♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 11


The Lake House
1 სთ 45 წთ
ჟანრი: ფანტასტიკა, დრამა, მელოდრამა პოსტერები
 გამოშვება: 16 ივნისი 2006
რეჟისორი: ალეხანდრო აგრესტი
სტუდია: უორნერ ბრაზერს ფიქჩერზ კომპანი, უილიჯ როუდშოუ ფიქჩერზი, საუნდ ფორ ფილმ ინკ., ვერტიგო ინტერტეიმენტი
როლებში: კრისტოფერ პლამერი, კეანუ რივზი, სანდრა ბალოკი, შორე აგდალშუ, დილან უოლში 


ფილმის მიმოხილვა
2006 წლის ზამთარი. ექიმი კეიტ ფორესტერი იგრძნობს, რომ უნდა შეცვალოს თავისი ცხოვრება... ის მიდის თავისი სახლიდან, რომელიც ილინოისის გარეუბანში ტბასთანაა ახლოს და სამუშაოდ მოეწყობა ჩიკაგოს საავადმყოფოში. ერთადერთი, რაზეც კეიტს მისდის გული, თავისი ლამაზი სახლია დიდი ფანჯრებით, რომელიც მას უზარმაზარ სულიერ სიმშვიდეს ჩუქნიდა . კეიტი ქალაქში გამგზავრებამდე, საფოსტო ყუთში ტოვებს წერილს ახალი მფლობელისთვის. მაგრამ როდესაც სახლში ჩასახლდება ნიჭიერი, მაგრამ ცხოვრებაში იმედგაცრუებული მამაკაცი, არქიტექტორი სახელად ალექს უაილერი, ის ხედავს ამ სახლხს სულ სხვანაირს, ვიდრე აღწერა კეიტმა თავის წერილში.ალექსისთვის ეს სახლი ბევრს ნიშნავს, რადგან ეს სახლი მისმა მამამ ააშენეა, ცნობილმა არქიტექტორმა, რომელმაც ... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1108 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ნამდვილი სახელი: სანდრა ანეტ ბალოკი (Sandra Annette Bullock)
დაბადების თარიღი: 26 ივლისი 1964
დაბადების ადგილი: არლინგტონი ვირჯინია აშშ
პროფესია: მსახიობი პროდიუსერი სცენარისტი რეჟისორი
სიმაღლე: 1.71 მ
მეუღლე: ჯესი ჯეიმსი
Jan-Michael Vincent (განქორწინება)



ბიოგრაფია
One of Hollywood's leading contenders for the coveted title of 'America's Sweetheart' in the mid-1990s, the unconventionally beautiful, raven-haired Sandra Bullock first gained widespread attention as Sylvester Stallone's partner in the satirical sci-fi actioner 'Demolition Man' (1993). The daughter of a German opera singer mother and an American voice coach father, she began performing on stage as a child extra in her mother's operas. After college, Bullock landed some Off-Broadway roles and a part in the TV-movies 'Bionic Showdown: The Six Million Dollar Man and the Bionic Woman' (NBC, 1989) and 'The Preppie Murder' (1989) before nabbing the lead in the short-lived TV sitcom version of 'Working Girl' (NBC, 1990).

After snagging the female lead in a small indie 'Who Shot Patakango?' (1989), Bullock saw her feature career began to excel. She co-starred in the romantic comedy 'Love Potion No. 9' and delivered a superb performance ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 2574 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



არ მინდა სიტყვა, არ მინდა სიტყვა!
როდესაც სიტყვა დაიბადება,
სიმართლის ალი, როგორც ბურუსი
ისე ირღვევა და იფანტება.
მხოლოდ თვალებით, მაგ განუსაზღვრელ
სევდის მორევში მცურავ თვალებით,
მითხარი რამე, თორემ სულს დავლევ
გამოურკვეველ ქენჯნა-წვალებით.
მე სული არ მაქვს ამქვეყნიური,
შენზე ოცნებით დაიწვა იგი.
განშორდა სოფელს და თუ კვლავ სცოცხლობს
სცოცხლობს ისე, ვით ტრფობის ტარიგი.
და ზექვეყნიურ სიყვარულით მწვავს
გამოუთქმელი და მწარე ალი,
სადაა სიტყვა, რომ ამოაშროს
გულში ნაგრძნობი და ნაფიქრალი?

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1080 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მაინც რა იყო!
იყო ბაღი დაუკრეფავი,
დაუკრეფავში -
- ერთი პატარა ფარისეველი.
მას არეული
და
ფარული ედო
სავალი.
დაღლამ დასცა
და
გარეულმა ლეღვმაც
დასცადა.

