეხსაცმელს. კიდევ კარგი ზემოდან ჯერ კიდევ შეეხვდება, ძირები ხომ არ ჩანს, ფეხის სისველეს მოითმენს, გაუძლებს.
ის კი... პეპელასავით შემოფრინდება ხოლემე საკლასო ოთახში, ლამაზი, მშვენიერი, არამიწიერი. გრძნობს შურით სავსე მზერას, ასე ხშირად რომ აადევნებენ ხოლმე დაქალები. რადგან თითქმის ყოველ კვირას ახალი "შმოტკებით იჩითება”, მამამისი არაფერს აკლებს ერთადერთ ნებიერას. მიჰყავთ და მოჰყავთ მანქანით.
დათოს კი სახლის გახსენებამ ტკივილი მოჰგვარა, დედა სულ ავადმყოფობს, სხივჩამქრალი და გაცრეცილი გამომეტყველება აქვს. მაინც ცდილობს ცხოვრებასთან ბრძოლას. არაფრისაგან შეაკოწიწებს ხოლმე საუზმეს, რომ მშიერი არ გაუშვას ბიჭი სკოლაში. სულ უკვირს, როგორ ახერხებს დედა ამას. მისი პენსია იმდენად მწირია... მამა... ადრიან დილას გაუჩინარდება და გვიან ღამით ბრუნდება მთვრალი... თვალებდაწითლებული, სახეგაკუშტებული. სამყაროზე ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1104 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ლურჯი ღამიდან წვიმა კი არა,
ტკივილიანი ცრემლები ცრიან.
ვიცი, ვერასდროს ვეღარ შევხვდებით,
ანდა შევხვდებით ძალიან გვიან.
ვიცი,წაიღებს დრო ყველა ტკივილს,
გული იმედებს კვლავ ჩაისახავს,
მაგრამ ნუ მეტყვი აღარ ვიტირო,
ნუ დამამშვიდებ, სანამ მიყვარხარ!
სანამ მიშფოთებს სულს მოგონება,
სანამ ბოროტი ქარები ქრიან
და სანამ ვიცი, თუკი შევხვდებით,
იქნება უკვე ძალიან გვიან.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1117 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


