♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 12


Fame
1 სთ 47 წთ
ჟანრი: დრამა, კომედია, მელოდრამა, მიუზიკლი, საოჯახო პოსტერები
 გამოშვება: 24 სექტემბერი 2009
რეჟისორი: კევინ ტანჩაროენი
სტუდია: მეტრო გოლდვინ მაიერი, იუნაითიდ არტისტსი, ლეიქშორ ინტერტეიმენტი
როლებში: ჩარლზ დატონი, კელსი გრემერი, მეგან მალალი, ბიბი ნიუვირტი, ჯოანა ე.ბრედი, დები ალენი, ქეი პანაბეიკერი, ანა მარია პერეზ დე ტაგლი, ნატური ნაუტონი 


ფილმის მიმოხილვა
სიუჟეტის საფუძველში დევს მოვლენები, რომლებიც განვითარდა ნიუ–იორკის ერთერთ სკოლაში, სადაც ნიჭიერი მოზარდები სწავლობენ პოპულარობის მოპოვების გზაზე.




კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1130 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


Nine
1 სთ 58 წთ
ჟანრი: მელოდრამა, მიუზიკლი პოსტერები
 გამოშვება: 03 დეკემბერი 2009
რეჟისორი: რობ მარშალი
სტუდია: ზე ვეინშტეინ ქომპანი, რელეტივიტი მედია
როლებში: ქეით ჰადსონი, პენელოპა კრუზი, მარიონ კოტილარდი, ნიკოლ ქიდმანი, ჯუდი დენჩი, დენიელ დეი–ლიუისი, სოფი ლორენი, სტეისი ფერგიუნსონი 


ფილმის მიმოხილვა
ცნობილმა რეჟისორმა გვიდო კონტინიმ უნდა დაამთავროს თავისი ახალი ფილმი. მაგრამ ამ პრობლემის გარდა არსებობს სხვაც – მისი პირადი ცხოვრება, რადგან მას რთლი ურთიერთობები აქვს ცოლთან, საყვარელთან, მუზასთან, აგენტთან და დედასთანაც კი...





კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1052 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სვეტიცხოველი

სვეტიცხოველი მდებარეობს მცხეთაში, თბილისიდან 20 კმ-ზე.

სვეტიცხოველი გეგმაში წარმოადგენს ჯვარს მოკლე განივი მკლავებით და გრძივი ჭრილებით. აღმოსავლეთის მკლავი თავდება აფსიდით. გუმბათი ოთხ მძლავრ ბოძს ეყრდნობა. გუმბათის ყელში 16 სარკმელია. ძველი ფრესკების უმეტესობა აღარაა შემორჩენილი. მოღწეული ჩუქურთმები მდიდარი და მრავალფეროვანია. სუფთად ნათალი ქვებით მოპირკეთებული ფასადები მდიდრულადაა მორთული.

ტაძრის შიგნით, გუმბათის მახლობლად სვეტებზე დაყრდნობილი კოშკისებური ნაგებობა - ეს არის საკუთრივ "სვეტიცხოველი". აქ ინახებოდა სასწაულმოქმედი სვეტის ნაწილი, რომლის ქვეშაც მარხია კვართი უფლისა. სამხრეთ მხარეს, შესასვლელიდან მადჯვნივ ქვის პატარა სამლოცველო იერუსალიმის ტაძრის გამოსახულებაა.

გალავანი 1787 წელს აუგიათ ერეკლე II - ის ბრძანებით. დასავლეთით მოთავსებულია სამრეკლო და XI ს-ის კარიბჭე - არქიტექტურის შესანიშნავი ნიმუში.

საუკუნეების განმავლობაში ტაძარი იყო მეფეთა საძვალეც. აქ არიან დასაფლავებული: ვახტანგ გორგასალი, ერეკლე II, საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი XII და სხვა დიდებულები.

იგი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ მასში განისვენებს კვართი უფლისა იესო ქრისტესი. იგი არის ერთიანი საქართველო ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1579 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



იაპონელები საშუალოდ 79 წელს ცოცხლობენ, ავსტრალიელები, ბერძნები, კანადელები და შვედები - 78 წლამდე; გერმანელები და ამერიკელები დაახლოებით 76 წელს. დანარჩენ ქვეყნებში კი სიცოცხლის ხანგრძლივობა თანდათანობით იკლებს. ექიმების, ფსიქოლოგებისა და დიეტოლოგების საერთაშორისო ჯგუფმა რამდენიმე მეთოდი შეიმუშავა, რომელიც ადამიანებს სიცოცხლეს უხანგრძლივებს და ცხოვრებას უფრო სასიამოვნო ელფერს სძენს.

ზომაზე მეტად ნუ დანაყრდებით

ჩვეული 2500 კალორიის ნაცვლად, 1500 კალორიას დასჯერდით. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ იკვებეთ ზომიერად.

მენიუ ასაკის შესაფერისი უნდა იყოს

30 წელს მიღწეულ ქალბატონებს პირველი ნაოჭები გაცილებით გვიან გაუჩნდებათ, თუ რეგურალურად მიირთმევენ ღვიძლსა და თხილს. 40 წელს გადაცილებულებს ბეტაკაროტინი ესაჭიროებათ; 50 წლის ზემოთ აუცილებელია კალციუმის დოზის გაზრდა (ძვლებისთვის) და მენიუში მაგნიუმის ჩართვა (გულისთვის).

მოძებნეთ შესაფერისი სამსახური

როგორც ფრანგი ფსიქოლოგები ამტკიცებენ, სამსახური ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად საუკეთესო საშუალებაა. უმუშევარი ადამიანი ასაკთან შედარებით ხუთი წლით ხნიერად გამოიყურება.

იპოვეთ მეორე ნახევარი

სიყვარული ხომ სიბერის დაუძინებელი მტერია. საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნისას, ადამიანის ორგანიზმი გამოიმუშავებ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1006 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გახსოვთ რამოდენიმე თვის წინანდელი რე_აქცია? სტუდიაში მიწვეული აუდიტორია 24-ე სკოლის გამოცემაზე რომ საუბრობდა სიყვარულის და სექსის შესახებ… ამას წინათ ზუსტად ეს გამოცემა ჩამივარდა ხელთ და მინდა თქვენც წაგაკითხოთ :D

ისტორია ასეთია: 24-ე სკოლის გაზეთის გამომცემლობამ გადაწყვიტა ე.წ. ”ყვითელი ჩანართი” დაერთო ახალი ნომრისთვის თემაზე ”სიყვარული და სექსი”. მათ მეცხრეკლასელ ბავშვებს თხოვეს დაეწერათ საკუთარი მოსაზრება აღნიშნულ თემაზე, ბავშვებმაც დაწერეს (ერთის გარდა ყველამ ანონიმურად) და რედაქციამაც ჩანართი გამოსცა… ატყდა მერე ერთი ამბავი :D
ზუსტად არ მახსოვს, ინგას გადაცემაში რაზე იყო ძირითადი დავა - იმაზე, რომ მსგავსი რამ არ უნდა იბეჭდებოდეს თუ იმაზე - ეს რა სახის ინფორმაცია ჰქონიათ ჩვენს შვილებსო, მაგრამ მთელს შოუს რომ უბრალოდ ამ ჩანართის ხმამაღლა წაკითხვა აჯობებდა, თავად დამეთანხმებით :D

უამრავი მარგალიტია მიმობნეული მთელ ტექსტში… მაგალითად, ერთი ბავშვი თვლის, რომ თუ ადამიანი გიყვარს, მისთვის ყველაფერზე მზად ხარ! ყველაფერზე! სექსზეც კი! :D წარმოგიდგენიათ? საყვარელ ადამიანს სექსი როგორ უნდა აკადრო? მაგრამ რას არ გააკეთებ ადამიანი სიყვარულის სახელით… ასევე ვხვდებ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1418 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სიყვარულზე დაწერეო, მთხოვდნენ ამ ბლოგის მკითხველები. რომ იცოდეთ, რამდენჯერ ვცადე! არ გამოვიდა. მეტისმეტად ბევრი სიძულვილია საქართველოში. სიძულვილი კი, მოგეხსენებათ, გადამდებია.

მაგრამ მოვუსმინე ბარბრა სტრეიიზანდის ახალ ალბომს («Love Is The Answer» რომ დაარქვა ახლა უკვე 67 წლის მომღერალმა) და გამახსენდა, რომ სიძულვილის გარდა, სიყვარულიც გადამდებია.

მიუხედავად იმისა, რომ ბარბრამ არაერთხელ განაცხადა, კინოს და მუსიკას თავს ვანებებო, მაინც ვერ მოითმინა და ახალი დისკის გამოშვებაზე თანხმობა განაცხადა. კანადელ მომღერალს, დიანა კრალს სთხოვა დახმარება (ჯაზის ეს ახალი ვარსკვლავი დღეს ბარბრას პროდიუსერია), მოიწვია კვარტეტი, რომელიც კლასიკურ ჯაზს უკრავს და ჩაწერა ყველასთვის კარგად ცნობილი 12 სიმღერა, მათ შორის ”Smoke Gets in Your Eyes”, მიშელ ლეგრანის მელოდია ფილმიდან ”როშფორელი ქალიშვილები”, ჟაკ ბრელის ”არ მიმატოვო” ("Ne Me Quitte Pas"), დიდი ხანია კიტჩად, კარიკატურად რომ აქციეს მსოფლიო ესტრადაზე

ალბომის ყდას შეხედეთ და ”იუთუბზე” ნახეთ როგორ მღერის. http://www.youtube.com/watch?v=7-a0RXozSRU

ხედავთ, რა ლამაზია?

