♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 12 » მებაღე
2:53 PM
მებაღე


"ალბათ სულ გავქრებოდი რომ არა სიზმრები, სიზმრები სიზმრებად გაგრძელდებოდა მე კი ასე უბრალოდ მიწისაკენ გავქრებოდი თან ისე რომ ვერავინ შემამჩნევდა” – იგრძნო რომ ხმამაღლა გაიფიქრა, უაზრობა და თვალები აქეთ იქით ნერვიულად გადაათამაშა, დარწმუნდა რომ ირგვლივ არავინ იყო და თავის დროისაგან და წყლისაგან დაჯანგებულ სარწყავს მიადგა.
ეს ბაღი ეხლა რომ ხედავთ, ეს მწვანე ბალახი ფიქრებში გართული მბაღის საკუთრებაა, უცნაური ადამიანია წითელ მაისურიანი მებაღე, ირგვლივ ყველას ძალიან უყვარს, ყველა პატივს სცემს, მაგრამ თვითონ მხოლოდ თავისი საქმით ირთობს თავს, ეზოში ერთი უცნაური ხე უდგას. ამბობენ ოდესღაც როდესაც მებაღე ჟერ კიდევ სკოლაში სწავლობა, მას ერთი გოგონა შეყვარებია, გოგონა მასზე გაცილებით ლამაზი და უფროსი იყო. მასაც მოსწონდა პატარა ბიჭუნასთან მეგობრობა, მაგრამ ცდილობდა რომ ზედმეტი იმედები არ მიეცა მებაღისთვის. ყველაფერი ამაო აღმოჩნდა, ბიჭუნას ყურებამდე შეუყვარდა უფროსი გოგონა და თავს ყველაზე ბედნიერ ადამიანად გრძნობდა, უხაროდა, ამბობენ საოცრად ბევრ სიკეთეს აკეთებდაო, ირგვლივ ყველას და ყველაფერს ახარებდაო, უხაროდა საბრალოს, მაგრამ იცოდა რომ ეს ყველაფერი მხოლოდ მისი სამყარო იყო და გოგონა მას არასოდეს შეხედავდა. ასეც მოხდა...
...შობა თენდებოდა, გარიჟრაჟზე პატარა მებაღე ადრევე გამოვიდა ეზოში რომ დილიდანვე დალოდებოდა თავის გულისწორს, საოცრად უხაროდა, იცოდა რომ ამ დღეც ყველაზე ბედნეირ წუთებს გაატარებდა, ის მას ერთად ყოფნას შესთავაზებდა. გოგონა ეზოში დახვდა, აი სწორედ იქ სადაც ეხლა მოხუცი მებაღე დგას. ხელში თეთრი, დახვეული ფურცელი ეჭირა და ბიჭს ელოდებოდა. ამბობენ ხმა არც ერთს ამოუღიაო, ერთმანეთისთვის ხმა არც კი გაუციათო, ბოლოს გოგონამ პატარას ხელში დაკუჭული ფურცელი ჩაუდო და მხოლოდ ეს უთხრა " ვიცი რომ გატკინე...”, მას შემდეგ დიდი დრო გასულა, ყველას ეგონა რომ ბიჭი ამ ყველაფერს ცუდად გადაიტანდა ან უბრალოდ შეიცვლებოდა, შეცდნენ. დღეები გადიოდა და ბიჭი დღითიდღე ყველას ძალიან უყვარდებოდა, მხოლოდ არავისთან მეგობრობდა, მთელი დღეები იდგა და ეზოში უცნაურ ნაყოფს ზრდიდა...
ღობესთან ვიდექი და მინდოდა რომ ეს ამბავი თქვენთვის მომეთხრო. მოხუცი მებაღის თვალებში წამიერად პატარა ბიჭუნას ნაპერწკალმა გაიელვა, მოხუცის ამბავს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და იმ დღის შემდეგ ჩემ თავში ბევრი ამოუცნობი მხარეები გავიცანი. მეეზოვის ამბავს დასასრული არ აქვს, არც არასოდეს ექნება. მისი ამბავი სწორედ იმ შობის გარიჯრაჯზე უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ არ დაამთავრა, ის დღემდე იმ დასასრულშია რომლის დაკარგვაც დიდი გრძნობების გამო არ სურდა. ის უვლის თავის გრძნობას, ის თავისი სიყვარულის მებაღეა.


კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1316 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:29 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 48
სტუმარი: 48
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024