რა სასწაულმა შემახვედრა შენთან არ ვიცი,
ან ამ სიყვარულს ტკივილამდე რატომ განვიცდი,
როცა შენ გხედავ,აღარ მახსოვს ქვეყნად არავინ,
როცა გშორდები,დარდი მიპყრობს დაუფარავი.
გნატრობ,მოგელი და შენს გზაზე მწყდება თვალები,
იცი,მიყვარახრ,შენ თუ გინდა ნუ გეყვარები,
ვცდილობ,როგორმე მივაკვლიო სხვა გულის სითბოს,
მაგრამ ყინულით დაფარულა ქვეყანა თითქოს.......
შენზე ვილოცებ,სანამ ქვეყნად დავიარები,
დამრჩება გული შენი ტრფობით ნაიარევი,
მთელი სიცოცხლე მხოლოდ შენზე დარდს შევალიე,
ო,არ იფიქრო ვესწრაფოდე გრძნობას წამიერს.
სიკვდილის დროსაც ბაგე მხოლოდ შენს სახელს იტყვის,
გინატრებ გულით,სიყვარულით,ოცნებით,სიტყვით,
თუკი არსებობს სულის ყოფნა სიკვდილის შემდეგ,
ცივ სამარეშიც ცრემლიანი ვილოცებ შენზე.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1213 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მზის ჩასვენება ხომ ლამაზია,
მაგრამ მე რატომღაც სევდას მგვრის,
თითქოს სიცოცხლის ეპილოგია
და დასასრული ხვალინდელი დღის.
სინანულია განვლილი წლების,
სიკეთის არა,-ბოროტების,
ერთგულების არა,-ღალატის,
სიხარულის არა,-მწუხარების,
დასასრულს შეწყვეტილი გულის ცემის,
რომელიც მხოლოდ ერთ ამოოხვრად ღირს.
ახლიდან ცხოვრების დაწყების სურვილია,
შეცდომების გამოსწორების,ცოდვების მონანიების,
უფლის წინაშე სულის სისპეტაკის
და თვით სიცოცხლის სიყვარულის დაფასების,
მაგრამ ვაი რომ სწორედ სულის სიმძიმე გვღლის.
მზის ჩასვენებას მზის ამოსვლა მოსდევს
ეს კი უფლის რჩეულთა ხვედრია
და თუ გავხდები მე ამის ღირსი
ვიტყვი,რომ ამ ქვეყნად, ტყუილად არ მიცხოვრია.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1126 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ნეტავ ვინა სთქვა, ვინ მოიგონა,
რომელს გაუწყრა ღმერთი?
სიყვარულიდან სიძულვილამდე
ნაბიჯიაო ერთი...
ერთი კი არა, ასი ათასი,
მთელი სიცოცხლე ალბათ,
თუ მართლა გიყვარს, რომ მოინდომო,
მაინც ვერ გალევ ამ გზას..
მონატრებიდან მოგონებამდე,
თუ მართლა, მართლა გიყვარს,
სიყვარულიდან სიძულვილამდე,
გწამდეს, ვერასდროს მიხვალ!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1013 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ვიღაცა ფიქრობს ამ წუთშში შენზე,
ვიღაცა ჩურჩულებს ძველებურ ლექსებს,
მოგონებებში გამოკეტილი,
ვიღაცა ფიქრობს ამ წუთში შენზე,
ვიცი რომ ფიქრობს და მიხარია,
ვიღაცა გულის გასაღებს ეძებს
ვიღაცა გეძებს დიდი ხანია
ვიღაცას ისე ეიმედები, დასავიწყებლად არ ემეტები,
გმადლობ ძვირფასო სიყვარულისთვის,
მეც სიყვარულში დაგიბერდები..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1132 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს,
შუაღამეს მზის სხივი თუ მაკოცებს,
აქ ხომ შავი საყვარელი ფერია.
აქ შენი ძმა თურმე შენი მტერია.
აქ არ ხარობს თავდაბლობის ნარგავი,
აქ ტაძარშიც შეიტანეს ნაგავი
აქ სიზმრები აღარ არი ფერადა
აქ ღალატი გახდა მრავალჯერადი
აქ სიყვარულს ჩაგიტვლიან ბოდვაში
აქ ხომ ახლა ბოზობაა მოდაში
აქ გესევა მათხოვრების არმია
აქ სიყალბე უმტავრესი შAრმია
აქ უნიჭო სიმღერები ჰიტია
აქ,აქ ბებერი ალაზანი ჰკიდიათ
აქ პოეტებს გაურბიან მუზები
აქ გესვრიან თუ არ ჩაიკუზები
ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა
აქ ჯამლეტამ ჯონდო დააორსულაა.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1302 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მოვალ, ჩემი სულის ნარცისებს მოგიტან,
მხარზე დაგაყრდნობ თავს და ავტირდები.
გაჩუმდი, ყვავილების ჩურჩულს მოუსმინე და გაოცდები...
-რატომ მოვედი?
-არ იყო საჭირო?
-ქალი ვარ და ამაყი უნდა ვიყო?
ეს ერთი წუთი მომისმინე,
ამ ერთ წუთს სიამაყეს ნუ მთხოვ,
ჩემი სულის ნარცისები მოგიტანე,
მე კი...
მე კი გავბრუნდები უხმოდ...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1059 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მოგენატრები...
და მე ვიცი ეს მონატრება
რამდენჯერ ცრემლებს გაგიჩენს თვალში...
მოგენატრები...
და მე ვიცი ეს მონატრება
რამდენს გატარებს უღმერთოდ ქარში...
მოგენატრები...
და მეც ვიცი ამ მონატრებას
ვიღაც უგულო სიტყვებით წაშლის...
მოგენატრები ახლაც და მერეც,
როცა ჭაღარა გაჩნდება თმაში,
მოგენატრები...
ჩემს მონატრებას ბევრჯერ გაჰყვები
უღმერთოდ ქარში...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1150 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