ეს ის ბარბრა სტრეიზანდია, ერთხელ, ყველაზე გაბრაზებულმა რომ თქვა, პრობლემა თქვენშია და არა ჩემში...ეს თქვენ გაქვთ ”გამრუდებული” წარმოდგენა სილამაზეზეო. პლა ... Read More
კატეგორია: ♥რა არის სიყვარული♥ | ნანახია: 1232 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


რადგან დამტოვე, სთქვი ჰქონდა-თქო დანაშაული
და მეც ვიცრუებ რომ დავკარგე ტრფობის უნარი.
სთვი კოჭლია და კოჭლობით ქუჩას ჩავივლი,
რომ ყველასათვის დარჩე მარად გაუმტყუნარი.
ძვირფასო, შენი ორგულობის გასამართლებლად
მევე მომანდე შეგინება ჩემივ კაცობის.
გაგეცლები და გრძნობაც გულში დასამარდება
სატრფო კი არა არ გერქმევა ჩემი ნაცნობიც,
არ წამოსცდება ბაგეს ჩემსას შენი სახელი,
გადვიკარგები და სიცოცხლეს შხამით ამივსებ.
ვეღარასოდეს ვერ მიხვდება ჩვენი მნახველი
შენი არსება რომ ოდესღაც გავითავისე.
ჩემივე მიმართ სული ჩემი ზიზღით ივსება,
ვინც შენ შეგძულდა ჩემს სიყვარულს ვერ ეღირსება...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1121 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე ვარ არავინ, შენ ნეტავ ვინ ხარ?
ნუთუ შენც დღემდე არავინ იყავ?
კეთილი, მაგრამ ნურავის ვეტყვით, _
ყველა არავინ იმქვეყნად მიჰყავთ.
ვიყოთ მე და შენ ბედის ანაბრად.
კიდევ კარგი, რომ არვინ არა ვართ
როგორ ადვილად ავცდით ორივე
აურზაურს და დავიდარაბას...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1423 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ნუცას თავგადასავალი, უბრალოდ, ტყუილს უკავშირდება, ტყუილს, რომელმაც 20 წლის გოგონა ლამის თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

ნუცა: – დაახლოებით, ორი წლის წინ, რადიოში მუსიკალურ წამყვანად ვმუშაობდი. ერთი, მორიგი ეთერის დროს, მესიჯი მომივიდა, სადაც ეწერა, რომ ძალიან სასიამოვნო ხმა მქონდა, ეთერიც კარგად მიმყავდა და პატარა რჩევაც იყო მიწერილი. დღემდე არ ვიცი, რატომ, მსგავსი რამ თავში არასდროს მომსვლია, მაგრამ მაშინ გადავწყვიტე, უცნობისთვის საპასუხო მესიჯი გამეგზავნა და მეკითხა, ვინ იყო.

- ასეთი გადაწყვეტილება რატომ მიიღე?

- არ ვიცი, დღემდე არ მაქვს ამ კითხვაზე პასუხი, ალბათ, იმიტომ, რომ მესიჯი ძალიან საინტერესოდ იყო დაწერილი და პატარა პროფესიული რჩევაც საინტერესოდ მომეჩვენა.

- როცა საპასუხო მესიჯი გააგზავნე, შემდეგ რა მოხდა?

- მესიჯს ჩემი სახელიც მივაწერე. უცნობმა "პასუხის პასუხი” არ დააგვიანა, თუმცა გაკვირვებული ჩანდა, ალბათ, არ ეგონა, რომ მივწერდი.

- თუკი ხმა მოსწონდა, ლოგიკურია, რომ შენი ცოცხლად ნახვის სურვილიც გამოეთქვა, არა?

- რა არის ლოგიკური და რა – არა ამ ისტორიაში, დღემდე ვერ გამიგია. შეხვედრა? კარგი, რა?! შეხვედრა ერთხელაც არ უხსენებია. პირველად რომ მომწერა, იმ დღის შემდეგ რეგულარულად ვკონტაქტობდით, ინტერნეტით საათობით ვსაუბრობდით, მაგრამ სიტ ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1226 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კატეგორია: ♥ვიდეოები♥ | ნანახია: 979 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რიტორიკული კითხვა, რომელიც "ქათმის და კვერცხის დილემის” ტოლი თუ არ არის, არც ბევრად უფრო ახალგაზრდაა.
ადრე თუ გვიან, ნებისმიერი ადამიანი იწყებს ამაზე ფიქრს.

მე თვითონ, პირველად საპირისპირო სქესის წარმომადგენელი რომ მომეწონა, 3 წლის ვიყავი, წარმომადგენელი-კი 10 წლით უფროსი იყო და დამატებით ჩემი ძმის მეგობარს წარმოადგენდა (ბავშვობიდან "არაქართული” ქცევით გამოვირჩევი xD ). რატომ ვამბობ ამას? იმის აღსანიშნად, რომ სადღაც ტვინში, რაღაც, ბავშვობიდანვე მუშაობს, რომელიც გაიძულებს დედამიწის მეორე ნახევრიდან(თუნდაც იმავე ნახევრიდან), ვიღაც გამოარჩიო და იმას უჟუჟუნო თვალები. მეორე ვერსიაა, რომ ბავშვობიდან ვუყურებთ იმას, თუ როგორ დადიან ჩვენს გარშემო ადამიანები წყვილებად (დედა და მამა, ბიძა და ბიძცოლა, უფროსი და და მისი ბიჭი) და ჩვენს ტვინებში ისრუტება, რომ ჩვენც უნდა ვიპოვოთ "ვიღაც”.

საერთოდ, მე მჯერა, რომ ძალიან, ძალიან ბევრი რაღაც ჩვენში იმიტომ არის, რომ ჩვენს გარშემო ასე ხდება. ჩვენი შინაგანი, უდიდეს ნაწილად, ცხოვრებაში მომხდარი მოვლენების, არსებული ადამიანებისა და ამ ყველაფრისგან მიღებული გამოცდილების ნაზავია. თუმცა, ეს თემიდან გადახვევაა. დავუბრუნდეთ სიყვარულს.

ადამიანური ემოციების ამ ნაწილზე ფიქრისას, მაინც მგონია, რ ... Read More
კატეგორია: ♥რა არის სიყვარული♥ | ნანახია: 1985 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე სულ მაოცებს, 
რამდენნაირი სიყვარული არსებობს:
სიყვარული _ თავგანწირვა, თაყვანისცემა,
სიყვარული _ ამაღლება, განწმენდა,
სიყვარული _ სიბრმავე,
სიყვარული _ ნათელხილვა,
სიყვარული _ სიხარული,
სიყვარული _ ტკივილი,
სიყვარული _ აღმაფრენა,
სიყვარული _ ბორკილი,
სიყვარული _ თავდავიწყება,
სიყვარული _ გამოფხიზლება,
სიყვარული _ მსხვერპლის გაღება,
სიყვარული _ მსხვერპლის მიღება,
სიყვარული _ როცა იცი, რატომ გიყვარს,
სიყვარული _ როცა არ იცი, რატომ გიყვარს...
იმდენნაირი სიყვარული არსებობს,
რამდენი ადამიანიცაა,
რამდენჯერაც გიყვარს,
რამდენჯერაც შეიცვლები.
ან, იქნებ, სიყვარული ერთი მთელია
და ჩვენ ვშლით 
სიბრმავედ და ნათელხილვად,
თავდავიწყებად და გამოფხიზლებად,
სიხარულად და ტკივილად...
თეთრი სინათლეც ხომ იშლება 
სპექტრის ფერებად 
და ჩვენ საგნებს სხვადასხვა ფერად ვხედავთ
იმის მიხედვით, თუ სპექტრის რომელ ნაწილს
შთანთქავენ, აირეკლავენ, გაატარებენ...
ადამიანებიც ასევე ექცევიან სიყვარულს:
ყველას უნდა, მისი სიყვარული 
სხვისას არ ჰგავდეს
და ავიწყდებათ, რომ თუ სპექტრს
ერთი ნაწილიც მოაკელი,
უკვე აღარ გექნება ის სინათლე.
ამიტომაც ჯერ არავის უნახავს 
სიყვარული ნამდვილი სახით.
იქნებ, არცაა ეს საჭირო? ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1150 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მანამ მომეფერე, მანამ გამიფრთხილდი, მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
სანამ ძველებურად ბრუნავს დედამიწა, სანამ არ გამწირავს იღბალი ტიალი
გულში ჩამიკარი გული არ მატკინო, მერე ყველაფერი იქნება გვიანი
სანამ სიყვარული ისევ შემიძლია სანამ კვლავ მახარებს ფოთოლთა შრიალი
ხელზე წაიკითხე ჩემი ბედის წერა, მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
მოვა დრო მიხვდები წარსულის შეცდომებს, აღარ გაგახარებს ფოთოლთა შრიალი.
მე ვეღარ დაგიხსნი ტანჯვა სამსხვერპლოდან
მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
ბედის ირონია მწარედ ჩაგვიცინებს და აგატირებს შიჩუმის ტრფიალი.
მარტო დარჩენილი სევდით გამიხსენებ, მაგრამ დამიჯერე იქნება გვიანი
სანამ ცოცხალი ვარ, მანამ მომეფერე მერე ვერ მიშველის ხსენება ფიალით
გული არ მატკინო, თორემ ცრემლების ღვრა, როცა არ ვიქნები იქნება გვიანი...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 927 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რომ ვიცოდე, რომ დღეს უკანასკნელად გხედავ
მძინარეს,მაგრად ჩაგიკრავდი გულში და შევევედრებოდი უფალს რომ შენი სულის
დამცველად მოვევლინე.რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად გხედავ როგორ გადიხარ
სახლიდან, მოგეხვეოდი, გაკოცებდი და მოგაბრუნებდი რომ კიდევ ერთხელ
მეკოცნა. რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად მესმის შენი ხმა, ფირზე
ჩავიწერდი თითოეულ შენს სიტყვას რათა დაუსრულებლად შემეძლოს მისი მოსმენა.
რომ ვიცოდე, რომ ეს ჩვენი უკანასკნელი წუთებია, გეტყოდი "მიყვარხარ",
თითქოს არ ვიყო დარწმუნებული, რომ შენ ეს უკვე იცი.."

