მთავარი » 2010 » თებერვალი » 11 » დამდნარი ღამე...
10:16 PM დამდნარი ღამე... |
დამდნარი ღამე შერეოდა აპრილის ლანდებს და მარტის ბოლო ამოსუნთქვას სული ხდებოდა, წვიმა არხევდა მათრობელა ვარდისფერ ვარდებს და აპრილობის მოციქულებს კოცნით ხვდებოდა. ვარ ისევ მარტო...თუმც არა...ვართ მე და ღამე, კვლავ მე და ღამე ჩვენს "ნეტას” ვახვევთ ოცნების მანდილს, ფანტაზიები იტაცებენ მტირალა წამებს და ეულეთის აგონიას სონატა აწვიმს. მეწყვილე უნდოდ იფერფლება, ნათევი თეთრად, ცისფერ ლაგუნას ცრემლით უვსებს გალუმპულ კალთებს და ამ ნაღვლიან ღამეს მაინც ვიქნებით ერთად თუნდაც ოცნებით... დაგიკოცნი თაფლისფერ თვალებს. მერე კი წვიმა გამიყოლებს აპრილის კვალში, რადგან თვით მარტმაც ბოლო სუნთქვა ცრემლით მოხატა, ვიქნებით მარტო მე და ღამე... და იქნებ მაშინ შევიგრძნო წვიმის მოწყენილი "მთვარის სონატა”...
|
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ |
ნანახია: 1275 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|