მთავარი » 2010 » თებერვალი » 14
Zack and Miri Make a Porno 1 სთ 42 წთ ჟანრი: დრამა, კომედია, მელოდრამა პოსტერები გამოშვება: 07 სექტემბერი 2008 რეჟისორი: ქევინ სმითი სტუდია: ზე ვეინშტეინ ქომპანი, ვივ ესქიუ პროდაქშენსი, ბლუ ესქიუ როლებში: ჯეფ ანდერსონი, ელიზაბეთ ბენქსი, ტაილერ ლებინი, ბეტი ებერლინი, ჯერი ბედნობი, ჯორჯ დრენენი, ერიკ ჰოლენბეკი, ქენი ხოტცი, ენი კიტრალი, ივან კრალიევიჩი
ფილმის მიმოხილვა ორი საუკეთესო მეგობარი ზაკი და მირი ფულის შოვნის მიზნით პორნოგრაფიული ფილმის გადაღება დაიწყეს. გადაღებების დროს ისინი მიხვდებიან რომ ერთმანეთის მიმართ უფრო დიდი გრძნობა აქვთ ვიდრე თავიდან ეგონათ..
|
ვოცნებობ, იქნებ ისევ დამტოვონ შენზე ფიქრებმა, მაინც სხვის გულზე დასვენებული შენი ვიქნები!... არც გებრალები, არც შემიყვარებ ხვალ, როგორც უწინ, ამიტომ ვნატრობ გამეცალონ, გაქრნენ ფიქრები... მე ხვალინდელ დღეს შევადარებ წარსულის აჩრდილს, დავხუჭავ თვალებს, მონატრებას მოვუხმობ ჩემთან... ხვალ ბიჭი ისევ გამოიწვევს საცეკვად გოგოს, მე კი დავრჩები შენს ლოდინში, მარტოდ და კენტად... ცრემლები ისევ დამიშლიან გზისკენ გახედვას, მათი სიკვდილი დამახუჭინებს ტკივილით თვალებს, ისინიც ჩუმად გადაივლიან გაყინულ ლოყას, დამიფარავენ, წამიშლიან წარსულის კვალებს. ტუჩები ისევ მიცახცახებს სიცივისაგან, ხვალ ბიჭი ისევ გამოიწვევს საცეკვად გოგოს, მე კი ტანჯული, ლიანდაგზე დასვენებული - იმაზე ფიქრი მასულდგმულებს - მოვკვდები ბოლოს!...
|
მე ვარ პოეტი არა იმიტომ მხოლოდ სტრიქონებს გიწერ ლამაზებს, მზერა გაცივდა ზამთარივითო და ჩამომჯდარა ფანჯრის რაფაზე. სახლი კი სახლი ისე პატარა, სუნთქვა ათბობს და ქარი აცვია და ჩემთან ერთად კრძალვით ატარებს, შენს დატოვებულ რადიაციას.
დატოვებულ რადიაციას დიდი ხანია ერთად ვატარებთ, სუნთქვა ათბობს და ქარი აცვია, სახლია, სახლი ისე პატარა. მეტაფორები გაზის კაბაზე, ცაა მაღალი, - ტაძარივითო, მხოლოდ სტრიქონებს რომ გწერ ლამაზებს, მე ვარ პოეტი არა იმიტომ.
მე ვარ პოეტი მხოლოდ იმისთვის, რომ სიყვარულზეც გული მერევა, გაურეცხავი დამაქვს სინდისი, მაგრამ სულ სხვაა ყოფიერება - ძლიერ ავად ვარ, ვწევარ ეული, პეპელა ირგვლივ უვლის ნათურას და ხველებასთან ერთად კლებულობს ოთახში სითბოს ტემპერატურა...
|
ახლა ღამეა და ვარსკვლავები ზეცას ჭორფლივით აყრია შუბლზე... მე მაგიდასთან ვზივარ ძვირფასო, და ჩემს წინ სუფთა ქაღალდებს ვუმზერ. აწმყო, წარსული და მომავალი დამდგარან ჩემი ფიქრების ზღურბლზე. ძალიან მშვიდ და იდუმალ ღამეს ჩასძინებია ატმის მკლავებზე... თავში ტრიალებს ათასი კითხვა და ყველა თავის პასუხს დაეძებს. არ შემხვედრიხარ, არ მინახიხარ, ალბათ იქნება ათასი წელი, ათასი წელი იქნებ ცოტაა, ან იქნებ არის ძალიან ბევრი. მე ახლა მხოლოდ სიზმარში მახსოვს შენი ლამაზი თვალების ფერი. ეს ყველაფერი ადრე დაიწყო, ადრე, ძალიან, ძალიან ადრე, როცა თებერვლის მსუსხავი ქარი ეხეთქებოდა გათოშილ ჭადრებს, როს ცხოვრებიდან შენ ჭრიდი დღეებს, ვით რეჟისორი ფირიდან ჭრიდეს ფილმისთვის ყოვლად უვარგის კადრებს. იმდენად ახლოს მოვედი შენთან, რომ უსასრულოდ აღმოვჩნდი შორი, მერე ვიღაცამ შეთხზა რაღაცა, შენც კარგად იცი, მე რომ არ გითხრა, როგორ ვრცელდება ქალაქში ჭორი! ...გახსოვს?- ცისფერი ხეობის გასწვრივ მზერა შველივით მორბოდა შენსკენ და მოწმენდილი ივნისის ზეცა ირეკლებოდა მდინარის ფსკერზე... ქუჩაში იყო იმდენი ხალხი, მეჩვენებოდა, რომ იმ საღამოს სადღაც გარბოდა დამფრთხალი ქუჩა... ჩვენ მივდიოდით. მე შევაგებე აბაზიანი ქუჩის კუთხეში მათხოვრის მუჭას. ...გახსოვს? –
...
Read More
|
ვარსკვლავი მოსწყდა ცას და გინატრე ვინატრე გაჩნდე ჩემთან მალიმალ, გულში ჩაგიკრა, ხელი ჩაგჭიდო და აღარასდროს აღარ გაგიშვა. ვარსკვლავი გაქრა, ჩემი ლამაზი ნატვრაც მას გაჰყვა და აი ახდა... ჩემთან ხარ და აღარსად წახვალ...
|
სიყვარულის ახსნა
Me isev getyvi am lamaz sityvebs- shen agelvdebi, metyvi vina xar?magram me getyvi chemo sicocxlev-shen dagaviwydi me ki maxsovxar.suls shemodgomis exeba suntqva,chumad gkocnian wvimis wvetebi.iseti nazi xar da sipta, mgoni chemtvisac ar memetebi. shen jvars daiwer agugundeba sveticxovlis wminda zarebi. sxvisi xar magram icode am sxvaze upro me meyvarebi. xan gaelvebas gavxar,xan mzis amosvlas caze, shen xom am qveynad myavxar, rogor vipiqro sxvaze? arsad ar mindoda gameshvi, vicodi ushenoba shemshlida. im dges cam chamxeda tvalebshi-itira amgvarad sheshinda. me dawrili var uiaragod. me shens siyvaruls ver gaveqeci. ver ityvi, chemze guli ar aqvso. me guli mqonda da shen mogeci. sheni tavalebi aris-survili, sheni gimili-chemi vedreba, sheni tuchebi aris-lodini da me es arc erti ar mombezrdeba. ramdenjer sheni lamazi tvalebi, atas tvalebshi chumad minatria, ramdenjer sheni lamazi kocna chumad bevrjerac momnatrebia. me kocnis zgvashi davibade gamigonia, me kocnis zgvashi davixrchobi ase mgonia.amboben turme kocna lotebs mougoniat mat gaumarjos es ra nazi grznoba qoniat. xom sheizleba gmerti ar gwamdes, magram gjerodes ukvdavebisa, xom sheizl
...
Read More
|
მარკესის ფრაზები ცხოვრების შესახებ... მე შენ მიყვარხარ, არა იმიტომ ვინ ხარ შენ, არამედ ვინ ვარ მე, როცა შენ გვერდით ვარ... არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს, არასდროს აგატირებს შენ.. მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას არ უყვარხარ ისე, როგორც შენ გინდა რო უყვარდე, იმას არ ნიშნავს იმ ადამიანს მთელი გულთ არ უყვარხარ. ნამდვილი მეგობარი ის არის, რომელსაც უჭირავს შენი ხელი და გრძნობს შენს გულს... ყველაზე საშინელი მონატრებაა, იყო მის გვერდით და აცნობიერებდე, რომ ის არასდროს იქნება შენი... არასდროს მოიშალო სახეზე ღიმილი, მაშინაც კი, როდესაც სევდიან განწყობაზე ხარ. ვიღაცას შეილება შენი ღიმილი შეუყვარდეს... შეილება ამ სამყაროში მხოლოდ ადამიანი ხარ, მაგრამ ვიღაცისთვის მთელი სამყარო ხარ... არ ფანტო დრო იმ ადამიანზე, რომელიც არ ისცრაფვის იმისკენ, რომ დრო შენთან ერთად ატაროს... შეიძლება ღმერთს სურს რომ ვხვდებოდეთ უვარგის ადამიანებს მანამ, სანამ შევხვდებით იმ ერთადერთს... იმიტომ, რომ როცა ეს მოხდება, ჩვენ მადლიერი ვიყოთ... ნუ ტირი იმიტომ, რომ ეს დამთავრდა, გაიღიმე იმიტომ რომ ეს იყო... ყოველთვის მოიძებნებიან ისინი, ვინც ტკივილს მოგაყენებენ, მაგრამ არ უნდა დაკარგო რწმენა ადამიანების მიმართ
...
