მთავარი » 2010 » თებერვალი » 21 » café
|
ყოველდღე აქ მოვდივარ.ყოველდღე თითქმის სხვადასხვა ხალხი მხვდება.ვზივარ .ცივა. ცხელ შოკოლადს ვსვამ (როგორც ყოველთვის) და ამიტომ ვერ ვგრძნობ რომ ცივა.ჩემ პირდაპირ მაგიდასთან შეყვარებულები სხედან.ჩხუბობენ.ბიჭმა რომელსაც რატომღაც მგონია რომ დათუნა ქვია ჭიქას ხელი კრა და მაგიდა გაღიაყავისფრდა რძიანი ყავით.გოგო რომლის სახელის მოსაფიქრებლადაც ფანტაზია არ მეყო ტირილით გავარდა გარეთ.ბიჭიც გაყვა.ჩემ გვერდზე მაგიდასთან სამი გოგო იჯდა.ძაან ბევრს ლაპარაკობდნენ თან უაზრობას.ცოტა იქით ბიჭი იჯდა.შავი მოკლე თმა და მწვანე თვალები ქონდა.დროდადრო გამომხედავდა გამიღიმებდა და ისევ აგრძელებდა notebook-ში რაღაცის კეთებას.უკვე მესამე დღეა აქ მოდის.უცებ ჩემმა ტელეფონმა იღრიალა "tell me true tell me why was jesus crucified.." ნინი რეკავდა... -ხოო ნიინ -აუუ გცალიაა?? -კიი რა იყოო?? -ამოო რა ჩემთან და მერე ჩვენ café ში ჩავიდეთ. -მაანდ ვარ ჩამოო რაა შეენ -კაიი მანდ იყავიი მოვდივარ -აქ ვაარ და გაისმა გულისგამაწვრილებელი ზუმერი ..ნინი შემოვიდა. გაყინული.ძაან ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწვიტეთ რო დაბადების დღეს თავის დაჩაზე ტაბახმელაში გადაიხდის.წავედით მოსაწვევების საყიდლაად. გარეთ ყინავდა.ვიყიდეთ ვარდისფერი და თეთრი მოსაწვევები.8 იყო ღამდებოდა და წავედით ჩემთან.პარასკევი იყო და როგორც ყოველთვის ნინი ჩემთან რჩებოდა.მეორე დღეს საღამოს ისევ ჩავედით caféში.ცოტახანში ნინი წავიდა.მარტო დავრჩი ცხელი შოკოლადის ჭიქასთან ერთად.უცებ გვრდზე ვიღაც დამიჯდა.ეს ის notebookიანი ბიჭი იყო. -პრივეტ -HI -მე ლუკა შენ? -ანანო : ) -სასიამოვნოა -ჩემთვისაც -რამდენის ხარ? -19 შენ? -მე 20ის საშინლად უხერხული პაუზა. სიჩუმე ისევ 20 წლის ლუკამ დაარღვია რომელიც ნასიამოვნებია ჩემი გაცნობით . -სად ცხოვრობ? -აბაშიძეზე შენ? -ფალიაშვილზე.. ისეევ პაუზა - უიი 6 საათია უკვე უნდა წავიდე.. -ღამდება უკვე წამო გაგაცილებ. -კაი გავედით გარეთ მე და 20 წლის ლუკა რომელიც ნასიამოვნებია ჩემი გაცნობით და ფალიაშვილზე ცხოვრობს.თოვდა.მივდიოდით და თოვლში converse-ის კეტების ნაკვალევს ვტოვებდით. -აი მოვედით.. -აა აქ ცხოვრობ? -ხოო -კაი წავედი გნახავ ხვალ.. -კაიი ისევ გათენდა ისევ ჩავედი საღამოს caféში.ისევ ვნახე ლუკა.გადიოდა დღეები მე და ლუკა ერთმანეთს უფრო და უფრო უახლოვდებოდით.ერთ დღესაც ისევ თოვდა ოღონდ ეს უკვე ერთი წლის შემდეგ იგივე დღეა 27 დეკემბერი.მივდიოდით.შემცივდა ამაკანკალა.ლუკამ გამაჩერა. -რაღაც უნდა გითხრა -რა იყო რამე მოხდა? -არა.. უფროსწორად კი. -რა მოხდა თქვიი -არ ვიცი საიდან დავიწყო -იქიდან დაიწყე საიდანაც ფიქრობ რო საჭიროა -საერთოდ არ არი საჭირო.. უბრალოდ მგონია რომ ამას რო გეტყვი სამუდამოდ დაგკკარგავ. -მეც მიყვარხარ ლუუკ -მართლაა? -ხოო -და როგორ მიხვდი რო ეგ უნდა მეთქვა..? -რავი არ ვიცი.. -მე შენ უფრო მიყვარხარ -კაიი მარა მე ხო ვიციი რო შენც ძაან გიყვარვარ და მეეც ისევ თოვს..ისევ მივდივარ..აღარ მცივა აღარც მაკანკალებს..უბრალოდ ბედნიერი ვარ.
|
კატეგორია: ♥ისტორია♥ |
ნანახია: 1290 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/2 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 66 სტუმარი: 66 მომხმარებელი: 0 |
|
|