შენ შეიფარე
თვალებსველი,
ფერმილეული
და ფურისულად
გადაგექცა
ფარისეველი.

როგორ უარე,
როგორ ეფერე,
მაგრამ არ იყო
შენი საფერი
და ის წავიდა
და ყველაფერი
დამთავრდა,
ვითომც აქ არაფერი.

შენ რა იცოდი,
რომ
დაბადებით დაბზარული
ასე ვიცლები.
გადის წლები და
მე
განსაცდელში
ამრევია
გამონაცადი.
ჩემში
ყოველი მომავალი
მიმავალია,
მაგრამ ისეთი
სულწასული
ვარ,
ისე ველი...

ნუ დამივიწყებ,
არც დამძრახო,
არც შემიცოდო,
მშვიდობით!

შენი ფურისულა-ფარისეველი..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1123 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


თუ არ გიყვარვარ, შენ ნუ მეტყვი, თავად მივხვდები,
ნურაფერს მეტყვი სატრფიალო სიტყვების გარდა,
ექიმებიც ხომ უმალავენ ავადმყოფს სიკვდილს
და კარგად ყოფნას უსურვებენ სიკვდილის კართან.
გემუდარები ჩემს საფლავზე დარგე ტირიფი,
თავჩაქინდრული, დარდიანი, ტოტებგაშლილი
და მაშინ მაინც მიუალერსე,
როდესაც ტანში გაუჯდება ფოთოლივით მწვანე აპრილი...
არ დაგავიწყდეს იაც მიყვარს, იასამანიც,
იორდები, ვარდები და ქრიზანთემები,
სხას ნუ ენდობი, ყვავილების ვიცი რომ გესმის,
მიუალერსე ისე თითქოს მე მეფერები.
როდესაც ხელში მოგაწვდიან ღვინის ფიალას
და შენ კი ცრემლი მოგადგება ლამაზ თვალებზე,
უხმოდ დალიე, ნურვის ეტყვი შენს მწუხარებას,
სხვის დასანახად ნუ მიტირებ, ჩემს თავს გაფიცებ...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1115 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ღამეები აჰყოლია წვიმის
ნატუჩარი ბაგეების გნიასს...
მოგონებით იყუჩებენ ტკივილს
და ეული ოცნებების ტრიალს.
ფოთოლცვენის მელოდია მოვა,
სიზმარივით ჩაიქროლებს წლები...
და რატომღაც ყოველ შემოდგომას,
უწინდელზე მეტად მენატრები.
ვიცი ცრემლებს ჩამორეცხავს წვიმა,
ის ხომ გიჟი ვნებოვნებით მათრობს,
შენ ვერასდროს მიმიხვდები...მცივა...
შემოდგომით მიტოვებულს მარტო.
გარეთ ისევ ფოთოლცვენა მოდის,
ქუჩებს ისევ სევდიანად აწვიმს...
და ცრემლებში იგუდება თრთოლვით
ნატუჩარი სურნელება ბაგის...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1134 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დამდნარი ღამე შერეოდა აპრილის ლანდებს
და მარტის ბოლო ამოსუნთქვას სული ხდებოდა,
წვიმა არხევდა მათრობელა ვარდისფერ ვარდებს
და აპრილობის მოციქულებს კოცნით ხვდებოდა.
ვარ ისევ მარტო...თუმც არა...ვართ მე და ღამე,
კვლავ მე და ღამე ჩვენს "ნეტას” ვახვევთ ოცნების მანდილს,
ფანტაზიები იტაცებენ მტირალა წამებს
და ეულეთის აგონიას სონატა აწვიმს.
მეწყვილე უნდოდ იფერფლება, ნათევი თეთრად,
ცისფერ ლაგუნას ცრემლით უვსებს გალუმპულ კალთებს
და ამ ნაღვლიან ღამეს მაინც ვიქნებით ერთად
თუნდაც ოცნებით... დაგიკოცნი თაფლისფერ თვალებს.
მერე კი წვიმა გამიყოლებს აპრილის კვალში,
რადგან თვით მარტმაც ბოლო სუნთქვა ცრემლით მოხატა,
ვიქნებით მარტო მე და ღამე... და იქნებ მაშინ
შევიგრძნო წვიმის მოწყენილი "მთვარის სონატა”...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1284 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მოდი,ვარსკვლავები დავითვალოთ!
მოგატყუებ და ზევით აგახედებ,
ყელში შეგაპარებ მსუბუქ კოცნას
მინდა გაოცებით გადმომხედო.
იცი რა ლამაზად გიმუქდება
თვალებში სიხარულით გაოცება?
წამწამთა ჩარჩო სულს გიმალავს
ჩემთვის გაჩენილო საოცრებავ...
ახლა მოდი მართლა დავითვალოთ
ჩვენი სიყვარულის ვარსკვლავები,
ჩურჩულით ვთქვათ ჩვენი აღსარება -
რომ ერთმანეთს გულით ვატარებდით.
ყველა ნატვრა უნდა აგვიხდინოს
ახალი წლის ღამე რომ თენდება,
თვალებს ვეძებ წამწამთა სიღრმეში
და ჩემი სუნთქვის გაჩერებას,
მოდი, ვარსკვლავები დავითვალო...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1169 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