Read More
|
ნამდვილი სახელი: ემი ლესლი სმართი (Amy Lysle Smart) დაბადების თარიღი: 26 მარტი 1976 დაბადების ადგილი: ტოპანგა კანიონი,კალიფორნია, აშშ პროფესია: მსახიობი სიმაღლე: 1.68 მ
ბიოგრაფია ემი სმარტი დაიბადა 26 მაისს 1976 წელს ტოპანგში(კალიფორნია). სკოლის წლებში ათი წლის განმავლობაში ბალეტით იყო დაკავებული და 16 წლიდან დრამკრუშოკში დადიოდა. მოდელის კარიერა 13 წლის ასაკში დაიწყო. იტალიაში მუშაობდა, საფრანგეთში, მექსიკაში და ტაიტიში. 1997 წელს სმარტმა პატარა როლი მიიღო ფილმში 'ვარსკვლავური დესანტი'. ასევე ემიმ მთავარი როლი შეასრულა სერიალში «The 70s». 1999 წელს მსახიობი თამაშობდა ცნობილი რეგბისტის შეყვარებულის როლს ფილმში 'სტუდენტური გუნდი'. ემიმ ასევე მონაწილეობა მიიღო ზოგიერთ ახალგაზრდულ ფილმში. წარმატებული პროექტების შორისაა – 'საგზაო თავგადასავლები'(2000 წელი), 'ტრასა 60'(2002 წელი), 'პეპელას ეფექტი'(2004 წელი). 2003 წელს მონაწილეობა მიიღო სერიალის 'კლინის' სამ ეპიზოდში(218,220,221), სადაც ჯეიმ მურის როლი შეასრულა – პაციენტის ცოლის, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა და რომელთანაც სერიალის მთავარი გმირი ურთიერთობას წამოიწყებს. 2006 წელს მსოფლიო კინოგაქირავებაში გამოჩნდა ფილმი 'ადრენალინი', რომელშიც სმარტმა მთავარი გმირის საყვარელი გოგონას როლი შეასრულა.
|
კელან ლუტზი 12 თებერვალს, კალიფორნიაში შეამჩნიეს პაპარაცებმა ის ხეზე კითხულობდა წიგნს და შემდეგ განსატვირთად ძაღლთან ერთად ადგილობრივ პარკშიც გაისეირნა
...................
|
ეს მე ვარ...მე ვარ...შეშლილი ქალი... ეს მე დავეძებ ქარში გვირილებს... ვაგზავნი შენთან ტრფობას ალმურად, რომ ჟრუანტელი ტანში გივლიდეს...
ეს მე ვარ, ვნება, ცრემლი და შფოთი, ხან სევდის, ხანაც შვების მთოველი... დამუხტულია შენზე ოცნებით ჩემი სხეულის ნერვი ყოველი.
|
AnnaLynne McCord Is Good At Football
............
|
წიგნში ჩანიშნული ლექსივით გეძებდი. ჩუმად მოვდიოდი ნაცნობ ნაპირებთან. თითქოს ირეოდნენ ცაში სტრიქონები, თითქოს დეკემბერი წვიმებს აპირებდა.
უხმო დუელებში მოქიშპე ტალღები, ქვიშას ახატავდნენ ამოუცნობ შარჟებს, ელვის ხელთათმანი გასერავდა ჰაერს, როგორც ბედისაგან წართმეული შანსი...
მერე ვაგროვებდი სიტყვებს სველ ქვიშაზე, გულში ვიმალავდი უცხო გარინდებით, მკერდი მძიმდებოდა სიტყვა-კენჭებით და სახტად დარჩენილი მზერას გარიდებდი.
მაინც ვთამაშობდით ცხოვრების პარტიებს და კვლავ შავი ქვები კენტად მეწყობოდნენ, ჩვეული სიფიცხე ღალატს გარჩენდა და ტუჩის კუთხეებში ღიმილს აწყვილებდი.
ახლა დანისლულა შენი სავანნები, ზამთრის წვიმებივით ვეღარ შეგიპირე... წიგნში ჩანიშნული ლექსივით მომწონდი, თუმცა ვერასოდეს ვერ დაგიზეპირე.
|
დე, იცი... ღამით ცრემლი მომდის ხანდახან და გარინდებულ სიმარტოვეს ტუჩებზე ვითლი, ჩემი ცხოვრების ის ეტაპი უკვე დამთავრდა და ყოველ დილით, მაკიაჟით მე ფერებს ვიცვლი. დე, იცი... მე მაჩუქეს, აპრილის კაბა და არათითზე წამომაცვეს მბზინავი რგოლი, მე გავიზარდე თუ ის კაბა დაპატარავდა არ ვიცი, მაგრამ მის ნაფლეთებს ყოველდღე ვწონი. დე, იცი... მტკივა სისხლისაგან დაცლილი გული, ლიბრგადაკრული თვალის ჭრილით ვეღარას ვხედავ, საწოლზე კუტი ლავაშივით პირქვე გართხმული რიჟრაჟით ისეც გახუნებულ ოცნებებს ვღებავ. დე, იცი აღარ მინდა დავხუჭო თვალი, აღარც ჯიუტი შეგრძნებების მოგერიება, უნდა გამიგო, ზოგჯერ უნდა გავიღო ხარკი და მისთვის ზოგჯერ ზედმეტია მონანიება. დე,იცი... დასაწყისი შენა ხარ მხოლოდ და შენი სუნთქვა ყოველ ღამით, ჩემს ატირებას ნასკვავს ნერვებად და უაზრო ცხოვრების ბოლოს მე... გათელილი ბავშვობისთვის გთხოვ პატიებას.
|
მაესტრო, თეთრი კალვიშები თითებს კოცნიან..... სული ცახცახებს და თვალებში იწვება ღამე....... მე თქვენს თვალებში ულამაზეს სიმღერებს ვხედავ....... ჩემი გრძნობისაც დაუკარით მაესტრო რამე............. მაეტრო გესმით კლავიშები როგორ კვნესიან? სადღაც, კუთხეში ერთი შავი კლავიშიც გიცდით......... უთქმელი თხოვნა შემისრულეთ ძვირფასო ჩემო......... მაესტრო ჩემი სიყვარულის კლავიშსაც მისწვდით........
|
დაზამთრდა, ოთახს სუნი ასდის დამწვარი შეშის და ნოსტალგიამ კედლებიდან იწყო გადმოსვლა, მხედავდე ახლა , გეგონები ბებერი შლეგი, წარსულს რომ ეტრფის და ალაგებს უხმო კადრებად. მოდი, დღეს ცივა, ჩამოვუსხდეთ მოხუც სიჩუმეს, ვიმუსაიფოთ როგორც ადრე, ისე, უბრალოდ, შენს ცხოვრებაზე მომიყვები, მერე იყუჩებ, მე კი ფინჯანში მონატრებულ ღიმილს მოვახრჩობ. ცეცხლის ენებში ტკაცატკუცი გაუდის ფიჭვებს, შენი თითების სუნი ათრობს თითქოს სამყაროს, გაინაპირეს თვალებმა და ფანჯრებზე ფიფქებს, ალბათ დუმილის მელოდია სუნთქვით გაათბობს. აცივდა, მოდი, ჩამოვუსხდეთ მოხუც სიჩუმეს, ჩვენი შეხვედრაც ხომ იქნება ლამაზი კადრი, ვიმუსაიფებთ როგორც ადრე, მერე ვიყუჩებთ, ზამთარს უხდება საღამო და ფინჯანი ჩაი.
|
ადამიანები გარბიან. გარბიან სახლებიდან, გარბიან ქუჩებიდან, საავადმყოფოებიდან, საკუთარი ტყავიდან. ერთიდან მეორემდე და ასე ათამდე, ათიდან ასამდე და ასე ათასამდე, ათასობამდე, მილიონობამდე. სულ ექვსი ნული. ექვსი რგოლი კისერზე, ზოგისთვის თხელსა და ნატიფზე, ზოგისთვის სქელსა და საზიზღარზე. ადამიანები გარბიან. მე დავინახე როგორ გარბოდნენ. ძვრებოდნენ ფანჯრებიდან, ძვრებოდნენ ხეებიდან, კანალიზაციის მილებიდან. გარბოდნენ... და მე გამჭყლიტეს."
|
ვალენტინობას ყველაზე საყავრელი საჩუქრები (ყველაზე იაფიდან ძვირისკენ)
..............
"ბლესკი" 99 ცენტი (თითოეული)
Victoria Secret "ტრუსიკი" $16.50
|
ვალენტინობს საქართველოში ამ ბოლო დროს უამრავი ადამიანი აღნიშნავს განსაკუთრებით კი ახალგაზრდები რაც შეეხება საჩუქრებს უცვლელი და დაუმარცხებელი ლიდერი იების კონაა,რომელიც ხელში ყოველ მეორე გოგონას უჭირავს
...................
გთხოვთ დაწეროთ კომენტარებში თუ რა მიიღედ ამ დღეს საჩუქრად თქვენი თაყვანისმცემელისგან ,იქნება ეს იების კონა თუ სხვა "გულით" მოძღვნილი საჩუქარი<
...
Read More
|
"დაბნელებიდან"
მთელი მსოფლიო ელოდება ბინდის საგის მესამე ნაწილის "დაბნელების" ეკრანიზაციას, თუმცა ჯერჯერობით ფანები რამდენიმე ახალ სურათებს უნდა დასჯერდნენ. "Summit Entertainment" გვპირდება, რომ მალე ფილმის თრაილერსაც ვიხილავთ
|
როგორც ვიცით მეგან ფოქსი არმანის თეთრეულის ახალი სახეა 30 წამიან რეკლამაში 23 წლის მეგანი თეთრეულის ამარა პოზიორობს, ფილმი შავ-თეთრშია გადაღებულ მეგანმა ამ სეზონზე ვიქტორია ბექჰემი ჩაანაცვლა და როგროც ვარაუდობდნენ საკმაოდ წარმატებულად
....................
