♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 12 » ლექსები
8:58 PM
ლექსები


სიყვარულს გაუმარჯოს, თუნდაც დაკარგულს..


წუხილს გაუმარჯოს, მზერაში დაფარულს,
ფიქრს გაუმარჯოს, ტკივილით დაღალულს,
თვალებს გაუმარჯოს, უსაზღვროდ სევდიანს
უსიტყვოდ, მზერით რომ ყველაფერს გეტყვიან.
სიყვარულს გაუმარჯოს, ჩვენს პირველ

სიყვარულს,
დარდიან გულსა და დაფარულ სიხარულს,
სიყვარულს გაუმარჯოს იმ პირველ სიყვარულს.
იმ ფიქრს გაუმარჯოს, ღიმილს და სიკეთეს,
ჩვენს გულში მალულად ბუდეს რომ იკეთებს.
ოხვრას გაუმარჯოს და გრძნობას შორეულს,
ნატვრას გაუმარჯოს, ყველასგან დაფარულს,
სიყვარულს გაუმარჯოს, თუნდაც დაკარგულს...






უცნაური მონატრება

არ მინდა ლექსები!
ვერ ვიტან სტრიქონებს! –
შენ მათთვის აღარ ხარ მუზა და მისტიკა!
ყველაფერ უშენოს უაზროდ ვიშორებ –
არ მინდა ლექსები!..
აღარც შენ მინდიხარ!..
.
მე შენთვის ვიყავი სპორტული აზარტი –
მუღამით მიჩხრეკდი უცნაურ ხასიათს,
გიკვირდა – არასდროს არავის ვბაძავდი:
მეძავიც მიყვარდა ბუნებით აზიატს
.
ახლა კი ისე ვარ გავგიჟდე მინდა და
Senze cudis mTqmels me deda ვუგინო!
გამიტყდა ის კოკა, ღვინოს რომ ზიდავდა...
უტვინოდ ვცხოვრობ და დავთვრები უღვინოდ!
.
რა უშავს – ბავშვობის უაზრო ზღაპარში
მოვიდნენ მსუბუქი მაგარი ქალები!..
მთავარი დედობის მანდილის ამბავში...
თუ რაღაც ამდაგვარს ბოდავენ მთვრალები!
.
ახლაღა დავცინი ბანალურ ზმანებას –
შენც გესიზმრებოდა ოცნების პრინცები!..
სხვა სიყვარულობის მეობის გაგება –
ეს არის კაცობის პირველი პრინციპი!
.
მაბნევდა მაგ ტანის სურნელით გალეშილს
უცხო რომანტიკა – ნაცნობი მეტივე...
დღეს ჩემთვის მთაწმინდის მთვარიან ღამეში
ერთიც აღარ არის ლამაზი მოტივი...
.
შევირგებ კიდევაც - თუ რამე მივირთვი,
არაფერს ვნატრობ და არავის დავეძებ!
ვერც ის პოეტები მშველიან ცინიზმით
ლექსებს რომ ჯღაბნიან დაბოლილ ყვავებზე...
.
არა ვართ მე და შენ ვარდი და ბულბული!
თუნდაც ამ ქალებზე მაგარი რითი ხარ?!..
არ მინდა ქალები!..
არ მინდა ბუმბული!..
არ მინდა ლექსები!..
ფეხებზე მკიდიხარ...

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1103 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:43 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 70
სტუმარი: 70
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024