...და მე მარტო ვარ,
გაზაფხულის სუნთქვა არ მესმის,
...და მე მარტო ვარ,
ვით უმწეო ფოთოლი ვერხვის.
დრომ მიითვალა შინდისფერი დღეები სრულად
და შემატოვა
ჟინმორეულ ქარიშხალს ერთი.
მიჰქრიან წლები,
ხუნდებიან ლაღი დღეები
კვალდაკვალ ირგვლივ...
მეხვევიან შენზე ფიქრები,
ვით შემოდგომის მიწურულზე ხმელი ფოთლები
და როგორც ზამთრის
ღამეებში თოვლის ფიფქები...
სადა ხარ ახლა...
შენზე ფიქრებს ვუთევ ღამეებს,
დროთა მსვლელობამ
შენც შეგახო მრისხანე ხელი.
...და მე მარტო ვარ,
გაზაფხულის სუნთქვა არ მესმის,
...და მე მარტო ვარ,
ვით უმწეო ფოთოლი ვერხვის..

მარტოობა ჩემი ნიღაბია სამარადისო...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1313 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ასი წლის შემდეგ ისევ ქალაქში ზამთრი მოვა,
ასი წლის შემდეგ
ისევ დაიწყებს ფანტელი თოვას,
ასე წლის შემდეგ,
ისევ გეჯდები მღერვალედ გვერდზე,
ასე წლის შემდეგ,
ისევ გაკოცებ მხურვალედ ხელზე,
მე ისევ მიყვარხარ
როგორც უწინ და ისევ მაკვირვებს შენი ცრემლები
მე ისევ გნახე ქუჩაში გუშინ და ავიფარე სახელზე ხელი,
ასი წლის შემდეგ ისევ ვიჯდებით მე და შენ ბაღში,
ასი წლის შემდეგ ისევ ვიჩხუბებთ შენ წახვალ სახლში,
ასი წლის შემდეგ,
გზას გამინათებს მე შებსკენ მთვარე
ასი წლის შემდეგ,
როცა გამიღებ პატარავ კარებს მე გეტყვი,
მე ისევ მიყვარხარ როგორც უწინ და ისევ მაკვირვებს შენი ცრემლები,
მე ისევ გნახე ქუჩაში გუშინ და ავიფარე სახელზე ხელი,
ასი წლის შემდეგ ალბათ ვიქნებით ასოცდაათის ასი წლის შემდეგ
მოგვენატრება ჩვენ ოცდაათი,
ასი წლის შემდეგ მაინც ვიჯდებით ბებრები ერთად,
ასი წლის შემდეგ როცა ვიქნებით ჩვენ ახლოს ღმერთთან,
მე გეტყვი მე ისევ მიყვარხარ როგორც უწინ და ისევ მაკვირვებს შენი ცრემები,
მე ისევ გნახაე ქუჩაში გუშინ და ავიფარე სახეზე ხელი,
ასი წლის შემდეგ ისევ ზამთარი ქალაქში მოვა,
ასი წლის შემდეგ ისევ დაიწყებს ფანტელი თოვას და ალბათ დათოვლილ ბაღში ისევ ვიჯდებით ბებრები ერთად,
მაგრამ ეს ყველაფერი ასი წლის შემდეგ,
ასი წლის შემდეგ.




... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1240 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



Chéri
1 სთ 40 წთ
ჟანრი: მელოდრამა პოსტერები
 გამოშვება: 10 თებერვალი 2009
რეჟისორი: სთივენ ფრირზი
სტუდია: მმც ინდეპენდენთ გმბჰ, რელიანტ ფიქჩერზი, ბილ კენრაით ფილმსი ლტდ.
როლებში: ქეტი ბეიტსი, მიშელ პფაიფერი, რუპერტ ფრენდი, იბენ იაილი, ფელისიტი ჯონსი, ფრენსის ტომელტი, ანიტა პალენბერგი, ჰარიეტ უოლტერი 


ფილმის მიმოხილვა
სიყვარულის ისტორია ლეას, მშვენიერი ყოფილი კურტიზანი ქალის, და შერის შორის, მისი ძველი კოლეგის და მადამ პელუს მეტოქეს შვილის. ლეა ასწავლის გარყვნილ, თუმცა გამოუცდელ ბიჭს სიყვარულის წვრილმანებს, მათი რომანი აი უკვე ექვსი წელია გრძელდება, მაგრამ მადამ პელუ საიდუმლო გზით დააქორწინებს შერის სხვა მდიდარი კურტიზანის ქალიშჭვილზე. ლეა და შერი სცდილობენ შეეგუონ განშრებას, მაგრამ სიამოვნება და სიყვარული იმდენად შევიდა მათ ცხოვრებაში, რომ მხოლოდ ახლა შეყვარებულები ხვდებიან რამდენს ნიშნავენ ერთმანეთსთვის...


... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1311 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



Love Happens
1 სთ 49 წთ
ჟანრი: დრამა, მელოდრამა პოსტერები
 გამოშვება: 15 სექტემბერი 2009
რეჟისორი: ბრენდონ კემპი
სტუდია: სტაბერ პროდაქშენსი
როლებში: მარტინ შინი, ჯენიფერ ანისთონი, აარონ ექჰარტი, ჯო ანდერსონი, ჯონ ქეროლ ლინჩი, დენ ფოგლერი, ჯინა ჰოლდენი, ჯუდი გრირი, საშა ალექსანდრე


ფილმის მიმოხილვა

როგორ არ უნდა შეგიყვარდეს მომხიბვლელი ქალი, მითმეტეს – ჯენიფერ ენისტონის მთავარი გმირს, იმ შემთხვევაშიც კი თუ შენ ქვრივი ხარ და ბესტსელერის ავტორი, რომელიც საყვარელი ადამიანის დაკარგვასთან შეგუებაზე უყვება მკითხველს? ყველა თეორიული წარმოდგენა ცხოვრების შესახებ შეიცვლება, როდესაც ცხოვრებაში სიყვარული მოვა...




DVD - RUS 1 ... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1045 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


უძააანნ მაგრესიი სურათების კრებულია ნახეთ ყველაამმ ძაან ბევრი სურათია
მაგრად დაგევასებათ....
...


კატეგორია: ♥სურათები♥ | ნანახია: 1168 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჯენიფერ ლოპესის ახალი სიმღერის " What is Love " პრემიერა შედგა.
ეს კომპოზიცია ფილმ The Back-up Plan-ის საუნდტრეკი იქნება.


....................



... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1129 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>




გამოშვება: 17 ივნისი 1981
ჟანრი: დრამა, მელოდრამა
რეჟისორი: ფრანკო ძეფირელი
სტუდია: პოლიგრამ ფილმდ ინტერტეიმენტი
როლებში: ბრუქ შილდსი, დონ მიურეი, ჯეიმს სპეიდერი, იან ზირინგი, შირლი ნაითი, რიჩარდ კაილი, მარტინ ჰიუიტი
დრო: 1 სთ 56 წთ
ენა: რუსული


ფილმის მიმოხილვა

ეს ისტორიაა სიყვარულის ძალაზე, ძლიერი გრძნობის იმხელა ძალაუფლებაზე, რომ ის ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ყველაზე, ვინც კი მის ორბიტაში აღოჩნდება...








... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 2037 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ალბათ არ იცი, რომ ყვეეეეელაზე თბიილი ადამიანი ხარ ამქვეყნად <3 ცოტა ბუზღუნა და ეჭვიანი,მაგრამ იმ ბუზღუნისა და ეჭვიანობის დროსაც ისეთი საყვარელი ხარ , რომ ძნელია გაბრაზდეს შენზე ადამიანი :D
"ხვალ" ძალიან ბეეეევრს ვისრიალებთ ყინულზე, სანამ არ დავიღლებით.. ^_^ მერე აი, იმ მოყინულ მდინარეზე ვირბენთ, შენ რომ ამბობდი :D
ძალიან შეგვცივდება ალბათ.. ჰოდა, ცხელ შოკოლადს დალვევთ <3
შენ რამე სასაცილოს მოყვები და მე ძაააალიან გულიანად გამეცინება..
ჰო კიდევ...
ქუჩაში ვიპოვით საყვარელ ფისოს.. და დაავარქმევთ მარგოს : D
You're So Far away.. But
Waitin'

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 990 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ბევრს მოეწონა და იმიტომმ... 