როცა მე და შენ წლები გვაშორებს,
რაღა თქმა უნდა ეს საწყენია,
მაგრამ როდესაც ჩემს გვერდითა ხარ
იმ წუთზე ტკბილი არაფერია.
როცა მე და შენ წლები გვაშორებს,
მენდე, ეს ჩემთვის არაფერია,
მე შენთან მინდა შევხვდე განთიადს,
გასაკვირი აქ არაფერია.
შენით მე გავხდი ბევრად უფროსი,
შენ კი ისევე ბავშვად იქეცი,
როცა მე სულ მთლად თავი დავკარგე
და სამუდამოდ შენად ვიქეცი.
როცა მე და შენ წლები გვაშორებს,
და სიყვარული მართლაც წრფელია,
მაშ , დავივიწყოთ ჩვენი ასაკი,
მერწმუნე წლები არაფერია..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1180 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



"თუ დავიხრჩვები ღვინომ დამახრჩოს,
ვგავდე ყაყაჩოს სათისხალიანს....
ძლივს მობარბაცებს მთვრალი ყაყაჩო,
ომარ ხაიამ!
გული თელილი ბედის ფლოქვებით
მოკვდა,დადუმდა დიდი ხანია..
სულს მაინც შერჩა ღვინო დოქებით,
ომარ ხაიამ!
სურები შექმნეს შენი ტალახით,
ღვინო მოულხენს ყელმოხატულებს...
შენი სუნთქვაა ლურჯი ბალახი
ფეხს რომ უკოცნის ლამაზ ხათუნებს.
გულზე გაღვრიან ღვინოს ლოთები,
ხეებს შეარხევს ქარი ავყია...
ხეებიც სვამენ ღვინოს ფოთლებით
და მთვრალ ყვავილებს გულზე გაყრიან..
ლოყაწითელი ვარდის ყვავილი
ფხიზლობს?!ჩურჩულებს,როგორც მისანი..
ვარდთ რომ დათოვეს მიწა ყამირი,
ბალღებრ ტიროდა თურმე ნიზამი...
ეს სურა შექმნეს შენი ტალახით,-
ქართულ მარანში დანახანია
ყელმოქარგული ლერწმის ტოტებით...
და,რა ხანია,
ამ სურით სვამენ ღვინოს ლოთები...






კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1295 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ის დაიბადა ავბედით ღამეს
და არ იცოდა მან სიტყვა გრძნობა,
მან არ იცოდა,არც სიყვარული,
არც სიხარული და თანაგრძნობა.

იგი ასეთად ქუჩამ აქცია
ის გაიზარდა უნდობელთ შორის,
ის ტრიალებდა მუდამ იმ წრეში
ვინც არ იცოდა რაიმე გრძნობის.

მან რაც იცოდა,ქუჩამ ასწავლა
ძარცვაც,მკვლელობაც და ხალხის ჩაგვრაც,
მან არ იცოდა სიცოცხლის ფასი
და სხვის სიცოცხლეს ატანდა ნაგავს.

მას სდევდა მუდამ უბედურება
მან არ იცოდა რაა სიცილი,
სადაც ის იყო,თან სდევდა მუდამ
უბედურება,სისხლი,სიკვდილი.

თავის სიცოცხლეც არად უღირდა
მისი შეჩერება იყო ამაო,
ვიდრე ერთხელაც "საქმეზე" გასულს
გზად არ შემოხვდა წმინდა მამაო.



მისმა სიტყვებმა "ფული მომეცი"
ადგილს მიაყინა წმინდა მოძღვარი,
აუკანკალდა მარჯვენა ხელი
სადაც ეპყრა მას საღვთო ლოცვანი.

ფული არა მაქვს შვილო არა მე
თავადაც ხედავ შენ თვითონ ამას,
მშვიდად გამიშვი,ნურას შემამთხვევ
არ დაგივიწყებს უფალი ამაგს.

მე არ ვიციო ვინ არს უფალი
და ამის შემდეგ დაუშვა სასხლეტს,
წიგნი დავარდა,გადაიშალა
მან თვალი მოჰკრა მოციქულთ საქმენს.