ფოტოსესია და რეკლამის გადაღება 1 თვის წინ შედგა. მრავალი ქალაქის ბილბორდები უკვე დამშვენდა მეგანის ფოტოებით. სარეკლამო რგოლი კი ამ დღეებში გავიდა სატელევიზიო არხებზე პირველად
|
ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: Перси Джексон и похититель молний სლოგანი: «მისი ბედი გადაწყვეტს ჩვენს მომავალს» გამოშვების წელი: 2010 ჟანრი: ფანტასტიკა, სათავგადასავლო,მელოდრამა რეჟისორი: კრის კოლამბუსი როლებში: ლოგან ლერმანი, პირს ბროსნანი, შონ ბინი, კევინ მაკკიდი, უმა თურმანი, ალექსანდრა დადარიუ, კეტრინ კინერი, ჯეკ ალბელი, როზარიო დოუსონი, სტივ კიგანი... ფილმის შინაარსი: პერსი ჯექსონი ჩვეულებრივი თინეიჯერია, რომელიც იგებს რომ მამამისი ბერძენი ღმერთი პოსეიდონია. მას უამრავი ღმერთის წინააღმდეგ მოუწევს ბრძოლა, რათა დაუბრუნოს ზევსს მოპარული იარაღი და შეარიგოს განრისხებული ღმერთები. გამომშვები: აშშ, Fox 2000 Pictures ხანგრძლივობა: 01:51:10 გახმოვანება: დუბლირებული ფაილი: ფორმატი: XviD ხარისხი: TS ვიდეო: 744 kb/s, 560x272 აუდიო: MP3, 128 kb/s (2 ch)
|
70-კარატიანი ბრილიანტი მსახიობი რიჩარდ ბარტონი ულამაზეს ელისაბედ ტეილორზე იყო შეყვარებული და თავისი გრძნობის დასამტკიცებლად, 70-კარატიანი ბრილიანტი მიართვა. უნიკალურად დამუშავებული ალმასი ძალიან ძვირი ღირდა. მოგვიანებით, ტეილორი და ბარტონი ორჯერ დაქორწინდნენ და ორივეჯერ გაიყარნენ.
ვარდები კალათით
60-იანი წლების ერთ-ერთ ცნობილი სპორტსმენი, ჯო დი მაჯიო ჰოლივუდის სექსსიმბოლო მერილინ მონროს, შეყვარებულობისა და ქორწინების დროსაც, დღეში თითო კალათა წითელ ვარდს უძღვნიდა. დი მაჯიო მერილინს განქორწინების შემდეგაც უგზავნიდა ყვავილების კალათას. თუ ქალი გადაღებებზე იყო, ვარდები მას საგრიმიოროში ხვდებოდა (არ ჰქონდა მნიშვნელობა, რომელ ქალაქში, შტატსა და ქვეყანაში მიმდინარეობდა გადაღება). მსახიობის გარდაცვალების შემდეგ, ჯოს ვარდების კალათა მის საფლავზე დაჰქონდა
გულწასული მეძავი
პარიზის საროსკიპოს ერთ-ერთ თანამშრომელს მუდმივმა კლიენტმა პატარა კოლოფი გადასცა და სთხოვა, მთელი ცხოვრება შეენახა. "საჩუქრის" გახსნის შემდეგ მეძავს დიდხანს ასულიერებდნენ, რადგან მისი კლიენტი ვან გოგი იყო, ხოლო კოლოფში მისი მოჭრილი ყურის ნაწილი იდო.
კუნძული ქვრივისთვის
ბერძენმა მილიარდელმა არის
...
Read More
|
ჯერაც მშრალ ასფალტს ასველებს წვიმა, ქუჩის კუთხეში დგას ჩვენი კაფე... სადღაც კი, ძველი დღეების მიღმა, დრო ჭრილობაში მიტოვებს ძაფებს.
ვგიჟდები, ყველგან შენი ხმა ისმის, ცხადში კი, ეს დღეც უშენოდ გავა... მოწამლული მაქვს წარსულით სისხლი და ინფექციაშეჭრილი ვდგავარ...
|
დადგა ზამთარი და მოხდა ისე, რომ კვლავ შემეძლო მე შენი ნახვა. ისევ მიცდიდი და ჩემს სხეულში კვლავ აფათურდა იმედის ჭია. ქალაქში თოვდა და ფართე ფიფქებს ქარი უაზროდ ათამაშებდა. დღე კლებულობდა. ცა დაბლდებოდა. ქალაქი წყლიდან ამოსულს ჰგავდა. ყველა ჩქარობდა, თითქოს შენ ერთი, თითქოს შენ ერთი უცდიდი ყველას. და ამის გამო მძულდნენ ყველანი. შენ კი რატომღაც ყველაზე მეტად. მაინც ვცდილობდი, რომ სხვაზე სწრაფად მევლო შენამდე და სწორედ ახლა დამესწრო სხვისთვის.
|
შენ იმას მიაღწიე რაც გინდოდა აქამდე და რის მიღწევასაც ცდილობდი მე გადავწყვიტე წავიდე და ვეღარ დამიბრუნებ შენ არ ხარ იმის რირსი რომ შენთან თუნდაც მეგობრობის დონეზე ვიდგე ამაზრზენი არსება ხარ და საერთოდ მინდა რო გაქრე ჩემ ცხოვრებიდან საიმოვნებით დამემართებოდა ამნეზია და მხოლოდ შენ წაიშლებოდი ის დღე იყოს დაწყევილი როდესაც შენ გაგიცანი და დაწყევლიაია ისედაც ძAლინ ვნანობ რომ შენნაირ ადამაინთან დავიჭირე ურთიერთOბა მინდა რომ მძულდე მაგრამ არ შემიძლია იმიტომ რომ მაინც მიყვარხარ მიყვარხარ იიიტომ რომ შენთან ძალინ დიდი და ბევრი რამე მაკავშირებს მინდა მეზიზღებოდე და ცუდი მინოდდეს შენთვის მაგრამ არ შემიძლია ეს ჩემი ჰუმანურობის ბრალია ძAლინ შეიცვალე ეს ბოლო ერთი წელია და დამიჯერე ძალინ ცუდია შენთვისაც და გარშემომყოფებისთივსაც მოკლედ კარგად .....
|
ვალენტინის დღის აღნიშნვა სათავეს იღებს ძველი რომიდან
ლუპერკალია - ეროტიული დღესასწაული იყო ქალღმერთ ჯუნო ფებრუატა და ღმერთ ფავნასადმი მიძღვნილი [სწორედ მისი მეტსახელი იყო - ლუპერკი] ეს დღე აღინიშნებოდა 14 თებერვალს. მრავალი წლის მანძილზე ხალხში მტკიცედ დამკვიდრდა ეს დღე. მაშინაც კი როდესაც ქრსიტიანობა ცნეს კიდევ დიდხანს აღნიშნავდნენ იმ ადგილას, სადაც ლეგენდის თანახმად მგელმა გამოკვება რომის დამაარსებლები რომულა და რემა მიდიოდნენ ამ წმინდა ადგილას და აღასრულებდნენ წესებს ყოველი წლის 15 თებერვალს Lupercalia - ს დღეს მსხვერპლად შეწირავდნენ ცხოველებს, ტყავს აცლიდნენ და აკეთებდნენ მისგან მათრახებს. შემდეგ ახალგაზრდა კცები იღებდნენ ამ მათხრახებს და ქალებს მოერეკებოდნენ წკეპლით ქალაქში როგორც ჩანაწერებიდან ვგებულობთ ამ დღის მთავარი მოქმედი პირნი შიშველი ადამიანები იყვნენ მათრახებით, რომლებიც ქალებს მოსდევდნენ და ცემდნენ. ქალები კი ამ წკეპლას იღებდნენ და ფიქრობდნენ, რომ ამგვარი ცემის შემდეგ უფრო ნაყოფიერები გახდებოდნენ და შვილებსაც ადვილად გააჩენდნენ. ეს ძალზედ გავრცელებული რიტუალი გახდა რომში, სადაც დიდგვაროვნებიც კი მონაწილეობდნენ, ამის მიზეზად კი უნდა მივიჩნიოთ ის, რომ 276 წელს ჩვილთა სიკვდილიანობა, მკვდრადშობა და მუცლის მოშლა ძალზედ ხშირი მოვლენა იყო, საგანგაშო იმდენად,
...
Read More
|
ისტორია 14 თებერვალს რომის კათოლიკური ეკლესია ორ წმინდანს უკავშირებს: რომაელ მღვდელ ვალენტინს და ტერნის ეპისკოპოსს, აგრეთვე ვალენტინს, ორივე კლავდიუს II მეფობის დროს 269 წ. ეწამა. პირობითად მათი წამების თარიღად 14 თებერვალი იქნა აღიარებული. მათ შესახებ განსხვავებული აზრი არსებობს. კათოლიკე თეოლოგების ერთი ნაწილი თვლის, რომ ისინი განსხვავებული მოწამეები იყვნენ, რომელთაგან ერთი რომიდან 60 კმ დაშორებით, ხოლო მეორე via Flaminiana-ს გზაზე დაკრძალეს. მეორე მოსაზრების მიხედვით აღმოცენდა ერთი მოწამის ორი კულტი, რადგანაც ეპისკოპოსი ვალენტინი სიკვდილით დასასჯელად ჯერ რომში ჩაიყვანეს, ხოლო შემდეგ კი ტერნში გამოასალმეს სიცოცხლეს. წამების შემდეგ ორივე მოწამეს თავი მოჰკვეთეს. 469 წ. რომის პაპმა გელასიუსმა 14 თებერვალი ვალენტინის ხსენების დღედ დააწესა. მისი კულტი უკვე IV ს. წარწერებიდან ჩანს. ვალენტინის თაყვანისცემა, რაოდენობის მიუხედავად, ერთი წმინდანის სახეში გაერთიანდა. ვფიქრობთ, დროთა ვითარებაში სხვადასხვა რწმენა-წარმოდგენებიც შეჯერდა და ვალენტინს დაუკავშირდა. ფიქრობენ, რომ 14 თებერვალს ვალენტინის დღესასწაულს წარმართული ფესვები უნდა ჰქონდეს. ვინაიდან მისი ცხოვრება არ იძლევა ცნობებს, რომელთა მიხედვითაც იგი შესაძლოა არშიყობისა და შეყვარებულთა მფარველი ყოფილიყო (იხ. E.A. Livingstone, Oxford Eoncise Dictionary of the Cristian Ch
...
