♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 12 » ***
3:01 PM
***

***
საღამო იყო, გარეთ წვიმდა და თან ციოდა...
ვიჯექი მარტო ფანჯარასთან, გული მტკიოდა,
ჩემს მოგონებებს გავეცალე ცრემლი მდიოდა
და მე ვხედავდი ჩემთან ერთად ცაც რომ ტიროდა.
ვაკვირდებოდი წვიმის წვეთებს როგორ ცვიოდა
და მეც ცრემლები წვიმასავით ნაზად მდიოდა...


***
შენ თუ მეძებდი არ მახსოვს,
მე რომ გეძებდი, ვიცი!
გენატრებოდი? - არ მახსოვს...
მენატრებოდი ვიცი!
შენ თუ ტიროდი არ მახსოვს,
მე რომ ვტიროდი ვიცი!
მართლა გიყვარდი? არ მახსოვს...

მე რომ მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ვიცი


***
მინდა ავიღო კალამი და რამე დავწერო,
მაგრამ ხელი მიკანკალებს,
სიტყვები არ მყოფნის,
რომ ჩემი ტკივილი გადმოვცე...
თეთრი ქაღალდის მაგიერ შენს სახეს ვხედავ
და ტირილი მინდება ....
მაგრამ მე არ ვიტირებ,
რადგან ვიცი რომ შენ არ ტირი...
მე ვიქნები ბედნიერი,
რადგან ვიცი რომ შენ ბედნიერი ხარ....
მეყვარები...
თუნდაც ვიცოდე რომ შენ არ გიყვარვარ....


***
ცრემლი გაჟღენთილი შენი სიყვარულით
ცრემლი ჩამოგორდა თვალიდან
მე შენ გეუბნები ჩემი წრფელი გულით
იქნებ დაგვეწყო თავიდან
ცრემლი უკვე მკერდზე ჩამოვარდა თავიდან
ლოყა ამომიწვა ცხელმა ცრემლმა
მაგრამ ამასაც ავიტან
გული დამიფუფქეს ფიქრებმა მწველმა
მაგრამ ამასაც ავიტან
მე ჩაგჩურჩულე სიყვარულის მცველმა:
იქნებ დაგვეწყო თავიდან
თავი გამახსენა ღამემ საშინელმა
მაგრამ ამასაც ავიტან
ახლა გეუბნება ჩემი გულისცემა:
იქნებ დაგვეწყო თავიდან


***
მე ვერ გავუძლებ უშენობით მოტანილ დარდებს და მივეცემი აბობოქრებულ ფიქრების ტალღებს. შენთვის დავკრეფდი ტრიალ მინდორზე მე ველურ ვარდებს და… სიგიჟესაც ჩავიდენდი გვერდით რომ მყავდე. და ჩემს სიგიჟეს მივაწერდი თაფლისფერ თვალებს, ხშირად მდუმარეს,დაფიქრებულს,სულ რომ მაწვალებს. თაფლისფერ სითბოს,დაუცხრომელ ვნებას და ალერსს მე წაგართმევ და... შენ გააღებ უმზეო თვალებს. გააღებ თვალებს… დაიწყებ ძებნას, გსურს რომ იპოვო ის ძველი მზერა!…. შენ ვერ გაუძლებ უჩემობით მოტანილ დარდებს და… სიგიჟესაც ჩაიდენდი გვერდით რომ გყავდე...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1057 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:26 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 49
სტუმარი: 49
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024