იარაღის ხმა შესცვალა ჭექამ
და დააწვიმდა ფურცლებზე ლოცვანს,
მოღრუბლულიყო ზეცა ავბედად
და დასტიროდა დაღუპულ მოძღვარს.

წვიმამ ცოტა რომ გამოაფხიზლა
ის დაიხარა წიგნი აიღო,
მან ერთი-ორი სტრიქონიდანაც
უფლის შესახებ ბევრი გაიგო.


საღვთო წერილი მას მოუთხრობდა
როგორ სწირავდ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1006 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სიტყვები არ მყოფნის ეს რომ დავწერო
ეს ნათქვამი გავს უაზრო ბოდვას,
მე არ მინდა რომ ვინმე გავთელო
მე მინდა ავცდე სიკვდილის ცოდვას.

ქვეყნად მოვედი სიმშვიდისათვის
მინდოდა გული მქონოდა სუფთა,
მაგრამ უაზრო ცხოვრებისათვის
ყურებთან მესმის სიკვდილის სუნთქვა.

მე არ მინდოდა ჯოჯოხეთის გზას
რომ დავდგომოდი ეული მარტო,
მხოლოდ მინდოდა სამოთხის გზაზე
წავსულიყავი წმინდა და სათნო.

მაგრამ უნდოა წუთისოფელი
მე ვერ შევძელი ცოდვის აცდენა,
თუმცა ძილშიც კი მიფიქრია
ღმერთისკენ მავალ გზიდან გაცდენა.

მხოლოდ ერთსა გთხოვ უფალო ღმერთო
გზა გამინათე შენსკენ მონავალს,
უნეტარესო და ერთადერთო
მე შენ გაბარებ ჩემსვე მომავალს...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1017 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



Keith
ჟანრი: დრამა, მელოდრამა
გამოშვება: 11 აპრილი 2008
რეჟისორი: თოდ კესლერი
სტუდია: ნო ჰენდს პროდაქშენსი
როლებში: ჯენიფერ გრეი, ელიზაბეტ ხერნოისი, ჯეიმს ეფლბარი, ტაბიტა ბრაუნსთონი, რონ კარლსონი, ვიქტორია ჩალაია, დენის კოკრუმი, ჟან დევერო, მაიქლ ბრაიან ფრენჩი, თიმ ხალიგანი
დრო: 1 სთ 33 წთ

ფილმის მიმოხილვა
17 წლის მოზარდის ნატალის ამბავი,რომელსაც საკუთარი ცხოვრება აწყობილი ეგონა,სანამ ახალი სტუდენტის კიტის მიმართ ლტოლვას იგრძნობდა..თავიდან ნატალის აღიზიანებს ახალი პარტნიორი ქიმიურ ლაბარატორიაში,მაგრამ მერე კიტი მის ყურადღებას მიიქცევს და ნატალი კიტის ტრაგიკულ და სევდიან ბნელ საიდუმლოს შეიტყობს...


P.S დააჭირეთ LoVe Load_ს და გადაწერეთ ფილმი

DVD - ... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1305 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ხანდახან მგონია, რომ... რაგაც მგონია
ხანდახან მგონია, რომ მზე ვარ, რომელსაც მთვარის ნახვა სურს თუმცა ვერ ხედავს!
ხანდახან მგონია, რომ კლდეზე ამოსული ხე ვარ რომელაც ფესვები ვერ აიდგა, და კლდიდან თავქვე დაეშვა!
ხანდახან მგონია, რომ ცხოვრება მიილია და დავრჩი მარტო მე, თუმცა მე მივილიე და არა ცხოვრება!
ხანდახან მგონია, რომ ზღაპრის გმირი ვარ, რომელიც თითქოს და გმირულად იღუპება, მაგრამ გვიღირს კი ასეთი სიკვდილი.
ხანდახან მგონია, რომ აღელვებული ზღვა ვარ, რომელიც საღამოს დაწყნარდება და მშვიდი და უწყინარი ხდება!
ხანდახან მგონია, რომ სიყვარული არ არსებობს, თუმცა მაშინ რა მკლავს და რა მწვავს თუ ეს მგონია!
ხანდახან მგონია, რომ სამყარო მშვენიერია, თუმცა არც იმდენადაც რამენადაც მე ეს მგონია!
ხანდახან მგონია, რომ ცამდე ავაწვდენ ხელებს და იმ ვარსკვლავს მოვწყვიტავ რომლისთვისაც ღირს ცხოვრება!
ხანდახან მგონია, რომ გულში ჩაგიკრავ ჩაგიხუტებ, ისე ჩაგიხუტებ რომ ჩემად შეგიგრძნობ, თუმცა მგონია!
ხანდახან მგონია, რომ შანსი რომ მქონდეს ყველაფერს გავაკეთებდი ბედნიერებისათვის!
ხანდახან მგონია, რომ უშენოდ ცხოვრებას შევძლებ და ალბათ შევძლებ იქნებ ჩემი ხვედრიც სწორედ ას არის!
ხანდახან მგონია, რომ საკუთარ თავზე მეტად მიყვარხარ. თუმცა ეს არ მგონი დანამდვილებიტ ვიცი!
ხანდახან მგონია, რომ მე ბევრი რამე მგონია!