Read More
|
ჩემთან რომ იყო, გავიგებდი შენს გულისტკივილს, დასახმარებლად ყოვლისშემძლე შევიქმნებოდი... ჩემთან რომ იყო, ავიხდენდი მე ყველა სურვილს, რადგან მწვერვალი სურვილების შენ იქნებოდი... ჩემთან რომ იყო, ოცნებაში გაგიყოლებდი, დავიოკებდი სისხლძარღვებში მოწოლილ ვნებას... ჩემთან რომ იყო, სულიერად გავშიშვლდებოდი, დაინახავდი სიყვარულის ფარულ დინებას... ჩემთან რომ იყო, გავუძლებდი უალერსობას, შევეჩვეოდი სიძულვილით აღსავსე მზერას... ჩემთან რომ იყო, გულს იმგვარად გავაცოცხლებდი, რომ აჰყოლოდა შემოდგომის ფოთოლთა რხევას... ჩემთან რომ იყო... საყვარელო, ჩემთან რომ იყო, მე ჩავახშობდი სივრცეებში ყოველგვარ ბოროტს... ჩემთან რომ იყო, რა სიხარულს მოვესწრებოდი... რა სიხარული მომიღებდა შენს გვერდით ბოლოს! ჩემთან რომ იყო...
|
თუკი ოდესმე თავს მარტოდ იგრძნობ, თუ აივსება დარდით ეგ გულიც, პირველად მაშინ გაგახსენდება ჩემი შენდამი ღრმა სიყვარული.
აგედევნები უჩვეულ ფიქრად, უცხო ოცნება შეგაკრთობს წამით, და წარსულიდან მოგონებები არ მოგასვენებს დღისით და ღამით...
ხომ შეიძლება, მინატრე კიდეც, იქნებ, დამეძებ ნოემბრის ქარში... და რას იფიქრებ, რომ ისევ ცოცხლობს ბავშვური ტრფობა მოწიფულ ქალში...
მე დღესაც შენი ოცნებით ვცხოვრობ, უშენოდ წლები სატანჯველს ჰგავდა... და არ მქონია სხვა რამ სურვილი, შენთან შეხვედრის სურვილის გარდა...
ვგიჟდები... ახლა მგონია, მოხვალ, გავინავარდებთ ერთად იებზე... ჰო, ვგიჟდები და ამდენ ფიქრს შენზე შეშლილს ხომ მაინც მაპატიებენ....
|
გილოცავთ ვალენტინობას ყველა შეყვარებულ წყვილს სიყვარული და ბედნიერება არ მოგკლებოდეთ.
...
Read More
|
სირინოზების შხამიანი ცრემლი შემისვამს, გულს ჯოჯოხეთის საწამლავი ესადაგება, შიში მიპყრობდა თუ იმედი გადარჩენისა, სადაც მოგებას მოველოდი, დამხვდა წაგება.
როს მეტარებით ცად ავფრინდი ცოდვილ მიწიდან, ო, რამდენ ცოდვას ჩავდიოდი დაურცხვენელი, და თვალნი ჩემნი ბუდეთაგან გადმომიცვივდა ჩემი ცხოვრების ამ გიჟური ციებ-ცხელებით.
ო, ბოროტებავ, სასიკეთო ძალაც გქონია. მშვენიერება მწუხარებით უფრო მშვენდება, თურმე ტრფიალიც, დანგრეული როცა გვგონია, მკვდრეთით აღდგენა და არასდროს გადაშენდება.
მეც მწუხარებამ თუ მატარა ცოდვილ ყარიბად, განძით ამავსო, განა მართლა გამაღარიბა.
|
ისე, ვით ცხარე სანელებელს ვამატებთ საკვებს, რომ მადას ექცეს გამომწვევად გემოვნებათა, ან ვით უვნებელ გრძნობას ვეძებთ, რაც ვერას გვაკლებს, მაგრამ წყაროა მავნებლობით მაინც ვნებათა,
მეც ასე - შენი სიყვარულით სავსე საწყაულს შევმატე წვეთი, საზღვარი რომ გადამელახა და ნაადრევად ავედევნე უცნობ სასწაულს, ჩემს ჯანმრთელ გულში რომ სნეული ვნება მენახა.
წესი ყოფილა სიყვარულის _ არა ჩანს თავად, ჩვენ კი გვაბრიყვებს, მოვიძიოთ მისი გზა-კვალი და მერე ვიგრძნოთ, უსაშველოდ რომ გავხდით ავად და დავიმოყვრეთ უგნურებით ბედი მზაკვარი.
ახლაღა ჩავწვდი ჩემი ყოფის მწარე გაკვეთილს - შვება არსად აქვს მხოლოდ შენგან სასოწარკვეთილს.
|
ალბათ, დამძრახავ, რომ სიძუნწეს ვიჩენ გრძნობაში, რომ არ ვაფასებ შენს ღირსებებს ჩემი ზნეობით, რომ არ გიხმობ და გალაღებულ მარტოობაში ტრფობის ბორკილებს არ ვატარებ დღეისდღეობით.
ალბათ, გგონია, სხვა ფიქრებით რომ ვიზაფრები, დროის წიაღში რომ აღარ მაქვს გული ჩარგული, ქარს რომ მივანდე დასაფლეთად ჩემი აფრები, ოღონდ შორს ვიყო სადმე შენგან გადაკარგული.
დე, ასე იყოს... სიჯიუტით ვცოდავ ეგება, დაე, გჯეროდეს, რომ სიკეთეს ვერ ვეღირსებით, მაგრამ თუ სადმე შენგან რისხვა შემომეგება, სიძულვილს მაინც ნუ მაძგერებ თვალთა ისრებით.
მე სიყვარული მტანჯავდა და შენ - უმისობა... გაგშორდი, მაგრამ დამრჩა გრძნობის მარადისობა.
|
აუგს ვერ ვეტყვი, როცა ვინმეს უყვარს ნამდვილად, ნამდვილის გარდა, არ ვცნობ ტრფობას სხვას და გარეშეს, გრძნობა ის არის, რასაც ჟამი ვერ ცვლის ადვილად რაც მოძალადე ვნებასავით ვერ ითარეშებს.
მე სიყვარულში ქარიშხლიანს ვხედავ სამყაროს, სადაც სიკეთე გზას იკვალავს დროშის ფრიალით, სადაც მოყვარე მოყვრისაგან ვერვინ გაყაროს მაცდურობათა ოკეანის ორომტრიალით.
მე სიყვარულში არ ჩამიკლავს დროის დინება, არც ვარდებივით გამიფანტავს გზად და მარაოდ, თოჯინასავით არ მიცდია წარმოჩინება გალაღებულთა წუთისოფლის სამასხარაოდ...
მაგრამ თუ ვცდები, თუ ჩემს ლექსში აზრი არ არის, არ ჰყვარებია მაშინ ქვეყნად არვინ არავის.
|
თურმე ვტყუოდი ჩემი ლექსი რომ გიმღეროდა, თითქოს და ჩემი ტრფიალება მწვერვალს ავიდა, ისე მიყვარდი, რომ მე მართლა არა მჯეროდა, თუ სიყვარული დასაწყები მქონდა თავიდან.
დრო, ათასგვარი შემთხვევებით დანატვირთები შეცვლის ყველაფერს, - აღთქმასა თუ მეფის ბრძანებას, მშვენების ფერებს გადარეცხენ დროის ზვირთები, შეესევიან ურყევ სულებს ველურ ძალებად.
და მეც მაფრთხობდა წუთისოფლის უკუღმართობა, ვეღარ ვბედავდი მეთქვა: "ტრფობა ცამდე ავიდეს!" მე დღევანდელი სიყვარულის ფიქრი მართობდა და არასოდეს ვენდობოდი დილას ხვალინდელს.
თურმე ტრფიალი, როგორც ბალღი იზრდება გულში, მე კი მოზარდი მოწიფულად ჩავთვალე გუშინ.
|
ნუთუ გონება გამეხლართა მზაკვარ გრძნობაში და, როგორც მეფეს, მლიქვნელობის სენი ერევა?! ან ეგებ თვალი გაიწაფა ჯადოსნობაში და პირფერობა სიმართლეში აღარ მერევა.
ნუთუ ურჩხული გადაიქცა ზღაპრულ ფერიად, ნუთუ სიყვარულს გულწრფელობის მადლი სცხებია, ან ეგებ ქვეყნად საძრახისი არაფერია და რაც სიმდაბლე დამინახავს, მომჩვენებია.
ნუთუ ასეა?! - თვალი ხედავს მაცდურ სანახებს, მიტომაც თან მდევს თვალთმაქცობის სენი მეფეთა... თვალს რა მოვკითხო? - თავის ბატონს იმას ანახებს, თუ რამ გონების საამებლად შემოეფეთა.
თვალმა თუ ავი დაინახა, კარგიც მისია, თუ სილამაზეს არ შეხედა, რის მაქნისია?!
|
რაც შენ დაგტოვე, მე გონებით ვჭვრეტ ამ ქვეყანას, თვალებს კი ბინდი გადაჰკვრიან ოხერ-ტილებს, შენი დაკარგვით უბედობა შემომეყარა ცხოვრების გზაზე უსინათლოდ მოხეტიალეს.
ფრინველებისკენ ჩემი გული აღარ ისწრაფვის, მას აღარ სწვდება ყვავილებით სავსე ბუნება, გონების თვალი დანავარდობს ელვის სისწრაფით, მაგრამ არ ძალუძს დანახულის შენარჩუნება.
ყვავი თუ მტრედი, დღე თუ ღამე, ზღვა თუ ნაძვები, უსინათლობას ერთ არსებად შეუკონია. და ყველაფერში მეჩვენება შენი ღაწვები და რასაც ვხედავ, მხოლოდ შენი სახე მგონია.
სავსე ვარ შენით და ეს არის დიდი ქონება, ასე მატყუებს გულმართალი ჩემი გონება.
|
ჩემს სასიკეთოს როცა სიტყვას ამქვეყნად იტყვი, ჩემთვის სიყვარულს და სიბრალულს როცა იმეტებ, როცა მავიწყებ - ბრძენი ვარ თუ უგნური ბრიყვი და ნაძრახ დროში მოწყალობით რომ მაიმედებ,
მე მაშინ ვხვდები, რომ ქედს უხრის კეთილს ავი და რომ წუთისოფლის ყველა მადლი შენში მინახავს, მთელი წარსული რომ ამ გრძნობის ძებნით გავიდა და რომ სიცოცხლე მხოლოდ შენთვის შემომინახავს.
