შეინარჩუნე სიყვარული მშვენიერი! შეინარჩუნე სიხარული ბედნიერი! თავი დახარე, დაუფიქრდი შენს ლამაზ წარსულს, ვერ დაიბრუნებ ვერასოდეს იმ დროს გარდასულს.
ნუღარ ეცდები დაიბრუნო გასული წლები! ვეღარ გაუძლებ, რომ მოგძახოდნენ ის ძველი ხმები. ნუ გააკეთებ ისეთ რამეს, რომ გული დაგწყდე, რომ ჩვენს გულებში გადაბმული ჯაჭვი არ ჩაწყდეს!
გახსოვდეს მუდამ ამ ცხოვრებაში წამს მიყავს წლები. კარგად გათვალე შენს გონებაში ეს ნაბიჯები! ჩვენ ხომ არ ვიცით ცხოვრებაში თუ რა მოგველის, არ შეგვეშინდეს ამიტომაც უკან მოხედვის...
|