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 983 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჩვენი გაცნობა, ალბათ, უფალმა ინება! ოთხი წელი დიდი დროა იმ პატარა გოგონასთვის, რომელიც ახლა უნდა იწყებდეს ცხოვრებას. მაგრამ ღვთის ნებას ხომ ვერ გაექცევა ვერც ერთი ადამიანი?! ოთხი წლის წინ თოვლის მოსვლას ვნატრობდი, სწორედ მაშინ გაგიცანი . . . _ ნატვრის თვალი რომ ვიყო, რას ინატრებდი? _ მკითხე უეცრად. მე დავიბენი, შემეშინდა, გაქცევაც დავაპირე, მაგრამ ფეხები არ მემორჩილებოდა. _ უცხოოებს არ ველაპარაკები! _ უცხო რომ არ ვიყო, რას მიპასუხებდი? _ არაფერს! გავბრაზდი, რას გადამეკიდა ამხელა კაცი-მეთქი, გავიფიქრე.

ალბათ მაშინ თოთხმეტი წლის ბავშვს მეჩვენებოდი ხუთი წლით წლით უფროსი ამხელა კაცად. შენ არ მომეშვი თითქოს მეც რაღაც მიზიდავდა და მაკავებდა შენს წინ. ზამთარი იყო, ირგვლივ ყველაფერი უსიცოცხლოდ ღაფავდა სულს. ზამთარს ერთი რამ აკლდა თოვლი. . . . თოვლი ხომ აქ ყვეაფერს შეცვლიდა და გაალამაზებდა. იმ დღეს ვერაფერს გახდი, გარდა იმისა, რომ თავი მომაწონე. ხმას ამოიღებდი თუ არა მე გეუბნებოდი: _ არ გიცნობ და ნუ მელაპარაკები-მეთქი. ბავშვური აჩემებააო, ამბობდი, როცა მართლა ბავშვი ვიყავი. ერთხელ მარტო აღმოვჩნდი ეზოში.

შენ ჩემკენ წამოხვედი. მიახლოვდებოდი, მე ვნერვიულობდი. ჩემს გვერდით ჩამოჯექი. სიგარეტს მოუკიდე და რაღაცაზე დაიწყე ფიქრი. მე გიყურებდი, გათვალიერებდი, შორიდან გეალერსებოდი, შენ კი არ შ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1031 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სიყვარული სხვა არაფერია, თუ არა ბუნების უმაღლესი პოეზია.
ნ ო ვ ა ლ ი ს ი

სიყვარული იმას ნიშნავს, რომ დღისით და ღამით შენს წინაშე შენი საყვარელი ქალის სახე გედგეს, გესმოდეს მისი მომაჯადოებელი ხმა, ცხოვრობდე მისი ფიქრით, მისი მგრძნობელობით.
ა ნ ა კ რ ე ო ტ ი

სიყვარული წამებაა, უსიყვარულობა – სიკვდილი.
ე ბ ნ ე რ შ ე ნ ბ ა ხ ი

სიყვარული ცხოვრების გვირგვინია, იგი მოიცავს ყველაფერს.
ბ ე თ ჰ ო ვ ე ნ ი

სიყვარულია, როცა ორი ერთარსებად შეერთდება, მამაკაცი და ქალი ანგელოზად იქცევა. სიყვარული ზეცაა.
ჰ ი უ გ ო

სიყვარული მომაჯადოვებელი ყვავილია, მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა, რომ მიხვიდე და მოწყვიტო იგი უფსკრულის კიდეზე.
ს ტ ე ნ დ ა ლ ი

სიყვარული უძველესი, უახლესი და ერთადერთი მსოფლიო მოვლენაა.
ფ რ. რ ი უ კ ე რ ტ ი

სიყვარული ეს არის ერთი ადამიანის დაუძლეველი მოთხოვნილება იპოვოს მეორე, რომლისკენაც მიისწრაფვის.
ტ ო მ ა ს ჰ ო ბ ს ი

