♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 13 » მიყვარს !
10:15 PM
მიყვარს !


მე მიყვარს, როდესაც არაფერს განვიცდი,
თითქოსდა,
მარტივად ველი ჩემს დასასრულს,
და ვიცი, წასვლის წინ, ზღურბლს აქეთ დაგიცდი,
რომ ერთად გადავცდეთ მიწიერ გაზაფხულს.

მე მიყვარს, როდესაც ფიქრისგან დაცლილი
ვდგავარ და იმ ფრაზებს,
რომლებიც დავფანტე ლექსებში,
დავცინი,
მერე კი ცინიზმსაც დავცინი,
ჯინაზე.

და რომ მენატრები, მიყვარს ეს შეგრძნება,
მიყვარს დახრჩობამდე,
შეშლაა ნამდვილი,
როდესაც სუნთქვაც კი საშინლად მბეზრდება,
და ტვინშიც ფესვს იდგამს სიგიჟის ადგილი.

მე მიყვარს, როდესაც ზიხარ და მომელი...
იმ რეალობაზე, ადრე რომ გაგვწირა,
ორივეს იმდენი გვაქვს საამბობელი,
გავჩუმდეთ,
ან, თუნდაც, დუმილსაც ვკრათ წიხლი.

მე მიყვარს, სიტყვით რომ ვამცირებთ მანძილებს,
თითქოსდა, მარტივად,
ხელებით, გულებით
უხმოდ, ხან ხმაურით, სიცოცხლეს ვამძიმებთ
და სიკვდილს ვაშიშვლებთ, ვამცირებ....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1150 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 10:08 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 8
სტუმარი: 8
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024