♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 14 » ................................
9:33 AM
................................


დილით ნინო კარზე კაკუნმა გააღვიძა. კარი რომ გააღო იქ უკვე არავინ იყო. მხოლოდ ზღურბლზე თეთრი ბარათი ეგდო.
ნინომ ბარათი გახსნა და ირაკლის ნაწერი იცნო, ტექსტი სწრაფად ერთი ამოსუნთქვით გადაიკითხა.

”ნინო ჩემო სიცოცხლევ, ვიცი რომ გუშინ საღამოს გაჭყენინე და გული ძალიან გათკინე.
გთხოვ, მაპატიე! ეს აღარ განმეორდება, მე დღეს საზღვარგარეთ მივემგზავრები.
ვიცი გაგიკვირდება მაგრამ ვერ გავბედე თქმა არ მინდოდა გენერვიულა.
მე მინდა რომ ბედნიერი იყო და ჩემს გამო აღარასოდეს იტირო. შენი ცრემლები მე ტანჯვას მაყენებენ.
გთხოვ, ყველაფერი მაპატიე, ჩემო დედოფალო! მიყვარხარ და მეყვარები, ამოსუნთქვის ბოლო წუთამდე.

მშვიდობით!!!

P.შ. სტრიქომებს დაგიტოვებ ჩემდა სახსოვრად:

”მე ღმერთს შევავედრე შენი სიყვარულ
მეტი ქვეყანაზე მე რა დამრჩენია,
და ყველა ხატის წინ რაც კი დანთებულან
შენდა შესაწირად ჩემი სანთლებია,
ჩემი სანთლებია, ასე მდუმარებით,
ასე სასოებით ნელა რომ იწვიან
და თუ ეს ვედრება ღმერთმა შეისმინა,
დღეს თუ არ გამწირა და თუ შემიწყალა,
მე კი რაც ამ ქვეყნად წმინდა სამთლებია,
სულ ყველას დავანთებ შენდა გასახარად.”

მიყვარხარ სიცოცხლეზე მეტად!
ირაკლი!...........
12 თებერვალი 1998წელი.