სიყვარული ტკივილია, ვისაც არ სტკივა, მას არ უყვარს.
ვ. ვ. რ ო ზ ა ნ ო ვ ი

სიყვარული – ესაა მისწრაფება სრულყოფილებისაკენ, სიმშვიდისაკენ.
ნ ე ტ ა რ ი ა ვ გ უ ს ტ ი ნ ე, ა ვ რ ე ლ ი უ ს ი

სიყვარული არის ყველაზე ძლიერი ვნება, რადგან იგი ერთდროულად ეუფლება თავს, გულს და სხეულს.
ვ ო ლ ტ ე რ ი

სიყვარული ავადმყოფობის სახეობაა, რომელიც არც ჭკვიანებს ინდობს და არც ბრიყვებს.
ა ლ ფ რ ე დ კ ა მ ი უ

სიყვარული ყველაზე ღვთაებ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1381 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



-mogce shen siyvaruli?
-momeci...
-is bindzuria...
-momeci bindzuri
-me minda gimkitxao...
mimkitxave...
kidev minda gkitxo
-mkitxe
-tu getyvi momkali!
-mogklav!
-tu getyvi mokvdi
-movkvdebi!
-da tu vixrchobi?
-gishveli
-da rom getkineba?
-movitmen
-daushvat dagikakune?
-shemogishveb
-daushvat dagidzaxe
-wamoval
-tu iq ubedurebaa
-iyos ubedureba
-da tu mogatyueb
-gapatieb
-tu gibrdzaneb mimgere?
-gimgereb
-daketav kars megobristvis?
-davketav
-ucbat kedeli tu dagxvda?
-gavangrev
-da kvandzi?
gadavchri
-asi kvandzi iyos asi...
-shen mogce siyvaruli?
-siyvaruli... xo...
-ver egirsebi!!!
-ristvis, ratom??? imitom rom me ar miyvars monebi1!!

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1117 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



***
სულ მენატრები მაშინაც კი როცა მძინავს,თვალებს დავხუჭავ და ისევ შენზე ვფიქრობ,წუთი არ გავა ისე რომ არ მახსოვდე ჩემს ყოველ სიტყვაში ,ყველაგან და ყოველთვის ერთი სახელი ისმის,,.მე შენ სულ გეძებ,ყოველთვის გელი,ფიქრი ნიავივით ქრის და თან მოაქვს სიტყვები,"-ელოდე,ის აუცილებლად დაბრუნდება!""
გულში ტკივილია,და ნელ-ნელა ფიქრებიც აირია,ვგრძნობ როგორ ერევა ცრემლებს,
ჩუმი,უთქმელი სევდა იღვენთება თვალებიდან,,
ღმერთო დამეხმარე მე ხომ ის მიყვარს


***
ზღვის პირას სველ ქვიშას მიუყვება ხან ერთი, ხან ორი კაცის ნაკვალევი. -ეს ვისი ნაკვალევია უფალო? -შენს მიერ გავლილი გზაა შვილო ჩემო. -მეორე ნაკვალევი ვიღასია უფალო? -ეგ ჩემია-პასუხობს უფალი-მე ხომ მთელი ცხოვრება შენს გვერდით ვიყავი. -მაინც მიგიტოვებივარ უფალო, ზოგჯერ მხოლოდ ერთი ნაკვალევი ჩანს. -შენ ცდები! ეს ჩემი ნაკვალევია, როცა ძალიან გიჭირდა, ხელში აყვანილს გატარებდი..


***
მე მოვკვდები გვიან ღამით, მე ხომ ცაში ანგელოზი მიხმობს..... მე დავფერფლავ თქვენს ოცნებებს და დავხატავ ამ ცხოვრების ტილოს.... მე ვიცოცხლებ სხვა სივრცეში, ერთხელ მაინც გავფრინდები ცაში, მე ვიცხოვრებ სინათლეში ვიცურავებ იმედების ზღვაში... მე გავივლი იმ ბილიკებს ტკივილით რომ იგონებენ სხვები, მე ავიტან ყველა ტანჯვას მეღირსება სინათლე და ფრთები. მე მოვკვდები გვიან ღამით , გავფრინდები საბოლოოდ მზისკენ დავფიქრდები სინანულის გზაზე ანგელოზი მელოდება ცისკენ.

***
თუ მოგენატრები, სიზმრად ჩაიტანე ეს დიდი სურვილი ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1089 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ტუჩის კუთხეებზე თავს იხრჩობს წყურვილი...
ღამეს ავზნიანი ქალივით აზმორებს...
გარსონ! ჩამომისხით ეს ერთი სურვილიც
და მარტო დამტოვეთ...