და ვკარგავ ხსოვნის უფსკრულებში ყმაწვილს თუ ხნოვანს, ვისთვისაც ჩემი ნაფიქრალი გზად ვანიავე, და მლიქვნელთა და ავყიათა საზარელ ხროვას ვეღარსად ვხედავ, რადგან ქვეყნად ქრება სიავე.
რაც შენზედ ფიქრმა ჩემს სიცოცხლეს ხელი დარია, ჩემთვის, შენს გარდა, სხვა ამქვეყნად ყველა მკვდარია.
|
ჩემი კი არა, ბედისწერის ბრალია მხოლოდ, ამ ცხოვრებაში სამარცხვინო რაც კი მქონია, ვეღარ გავუგე წუთისოფელს თავი და ბოლო, და მათხოვრობაც სათაკილო აღარ მგონია.
რადგან ვით მღებავს საღებავი, ხელზე წასმული, ლაქად მაცხია სამარცხვინო ნამოღვაწარი, გთხოვ, შემიცოდო შერისხული და დაღდასმული, აღმადგენინო დანგრეული სულის ტაძარი.
მეც დაგიმტკიცებ ავადმყოფის მოწადინებას, ვფიცავ, სიმწარე წამლებისა არ შემაშინებს, შხამსაც მივიღებ, შენმა ნებამ თუკი ინება, ოღონდ სენისგან განიკურნოს სული მაშინვე.
არა, არ გინდა, წამალს არ გთხოვ ძვირფას მეგობარს, შემიბრალე და მკურნალობად ესეც მეყოფა.
|
ვაი, რომ მართლაც მთელ ქვეყანას მივედ-მოვედე, მართლაც რომ ხალხის დასაცინი გავხდი მასხარა, ახლანდელობით დაბრმავებას ისე მოვენდე, წარსულის განძი ჩალადაც კი არვინ მახმარა.
ვაი, რომ მართლაც ასე მოხდა!... მართლაც ასეა - ცდუნებას დავყევ რაღაც ჟამით, რაღაც დროებით... მაგრამ დღეს გული სიყვარულით კვლავაც სავსეა და ძგერს იმედით, განა რაღაც ამაოებით.
განა არ კმარა, რაც გადამხდა გადასახდენი, რაც რამ ქალაქად მომაჩვენა დაბად გებულმა? ან რაღად უნდა ვადიადო ღმერთი ამდენი ერთი ღვთაების მონობისთვის დაბადებულმა?!
ან მაპატიე, ან გამწირე, დამდე ვალი ან... რა ვქნა?! - მიყვარხარ მართლაც ძლიერ, მართლაც ძალიან!
|
ინფორმაცია ფილმზე: დასახელება: აგორა სლოგანი: «ალექსანდრია, ეგვიპტე 391 წელი ჩვენი წელთაღრიცხვით. სამყარო შეიცვალა სამუდამოდ» გამოშვების წელი: 2009 ჟანრი: მელოდრამა, დრამა, სათავგადასავლო, ისტორია რეჟისორი: ალეჰანდრო ამენაბარი როლებში: რეიჩელ ვაისი, მაქს მინგელა, ოსკარ აიზეკი, აშრაფ ბარხომი, მიკაელ ლონსდალი, რუპერტ ევანსი, რიჩარდ დერდენი, სამი სამირი, მანუელ კოში... ფილმის შინაარსი: ალექსანდრა ეგვიპტელი. ჩვენი ერის V საუკუნის დასაწყისი. მშვენიერი ჰეპატიას ცხოვრება, ვნებიანი სიყვარული და ტრაგიკული სიკვდილი, მსოფლიოში პირველი მეცნიერი-ქალის, რომელიც ფილოსოფოსი, მათემატიკოსი და ასტრონომი იყო. მის აზრს ბრძენები ქედს უხრიდნენ, ხოლო ლექციებს ათასები ესწრებოდნენ, მან კოპერნიკსა და გალილეოს დაასწრო აღმოჩენები, მის რჩევას მმართველები ითვალისწინებდნენ, ხოლო მისი გონებისა და სხეულის სიმშვენიერე გულებს ამსხვრევდა. გამომშვები: ესპანეთი, Mod Producciones ხანგრძლივობა: 02:01:28 გახმოვანება: პროფესიონალური (მრავალხმიანი) ფაილი: ფორმატი: AVI XviD ხარისხი: DVDRip ვიდეო: 1156kb/s, 720x304 აუდიო: AC3, 448 kb/s (6 ch)
|
99.9% ამართლებს ეს ტესტი!!!*გაეცი პასუხი კითხვებს!**
1. დაწერე შენგან განსხვავებული სქესის ადამიანის სახელი 2. რომელი ფერი უფრო მოგწონს > წითელი, შავი, ლურჯი, მწვანე, ყვითელი? 3. შენი სახელის პირველი ასო. 4. შენი დაბადების თვე. 5. რომელი ფერი უფრო მოგწონს > შავი თუ თეთრი? 6. დაწერე შენი სქესის ადამიანის სახელი. 7. დაწერე შენი ფავორიტი ციფრი. 8. რომელი უფრო მოგწონს > კალიფორნია თუ ფლორიდა? 9. rრომელი გირცევნია > ოკეანე თუ ტბა? დაწერე შენი ოცნება... უკვე დაწერე??
პასუხები:
1. შენ 100% შეყვარებული ხარ ამ ადამიანზე. 2. წითელი: შენ სიყვარულში ცურავ, სიყვარულით არის შენი ცხოვრება ავსებული.
...
Read More
|
როდესაც ცრემლებს დამალავ ჩუმად, სევდიან თვალებს დახუჭავ წამით, მიხვდები, თურმე ტუჩებიც სდუმან და ვარსკვლავებიც ჩამქრალან ღამით. მხოლოდ ფიქრები დარჩება მარტო, ფიქრები ბიჭზე, რომელიც გიყვარს. იქნებ განგებამ ნება არ დართო, რომ შეხვედროდა შენს გვერდით ცისკარს? ეს მარტოობაც მისი ბრალია და ეს ცრემლებიც, წვიმას რომ ერთვის, თუ სიყვარულით ისიც მთვრალია მაშინ კვლავ მოვა, როგორც ყოველთვის. გთხოვ, ნუ დახვდები მას არეული... ნუ დაანახებ მთრთოლვარე ტუჩებს! ვით ფიროსმანი, ბრმა მთვარეული, ისიც ხომ ვარდით გირთავდა ქუჩებს. კვლავ შეიფარე ვნებარე გულით, თუნდაც წარსულზე კვლავაც არ გკითხა
რადგან ცრემლიანს, ნაზი ჩურჩულით მინდა რომ ჩუმად რაღაცა გითხრა: როდესაც გული შეწყვიტავს ფეთქვას, მინდა რომ ისევ სიყვარულს ვრგავდე! რომ მუდამ შენი სიცოცხლე მერქვას და აუხდენელ ოცნებას ვგავდე!
|
წვიმის წვეთები გაყინულ გულს ცრემლადედება რა მოხდება, რომ ღმერთს ესმოდეს ჩემი ვედრება, რა მოხდება, რომ სულ ერთი წამით ჩაგიკრა გულში რა მოხდება,რომ ძველებურად ჩაგხედო სულში.. რა მოხდება,რომ დღე გათენდეს კვლავ შენთან ერთად და რა მოხდება, კვლავ ვიაროთ ამქვეყნად ერთად, რა მოხდება,რომ ჩავიფიქრო და გაჩნდე ჩემთან, რა დაშავდება ერთად ვიყოთ ამითი ნეტავ... ალბათ ბევრია ღმერთისათვის ჩემი ვედრება და ეს დღეებიც უშენობით, სევდით თენდება......
|
სულ მელანდები და ვერ ვხვდები რა მემართება, რად ამედევნა აჩრდილივით შენზე ფიქრები... იქნებ ღიმილი, მწველი მზერა, ხმა მენატრება, ალბათ მჭირდები, უსაშველოდ, ძლიერ მჭირდები!
ციურ ფერებში დავინახე შენი ხატება, მსურდა ოცნებით ღრუბლებს ზევით გამოვყოლოდი... ჩვენს სურვილებში ვერ ვიპოვე რამე მსგავსება და აქ, მიწაზე უიმედოდ, მაინც გელოდი...
დრო გადიოდა, მე გელოდი, ისევ გელოდი, დღეთა დინებამ ვერ წაშალა ძველი ფიქრები... როგორ მინდოდა წუთით მაინც გვერდზე მყოლოდი... მჭირდები კარგო, ტკივილამდე, ძლიერ მჭირდები!
|
უკვე მერამდენედ გირღვევ მყუდროებას, უკვე მერამდენედ გირეკავ ღამეში, ასე უცნაურად ვებრძვი მარტოობას ლექსებად ჩანესტილ დამშეულ თვალებში.
როგორ ხარ? ცუდად ვარ. რა გჭირს? დეპრესია... დაწერე? დავწერე, მაგრამ რეგრესია.
უკვე მერამდენედ ვატარებ საღამოს ხიდად გადებული აზრების კვალდაკვალ, გრანელი? გრანელი...სიკვდილის აჩრდილი, დინება უკვალოდ, დინება ქარდაქარ.
რა მოხდა? ცრემლები... დაწერე? დავწერე.. გიკითხავ, შენ მისმენ, სათქმელი გავწელე.
ხანდახან ვიშუშებ ტკივილის ნაწოლებს, ხანდახან ოცნების ნაფლეთებს მესვრიან, ხანდახან მზეს სხეულს თავთუხად ვატოლებ, შენ იცი... რა ხშირად ვებრძვი დეპრესიას.