ნინომ წერილი დაკეცა, ცრემლი შეიმშრალა, თავი ხელბში ჩარგო და გაირინდა.
- ღმერთო ეს რა ვქენი, ეს რა ჩავიდინე, ჩემი სულელური ეჭვიანობით
საყვარელი ადამიანი დავკარგე, ესხლა რა მეშველება, როგორ მოვიქცე ან სად გაემგზავრა და საერთოდ რატომ დამიმალა?!
ნინო კიდე დიდხანს იჯდა ასე გარინდული. შემდეგ წამოდგა,
ტელეფონი აიღო და ირაკლის მობილურზე სცადა დარეკვა, მაგრამ არავინ უპასუხა;
მერე სახლში დარეკა ირაკლის დედასთან;
- ალო გისმენთ!
- გამარჯობათ ქალბატონო თამარ ნინო ვარ!
- ნინო?
გაუკვირდა თამარს.
- დიახ ნინო ! ნინო ავალიანი ირაკლის ჯგუფელი ჩვენ ერთად
ვსწავლობთ, ინსტიტუტში!
- ა, ნინო როგორ ხარ, გენაცვალე?
- არ ვიცი, ქალბატონო თამარ, არ ვიცი, ხომ ვერ მეტყვით ირაკლი სად
არის?................
- დღეს დილას ესპანეთში გაემგზავრა........
- გემგზავრა? თანაც ესპანეთში?
- კი რა არ იცოდი?
- არა არ ვიცოდი!!
შეცბა ნინო.......
- როგორ არ გითხრა?
- არა! - უკაცრავდ რომელ ქალაქშია?
- მადრიდში!....
- ო ღმერთო!.......
- რა მოხდა, ნინო, რატომ შეწუხდი ასე, რამე შეგემთხვათ?
- არა არაფერი!...
დაიბნა ნინო.
- ისე დღეს ყველას რაღაც გჭირთ ირაკლიც არ იყო კმაყოფილი იმით რომ
მიდიოდა....
- მართლა?
უცებ გულუპრყვილოდ იკითხა ნინომ.
- კი ასე იყო ასე.........
- კარგით მადლობთ, ქალბატრონო, თამარ ნახვამდის!.....
- ნახვამდის შვილო ნახვამდის!
ნინომ ყურმილი დადო, ოთახიდან გავიდა და პალტო აიღო,
ინსტიტუტში აგვიანდებოდა.
გზაში კი ეღტი ფიქრი არ ასვენებდა
- რა უნდა მადრიდში ან თუ მიდიოდა რატომ არ მითხრა რატომ.
გზაში ქეთი დაეწია და მაშინვე შეატყო რომ ტირილისგან თვალები დასიებოდა.
- ნინი როგორ ხარ?
- რა ვიცი ცუდათ!
- რა მოგივიდა ? იტირე?
- ჰო ვიტირე !
- რა მოხდა?
- ნუ მეკითხები გთხოვ!
- კარიგი ჰო!
- ქეთი იცოდი ირაკლი რომ მადრიდში უნდა წასულიყო?
- კი ვიცოდი!
- იცოდი?!
გიკვირვა ნინომ.
- ჰო რა იყო?
- არა არაფერი მე არ ვიცოდი
- იცი ლაშაც წავიდა
- ლაშაც?
- შენ რა არ იცოდი რო მიდიოდნენ?
- არა არვიცოდი!
- ინსტიტუტმა გაცვლითი პროგრამით გააგზავნა სასწავლებლად მადრიდის უნივერსიტეტში.
- რამდენი ხნით?
- 2-თუ 3-წლით
- ო.ღმერთო!
ნინომ ძლივს შეიკავა ცრემლები!!!
- რა არ გიხარია? მე ძალიან მიხარია!
- არა როგორ არა!
ძალით უპასუხა ნინომ.
- იცი ნეტა მე ვიყო ნინი მაგათ ადგილზე , როგორ მინდა?
ნინოს ხმა არ გაუცია, თავის ფიქრებში იყო ჩაფლული
- ნინი!
- ბატონო!
შეკრთა ნინო
- არ მისმენ?
- ო,არა მაპატიე!
- რა იყო ცუდად ხარ ? იცი რა ფერი გადევს?
- ვერ ვარ რაღაც კარგად, მოდი მე წავალ , კარგი თუ მიკითხონ უთხარი რომ ცუდად ვიყავი.
- კარგი, გინდა გაგაცილო?
- არა იყოს მარტო წავალ.
- კარგი, ორშაბათს მოხვალ?
- ალბათ მოვალ.
- დაგირეკავ ან გამოგივლი.
- კარგი, დაგელოდები . ჰო მართლა ბიჭებზე თუ რამე გაიგო შემატყობინე გთხოვ!
- აბა რას ვიზამ!
ნინო და ქეთი ერთმანეთს დასცილდნენ. სახლში რომ მივიდა ოთახში ჩაიკეტა საღამომდე გარეთ არ გამოსულა.
შაბათს საღამოს ქეთი მივიდა და ცოტა გაამხიარულა:
ორშაბათს ქეთიმ ნინოს ბიჭების კოორდინატები შეატყობინა.
- ნინი იცი რა უნდა გითხრა?
- რა იყო?
- ლაშამ დარეკა...
- მართლა?
გაუხარდა ნინოს
- მართლა, მართლა.
