♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 11 » ..:ლექსები:..
12:56 PM
..:ლექსები:..


***
სულ მენატრები მაშინაც კი როცა მძინავს,თვალებს დავხუჭავ და ისევ შენზე ვფიქრობ,წუთი არ გავა ისე რომ არ მახსოვდე ჩემს ყოველ სიტყვაში ,ყველაგან და ყოველთვის ერთი სახელი ისმის,,.მე შენ სულ გეძებ,ყოველთვის გელი,ფიქრი ნიავივით ქრის და თან მოაქვს სიტყვები,"-ელოდე,ის აუცილებლად დაბრუნდება!""
გულში ტკივილია,და ნელ-ნელა ფიქრებიც აირია,ვგრძნობ როგორ ერევა ცრემლებს,
ჩუმი,უთქმელი სევდა იღვენთება თვალებიდან,,
ღმერთო დამეხმარე მე ხომ ის მიყვარს


***
ზღვის პირას სველ ქვიშას მიუყვება ხან ერთი, ხან ორი კაცის ნაკვალევი. -ეს ვისი ნაკვალევია უფალო? -შენს მიერ გავლილი გზაა შვილო ჩემო. -მეორე ნაკვალევი ვიღასია უფალო? -ეგ ჩემია-პასუხობს უფალი-მე ხომ მთელი ცხოვრება შენს გვერდით ვიყავი. -მაინც მიგიტოვებივარ უფალო, ზოგჯერ მხოლოდ ერთი ნაკვალევი ჩანს. -შენ ცდები! ეს ჩემი ნაკვალევია, როცა ძალიან გიჭირდა, ხელში აყვანილს გატარებდი..


***
მე მოვკვდები გვიან ღამით, მე ხომ ცაში ანგელოზი მიხმობს..... მე დავფერფლავ თქვენს ოცნებებს და დავხატავ ამ ცხოვრების ტილოს.... მე ვიცოცხლებ სხვა სივრცეში, ერთხელ მაინც გავფრინდები ცაში, მე ვიცხოვრებ სინათლეში ვიცურავებ იმედების ზღვაში... მე გავივლი იმ ბილიკებს ტკივილით რომ იგონებენ სხვები, მე ავიტან ყველა ტანჯვას მეღირსება სინათლე და ფრთები. მე მოვკვდები გვიან ღამით , გავფრინდები საბოლოოდ მზისკენ დავფიქრდები სინანულის გზაზე ანგელოზი მელოდება ცისკენ.

***
თუ მოგენატრები, სიზმრად ჩაიტანე ეს დიდი სურვილი და ჩემს სუნთქვას იგრძნობ უმალ...

~თუ მოგენატრები, თვალდახუჭული რომ იყო, ჩემი ლანდი მოვა შენთან...

~თუ მოგენატრები, ჩქარ ტალღებს დაუკვირდი და ქვებზე ფეხშიშველ მორბენალს დამინახავ...

~თუ მოგენატრები, ხეივანში გაიარე და ფოთოლთ შრიალით გამოგეპასუხები...

~თუ მოგენატრები, ტაძრის ნანგრევებს მიაკითხე და რომელიმე ფრესკად ასვეტილ სახებაში შეიცნო უნდა ხატება ჩემი...

~თუ მოგენატრები, აფრენილ ჩიტს დაადევნე თვალთახედვა და მისი ფრთების ტლაშუნი ჩემს დამშვიდობებად მიიჩნიე...

~თუ მოგენატრები, ცისფერ ცას ახედე და ჩემი სახე თეთრი ღრუბლებით დაიხატება...

~თუ ძალიან მოგენატრები, სანთლები აანთე და მის მკრთალ შუქზე მებაასე, ჩემი სული უეჭველად მოვა შენთან...

~თუ მოგენატრები...


***
უკვე ღამეა... საკმაოდ ცივა... შენ ალბათ უკვე ღრმა ძილით გძინავს... მე არ მასვენებს შენზე ფიქრები, მჯერა, რომ მალე ჩემი იქნები... "მე შენ მიყვარხარ..." ამის თქმას ვბედავ, თვალს რომ დავხუჭავ სიზმარში გხედავ, შენ შემაჩვიე მე ლექსის წერას, ვერ გავექცევით ჩვენ ბედისწერას.........................


კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1090 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-12-27, 3:46 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 12
სტუმარი: 12
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024