♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 12 » “ეხ, სიყვარულს რას გოუგებ, ჩემო ოლღა” – ნოდარ დუმბაძე
9:29 PM
“ეხ, სიყვარულს რას გოუგებ, ჩემო ოლღა” – ნოდარ დუმბაძე


რიტორიკული კითხვა, რომელიც "ქათმის და კვერცხის დილემის” ტოლი თუ არ არის, არც ბევრად უფრო ახალგაზრდაა.
ადრე თუ გვიან, ნებისმიერი ადამიანი იწყებს ამაზე ფიქრს.

მე თვითონ, პირველად საპირისპირო სქესის წარმომადგენელი რომ მომეწონა, 3 წლის ვიყავი, წარმომადგენელი-კი 10 წლით უფროსი იყო და დამატებით ჩემი ძმის მეგობარს წარმოადგენდა (ბავშვობიდან "არაქართული” ქცევით გამოვირჩევი xD ). რატომ ვამბობ ამას? იმის აღსანიშნად, რომ სადღაც ტვინში, რაღაც, ბავშვობიდანვე მუშაობს, რომელიც გაიძულებს დედამიწის მეორე ნახევრიდან(თუნდაც იმავე ნახევრიდან), ვიღაც გამოარჩიო და იმას უჟუჟუნო თვალები. მეორე ვერსიაა, რომ ბავშვობიდან ვუყურებთ იმას, თუ როგორ დადიან ჩვენს გარშემო ადამიანები წყვილებად (დედა და მამა, ბიძა და ბიძცოლა, უფროსი და და მისი ბიჭი) და ჩვენს ტვინებში ისრუტება, რომ ჩვენც უნდა ვიპოვოთ "ვიღაც”.

საერთოდ, მე მჯერა, რომ ძალიან, ძალიან ბევრი რაღაც ჩვენში იმიტომ არის, რომ ჩვენს გარშემო ასე ხდება. ჩვენი შინაგანი, უდიდეს ნაწილად, ცხოვრებაში მომხდარი მოვლენების, არსებული ადამიანებისა და ამ ყველაფრისგან მიღებული გამოცდილების ნაზავია. თუმცა, ეს თემიდან გადახვევაა. დავუბრუნდეთ სიყვარულს.

ადამიანური ემოციების ამ ნაწილზე ფიქრისას, მაინც მგონია, რომ მოთხოვნილება გვიყვარდეს, ორი კომპონენტიდან გამომდინარეობს : 1.პირველყოფილი ინსტინქტი ვაწარმოოთ ჩვენნაირი 2. ბავშვობიდან მიღებული ინფორმაცია, რომ უნდა გვიყვარდეს.. ხოდა ჩვენც, ზოგი ადრე, ზოგი გვიან, ვიწყებთ პროგრამა მინიმუმის შესრულებას.

სიყვარულზე არსებობს უამრავი წიგნი და ფილმი, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ ის ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. ასევე ფორუმების კითხვისას, ნანახი მაქვს უამრავი პასუხი, ამ კითხვაზე და მინდა, უბრალოდ ჩამოვაყალიბო სხვისი აზრი.. და ბოლოში ჩემი დავაყოლო.

დაელაპარაკეთ 13-14 წლის გოგოს იმაზე, რა არის სიყვარული. მის პასუხში თქვენ ნახავთ ჰოლივუდურ მელოდრამებსა და შარლოტა ბრონტეს შემოქმედებას ერთ ფლაკონში. არა, ღმერთმანი, მართლა გულის ამაჩუყებელია. მოისმენთ იმაზე, რომ სიყვარული ერთადერთია, განუმეორებელი, არასოდეს კვდება, რაც მთავარია, არასოდეს მეორდება. რომ, იმ "ნამდვილ” და "ჭეშმარიტ” სიყვარულს ერთხელ თუ დაკარგავ, სამუდამოდ დაიტანჯები და ა.შ… უზომოდ ბევრის წერა შეიძლება, მაგრამ imho ისედაც გასაგებია. ძალიან ბევრი ამ "მდგომარეობიდან” ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ გამოდის. ძირითადად, ქალები. უმეტესად ის ქალები, რომლებსაც პირველი სიყვარული "არ გამოუვიდათ” რაღაცის გამო და დღემდე იმაზე ფიქრობენ, რა იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ…

მეორე კატეგორია "სიყვარული მხოლოდ ჩვევაა” ადამიანები. რაციონალიზმისკენ გადახრილი სუბიექტები, რომლებიც ცდილობენ ახსნას, ის რაც მათ თავს ხდებოდა, მაგრამ რატომღაც აღარ ხდება. ყოველთვის მიჩნდება სურვილი, ამ ადამიანებს ვუთხრა, რამე ამის მსგავსი: "კარგი რა, ჩემს ოთახში მდგარ კარადასაც მივეჩვიე, მაგრამ მომაშორებენ და 2 წუთში დამავიწყდება, გინდა თქვა, რომ ეს სიყვარულია?”. ურიგოდ ჩავჩრი ჩემს კომენტს, ამ კატეგორიაში. სიყვარული, ჩემთვის, მხოლოდ მიჩვევა ნამდვილად არ არის.

