♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 14 » * * * * * *
9:31 AM
* * * * * *


ახლა სანაპიროს ჩამოვუყევი. . . შენზე ვფიქრობ. . .თურმე ვტირი. . . მე კი ვერც ვამჩნევ. . . თუმცა რა გასაკვირია. . . მე ხომ სულ ვტირი. . . ცრემლები თავისით მოგორავს და იმედი აქვს, რომ შენამდე მოაღწევს. . . როგორ?. . . თუნდაც წვიმის სახით. . . მე გამუდმებით ვფიქრობ. . . სულ ტვინი მეჭყლიტება ნუთი შემიძლია მე ამ უსუსურ არსებას, ასე რამ გავაკეთო, რომ შეგიყვარდე. . .:( მე დავდივარ. . . სულ ფეხით დავდივარ. . . ნეტავ რატომ? ალბათ შენ გეძებ. . . ალბათ ჩემში ის პაწაწინა ნაპერწკალი, რომელიც ძლივსღა ბჟუტავს. . . მაინც არსებობს და გაღვივებას ელოდება. . . მაგრამ ეჭვი მეპარება, ეს ნაპერწკალი თუნდაც პაწაწინა კოცონად გადაიქცეს. . .
ბნელა. . . ხალხი აქა-იქ ბოდიალობს. . . ალბათ ისინიც ჩემნაირი გიჟები არიან. . . ყველა ბიჭის დანახვაზე გული ბარტყივით მიხტის. . . ყველა მგონიხარ. . . მგონი გავგიჟდი. . . თუმცა ამას ველოდი კიდეც. . . ერთ ბიჭს მხარზე ხელი დავადე, რომ შემომხედა და ჩემი საშინელი სახე და ცრემლებით სავსე თვალები დაინახა უკანმოუხედავად გაიქცა. . . ალბათ შენც ასე მოიქცეოდი. . . ვის რაში ვჭირდები?. . . მითუმეტეს შენ. . . გამოთაყვანებული სახით. . . ტირილისგან ჩაცვენილი. . . არაფრისმთქმელი და სისხლიანი თვალებით?. . . უჭმელობით ჩამომხმარი, ჩონჩხად ქცეული სხეულით?. . .მე ხომ ერთი არარაობა ვარ. . . რომელიც მოჩვენებასავით დადის და მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობს. . .
უცებ მტკვარს გადავხედე. . . თითქოს ისიც დარდიანად, ნელა, ჩაუწვდომელი სევდით მიდიოდა. . . ისე მიდიოდა თითქოს ეზარება და აძალებენო. . . უცებ გავჩუმდი მტკვარში შენი სახე აშკარად ჩანდა. . . ასეთი რეალური მოჩვენება არასდროს მინახავს. . . ჩემი სევდით სავსე გული გაბრწყინდა. . . მე შენთან წამოვედი. . . გაშლილი ხელებით წამოვედი და ჩაგეხუტე. . . დილა გათენდა. . . ეს სევდიანი დილა იყო. . . მაგრამ თავისუფალი, რადგან ამ დედამიწას ერთი არარაობა გამოაკლდა. . .
წამყვანები დამწუხრებული სახეებით აცხადებდნენ მტკვარში დამხრჩვალი გოგონას შესახებ. . . დედაჩემი გათიშული ეგდო სავარძელშუ და თვალებით ჭერს მიშტერებოდა. . .
შენ ფეხშიშველა გამოტანტალდი. . . თვალები მოიფშვნიტე. . . დაამთქნარე. . . პულტი ხელში აიღე და ტელევიზორი ჩართე. . . შენთვითონაც გაგიკვირდა ასეთი რამ რატომ გააკეთე. . . არასდროს გაინტერესებდა ქვეყანაში მომხდარი ამბები. . . ახლა კი დიდი ინტერესით დააჭირე შენი პატარა თითები პულტს და ცართე. . . იქიდან მე გიღიმოდი. . . სევდიანი თვალებით გიყურებდი. . . კორესპონდენტმა კიდევ ერთხელ გამოაცხადა ჩემი სახელი და გვარი. . . შენ პულტი ხელში გაგიშეშდა და მოძრაობის უნარი დაკარგე. . .
ახლა კი გხედავ ჩემს საფლავზე ხელებში თავჩაგრულს 15 წითელი ვარდი გიდევს კალთაში. . . შენი უძიროდ ლამაზი თვალებიდან კი გამალებით ეცემიან ცრემლები ჩემს გაყინულ გულზე. .

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1190 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 10:09 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024