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1140 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სიკვდილი?ხშირად მინდება
სიცოცხლე?არ ვიცი ხანდახან
სულ ცოტა ალერსი მჭირდება.რომ არ შევიშალო თანდათან
ხანდახან ხარხარი მინდება
ყვირილი მინდება ხანდახან,
ხანდახან გულიც კი მისკდება,ლამის შევიშალო თანდათან
ხანდახან სიშორე მაგიჟებს
ჭკუაზე ვიშლები თანდათან
ხანდახან არავინ მჭირდება
მარტოობა მშლის თანდათან.მადლობა უფალს,რომ არსებობ
ცოდვები შემინდე ხანდახან
მე შენი სიცოცხლე მჭირდება
 რომ არ შევიშალო თანდათან...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1078 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მარადიული რა არის,
მიწა თუ ზეცის თავანი?
ნეტავ იმქვეყნად გრძელდება
კაცის თავგადასავალი?
ბევრი მოსულა ამ სოფლად,
აღზევებულა მრავალი,
მოკლეა წუთისოფელი,
წამით წამამდე სავალი.
სიცოცხლეს გაგვყრის სიკვდილი,
არ იშოვება წამალი,
მხოლოდ ცოცხალთთვის ანათებს
ცაზე მზე ამომავალი.
ვინც რა უნდა თქვას, ქვეყანა
ჩემთვის სამარის კარია,
რაც უნდა ბევრი ვეცადო,
დადგება ჩემი ჟამია,
კაცს თავის ავლადიდება
საიქიოში თან მიაქვს.
მარადიული რა არის,
მიწა თუ ზეცის თავანი?
ბევრი მინახავს მოსული,
წასული _ უფრო მრავალი,
ერთი გზა გვიდევს სიცოცხლით,
საიქიოსკენ სავალი,
ყველა იმ გზაზე მივდივართ,
მათხოვარიც და მთავარიც,
სუყველას ზურგზე ჰკიდია
თავის თავგადასავალი,
მარადიული ამქვეყნად
მარტო უფალის გზა არის.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1029 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შეინარჩუნე სიყვარული მშვენიერი!
შეინარჩუნე სიხარული ბედნიერი!
თავი დახარე, დაუფიქრდი შენს ლამაზ წარსულს,
ვერ დაიბრუნებ ვერასოდეს იმ დროს გარდასულს.

ნუღარ ეცდები დაიბრუნო გასული წლები!
ვეღარ გაუძლებ, რომ მოგძახოდნენ ის ძველი ხმები.
ნუ გააკეთებ ისეთ რამეს, რომ გული დაგწყდე,
რომ ჩვენს გულებში გადაბმული ჯაჭვი არ ჩაწყდეს!

გახსოვდეს მუდამ ამ ცხოვრებაში წამს მიყავს წლები.
კარგად გათვალე შენს გონებაში ეს ნაბიჯები!
ჩვენ ხომ არ ვიცით ცხოვრებაში თუ რა მოგველის,
არ შეგვეშინდეს ამიტომაც უკან მოხედვის...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 975 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


აბა რა გითხრა, მინდა ვცადო ვიყო გულწრფელი.
თითქმის, სათქმელი ბევრი უკვე არაფერია.
სჯობია ხშირად გაიხსენო ალბათ უფალი,
თუ ბოროტება სიკეთეში არ აგერია,

ხანდახან იქნებ უპრიანი იყოს თვითგვემა,
რომ ყველაფერი მარტო სხვას არ გადააბრალო.
და ხეც მიწაში კენწეროდან როდი ირგვება,
ფესვიდან რგავენ თუ უნდათ, რომ კვლავ გაახარონ.

ცალ-ცალკე ყველას ეჩვენება, რომ მართალია,
პირფერობაში გაპარულა ღმერთო, რა ხანი.....
სიმართლის სწავლა ამ ცხოვრების ანა-ბანია,
და თუ არ გინდა მტერმა ჩაგცეს ზურგში ლახვარი,

იქნებ დაფიქრდე, რას მოგიტანს ყალბი ღიმილი.
სიმართლის თქმა სჯობს, სანამ ტვინი არ აგრევია,
მინდა არ იყო, იდიოტი თვითკმაყოფილი!-
(ხო, მასეთებიც სამწუხაროდ მრავლად არიან....)

მეტი რა გითხრა, მგონია რომ ვიყავ გულწრფელი,
ისე სათქმელი, თითქმის ბევრიც არაფერია...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1036 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ქალი ბუნების სილამაზეა
დარში, ავდარში დაუჩოქელი
ის სიყვარულში გიჟი მარტია
და ყველა კაცის გულის მპყრობელი
ზოგჯერ წვიმაა,ზოგჯერ ქარია
სეტყვა,თოვლი და ქარიშხალია
ის ღმერთმა შექმნა სილამაზისთვის
და ალბათ დღემდე არ უნანია,
ქალი ბუნების საწინდარია
ვინ იცის რა სწყინს რა უხარია
ერთი შეხედვით კაცს დაატყვევებს
ის სიყვარულში ჯადოქარია,
ქალი უმანკო ბავშვია თოთო,
მას გაფრთხილება სჭირდება მხოლოდ
ქალი ლამაზი შველია, ლაღი
ნურვინ ეცდებით დაასვათ დაღი
ქალი სათნო და ძლიერ ნაზია
მას ალერსი და სითბო სწადია...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1086 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სიყვარულს გაუმარჯოს, თუნდაც დაკარგულს..


წუხილს გაუმარჯოს, მზერაში დაფარულს,
ფიქრს გაუმარჯოს, ტკივილით დაღალულს,
თვალებს გაუმარჯოს, უსაზღვროდ სევდიანს
უსიტყვოდ, მზერით რომ ყველაფერს გეტყვიან.
სიყვარულს გაუმარჯოს, ჩვენს პირველ

სიყვარულს,
დარდიან გულსა და დაფარულ სიხარულს,
სიყვარულს გაუმარჯოს იმ პირველ სიყვარულს.
იმ ფიქრს გაუმარჯოს, ღიმილს და სიკეთეს,
ჩვენს გულში მალულად ბუდეს რომ იკეთებს.
ოხვრას გაუმარჯოს და გრძნობას შორეულს,
ნატვრას გაუმარჯოს, ყველასგან დაფარულს,
სიყვარულს გაუმარჯოს, თუნდაც დაკარგულს...






უცნაური მონატრება ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1102 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


შენი მონატრება ჩემს გულს აწერია,
როგორ მომენატრე, ცრემლიც ამდენია.
უშენო წამიც კი ჩემთვის თვეებია
დრო გადის თვალები აღარ ჩერდებიან.
წარსულს ისევ მოაქვს ჩემთვის მონატრება,
და არც შენს თვალებში არ ჩანს სინანული.
ნეტავ გრძნობდე მაინც შენ ჩემს მონატრებას.
ნეტავ გრძნობდე მაინც რა არს სიყვარული.
და თუ შენ მიხვდები ტკივილს მონატრების,
მოდი ეს ტკივილი ცოტა გამიქარვე.
იქნებ მაშინ მივხვდე რომ ცხოვრებას ააქვს,
ცოტა სიხარული, ცოტაც სილამაზე.
და თუ ამას მივხვდი მაშინ დაგპირდები,
რომ არასდროს წავალ, და არც დავიღლები.
მუდამ გჯეროდეს რომ არსად გავიქცევი
და არც მიგატოვებ შენს თავს გეფიცები.
მე შენს მონატრებას ვერსად გავექეცი,
და ვერც დავემალე შენგან მოსულ ფიქრებს.
შენ რომ გრძნობდე, ახლა როგორ მენატრები,
ალბათ მოხვიდოდი და დარჩები კიდეც.
წლებმა გაიარა და შენს მოლოდინში,
ისევ მარტოობამ ტირილს შემაჩვია.
ჩემ გულს აწერია შენი მონატრება,
გარეთ გაიხედე თოვლიც რამდენია.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1590 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>




რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში,
საოცარია თვალები შენი,
ვარდის სურნელში ხარ შებნეული.
მზერა, ღიმილი, ფიქრი და შიში
რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში.
მინდა გხედავდე, თუნდაც წამებით,
თვალწინ სულ მედგეს შენი ღიმილი.
ცუდი ფიქრია შორით ლოდინი
ვერას მირჩევენ ხენი ძმობილნი.
დარჩენილს მარტო, შენს ღიმილს ვნატრობ
რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში!
სულაც არ მომწონს ცხოვრება შენი,
სულ მეუბნები "ცხოვრებას ვრჩები",
მაინც მიდიხარ, იცი რომ კვდები
და ამ გრძნობისთვის მე არ მინდიხარ,
რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1132 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


როცა სიცოცხლე მიხაროდა
გული სითბოსაგან დამიცალე,
როცა სიგიჟემდე შემიყვარდი
შენთან სიახლოვე ამიკრძალე,
ოცნება წმინდა რაც კი გამაჩნდა
ყველა ამირიე, დამიშალე.
შენი გაღიმება შემიყვარდა
მერე შეხვედრაც კი ამიკრძალე.
მარტო სიყვარულის ცოდვა მაწევს,
მაინც არაფრით არ შემიბრალე.
შენი სიყვარული მიხაროდა
ღიმილი კი ცრემლად შემიცვალე.
შენი დავიწყება მაიძულე,
მაგრამ მერე ისიც ამიკრძალე...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1111 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



-დამხატე
დამხატე მასზე ლამაზად ვიდრე ვიცინი
დახატე მკვეთრად ჩემი სახე
ჩემი სიცილი

-დამხატე ვიდრე ლამაზი ვარ
ვიდრე ბავშვი ვარ
ვიდრე მშობლიურ მიწა-წყალზე
კენტად დავდივარ.

-დამხატე...
მერე შეაწითლე სისხლის ტუჩები
ფეხქვეშ გამიგე საქართველოს ძველი ქუჩები

-დამხატე!
ვიდრე წყლისფერია ჩემი თვალები.
დამხატე, მხატვრებს არასოდეს დავემალები

-დამხატე ვიდრე ჩაეძინა ჩემზე ფიროსმანს
ვიდრე, შედევრებს სამოთხიდან
ყანწით გილოცავს
დამხატე ძმაო, სილამაზეს ფუნჯით ებრძვიან
დამხატე ვიდრე მივიღებდე სახეს სევდიანს...

-დამხატე, ტილოს მოუხდება
ჩემი სიცილი
დამხატე მასზე მხიარული
ვიდრე ვიცინი....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1207 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გახსოვთ, ვიყავით ერთად დღე-ღამე,
ვარსკვლავებს ფიქრებს ვუზიარებდით,
მთვარეც გვიცქერდა ხან თქვენ და ხან მე,
მზე დაგვნათოდა... ვუნიავებდით...

გახსოვთ, რამდენი ცრემლი გვდენია,
ხან ვერ გვიძლებდა ვეღარც ცხოვრება,
ჩვენს სულებში ხომ დუღდა გენია,
ჩვენი სიბრიყვეც გემახსოვრებათ...