- მისალართი და ტელეფონი არ გითხრა?
- კი როგორ არა?
- ღმერთო რა კარგია როგორ არიან ირაკლისაც ელაპარაკე
- კი ველაპარაკე შენ ის გაგიხარდა , რომ.....
- რა რომ...
დაიბნა ნინო......
- ის რომ მგონი ერთმანეთი გიყვართ...
- რას ამბობ რა სისულელეა, გვიყვარს არა ისა.....
- მე მითქვია და აჰა!
ნინო იმდენად ბედნიერი იყო ახალი ამბით რომ ქეთისთვის არც
კი მოუსმენია . ის კი ქაქანებდა და ქაქანებდა.
ნინოს სიხარულისგან მთელი ღამე არ სძინებია. ერთი კვირის შემდეგ ნინომ როგორც იქნა გადაწყვიტა და ესპანეთში წერილი გააგზავნა.
მეორე დღეს ქეთი და ნინო ასევ ბიჭებზე საუბრობდნენ და ძალიან ბედნიერები ჩანდნენ.]
საღამოს შინ რომ დაბრუნდა ნინოს დედან უთხრა რომ , საშინელი ტრაგედია მოხდა ესპანეთის ქალაქში.
ნინომ მაშინვე ქეთის დაურეკა, ქეთი კი უთხრა რომ ეს ქალაქი მადრიდი იყო და ავტო ავარისს შედეგად ხიდიდან ხალიტ სავსე ავტობუსი გადავარდა.
- ქეთი ვინმე დაიღუპა?
- 7 კაცი დაიღუპა 18 კი მძიმედ დაშავდა.
- რა ვქნათ ბიჭების ამბავი როგორ გავიგოთ?
- არ ვიცი არა, ვრეკავ და არ პასუხობენ.
- ღმერთო ნეტავ ისიც ხომ არ იყვნენ იმ ოხერ ავტობუსში?
- არ ვიცი იქნებ არც იყვნენ და ჩვენ სულ ტყუილად ვნერვიულობთ
- კარგი და თუ რამე გაიგე დამირეკე რა , გთხოვ!
- კარგი აბა რას ვიზავმ არ ინერვიულო.
მასშემდეგ ერთი კვირა გავიდა მაგრამ არც ერთს არ დაურეკია არც ქეთისთან და არც ნინოსთან .
ნინო კი ვეღაც ირაკლის დედას უკავშირდებოდა. ერთ დღეს ქეთიმ ნინოსთან დარეკა და უთხრა რომ როგორც იქნა ლაშა დაუკავშირდა
- მართლა ?
- ჰო ეხლა ველაპარაკე
- როგორ არიან?
- კარგად
- ირაკლი?
- ირაკლიც კარგად არის.
- მართლა, რა ბედნიერება...
უცებ მოიმხიარულა ნინომ.
მეორე დღეს ნინომ თავისივე გაგზავნილი წერილი უკან მიიღო.
ნინომ ამ წერილის დანახვის თანავე რაღაც უსიამოვნოდ გაიღიმა და მაშინვე გულმა ცუდი უგრძნო.
ამის შემდეგ მას მეტი წერილი აღარ მიუწერია. დრო გადიოდა ლაშას მეტი კი არავინ რეკავდა. ქეთი კი ნინოს ეუბნებოდა რომ ირაკლი ბარსელონაში იყო გაგზავნილი და თავს კარგად გრძნობდა.
ნინო თანდათან ხვდებოდა რომ ქეთი და ლაშა რაღაცას უმალავდნენ.
ქეთი კი ერთსადა იმავეს პასუხობდა:
- არაფერი არ ხდება შენ აზვიადებ....ირაკლი კარგად არის.
- იქნებ ცოლი მოიყვანა?
დაუფიქრებლად წამოიძახა ნინომ
- გინდაც მოეყვანა მერე შენ რა გაწუხებს>?
- არა არაფერი
დაიბნა ნინო.
- მოიცა მოიცა თქვენ ეტყობა ერთმანეთი გიყვართ, ხომ?!
- საიდან მოიტანე?!
- თქვენ მე ვერ გამომაპარებთ ვერაფერს ირაკლიც რომ რეკავდა, სულ
შენს ამბავს კითხულობდა, ახლა და შენ ეჭვიანობას ვეღარ მალავ.
- ო, კარგი რა ქეთი
ხელი აიქნია ნინომ თითქოს რაღაცის წაშლას ცდილობდა თავისი ფიქრებიდან.
მასობაში კი ზუსტად 6 თვე გავიდა. ნინო კი ირაკლის მეტზე ვარვიზე
და ვერაფერზე ფიქრობდა.
ერთ მშვენიერ დღესაც ნინოს კურიერმა ამანათი გადასცა.
ამ ამანათში , წერილი, ესპანეთის ვიზა, თვითმფრინავის ბილეთი და ოდესღაც ირაკლის მიერ დაპირებული ოქროს პატარა ვარდი იდო.
ნინომ წერილი რომ გახსნა სიხარულით ცას ეწია, ირაკლი მადრიდიან უგზავნიდა ამ ამანათს.
ნინომ სწრაფად გახსნა წერილი და სიხარულისგან ცრემლები ვეღარ შეიკავა.