.............................................................................................................................................................................

გიყვარდეს ადამიანი სილამაზისათვის, ეს იგივეა გიყვარდეს წიგნი ლამაზი ყდისათვის, რომლის შინაარსი ჯერ არ იცი...




ადვილია მოკვდე მეგობრისთვის, მაგრამ რთულია იპოვო ისეთი მეფობარი რომლისთვისაც ღირს სიკვდილი....


... Read More
კატეგორია: ♥სურათები♥ | ნანახია: 3000 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>




ძაან მაგარი სურათებია მაგრად დაგევასებათ.... 
.....ნახეთ სრულიად .....
......
......


... Read More
კატეგორია: ♥სურათები♥ | ნანახია: 2227 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე შენ მიყვარხარ. მიყვარხარ უფრო მეტად ვიდრე სიტყვებით შეიძლება ამის გადმოცემა. მიყვარს ყოველი წვრილმანი, რაც ოდნავ მაინც არის შენთან დაკავშირებული, - შენი სანდომიანი ღიმილი, შენი სასიამოვნო ხმის გაგონება, შენი თვალების საოცარი სილამაზე. მე მიყვარს შენი ნაზად შეხება და სითბო, რომელიც შენგან გადმოდის ჩემზე, მე ხომ ყოველთვის ვგრძნობ ამას...

მე მიყვარს შენზე ოცნება, ფიქრი. მიყვარს ყოველი წამი, როდესაც მე შენს გვერდით ვიმყოფები, - ეს ხომ ჩემი ცხოვრების უბედნიერესი წუთებია. და კიდევ, საოცარი რამ ხდება ყოველთვის, როდესაც კი თვალებში გიყურებ: მე მუდამ ვიძირები საოცარი სიყვარულის უკიდეგანო მორევში...

მე იმდენად ვარ მოხიბლული შენით, რომ სულ ყველაფერი მავიწყდება მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე და მხოლოდ შენი ლამაზი თვალების და სახის ცქერა მინდა დაუსრულებლად...

ალბათ ყოველი ახალი დღის გათენება ჩვენი მარადიული სიყვარულის ზეიმია! არცერთი დღე არ არსებობს ჩემთვის შენი ნათელი ღიმილის გარეშე. რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება, შენ რომ არ იყო ჩემს გვერდით.... ჩემო ძვირფასო, მიყვარხარ მთელი გულით, მიყვარხარ და მეყვარები მარადჟამს..