ღამემ დაიტოვა ცრემლების სისველე, მთვარე აბანავეს თვალში კალმახებმა, პოეტი არა ხარ?! მოდი და მიშველე, უზომოდ გვჭირდები მეც და ჩემს ლექსებსაც...
|
მოგესალმებით დიდს და პატარას მე დავიბადე! ეხლა დაიწყებთ ქეიფს სმა-ჭამას ვიცი დილამდე, მე ვერ გავუძლებ ამდენ რამეს ჩამეძინება, ისედაც ბევრი გამაწვალეს ამ ექიმებმა! ჩემო მშობელო ქალბატონო დიდი მადლობა, ჩემთვის ამ ტკივილს, რომ უძლებდი რომ ჰყავ წყალობა. ჩემი პატარა სულგრძელობით გიწოდებ დედას! ეს დიდი კაცი ვინ არის, რომ ჩემს კოცნას ბედავს?! თქვენი ქმარია... მე ბოდიში, მაშ იყოს მამა, მაგის კისერზე იყოს ჩემი ჩაცმა და ჭამა. მარტო ცხოვრებას რა აზრი აქვს მაჩუქეთ ძმები, რომ ჩემს ოცნებებს უფრო მყარად შევასხა ფრთები ჭამეთ, დალიეთ, სუფრა გულით გამიმართია, მე დავიბადე ასეთი რამ იშვიათია..
|
ერთ დღეს გაწვიმდა თითქოს ცაც განრისხდა თითქოს ჯავრს იყრიდა ის დედამიწაზე მეც სარკმლის მიღმა ვტიროდი მწარედ და ცის ცივ ცრემლებს ჩემს ცრემლს ვატანდი თავჩაქინდრული ვფიქრობდი შენზე შენს ნათქვამ სიტყვებს ვიმეორებდი თან ჩემთვის ვფიქრობდი ნეტავი სადახარ? სულ არ გაღელვებს ჩემი გრძნობები? წვიმა კი ფიქრებს მტაცებდა შორით შორით მიჰქონდა შენზე ფიქრები და ცრემლს მმატებდა თითქოს თამამად ნუგეშის მომცემი კი არვინ არ მყავდა მერე კი წვიმამ კვლავ გადაიღო მეც შევიმშრალე ცივი ცრემლები შენზე ვფიქრობდი კვლავ გარინდული და ამ ნაზ გრძნობას ვეფერებოდი. ამ გრძნობას მაინც არ შეველევი, თუნდ ამგრდზნობებმა ბოლო მომიღოს თუნდ ამ ტკივილმა გული განგმიროს და სამუდამოდ ცრემლი მადინოს. მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ. მიყვარხარ, ამ გრძნობით მინდა მარად ვიცოცხლო ვიცი ამ გრძნობას ვერვინ წამართმევს იგი ჩემია სამარადისოდ.
|
მოვალ! უძილობა უნდა ჩაგინესტო სულში და გითხრა, რომ ... მართლა მენატრები, ვიცი გეძინება...როგორ გაგიმეტო სველი სიჩუმისთვის... რაღაც მენანები. მოვალ! ის ტკივილი უნდა გაგინელო გულს,რომ გიფატრავდა ბინძური ხელებით, ღამე ნასიცხარი... კოცნით გაგითენო სუნთქვა შეგიკრა და დაგახრჩო ფერებით. არადა... ოთახში მარტო ხარ მგონია, ფანტავ რუხ ფოტოებს შენი წარსულიდან, ვიცი ფიფქებივით დამათოვ ფორიაქს მზეს რომ გამოსტაცე ცხელი სხეულიდან. იქნებ ... ბოლო კადრი ქარში გადაგირჩა მინდა ჩემს თვალებში ჭინკები დათვალო უნდა გაგაღვიძო! ძილი გადამიცდა მინდა ფოტოებით თამაში გასწავლო. მინდა... ეგ დაჭრილი გული გაგიმთელო სისხლად დაწრეტილი,ტკივილის ტარებით შენი უცნაური მზერა დავიჩემო სახლად გადავიქცე შენი წამწამების. მოვალ! ეს სიზმარი უნდა აგიცხადო სცენას ჩამოვგლიჯო ხავერდის ფარდები, მინდა დასასრული ერთად განვიცადოთ, კადრად დამიწყე... და ფილმად დავმთავრდები.
|
მე შენ მიყვარხარო... ჩუმად ჩაგჩურჩულე, შენ კი ამიხლართე გზები, ვიღაც სხვა მეტრფისო, ფიქრი გამირთულე ჭირსაც წაუღია სხვები. მე შენ მიყვარხარო... ზეცას დავაწერე შენზე შევღაღადე უფალს, გული გამომექცა ვეღარ გავაჩერე შენი სიყვარული ღუპავს. მე შენ მიყვარხარო... ხელებს გიკოცნიდი შენთან სიახლოვე მსურდა, სხვებიც მეტრფიანო ასე მპასუხობდი პასუხიც ასეთი უნდა. მე შენ მიყვარდითქო.... ამას მოგაძახებ გულს კი ჩამოვკიდებ ბოქლომს ვერცხლი რომც მაძლიონ მაინც არ მივიღებ გული შეგეჩვია ოქროს! მე შენ მიყვარხარო... ჩუმად ჩაგჩურჩულე, შენ კი ამიხლართე გზები, ვიღაც სხვა მეტრფისო, ფიქრი გამირთულე ჭირსაც წაუღია სხვები.
|
ცხოვრება მშვენიერია ხო??? მაგრამ როდესღაც ეს მშვენიერება დიდ უბედურებაში იზრდება. ყველაფრით განებივრებული, არაფერს მოკლებული,მაგრამ თურმე ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან სიყვარულს მოკლბეული. ასეთია უმრავლესობა იმ ადამიანთა ცხოვრება,რომელთაც ყველაფერი აქვთ ცხოვრებაში,მაგრამ ერთ დღეს ყველაფერს კარგავენ! მეგობრებსაც და ნამდვილ სიყვარულსაც რომელიც ვერ დაინახეს და ზურგი შეაქციეს. იცით რა საშინელებაა,როცა ადამიანი რომელიც სიგიჯემდე გიყვარს ზურგს გაქცევს და შენგან შორს მიდის. Aალბათ არასდროს წარმომედგინა,რომ ყველაფრით განებივრებულ გოგოს სხვებისთვის ერთი უბრალო ბიჭი, მაგრამ ჩემთვის კი უძვირფასესი ადამიანი შემიყვარდებოდა. გიორგი ჩემი სკოლელი იყო, როცა გავიცანი მე_10 კლასში ვიყავი ის კი მე_11.გაცნობის დღიდანვე ვხდებოდი ,რომ ეს ადამიანი ჩემს ცხოვრებას შეცვლიდა და ისეთს გამხდიდა როგორიც უნდა ვყოფილყავი. მოსიყვარულე ადამიანი იყო არაფერს არ მაკლებდა,სულ ერთად ვიყავით,მაგრამ მაინც რაღაც ჩატეხილი ხიდი იყო ჩვენს შორის. მე და გიოს საერთო მეგობარი გვყავდა ლიზი. ჩვენი სიყვარულის 1 წლის თავს დაემთხვა ლიზიკოს დაბადების დღე. რა თქმა უნდა ორივე დაგვპატიჯა და წავედით. მშვენიერ დროს ვატარებდით,მაგრამ უცბად გიო მოვიდა და მთხოვა,რომ აივანზე გავსულიყავით სალაპარაკო მაქვსო. სახეზე ფერი არედო მივხვდი, რომ რაღაც ცუდი უნდა ეთქვა,მაგრამ ასეთ საშინელბას არ მოველოდი. -სოფო იცი, მეეე... ...მე საქართველოდან მივდივარ. -რატომ? -მთელი ოჯახი მივდივართ ს
...
Read More
|
უცხო კაცთან მეისეთი მხდალი ვარ გვერდით როგორ დაგიწვებით სერ მე ისეთი პაწაწინა ქალი ვარ რომ სირხვილით დავიწვები სერ მე ისეთი პატარა ვარ, მე ისეთი პატარა ვარ ჯერ,- მე რომ დედას მომაშოროთ- ცოდვა არის, ადრე არის სერ,,, დედამ კაბა შემიკერა ლამაზი, წითელ-ყვითელ საკინძებით სერ, ხომ დაჭმუჭნით, ხომ წახდება სამოსი თქვენ რომ გვერდით დაგიევებით, სერ შემოდგომის უქმე უკვე გავიდა, გრძელი არის ზამთრის ღამე სერ მე იმ ღამეს სხვასთან როგორ ავიტან არ მეყოფა სიძლიერე სერ... აგერ ქარმაც ამოჰყარა ფიფქები, ფოთოლიც კი არ ჩანს მწვანე, სერ გაზაფხულზე უფრო დიდი ვიქნები, მოდი, მაშინ წამიყვანე, სერ.
|
მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს; კვლა მიჯნურსა მიჯნურობა უყვარდეს და გამოსცნობდეს, არცა ვისგან დაიწუნოს, არცა სხვასა უწუნობდეს. 18 ხამს, მელექსე ნაჭირვებსა მისსა ცუდად არ აბრკმობდეს, ერთი უჩნდეს სამიჯნურო, ერთსა ვისმე აშიკობდეს, ყოვლსა მისთვის ხელოვნობდეს, მას აქებდეს, მას ამკობდეს, მისგან კიდე ნურა უნდა, მისთვის ენა მუსიკობდეს. 20 ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა, ძნელად სათქმელი, საჭირო გამოსაგები ენათა, იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა; ვინცა ეცდების, თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა. 21 მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიჰხვდებიან, ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან, ვთქვნე ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ჰხვდებიან; მართ მასვე ჰბაძვენ, თუ ოდენ არ სიძვენ, შორით ბნდებიან. 23 მიჯნურსა თვალად სიტურფე ჰმართებს, მართ ვითა მზეობა. სიბრძნე, სიუხვე, სიმდიდრე, სიყმე და მოცალეობა, ენა, გონება, დათმობა, მძლეთა მებრძოლთა მძლეობა; ვისცა ეს სრულად არა სჭირს, აკლია მიჯნურთ ზნეობა. 24 მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი; მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი: იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი, ნუვინ გაჰრევთ ერთმანერთსა! გესმას ჩემი ნაუბარი! 25 ხამს მიჯნური ხანიერი, არ მეძავი, ბილწი, მრუში, რა მოჰშორდეს მოყვარესა, გაამრავლოს
...