” ნინო ჩემო ძვირფასო, ვიცი რომ გგონია დამავიწყდი ან სხვაზე გაგცვალე ვიცი რომ ნაწყენი ხარ, იმის გამო რომ არც გირეკავდი და არც გწერდი.
მაგრამ გთოვ მაპატიე და რასაც ეხლა წაიკითხავ, ყველაფერს თვითონ მიხვდები.
იმ საშინევ ავტო ავარიაში, მეც მოვყევი , მეც დავშავდი და 4 თვის მანძილზე, მადრიდის ცენტრალურ კლინიკაში ვიწექი.
ამის მერე მინდოდა შენთვის ყველაფერი მეთქვა მაშინდელისღვის კიდევ ერთხელ მეთხოვა პატიება, ამეხსნა რატომ დაფიმალე ჩვენი გამგზავრების ამბავი, მაგრამ ვერ გავბედე ვაი თუ არ გეპატიებინა მეშინოდა.
მაგრამ 3 დღის წინ ქეთიმ ლაშას დაურეკა და უთხრა რომ ძალიან განიცდიდი ჩემს არ ყოფნას.
ჰო კიდევ ერთი იმ კატასტროფის შემდეგ დედაჩემს გულის შეტევა ჰქონდა და 2 თვის წინ ისიც გარდაიცვალა.
ყველაზე საშინელება კი ის იყო რომ დედის დაკრძალვასაც ვერ დავესწარი.
ლაშის კი მე ვთხოვე რომ შენთვის ჩემი ავდმყოფობის შესახებ არაფერი ეთქვა .
ვიცოდი რომ ინერვიულებდი...
ეხლა კი ერთ რამეს გთხოვ თუ შეგიძლია ჩემი პატიება, თუ ცოტათი მაინც კიდევ გიყვარვარ, გთხოვ ჩემთან ჩამოდი.
მჭირდები მე შენს გარეშე ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლია უშენობა რა ვქნა?!
ლაშამ და ქწთიმ ჩვენს შესახედ ყველაფერი იციან. თუ ჩამოხვალ გთხოვ ეს ყველაფერი რაც მოგწერე კარგად გაითვალისწინო.
როცა მნახავ შეიძლება ზურგიც კი მაქციო,
P.შ. ბილეთები ვიზა და ის პატრა ვარდი შენ რომ გინდოდა კონვერში დევს.
აეროპორტში ლაშა დაგხვდება, გელოდები და თან ძალინ მიყვარხარ! გთხოვ დამიბრუნე დაკარგული სიცოცხლის ხალისი.


