♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 14 » ეხლა ღამეა
9:17 PM
ეხლა ღამეა


ახლა ღამეა და ვარსკვლავები ზეცას ჭორფლივით აყრია შუბლზე...
მე მაგიდასთან ვზივარ ძვირფასო, და ჩემს წინ სუფთა ქაღალდებს ვუმზერ.
აწმყო, წარსული და მომავალი დამდგარან ჩემი ფიქრების ზღურბლზე.
ძალიან მშვიდ და იდუმალ ღამეს ჩასძინებია ატმის მკლავებზე...
თავში ტრიალებს ათასი კითხვა და ყველა თავის პასუხს დაეძებს.
არ შემხვედრიხარ, არ მინახიხარ, ალბათ იქნება ათასი წელი,
ათასი წელი იქნებ ცოტაა, ან იქნებ არის ძალიან ბევრი.
მე ახლა მხოლოდ სიზმარში მახსოვს შენი ლამაზი თვალების ფერი.
ეს ყველაფერი ადრე დაიწყო, ადრე, ძალიან, ძალიან ადრე,
როცა თებერვლის მსუსხავი ქარი ეხეთქებოდა გათოშილ ჭადრებს,
როს ცხოვრებიდან შენ ჭრიდი დღეებს, ვით რეჟისორი ფირიდან ჭრიდეს
ფილმისთვის ყოვლად უვარგის კადრებს.
იმდენად ახლოს მოვედი შენთან, რომ უსასრულოდ აღმოვჩნდი შორი,
მერე ვიღაცამ შეთხზა რაღაცა, შენც კარგად იცი,
მე რომ არ გითხრა, როგორ ვრცელდება ქალაქში ჭორი!
...გახსოვს?- ცისფერი ხეობის გასწვრივ მზერა შველივით მორბოდა შენსკენ
და მოწმენდილი ივნისის ზეცა ირეკლებოდა მდინარის ფსკერზე...
ქუჩაში იყო იმდენი ხალხი, მეჩვენებოდა, რომ იმ საღამოს
სადღაც გარბოდა დამფრთხალი ქუჩა... ჩვენ მივდიოდით.
მე შევაგებე აბაზიანი ქუჩის კუთხეში მათხოვრის მუჭას.
...გახსოვს? – ოთახში იმ გაზაფხულზე ძალიან წითლად ჰყვაოდა ბალბა,
შენ დაიღალე იმ ბალბის ცქერით, შენ საერთოდაც გადაიღალე და გამეცალე,
მე კი სულ შენთან ვიქნები ალბათ.
შენ გიხაროდა შენი არსება. შენ ის გეგონა შენი ერთგული
ვინც მოგიტანდა თავის სიყვარულს მარტში მანეთად ნაყიდ იებად
(კი, ზღვაც ამაყობს თავის ხმაურით, მაგრამ იცოდე,
rom ზღვა სხვა არის, ზღვას ყველაფერი ეპატიება).
ჩემი ფიქრები უბრალო გოგოს რაღაც უცნაურ შუქით გმოსავდნენ
და მაღონებდა ძალიან ხშირად, რაც არ ვიცოდი მე შენს შესახებ,
რაც შენ აკეთე ჩემთან მოსვლამდე.
რატომ გგონია, რომ მე სათქმელი დაგიგვიანე?! შენ ვერ მიმიხვდი,
ჩემი სათქმელი ადრევე გითხარ და ვერ ამჩნევდი,
რომ მე შენგან ველოდი პასუხს, რომ მე ქცეული ვიყავი კითხვად...
მე სიყვარული ვიცი, რაც არის, მაგრამ არ ვიცი შენ როგორ გითხრა!
და თუ ქამანდი გამოვდე სიტყვას, მოვალ მოვალ და უცებ ყველაფერს გეტყვი?
- არა! არ არის ის სიყვარული, რასაც საერთოდ მას უწოდებენ,
ის არის ბევრად იმაზე მეტი!...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1135 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 10:20 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 7
სტუმარი: 7
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024