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1099 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მინდა სასმისივით დაგეცალოს,
სადმე,მტერი თუ გყავს ათიოდე,
ტკივილი სიხარულში გაგეცვალოს,
ამაყი,უდარდელი დადიოდე.
მინდა სიყვარულმა დაგაჯეროს,
უკუნი გაგინათონ კელაპტრებმა,
მიზანთან არაფერმა გაგაჩეროს,
აგიხდეს,თუკი რამ გენატრება.
მინდა ბედნიერი კაცი იყო,
დარდმა არ დაგიმონოს მცირედმა,
გრძნობისგან არასოდეს დაცლილიყო,
ბოლომდე გიმეგზუროს იმედმა.
მინდა სასმისივით დაგეცალოს,
სადმე,მტერი თუ გყავს ათიოდე,
წუხილი სიხარულში გაგეცვალოს,
ამაყი,უდარდელი დადიოდე.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1142 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ყოველდღე აქ მოვდივარ.ყოველდღე თითქმის სხვადასხვა ხალხი მხვდება.ვზივარ .ცივა. ცხელ შოკოლადს ვსვამ (როგორც ყოველთვის) და ამიტომ ვერ ვგრძნობ რომ ცივა.ჩემ პირდაპირ მაგიდასთან შეყვარებულები სხედან.ჩხუბობენ.ბიჭმა რომელსაც რატომღაც მგონია რომ დათუნა ქვია ჭიქას ხელი კრა და მაგიდა გაღიაყავისფრდა რძიანი ყავით.გოგო რომლის სახელის მოსაფიქრებლადაც ფანტაზია არ მეყო ტირილით გავარდა გარეთ.ბიჭიც გაყვა.ჩემ გვერდზე მაგიდასთან სამი გოგო იჯდა.ძაან ბევრს ლაპარაკობდნენ თან უაზრობას.ცოტა იქით ბიჭი იჯდა.შავი მოკლე თმა და მწვანე თვალები ქონდა.დროდადრო გამომხედავდა გამიღიმებდა და ისევ აგრძელებდა notebook-ში რაღაცის კეთებას.უკვე მესამე დღეა აქ მოდის.უცებ ჩემმა ტელეფონმა იღრიალა "tell me true tell me why was jesus crucified.." ნინი რეკავდა...
-ხოო ნიინ
-აუუ გცალიაა??
-კიი რა იყოო??
-ამოო რა ჩემთან და მერე ჩვენ café ში ჩავიდეთ.
-მაანდ ვარ ჩამოო რაა შეენ
-კაიი მანდ იყავიი მოვდივარ
-აქ ვაარ
და გაისმა გულისგამაწვრილებელი ზუმერი ..ნინი შემოვიდა. გაყინული.ძაან ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწვიტეთ რო დაბადების დღეს თავის დაჩაზე ტაბახმელაში გადაიხდის.წავედით მოსაწვევების საყიდლაად. გარეთ ყინავდა.ვიყიდეთ ვარდისფერი და თეთრი მოსაწვევები.8 იყო ღამდებოდა და წავედით ჩემთან.პარასკევი იყო და როგორც ყოველთ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1289 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე ისევ გეტყვი ამ ლამაზ სიტყვებს - შენ აღელვდები, მეტყვი ვინა ხარ? მაგრამ მე გეტყვი ჩემო სიცოცხლევ - შენ დაგავიწყდი მე კი მიყვარხარ.
სულს, შემოდგომის ეხება სუნთქვა, ჩუმად გკოცნიან წვიმის წვეთები, ისე ნაზი ხარ და ისე სიფთა, მგონი ჩემთვისაც არ მემეტები.
შენ ჯვარს დაიწერ, აგუგუნდება სვეტიცხოველის წმინდა ზარები, სხვისი გახდები მაგრამ იცოდე იმ სხვაზე უფრო მე მეყვარები
ხან გაელვებას გავხარ, ხან მზის ამოსვლას ცაზე, შენ რომ ამ ქვეყნად მყავხარ, როგორ ვიფიქრო სხვაზე?
არსად არ მინდოდა გამეშვი, ვიცოდი უშენობა შემშლიდა. იმ დღეს ცამ ჩამხედა თვალებში- იტირა იმგვარად შეშინდა.
მე დაჭრილი ვარ, უიარაღდ. მე შენს სიყვარულს ვერ გავექეცი, ვერ იტყვი ჩემზე გული არ აქვსო. მე გული მქონდა და შენ მოგეცი.
ციდან ჩამოსულ ფერიას გავდი, მე რომ მხატვარი ვყოფილიყავი ღვთისმშობლის ნაცვლად შენ დაგხატავდი
შენი თვალები არის სურვილი, შენი ღიმილი - ჩემი ვედრება, შენი ტუჩები არის ლოდინი და მე ეს არც ერთი არ მომბეზრდება
რამდენჯერ შენი ლამაზი თვალები, ათას თვალებში ჩუმად მინატრია, რამდენჯერ შენი ლამაზი კოცნა ჩუმად ბევრჯერაც მომნატრებია
მინდა ვიყო სიგარეტი, შენს სიყვარულს ზედ ვემსხვერპლო, შენ თითებში ჩავიწვა და შენს ტუჩებზე დავიფერფლო.
მე კოცნის ზღვაში დავიბადე გამიგონია, მე კოცნის ზღვაში დავიხრჩობი ასე მგონია, ამბობენ, თურმე კოცნა ლოთებს მოუგონიათ მათ გაუმარჯოს რა სათუთი გრძნობა ქონიათ
ხომ შეიძლება ღმერთი არ გწამდეს, მაგრამ გჯეროდეს უკვდავებისა, ხომ შეიძლება უს ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1261 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კვირა, 2024-12-22, 8:22 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 15
სტუმარი: 15
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024