Read More
|
120 ავთანდილ ჯდა მარტო საწოლს, ეცვა ოდენ მართ პერანგი, იმღერდა და იხარებდა, წინა ედგა ერთი ჩანგი. შემოვიდა მას წინაშე თინათინის მონა ზანგი, და მოახსენა: "გიბრძანებსო ტანი ალვა, პირი მანგი". 121 ავთანდილს მიჰხვდა მოსმენა საქმისა სანატრელისა, ადგა და კაბა ჩაიცვა, მჯობი ყოვლისა ჭრელისა; უხარის ნახვა ვარდისა, არ ერთგან შეუყრელისა. და ამოა ჭვრეტა ტურფისა, სიახლე საყვარელისა! 122 ავთანდილ ლაღი, უკადრი მივა, არვისგან ჰრცხვენოდა, მას ნახავს, ვისთა ვამთაგან ცრემლი მრავალჯერ სდენოდა; იგი უებრო ქუშად ჯდა, ელვისა მსგავსად შვენოდა, და მთვარესა მისთა შუქთაგან უკუნი გარდაჰფენოდა. 123 გაძრცვილსა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი, ებურნეს მოშლით რიდენი, ფასისა თქმად საჭირონი, ჰშვენოდეს შავნი წამწამნი, გულისა გასაგმირონი, და მას თეთრსა ყელსა ეხვივნეს გრძლად თმანი არ-უხშირონი. 124 დაღრეჯით იყო მჯდომარე ძოწეულითა რიდითა, ავთანდილს უთხრა დაჯდომა წყნარად, ცნობითა მშვიდითა. მონამან სელნი დაუდგნა, დაჯდა კრძალვით და რიდითა. და პირის-პირ პირსა უჭვრეტდა, სავსე ლხინითა დიდითა. 125 ქალმან უბრძანა: "ზარი მლევს მე ამისისა თხრობისა; მწადდა არა-თქმა, რომლისა ღონე არა მაქვს თმობისა, და რად ვზი ქუშად და დაღრეჯით ასრე მიხდილი ცნობისა?" 126 ყმამან ჰკადრა: "საზაროსა ჩემგან თქმაღა ვით იქმნების? მზესა მთვარე შეეყაროს, დაილევის, და-ცა-ჭნების; აზრად არად აღარა მცალს, თავი ჩემი მეგონების, და თქ
...
Read More
|
მოიხმო მისი გამზრდელი, ერთგული, ნაერთგულევი, უბრძანა: "ჩემი საჭურჭლე, შენგან დანაბეჭდულევი, მომართვი ჩემი ყველაი, ჩემი ნაუფლისწულევი". მოართვეს, გასცა უზომო, უანგარიშო, ულევი. 53 მას დღე გასცემს ყველაკასა სივაჟისა მოგებულსა, რომე სრულად ამოაგებს მცირესა და დიდებულსა. მერმე ბრძანა: "ვიქმ საქმესა, მამისაგან სწავლებულსა, ჩემსა ნუვინ ნუ დაჰმალავთ საჭურჭლესა დადებულსა". 54 უბრძანა: "წადით, გახსენით, რაცა სად საჭურჭლენია! ამილახორო, მოასხი რემა, ჯოგი და ცხენია!" მოიღეს.გასცა უზომო, სიუხვე არ მოსწყენია. ლარსა ჰხვეტდიან ლაშქარნი, მართ ვითა მეკობრენია. 55 ალაფობდეს საჭურჭლესა მისსა, ვითა ნათურქალსა, მას ტაიჭსა არაბულსა, ქვე-ნაბამსა, ნასუქალსა; რომე ჰგვანდა სიუხვითა ბუქსა, ზეცით ნაბუქალსა, არ დაარჩენს ცალიერსა არ ყმასა და არცა ქალსა. 56 დღე ერთ გარდახდა.პურობა, სმა-ჭამა იყო, ხილობა, ნადიმად მსხდომთა ლაშქართა მუნ დიდი შემოყრილობა. მეფემან თავი დაჰკიდა და ჰქონდა დაღრეჯილობა. "ნეტარ, რა უმძიმს, რა სჭირსო?" - შექმნეს ამისი ცილობა. 57 თავსა ზის პირ-მზე ავთანდილ, მჭვრეტთაგან მოსანდომია, სპათა სპასპეტი, ჩაუქი, ვითა ვეფხი და ლომია; ვაზირი ბერი სოგრატი თვით მას თანავე მჯდომია. თქვეს, თუ: "რა უმძიმს მეფესა, ანუ რად ფერი ჰკრთომია?" 58 თქვეს, თუ: "მეფე ცუდსა რასმე გონებასა ჩავარდნილა, თვარა აქა
...
Read More
|
1 რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა, ზეგარდმოთ არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა, ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავიფერითა, მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა 2 ჰე, ღმერთო ერთო, შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა, შენ დამიფარე, ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა, მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკვდიდმდე გასატანისა, ცოდვათა შესუბუქება, მუნ თანა წასატანისა. 3 ვის ჰშვენის, - ლომსა, - ხმარება შუბისა, ფარ-შიმშერისა, - მეფისა მზის -თამარისა, ღაწვ-ბადახშ, თმა-გიშერისა, - მას, არა ვიცი, შევჰკადრო შესხმა ხოტბისა, შე - რისა, მისთა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ხამს მიმართ, შერისა. 4 თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლ-დათხეული, ვთქვენი ქებანი ვისნი მე არ-ავად გამორჩეული. მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მე ნა რხეული, ვინცა ისმინოს, დაესვას ლახვარი გულსა ხეული. 5 მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა, ქება წარბთა და წამწამთა, თმათა და ბაგე-კბილისა, ბროლ-ბადახშისა თლილისა, მის მიჯრით მიწყობილისა. გასტეხს ქვასაცა მაგარსა გვრდემლი ტყვიისა ლბილისა. 6 აწ ენა მინდა გამოთქმად, გული და ხელოვანება, - ძალი მომეც და შეწევნა შენგნით მაქვს, მივსცე გონება; მით შევეწივნეთ ტარიელს, ტურფადცა უნდა ხსენება, მათ სამთა გმირთა მნათობთა სჭირს ერთმანერთის მონება. 7 მო, დავსხდე
...
Read More
|
შენიდან ჩემამდე მთელი საუკუნე უხმოდ მიიწურა მოკლე ნაბიჯებით. უბრალო ჩვევამდე დავიდა ამბოხი. სისხლი მიყივის და შენს ბილიკს მთავაზობს გზა, სადაც არასდროს ვაკეთებ დანაზოგს. გზა, სადაც საზღაურს არ ვითხოვ არასდროს. გზა, სადაც ვიცი, რომ ბოლოს დავისჯები. და როგორც ყოველთვის შეთქმული ვჩერდები შენიდან ჩემამდე... დაგმანულ დარაბებს კვლავაც დაძარღვული სიტყვებით გავარღვევ იმ ზეცის ფერამდე. მთელი იმპერია აღსდგა და დაეცა შენსავით ვიგრძენი: სისხლი, ჩამეკირა მე შენი სიძველით. სისხლი, ჩვენ ორს შორის წარსულის მეარღნე. სისხლი, გამხდომია შენსავით ცისფერი და მანამ პატიმარს ამ ხელებს შემახებს შენიდან ჩემამდე დაჭრილი მანძილი, უბრალოდ, მომენდე- ჩვენ ვგავართ ერთმანეთს! და ვიტყვი ხმამაღლა: რომ არ მაქვს ზოდებით ნაშენი სასახლე, რომ არ მაქვს ტკივილი არავის სამადლო, რომ არ მაქვს სამკვიდრო, უბრალოდ გპირდები, რომ ამ იმპერიას ჩვენ ერთად დავამხობთ.
|
ოცნებას ფიქრი აედევნა ლამაზ ფერებად და სიყვარულის ცისარტყელა მოხატა გულში, გუშინ წამწამზე დამაფრინდა ნაზი პეპელა და მზის სხივივით ჩამეღვარა მე სითბო სულში. თბილი ნიავი თმაში ჩამაწნავს იისფერ ყვავილს, მინდვრად გაფანტულ სურნელებას შემიკრავს კონად, მეც ფეხშიშველი მივაბიჯებ მხურვალე მზისკენ და ეს ცხოვრება ნამდვილად მიღირს, კარგო, შენს კოცნად. ჭრელი დღეები ამიციმციმებს თვალებში ღიმილს და ეს ღიმილი აენთება ცეცხლივით ცაზე, მე სიყვარულის ნაპერწკალით უნდა დავიწვა და დაგეფერფლო მონატრებით დაღლილ მზერაზე. შენი თვალების თბილი ნისლი ტკივილს მიყუჩებს, ვარდისფერ ღრუბელს ემსგავსება თეთრი ზმანება, დროში დაკარგულ წუთებს ეძებს დღეს სიხარული და სიყვარულის უფსკრულისკენ მიექანება. მწვანე ტალღები დაითვლიან ბაგეზე ღიმილს, უსაზღვრო გრძნობას დაიტევენ შენზე ფიქრები, შენს გარდა ასე მონატრება არავინ იცის, ამ ჩემი გულის სიფაქიზეც სულ შენ იქნები. ვარდის ფურცლებად გაიშლება მორცხვი სინაზე, პატარა კულულს შენი სუნთქვა ეთამაშება, შენი აჩრდილი თან დამყვება, მუდამ მიღიმის, მეც რომ გავგიჟდე სიყვარულით რა დაშავდება? დავლეწავ ყველგან მარტოობის ციხე-სიმაგრეს, თითოეულ ცრემლს თეთრ ბაირაღს ავაწევინებ, გავფანტავ ღრუბელს ტკივილისას და ჩემს სიყვარულს წარსულის ფურცლებს გიჟურ ცეცხლში დავაწვევინებ! კვლავ სიყვარულის დღესასწაულს იზეიმე
...