გახსოვთ, მესროლეთ მაშინ ის გუნდა
თუმცა მეტკინა მაინც მომცილდა,
გემახსოვრებათ ჩვენი იუდა,
-ჩვენს იესოს რომ ლოყას კოცნიდა...

-გახსოვთ ყვავილებს როცა ვტკეპნიდით?
-მინდორზე წოლა, თავდავიწყებით?
მე საუკუნო ძმობას შეგპირდით,
მე არასოდეს დამავიწყდებით!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1179 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მოწყენილი ხარ?
დაფიქრდი რატომ.
იქნებ იმიტომ,
რომ დარჩი მარტო.
კვლავ ცრემლი მოგდის,
ნუთუ მე მნატრობ.
მეც მენატრები,
არ ვიცი, რატომ!


მენატრები ისე, როგორც არავის,
ნეტა სადმე მარტო გედგას კარავი.
ქურდი ვიყო სიყვარულის მპარავი.
პირველ რიგში შენ გულს მოვიპარავდი


დავიღალე, უკვე ძლიერ დავიღალე,
ლოდნისგან ეს გრძნობები გაილია, მიმატოვე?
დაბრუნებას კი არა გთხოვ,
უშენობას გული უკვე შეეჩვია
ნუ გგონია წარსულისთვის აწყმოს დავთმობ,
დღესდღეობით მე ეს აწყმო მირჩევნია!
წარსულისთვის მე საზღაურს კი არა გთხოვ
დაგივიწყე და გრძნობებიც გაილია,
დამივიწყე, დაბრუნებას ნუღარ მომთხოვ
ჩემს სიყვარულს უკვე სხვისი გრძნობა ქვია.

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1218 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

თუ სიყვარული ტკივილია ტკივილი რაა?
იქნებ რაიმე ვერ უთქმელი გულში ჩაკლული..
თუ სიყვარული ცრემლი არის მაშ ცრემლი რაა?
იქნებ სიმართლე უფალივით ჯვარზე გაკრული..
თუ სიყვარული ჩემში ცოცხლობს ვინა ვარ თვიტონ?
მიხვდებით ალბათ სიყვარულზე შეყვარებული...
თუ სიყვარული არ არსებობს სიცოცხლე რაა?
არარაობა სიძულვილით დამშვენებული...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1168 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



Susan Wardნამდვილი სახელი: უზენ უორდი (Susan Ward)
დაბადების თარიღი: 15 აპრილი 1976
დაბადების ადგილი: მონრო, ლუიზიანა, აშშ
პროფესია: მსახიობი
სიმაღლე: 1.63 მ
მეუღლე: დევიდ ც. რობინსონი


ბიოგრაფია
მიშელ სიუზენ უორდი დაიბადა შორეულ სამხრეთში, ლუიზიანას შტატში ქალაქ ნონროში ედი და ემელი უორდების ოჯახში. ის გაიზარდა დიდ რელიგიულ ოჯახში თავის უფროს ძმასთან მაიკალთან ერთად. სიუზენს ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა – ის ფერმაზე იზრდებოდა, სადაც უამრავი ცხოველი იყო, მისი ბავშვობის ოცნების პროფესი კი – ვეტერენარი იყო.
ერთხელაც 13 წლის ასაკში , სიუზენი დედასთან ერთად საყიდლებზე იყო გასული ადგილობრივ სავაჭრო ცენტრში, და მანდ ის შეამჩნია სამოდელო სააგენტოს აგენტმა, რომელმაც გოგონას შესთავაზა მონაწილეობა მოდელების კონკურსში მონაწილეობა ნიუ–იორკში.
სიუზენი, რომელიც ოცნებობდა ნიუ–იორკში ჩასვლაზე რა თქმა უნდა დათანხმდა, თან ფულის შეგროვება სურდა კოლეჯისთვის. მანხეტებში მან ხელი მოაწერა კონტრაქტს სამოდელო სააგენტოსთან 'ფორდ'.
მომდევნო სამი წლის განმავლობაში, სიუზენი დადიოდა ნიუ–იორკში სამუშაოდ სკოლის არდადეგებების დროს. როდესაც კონტრაქტის ვადა დამთავრედა, გოგონამ გადაწყვიტა მანხეტენში დარჩენა და მსახიობობა. მან დაიწყო სამსახიობო ხელოვნების გაკვეთლებზე სიარული, რომელთა შემდეგ მან მიიღო ოფიციანტის როლი ერთერთ სერიალში. ს ... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1431 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჯესიკა ალბა პრადას კაბაში ფილმ Valentine’s Day - ს პრემიერაზე, ლონდონში, ხუთშაბათს [11 თებერვალი]
28 წლის მსახიობმა მისი კაბა Lanvin - ის სამკაულებს, და Miu Miu - ს ჩანთასა და ფეხსაცმელს შუხამა


...........


... Read More
კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1281 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სანამ ცოცხალი ვარ, სანამ კვლავ ვარსებობ, სანამ გულში ცოცხლობს ამინდი მზიანი.
მანამ მომეფერე, მანამ გამიფრთხილდი, მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
სანამ ძველებურად ბრუნავს დედამიწა, სანამ არ გამწირავს იღბალი ტიალი
გულში ჩამიკარი გული არ მატკინო, მერე ყველაფერი იქნება გვიანი
სანამ სიყვარული ისევ შემიძლია სანამ კვლავ მახარებს ფოთოლთა შრიალი
ხელზე წაიკითხე ჩემი ბედის წერა, მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
მოვა დრო მიხვდები წარსულის შეცდომებს, აღარ გაგახარებს ფოთოლთა შრიალი.
მე ვეღარ დაგიხსნი ტანჯვა სამსხვერპლოდან
მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
ბედის ირონია მწარედ ჩაგვიცინებს და აგატირებს შიჩუმის ტრფიალი.
მარტო დარჩენილი სევდით გამიხსენებ, მაგრამ დამიჯერე იქნება გვიანი
სანამ ცოცხალი ვარ, მანამ მომეფერე მერე ვერ მიშველის ხსენება ფიალით
გული არ მატკინო, თორემ ცრემლების ღვრა, როცა არ ვიქნები იქნება გვიანი...

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1103 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში,
საოცარია თვალები შენი,
ვარდის სურნელში ხარ შებნეული.
მზერა, ღიმილი, ფიქრი და შიში
რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში.
მინდა გხედავდე, თუნდაც წამებით,
თვალწინ სულ მედგეს შენი ღიმილი.
ცუდი ფიქრია შორით ლოდინი
ვერას მირჩევენ ხენი ძმობილნი.
დარჩენილს მარტო, შენს ღიმილს ვნატრობ
რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში!
სულაც არ მომწონს ცხოვრება შენი,
სულ მეუბნები "ცხოვრებას ვრჩები",
მაინც მიდიხარ, იცი რომ კვდები
და ამ გრძნობისთვის მე არ მინდიხარ,
რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1017 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


როდესაც!

მიიწურება თვე ფერიცვალების...
გარდავიცვლებით...
მე და დედამიწა.

როდესაც!

ჩემი სხეული
მარტივ მამრავლებად დაიშლება
და მე უსასრულობამდე გავიფანტები.
მაშინ აღარ იარსებებს დასასრული!
არც კოეფიციენტი.
თუნდაც გუშინდელივით
უჩვეულოდ, თითქოს მზის
უკანასკნელი ამონათების.

როდესაც!

კედელზე სამგლოვიარო სცენებს
დავხატავ, განწყობისთვის.

-მერე, მერე რას იზამ?

კიდევ ერთხელ დაგივიწყებ!
კიდევ ერთხელ შევავსებ, ცარიელ ფურცლებს,
რომ გაგიხსენო და გამოვედევნო ფერიცვალებას.
მომდევნო შეხვედრაზე თვალებით
ისევ მიწას მივაჩერდები,
სცენა, რომ შეავსონ მოჩვენებებმა...

...ცარიელ სკამებს დაეხეთქა,
და ტირის,
უსინათლო მზე...
მე შენი თითებით
ჩავასვენე სასახლის ბუტაფორიაში,
ფერიცვალების თვე
და წავედი...

უკვე აღარ მახსოვს,
მერამდენედ მოვატყუე სიკვდილი....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1180 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე აგაღელვეთ ქალბატონო, ჰო აგაღელვეთ,
ახლა თვალებს ხრით, შეხვედრისას, თუნდაც ქუჩაში
დახრილ თვალებშიც, კარგად ვხედავ, მზე ავაფეთქე
და პაწაწუნა აღელვებას, გამჩნევთ სუნთქვაშიც.

მე აგაღელვეთ ქალბტონო, ყალბი ღიმილით,
რომელიც კარტში, ცოტახნის წინ თქვენთვის მოვიგე,
მე აგაღელვეთ ქალბატონო, მაგრამ სინდისი
სხეულს აწვალებს და ვერაფრით ვეღარ მოვირგე.

დგახართ და ხელით, იმ პატარა მაჯას აწვალებთ,
რომელზეც ჩანთის ყური ხტის და გეამბორებათ,
თქვენი სხეული მაგ სითეთრით სადაფს ადაბლებს
უფასურდება, ყველაფერი თქვენს წინ ფერხდება.


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1053 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ის აღარ არის, რაც იყო წინათ_
დღეს გულში მხოლოდ სინანულს ბადებს
გრძნობა რომლესაც ბორკილად ადევს
ოქროს ბეჭედი და მწარეგ გმინავს

ერთში უცვლელი გვრჩება ბუნება-
ვცოდავთ და მერე შენდობას ვითხოვთ,
მონანიებით შეგვეძლოს თითქოს
ოქროს თვისების შენარჩუნება .

და ვტირით ცრემლი გვანიჭებს შვებას
გულწრფელად ვტირით როცა ვერკვევით,
რომ ყველაფერი არის მერყევი
და მხოლოდ ოქრო ოქორდვე რჩება

ჩვენ უკვე მძევლად ვყავართ მირაჟებს
და სულს გვიშფოთებს კუბოს კარამდის
ნიშნობის ბეჭდის კრთომა მარადი
უკვალოდ გამქრალ გრძნობის წინაშე.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 2065 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

გემუდარები, ორგულობა არ დამაბრალო,
არ დაიჯერო, განშორებამ გრძნობა გასრისა,
არ დაივიწყო, რომ ოდესღაც გული საბრალო
შენსავე მკერდში შევინახე, შენგან წასვლისას.

