♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 14 » საყვარელი ადამიანებისთვის მირთმეული მდიდრული საჩუქრები
4:00 PM
საყვარელი ადამიანებისთვის მირთმეული მდიდრული საჩუქრები


70-კარატიანი ბრილიანტი

მსახიობი რიჩარდ ბარტონი ულამაზეს ელისაბედ ტეილორზე იყო შეყვარებული და თავისი გრძნობის დასამტკიცებლად, 70-კარატიანი ბრილიანტი მიართვა. უნიკალურად დამუშავებული ალმასი ძალიან ძვირი ღირდა. მოგვიანებით, ტეილორი და ბარტონი ორჯერ დაქორწინდნენ და ორივეჯერ გაიყარნენ.

ვარდები კალათით


60-იანი წლების ერთ-ერთ ცნობილი სპორტსმენი, ჯო დი მაჯიო ჰოლივუდის სექსსიმბოლო მერილინ მონროს, შეყვარებულობისა და ქორწინების დროსაც, დღეში თითო კალათა წითელ ვარდს უძღვნიდა. დი მაჯიო მერილინს განქორწინების შემდეგაც უგზავნიდა ყვავილების კალათას. თუ ქალი გადაღებებზე იყო, ვარდები მას საგრიმიოროში ხვდებოდა (არ ჰქონდა მნიშვნელობა, რომელ ქალაქში, შტატსა და ქვეყანაში მიმდინარეობდა გადაღება). მსახიობის გარდაცვალების შემდეგ, ჯოს ვარდების კალათა მის საფლავზე დაჰქონდა

გულწასული მეძავი


პარიზის საროსკიპოს ერთ-ერთ თანამშრომელს მუდმივმა კლიენტმა პატარა კოლოფი გადასცა და სთხოვა, მთელი ცხოვრება შეენახა. "საჩუქრის" გახსნის შემდეგ მეძავს დიდხანს ასულიერებდნენ, რადგან მისი კლიენტი ვან გოგი იყო, ხოლო კოლოფში მისი მოჭრილი ყურის ნაწილი იდო.

კუნძული ქვრივისთვის


ბერძენმა მილიარდელმა არისტოტელე ონასისმა საყვარელ ქალს, აშშ-ის პრეზიდენტის ჯონ კენედის ქვრივს - ჟაკლინ კენედის "მოკრძალებული" საჩუქარი მიართვა - ხმელთაშუა ზღვის კუნძული სკორპიო. მოგვიანებით, წყვილმა ამ კუნძულზე იქორწინა.

სიყვარულის მავზოლეუმი


ტაჯ-მაჰალის მავზოლეუმი ინდოელმა შაჰ-ჯაჰანმა ცოლის პატივსაცემად ააგო, რომელიც მე-14 ფეხმძიმობას შეეწირა. "ტაჯ-მაჰალის ნახვისას ისეთი გრძნობა გეუფლება, თითქოს მისი მშენებლობა გოლიათებმა დაიწყეს და იუველირებმა დაასრულეს", - ამბობენ მნახველები. სპარსელები, რომლებმაც ინდოეთის თითქმის ყველა ტაძარი გაქურდეს და დელი მიწასთან გაასწორეს, ტაჯ-მაჰალის სილამაზით ისე მოიხიბლნენ, რომ მასთან მიკარებაც ვერ შეძლეს. მავზოლეუმი ისეა აგებული, თითქოს მზის ამოსვლისას ნათდება, ხოლო ჩასვლისას - ქრება.

კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1134 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 9:18 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024