მესამე მოსაზრება: კომფორტი. საერთოდ, კომფორტული ურთიერთობა კიდევ ცალკე საკითხია. შეიძლება ადამიანი გიყვარდეს, მაგრამ მასთან არსებობა შეუძლებელი იყოს; შეიძლება ადამიანი არ გიყვარდეს, მაგრამ ამავე დროს ძალიან კარგად იყო მის გვერდით. პირველი შემთხვევა, უდრის დათხრილ ნერვებს, უძილო ღამეებს, არეულ საქმეებს და საბოლოო ჯამში სიცოცხლესთან შეუთავსებელია. მეორე შემთხვევა.. საკმაოდ ხშირია და იმდენად რეალურია, რომ გინდა დასვა შეკითხვა სიყვარული კომფორტია? შეიძლება კი, შეიძლება არა. ისე კი, იმის კონკრეტულ ცოდნას რა გინდა, და სასურველის არსებობას, ძალიან ხშირად შეუძლია მოგვიტანოს კარგად ყოფნის და ბედნიერების შეგრძნება. ყოველ შემთხვევაში, იმაზე მეტი, ვიდრე უაზრო, გაწელილ, ემოციურ ურთიერთობას.

მოსაზრება მეოთხე: სიყვარული არ არსებობს. საერთოდ. აი ასე. ამ კატეგორიაში სხვა და სხვა ტიპის ადამიანები შედიან. გულგატეხილი პირველი კატეგორიის წარმომადგენლები; ადამიანები, რომლებლაც ბევრჯერ სცადეს, მაგრამ არ გამოუვიდათ;კიდევ ისინი ვისაც უყვარდათ და მერე უნახავთ, როგორ მთავრდება ეს გრძნობა, თავის შიგნით. გიყვარს, გიყვარს.. მერე გადის დრო და აღარ გიყვარს. ხშირად ეს და კიდევ სხვა ტიპის ადამიანები, უბრალოდ ამბობენ "ნუ იგონებთ რაღაცას და ნუ ისულელებთ თავს. სიყვარული არ არსებობს. არსებობს ვნება, მიჩვევა ბლა..ბლა.. მაგრამ სიყვარული – არ” ცოტა დავეთანხმები ამ ადამიანებს, მაგრამ ამის შესახებ შემდეგ აბზაცში.

ჩემი აზრით, სიყვარული ისაა და ისეთია, რასაც დავუძახებთ და როგორსაც შევქმნით. საერთოდ, ერთ-ერთი რისიც მწამს, ეს არის ტვინი. შეიძლება ზედმეტადაც მწამს. არ ვიცი, იქნებ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ჯერ კიდევ სწამთ, რომ სისხლის გადასატუმბი ორგანოთი უყვართ, მაგრამ, მე მგონია, ყველაფერი ტვინში იწყება და მთავრდება. სიყვარული ყველა იმ კომპონენტისგან შედგება, რაც ზემოთ ეწერა. ხან და ხან, რაღაცეები მეტი აქვს, რაღაცეები ნაკლები. ზოგჯერ, საერთოდ აკლია პუნქტები. მაგალითად, იგივე კომფორტი.

"სიყვარული არ არსებობს”-ს რაც შეეხება: არ არსებობს… ის სიყვარული რომელზეც გვიწერენ, გვიღებენ, გვაჩვენებენ, გვატენიან და ჩვენც ცხოვრების რაღაც ნაწილს ვეძებთ იმ ამაღლებულს, რომლის ნაცვლადაც ვიღებთ, ჩვეულებრივ ურთიერთობას, ორ ადამიანს შორის, რომელსაც, თუ გარემოებები და საჭირო მონდომება არ ერთვის, ყოველდღიური რუტინა ჭამს ერთ ლუკმად. ხო, კიდევ.. ხან და ხან, სიყვარული მთავრდება და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის არასოდეს არსებობდა(პირველი კატეგორიის გასაგონად). უბრალოდ, ცხოვრებაში ყველაფერს აქვს დასასრული, ადრე თუ გვიან.

საბოლოოდ, it’s in your head. სიყვარული, ისევე, როგორც სხვა ყველაფერი აბსტრაქტული, არსებობს მანამ, სანამ ჩვენ გვინდა რომ არსებობდეს. იგივე ეხება მის ფორმასაც.

კატეგორია: ♥რა არის სიყვარული♥ | ნანახია: 1986 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 sofia  
0
geniosebi, bumberazi mwerlebi,udidesi adamianebi werdnen siyvarulze taviant mosazrebebs da agmatebuli sityvebit amkobdnen am amoucnob grdznobas,magram arcerts ar sheedzlo etqva zustad tu ra iyo es sigije ,tu tandayolili anomalia romlitac ase advilia daavadde...me arc geniosi var da arc mwerali da an ra upleba maqvs vinme ganvsajo amistvis tundac gmertma damsajos magram...me vityvi:siyvaruli amoucnobi tavsatexia kacobriobis istoriashi romlis shecnobasac chven mokvdavebi verasodes shevdzlebt,chven shegvidzlia ubralod gviyvardes...

სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:09 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 69
სტუმარი: 69
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024