შენი მკერდია ჩემი გრძობის თავშესაფარი,
შინ დაბრუნება იცის, თურმე, ჩემისთანამაც,
შენზე ოცნებით მოვიარე ქვეყნად მთა-ბარი,
მაგრამ ცოდვების განსაბანი წყალიც თანა მაქვს.

არ დაგიმალავ, მეც სხვებივით ლხენას დავეძებ,
და ახლაც შენთან უცოდველი როდი მოვედი,
მაგრამ არასდროს დაიჯერო_ისე დავეცი,
გადავივიწყო შენი სულის სვეტი ცხოველი.

შენს უკეთესი რა შემეძლო ქვეყნად მენახა,
ამ უნაპირო სამყაროში მხოლოდ შენა ხარ.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1653 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე კალმით ნაწერს სხვა რა აზრი უნდა ვაახლო,
სხვა რაღა საზრდო მოვიძიო სულის სარჩენად,
რა ვთქვა ახალი და სიტყვები რით განვაახლო
შენდამი ჩემი სიყვარულის წარმოსაჩენად.

სხვას ვერას გეტყვი... ლოცვებადღა გესმის ჩემი ხმა,
ყოველ ცისმარე ამის თქმით და ამის გამხელით,
რომ ოდითგანვე მე შენი ვარ და შენ ჩემი ხარ,
რომ ლოცვას ვამკობ კურთხეული შენი სახელით,

რომ მარადიულ სურათს ხატავს ახლა ბუნება,
რომ ჩემს სიყვარულს დროთა შორის ყოფნა არ ჰქვია
და მის წინაშე სიბერე თუ დაძაბუნება
ქედს იხრის როგორც მბრძანებელთან ბრიყვი ლაქია.

ახალ სიცოცხლეს სიყვარული მისცემს საწუთროს,
რაგინდ ეცადოს ის ჟამთასვლამ დაისაკუთროს.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1154 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ვერც ჩემი შიში, ვერც სამყაროს სული ფარული,
რომელიც თავის ოცნებაში მომავალს ზვერავს,
ვერ მეტყვის როდის ჩამიქრება ეს სიყვარული,
რომელსაც სიკვდილს უქადოდა სულ ბედისწერა.

გადაიტანა დაბნელება მოკვდავმა მთვარემ,
მისნების ჯიბრზე გადაურჩა უამინდობას,
საცნაურ გახდა მოვლენათა უცნობი მხარე
და ზეთისხილს შტო შემოაქვს დღეგრძელ მშვიდობას.

ოდესმე ალბათ აეგება ამ დროსაც წესი,
მაგრამ გაუძლებს სიყვარული ჟამთასვლის ომებს,
მე კვლავ სიცოცხლეს მომანიჭებს ჩემივე ლექსი,
როცა სიკვდილი მოსპობს უგნურ, უენო ტომებს.

წაიშლებიან თვითმპყრობელთა მკაცრი ღერბები,
შენ კი ჩემს ლექში შენს უკვდავ ძეგლს შეეგებები.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1105 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



Win a Date with Tad Hamilton!

1 სთ 35 წთ

ჟანრი: კომედია, მელოდრამა პოსტერები
 გამოშვება: 23 იანვარი 2004
რეჟისორი: რობერტ ლუკეტიჩი
სტუდია: დრიმუორქს ესქეიჯი, რედ ვაგონ პროდაქშენსი, ზე ლოტი
როლებში: ტოფერ გრეისი, კეტრინ ჰანი, ქეით ბოსვორტი, ემი სმართი, ჯოშ დიუამელი 


ფილმის მიმოხილვა

ახალგაზრდა პროვინციელმა გაყიდველმა გოგონამ როზალიმ სატელევიზიო კონკურსში გაიმარჯვა, რომელსაც ქვია "მოიგე შეხვედრა ტედთან". ტედი - ჰოლივუდის ვარსკვლავია და მასთან შეხვედრა ყველას სურს. ეხლა როზალი ჰოლივუდში უნდა გაემგზავროს ცნობილ უცოლო მსახიობთან შესახვედრათ. ტედის თავდავიწყებით შეუყვარდება როზალი და მზადაა მასთან პატარა ქალაქში დაიწყოს ცხოვრება, მაგრამ როზალის უკვე ყავს შეყვარებული, რომელიც არჩევანის გაკეთებას აიძულებს მასსა და ოცნების უფლისწულს შორის...


... Read More
კატეგორია: ♥ფილმები♥ | ნანახია: 1578 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მემატიანე როცა მითხრობს წარსულ ოცნებას,
როცა გარდასულ სილამაზეს ვხედავ ზმანებით,
როცა ვკითხულობ, როგორ აქეს წინათ მგოსნებმა
რაინდები და ლამაზმანი ბანოვანები,

მაშინ ვრწმუნდები, წინაპარი შენ დაგეძებდა,
შენ გგულისხმობდა,როცა აქო ლალის ბაგენი,
შენი დიდების ძალა მხოლოდ იმას შესწევდათ,
ისინი იყვნენ ამ მშვენების მოქანდაკენი.

მათი წინასწარმეტყველება ქვეყნად განთქმულა,
შენმა ხოტბამაც წინ აღუსწრო შენ დაბადებას.
საგალობელი შენი ღირსი მაინც არ თქმულა,
რადგან ბუნდოვნად ჩანდა შორით შენი ხატება.

ჩვენ ბედი გვერგო, ღვთაებაო, ვიცით ვინა ხარ,
მაგრამ სტრიქონი, შენი ღირსი, ვერ მოგვინახავს.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1044 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ნურვინ დაარქმევს ჩემს სიყვარულს უგუნურ ვნებას,
მე წარმართივით არ მჩვევია კერპთა თაყვანი,
ერთს და ერთადერთს ვუძღვნი მხოლოდ ღირსეულ ქებას
და ის ერთია ლექსში გრძნობით შემოსაყვანი.

დღეის სიკეთეს ვინც ხვალინდელ სიკეთეს მატებს,
ვინც უჩემობას ვერ შეძლებს და მე - უმისობას....
ვინც ჩემს ლექსებში გასაოცარ სიყვარულს ატევს
და წუთისოფლად მაზიარებს მარადისობას.

"ერთგული... სათნო... მშვენიერი..." - იგია მხოლოდ!
"ერთგული... სათნო... მშვენიერი..." - ამ გრძნეულ სიტყვებს
მე ვიმეორებ უსასრულოდ და უთავბოლოდ
და სამი სიტყვა შთაგონების სამყაროს იტევს.

"ერთგული... სათნო... მშვენიერი..." - ამ სამი ცნებით
მას ვიცნობ მხოლოდ და თაყვანსაც მასვე ვცემ ნებით.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1112 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ვერას დაგაკლებს, მეგობარო, ბებრის ჭაღარა,
ისეთივე ხარ, რანაირიც პირველად გნახე;
სამმა ზამთარმა თოვლი სამჯერ გადმოგაყარა,
სამი ზაფხულის სიამაყეს უცვალე სახე.

სამი წარმტაცი გაზაფხული, როგორც თილისმა,
სამ შემოდგომად გარდაიქმნა სამი წლის დროში,
სამი აპრილის სურნელება დაწვა ივნისმა
და შენ დაგტოვა ისეთივე ნაზი და ნორჩი.

მაგრამ მშვენება, ვით საათის ჩუმი ისარი,
მიიპარება უხილავი ფერისცვალებით,
შენი ცვლილება, შენი სრბოლა ვერ შევიცანი,
მგონია, დგახარ და ტყუვდება ჩემი თვალები.

აწ ამის შიშით ერთის თქმაღა მაქვს განზრახული:
შენამდეც დაჭკნა სილამაზის ბევრი ზაფხული.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1210 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დადუმებულა ჩემი მუზა ოდეს მღელვარე,
შენს სადიდებლად სიტყვა არ აქვს ამოსარჩევი,
რადგან შიშველიც შენი სული ისე ელვარებს,
რომ სამოსელად არ სჭირდება ლექსის ფარჩები.

არ გამამტყუნო, თუკი ხოტბით აღარ გაწუხებ,
სარკეს ჩახედე და მიხვდები მაშინ რაცა ხარ,
შენი მშვენება შთაგონებას ადებს მარწუხებს,
ჩლუნგი ლექსი კი რომ შეგბედო, ყველა დამძრახავს.

სწორედ ამიტომ ვმუნჯდები და ვთავაზიანობ,
რა მოვიგონო უბადრუკმა შენი საქები?!
როგორ შევცოდო, ლექსით როგორ დავაზიანო
ეგ შენი სახე ღვთაებრივად ნაქანდაკები?

ლექსმა ვერ გიქოს ეგ ნაკვთები წარუშლელები,
შენს სარკეშია ჭეშმარიტი ხოტბა მშვენების.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1126 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რაც უფრო მეტად მეყვარები, გეტყვი მით ნაკლებს,
მდიდარ სიყვარულს გადავმალავ ღარიბ სიტყვაში;
მე ვერ მივბაძავ ყველა ყბედს და ქალაქის ამკლებს
გრძნობების ზღვიდან ცრუ სათქმელის გამორიყვაში.

ვეღარც გაზაფხულს შევადარებ სიყვარულს ჩვენსას,
ის აღარც ვარდს ჰგავს, აღარც იხდენს იას ტოლივით,
ვეღარ შევკადრებ შემოდგომას ყმაწვილურ კვნესას
და დავდუმდები ვალმოხდილი იადონივით.

თუმცა ნაკლებად ღამის წყვდიადს არ ვეტრფი ახლა,
თუმცა ბატონობს შმაგი ვნება კვლავაც ნებაზე,
მაგრამ ვაი, რომ სიყვარულსაც დაეტყო დაღლა
და გონზე ყოფნას ვეღარ გავცვლი გაოგნებაზე.

ბულბულიც ზოგჯერ გალობისთვის ყელს კი იღერებს,
მაგრამ თუ სატრფოს ვეღარ ხიბლავს, აღარ იმღერებს.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1376 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ზარმაცო მუზავ! რატომ დგახარ დღეს განრიდებით,
რად აღარ აქებ სატრფოს ლექსით, კეთილშობილით?!
ის გვირგვინია მშვენების და ჭეშმარიტების,
მისი წყალობით შენც ოდესღაც გახდი ცნობილი.