გარსონ!
მე ფერებით მინდოდა მეცხოვრა...
ხურდას ნუ მიბრუნებთ-იყიდეთ ვარდები!
დამისხით ყველაზე შლეგური ოცნება!
ვთვრები და ვთავდები...

ვმთავრდები...
და სადღაც ფანტავენ ოქროზე
ლურჯი ანგელოზის შემოფარფატებას...
მაბოდებს მეცხრე ცის მეეტლის კოფოზე!
დღესაც რა საოცრად
სევდისფრად ღამდება...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1045 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რად მიყურებ აგრე კუშტად,
გალეული ხარ ჯავრით,
მე ვიცი რომ კლავენ მუშტით,
ზოგჯერ კლავენ ხანჯლით.

კლავენ თოფით, კლავენ ცულით,
კლავენ ჩანგლით, ფიწალით
და ივსება მიწის გული,
მერე ოთხი ფიცარით.

ბევრს ყუბბარა დააქვს ჯიბით,
ბევრსაც შხამი გიურზის,
ბევრი კვდება შურით, ჯიბრით
ეწირება ლიმუზინს.

ახლა ჩემი ჯერიც დადგა,
ვერსად დაგემალები,
სხვა იარაღს არ ფლობ რადგან,
მომკლავ ე მაგ თვალებით.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1060 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მაშინ,როცა მიმატოვე,
სულ მის გვერდით იყავი,
ახლა ისევ ჩემთან მოხველ
მაგრამ კარგად იყავი.
ჩემმა გულმა რომ მიგიღოს
მე მაინც არ მიგიღებ
თუმცა ჩუმად ამისათვის,
ძალიან ბევრს ვიტირებ.
გული ტირის მეც ვტირივარ,
ლოყას მიწვავს ცხელი ცრემლი
ნუთუ ისევ შემეყარა სიყვარულის მწველი ცეცხლი.
ვაი რომ არ შემძლებია,
თურმე შენი გამეტება,
ვაი, რომ გულს შენთვის მხოლოდ 
სიყვარული ემეტება.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1077 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ისე მომენატრე;
რომ ამ დიდ სურვილს
ქარს გამოვატან და ის მოიტანს შენთან ამაღამ.
ისე მომენატრე,
სურვილი მაქვს გეძახო დიდხანს
და გამოუთქმელ სიყვარულის ამ ტყვეობაში
ჩემი სიტყვები ტანზე გცემდეს ზაფხულის წვიმად.

ისე მომენატრე,
რომ არც კი ღირს ვიძინო ღამით,
მინდა მოგიძღვნა უნაზესი გრძნობების განცდა,
რომ არასოდეს აღარ იგრძნო სულ მარტოდ თავი
და არასოდეს ჩამოუშვა ჩვენს შორის ფარდა.

ისე მომენატრე,
ქუჩას მივდევ ფეხდამძიმებული
და ფიქრი შენზე ლაბირინთს ხლართავს,
რომ არასოდეს მივადგე ნაპირს
და შენმა ცივმა ტალღებმა შთანმთქან.

მაგრამ მაინც..........
ისე მომენატრე,
მონატრება რაა მასთან,
უფრო ძლიერ მომენატრე, უფრო ღრმად და უფრო წმინდად...
განა ესაა ისეთი მონატრება, რომელმაც იქნებ გაართოს ვიღაც?

და ბოლოს, ისე მომენატრე,
სურვილი მაქვს გეძახო დიდხანს.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1292 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თვალცრემლიანი,
ჩუმად ვდგავარ და
საკუთარ გრძნობებს ვეთამაშები,
ახლაღა ვხვდები,
ჩემი ოცნება
ხელოვნურად რომ იყო ნაშენი.

წადი,
დამტოვე და გაპატიებ,
დღეს მომავალი წარსულში ვცვალე,
თვითონაც იცი,
რომ პატიება,
განაჩენია ყველაზე მწარე.

გზა,
სიყვარულის გადასარჩენად,
ბევრი ვეძებე
და მაინც არ ჩანს,
ნუღარ მისურვებ ბედნიერებას,
ბედნიერება მე შენში დამრჩა.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1280 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



არ მიძებნია,
ისე გამიჩნდნენ მტრები,

არ ამინთია,
ისე ჩამიქრეს კვარი,
სულ თვალწინ მიდგას შენი შიშველი თმები,
ზურგსუკან მესმის შენი ნაბიჯი ჩქარი.

არ უწვიმია,
ისე დავსველდი გუშინ,
ყველა ვინც დადის,
ახლა ჩემს გულზე დადის,
შენზე ტკივილი ღრმად ჩამეზარდა გულში,
შენზე დარდია ჩემი მთავარი დარდი.