იცოდე მე შენ უფრო ძლიერ მიყვარხარ!
ირაკლი...
26 აგვისტო 1998 წელი.



ნინომ წერილი დაკეცა და ცრემლი შიმშრალა, ქეთის დაურეკა და შეხვედრა დაუთქვა.
ოთხის ნახევარზე ქეთი დათქმულ ადგილას მივიდა. ნინომ ქეთის ირკლის წერი აჩვენა.
- ქეთი შენ თავიდანვე იცოდი ყველაფერი?
- კი, ვიცოდი...
დამნაშავესავით დახარა მან თავი.
- მერე რატომ დამიმალე?!
- ირაკლიმ მთხოვა...
- შენ მაინც უნდა გეთქვა ჩემთვის...
- ვიცი, მაპატიე!
- ჩვენი ამბავი როდის გითხრა?
- ორი კვირის წინ...
- ღმერთო ეხლა როგორ უნდა მოვიქცე?
- არ წახვალ?
- წავალ, მაგრამ რატომ მწერს რომ თუ ჩამოხვალ, კარგად დაფიქრდიო.
- როცა ნახავ მაშინ მიხვდები ყველაფერს.
- კიდევ რას მიმალავ?!
- ამის თქმა უკვე არ შემიძლია...
- ჰო, კარგი,კარგი
- რას იზავ გაემგზავრები?
- კი.
- მერე სწავლა 2 წელი დაგრჩა და ყველაფერს მიატოვებ?
- არა საბუთებს მადრიდში გადავაგზავნინებ.
- დარწმუნებული ხარ?
- კი ვარ! ისე როგორც არასდროს.
მეორე დილიღ ნინო მადრიდში გაემგზავრა. იქ მას ლაშა დახვდა. ნინომ
კარი შეაღო და ეტლს მიჯაჭვული ირაკლი დაინახა.
- ხედავ როგორი უსუსური ვარ?!
უთხრა მას ირაკლიმ.
ნინო ადგილიდან არ დაძრულა. შემდეგ ირაკლის შეხედა ცრემლი
შეიმშრალა და მიუახლოვდა
- რატომ აქმდე არ მითხარი? ყველაფერი, რატომ დამიმალე?!
- არ ვიცი ალბათ შენი დაკრგვის შემეშინდა.
- მე ხომ მიყვარხარ!
- მეგონა დამივიწყე...
- როგორ მე ეს არ შემეძლო...
- მე ვიფიქრე რომ მაშინ არ მაპატიე ის სულელური ცეკვა.
- არა პირიქით , მე ვიყაავი დამნაშავე ჩემი ეჭვიანობის გამო კინაღამ დაგკარგე.
- ნინი იცი როგორ მომენატრე?
- მართლა?
- კი მართლა!
- მეც მომენატრე.
- მე შენ კიდევ უფრო მიყვარხარ!
- მეც მიყვარხარ!
- ყველაფერი მაპატიე გთხოვ...
- არა, ირაკლი შენ მაპატიე თუ შეგიძლია ყველაფერი ჩემი ბრალია!
- შენ არაფერი გაქვს საპატიებელი!
ნინო ირაკლის მოეხვია და თვალები დაუკოცნა.
- ნინიკო დარჩები ჩემთან?
- კი დავრჩები...
- არ მიმატოვო გთხოვ მე ამას უკვე ვეღარ გადავიტან...
- არ მიგატოვებ გპირდები!
- ინსტიტუტში როგორ ივლი? ჩემს გამო თავს ანებებ?
- არა საბუთები გადმოვაგზავნე მეც აქ ვისწავლი!
ნინომ ირაკლის სიცოცხლის ხალისი დაუბრუნა, დაეხმარა რომ უმწეოდ
არ ეგრძნო თავი.
მას მერე 6 წელი გავიდა ირაკლი და ნინო საქართველოში დაბრუნდნენ, მათ 2 არაჩვეულებრივი შვილი ჰყავთ 6 წლის თორნიკე და 4 წლის თამარი. მათი ცხოვრება ამ ორმა ანგელოზმა ძირფესვიანად შეცვალა.
რაც შეეხება ქეთისა და ლაშას მათაც იქორწინეს, ნინოსი და ირაკლის მსგავსად მათაც 2 შვილი ჰყავთ, 5 წლის საბა და 2 წლის ნიკა.
ნინოც და ირაკლიც ერთ ფირმაში მუშაობენ, ეკონომისტ-მრჩევლებად და ამდენი ტანჟვის შემდეგ მაინც ძალიან ბედნიერები არიან.
მათი სიყვარული ღმერთმა არ გასწირა და მაინც მათი გზები ადრე თუ გვიან გადაიკვეთა.

კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1185 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 9:41 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 8
სტუმარი: 8
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024