ვინ იცის იქნებ შეგაცდინეს შენმა აზრებმა:
რომ განდიდებას ვერ აკადრებ უცხო ქმნილებას,
რომ სილამაზეს არას არგებს შელამაზება
და რომ სრულყოფა არ სჭირდება სრულყოფილებას.

არა! შენ სატრფო არ დასტოვო დაუდაფნავი!
ლექსის ღარადა ჩამოჰკიდე ახალ მძივებად!
რომ წინ ვერასდროს ვერ აღუდგეს მისი საფლავი,
მისი მშვენების და სიცოცხლის გახანგრძლივებას.

მაშინ დღევანდელს დროის ჟანგი ვერ მოერევა
და უკვდავებას დაიმკვიდრებს მშვენიერება.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1049 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

სადა ხარ, მუზავ, ამდენი ხნით რამ დაგამუნჯა,
რატომ დასტოვე უმღერალი შენი სახატე?!
ვაითუ, ნამდვილ ტრფიალებას იგდებ აბუჩად,
და ვინმე უღირსს გატაცებით შენც შეჰღაღადებ!

დაბრუნდი მუზავ, ცოდვიანი თავი დახარე,
ხოტბა შეასხი შენი სატრფოს ქალურ ქალობას,
მას უგალობე შენი ნიჭის ნერგს ვინც ახარებს,
მას უგალობე, ვისაც ესმის შენი გალობა!

მაშინ აღსდექი, როს სანატრელ სახეს დახედავ!
და იმ სახეზე ნაოჭები მოგეჩვენება!
დროის სახნისმა მის ღაწვებზე თუ ითავხედა,
მრისხანე ლექსით მიუსაჯე დროს შეჩვენება!

სატრფოს დიდებას ღირსეულად თუკი გალექსავ,
დრო მოდრეკილი, თავის დაშნას ვეღარ გალექსავს!

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1112 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



უხსოვარი დროიდან კოსმეტიკურ ნიღბებს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ამ პროცედურას ყოველთვის მოაქვს დადებითი შედეგი, თუკი ის რეგულარულად და სწორად ტარდება.
საუცხოოა ხილისა და ბოსტნეულის წვენის, სხვადასხვა ბალახის ნაყენისა და ნახარშის, მცენარეული და ცხოველური ცხიმების ნიღბები. ასეთი ნიღბები კანზე სასიკეთოდ მოქმედებს, მათ შემადგენლობაში შედის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, ვიტამინები და ფიტონციდები. ქალბატონებს ვთავაზობთ ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღბებს. გახსოვდეთ, რომ ნიღაბი კეთდება მხოლოდ გაწმენდილ სახეზე, ყელსა და დეკოლტეზე. დაუშვებელია მისი გაკეთება უპეებზე, ქუთუთოებსა და ტუჩებზე. როცა ნიღაბს გაიკეთებთ, წამოწექით და მოუსმინეთ კარგ, მშვიდ მუსიკას. 15-20 წუთის შემდეგ სახე ჩამოიბანეთ თბილი ან გრილი წყლით.

ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღბები:
1) თითო ს/კ გახეხილი ყაბაყი, გახეხილი კომბოსტო და არაჟანი კარგად შევურ ... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1408 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



1.უნდა ვიკვებოთ სწორად,განსაკუთრებით საჭიროა ცილები და ვიტამინები.
2.რაც შეიძლება იშვიათად გამოვიყენოთ ფენი,თმის გასწორება და ქიმიური დახვევა დამღუპელია თმისთვის.
3.არ გამოვიყენოთ თმის მუსი,ჟელე და სხვადასხვა ამდაგვარი საშუალებები. არ აქვს მნიშვნელობა ეს რომელი კომპანიის ნაწარმი იქნება,ყველა ერთი ნაგავია.
4.თმის საღებავებიც არ არის რეკომენდირებული და ეცადეთ თუ არ გჭირდებათ თმის შეღებვა,პრანჭაობის გამო არ შეიღებოთ,ან უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენეთ ყველასათვის ნაცნობი, ძირძველი ხნა,რომელიც ყველაფერთან ერთად იაფიც ღირს.
5.თმა კარგად იზრდება იმ შემთხვევასში თუ თავს სისხლი კარგად მიეწოდება,ამიტომ კარგი იქნება მასაჟებს თუ გაიკეთებთ.ეს ძალზედ მარტივია,თითებით დაიზილეთ თავი,დაიწყეთ შუბლის არიდან და ჩადით ბოლომდე.
6.ხშირად დაივარცხნეთ თმა,ეს ერთგვარი მასაჟის მოვალეობასაც ასრულებს.
7.მოუარეთ თმას,არ იაროთ შიშველი თავით არც მზეში და არც სიცივეში.დაიფარეთ ქუიდი,არ დაივარცხნოთ თმა სველ მდგომარეობაში,რადგან სველი თმა ადვილად წყდება.
8.თმის ნიღბები,ეს საუკეთესო საშუალებაა,მაგრამ არა ის ნიღბები რომლებიც იყიდება არამედ ხალხური ნიღბები(როგორებიცაა მაიონეზით,კვერცხით დამზადებული საშუალებები.ჩვენს საიტზე მრავალი ნიუსია დადებული ამ თემაზე.)
9.აბა თქვენ იცით გაითვალისწინეთ და გაიჯანსაღეთ ... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1402 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



1) იტირე ყველგან და ყოველთვის, ოღონდ იტირე ხალხში, აბა მარტო რა აზრი აქვს, ვინმემ ხომ უნდა შეგიცოდოს

2) ისე იტირე რომ იხრჩობოდე ცრემლებისგან, ურტყი თავი კედელს მაგრამ მანამდე დარწმუნდი რომ კედელი ძალიან მაგარი არ არის (არსებობს სპეციალური კედელი ეგრეთ წოდებული ”emowall” რომელიც ადვილად იკეცება, შეგიძლიათ გაშალოთ ნებისმიერ ადგილას და უპრობლემოდ ურტყათ თავი)

3) დაეცით მუხლებზე და იყვირეთ ” მე არავის არ ვუყვარვარ!” ” მე არავის არ ვჭირდები!!” ”თქვენ მე ყველას გეზიზღებით” თან ცალი თვალით თვალყური ადევნეთ ხალხის რეაქციას.

4) ამ სიტყვებითვე უპასუხეთ თქვენი მისამართით ნათვქამ ნებისმიერ რეპლიკას.

5) დაიმახსოვრე ყველაფერი რასაც შენზე ამბობენ რომ მერე გაუხსენო როცა დრო დადგება!

6) უსმინე Staind-ს-იმენნა ემოა

7) «Вечное лето» ყველაზე ემო სიმღერა მსოფლიოში!!

8) აუცილებლად წაიკითხე დოსტოევსკის ”Униженные и оскорбленные” ეს ხომ ემოა!

9) დოსტოევსკი ემო კულტურის ფუძემდებელია!



... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1744 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>




ყველამ იცით ალბათ, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესით უნდა ვიცხოვროთ, ამისთვის კი ვარჯისი ძალიან კარგია და კიდევ
ჯანსაღად კვება. რათქმაუნდა კვება ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია... მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ვარჯიში პირველ რიგში იმიტომ, რომ კარგი ფიგურა გვქონდეს და მეორეც იმიტომ,რომ ჯანმრთელბი და ბედნიერები ვიყოთ. ვარჯიშისთვის აუცილებლად გვჭირდება სპორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელები.


..................





... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1081 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გიყვართ ცხობა და ტკბილეულის მზადება?
გემრიელ ნუგბარს შესაფერისი გაფორმება და შეფუთვაც სჭირდება,
მითუმეტეს თუ 3 დღეში სიყვარულის დღის აღნიშვნას და თქვენი ნახევრის გაოცებას აპირებთ!
რომანტიული ვახშამი რესტორანში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ რა იქნება მერე, როდესაც ღამის თბილისის ქუჩები თქვენს მყუდრო და მშვიდ ბინაში მიგიყვანთ?..
სიყვარულის ზეიმი, ალბათ დილამდე გასტანს...
ღამის განმავლობაში, ტკბილის სასმელთან ერთად დაგემოვნება მხოლოდ გაგიღრმავებთ სიყვარულის დღით ტკბობის სიამოვნებას... 
მოიმარაგეთ კალორიული ნამცხვრები და შოკოლადი სიყვარულის დღისთვის და გაათენეთ 14 თებერვალი ტკბილად...


........



... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1856 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



იცი მარტოობამ როგორ დამღალა?არა არაფერიც არ იცი...
იცი მოლოდინმა როგორ გამაწამა?თურმე უშენობას განვიცდი...
იცი რა ცუდია როცა არ უყვარხარ?არა, არაფერიც არ იცი...
იცი, მენატრება უქმად დაკარგული,უშენოდ გასული წამიც კი..
იცი, შენს ნახვაზე ჩემი თითები,მონატრებულნი თრთიან....
იცი რომ ჩემი გაღიმება და ჩემი სიცოცხლე გქვია?!
იცი რა ცუდია როცა მხვდები მხოლოდ ქუჩაში, გარეთ..
იცი ჩემს სიყვარულს და ჩემს მონატრებას როგორ ვატან ქარებს?!
იცი რომ კვლავ მახსოვს პირველი შეხვედრა?არა არაფერიც არ იცი...
იცი შენს ღიმილს და შეხებას სიკვდილზე გაგიცვლი..
იცი მატყუარა,იცი საძაგელო,უშენოდ როგორ განვიცდი?!
ისე მეჯავრები,თან ისე მიყვარხარ...
არა არაფერიც არ იცი...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1064 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


***
საღამო იყო, გარეთ წვიმდა და თან ციოდა...
ვიჯექი მარტო ფანჯარასთან, გული მტკიოდა,
ჩემს მოგონებებს გავეცალე ცრემლი მდიოდა
და მე ვხედავდი ჩემთან ერთად ცაც რომ ტიროდა.
ვაკვირდებოდი წვიმის წვეთებს როგორ ცვიოდა
და მეც ცრემლები წვიმასავით ნაზად მდიოდა...


***
შენ თუ მეძებდი არ მახსოვს,
მე რომ გეძებდი, ვიცი!
გენატრებოდი? - არ მახსოვს...
მენატრებოდი ვიცი!
შენ თუ ტიროდი არ მახსოვს,
მე რომ ვტიროდი ვიცი!
მართლა გიყვარდი? არ მახსოვს...