გვერდზე მიმაგდო შენზე წუხილმა დღესაც,
გზები არა ჩანს,
ხევებს მივყვები ქვიანს,
შენ აღარა ხარ,
ჩემი ბედია ესაც
და ჩემს ბედს ახლა შენი სახელი ჰქვია.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1147 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე თუ ავტირდი,ამატირებს უშენოდ ყოფნა,
ჩემს ბნელ ოთახში ისევ სევდა დაისადგურებს,
გამახსენდება შენი ნაზი ტუჩების კოცნა,
შენი ტკბილი ხმა ჩემს არსებას რომ ანადგურებს,
შენც ატირდები წამოგივა თვალიდან ცრემლი,
გაგახსენდება რას ველოდით,რა გვხვდა წილადა,
შენი თვალიდან მოწყვეტილი უმანკო ცრემლი
დედამიწის გულს გააღვიძებს,მშვიდად რომ სძინავს.
მე შევიყვარე ხმა რომელიც ახლაც ჩამესმის,
ხმა ვარსკვლავია მიუწვდომლად რომ გვიმზერს ციდან,
შენთვის მე ალმათ შემოდგომოს მონატრება ვარ,
ფოთოლცვენის ქვეშ მოყოლილი ყვავილი ციდა,
მაშ ავტირდები ამატირებს კვლავ უშენობა,
შენც ატირდები წამოგივა თვალიდან ცრემლი,
გაგახსენდება,რომ არსებობს ამ ქვეყნად ბიჭი,
ბიჭი,რომელიც თვალცრემლიან გოგონას ელის....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 955 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მანამ მომეფერე, მანამ გამიფრთხილდი, მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
სანამ ძველებურად ბრუნავს დედამიწა, სანამ არ გამწირავს იღბალი ტიალი
გულში ჩამიკარი გული არ მატკინო, მერე ყველაფერი იქნება გვიანი
სანამ სიყვარული ისევ შემიძლია სანამ კვლავ მახარებს ფოთოლთა შრიალი
ხელზე წაიკითხე ჩემი ბედის წერა, მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
მოვა დრო მიხვდები წარსულის შეცდომებს, აღარ გაგახარებს ფოთოლთა შრიალი.
მე ვეღარ დაგიხსნი ტანჯვა სამსხვერპლოდან
მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
ბედის ირონია მწარედ ჩაგვიცინებს და აგატირებს შიჩუმის ტრფიალი.
მარტო დარჩენილი სევდით გამიხსენებ, მაგრამ დამიჯერე იქნება გვიანი
სანამ ცოცხალი ვარ, მანამ მომეფერე მერე ვერ მიშველის ხსენება ფიალით
გული არ მატკინო, თორემ ცრემლების ღვრა, როცა არ ვიქნები იქნება გვიანი...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1055 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


თუ გაკოცე, ვაი შენი ბრალი
დავეცემი დავიმდაბლებ სულს
თუ კივილი ჩამეხშება ხმაში,
ქვენა გრძნობა დამეუფლა უცებ,
თუ გაკოცე, ვაი შენი ბრალი!
თვალის ხამხამს გაუცვითე ტუში,
მსურს ავწაპნო ერთი ციდა სხივი,
სამზერიდან აგაცალო ვნება
ჩამოგყვები კონტურებად ვივლი.
წლები თეთრად შემერია თმაში,
ანემონებს გაუშლია კვირტი,
აგონიას გაგიმძაფრებ ვფიცავ,
თუ გაკოცე, ამ ამბორით შეგშლი.
ბადაგივით შეგისრუტავ ხარბად,
სამყაროში უმზეოდაც ვიწვი,
გამირბიხარ,გაბრაზებას ვმალავ,
შენ დაკემსილ ნაფეხურებს ვითვლი.
ამ მიწაზე ერთი ფიქრი დამრჩა,
სხვა მიზნები ჩავალაგე სკივრში,
თუ გაკოცე,თუ გაკოცე...დედააააა...
სულ მაგ ტუჩებგამოწვდილი ივლი.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1095 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენი თვალები სადღაც მინახავს,
შენი ხმა სადღაც გამიგონია
ჩემო ძვირფასო, მთელი ცხოვრება
შენთან ვიყავი ასე მგონია....
წინათგრძნობაა ,თუ მოჩვენება,
ნაოცნებარი ,ანდა სიზმარი,
მთელი ცხოვრება ვიღაც რომ მიყვარს,-
იმას გავხარ და რა ვქნა მითხარი?!




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1122 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ოთხშაბათი, 2024-12-18, 7:19 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024