Read More
|
"ვალენტინობა" ეს სიყვარულის დღეა წმინდანი, შეყვარებულნო თქვენი დღეა მარადისობის, და განუწყვეტლივ პატივი სცეთ თქვენს მალულ გრძნობებს რომ სიყვარული არ გაგიხდეთ მოსაძებნელი. ვალენტინეს ინტერამელის ხსოვნას შეჰფიცეთ რომ თქვენი სისხლი შეერწყმება მარადისობის, და ეს დღე მოგაგონებთ ლამაზ ოცნებას ვით ქალღმერთ იუნონას,შეყვარებულ წყვილთა ფერებით, თქვენი გოდება ყოფილიყოს ღვთაებრივ ძალით მიბრჯნილებული დაეს ცრემლები სიყვარულისგან გქონებოდეთ მიტიტებული. (მე დაობლებულ სიყვარულის ვარ მონაზონი) მე სიყვარულის სიხარულის წერა მწადია და შორი ფიქრი დამწევია როგორც მწევარი და გარიჟრაჟზე ფანტელები ვარდათ მოჰქრიან, შავი ვარდივარ სევდიანად მომოფანტული მე მიჯნურობა სიცოცხლეზე მეტად მწყურია, ერთი ბიჭივარ უბედურად დაობლებული მე ლამაზ გრძნობის სევდიანად აღთქმა მწყაზია.
|
სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სოფო ახალ სკოლაში გადავიდა. უამრავი რამ მოხდა ამ სამ წელიწადში, ბევრიც კარგი და ბევრიც ცუდი. ახალი მეგობრები, ახალი თაყვანისმცემლები და ბევრი სხვა, რაც ახალ სკოლას უკავშირდება. ახლა სოფო 15 წლისაა, საშუალო სიმაღლის, მუქი ფერის თმებითა და მწვანე თვალებით. ცოტა არაორდინარული გოგოა, ცდილობს ერთფეროვანი არ იყოს და სხვებისგან ცოტათი მაინც გამოირჩეოდეს, რომ ამით ყურადღება მიიქციოს. სამი წლის წინ, როცა სკოლა შეიცვალა, ამქვეყნად უბედნიერესი ადამიანი იყო. თვლიდა, რომ ეს ნაბიჯი მის ცხოვრებას შეცვლიდა. მართლაც ასე მოხდა, ძველადაც არ გამოირჩეოდა სიმორცხვითა და დამჯერობით, მაგრამ ახალ სკოლაში მის ასეთ ხასიათს სრული გასაქანი მიეცა და მისი, ერთი შეხედვით, ერთფეროვანი ცხოვრება საინტერესოთი შეიცვალა. სკოლაში როცა გადავიდა, ერთ უფროსკლასელ ბიჭს დაუახლოვდა, რომელიც მისი უბნელი იყო, მაგრამ ადრე რატომღაც ყურადღებას არ აქცევდა. გადიოდა დრო. სოფოს ხან ვიღაც უყვარდებოდა, ხან ეზიზღებოდა. ცხოვრება ჩვეულებრივ რიტმში ჩადგა და დრომ თავისებურად დაიწყო გაფრენა, სანამ ერთ დღეს ჩვენმა გმირმა საშინელი ამბავი არ შეიტყო. ზაფხული იყო. სოფო ოჯახით დასასვენებლად აპირებდა წასვლას, როცა შემზარავი რამ აუწყეს. მისი მამა ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის თანამშრომელი იყო და მივლინებით საზღვარგარეთ წასულიყო. ტელეფონის ზარმა სოფოს აუწყა, რომ მოულოდნელად მამა გარდაცვლილიყო, გარდაცვალების მიზეზები კი დგინდებოდა. ეს უმძიმესი ტრამვა იყო მისთვის. მამას ჩამოსვენებას და დაკრძალვას
...
Read More
|
დილით ნინო კარზე კაკუნმა გააღვიძა. კარი რომ გააღო იქ უკვე არავინ იყო. მხოლოდ ზღურბლზე თეთრი ბარათი ეგდო. ნინომ ბარათი გახსნა და ირაკლის ნაწერი იცნო, ტექსტი სწრაფად ერთი ამოსუნთქვით გადაიკითხა.
”ნინო ჩემო სიცოცხლევ, ვიცი რომ გუშინ საღამოს გაჭყენინე და გული ძალიან გათკინე. გთხოვ, მაპატიე! ეს აღარ განმეორდება, მე დღეს საზღვარგარეთ მივემგზავრები. ვიცი გაგიკვირდება მაგრამ ვერ გავბედე თქმა არ მინდოდა გენერვიულა. მე მინდა რომ ბედნიერი იყო და ჩემს გამო აღარასოდეს იტირო. შენი ცრემლები მე ტანჯვას მაყენებენ. გთხოვ, ყველაფერი მაპატიე, ჩემო დედოფალო! მიყვარხარ და მეყვარები, ამოსუნთქვის ბოლო წუთამდე.
მშვიდობით!!!
P.შ. სტრიქომებს დაგიტოვებ ჩემდა სახსოვრად:
”მე ღმერთს შევავედრე შენი სიყვარულ მეტი ქვეყანაზე მე რა დამრჩენია, და ყველა ხატის წინ რაც კი დანთებულან შენდა შესაწირად ჩემი სანთლებია, ჩემი სანთლებია, ასე მდუმარებით, ასე სასოებით ნელა რომ იწვიან და თუ ეს ვედრება ღმერთმა შეისმინა, დღეს თუ არ გამწირა და თუ შემიწყალა, მე კი რაც ამ ქვეყნად წმინდა სამთლებია, სულ ყველას დავანთებ შენდა გასახარად.”
მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად! ირაკლი!........... 12 თებერვალი 1998წელი.
ნინომ წერილი დაკეცა, ცრემლი შეიმშრალა, თავი ხელბში ჩარგო და გაირინდა. - ღმერთო ეს რა ვქენი, ეს რა ჩავიდინე, ჩემი ს
...
Read More
|
ახლა სანაპიროს ჩამოვუყევი. . . შენზე ვფიქრობ. . .თურმე ვტირი. . . მე კი ვერც ვამჩნევ. . . თუმცა რა გასაკვირია. . . მე ხომ სულ ვტირი. . . ცრემლები თავისით მოგორავს და იმედი აქვს, რომ შენამდე მოაღწევს. . . როგორ?. . . თუნდაც წვიმის სახით. . . მე გამუდმებით ვფიქრობ. . . სულ ტვინი მეჭყლიტება ნუთი შემიძლია მე ამ უსუსურ არსებას, ასე რამ გავაკეთო, რომ შეგიყვარდე. . .:( მე დავდივარ. . . სულ ფეხით დავდივარ. . . ნეტავ რატომ? ალბათ შენ გეძებ. . . ალბათ ჩემში ის პაწაწინა ნაპერწკალი, რომელიც ძლივსღა ბჟუტავს. . . მაინც არსებობს და გაღვივებას ელოდება. . . მაგრამ ეჭვი მეპარება, ეს ნაპერწკალი თუნდაც პაწაწინა კოცონად გადაიქცეს. . . ბნელა. . . ხალხი აქა-იქ ბოდიალობს. . . ალბათ ისინიც ჩემნაირი გიჟები არიან. . . ყველა ბიჭის დანახვაზე გული ბარტყივით მიხტის. . . ყველა მგონიხარ. . . მგონი გავგიჟდი. . . თუმცა ამას ველოდი კიდეც. . . ერთ ბიჭს მხარზე ხელი დავადე, რომ შემომხედა და ჩემი საშინელი სახე და ცრემლებით სავსე თვალები დაინახა უკანმოუხედავად გაიქცა. . . ალბათ შენც ასე მოიქცეოდი. . . ვის რაში ვჭირდები?. . . მითუმეტეს შენ. . . გამოთაყვანებული სახით. . . ტირილისგან ჩაცვენილი. . . არაფრისმთქმელი და სისხლიანი თვალებით?. . . უჭმელობით ჩამომხმარი, ჩონჩხად ქცეული სხეულით?. . .მე ხომ ერთი არარაობა ვარ. . . რომელიც მოჩვენებასავით დადის და მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობს. . . უცებ მტკვარს გადავხედე
...
Read More
|
ვალენტინობის დღის ტრადიციები სხვადასხვა ქვეყანაში თუ ერთი საკმაოდ ცნობილი გამონათქვამის პერიფრაზირებას მოვახდენთ - ცხოვრება სულ დღესასწაულია ან მისი მონაცვლეობა. მალე ვალენტინობის დღესასწაულია, რომელსაც მთელ ევროპაში აღნიშნავენ ადამიანები, ვისაც უყვარს ან უყვართ, ან უბრალოდ სურს მისი აღნიშვნა. ყველა ქვეყანაში არსებობს ვალენტინობის აღნიშვნის თავისი ტრადიცია.
საფრანგეთში სიყვარულის თემა მეტად პატივსაცემია, ამიტომ შეყვარებულთა დღე საკმაოდ ღირშესანიშნავ თარიღად ითვლება. ტრადიციული საჩუქარი არის ძვირფასეულობა. საფრანგეთში ამ დღესასწაულს მხოლოდ შეყვარებულებს არ ულოცავენ, არამედ ყველას ვინც უყვართ: ბებიას, ბაბუას, მეგობრებს, ნაცნობებს. ფრანგები მოიაზრებიან პოპულარული "ვალენტინების” შემქნელთა რიგებში. შუა საუკუნეებში ღია ბარათების ნაცვლად სატრფოებს სასიყვარულო ოთხსტროფიან ლექსებს უგზავნიდნენ.
იტალიაში ამ დღესასწაულს "ტკბილს” უწოდებენ, რადგან შეყვარებულებს აუცილებლად ტკბილეულს ჩუქნიან.
გერმანელები დიდად არ აღნიშნავენ ამ დღეს, რადგან წმინდა ვალენტინი სულიერი ავადმყოფების მფარველად ითვლება. გერმანიაში ტრადიციულად ალისფერი ლენტებით რთავენ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებს და ატარებენ სპეციალურ ღვთისმსახურებას ეკლესიებში.
დანიაში ერთმანეთს უგზავნიან გამხმარ თეთრ ყვავილებს და "ვალენტინებს” ხელის მოწერის გარეშე. ინგლისში ბავშვები შემთხვევას ხელიდან არ უშვებენ, რომ საჩუქრები მიიღონ. დადიან სახლებში და მღერიან სიმღერებს. მათ აჯილდოებ
...
Read More
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 2 სტუმარი: 2 მომხმარებელი: 0 |
|
|