მე რომ მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ვიცი


***
მინდა ავიღო კალამი და რამე დავწერო,
მაგრამ ხელი მიკანკალებს,
სიტყვები არ მყოფნის,
რომ ჩემი ტკივილი გადმოვცე...
თეთრი ქაღალდის მაგიერ შენს სახეს ვხედავ
და ტირილი მინდება ....
მაგრამ მე არ ვიტირებ,
რადგან ვიცი რომ შენ არ ტირი...
მე ვიქნები ბედნიერი,
რადგან ვიცი რომ შენ ბედნიერი ხარ....
მეყვარები...
თუნდაც ვიცოდე რომ შენ არ გიყვარვარ....


***
ცრემლი გაჟღენთილი შენი სიყვარულით
ცრემლი ჩამოგორდა თვალიდან
მე შენ გეუბნები ჩემი წრფელი გულით
იქნებ დაგვეწყო თავიდან
ცრემლი უკვე მკერდზე ჩამოვარდა თავიდან
ლოყა ამომიწვა ცხელმა ცრემლმა
მაგრამ ამასაც ავიტან
გული დამიფუფქეს ფიქრებმა მწველმა
მაგრამ ამასაც ავიტან
მე ჩაგჩურჩულე სიყვარულის მცველმა:
იქნებ დაგვეწყო თავიდან
თავი გამ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1056 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როდესაც მცივა, მე ვიზრდები, ვხდები უსასრულო
და თვლა აღარა აქვს ჩემს ხელებს, ჩემს მუხლებს, ჩემს თვალებს
და ვასრულებ მოძრაობებს, რომლებიც არც კი დასიზმრებია სხეულს.
როდესაც მცია, ბრმავდება სამყარო
და შემიძლია უტიფრად მივაჩერდე დავსებულ თვალებში,
ჩემი ხელები კი იზრდებიან,
სცივათ და იზრდებიან,
იტოტებიან, როგორც ქუჩები,
ედებიან მთელ ქალაქს, მთელ სამშობლოს, მთელ დედამიწას
და თოვს.

როდესაც მცივა, მე შევრბივარ პირველივე სასადილოში,
სადაც შენ მიცდიდი მუდამ, როცა მე მციოდა,
და მუდამ იყავი ისეთი, როგორიც უნდა იყოს ქალი, როცა მე მცივა,
და მერე ვსვამდით ჩაის, ვთბებოდით,
დაორთქლილი მინებიდან მოჩანდა ქუჩა, რომელსაც სციოდა
და ტანზე ეყარა ავტო-ბუსუსები.
შენ ზოგჯერ გრძნობდი, რომ მე ვიტანჯები,
რომ ჩემი ხელები იზრდებიან, იტოტებიან, ედებიან მთელ დედამიწას,
რომ თვლა აღარა აქვს ჩემს თვალებს, ჩემს მუხლებს,
და მეუბნებოდი: ნუ ღელავ, დაწყნარდი,
ჩვენ შეგვიძლია გაბედულად ვილაპარაკოთ,
თამამად დავდოთ პირობები, ბოდიშები ადვილად ვიხადოთ,
რადგან, სულერთია, უხერხული პაუზები თქმისთანავე ააშრობენ თვითეულ სიტყვას,
კვალსაც არ დატოვებენ ჩვენი ნათქვამიდან
და შეგვიძლია გაბედულად ვილაპარაკოთ.

კარგად ვარ – გეუბნებოდი მე, და ჩემი მოცახცახე მუხლები
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1384 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



კარი შემოიღო დღის სინათლის სხივზე,
თითქოს გულის პატრონს არც კი ჩაეკეტოს...
გრძნობა შემოიჭრა უცხო სტუმარივით,
რაღაც უცნაური მოლოდინის ექოდ...

ეს არ არის განცდა, რასც ტრამპლინიდან
ცად ატყორცნილ ვნებას შეიძლება მოჰყვეს,
ეს არც გატაცების ბავშვურ სურვილს ჰგავს და
არც რაიმე ჯიბრით ამოჩორკნილ მორევს...

სევდანარევია.. მის ლურჯ სამოსელზე
მზერამ შენი სახის ნაკვთებს შემაფეთა,
წვიმის წვეთების სუნს ციდან მოჰყოლია
ჩუმი ნაბიჯები შენს სუნთქვასთან ერთად...

მომეჩვენა, თითქოს ზეცა მოიდრიკა,
თითქოს მთვარე ჩაწვა ღამის სასთუმალთან...
სუსტად კრთოდა სულში გრძნობა მორეული,
როგორც შუქნიშანი ბჟუტავს ბნელ ქუჩასთან...

განა მახსოვდი, რომ ვეღარ დაგივიწყე,
განა ოცნებებმა სიამაყეს სძლია?
იქნებ, სძლია კიდეც, რადგან ოცნებებში
მე ხომ უხილავი ნატვრა შემიძლია...

უსასრულო სიზმარს მინდობილი ფიქრი
ყარიბს ემსგავსება მარტოდ გაჭრილს ველად...
ბოლოს, როგორც ცაზე წვრილი ვარსკვლავები,
ისიც დაიბნევა ბროლის ნამსხვრევებად...

შიშველ კლდესთან მოაქვთ აზვირთებულ ტალღებს
მოსმენილი კვნესა ამღვრეული წყლების...
მათებრ მოქანცული ფიქრის კიდეებში
მე შენს სახეს ვხედავ, მე შენს თვალებს ვხვდები...

არ დაგეძებ, მუდამ ჰორიზონტზე ჩანხარ,
ვგრძნობ, რაც უფრო ვილტვი, მით გშორდები მეტად...
გულში გაძლევ ბინას, მყუდრო თავშესაფარ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1150 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ფანჯარაში ბიჭის ხუჭუჭა თავი მოჩანს. შუბლით მინას მიყრდნობია და სევდიანად გასცქერის თოვლს. პატარაა ბიჭი, სულ ხუთი წლის. ოთახში ხმადაბლა საუბრობენ დედა და ბებია, ბიჭი კი ეზოს მიშტერებია, საიდანაც პირველი თოვლით გახარებული ბავშვების ჟრიამული ისმის.
_ ეჰ, ახლა რომ ჩემი მამიკო ცოცხალი იყოს! _ ნაღვლიანად ფიქრობს ბიჭი, _ ხომ გავიდოდით. ოჰ, რას ვიგუნდავებდით, რას ვიგორავებდით თოვლში!
გული წყდება ბიჭს. თავისი კარგი მამიკო ახსენდება, თბილი მამიკო, მისი მოალერსე ხმა ენატრება, მისი ფართო ხელების სითბო, ზედ რომ დაიყენებდა ფეხშიშველს, მაღლა ასწევდა და `აუ, რა დიდი ბიჭი მყავსო~, ამბობდა ღიმილით. მამის მოფერება უნდა, მის კისერზე შემოჯდომა და ჯირითი, მასთან საიდუმლო, `კაცური~ საუბარი, დედას და ბებიას რომ არ გაეგოთ.
მამიკო მარტო სიზმრებში მოდის, მაგრამ ისევ მალე მიდის, დილით კი დედიკოს მიჰყავს ბაღში.
წინათ, როცა მამა ცოცხალი იყო, წესად ჰქონდათ შემოღებული: სეირნობიდან დაბრუნებული, ლოყებაწითლებული სახლში რომ შემოირბენდა, პირველ რიგში მამის თვალებს აწყდებოდა: `დედიკოს აწყენინე?~ _ ეკითხებოდა მამა და ბიჭიც ალალად გადმოულაგებდა ყველა სიცელქეს. მამა გულდასმით უსმენდა, მერე მუხლებზე დაისვამდა, ხუჭუჭა თმებში თითებს შეუცურებდა და არიგებდა:
_ შენ ხომ დიდი ბიჭი ხარ, ჭკვიანი. ცოდვაა დედიკო, არ გააწვალო. ჩვენ ხომ კაცები ვართ, ორნი, ძლიერები, ის ერთია, სუსტი და ნაზი. შენ რომ გააწვალებ, გული ეტკინება და იტირებს. ხომ არ გინდა, რომ ჩვენმა კარგმა დედიკომ იტიროს?
... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1750 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



"ალბათ სულ გავქრებოდი რომ არა სიზმრები, სიზმრები სიზმრებად გაგრძელდებოდა მე კი ასე უბრალოდ მიწისაკენ გავქრებოდი თან ისე რომ ვერავინ შემამჩნევდა” – იგრძნო რომ ხმამაღლა გაიფიქრა, უაზრობა და თვალები აქეთ იქით ნერვიულად გადაათამაშა, დარწმუნდა რომ ირგვლივ არავინ იყო და თავის დროისაგან და წყლისაგან დაჯანგებულ სარწყავს მიადგა.
ეს ბაღი ეხლა რომ ხედავთ, ეს მწვანე ბალახი ფიქრებში გართული მბაღის საკუთრებაა, უცნაური ადამიანია წითელ მაისურიანი მებაღე, ირგვლივ ყველას ძალიან უყვარს, ყველა პატივს სცემს, მაგრამ თვითონ მხოლოდ თავისი საქმით ირთობს თავს, ეზოში ერთი უცნაური ხე უდგას. ამბობენ ოდესღაც როდესაც მებაღე ჟერ კიდევ სკოლაში სწავლობა, მას ერთი გოგონა შეყვარებია, გოგონა მასზე გაცილებით ლამაზი და უფროსი იყო. მასაც მოსწონდა პატარა ბიჭუნასთან მეგობრობა, მაგრამ ცდილობდა რომ ზედმეტი იმედები არ მიეცა მებაღისთვის. ყველაფერი ამაო აღმოჩნდა, ბიჭუნას ყურებამდე შეუყვარდა უფროსი გოგონა და თავს ყველაზე ბედნიერ ადამიანად გრძნობდა, უხაროდა, ამბობენ საოცრად ბევრ სიკეთეს აკეთებდაო, ირგვლივ ყველას და ყველაფერს ახარებდაო, უხაროდა საბრალოს, მაგრამ იცოდა რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მისი სამყარო იყო და გოგონა მას არასოდეს შეხედავდა. ასეც მოხდა...
...შობა თენდებოდა, გარიჟრაჟზე პატარა მებაღე ადრევე გამოვიდა ეზოში რომ დილიდანვე დალოდებოდა თავის გულისწორს, საოცრად უხაროდა, იცოდა რომ ამ დღეც ყველაზე ბედნეირ წუთებს გაატარებდა, ის მას ერთად ყოფნას შესთავაზებდა. გოგონა ეზოში დახვდა, აი სწორედ ი ... Read More
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1315 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მონატრების მელოდია ჩუმი...
შემოდიხარ...
მავსებ ნაზი ბგერებით...
გულის ფეთქვა ახმოვანებს დუმილს...
გხატავ...
გხატავ ჯადოსნური ფერებით!..
ფუნჯი ისე ჩაკონვია ტილოს,
ვიოლონოს სიმებს
როგორც ხემი!..
ღმერთო,
ცოდვა როგორ ავიცილო?!
ხარ სასჯელი-
სიყვარული ჩემი!.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1089 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ჩემი წყნარი ქუჩის სიმყუდროვეს იშვიათად თუ დაარღვევდნენ კანტი კუნტად მოსიარულე მგზავრები, მათი ჩავლისას ისმოდა მშვიდი, ხმადაბალი საუბარი, თითქოს ცდილობდნენ არ დაერღვიათ მთვლემარე მყუდროება , რომელიც აპირებდა ძილისთვის მიეცა თავი
ერთადერთი რაც ხელს უშლიდა ქუჩას რომ წასულიყო მყუდროების ძილში ეს იყო პატარა ბაღი, საიდანაც იღვრებოდა ადამიანების მშვიდი, სასიამოვნო ძილის მომგვრელი ხმადაბალი საუბარი, პატარა ბაღის ძირითადი ნაწილი ეკავა სკამებს რომელიც
ბაღს წელიწადის ოთხივე დროს ხშირად აკითხავდნენ მოხუცები, რომლებსაც შვილიშვილები სათამაშოდ გაეშვათ თვითონ კი სკამზე მოკალათებულნი მშვიდად მოხუცური სიზანტით და სევდიანად იხსენებდნენ წარსულის ამბებს... მხოლოდ ზამთრობით იშვიათად, რომ გამოჩენილიყვნენ, ჩამოებერტყათ სკამებიდან თოვლი ცოტა ხნით დაესვენათ, ამოეღოთ მუხლიდან ქარი, რათა შემდეგ ისევ ბებრულად გაეგრძელებინათ სვლა .... თამამად შეგეძლოთ გეთქვათ, რომ ეს ბაღი მოხუცებისა და ბავშვების საკუთრება იყო....
ის ის იყო გაზაფხულს დამთავრებული ჰქონდა არე მარის მწვანედ მოხატვა და თავისივე ნახელავით კმაყოფილი იმით, რომ ზაფხულს დაუტოვა ბაცი სიმწვანე, გაუჩინარებას აპირებდა...ბაღს შეყვარებული გოგო წყვილიც აჩუქა და თითქოს წერტილი დაუსვა თავის ნამოქმედარსო გაუჩინარდა ......
გოგო ბიჭის სტუმრობა ბაღში თავდაპირველად ვერავინ შეამჩნია...მათი შემოპარვა , მოკალათება სკამზე, სკამის ზურგზე სახელების ამოჩხაპვნა თვით ყოვლისმცოდნე და ყოვლის მნახველ მოხუცებსაც კი გამოეპარათ
მაგ ... Read More

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1117 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>




ყველაზე მაგალი და დაბალი მოდელი :) 32 წლს ამერიკელი მოდელი ევე რასტამი სიმაგლეში 2 მეტრი და 5 სანტიმეტრია .ხოლო მისი ერთ-ერთი მოდელი 1მეტრა და 62 სანტიმეტრიაა :):)

......




კატეგორია: ♥ცნობილი ადამიანები♥ | ნანახია: 1719 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

სიყვარულს მოწყენილობა კლავს, დავიწყება ასამარებს
შეიძლება ამ სამყაროში მხოლოდ ადამიანი ხარ, მაგრამ ვიღაცისთვის მთელი სამყარო ხარ
მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას არ უყვარხარ ისე, როგორც შენ გინდა რო უყვარდე, იმას არ ნიშნავს, რომ იმ ადამიანს მთელი გულით არ უყვარხარ

სიყვარული სისუსტეა, უფრო მეტი სისუსტეა სიყვარულისგან განკურნება...

კატეგორია: ♥რა არის სიყვარული♥ | ნანახია: 2447 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დამთავრდა ზამთარი, იფეთქებს მაისი,
სიფხიზლის მიზეზი გათავდა, დამისხი!
ამდენი ღვინის სმით გაშორდა ფერი კანს,
მე მაინც ვიძახი: ინ ვინო ვერიტას.
სული დაუძლურდა, ვამძიმებ სამყაროს,
ვის უნდა სიფხიზლის ბორკილი სამყაროს?!
მე ამით ვშველი სულს, მე ამით ვშველი ტანს
და უფრო ვრწმუნდები _ ინ ვინო ვერიტას.
მუდამ გავურბოდი რეალურ პროფილებს
და გულებს შურისგან ზიზღით გაყოფილებს,
ტვინი დაიღალა, სიფხიზლეს ვერ იტანს,
ამიტომ ვიძახი: ინ ვინო ვერიტას.
მე არ ვცნობ შეხვედრებს ყალბსა და დაზაფრულს,
მე მიყვარს ქალი რომ გაჩუქებს გაზაფხულს
და სულში მისივე სურნელს რომ შეიტანს,
მაშინაც ვიძახი: ინ ვინო ვერიტას.
უბრალო თვალების მე უფრო მეტი მწამს,
ინ ვინო ვერიტას, ინ ვინო ვერიტას.
გულწრფელი სალამი ამ ქართულ ელიტას:
ინ ვინო ვერიტას! ინ ვინო ვერიტას!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1209 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მწვანე თვალებზე ამოტვიფრულ სევდას,
სახის ნაკვთებზე დანალექ ცრემლებს,
გაუძლებს ვინმე შენივე ელვას?!
ვინ გაგისწორებს ნეტავ დალალებს...
იქნებ სამოთხის ანგელოზს გავხარ,
ჩუმად მომღიმარს სადღაც კუთხეში...
ან იქნებ სულაც ამორძალი ხარ,
მოხეტიალე მრუდე ქუჩებში.
ხელს კი ვარდები გიმშვენებს მუდამ,
შეგწითლებია თურმე ღაწვებიც...
ალბათ შენ ზამთრის სიცივე გსუსხავს,
შეგყვარებია თოვლის ნამქერიც.
და იმ გაყინულ მეწამულ ტუჩებს,
ასე, რომ კრთიან ამ სიცივეში,
ჩემი თვალები ასე, რომ უმზერს,
გადამალული ჩუმ სიბნელეში.
ალბათ შენ ისევ გაიფურჩქნები
გამოამჟღავნებ მზის მხურვალებას,
უწყვეტ წვიმაში გაილუმპები
ვეღარ გავუძლებთ შენს მცხუნვარებას..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1162 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შეიძლება გაგიცნოთ?
_სალი...
_მე იკა
_რომელ კურსზე ხართ?
_პირველზე
_თუ ნებას დამრთავთ ხშირად გინახულებთ
_თქვენი ნებაა
* * *
დრო გადიოდა...ნინო წმინდა სიყვარულისაგან სანთელივით იწვოდა და იღვენთებოდა...
_იკა მე...
_რა გინდა, მითხარი?! მითხარი სალ...
_იკა მე...ძა-ლი-ან მიყ-ვარ-ხარ.
_ჰმ! მართლა?!...შენ თუ იცი,რომ ჩემი გული დაკავებულია, ჩემი გული სხვას ეკუთვნის?!...
სალის ცრემლებმა დაუნამეს ლამაზი, თოვლის ქულასავით ქათქათა სახე...
* * *
რა ამბავია, რა მოხდა?
_ეჰ, ცხრამეტი წლის გოგო ვიღაცამ იმსხვერპლა, ავარიაა ბატონო, ავარია!
_გზა,გზა_რა ხდება? ჩემი ლამაზ თვალება, ჩემი მოსიყვარულე გოგო...
ვინ...ვინ ჩაკლა სიცოცხლით გაუმაძღარ სხეულში ლამაზი, ბავშვური სული?!...
ხალხი შეჩოჩქოლდა გაოგნებულ ხმაზე...
ბრბო გარღვეულიყო და მომაკვდავ გოგონასთან თავდახრილი იკა იდგა.
_სალლლლ, ჩემო ცხოვრების საწყისო, ჩემო საფიცარო, ჩემი გული შენ, მხოლოდ შენ გეკუთვნოდა, მხოლოდ შენ გეკუთვნის ახლაც
. . . ხმა . . . ხმა გამეცი სალი. . .
_მიყ-ვარ-ხარ . . . იკა . . .

აღმოხდა ქალღმერთ სალის და მიატოვა იკა სამარადჟამოდ

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1222 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


იცი რა არის სიყვარული?
არა, არ იცი. შენ ხომ არავინ გყვარებია,
და არც განიცდი.
იცი რა არის სილამაზე?
არც ეს არ იცი.
შენ სილამაზე არ გინახავს,
როგორ არ ვიცი.
იცი რა არის მონატრება?
როგორ? არ იცი?
ნუთუ არავინ გენატრება?
ხომ არ გაგიჟდი?
იცი რა არის სიამაყე?
ეგ კარგად იცი.
შენ სიამაყით ამაყობდი, და ახლაც, ვიცი...
და შენ თუ იცი აზრი ნეტავ ჩვენი ცხოვრების?
ალბათ არ იცი ან სხვა პასუხს რატომ მოველი
ყველა გრძნობას აქვს თავის ახსნა ყველას გონებით
და ჩვენ ამ გრძნობებს მოვუფრთხილდეთ ჩვენი ცხოვრებით.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1827 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ნაძირალებო და ტირანებო
მე მეზიზღებით და მიჩუქნია
ეგ ზიზღი თქვენთვის
კახპებო და ლოთებო
მე მებრალებით და
მიჩუქნია ეგ სიბრალული თქვენთვის

დიდსულოვნებო და გმირებო
მე თქვენ მიყვარხართ და მიჩუქნია
ეგ სიყვარული თქვენთვის
ჩემო სამსობლო მე უკვდავი ვარ და
მიჩუქნია ეგ უკვდავება შენთვის....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1257 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

კვირა, 2024-12-22, 8:00 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 11
სტუმარი: 11
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024